შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

27(თავი მეოთხე)


5-01-2018, 22:39
ავტორი blue witch
ნანახია 1 160

და, მაინც...
საიდან იწყება ცვლილებები?!
ნუთუ, ერთხელაც გაიღვიძებ და იგრძნობ, რომ შენი სამყარო ამოყირავდა?!
თავიდან მოგეწონება, შემდეგ სულს შეგიხუთავს, შეგავიწროვებს, დაგანგრევს.
მერე კი ეცდები უწინდებურად გაასწორო, მაგრამ პირვანდელ სახეს ვერ დაუბრუნებ.
და ეს შეგშლის.
**************
calvin harris-feel so close
**************
-ასეთი ადგილები მეზიზღება ინა!-საკმაოდ ხმამაღლა ჩავჩურჩულე წითელ პიჯაკში გამოწყობილ ინას, რომელიც დიდი მონდომებით შეჰყურებდა ერთ-ერთ ტილოს, რომელზეც პირადად მე, მხოლოდ უაზრო მონასმებს ვხედავდი.
-სანდრო სელენიელში არ არის, ცოტაც გამიძელი, მეგობრობის ხათრით რა!-შემომჩივლა გოგონამ და თვალები დამიბრიალა, აქაოდა ნახატის არსის შეცნობაში ხელს მიშლიო.
საწყლად გადავატრიალე თვალები, მსურდა აქურობა რაც შეიძლება მალე დამეტოვებინა.
ინამ დიდი მოდომებით წამომათრია ვიღაც ახალგაზრდა მხატვრის გამოფენაზე. მე ნამდვილად შორს ვიდექი შემოქმედებითობისაგან. ჩვენ ორნი ზედმეტად წიხლნაკრავი სფეროები ვიყავით ურთიეთისთვის.
-არ შეიძლება უბრალოდ ხინკალზე დაგპატიჟო?-უკმაყოფილოდ ავბუზღუნდი.
-არა!-მკვახედ მომიგო და ქერა თმაზე ჩამოისვა ხელი.
-მღლი, ინა ძალიან, ძალიან მღლი!-ვუსაყვედურე და ოთახის ნაკლებად ხმაურიან ნაწილში გადავინაცვლე.
ჩემგან ზურგშექცევით ერთი თხელი ტანის, იისფერ კაბაში გამოწყობილი გოგონა იდგა. გრძელსახელოიანი, ნაკეცებად დაშვებული ლამაზი კაბა ტანზე მსუბუქად ეკვროდა, ზურგზე კი წითური თმა ეფინა. მის ოქროფერ-ლალისფერ თმებს გავუშტერე თვალი. ინასავით ინტერესით შესცქეროდა ნახატს.
-მოგწონთ?-მივუახლოვდი და ვკითხე. ფლირტი არ მაწყენდა.
-თქვენ თუ მოგწოთ?-არც შემობრუნებულა, ისე მომიგო.
-არა, ჩემი აზრით სრული დებილობაა.-გულწრფელად მივუგე. ზოგჯერ გულწრფელობა იდეალური იარაღია.
-ჰო, მე დავხატე.-შემოტრიალდა და გამიღიმა.
სუნთქვა შემეკრა და გავლურჯდი. იზაბელი, სოფი, ელნენე, ჯანდაბა და დოზანა, უეჭველად ის იყო!
-მე...ისა..მე-ენა დაება.
ჰო, გულწრფელობას სჯობდა მეცრუა.
-არაუშავს, მართლა დებილობაა, უბრალოდ ვჯღაბნიდი და ვიღაცამ ეს აზრთა კორიანტელად და შემოქმედებიობის ზეიმად აღიქვა.-დამიყვავა და ჟღალი დალალები მოიქნია.
-მე შენ გიცნობ.-რიხიანად ვაჯახე. ბოლოს და ბოლოს კაცი ვიყავი, ამ გოგოსი რანაირად უნდა შემშინებოდა?!
-ვიცი, და ყელში რატომ არ ამოგივიდა ჩემი დევნა?-მხიარულად მითხრა.
-იმიტომ, რომ ვერ ვხვდები ვინ ხარ, მე კი საიდუმლოებები მიტაცებს. თანაც არ დაგდევ, შემთხვევით ვხვდებით.-მივუახლოვდი.
- შემთხვევით არაფერი, არაოსოდეს, დედამიწის არცერთ წერტილში არ ხდება. თანაც, უბრალოდ მეარშიყები.-დაასკვნა და თავისი ლამაზი, განსაკუთრებული თვალები მომაპყო.
ეშმაკმაც დალახვროს! რა უღმერთოდ მშვენიერი იყო.
-შეიძლება.-ამოვღერღე.
მგონი ჰიპნოზს მიკეთებდა. ისე მიმზერდა, როგორც შხამიანი გველი თავის მსხვერპლს.
-მაშინ პაემანზე დაგთანხმდები.-შემომთავაზა.
შევცბი.
-მე ჯერ არ დამიპატიჟიხარ.-გავუღიმე. შექმნილი სიტუაცია ძალიანაც მომწონდა.
-მაგრამ დამპატიჟებ.-დრწმუნებით მითხრა.
-ჰო, დაგპატიჟებ.- უკვე მზაკვრულად გავუღიმე.
აქედან დაიწყო ყველაფერი.
აქედან დაიწყო ნგრევა.
შენება.
ისევ ნგრევა
და
ბოლოს....
****************
მე მას ვხვდებოდი.
თავიდანვე წამომიყენა პირობა, რომ არანაირი ოფიციალურ ურთიერთობა არ გვექნებოდა.
მას არც ოჯახი ჰყავდა და არც მეგობრები. შესაბამისად, არც ჩემებს წარვუდგენდი რაიმე სტატუსით.
არც ძლიერ ფიზიკურ სიახლოვეზე მიმდგარა საქმე.
მხოლდ ვკოცნიდით და ვეხუტებოდით ერთმანეთს.
და ვსაუბრობდით.
ხშირად ვებურტყუნებოდი კიდეც, ხან კოცნას ვთხოვდი, ხან უფრო მეტზეც ვეხუმრებოდი,(ამ შემთხვევაში სრულიად ქრებოდა მისი ქსცენტრულობა და კარგ ტრადიციულ „ წყევლა-კრულვაში“ გამხვევდა, აქაოდა ხელების ფათურზე ფიქრობ სულო, თუმცა ცდებოდა, რაღაც განსაკუთრებული, რომ არა მართლა სხვანაირად მოვეპყრობოდი).ზოგჯერ კი მეტი ინფორმაციის მიღება მსურდა, მაგრამ ის ბერმუდის სამკუთხედივით იდუმალი იყო.
წინასწარ არასოდეს ვიცოდი ვინ უნდა მომწონებოდა, დღეს ვინ იქნებოდა, ყოველთვის თვითონ მირეკავდა და საერთოდ, ყველაფერს თავად წყვეტდა.
სულ ახალ-ახალ როლებს ირგებდა, სხვადასხვა ვინმეს თამაშობდა. ხან ერთი კვირაც კი გრძელდებოდა მისი წარმოდგენა, მაგრამ ერთ დღესაც მოეპრიანებოდა და სულ სხვა ქალად მეცხადებოდა. მისი სახელი, წარმომავლობა, პროფესია, ასაკი, საერთოდ არაფერი არ ვიცოდი.
სახელსა და პროფესიას წამში იცვლიდა, დანარჩენზე ხმას არ იღებდა.
თუმცა ეს ჩემთვის არაფერს ცვლიდა. პირიქით, ჩვენს ურთიერთობას მეტ ხიბლს სძენდა. ის იყო საოცარი, გარდაქმნადი, მაგიური ცეცხლი და ამავდროულად ყინულოვანი ოკეანე რომელში ცურვაც და რომელთან თამაშიც მე არ მბეზრდებოდა.
მეუბნებოდა კიდეც, როცა ჩემში სიახლის ძიება, ჩემთან თამაში მოგბეზრდება დამშორდებიო.
ზედმეტად ხშირად საუბრობდა დაშორებაზე.
ერთხელ გავუბრაზდი და მომიგო:
თავს წინასწარ ვამზადებ, რომ მერე გული ძალიან არ მეტკინოსო.
ეს იმას ჰგავდა, იცოდე, რომ მოგწამლავენ და შენც ყოველდღე შხამის თითო წვეთი გაურიო სასმელში, რათა შემდგომში მან ძალიან არ დაგაზარალოს.
ერთ კითხვაზე პასუხის გაცემით ათას სხვა კითხვას მიჩენდა.
ისე მოძრაობდა, თითქოს სიკვდილს ეცეკვებოდა ყველაზე ლამაზ, შემაძრწუნებელ ტანგოს. ეს სასიკვდილო როკვა ლამის სიცოცხლედ დასჯდომოდა.
ისე მეტყველებდა, თითქოს მთელი მსოფლიო მას უსმენდა. ყურება იცოდა სულისშემძვრელი, ღრმა და ტკივილიანი. ხმა ჰქონდა სამრეკლოს ზარივით წკრიალა, თვალები სევდისფერი და დაბინდული, მაგრამ მაინც თავისებურად სუფთა. გულწრფელიც იყო და მატყუარაც, სიკეთე და ბოროტება მუდამ ურთიერთს სჯაბნიდნენ მის არსებაში. მინახავს, როგორ უსულგულოდ ჩაუვლია ატირებული ახლგაზრდა გოგონასათვის, რომელიც შეყვარებულს ეჩხუბებოდა და მინახავს, როგორ გულამოსკვნით უქვითინია უსახლკარო მოხუცის გამო, რომელიც ღია ცის ქვეშ იძინებდა.
ბევრი ფული ჰქონდა და დაუფიქრებლად არიგებდა.
-ფეხებზე მ**დია!-მითხრა ერთხელ.-ეგ ფული ჩემი ნაშოვნი არაა, საძაგლობაა, ჭუჭყია, უბედურების საწყისია და არ მჭირდება’ო.
ასეთი ამოუცნობი, ლამაზი, ცბიერი, ამასთანავე გულღია და კეთილი პიროვნება აქამდე არასად არ შემხვედროდა.
ვერც ვერასდროს შევხვდებოდი.ირეალური იყო, წიგებიდან გადმოსულს ჰგავდა, მის არსებობაში ეჭვი მეპარებოდა.
ეს გოგონა ჩემთვის ლამის რელიგიურ რიტუალად იქცა, მის მრავალ სახელს მანტრასავით ვიმეორებდი და საგულდაგულოდ ვიმახსოვრებდი.
ნოემბრის დასაწყისში უკვე მთლიანად მასზე ვიყავე დამოკიდებული. არ ვაზვიადებ, მე მას გადავები, თითქოს ჩვენ შორის რაღაც უმტკიცესი კავშირი არსებობდა.
შემდეგ სახლი ვიყიდე. „ნუშების ხეივანზე“. ფული მქონდა თუმცა მაინც იაფად გამოვედი და ძალიან მყუდრო, პატარა ბინას გამოვკარი ხელი. კედლები ლუჯ-ცისფერი იყო. ავეჯი თეთრი და კოხტა. ფანჯრები ხეებს და ქუჩის ვიწრო, უხმაურო ნაწილს გადაჰყურებდა.
გახარებულმა ვახარე, დიდი ზარ-ზეიმით შევაბრძანე შიგნით.
თუმცა ერთად ცხოვრებაზე არ დამთანხმდა.
-გამორიცხულია! ამოიგდე თავიდან.-ისტერიკულად გაეცინა.
გავცხარდი.
მეჩხუბა, მიყვირა, მიკივლა, ჭურჭელიც კი დალეწა.
მომეჩვენა, რომ თვითონაც ათას ნამსხვრევად დაიშალა, სივრცეში გაიფანტა, განადგურდა.
თვალები აუწყლიანდა.
ხელიდან ფინჯანი გააგდო.
-მე, შენი სახლი ვერ გავხდები.-ცრემლიანი თვალებით მითხრა.-მე შენი თაშესაფარი ვერ ვიქნები, მე საკუთარი თავიც კი არ მყავს.-ამოიქვითინა.
ღმერთო, როგორ უსერავდა ცრელები სახეს, ტყვიის კვალივით აჩნდა ცვილივით გაფითრებულ, მარმარილოში გაომქანდაკებულ ღაწვებზე.
ბრაზი გადამწვარი ნათურასავით ჩაიბჟუტა ჩემში. უსაზღვრო სიამემ მომიცვა.
-მაშინ, უბრალოდ მოვიდეთ ხოლმე აქ,-დავშოშმინდი.-დავრჩეთ, დროებით ვიყოთ,-ნელ-ნელა გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი.- მე მხოლოდ შენთან მინდა. მომწონხარ და ერთად ჩინებულ დროს გავატარებთ, სხვა არაფერს გთხოვ თეკლე.-შევთხოვე მთელი ძალისხმევით. დღეს თეკლე ერქვა, ყავისფერი თმა და ოქროსფერი თვალები ერთიანად უბრწყინავდა. ცრემლებით დანამული სახე წვიმის წვეთივით უბრჭყვიალებდა. ძალიან ლამაზი იყო, თავისებურად პირმშვენიერი და სუფთა. უბრალო, შავი პალტო და მთლიანი, მუქი ლურჯი კაბა ეცვა. შავი ბერეტი სპირალისებურად დაყრილ თმაზე დაეკოსებინა. სახლის ლურჯსავე კედლებს დაფეთებული უყურებდა. თითქოს შინაგანად იმსხვრეოდა, იშლებოდა, ქრებოდა და კვლავ ფერფლიდან აღსდებოდა ფენიქსივით.
-კარგი, მაგრამ ამას ოფიციალურ სახეს ნუ მისცემ, გთხოვ, აქ, აი აქ გაჩერდი.-ხელით მოხაზა რაღაც არარსებული ფიგურა სივრცეში. ხმა გაბზარვოდა და უკანკალებდა.-მეტს ნუ შექმნი, თორემ მე, რომ დავინგრევი, შენც ამ ნანგრევებში მოყვები ინე.-სიყვარულით წარმოთქვა თავისი შერქმეული სახელი, კონსტანტინეს კნინობთი ფორმა.-ფრთხილად, ჩემი მხურვალება ორივეს შეგვიწირავს, ნუ გავაჩაღებთ ცეცხლს ინე, ნუ იზამ ამას, გთხოვ, ძალა არ მყოფნის, რომ შეგაჩერო!-ამოიტირა. ანგელოზივით სუფთა, მაისის ცასავით კრიალა ჩანდა მისი სული. სარკესავით ირეკლავდა მწუხარებას, რომელიც არამიწერი მშვენიერებით ასხივოსნებდა ამ ქალს, ამ იდუმალ არსებას.
არ ვიცოდი რას ან ვის გაურბოდა, არ ვიცოდი რისი ეშინოდა.
-ერთ დღესაც, ერთ დღესაც შეგზიზღდები ინე! ან უკეთეს შემთხვევაში მოგწყინდები და ეცდები ზრდილობიანად ამიხსნა. თუმცა შეიძლება შემიძულო და წიხლისკვრით გამაგდო აქედან.
ელენა და მისი სიტყვები გამახსენდა. დედაჩემაც ხომ, თითქოს რაღაც მიწინასწარმეტყველა.
ამჯერად მედგარი წინააღმდეგობა გავუწიე.
-ნუ გეშინია, მე სულ შენთან ვიქნები.-შევპირდი. თავადაც ვერ მივხვდი როგორ ელვისებურად განვითარდა მოვლენები, როგორ მივჯაჭვე მას.
-ნუ, ნუ მბობ ამას!-ყურებზე ხელი აიფარა და დაიღიალა.-არ დამპირდე, ვერ შემისრულებ, გეხვეწები, გულს ნუ მატკენ ინე, სულს ნუ მატკენ, ნუ მპირდები!-მუხლებში ჩამივარდა და ისტერიკა დაეწყო.
ღვთაებასთვის შსაწირ მსხვერპლს ჰგავდა, თუმცა თავად იყო ღვთაება.
სახეს იხოკავდა, გულსაკლავად ქვითინებდა, გაურკვევლად მებუტბუტებოდა სავედრებელ სიტყვებს.
გაოგნებული დავიხარე დაძლიერად შევანჯღრიე.
-დაწყნარდი, ახლავე თავი ხელში აიყვანე თეკლე! გამოფხიზლდი! გამოფხიზლდი და დაივიწყე ეს სისულელე! მე შენთან ვარ, მე აქ ვარ გასაგებია?!-დავუყვავე, გულში ჩავიკარი და თვალები დავუკოცნე.
-მე მუდამ შენთან ვიქნები.-აღვუთქვი.
ჟრუანტელმა დამიარა.
მასთან ჩახუტებულმა რაღაც საოცარი სიახლოვე ვიგრძენი.
ენით აუწერელი, გამოუთქმელი სიმჭიდროვე.
საკუთარი ფიცი ჩამესმა.
მგონი შემიყვარდა.
მგონი მიყვარდებოდა.
ახლიდან.
*****************
დეკემბრის თვეში განყოფილებასაც დაეტყო გამოცოცხლება. მამაჩემის საქმემ წინ ორი ფურცლით წაიწია. დიდი ვერაფერი შეღავათი იყო, მაგრამ გაწყვეტილი ოჯახის მეზობელი აღმოვაჩინეთ, მისი კოორდინატებიც მოვიძიეთ და საქმის საინტერესო დეტალები მივჩხრიკ-მოვჩხრიკეთ.
სოსო უზადოდ ნასიამოვნები ბრძანდებოდა. სიამაყით დააბიჯებდა და ყოველ მეორე სიტყვაში მაქებდა.
მხოლოდ იმ მეზობლის ნახვაღა მრჩებოდა. ოდნავ ვნერვიულობდი, მაგრამ მაინც გახარებული ველოდი მისი დაკითხვის უფლებას.
-ეს აქამდე რატომ არ მითხარი სოსო?-ოთახში გაცეცხლებული ინა შემოვარდა.
-ბატონი სოსო! ინა! ვინ მოგცა ასე საუბრის უფლება?-სახე აუწითლდა სოსოს.
-უფლებას არ მოგცემ!-მომიტრიალდა და დამიკივლა.-იმ გადარეულს ვერ დაკითხავ კონსტანტინე! ბატონო სოსო, ამის ნებას რანაირად რთავთ?! ეს ხომ უდიდესი რისკია, თანაც მარტო უშვებთ, ამას თქვენგან არ მოველოდი!-დაუზარებლად ღრიალებდა გოგონა. ქერა თმა გასწეწოდა, ცისფერი თვალები ერთიანად ჩასწითლებოდა, ყოველთვის სუფთად მოწესრიგებული თეთრი კოფთა რაღაცით დაესვარა, რაც საეჭვოდ ჰგავდა იმ ცნობილ უშაქრო ყავას.
როდის იყო ოლიმპიური სიმშვიდით გამორჩეული ინა ასე იქცეოდა?!
-ჯერ ერთი, დამშვიდდი და ნუ ყვირი.-ვუთხარი მაქსიმალურად მშვიდად.-აგრეთვე ამიხსენი, შენ თავად რა უფლებით მიკრძალავ მოწმის დაკითხვას? ეს ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობაა.
-გეთანხმები კონსტანტინე.-თავი დამიქნია სოსომ.-ინა, თავი გააკონტროლე რა, სხვა დროს მსგავს უსაქციელობასა და უპატივცემულობაზე თვალს ვერ დავხუჭავ.
-მაგრამ, ეგ თქვენი მოწმე-ზიზღით წარმოთქვა სიტყვები, თითქოს ენის წვერზე მოსინჯა.- ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, ერთი უპატრონო, ჭკუიდან გადამცდარი კაცია!-დააგვირგვინა მეტი ეფექტისათვის ინამ.
ვაღიარებ, ეს არ ვიცოდი. მისგან სიმართლის გაგება გართულდებოდა.
-მაგ კაცს, ჯერ ფსიქოლოგებმა უნდა დაუსვან დიაგნოზი, მათ უნდა უნდა დაკითხონ, რადგან ნებისმიერი გადაკრული სიტყვა და შესაძლოა, წყობიდან გამოსულმა ყელი გამოგაღადროს!-მაინც ვერ მშვიდდებოდა ქალი.
-ეს გარომოებას ამძიმებს, -განვაცხადე, ინამ იმედით შემომხედა.-მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებას საერთოდ არ ცვლის ინა. უკან ვერ დავიხევ. ჩათვალე, რომ ჩემს ღირსებაზეა საუბარი.
-არ მინდა, რომ შენი ღირსება და გამბედაობა უკან ბუმერანგივით დაგვიბრუნდეს, ოღონდ ამ ბუმერანგმა ღირსეული მკვდრის სტატუსი მოგანიჭოს.-მწარედ დაისისინა ქალმა.
-მაპატიე, სხვა რაც გინდა მთხოვე, ამაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი.-გადაჭრით ვთქვი და თემა დავხურე.
-მაშინ გამოგყვები.-სახე გაუნათდა.
-არა!-ავღშფოთდი.
-ბატონო სოსო, ხომ მაქვს ამის უფლება?-გაუღიმა სოსოს.
-საერთოდ,-წელში გასწორდა კაცი.-ურიგო არ იქნებოდა. ორი ერთზე უკეთ აწონის სიტყვებს და საუბარს სწორად წარმართავს.
-ეს სახიფათოა!-დავიყვირე.-ახლა მე არ მოგცემ უფლებას!
-ახლა შენ ვეღარ გამაჩერებ.-თვითკმაყოფილმა გამიღიმა.
ბედმა კვლავ მიმუხთლა.
ჯანდაბა.
*********************
მან დამირეკა. ბოლოს, რომ ვესაუბრე მარია ერქვა, მაგრამ ახლა უკვე სხვა უნდა ყოფილიყო. ისიც ინასავით გამწარდა და ნახევარი საათი გადაბმულად მლანძღა, სანამ ტელეფონი არ გავუთიშე. ისევე არ მოსდიოდა ეს ვიზიტი თვალში, როგორც დედაჩემ ელენას გავაბრაზებდი, რომ გაეგო.
ინა და მეორე ქალბატონი მოითხოვდნენ ელენა გამეფრთხილებინა, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ დედა ამის ცოდნას იმსახურებდა, თუმცა საბოლოოდ საღმა აზრმა გაიმარჯვა და გადაწყდა, რომ სანამ ყველაფერი არ დასრუდებოდა დედასა და ბებიას არანაირი ინფორმაცია არ ექნეოდათ. თუ ყველაფერი კარგად იქნეოდა, მაშინ ამას მალევე შეიტყობდნენ, არადა ცუდი ამბავიც უცებ გასკდებოდა.
სოსომ განყოფილების ავტომობილი გამოგვიყო. ვაღიარებ,ცივი და ცხელი ოფლი ერთდროულად მასხამდა და ერთიანდ დაჭიმული ვიჯექი ზამბარასავით.
დაბურულ მინებს მიღმა გასნხვავებული ხედები ცვლიდა ერთმანეთს. ბოლოს ერთი ძველი, დაფაფხებული შენობის წინ გავჩერდით.
-აქ ცხოვრობს?-ეჭვით ვკითხე.
-კი, მარტოდმარტო ცხოვრობს. იქნებ გადაიფიქრო.-შემევედრა.
-არა, ეს ჩემი ვალია.
ღრმად ჩავისუნთქე.
-წავედით.
პ.ს



№1  offline წევრი blue witch

ძალიან გთხოვთ, თქვენი აზრი დააფიქსირეთ. ისედაც ერთ ადგილას გავიჭედე და ტქვენი კომენტარები გაგრძელებაში უაღრესად დამეხმარება <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძალიან მონწონს ეს ისტორია. საინტერესო და ამოუცნობია მრავალსახელება გოგო, მინდა მასზე უფრო მეტი გავიგო. და არ მინდა კონსტანტინემ მართლა გამოიყენოს და გული ატკინოს.
მე ველი დიდი ინტერესით ახალ თავს, თან უფრო საინტერესო მომდევნო თავი იქნება, ვგრძნობ.

 


№3  offline წევრი blue witch

Chikochiko
ძალიან მონწონს ეს ისტორია. საინტერესო და ამოუცნობია მრავალსახელება გოგო, მინდა მასზე უფრო მეტი გავიგო. და არ მინდა კონსტანტინემ მართლა გამოიყენოს და გული ატკინოს.
მე ველი დიდი ინტერესით ახალ თავს, თან უფრო საინტერესო მომდევნო თავი იქნება, ვგრძნობ.

ვეცდები ყველანაირად იმედები გაგიმარტლოთ. დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათVის

 


№4  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიაან საინტერესოო და კარგი ისტორიაა <3 პირადად მე ძალიან მომეწონა და უფრო მეტი მინდა <3 ველოდები მოვლენწბის განვითარებას მგონია რომ რაღაც არაჩვეულებრივი გამოვა ამ ისტორიიდან და ამის იმედიც მაქვს <3 თავებიც დიდია რაც უფრო კარგს ხდის <3 მთავარია არ დააგვიანო დადება დანარჩენი დროთა განმავლობაში გამოჩნდება <3 წარმატებები <3

 


№5  offline წევრი მოცინარი

ზიზო, ჩემო ოქრო'ვ <3! ისეთი ისტორიაა, ისეთი! ეს პეტრე (იდუმალებით მოცული გოგო <3 :დ) ინეს ნუ უძახის! ვოტ :/ ჩემი კოსტაა და ვსო :დდ <3 სიხარულიკი <3 :P
უძალიანესად მაინტერესესებს რა მოხდება <3 აბა ჰე და მიყვარხარ <3

 


№6  offline წევრი blue witch

დიდი მადლობა მეგობრებო <3 არ დავაგვიანებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent