შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრუნვადი გრძნობები(7)


5-01-2018, 22:59
ავტორი nia_93
ნანახია 2 035

დილით თავი უსკდებოდა. ყველაზე საშინლად გრნობდა თავს.კიდევ კარგი შაბათი იყო და სამსახურში არ მიდიოდა. მტკივანი თავი და გუშინდელი სიმართლე ერთიანად აწუხებდა. იცოდა,სალომე რომ გაბრაზდებოდა,მაგრამ ასეთი სიტყვები რატომ უთხრა? თუ უბრალოდ სასმლის ბრალი იყო? აუცილებლად ნახავს და დაელაპარაკება,როცა დამშვიდდება და ყველაფერს აუხსნის.არ უნდა რაღაცები არასწორად გაიგოს და თავისებური დასკვნები გამოიტანოს.ყველაფერი ასე ერთი შეხედვით და ზედაპირულად ნამდვილად არაა,როგორც მან გაიგო

შხაპი მიიღო. გაემზადა და სალომესთან წავიდა. კარი მაქსიმემ გაუღო. მარიამის დანახვა დილიდანვე, ძალიან გაუხარდა და ბედნიერმა გადაკოცნა. არ გამორჩენია მისი ნანერვიულები სახე და თავადაც მოიღუშა

-რამე მოხდა?-თბილად ჰკითხა

-რაღაცაზე ვიჩხუბეთ მე და სალომემ და განვიცადე-მოკლედ უთხრა-თავის ოთახშია?-თავით სალომეს ოთახისკენ მიანიშნა

-კი,ჯერ არც გამოსულა ოთახიდან, წევს,მაგრამ ღვიძავს

-მე შევალ მაშინ ხო?-უთხრა და მისი ოთახისკენ წავიდა.

სალომე ლოგინში იწვა და ტელეფონში ათვალიერებდა სოციალურ ქსელს.კარის ხმაზე ტელეფონს თვალი მოწყვიტა და იქეთკენ გაიხედა.მარიამის დანახავაზე წარბები გაბრაზებულმა შეჭმუხნა და ტელეფონი ლოგინზე დააგდო

-აქ რას აკეთებ?-აგრესიულად ჰკითხა და ლოგინზე წამოჯდა

-შენთან სალაპარაკოდ მოვედი და მანამდე არ წავალ სანამ არ მომისმენ-მტკიცე ხმით მიუგო მარიამმა

-ოღონდაც ახლა შენი გრძნობები არ აღმიწერო,რასაც ჩემი შეყვარებულის მიმართ განიცდიდი- სიტყვა ,,ჩემი’’ განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა და ირონიულად გაუღიმა

-არაფრის აღწერას არ ვაპირებ-დაღლილმა მიუგო და იქვე პუფზე ჩამოჯდა-მინდა ყველაფერი აგიხსნა რა როგორ იყო და არ მინდა ჩემზე უაზროდ ბრაზობდე. ამ ინციდენტის გამო არ მინდა ერთმანეთს ვეჩხუბოთ და გადავემტეროთ-გულუბრყვილოდ უთხრა და ხმა აუკანკალდა- მათე შენზე ადრე მომეწონა, ანუ ვგულისხმობ იმას,რომ სანამ თქვენ გაიცნობდით ერთმანეთს და მითუმეტეს შეყვარებულები გახდებოდით,ეს ყველაფერი მანამდე მოხდა. ძალიან მომეწონა. არ დავიწყებ დეტალებში ახსნას რას ვგრძნობდი მის მიმართ,უბრალოდ ერთს გეტყვი,რომ პირველად მოხდა რომ ადამაიანმა ასეთი გრძნობები გამოიწვია ჩემში,მაგრამ შენ იცი რომ ასეთი რამეები ჩემთვის ძალიან უცხო იყო და არის,ამიტომ არ გავამჟღავნე არაფერი,არც შენ გითხარი არაფერი,რადგან ზუსტად ვიცოდი რომ მასთან არაფერი გამომივიდოდა და ცალმხრივი გრძნობით მომიწევდა ტანჯვა,ამიტომაც გავჩუმდი.მერე მითუმეტეს,როცა თქვენი ამბავი გავიგე-ხმა ისევ უკანკალებდა- იქვე დავასამარე ჩემი გრძნობები და ყველანაირად ვეცადე გულიდან ამომეგდო-ძლივს დაასრულა მონოლოგი

-მერე გამოგივიდა?-არანაირი თანაგრძნობა არ იყო სალომეს ხმაში.მარიამმა დაბნეულმა შეხედა,უცებ კითხვის არსს ვერ მიხვდა,მაგრამ რომ დაფიქრდა და გაიხსენა როგორც დაასრულა მონოლოგი,მიხვდა კითხვა რასაც გულისხმობდა. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა

-მგონი-ხმადაბლა გასცა პასუხი. სალომეს ცინიკურად ჩაეცინა და არაფერი უთხრა- სალო, გთხოვ რა,ამაზე არ უნდა ბრაზობდე-მუდარით უთხრა

-რეებს მეუბნები? აბა ტაში დამეკრა? თან არაფერი მითხარი. ჯერ ერთი ის რომ,ვიღაც მოგეწონა და ეგ დამიმალე,თან მაშინ ხომ არ ვიყავით მე და მათე შეყვარებულები? მაშინ რატომ არ მითხარი? მე შენი მეგობარი არ ვიყავი? თუ მხოლოდ შენ უნდა გცოდნოდა ყველა ჩემი საიდუმლო და მე შენი არაფერი?

-ვერ ვთქვი, მართლა. მე მსგავს რამეებს მიჩვეული არ ვარ და იმის ხმამაღლა თქმა,რომ ვიღაც მომწონდა, ვერ შევძელი,ძალიან უცხო იყო ეს ჩემთვის. მერე მითუმეტეს ვერ გეტყოდი,როცა შეყვარებულები გახდით,რატომ უნდა დაგვძაბვოდა ამის გამო ურთიერთობა ან მე და შენ ან შენ და მათეს? გადავწყვიტე ჩემთვის,ჩუმად ვყოფილიყავი და არც ვნანობ არაფერს-ერთხანს ორივე გაჩუმდა. სალომე ჩაფიქრებული იყო და ვერავინ გამოიცნობდა იმ წუთას რაზე ფიქრობდა.მარიამი კი ელოდებოდა როდის ეტყოდა რომ შერიგდნენ,ყველაფერი რიგზეა და ამით მორჩებოდა ეს ამბავი და ყველაფერს წარსულში დატოვებდნენ

-მე მაინც მწყინს,რომ არ მენდე და დამიმალე ეს ამბავი-მაინც თავისას მიაწვა სალომე,მაგრამ თითქოს მაინც დანებდა

-მოდი დავივიწყოთ რა. ახლა არც თქვენ ხართ შეყვარებულები და მეც არ ვარ მათეს მიმართ ისე განწყობილი,როგორც მაშინ. მოვრჩეთ კარგი?-თხოვნით უთხრა

-არ ვიცი,მოვიფიქრებ- ბოლომდე მაინც არ გატყდა სალომე,სხვათაშორის უთხრა და მზერა აარიდა.

-კარგი,წავალ მაშინ მე და გთხოვ ნუ გაბრაზდები ჩემზე-უთხრა და გმაოვიდა. მაქსიმე მოუთმენლად ელოდებოდა მისაღებ ოთახში,როდის გამოვიდოდა მარიამი

-ჰა,შერიგდით?-დაინახა თუ არა ეგრევე ჰკითხა და ფეხზე წამოდგა

-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა მოწყენილმა- ვნახოთ როგორ გადაწყვეტს,ახლა მარტო დავტოვე,იფიქროს კიდევ ცოტა ხანს

-და ეგეთი რა იჩხუბეთ კი მაგრამ დაფიქრება რომ სჭირდება?-გაეცინა მაქსიმეს,რადგან ვერ წარმოედგინა რამე სერიოზულზე რაზე უნდა ეჩხუბათ ამ ორს

-ჩვენნაირებსაც ემართებათ მსგავსი რამ-მხრები აიჩეჩა-წავალ ახლა მე, სახლში მაქვს რაღაცები გასაკეთებელი და მირჩევნია მალე მოვრჩე

-მარიამ-იდაყვზე ხელი მოკიდა და თავისკენ შემოაბრუნა კარებისკენ წასული მარიამი-შენთან ერთი თხოვნა მაქვს, ნუ შენთან მოსვლას და ისე დააპარაკებას ვაპირებდი,მაგრამ რადგან აქ ხარ ბარემ გკითხავ-მარიამმა ინტერესიანი მზერა მიაპყრო-მომავალ კვირას, მეგობრები ვიკრიბებით ბარში,ყველა იქნება ვიღაცასთან ერთად და შენ რომ გთხოვო წამოყოლა ძალიან გამიბრაზდები?-ხმადაბლა კითხა მაქსიმემ და თან საწყალი სახე მიიღო

-წამოგყვე რა სტატუსით?როგორც ვიცი მანდ ცოლებთან,შეყვარებულებთან ან ნაშებთან ერთად მიდიან ხოლმე და მე ამ სამიდან რომელიმეს მივეკუთვნები?-ღიმილით,წარბაწეულმა ჰკითხა. მაქსიმე უცებ დაიბნა. ცოლი არ იყო, არც შეყვარებული... ჯერჯერობით, ნაშას წოდებას კიდევ მარიამს ვერასდროს აკადრებდა,რა სისულელე იყო

-როგორც მეგობარი-უცებ მოძებნა გამოსავალი

-და დაიჯერებენ შენი მეგობრები რომ ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ?

-და რა, მართლა ასე არაა? მაგათმა რომც არ დაიჯერონ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია ჩვენ ვიცით ვინც ვართ ერთმანეთისთვის

-კარგი,წამოგყვები,მაგრამ სალომეს არ ვუთხრათ?-ძალიან ხმადაბლა ჰკითხა-არ მინდა მასთან ამის გამოც დამეძაბოს ურთიერთობა

-მე მაინც მგონია,რომ ჯობს ჩვენი საიდუმლო იყოს-გაუღიმა და თვალი ჩაუკრა

-ოჰ,ეს საიდუმლოები მე კარგს არაფერს მომიტანს-ამოიოხრა მარიამმა-კარგი,შემეხმიანე რა დროს გავალთ-ისევ ჩუმად უთხრა და მაქსიმეს დაემშვიდობა.
***
სალომესგან არაფერი ისმოდა.მარიამი კი ძალიან განიცდიდა. გაურკვევლობა ნერვებს უშლიდა. ერთი სული ჰქონდა სალომე როდის შეურიგდებოდა,მაგრამ ის დუმდა. მარიამიც აღარ მისულა მასთან,ზედმეტად რომ არ გაეღიზიანებინა.
ამასობაში კვირაც მოვიდა და მაქსიმესთან ერთად ბარში წავიდა. სალომე მაინც ედარდებოდა,თან ეს ბარში წასვლაც ეხამუშებოდა,ერთი ფაქტორი სალომე იყო და მეორე, მაქსიმეს მეგობრები. მიუხედავად ამ ნერვიულობისა, ბარში საღამომ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა. მაქსიმეს მართლა ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა და არც ერთი წამით არ უგრძვნია უხერხულობა მაქსიმეს გვერდით. მაქსიმეს ერთი სული ჰქონდა როდის მოაბრუნებდა მარიამს მისკენ.ძალიან უნდოდა მასაც იმავე გრძნობებით ეპასუხა მისთვის,რასაც თავად განიცდიდა მის მიმართ,მაგრამ არადა არ დგებოდა ეს დრო.

-მადლობა რომ გამომყევი- სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა და მარიამს მიუბრუნდა-ძალიან ბედნიერი ვარ ამ საღამოს-გაუღიმა და ლოყაზე მიეფერა.მარიამს უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა

-არაფრის, მართლა კარგი საღამო იყო

-ახლა ერთი რამე ისე ძალიან მინდა,ისე ძალიან,რომ თავის შეკავება მიჭირს,მაგრამ ვიცი ამ საქციელს რაც მოჰყვება და ამიტომ თავს ვიკავებ- ხმადაბლა ეჩურჩულებოდა,თითქოს ვინმე გაიგებდა

-მაშინ არ უნდა გააკეთო თუ იცი რომ ცუდი შედეგები მოჰყვება-გაუღიმა მარიამმა და მხრები აიჩეჩა

-სასტიკად მექცევი- ამოიწუწუნა მაქსიმემ-და მტანჯავ-მარიამს თვალები გაუფართოვდა- ოდესმე გახდები ჩემი შეყვარებული?-ნაღვლიანმა ჰკითხა

-მე არაფრის პირობა არ მომიცია მაქსიმე-მანაც ნაღვლიანმა უპასუხა -მეც არ მინდა ჩემს გამო ვინმე დაიტანჯოს,მითუმეტეს შენ-უთხრა და თვალებში ჩააჩერდა

-არ მაინტერესებს როგორი შედეგები მოჰყვება,ახლა ეს რომ არ გავაკეთო,ამ საღამოს დარდი გადამიყოლებს -უთხრა თუ არა ეგრევე დაეწაფა მის ტუჩებს და ძალიან ნაზად აკოცა. მარიამს მოულოდნელობისგან რა გაეკეთებინა აღარ იცოდა. კოცნამ სასიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა,ეს მისთვის პირველი იყო და რაღაც უცნაურს განიცდიდა.მაქსიმე ძლივს მოსწყდა მის ტუჩებს-მაპატიე,მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა,სხვა შემთხვევაში, ამას ჩემს თავს არასდროს ვაპატიებდი-მოშორდა თუ არა ეგრევე უთხრა. მარი ჯერ კიდევ ნირვანაში იყო,კოცნით გაბრუებული და არც ჩხუბის თავი ჰქონდა და არც არაფრის

-ღამე მშვიდობის მაქსიმე-ლუღლუღით უთხრა და სწრაფად გადავიდა მანქანიდან. მაქსიმემ ბედნიერმა ამოიოხრა და მანქანა დაძრა.

იმ საღამოს შემდეგ ის და მაქსიმე არ შეხმიანებიან ერთმანეთს. მარიამს სრცხვენოდა და ვერაფრით დაელაპარაკებოდა მას, მაქსიმე კიდევ სპეციალურად არ ურეკავდა,რადგან არ უნდოდა თავი მოებეზრებინა თავისი გრძნობებით.

სალომეც ისევ დუმდა.
მისი დაბადების დღე მოახლოვდა.
მარიამი არც დაფიქრებულა წავიდოდა თუ არა, მისგან დაპატიჟებას არ ელოდა,რადგან ეგ არასდროს სჭირდებოდათ. საჩუქარი შეურჩია და ბინაში დაადგა.
ჯერ ადრე იყო და სტუმრები არ ჰყავდა, თუმცა მაქსიმე სახლში დახვდა. მორიდებით მიესალმა მხოლოდ და თავი აარიდა,სალომესკენ წავიდა მისალოცად

-გილოცავ-მოკლედ მიულოცა და საჩუქარი გადასცა

-მადლობა-თითქოს ჩვეულებრივად უპასუხა სალომემ,არაფერი ეტყობოდა ბრაზის-ჩემი საყვარელი სუნამო-გაეღიმა სუნამოს დანახვაზე-იცი,რომ ეს ჩემთვის ზედმეტი არასდროსაა

-სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ამ სიტუაციის გამო-ფრთხილად უთხრა-ამიტომაც სუნამოზე შევჯერდი

-ძალიან გამიხარდა,მართლა-სუნამო იქვე კომოდზე ჩამოდო- გამოვიცვლი და დავბრუნდები ახლავე-საძინებლისკენ წავიდა,მარიამმა ცოტა ამოისუნთქა,იგრძნო რომ ყინული ლღვებოდა და ესიამოვნა.თვითონ დივანზე ჩამოჯდა და დაელოდა სალომეს გამოსვლას

-არ მინდა იმ კოცნის გამო თავი ამარიდო-მოესმა მაქსიმეს ხმა,რომელიც სამზარეულოდან გამოვიდა და მის წინ დაჯდა.მარიამმა შეშინებულმა სალომეს ოთახისკენ გაიხედა,ვაიდა არ მოდიოდეს და არ გაიგოც რაც ამან თქვაო

-ცოტა ხმადაბლა მაინც გეთქვა-ჩუმად უსაყვედურა- და აბა როგორ მოვიქცე?

-მაპატიე,გპირდები არ განმეორდება-ხელი გულზე მიიდო პირობის ნიშნად- შენი სურვილის გარეშე-ბოლოს დაამატა და გაუცინა. მარი გაწითლდა

-გთხოვ,არ გინდა რა-მუდარით უთხრა

-კარგი,ჰო,ვჩუმდები-ხელები დანებების ნიშნად ასწია-ხმას არ ამოვიღებ,მაგრამ გრძნობის დამალვაც არ შემიძლია და რა ვქნა?-მის გვერდით გადაჯდა,მისი ხელები თავის ხელებში მოიქცია და სიყვარულით ჩააჩერდა თვალებში-არასდროს მომბეზრდება გაგიმეორო რომ მიყვარხარ!-სევდიანი თვალებით ჩააჩერდა,თან ხელებზე ეფერებოდა

-ჩემს შეყვარებულთან არაფერი გამოგივიდა და ახლა ცდილობ ჩემს ძმასთან გააბა რომანი?მის ხარჯზე გინდა გატეხილი გულის გამთელება?-უეცრად მოისმა სალომეს ღვარძლიანი ხმა,რომელიც დოინჯშემორტყმული იდგა მათ უკან.მარიამი გაშრა,ხმა ვერ ამოიღო. მაქსიმეს ღიმილი სახეზე შეაშრა. გაოცებულმა ჯერ სალომეს შეხედავდა და მერე მარიამს,ბოლომდე ვერ გაეგო რა ხდებოდა

-რა ხდება სალომე?-მკაცრად ჰკითხა

-არ იცი?-ირონიულად გაეცინა-თურმე, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემს შეყვარებულზე იყო ჩუმად შეყვარებული და მალავდა,წარმოგიდგენია? და ახლა ვიგებ რომ შენ ის გიყვარს

-მოიცა,მოიცა- ხელი აუწია გაჩერების ნიშნად- მარიამს და შენ ერთი კაცი გიყვარდათ?-ახლა გაიაზრა რაც სალომემ თქვა,მანაც დაუდასტურა ვარაუდი.მაქსიმეს სიმწრისგან გაეცინა-ვახ, აქ რა ამბები ყოფილა ხედავ?-თავისთვის ჩაილაპარაკა. მარიამი ჩუმად იჯდა და ხმას ვერ იღებდა,თავსაც ვერ იმართლებდა,სალომემ მწარე სიმართლე გაამხილა მაქსიმეს წინაშე და მას მთელი ძალით შეაჯახა.ვერ იცნო ის სალომე,რომელიც ამ წუთას მის წინ იდგა,ბოღმიანი და ღვარძლიანი,რომელმაც დაუნდობლად გაამხილა მათი საიდუმლო

-ჩემსა და მაქსიმეს შორის არაფერი ხდება ისეთი, რამაც შეიძლება შეგაშფოთოს,შეგიძლია მშვიდად იყო-ძლივს ამოიღო ხმა და სალომეს მიმართა-რაც შეეხება შენს ნათქვამს, არ იყო საჭირო ასეთი უხეში ფორმით ამის აფიშირება. შეგეძლო უბრალოდ გაბრაზებულიყავი რაც მოისმინე იმისგან,გაგელანძღე,მაგრამ ეს რატომ თქვი?-სასოწარკვეთილი იყო მარიამი,რადგან მიხვდა ამ სიმართლით მაქსიმეს გული როგორ ეტკინა და უნდოდა ამ წამს გამქრალიყო მათი სახლიდან და მათ წინაშე არ მდგარიყო

-რამე არასწორად ვთქვი?-საერთოდ არ ეტყობოდა სალომეს,რომ ნათქვამს ნანობდა

-კი,არასწორად თქვი. მე არ ვცდილობ გატეხილი გულის ვინმესთან გამთელებას და ვინმეს გრძნობებით თამაშს-ახლა ძალიან გაბრაზდა.მაქსიმე ჩუმად იჯდა და ამ ორს უსმენდა. არ ეგონა მარიამს ვინმე თუ უყვარდა,მან ხომ უთხრა რომ არავინ ჰყვარებია არასდროს,რატომ მოატყუა? ძალიან ცუდად გრძნობდა თავს-ძალიან სასტიკად მოიქეცი. ახსნასაც აღარ ვაპირებ არაფრის,რაც გინდა ის იფიქრე-ძალიან მოეშალა ნერვები-მაქსიმე,შენ კიდევ მაპატიე, არ მინდოდა ის გაგეგო,რაც საერთოდ არ იყო არავის საქმე,თან ასეთი ფორმით-შეწუხებულმა უთხრა,მერე თავის ჩანთას ხელი დაავლო და უკამოუხედავად გავარდა მათი სახლიდან და დატოვა დაბოღმილი სალომე და განადგურებული მაქსიმე.

არც გადამიხედავს ისე დავდე და იმედია მოგეწონებათ.
აქვე გეტყვით,რომ შემდეგ თავს ცოტა ხანი დააგვიანდება და ამისთვის წინასწარ გიხდით ბოდიშს.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ. კარგად ავითარებ მოვლენებს. მარიამზე მეტად მაქსიმე შემეცოდა. იმედგაცრუებული დარჩა. სალომე მეგონა იფიქრებდა თავის საქციელზე, მაგრამ ისევ ის დარჩა სამწუხაროდ

 


№2 სტუმარი nini

rogor velodebodi.ise maqsi shemecoda imedia mariams gauchndrba mis mimart grdznobebi

 


№3  offline წევრი blondeangel631

ჩემი აზრით აღარ უნდა ნახოს არც მაქსიმე და არც სალომე ის უფრო კარგ მეგობრების ღირსია stuck_out_tongue_winking_eye wink

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

უბრალოდ ამდენი საიდუმლოებები სისულელეა და არ გინდა რა..
და კოდევ ძალიან მაგარია მართლა მაქსიმეზე ვგიჟდები უბრალოდ ძალიან მომწონს მაქსიმეს და მარიამის წყვილი და შეყვარებულები გახდნენ რა გთხოვ...
იმედია მაქსიმე არ გაბრაზდება ამ ამბავზე და ეს სალომე ძალიან უაზროა საშინელი ადამიანი ვერ ვიტან ნეტა ვინმემ შემოარტყას :დ :დ მარიამი და მაქსიმეს წყვილო შექმენი რა ძალიან საყვარლები არიან მიყვარს მაქსიმე ...

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ახლა წავიკითხე ეს ისტორია და ძალიაან მომეწონა <3 საინტერესო და ჩამათრეველია <3 ყოჩაღ <3 მთავარია არ დააგვიანო <3 ყვაფერი იდეალურია <3 წარმატებები <3

 


№6 სტუმარი სტუმარი Lika

სად დაიკარგე, გელოდებით!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent