ბრუნვადი გრძნობები(3)
-მარ,ჩამოვედი და გნახავ ამ დღეებში- შეაღო თუ არა თავისი ოთახის კარები სალომემ,ჩემოდანი კუთხეში დადო,ფეხზე გაიხადა და ეგრევე მარის დაურეკა-ძალიან მაგარი იყო რა,მართლა დავისვენე-ამოიოხრა და დივანზე ჩამოჯდა -მიხარია.იმედი ცოტა მაინც დალაგდები -ბებიასგან რამდენჯერმე დავურეკე მათეს,მაგრამ არ მიპასუხა-მოწყენილმა უთხრა-სახლში ან სამსახურში მივაკითხავ მერე და ისე დაველაპარაკები-შეუთანხმა მომავალი დღის გეგმა და დაემშვიდობა. მეორე დღეს მიაკითხა მათეს სამსახურში,მაგრამ მათე სამსახურის საქმეზე ქუთაისში გაუშვიათ. -ტფუი,ბედი უნდა რა ყველაფერს-ამოიოხრა სალომემ როცა მათეს სამსახურის შენობა დატოვა. მანქანაში რომ ჯდებოდა ისე ტელეფონმა დაურეკა -ხო ბექა? -სალი, შენთან თხოვნა მაქვს და უარი რომ მითხრა მაგრად გამიტყდება რა-ხვეწნის ტონით უთხრა -გისმენ აბა,რაშია საქმე?-დაინტერესდა სალომე -რა და, ხვალ საღამოს ძალიან სერიოზული შეხვედრაა რა,აი ზუსტად საშენო,თბილისის სელებრითები და მთელი ამბები მანდ გაიჩითება,ყველა თავის მეწყვილესთან ერთად იქნება,ხოდა შენ რომ გთხოვო ამ ერთხელ რამე დაშავდება?-შეაპარა -შანსი არაა ბექა, მე მაგ საქმისთვის არ გამოგადგები. ხომ იცი მათე ამას არასდროს შეეგუება -როგორც მეგობარი ისე რომ გამომყვე რა პრობლემაა შენთვის? როდიდან იხევ უკან მსგავს რამეებზე?თან ეს კარგი შანსია შენი კარიერისთვის -არ ვიცი ბექა, მოვიფიქრებ-ბოლო სიტყვებმა შეარყია მისი მტკიცე უარი -ამ ერთხელ არ გამიტეხო ჩემს თავს გაფიცებ და მერე აღარ გთხოვ არაფერს -ჯანდაბას,კაი ხო-საბოლოოდ მაინც დათანხმდა. და ტელეფონი გაუთიშა როცა კოორდინატები გაცვალეს. -საბოლოოდ გაგიჟდი? მეგონა კახეთში იმიტომ წახვედი იფიქრებდი და შენ ისევ იგივეს აკეთებ?-აღშფოთებული ესაუბრებოდა მარი სალომეს,რაც გაიგო მისი და ბექას შეთანხმების გარეშე-ხომ იცი რომ ამან შეიძლება ყველაფერს წერტილი დაუსვას შენსა და მათეს შორის? -ვაიმე, მარი, ხომ იცი როგორ მიყვარს ეგეთი წვეულებები,ზუსტად რომ საჩემოა,თან იქ ბევრი ცნობილი სახე იქნება და ხომ იცი ასეთი ნაცნობები ჩემი სამოდელო კარიერისთვის რამდენს ნიშნავს? იქნებ ვინ შემამჩნიოს და კონტრაქტი შემომთავაზოს?ასეთ შანსს ვერ გავუშვებ-საერთოდ არ ეტყობოდა რომ გადაწყვეტილებას ნანობდა -რამე რომ გითხრა და გადაგარწმუნო აზრი არ აქვს ხო?-დაღლილმა უთხრა მარიმ,რადგან ზუსტად იცოდა, რომ რაც მეტს შეეცდებოდა გადაერწმუნებინა,მით უფრო გაუორმაგებოდა წასვლის სურვილი. სალომემ ღიმილით გააქნია თავი და წარბები სასაცილოდ აწკიპა მაღლა -კარგი,შენი საქმის შენ იცი-დანებდა მარი და წვენი მოსვა. მათე მეორე დილით სამსახურში რომ მივიდა,თანამშრომელმა უთხრა სალომეს ვიზიტის შესახებ.მათეს ძალიან გაუხარდა,მაგრამ არ შეუმჩნევია.ეგ როგორც კი გაიგო ტელეფონს ეცა და ეგრევე სცადა დარეკვა,მაგრამ სალომე ტელეფონს არ იღებდა. დღევანდელი დღის მოლოდინში,გადარბენებზე იყო,საყიდლებზე დარბოდა,მერე სოლარიუმი,სალონი და ტელეფონს ყურადღებას თითქმის არ აქცევდა,სწორედ ამიტომ არც შეუმჩნევია მათე რომ ურეკავდა. დღის ბოლომდე დაიცადა,რომ ნახავს დანარეკს თვითონ გადმორეკავსო,მაგრამ არ გადმოურეკავს,მოსაღამოვებულზე კიდევ სცადა დარეკვა,მაგრამ პასუხი არც მაშინ იყო,სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მარიამთან დაერეკა და ისე გაეგო სალომეს ამბები -მარიამ,გამარჯობა როგორ ხარ?-თავაზიანი ტონით მიესალმა -მათე? არამიშავს,შენ როგორ ხარ?-ძალიან გაუკვირდა მისი ზარი -მეც არამიშავს.რაზე გირეკავ,გუშინ სალომე მეძებდა თურმე,მაგრამ არ ვიყავი თბილისში,დღეს მთელი დღეა ვურეკავ და ტელეფონს არ იღებს,ხომ არ იცი სადაა?რას შვება?-ინტერესით ჰკითხა.მარიამი დაიბნა,აღარ იცოდა რა ეპასუხა და რამდენიმე წამით გაჩუმდა -უი, მართლა? არ ვიცი მათე,დღეს მეც არ დავლაპარაკებივარ -ურცხვად იცრუა და იგრძნო რომ გაწითლდა -ვაახ,გადამრევს რა ეს გოგო მე-ამოიოხრა მათემ-კარგი,მარიამ მადლობა,გავარკვევ რამეს-უთხრა და დაემშვიდობა. მარიამს პულსი აუჩქარდა,გული უგრძნობდა რომ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა.მათე აუცილებლად გაიგებდა სადაც იყო მისი შეყვარებული და მერე უკვე წარმოდგენა არ უნდოდა რა მოხდებოდა. სალომე დროს არაჩვეულებრივად ატარებდა.ბექამ ყველა გააცნო ვისი გაცნობაც შეეძლო. 1-2 შეთავაზებაც კი მიიღო სარეკლამო კომპანიის წარმომადგენლისგან რეკლამაში მონაწილეობის მისაღებად.ძალიან გაუხარდა,მაგრამ აჟიტირება არ გამოუხატავს. ბევრ ნაცნობ სახესაც მოავლო თვალი.იქვე ერთ-ერთ მაგიდასთან მათეს ნაცნობსაც მოკრა თვალი,აი ეს კი ნამდვილად არ ესიამოვნა და მიხვდა რომ მათე აუცილებლად გაიგებდა ყველაფერს. გაიგო კიდეც. როგორც კი ალეკომ დაინახა სალომე,თან უცხო ბიჭთან ერთად,არც აცია,არც აცხელა ეგრევე დაურეკა მათეს და ,,ახარა’’ ეს ამბავი. ალეკოს ზარის შემდეგ იგრძნო ბრაზი და ბოღმა ერთიანად როგორ შემოასკდა,სუნთქვა გაუხშირდა, გაცოფებულმა თავისი ტელეფონი კედელს მიალეწა და სახლიდან განრისხებული გავარდა.ზუსტად იცოდა,ამდენ დამცირებას და თავზე გადავლას არავის შეარჩენდა და არც სალომე იყო გამონაკლისი. არ აპატიებდა! მანქანა მის სადარბაზოსთან გააჩერა და დაელოდა როდის მოვიდოდა.მშვენივრად იცოდა რომელ რესტორანშიც იყო,მაგრამ არ უნდოდა ხალხში სცენების მოწყობა და არჩია სადარბაზოსთან დალოდებოდა.მის ლოდინში საათის ისრებმა 3ჯერ დაიწყეს თავიდან ათვლა. მათეს ნერვები კი დაწყვეტაზე ჰქონდა. 2 საათი იყო დაწყებული სალომე ბექამ რომ მოაცილა.ამის დანახვაზე ხომ საერთოდ აიჭრა.სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და ის იყო ფეხი შედგა სალომემ სადარბაზოში,მკლავზე ხელი მაგრად ჩაავლო და კედელთან მიიმწყვდია,სალომემ შიშისგან შეჰყვირა -ამ წუთას ყველაზე მეტად რაც მინდა ის არის რომ მიგახრჩო!-მათეს ხმა რომ გაიგო შიშმა გადაუარა,რადგან მანამდე ვერ მიხვდა ვინ იყო-მაგრამ ამას არ გავაკეთებ,რადგან შენისთანა გოგოს გამო ჩემს კაცობას ჩირქს არ მოვცხებ.ახლა კარგად მომისმინე რასაც გეტყვი,რადგან გამეორებას არ ვაპირებ!-სალომე რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ მათემ გააჩუმა-შენ ხარ ყველაზე ქარაფშუტა გოგო.ხო, ეს სახელი ზუსტად შეგეფერება.შენ საერთოდ არ იცი რამის ფასი,შენ არც სიყვარულის ფასი არ იცი,არც მეგობრობის,არც შენი თავის და საერთოდ,შენ წრფელი ურთიერთობების აზრზე არ ხარ.შენ საერთოდ ვერაფერს ხვდები ხოლმე რაც შენს გარშემო ხდება.გგონია რომ ყველაფრის ცენტრი შენ ხარ და ყველაფერი შენს ირგვლივ ტრიალებს,მხოლოდ შენი აზრი არსებობს შენთვის.საერთოდ გქონდა იმის განცდა რომ შეყვარებული გყავდა?რომ მე ვარსებობდი შენს ცხოვრებაში?-არა,რა თქმა უნდა ვერც ამას აცნობიერებდი.შენ მე თავზე გადამახტი შენი ქცევებით,საერთოდ არ გამითვალისწინე არაფერში,აქამდე მხოლოდ იმიტომ ვიტანდი შენს ასეთ ქცევებს,რადგან მიყვარდი და მიყვარხარ,შენგან განსხვავებით მე ვიცი ამისი ფასი,მაგრამ შენ ვაფშე ფეხებზე დამიკიდე,ხოდა აწი ფეხებზე დაკიდებას მე გაჩვენებ-რამდენიმე წამით გაჩუმდა,რადგან გრძნობდა რომ მეტის გაგრძელება არ შეეძლო- ეცადე ხშირად არ გამეჩხირო თვალში,არ დამირეკო და სადმე მოკითხვაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ჩვენს შორის აქ და ამ წუთას ყელაფერი მოკვდა,უფრო სწორად შენ მოკალი.ახლა თავისუფალი ბრძანდები და გინდა პეტრესთან გიგულავია და გინდა ზაქროსთან. სულ კარგად ბრძანდებოდე-დაამთავრა მონოლოგი,ხელი უხეშად შეუშვა და სადარბაზოდან ისე გაუჩინარდა,ერთი სიტყვის თქმაც არ აცალა სალომეს.სალომე კიდევ მონასმენისგან შოკირებული იდგა და აზრებს ვერ ალაგებდა მათეს ნათქვამიდან,თუმცა მიუხედავად ამ მოულოდნელობისა,სადღაც გულის სიღრმეში ალბათ ფიქრობდა კიდეც,რომ ეს დღე როდესმე აუცილებლად დადგებოდა, მაგრამ მაინც არ ესიამოვნა ის სიტყვები.გულდამძიმებული აუყვა კიბეებს და გასაღები ძლივს მოარგო კარს. -ახლა უკვე მართლა ყველაფერი დამთავრდა -ფეხი შედგა თუ არა ბინაში,თითქოს ახლა გაიაზრა ყველაფერი რაც სადარბაზოში მოხდა-მართლა არასოდეს მაპატიებს-გულს ამოაყოლა ეს სიტყვები და ცრელმები წამოუვიდა. დასკვნები წინასწარ არ გამოიტანოთ:) მადლობა, ვინც კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.