ბრუნვადი გრძნობები(4)
მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა,წრიალებდა ლოგინში და ძილი არაფრით მიეკარა.თვალებდასიებული წამოდგა დილაუთენია და სამზარეულოში გავიდა ყავის დასალევად -ეტყობა ჯერ სარკეში არ ჩაგიხედავს-სიცილით შეეგება სამზარეულოში მჯდომი მაქსიმე და ყავა მოსვა -ხო,დაახლოებით ვიცი რაც მჭირს ახლა მთელს სახეზე-ყავისთვის ფინჯანი აიღო,ინგრედიენტები ჩაყარა და წყალი დაასხა-მთელი ღამე არ მეძინა-ერთი ყლუპი მოსვა და პირი აეწვა-აუჰ -რა გახდა შენი უძილობის მიზეზი?-ისე კითხა,ტლეფონისთვის თვალი არ მუშორებია,დღის სიახლეებს ეცნობოდა პარალელურად -მაგას ნუ მკითხავ და სხვა რაც გინდა-ხელი აიქნია და მის წინ ჩამოჯდა მაგიდასთან -მარიამს შეყვარებული ჰყავს?-სხვათაშორის ჰკითხა,ტელეფონი მაგიდაზე დადო და ყავის სმა ისე განაგრძო -შენ რატომ გაინტერესებს მარიამს ვინმე ჰყავს თუ არა?-სალომემაც სხვათაშორის კითხა-ვაიმე თავი-სახე დამანჭა და თავი ხელებზე ჩამოდო -რა ვიცი,სხვა რაც გინდა მკითხეო და მეც გკითხე-მხრები აიჩეჩა და ყავა მოსვა -არ ჰყავს-უთხრა და თითებით საფეთქლები დაიზილა -ხო,აი ეგ კი ცოტა მიკვირს-წარბები მაღლა აზიდა-მარიამი ისეთი კარგი გოგოა,უცნაურია არავინ რომ არ ჰყავს-ყავის ბოლო ყლუპი მოსვა და ფეხზე წამოდგა-წავედი მე სამსახურში და ჭკვიანად იცოდე- შუბლზე აკოცა დას და სამზარეულოდან გავიდა. მაქსიმეს გასვლა და სალომეს ტელეფონის დარეკვა ერთი იყო.მარიამი ურეკავდა -ხო მარ -ხო მარ,კი არა, რა გააკეთე გუშინ?-ძალიან გაბრაზებული ჩანდა -ჩამიტარა უკვე სეანსები გუშინვე,ყველაფერი მორჩა-ჩვეულებრივი ტონით ლაპარაკობდა სალომე,თითქოს ისეთი არაფერი მომხდარიყო -როგორც კი ფოტო ვნახე ეგრევე მივხვდი რაც მოხდებოდა -მოიცა, რა ფოტო?-ვერ მიხვდა -რა რა ფოტო, სოციალურ ქსელში რომ გამოჭიმეს შენი და ბექას ერთობ რომანტიკული ფოტო-ხმა ძალიან მკაცრი ჰქონდა მარიამს -რაა? აზრზე არ ვარ რა ფოტოზეა საუბარი-გაოგნდა და ეგრევე ლეპტოპის ჩასართავად წავიდა.უსწრაფესად შევიდა სოციალურ ქსელში,თან მარის ელაპარაკებოდა. როგორც კი თავისი გვერდი გახსნა,მაშინვე გამოუგდო გუშინდელი ფოტო. ბექას ერთ-ერთ მეგობარს უდევს თავისი სელფი,სადაც უკანა ფონზე ჩანან სალომე და ბექა,რომლებიც ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან და წარწერა ფოტოზე: ,,ფონს არ ვიმჩნევთ’’ და ბევრი სიცილის და გულების სმაილები. ამის დანახვაზე თვალები ძალიან მაგრად დააჭირა ერთმანეთს. რას იფიქრებდა ერთი უბრალო კოცნა ამხელა ამბის ასატეხი თუ გახდებოდა და საერთოდ ვინმემ თუ შეამჩნია გუშინ ეს. სიტუაცია ასეთი იყო,ცოტა დალია და სასმელი სასიამოვნოდ უვლიდა სხეულში.უკეთეს ხასიათზე დადგა ვიდრე იყო,ბექა ისედაც დიდი ხანია ეკურკურებოდა და ამ საღამოს პიკს მიაღწია,გვერდიდან ხომ არ შორდებოდა,თავი ისე ეჭირა,თითქოს მისი შეყვარებული იყო,ერთი მომენტი დაიჭირა და მოულოდნელად აკოცა.არც სალომეს გაუწევია წინააღმდეგობა,მეტიც,ნასვამზე ესიამოვნა და კოცნაშიც აჰყვა.ზედმეტი პანიკების გარეშე გაატარეს ეს კოცნა და საღამო ჩვეულებრივ გააგრძელეს,თითქოს არ მომხდარა არაფერი. სალომეს რაღაცნაირად ეღიმებოდა,ოღონდ რაზე,თავადაც არ იცოდა. -წარმომიდგენია რა დღეში იქნებოდა მათე-კვლავ განაგრძო მარიამმა -ნამდვილად, სადარბაზოსთან დამხვდა და საერთოდ არაფრის თქმა არ მაცალა ისე მიმალანძღა და წერტილი დაუსვა ყველაფერს -არა,ხელს გადაგისმევდა თავზე,კარგი გოგო ხარ ბექასთან რომ დაგულაობო -არაფერსაც არ დავგულაობ მე!-იხტიბარი არ გაიტეხა -არა,საერთოდ-არც მარიამმა დაიხია უკან -მისმინე ახლა შევდივარ ოფისში და მერე გნახავ საღამოს.დაემშვიდობა და დამწუხრებული შევიდა შენობაში. მათე ძალიან სევდიანი იყო სამსახურში და კიდევ უარესი დაემართა,როცა უაზროდ ათვალიერებდა სოციალურ ქსელს და მისთვის უსიამოვნო ფოტოს წააწყდა. ეს რომ ნახა მიწა თუ არ გაეხსნებოდა და შიგ ჩაიტანდა არ ეგონა.თავზარი დაეცა.ეს უკვე მართლა თავს ლაფის დასხმა იყო,როცა ეს მოხდა,მაშინ ჯერ კიდევ მისი შეყვარბეული იყო,ხალხში ესე როგორ მოჭრა თავი?ფოტოს კარგა ხანი მიშტერებოდა,მერე გონს მოეგო და გამწარებულმა გვერდი სასწრაფოდ ჩახურა. -მორჩა რა,მართლა მორჩა. შენ სამუდამოდ მოკვდი ჩემთვის სალომე,სამუდამოდ. აღარ არსებობ ჩემთვის!!მეზიზღები-თავის თავს ესაუბრებოდა და თან სიმწრით უაზროდ აქნევდა. ის დღე არ ახსოვს როგორ ჩამთავრდა,ყველაფერს მექანიკურად აკეთებდა. მან გადაწყვიტა რომ სალომე მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ გამქრალიყო და ეს ასეც მოხდებოდა.რადგან თქვა,მართლაც ასე იქნებოდა. მარიამი სამსახურის მერე სახლში გავიდა.უნდა გამოეცვალა,რადგან თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა და მერე გავიდოდა სალომესთან.ის იყო,გამოცივალა,უნდა გასულიყო,რომ კარზე ზარი დარეკეს.გაუკვირდა, რადგან არავის ელოდებოდა და ინტერესით წავიდა კარის გასაღებად.კარებში მაქსიმე დახვდა -არ მელოდი ხომ?-გაუღიმა და მიესალმა -რაღა დაგიმალო და ხო,არ გელოდი-მარიამმაც გაუცინა და კარებში შემოატარა -არც მე ველოდი რომ მოვიდოდი-უხერხულად გაიღიმა და დივანზე ჩამოჯდა.მარი მოპირდაპირე მხარეს დაჯდა -დალევ რამეს? -არა,მადლობა-უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.მარიამი მაქსიმეს უყურებდა,მაქსიმე ირგვლივ ათვალიერებდა ოთახს. -ხო,რაზე მოვედი-ბოლოს სიჩუმე ისევ მაქსიმ დაარღვია-მარი,ცუდად არ გამიგო რა გთხოვ და შეიძლება სადმე დაგპატიჟო?- მიკიბვ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ საქმეზე გადავიდა.მარის თვალები გაუფართოვდა,მსგავსს არაფერს ელოდა,თან ვისგან?მაქსიმესგან- შეიძლება?-ისევ გაუმეორა,როცა მიხვდა რომ მარი პასუხის გაცემას აგვიანებდა -მაქსი,ისა...მე..დარწმუნებული ხარ რომ ჩემთან ერთად გინდა სადმე წასვლა?-გაოცებულმა კითხა -100%-ით - უთხრა და გაუღიმა -კარგი,სად და რატომ?-დაუსვა ის კითხვა რაც აწუხებდა -სადმე ვახშამზე, რომელიმე დღეს, მაგალითად ამ პარასკევს ან შაბათ-კვირას, ერთად ვივახშმოთ, კარგი?-თბილად კითხა -რა ვიცი,კარგი,შეიძლება-მაინც ვერ გარკვეულიყო ბოლომდე თუ რატომ მივიდა ასეთი წინადადებით მასთან მაქსიმე. სხვა დროს მსგავსი სურვილი არასდროს გამოუთქვამს, მაგრამ ზედმეტ ფიქრს მოეშვა და უბრალოდ დათანხმდა.მაქსიმე კიდევ ცოტა ხანი დარჩა მასთან და მერე თანხმობით გახარებულმა, ბედნიერი სახით დატოვა მარიამის სახლი. მიხარია თუ მოგწონთ. მადლობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.