შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი მშობლები ტერორისტები არიან ასეთი ბომბა რომ გაგაჩინეს?!


6-01-2018, 14:22
ავტორი Tasska
ნანახია 3 710

-კარგი რაა, ძლივს მოვიშორე სვეტლანასთან სიარული და ახლა კიდე მაგასთან უნდა მაბოდიალო?-გაცოფებული მივუბრუნდი მაშოს
-ბოდიალი რა შუაშია გოგო. მაგაზე უკეთესი იცი ვინც გენეტიკაში ამზადებს?
-ნუუ ახლაა..
-ნუ ახლა არ უნდა მაგას. შენი აზრით მთელი აბიტურიენტობა ტყუილად ვიწვალე და სიმწრის ოფლი ვღვარე?-მითხრა ირონიულად და აფხუკუნდა.
-მარტო შენ იწვალე ხოო- სიცილით მივახალე
-კაი არ გინდა ახლა ამდენი ქოთქოთი აწი ტაკო და წამოდი.

მე ვარ ანასტასია ახვლედიანი, ეს ძილისგუდა კი მარიამ წიკლაური. ორივენი 23 წლისანი ვართ და მოუთმენლად ველით ბაკალავრიატის დახურვას და ვაპირებთ მაგისტრატურაზე ჩაბარებას. მე შავგრემანი, საკმაოდ მაღალი - 1.77 ცისფერთვალება გოგონა ვარ კურნოსა ცხვირით. მაშო ქერა, ჩემზე ცოტათი დაბალი 1.74 მწვანეთვალება გოგოა. ორივეს საკმაოდ კარგი ტანი გვაქვს, რაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ხშირად არ ტოვებს გულგრილს.
სვეტასთან ფეხით წავედით. მისი სახლი არც ისე ახლოსაა, მაგრამ ფეხით სიარული გვირჩევნია ავტობუსით კატაობას ყოველ ორ ნაბიჯში რომ ბუქსაობს. გზაში ჩვენი კურსელი, ჩემი რომეო დათუჩა შეგვხვდა, ერთი გემრიელად ამათვალიერა და დაიწყო:
-ვაიმე, ჩემი გოგო და მისი დაქალი-მომმართა მე და ამრეზით ახედა მაშოს. დიახ ახედა მასზე საკმაოდ დაბალიც კი არის. ისე მისი ასეთი დაქალური რეპლიკების მოსმენის შემდეგ მის ირიენტაციაში მეპარება ხოლმე ეჭვი.
-ვუი დათო როგორ ხარ? ჰკითხა მაშომ.
-მე კარგად და ჩემი გოგო როგორ არის?
-შენი გოგო არ ვიცი და მე კარგად ვარ -მივახალე გაღიზიანებულმა და ძლივს მოვთოკე ნერვები.
ალბათ ფიქრობთ, რამ გააბოროტა ასე ეს გოგო, რას ერჩის ამ ბუნჩულა ბიჭსო, მაგრამ რომ გითხრათ ვალენტინობაზე თავის ძმაკაცებთან ერთად ‘’რომეო და ჯულიეტა’’ დადგა, მთელ უნივერსიტეტში ლექციები ჩაშალა და ბოლოს მომილოცა მეთქი რას იტყვით? ისე ალბათ გაინტერესებთ ჯულიეტა ვინ იყო- ჯულიეტაც მისი უნიჭიერესი ძმაკაცი სულო იყო რომელმაც ამის შემდეგ “სულიეტა” მიიღო მეტსახელად. წარმოიდგინეთ, ბატონი დათუჩა თავზე წამოცმული ბერეტით და ხელში ყანწით, ბატონი სულო კი პარიკით და უკუღმა ჩაცმული კორსეტით. ამის დადგმის წინ რამდენიმე სპექტაკლისთვის მაინც ეყურებინათ ამხელაზე მაინც არ შერცხვრბოდნენ. რომელიმე ღვინის მოყვარულ პატრიოტს რომ დაენახა ალბათ იქვე მიასიკვდილებდნენ, მამაპაპური ღვინის საწამლავად გასაღებისთვის.
ამის დანახვაზე შექსპირი უეჭველად საფლავში სალტოებს გააკეთებდა. ამის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში თავაწეული სიარული მეშინოდა, რომ ვინმეს არ დავენახე და იქვე არ მიეკუთხებინა ჩემთვის, ამ ყმაწვილების დეგრადაციის გამო.
-ტაას, სადმე წავიდეთ დღეს საღამოს- ოცდათორმეტი კბილით მეკრიჭება. სტომატოლოგს ვგავარ ახლა მე?!
-არა მადლობა, მე და მაშოს გეგმები გვაქვს.
-მაშინ მაშოც წამოვიდეს ჩვენ ხელს არ შეგვიშლის.
-მაშო არა, შენ შეგვიშლი ხელს.- მივახალე ნერვებმოშლილმა, მოვქაჩე მაშოს და წამოვედით.
-კაი დათო არ გვცალია ხვენ უნიში შევხვდებით. მოვალეობის მოხდით თავაზიანად მიაძახა მაშომ. ეს რომ არ მყავდეს ალბათ მთელი თბილისი იარაღით გამომეკიდებოდა ამ ნევროზიან ქალს მორალური ზიანის მიყენების გამო.
სვეტასთანაც მივედით მივისმინეთ ორსაათიანი ლექსია იმის შესახებ, თუ როგორ მიდის ს*ერმატოზოიდი კ*ერცხუჯრედამდე მიმმართველი უჯრედების დახმარებით. თან სვეტა ყველაფერს თავის რეპლიკებს ურთავდა, რომ სანამ რამეს მივქარავთ კარგად უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, მაინც ასეთი კარგი გოგონები ვართ, ასი თვალი გვიყურებს, მერე რამე რომ მოხდეს ვის ოჯახშიღა შევალთ და ასე უსასრულოდ. მე უაზროდ ვუქნევ თავს და ძლივს ვიკავებ ფხუკუნს, მაშო კი შიშისგან და სირცხვილისგან სახეზე წამოწითლდა. კვლავ ვერ ვხვდები, ეს გიჟი, გადარეული მაშო როგორ გარდაიქმნება სიმორცხვის და შიშის ეტალონად გენეტიკის განხილვისას.
მოვშორდით თუ არა სვეტას, მაშინვე მივმართე ჩემ კდემამოსილ დაქალს.
-რაიყო გოგო ჭარხლისფერი დაგედო სახეზე. მე სიცილისგან აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი, შენ კიდე შიშით კინაღამ გაგეპარა. -მივახალე და ბოლო ხმაზე ავხარხარდი.
-ვაიჰ, რავიცი გოგო ჯერ ისე დაიწყო თავის ახალგაზრდობაზე საუბარი და მერე მის მეზობლებზე თუ როგორ კინწისკვრით გამოაგდეს ოჯახიდან შემეშინდა.
-კარგი ახლა ნუ იმართლებ თავს-კვლავ ვერ ვიკავებდი სიცილს და მისი განრისხებული მზერის დანახვისას ორმაგად ავკაკანდი. რომ გამოვედით უკვე ღამე იყო, წყვდიადში კი ჩემი სიცილი გამაყრუებელ ექოდ გაისმა, მთებმა ზანზარი დაიწყო, ზვავი ჩამოწვა და ყურის ბარაბანმა სული დალია. მაშო ამბობს ხოლმე შენი სიცილით კაი ტერაქტს მოაწყობდა კაციო. მის გარდა არ არსებობს ადამიანი რომელიც ჩემ გადაფიჩინებას უძლებს. ესეც იმიტომ, რომ ისიც მსგავსად ყროყინებს.
უკანაც ფეხით წავედით. გზაში მამაკაცების დიდი ხროვა იყო. სიცილის ხმაზე ერთმა ბიჭმა საეჭვოდ გამოიხედა, მაგრამ რამე ბილწი რომ ეფიქრა, ჩემი ქროტინის გაგონებისთანავე უკუაგდებდა ამ ფიქრებს.
სახლში მალევე მივედით. მე უზომიდ დაღლილი ვიყავი და იმწამსვე მივეგდე ლიგინში და გავეხვიე სიზმრების სამყაროში.
***
მეორე დღეც ჩვეულ რეჟიმში დაიწყო. საღამოს ჩემი მშობლები აპირებდნენ ჩამოსვლას. საზღვარგარეთ ცხოვრობენ და ასე ჩამოდიან ხოლმე ჩემთან. მანამდე სვეტლანასთან წავედით. მათი ჩამოსვლა და ჩემი და მაშოს გიჟობა ერთია. ყველაზე მაგარი მშობლები მყავს. ერთხელ, მახსოვს, აბიტურიენტობის პერიოდში ერთი ბიჭი გადამეკიდა. ყოველთვის სახლთან მხვდებოდა და რაღაც სულელურად მიხსნიდა სიყვარულს. საერთოდ, კინაღამ მომიტაცა კიდეც, საბედნიეროდ საღი გონება აღმოაჩნდა და განაცხადა:-ჩემს ტასუსუნას კომუნისტები არ უყვარსო და ვერ მოვიტაცებო. სიმართლე რომ გითხრათ, აქ საღი გონების ნატამალიც არ არის, მაგრამ ამან კი გადამარჩინა ამიტომ აღარ ვჩივი. როდესაც ჩემებმა ეს გაიგეს ჯერ სიცილით დაიხოცნენ, შემდეგ კი მამაჩემმა - მაგას ვანახებ მოტაცებასო და თვითონ მოიტაცა, განუცხადა ექსტრაორდინალური გემოვნების ვარ არატრადიციული ორიენტაციისო და შენმა მსოფლმხედვრლობამ შენ მოტაცებაზე მიბიძგაო. მე იქვე ვიყავი და ბოლოს სიცილი რომ ვეღარ შევიკავე ერთი კარგად ავხარხარდი შემდეგ კი მშობლებთან ერთად დედაბუდიანად განადგურებას დავპირდი თუ ასი მეტრის დაშორებით მომიახლოვდებოდა (რის გამკეთებელიც საერთოდ არ ვიყავით, მაგრამ ის ისე იყო შეშინებული ნამდვილად გაჭრა).
სახლში რომ დავბრუნდით უკვე საღამო იყო. შევედით თუ არა შიგნით ქალბატონი ნინო(ნინჩო) და ბატონი მიხაილი(მიშკა) ბუშტებით დაგვხვდა.
-მგონი საზღვარგარეთ იმპროვიზაციის უნარი დაკარგეთ-ვითხარი ამ ბანალური დახვედრით იმედგაცრუებულმა.
-მოდი, შენ ეს ბუშტები დახეთქე, იქ პატარა ყუთი დაგხვდება და ჩვენი იმპროვიზაციის უნარი მერე შეაფასე კუსუნ-საყვარლად მომმართა ნინჩომ.
-აუ, კაი რა ხოიცი ვერ ვიტან ლოდინს და გაურკვევლობას!
-ხო კაი, შენ ყავა გაგვიკეთე და დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ ტასკა-მითხრა მამაჩემმა. ბავშვობიდანვე ასე მხოლოდ ის მომმართავს. ზეორიგინალური მამიკო მყავს.
მე მშობლებს ყავა გავუკეთე მერე კი მე და მაშომ ბურთების ხეთქვა დავიწყეთ. არც ისე სახარბიელო საქმე იყო მაგრამ შედეგი წვალებად ნამდვილად ღირდა. უკანასკნელი ბუშტი გავხეთქე და რაღაც პატარა ყუთი შემჩა ხელში. გავხსენი და მანქანის გასაღები დავინახე. ჯერ შემაცია, მერე შემაცხელა, მერე საერთოდ კინაღამ ცას მივებრე იმხელაზე ვიყვირე. მაშინვე შევახტი მშობლებს და მანქანის ჩვენება მოვთხოვე. ეზოში ჩავედით, გასაღების ღილაკს დავაჭირე და სანატრელი წრიპინი გავიგე. ხმას გავყევი და დავინახე ჩემი ოცნების Red Nissan Juke 2017. სიმართლე გითხრათ, ეს მანქანა რატომღაც ერთი ნახვით შემიყვარდა. ამაზე ბევრად უკეთესი მანქანებიც მომწონს, Mercedes G Class, Range Rover. მაგრამ უკვე ჩემი მანქანა დანახვისთანავე შემიყვარდა და ყოველთვის მინდოდა მისი ყოლა. მხოლოდ მანქანის კარგად დათვალიერების შემდეგ ვინებე და გამახსენდა მშობლები. უცებ შევახტი მათ და კარგად ჩავეხუტე ორივეს ერთად. ყოველთვის ასე ვიქცეოდი როცა რამით ძალიან გახარებული ვიყავი.
***



№1  offline წევრი ლუკკიანეცცი

ეს სათაური ღადაობად ჩავთვალოთ თუ სერიოზულად მივიღოთ?:დ

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

შემდეგ თავს ველოდები მალე დადე კარგი

 


№3  offline წევრი Tasska

ლუკკიანეცცი
ეს სათაური ღადაობად ჩავთვალოთ თუ სერიოზულად მივიღოთ?:დ

ღადაობაა. ისე ეს ისტორია არც ბომბაზეა და არც ტერორისტებზე :დდდ

სტუმარი ლიკა
შემდეგ თავს ველოდები მალე დადე კარგი

მე დავდე უკვე, მაგრამ ალბათ უფრო გვიან დაიდება. ადმინებმა უნდა შეამოწმონ და მაგიტო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent