სოხუმსკი (9 თავი)
სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. მისი თვალები ოთახის განათებაზე განაცრისფერდა, სახე გაუნათდა და მის ცხვირზე, ლამაზად დასკუპებული ხალი გამოიკვეთა. ისე მომეწონა იმ წუთას თეთრ კანზე არსებული ყავისფერი წერტილი, რომ მეც მომინდა მისნაირი ხალის ქონა, ჩემს პატარა ცხვირზე. აჩეჩილი თმები ისე უწესრიგოდ ეყარა თავზე ჩიჩილაკს მოგაგონებდათ. გახეთქილი ტუჩი ოდნავ დასიებული და გაწითლებული ქონდა. სახეზე ჩალურჯებები აძველბიჭებდა, მაგრამ მათე რეალურად ის იყო ვინც იყო. ასეთი თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ მაინც ის ერთადერთი, რომელიც დროის გასწრებას ცდილობდა. რამდენიმე დღე იყო რაც გავიცანი და პირველივე დღიდან მომხიბლა. ან და როგორ შეიძლებოდა ადამიანს მათე არ მოწონებოდა?.. მინდოდა მისი ცოლობა. ნუ როგორ არ უნდა მდომოდა თვით სოხუმსკის გვერდით ყოფნა?.. თუნდაც, იმიტომ, რომ მასში ჩემს თავსაც ვხედავდი და მეორე ნახევრადაც აღვიქვამდი. არ მიყვარდა. ასე უცებ აბა როგორ შემიყვარდებოდა?. მომწონდა.. არა მოწონებასა და სიყვარულს შორის ვიმყოფებოდი..პრობლემა ჩემში იყო და ამიტომაც ვიხევდი უკან. 19 წლის ვიყავი და ჩემს თავს ოჯახის შესაქმნელად ვერ ვიმეტებდი. პატარა ვიყავი. არც ისე პატარა, მაგრამ მაინც პატარა. ჩემი გეგმები სწავლას, გერმანიაში წასვლასა და კარგ სამსახურზე იყო დამყარებული. ახლა ნამდვილად არ იყო გათხოვების დრო თან უსიყვარულოდ, სწრაფად და ქაოსურად. კედელს მიყრდნიბილი ვიყავი, რომ მომიახლოვდა. -ჩაგქისე"თ"? თ ასო გამოკვეთილად თქვა, წარბები ზევით აზიდა და ხელები კედელს მიაბჯინა. გამეღიმა. -ნუ იცინი! თვალები მიბრიალა. ისეთი საყვარელი გამოხედვა ქონდა ვერ გავუძელი და ჩავეხუტე. -ახლა მეხუტები, არა და რამიდენიმე წუთის წინ კარს არ მიღებდი. გაეცინა და ხელები წელზე მომხვია. -ხო გაგიღე? სიცილით ვკითხე და გავცილდი. -ის წავიდა? კუთხეში მდგომ კარადას მივუახლოვდი და ბამბა ავიღე, სპირტთან ერთად. -მე რა ვიცი..ერთი მაგის დედას არ შევე***. დივანში ჩაჯდა.-გოგა და ლიკა არ არიან? აქეთ-იქით მიიხედ მოიხედა. -კაი დროს კი გაგახსენდა. წასულები არიან ბიძაჩემთან..ისე რო ანგრევდი კარებს მაშინ, რატომ არ იფიქრე? იქნებ და იყვნენ სახლში. -არ მიფიქრია. მხრები აიჩეჩა..ჟურნალების მაგიდაზე ჩამოვჯექი და ბამბა სპირტით დავასველე - რას აკეთებ? წარბებ შეკრული მომჩერებოდა. -ჭრილობა უნდა დაგიმუშაო, მოიწიე!. გაიღიმა და სწრაფად გამოიწია. ისე ახლოს იყო სუნთქვასაც ვერ ვახერხებდი, მისი მზერით გაბურღული. -არ გტკივა? ფრთხილად დავადე ბამბა წარბზე. -ნწ. აკანკალებული ხელი დამიჭირა და ხელის ზურგზე მაკოცა. -ნუ დამდორბლე. -წიწაკა. -შენ ხომ ხაარ კანფეტი. -როგორ კარგად შეგიფასებია ჩემი ტუჩები. ტუჩის კუთხე აუხტა. -შენ ქორწილის მერე ნახე მურაბას, რომ მიმამსგავსებ. თვალი ჩამიკრა. ნერვებ აწეწილმა გახეთქილ ტუჩზე ბამბა მაგრად მივადე. -მეტკინა გოგო. ხელი მიიდო. -ენა გააჩერო ჯობია. დავუბღვირე.. გადაყვლებილი ხელებიც დავუმუშავე და ნაგავში ჩავაგდე ხელში დაკავებული ბამბა.. ტელეფონს დავწვდი. -გისმენ დიანა. ლეოს ხმაც გაისმა. -რატომ სცემე გეგი? -შენ საიდან გაიგე? -არც უარყობ? -რა უნდა ვუარყო? ვცემე და ღირსიც იყო. -ხო და მაგ ღირსიც იყოზე მე მომადგა. -რას ქვია მოგადგა? მაგას ის ცემა მგონი არ ეყო.. რამე ხო არ დაგიშავა? -ნუ ვარდები, მაცადე ერთწამს. მათეს დამსახურებით გამოვძვერი. შენზე ვღელავ ლევან. -მაგას მოვ** გამზდელს. შენთან რას მოდის მერე მოვიდეს ჩემთან რამის თავი თუ აქვს. -მეც შენთან გამოვუშვი დიდისამბით. აბა შეშინებულ გულზე სხვა ვერაფერი დავახეთქე ნორმალური და ერთადერთი დამცველი შენ მყავდი. -შენ არ იღელვო მოვაგვარებ. -არ იღელვო კაია.. შენზეა ახლა გადაკიდებული. ფრთხილად იყავი რა გთხოვ. -დიანა -გისმენ -თუ რამე და.. ნუ თუ გამაგორა სამსონიამ, აი ის სურათი გამიდიდე ფბს პროფილზე, რომ მიდევს.. ძაან სტარნი ტიპი, რომ ვარ მანდ. ჯერ გაღიმებული ვუსმენდი თითქოს რაიმე კარგს მეუბნებოდა, მერე, რომ გავიაზრე რაც მითხრა ავენთე. -შენ სულ გააფრინე? რეებს მეუბნები? -კაი დამშვიდდი დიდი დიდი ციხეში ჩავჯდე გეგის გამო, თორე იმქვეყნად მანამ არ წავალ სანამ სიყვარულს არ ვიგემებ. გაიცინა. -ლევან ძაან მიყვარხარ. არ თქვა რა მეორედ მასეთი რამ. ლამის ავტირდი. -მეც მიყვარხარ. ჭკვიანად იყავი და თუ რამე დამირეკე. გეგის გამო არ იღელვო. -რა ხმა არის? სად ხარ? -კლუბში ჩავედი ახლა. აუ ხმა აღარ ისმის.. წავე მე რა და ხვალ ამოგივლი. -ჭკუით. ჩავძახე და მობილური მაგიდაზე დავდე. მათეს გავხედე, რომელიც სიგარეტს ეწეოდა. -არ ინერვიულო გეგის ამბავს მე მოვაგვარებ. არც ლევანს და არც შენ არ შეგეხებათ. -იმედია არ მოკლავ. -მაგისნაირი არ ვარ.. უბრალოდ მოვაყუმარებ ნუ მოვუვლი რა. ჩამწვარი სიგარეტი ფანჯრიდან გადაისროლა.-ეს მაჩუქე. ტელევიზორის გვერდით დადებული ტონალური ხელში აათამაშა. -კაბაც და პომადაც ხომ არ გინდა? -არავარ მე იმნაირი.. ფხუკუნით ჩამომიჯდა გვერდით. -ზეგ მაქვს თამაში და ასე ვერ მივალ, გაგიჟდება მწვრთნელი. ისე არ მოხვალ? -ხო კიდევ იმ კამერაში, რომ გამოვჩნდე და მაკოცო? -ის კამერა რა ჯანდაბაში მინდა, ისედაც როცა მინდა მაშინ გაკოცებ. -როცა მინდა მაშინ გაკოცებ. გამოვაჯავრე. -არ მიბრძანდები? -რას ქვია მივბრძანდები? როგორ დავტოვებ ჩემს დედოფალს მარტოს? ბუამ რო შეჭამოს რა ვქნა მერე მე? დავრჩები უცოლოდ. -რას მელაპარაკები სხვას ვერ მოიყვან რა. -მოვიყვან როგორ არა.. აი ნანუკას მოვიყვან ჩემს მეზობლად რომაა აუ იცი რა მაგარი ნაშაა. პროსტა ფეხი ეწყებააააა უფ.. და მკერდი ხო საერთოდ... ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში. სისხლმა თავში ამასხა და იქვე დადებული ბალიში ვესროლე. -ხო და მოიყვანე. გაბრაზებული ფეხზე წამოვხტი. -შენ ხომ არ გინდა მაინც ჩემი ცოლობა და რა განაღვლებს? ამომხედა დივანზე წამოგორებულმა. -არაფერი. სულ არაფერი. -მოვგვარებულვართ. -მათე ნერვებზე ნუ თამაშობ თორემ ამ თამაშში გამარჯვებას ფუკასავით აგაცლი. გაიგე? -ვნახოთ ვინ იქნება გამარჯვებული ჯოკერივით, რომ მეყოლები დასმული საპატარძლოთ. თვალი ჩამიკრა და წამოდგა. -არ მინდა გათხოვება. ჩუმად ვთქვი და მათეს გავხედე. -პატარა ვარ. -ნუ მაგას ვერ ვუარვყობ.. ნამდვილად პატარა ხარ.. გაეღიმა.-არ იდარდო დილით ფაფას გაგიკეთებ და მუტფილმსაც ჩაგირთავ ხოლმე. -სუ არ მეცინება.. სერიოზულად გეუბნები.. ან რა ქორწილი აგიტყდა ადამიანო ნორმალურად არც კი გიცნობ. -აუ ახლა შეყვარებული სი*ივით მე ხელ ჩაკიდებული არ ვივლი სამი წელი, სანამ სწავლას დაამთავრებ და გაცნობით კიდე ისედაც გამიცნობ . ნუ ბოლო ბოლო ერთ საწოლში ვიწვებით და .. გაიცინა. -ყველაფერი მაქეთ როგორ მიგყავს? რა იყო მოკლებული ხარ ქალებს? -მაგ თემის შენთან განხილვას არ ვაპირებ. დასერიოზულდა -ხვალ სამეგრელოში მივდივართ და მოემზადე დილითვე წავალთ. -ნუ მბრძანებლობ. -უბრალოდ გეუბნები. -რა ჯანდაბა მინდა სამეგრელოში? ვერ ვიტან მაგ მხარეს. -არც მეგრელებს ეხატები დიდად გულზე. ჩაიქირქილა -წყობილებიდან ვარ უკვე გამოსული. -რა ნაცნობი მომენტია. -მათე მე არ მინდა ოჯახის შექმნა.. ნუ ჯერ არა. -რა არის პრობლემა? -ვსწავლობ. -გათხოვილი ქალის სტატუსით, რომ გააგრძელო სწავლა რა იყო პაზორია? -რა შუაშია აქ პაზორი? არ მინდა ადამიანო ჯერ გათხოვება.. არა!.. გერმანიაში მინდა წასვლა..სწავლა იქ უნდა გავაგძელო. -რას აიჩემე ეს სწავლა? გეგონება მე დაგიშლი.. ისწავლე არ შეგიშლი ხელს. მოგეხმარები დაჟე. -მომეხმარება. რით მომეხმარები ერთი ეგ მითხარი? ჯერ ის თქვი ერთმანეთის შესახებ საერთოდ არაფერი, რომ არ ვიცით. არც კი ვიცი რამდენი წლის ხარ? -28. -ფუ პედოფილი. ცხვირი ავიბზუე. -ამოგგლიჯავ მაგ ენას. გაბრაზებულმა შემომანათა თვალები. -9 წელია სხვაობა და საგანგაშო არაა. თითქოს თავი დაიმშვიდა. -არა რას ამბობ.. ძაან მიხარია მოხუცს მივყვები ცოლად. -ეს შპალიერი მგონი დაძველებულია და ვატყობ ახალი შპალიერი გაეკვრება მალე შენი სახით. -ამ ორაზროვან ლაპარაკში რა ენა წყლიანი ხარ. კაი არ მინდა თემის გავცობა, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. დავუშვათ დავქორწინდით მერე? -პირველ ღამეს გადავახტე თუ ეგეც გითხრა? წარბები აათამაშა. -როგორ არ მინდა ეს საყვავილე ვიღაცას თავზე გადავაფშხვნა, მაგრამ რატომღაც მაიძულებს. -აუ რა კომპლექსიანი ხარ ტო. მეუღლეს თუ არ ელაპარაკე ეგეთ თემებზე აბა სხვა ვინ რას აგიხსნის? -ერთი სიტყვაც და გამოგიქანებ. -შენ დაიწყე. -მე არაფერი დამიწყია მე რაც გითხარი ის მიპასუხე. -დაქორწინების მერე იქნება ბავშვებზე მუშაობა.. ასე მოგწონს? -საერთოდ ხმა არ ამოიღო. სამზარეულოში გავედი და წყალი დავისხი ჭიქაში. -მე მოგიყვები ჩემზე.. გაწყობს? კედელს მიყრდნობილმა მკითხა. თავი დავუქნიე, წყლის ჭიქა ავიღე და მისაღებში გავედი. ბოკუჩავაც გამომყვა და წინ დამიდგა. -დავიბადე სოხუმში და გავიზარდე რუსეთში. მყავს ბებია და ბიძა, დედის მხრიდან. ასევე ბიძაშვილები ლილე და კოკა. ტყუპები არიან. გაეღიმა.-არც დედა მყავს და არც მამა.. ეგ ვაფშე სხვა თემაა და არ მინდა რა მაგაზე.. დრო მოვა და გაიგებ. მორაგბე ვარ. პატარაობიდან მიყვარდა ეგ სპორტი, ამიტომ ბოლომდე გავყევი. მუშაობით არ ვმუშაობ. ნუ ვერ.. რაგბზე ვარ მთლიანად გადართული. აქამდე მხოლოდ რაგბზე, მაგრამ ახლა შენზეც.. გაეცინა, მომიახლოვდა თმა ყურს უკან გადამიწია, გვერდით გადგა და განაგრძო. -თბილისში ჩამოსვლას არ ვგეგმავდი, მაგრამ მოულოდნელად გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება. მომბეზრდა იქაურობა, ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე. დაგროვილი მქონდა თანხა და იმით ყაზბეგში სასტუმრო გავაკეთე ამ ზაფხულს დასრულდა. მოკლედ ჩემი ბიზნესი წამოვიწყე. ასე, რომ არ გაგვიჭირდება. თვალი ჩამიკრა და გამიღიმა- ნუ ერთადერთი პრობლემა სახლია.. ქირით ვარ .. ჯერ რაღაც ვალები მაქვს იმათ ვიხდი.. მერე შევაგროვებ თანხას და სახლსაც ვიყიდი.. სასტუმროს იმედზე ვარ. -სად მოასწარი სასტუმროს აშენება ახლა არ ჩამოხვედი? -ზაფხულშიც ვიყავი ჩამოსული მაგრამ პრესას არ გაუგია.. ხო და მაგ დროს დასრულებულიც დამხვდა.. ჩემ ძმაკაცს დავავალე მისი აშენება წინა წელს და მაგრად დამეხმარა. სიგარეტის ღერი ტუჩემს შორის მოიქცია, სანთებელა წაუკიდა და მოწევა დაიწყო. -კიდევ რა? მოიცა დავფიქრდე.. ხო კიდევ.. გუკა რუსეთში გავიცანი 12 წლის იყო მაშინ. გაეღიმა და თავი დახარ. -რაგბზე შემოიყვანა გიორგიმ მარა იმ დღესვე აილეწა.. გაეციანა.-სტადიონიდან საკაცით გაიყვანეს.. მაინც არ დანებებულა და იმდენი ქნა, რომ ერთხელ ლელოც დადო. თავიდან მაგრად არ გვევასებოდა ერთმანეთი, მარა მერე დავძმაკაცდით... ჩაფიქრებული ვიჯექი და ღიმილით ვუსმენდი მის მონაყოლს. - კიდევ რა გაინტერესებს? მზერა იატაკიდან ჩემზე გადმოიტანა და თვალებით გამიღიმა. -მე რატომ ამირჩიე შენს თანამეგზურად? -ასე მინდა და იმიტომ. -მარტო მინდაზეა? -არაა.. თავი გააქნია.. -შენზე მითხარი! თემის შეცვლის მიზნით მიბრძანა. -რა უნდა ვთქვა ? ისედაც იცი, თან მეძინება. დავამთქნარე. ფართოდ გაიღიმა, სიგარეტი გადააგდო, ჩემთან მოვიდა ხელში ამიყვანა და ოთახში შემაბრძანა. საწოლზე ჩამომსვა და თავზე მაკოცა. -დავიძინოთ!. ხვალ მაინც დილით უნდა ავდგეთ. ტანსაცმლის გახდა დაიწყო. -ახლა არ მითხრა შენთან ვიძინებო. საწოლზე წამოვჯექი. -მაგას თქმა რათ უნდა ? ზევიდან დამხედა -კიდევ რაიმე გაქვს დაგეგმილი? ბრაზმორეულმა ავხედე. -შენ რაღაც ძაან გინდა მგონი დაგეგმილი "რღაცის" ახდენა. თვალები აუციმციმდა..-მაგრამ გავიწყდება "პატალა" რომ ხარ? საბანი აწია და შეძვრა შარვლიანად. -გავიწყდება პატალა რომ ხარ.. გავაჯავრე. -ორკვირაში გავიზრდები ცოლად რო მირთავ? საბანში შევძვერი მეც.. ამჯერად ტანსაცმლიანი. -შენ მასე 5 წელშიც არ გაიზრდები ჩერჩეტო. ჩემსკენ გადმობრუნდა და მისკენ მიმქაჩა. -რა არის გოგო ბარემ შუბით დაწექი. წამოჯდა საწოლზე და მეც წამომაჯინა. -რას აკეთებ ? ჯერ ნაქსოვი ზედა მოისროლა ძირს და მერე პერანგის ღილებს დასწვდა. -გხდი, რომ ნორმალურად შეძლო დაძინება.. ახლა შენ თუ გინდა დაძინების გეგმას გადაუხვიოთ ეგეც არაა პრობლემა. თვალებში გამოსახული სხივი აკიაფდა. -ნუ მიწვევ და გაწიე ხელები. საწოლიდან წამოვდექი, გარდირობიდან პენუარი ავიღე და სააბაზანოში შევედი. სწრაფად გადავიცვი და მალევე გავედი. მათე მიცინოდა. მის შარვალს მოვკარი თვალი იატაკზე, რომ ეგდო და მაშინვე დავასტოპე.. -რაააა? არაფერი არ გაცვია? -როგორ არ მაცვია.. გაეცინა ჩემს რეაქციაზე. -ხო საცვალი დიდი შეღავათია..ჩავიდუდღუნე.- ჩაიცვი შარვალი ახლავე!. -ვერ ვიძინებ მასე მცხელა. -სად ცხელა ადამინაო ყინავს გარეთ. -გარეთ კი და სახლში ცხელა. -გამოვრთავ ბატარიებს. გადავჭერი პრობლემა წამში. -და შენს სიმხურვალეს რას უზამ, რომ მწვავს? -დივანზე დაწვები. -კი როგორ არა. დაწექი ახლა ნერვი არ ამიშაო. -გასარკვევია ვინ ვის უშლის ნერვს. დოინჯი შემოვირტყი.-სერიოზულად გეუბნები ან შარვალს ჩაიცმევ ან არა და დაწვები დივანზე. -აუუუ რა წიკები გჭირს რა.. ფეხზე წამოდგა და შარვალი ამოიცვა. -აჰა.. დაწექი ახლა. ცხვირი ავიბზუე და საწოლზე გავგორდი. -მიიწიე მეც ხომ უნდა დავწვე. -მომიტევე დამავიწყდა.. გვერდით გადავგორდი. -ხვალ რუსული მაქვს ვერსად ვერ წამოვალ. -გადადებ!. ჩამეხუტა და მხარზე მომაკრო ტუჩები. -გადადებ.. ბუზღუნით ვთქვი.. -გითხარი მე ნუ იძლევი ბრძანებებსთქო. ვერ ვიტან ამ ტონს. -მიხვდი ხოლმე მაშინ შენით და ნუ მიძრობ აქ უაზრო ფრაზებს. მაინც ისე იქნება როგორც დავგეგმე, ამიტომ დროის გაფლანგვა მხოლოდ იმ შედეგს გამოიღებს, რომ დავბერდები. ისედაც კომპლექსი მაქვს ამ წლებზე და შენ ვაფშე მიმატებ ტო. -ამ 28წლის კაცს ეს თითისტოლა გოგო რაში გჭირდები ვერ გავიგე. -ვერც გაიგებ. დაიძინო ჯობია. -ასე ვერ დავიძინებ მომიყევი რა რამე. -მართლა პატარა ხარ რა.. გაიცინა. -რა მოგიყვე? ზღაპრები არ ვიცი მე. -იღადავე ახლა? მისკენ გადავბრუნდი.. თვალებში მიყურებდა და თითებით ლოყაზე მეფერებოდა. -შენზე მომიყევი. გატრუნულმა ვუთხარი და თვალები დავხუჭე. -ზაფხულობით ჩამოვდიოდი ხოლმე საქართველოში. კონკრეტულად სამეგრელოში. ბებიასთან ვატარებდი მთელ დროს. ნელიკო იმდენად მიყვარს, რომ ვერც გადმოვცემ. ამ ზაფცულსაც ვიყავი ჩასული ასე მოულოდნელად დავადექი თავზე, რომ დამინახა ისე გაუხარდა სიცოცხლე შეემატა ქალს. 18ის ვიყავი პირველად, რომ მითხრა ცოლი მოიყვანე ბებია მომასწარი შვილიშვილსო. მაშინ სუ არ მადარდებდა ცოლი. საერთოდ ოჯახი ხომ "გოლდ" თემაა. ვიგრძენი შუბლზე როგორ მეამბორა და უფრო მეტად გავიტრუნე. -22 წლის ასაკში, რომ ჩავედი მეზობელი გოგო გამაცნო. მთელი დღეები მელაპარაკებოდა მასზე. კაი გოგოა ლიაკო. დასაწუნი არც მაშინ იყო და ახლა ხო საერთოდ. მარა მე სულ სხვას ვეძებდი და ლიაკოს, როგორც მეგობარს ისე ვუყურებდი. ახლაც მასე ვუყურებ. არასოდეს მიფიქრია ვინმეზე ასე სერიოზულად, ვერავინ ვერ წარმომედგინა ჩემს გვერდით, მარა შენ პირველივე დღეს გააჩინე ჩემში რაღაც აღუწერელი გრძნობა. ძილის სამყაროში გადაშვებულს უკვე აღარ მესმოდა რას ამბობდა, მაგრამ მის ხელებს ვგრძნობდი ჩემს წელზე -ჩემი პატარა ხარ. ჩემი გოგო.. აგრძელებდა ჩურჩულს ბოკუჩავა და შიგადაშიგ სახეზე ნაზად კოცნიდა. დილაუთენია გააღვიძა მძინარე დიანა. ბუზღუნით წამოდგა და მოწესრიგება დაიწყო. გამზადებული გავიდა მისაღებში, მათე სარკესთან იდგა და ტონალურს ისმევდა ჩალურჯებულ ადგილებზე. -ამ დილაუთენია, რომ არ წავსულიყავით ისე არ შეილებოდა? მივუახლოვდი და სახეზე შევხედე. -იქ დარჩენას თუ არ ვაპირებთ მაშინ არა. არც შემოუხედავს ისე თქვა. ტონალური გამოვართვი და ჩალურჯებული ადგილების დაფარვას შევეცადე. პუდრიც გადავუსვი და თითქმის არაფერი აჩნდა. ნუ გახეთქილ წარბსა და შუბლს მე ვერ დაუფარავდი და ეგეც არ ეტყობოდა იმდენად. ისე კი კაი სანახავი იყო ამხელა კაცი მაკიაჟით -ნუ იცინი. შემომიბრვირა და ჩანთა გამომართვა.- ბებიაჩემმა ჩალურჯებული რო დამინახოს წაუა ქალს გული.. -შენ არ მოგაქვს ბარგი? -მანქანაში დევს. -მომზადებული ყოფილხარ. სახლის კარები ჩავკეტე და ლიფტში შევედით. გუკას ავტომობილში ვისხედით და სამეგრელოსკენ მივემართებოდით. -შენ არ გყავს შენი მანქანა სუ გუკას მანქანით რო მოძრაობ? -მყავდა და გავყიდე. -რატო? მორაგბე ხარ ბოლო ბოლო და ფულს არ გიხდიან? -მდიდარი კი ნუ გგონივარ დიანა. გამიცინა. -იქ აღებულ ფულს ვაგროვებ სახლისთვის. მანქანის ფული კი სასტუმროს მოვახმარე, ნუ მეც დავხარჯე ცოტა.. ხმა არ ამომიღია რაღაცაზე ჩავფიქრდი. მერე გამახსენდა გოგასთვის, რომ არ შემიტყობინებია და იმწამსვე დავურეკე. -მა მე სახლში არ ვიქნები დღეს და. -ვიცი დიანა გუშინ მითხრა მათემ სამეგრელოში უნდა წავიყვანოო. ვაიმე თავი.. ამოიწუწუნა. -არ უნდა დამელია ამდენი. მა, რომ ჩახვალთ გამაგებინეთ ნანას მე ვეტყვი ნუ ინერვიულებ. -კაი მა.. ტელეფონი გავთიშე და ბოკუჩავას გავხედე. -მამაჩემისთვისაც გითქვამს.. არა ყველაფერს შენით რატომ წყვეტ ? -არამაქვს ისტერიკის თავი. მუსიკას აუწია. არ ავყოლილვარ. რუსულის მასწს ესემესი მივწერე სოფელში მივდივარ ამ ახალ წლებზე და რომ დასრულდება არდადეგები მერე მოვალთქო.. ნაღდად მისვრიდა ეს ქალი ამ ტუტუცის გამო და დავრჩებოდი სულ ისე. -დავიღალე.. რამოდენიმე საათის მგზავრობის შემდეგ ამოვიწუწუნე. უკვე სამეგრელოში ვიყავით. -მივალთ მალე. გინდა რამე ვიყიდო? მანქანა მარკეტის წინ გააჩერა. -რამე ლიმონათი და სასუსნავი. მანქანიდან გადავიდა. მუსიკა გამოვრთე და თვალი გავაყოლე მიმავალს. სავსე პარკით გამოვიდა და გამომიწოდა. სულ შოკოლადებით იყო გატენილი. ჩემს საყვარელ რძიან ყავასაც მოვკარი თვალი და გამეღიმა. ბაუნტი ამოვიღე და გავხსენი. მათემ კოკაკოლა მოსვა და მანქანა დაძრა. -აი ეს არის სოფელი მუხური. ღიმილით გამომხედა -ის კი ჩემი ბებოს სახლია. თითი ორ სართულიან ხის სახლისკენ მიმართა, რომელიც შორი მანძილიდან მოჩანდა. ლამაზი სოფელი იყო ზამთრის ფონზე, მაგრამ ზაფხულში უფრო იბრწყინებდა. -ოცინდალეს ბაზილიკური ეკლესია დგას იქ. ხელი ჰორიზონტისკენ გაიშვირა. -ეკლესიამდე სუ რაღაც 5 კმა გასავლელი.. საცალფეხო ბილიკი მიუყვება მთის ფერდობს. ზღვის დონიდან 300–340მ–ზეა. თვალებ აგიზგიზებული მეუბნება და თავს ჩემკენ ატრიალებს -გინდა ვნახოთ? -ვერ მოვასწრებთ. -დავჩეთ. გაიღიმა. - თან თოვლი არ დევს და ამინდი ხელს შეგვიწყობს. ახალწელსაც აქ შევხვდეთ თუ გინდა. -მართლა? -ხო. -მერე რაგბი? -რამეს ვიზამ. -მაშინ დავრჩეთ. მაგრამ მე ლევანიც მინდა, რომ იყოს. -დავურეკოთ ბიჭებსაც და ჩამოვლენ. ჩემ ძმაკაცებსაც ვეტყვი და გაგაცნობ იმათაც. -როდის ავიდეთ? -ჯერ მივიდეთ სახლში, ვჭამოთ, გავთბეთ და მერე გამოვიდეთ. რავიცი სამეგრელო არ მევასებაო და... -ახლა დამევასა.. გამეცინა. -პირველად ვარ სამეგრელოში. -ელარჯი უნდა გაჭამო. სიცილით მითხრა და მანქანა ეზოს წინ გააჩერა. -ძაღლი ხომ არ გყავთ? -უკანა ეზოში აბაია.. წამო. ხელი წელზე მომხვია და ეზოში შემიყვანა.. -ნელიკოოო. დაიყვირა სახლთან მისვლისთანავე.. ხის კარები ჭყრიალით გაიღო და მოხუციც გამოჩნდა. -მათე. გახარებული წამოვიდა ჩვენსკენ და ბიჭს ისე მოეხვია თითქოს ჯარიდან ჩამოსული ყოფილიყო. -ბებო არ უნდა გაგეფრთხილებინე თუ ჩამოხვიდოდი? გავამზადებდი რამეს. -მოიცა რა დროს ეგაა.. ლოყები დაუკოცნა ქალს..- ბე რძალი უნდა გაგაცნო. ჩემსკენ შემობრუნდა ბოკუჩავა და ერთ ადგილზე ატუზული მიმიხუტა. ქალმა ამათვალერა და გაიღიმა. -მალე დავქორწინდებით და უნდა გაქეიფო ქორწილში. ქალი ხელში აიტაცა და დააბზრიალა.. -დამსვი ბიჭო ამიწია წნევამ. შვილიშვილს მხარზე უჯიკა. მათემაც სიცილით დასვა და კიდევ ერთხელ აკოცა ლოყაზე. -ცანცარა. როდის უნდა დაჭკვიანდე? ცოლის მოყვანაც არ გშველის შენ. მომცინარს შეუბრვირა და მე მომიბრუნდა. -რა კაი გოგო გიპოვია.. ღმერთმა გახაროთ ბავშვებო. შემოდით თორემ გაიყინებით.. სიცივია. სახლში შევედით და ფეჩთან დავსხედით. მათე ყვებოდა ჩვენი გაცნობის ამბავს, მე ვუსმენდი და მეღიმებოდა. -ნელიკო ბებოო. გარედან ხმა მოისმა. -ლიაკოა ალბათ. ყოველ დღე მოდის და მკითხულობს, მაგას შემოვევლე. გარეთ გავიდა მოხუცი. -ლიაკო? წარბებ აწკიპულმა გავხედე ბოკუჩავას. -ეს ის ლიაკოა? -რა იყო ცუნცულ? ხომ არ გეშინია შენი მომავალი ქმარი არ აგახიონ? გამიცინა. -წესიარად იყავი და ნუ ცანცარებ. ხელზე ვუჩქმიტე და შემოსულებს შევხედე. ქერათმიანი გოგო დაკვირვებით ავათვალიერე. -ვა მათე?.. გაღიმებული წამოვიდა უკვე ფეხზე მდგომისკენ და გადაეხვია. -არ გელოდი აქ შენ.. ისე მანქანა, რომ დავინახე კი გავიფიქრე აქ იქნაბათქო, მარა შენსას რას გაიგებს კაცი.. მოიცა მე ვამბობდი ეჭვიანი არ ვარ თქოოო? უფ რა სისულელეა. ახლა ამას, რომ ვწვდები თმებში მერე იკისკისოს. მათემ შეამჩნია ჩემი გაავებული სახე და მაშინვე მომხვია წელზე ხელი. -ლიაკო გაიცანი ჩემი მომავალი მეუღლე დიანა.. -სასიამოვნუა. გულწრფელი ღიმილი მაჩუქა და კაი მეგობარივით ჩამეხუტა.. გამიკვირდა მისი ქცევა. -უხდებით ერთმანეთს. -ხო და ქორწილში ხარ დაპატიჟებული ქალბატონო. ისევ სკამზე ჩამოჯდა და მე მის მუხლებზე დამისვა. მაშინვე წამოვხტი და გვერდით გადავჯექი. ლიაკოს გაეცინა. ნელიკო ბებო სამზარეულოსი იყო და რაღაცეებს ამზადებდა. მათე შეშის დასაჩეხად გავიდა ეზოში, მე და ლიაკო კი ნელიკოსთან გავედით. ხაჭაპურების გამოცხობაში ვეხმარებოდით. -დიანა სწავლობ სადმე? მკითხა და გამზადებული ხაჭაპური გვერდით გადადო. -კი. უნივერსიტეტში პირველ კურსზე ვარ.. გავუღიმე.. შეენ? -მეც ვსწავლობ მომავალი ექიმი დგას თქვენს წინაშე. დაბზრიალდა. 19 წლის ხარ ანუ? -20ის ვხდები უკვე. გავუცინე.. შენც 20ის ხარ ხო? -არა.. გაიცინა.. 23ის ვარ მე. -არ გეტყობა. -უფ ძაან კაი.. -რა კარგები ხართ ბებია თქვენ გაიხარეთ.ნელიკომ გამზადებული ხაჭაპური ფეჩზე შემოდებულ ტაფაზე გადაიტანა. ლიაკო მართლაც კაი გოგო აღმოჩნდა. პოზიტიური.. ისეთი საყვარელი იყო ნებისმიერ ბიჭს შეუყვარდებოდა. ხაჭაპური გამოვაცხვეთ. ნელიკო ელარჯს აკეთებდა. გარეთ გავედი სუფთა ჰაერზე. -შეგცივდება დიანა. მათემ შემათვალიერა აბუზული და პატარა კუნძს ნაჯახი დასცხო. -შედი და შემოვალ მეც. -არ უნდა წავიდეთ იმ ეკლესაში? -ვჭამოთ და წავიდეთ. მომიახლოვდა აქოშინებული. -ლიკა მართლა კაი გოგოა.. -ხოო? როცა მიხვდი, რომ არ ვუყვარვარ მაშინ გახდა ხო კაი? -ნუ ბოდიალობ რაღაცას. ლევანს უნდა დავურეკო. მობილური მოვიმარჯვე ხელთ. ბოკუჩავა მომეხუტა და ყელში მაკოცა. -ლევ სად ხარ? როგორც კი ზარი გაისმა მაშინვე ჩავყვირე. -აბაზანაშია ლევანი ახლავე დავუძახებ.. მომესმა გოგონას ხმა.. სად ეგდება მეც ვეკითხები რა.. -ხო დიანა გისმენ. -სად ჯანდაბაში გდიხარ ბიჭო? ან ეგ ვინაა? -მიხვდი ახლა შენით ვინ იქმება? -უიმე.. ფუ.. არ მანტერესებს..ლევ რაღაც უნდა გთხოვო.. -რა ხდება? -ჩაალაგე რა ბარგი და ახლავე წამოდი სამეგრელოში. აკოს, ვატოს ნიკას და ანუკისაც უთხარი. -რა მინდა გოგო სამეგრელოში? მოიცა მათე და შენ ახლა.. ახლა არ გადამრიოთ და არ მითხრათ გავიპარეთო? იხელაზე იღრიალა სმენა დამიხშო. მათემ წამართვა მობილური და იმან გააგრძელა კეკელიძესთან ბაასი. -მე შევალ რა შემცივდა.. თავი დამიქნია და ლოყაზე მაკოცა. სახლში შევედი და ლიაკოს გვერდით დავსკუპდი. ნელიკო მათეს ბავშვობაზე ყვებოდა, ლიაკო კომენტარს აკეთებდა, მე კი ვიცინოდი. მათეც მალევე შემოვიდა, შეშა შემოიტანა, ჩემს გვერდით დაჯდა და მობილური გამომიწოდა. -ლიაკო სადაა შენი ბედოვლათი ძმა? -თბილისშია წაბრძანებული. -არ ჩამოვა? -ხვალ ჩამოდის. თქვენ დარჩებით ხომ აქ? -ხო. ახალ წელს აქ შევხვდებით. შენ და გაბოც გადმოდით რა. -აუცილებლად. წავედი ახლა მე და გადმოგივლით ხვალ. -რა გეჩქარება? იყავი ცოტახანს ბებია. ნელიკო შემოვიდა ხაჭაპურით ხელდამშვენებული. -არა წავალ ნელიკო თორე გამასუქებ შენ. მოხუცს ლოყაზე აკოცა, ჩვენ დაგვემშვიდობა და სახლიც დატოვა. მე და მათემ გემრიელად მივირთვით ხაჭაპური, თბილად ჩავიცვით და სოფლის დასათვარიელებლად წავედით. -რაო ლეომ? -ჩამოვა.. და არა მარტო ეგ.. გუკასაც ვუთხარი და ჩემს სასტავსაც. პროდუქტსაც წამოიღებენ. ხელი გადამხვია და გვერდიდან ჩამიხუტა. -ვაიმე სუ დამავიწყდა.. გოგასთვის არ მითქვამს, რომ ჩამოვედით. ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან. -ველაპარაკე და იცის. -ყველაფერს როგორ ასწრებ? მობილური ისევ ჯიბეში ჩავიდე. გაეცინა. -ნანას, რომ არ დაველაპარაკე ქორწილზე ტეხავს ხო? -რას ჩააჯინდი ამ ქორწილს? -აბა საყვარლობას მთავაზობ? ზევიდან დამხედა გაგიჟებული სიფათით. -რას მიყვირი ვერ გავიგე? -ნერვებზე თამაშობ უკვე. ხელი მიშვა და წინ წავიდა. ასე გაბუტული მიდიოდა. მე უკან მივყვებოდი და ხმას არ ვიღებდი. უეცრად ფეხი რაღაცას წამოვკარი და გავგორდი ძირს. -ვაიმე ფეხი.. ჩემს ხმაზე უკან მობრუნდა. -მათე ფეხი მომტყდა. გავაბუქე.. ცრემლი წამომივიდა თვალიდან. დაიხარა და ფეხზე ხელი მომადო. -გტკივა ააქ? -არა. ამოვისლუკუნე. -ააქ? კოჭთან ჩააცოცა თითები. -არა. -აბა რა გატირებს გოგო? მიღრიალა -რა გაყვირებს? ფეხი მტკივა. -აბა არ მტკივაო? -რო მიყვირე ამტკივდა. გაეცინა. -ადექი მოდი. ხელი გამომიწოდა და ფეხზე წამომაყენა. რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი ჩვეულებრივად.. -არაფერიც არ გტკივა და ტირიხარ უაზროდ. -არაფერიც. მტკიოდა. -ხო აბა. თავი გადააქნია.. -მოდი მომკიდე ხელი კიდე არ წაიქცე. ხელი ჩამკიდა და გზა გავაგრზელეთ. ჩუმად მივდიოდით სიცილი, რომ ამიტყდა. -რამდენიმე წუთის წინ ტიროდი და ახლა რაღა გაცინებს? თვალები გადაატრიალა. -გამახსენდა, როგორ გავადინე ბათქვანი და.. -რა მეშველება შენ ხელში? ისეთი სახით მკითხა სიცილი ხელახლა დავიწყე. -გაჭაღარავდები. -ნამდვილად. გაეცინა. გზას მიუყვებოდით და თან ვლაპარაკობდით. მიყვებოდა სოფლის შესახებ და აქ გატარებულ წლებს იხსენებდა. ოცინდალეს ბაზილიკური ეკლესია იმაზე ლამაზი აღმოჩნდა ვიდრე შორიდან ჩანდა. მთის ფერდობიდან პირდაპირ იშლებოდა კოლხეთის დაბლობის ულამაზესი ხედი და სოფელიც ხელისგულივით მოჩანდა. ძალიან ციოდა.. ეკლესიიდან გამოსვლისას მათე უკნიდან მომეკრო და ყურში ჩამჩურჩულა. -აქ დავიწეროთ ჯვარი. -ყველაფერს რატომ აჩქარებ? -ახლა გისვრი აქედან. შემომიბღვირა. -ხმა არ ამოიღო თუ იგივე თემაზე ტრიალს აპირებ. -ყოველთვის შენ უნდა გასცე ბრძანებები და მე მონასავით უნდა ვიყო? წინ დავუდექი. -გოგო რა შუაშია მონა? უბრალოდ დინებას, რომ არ მივყვეთ და სწრაფი ტემპით წავიდეთ არა? -ა რ ა. -დიანა. -არ მინდა შენთან ლაპარაკი..სახლში წავიდეთ. სწრაფად გავცილდი. -ფუ ამის დედას შევ***. ფეხი იქვე დადებულ ქვას მიარტყა. გზა ისე გაილია ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. სახლში გაყინულები მივედით და გასათბობად, ფეჩთან დავჯექით. გაბრაზებული ბოკუჩავა თვალს მარიდებდა. ხაჭაპურს მიირთმევდა დამგელებული, გეგონება საუკუნე არ ეჭამოს რამე. ნელიკომ სუფრა გაშალა და ელარჯიც ჩადო შუაში. -მოდით ბებია დასხედით. გაგვიღიმა ნელიკომ. ფეხზე წამოვდექი და მაგიდას მივუჯექი. -არ მინდა მე თქვენ ჭამეთ. გაბუჩულმა გვაქცია ზურგი და ფანჯარასთან დადგა. არც არაფერი მითქვია, ჭამას შევუდექი. -მოდი ბიჭო აქ! რას იბუჩები ბაღის ბავშვივით?. ნელიკომ ჯერ მათეს გახედა მერე მე შემომხედა. -მხოლოდ ელარჯის გამო. ტუჩის კუთხე ჩატეხა. ჩემს წინ დაჯდა და ელარჯი თეფშზე გადაიღო. გამეღიმა და ამ ღიმილის დასაფარად წყალი მოვსვი. -დიანა შენ რატომ არ ჭამ შვილო ელარჯს? ნელიკომ გადმომხედა დანაღვლიანებულმა.ალბათ იფიქრა ჩემი ნახელავი დაიწუნაო. -არ გიყვარს? -უბრალოდ არასოდეს მიჭამია. გავსინჯავ. თეფშზე გადმოვიღე. -მათეს საყვარელი საჭმელია.. მოგიწევს ბებიკო ელარჯის გაკეთება, თან ხშირად. ეშმაკურად გაიღიმა. მაშინვე მათეს გავხედე, რომელიც ღიმილის დაფარვას ცდილობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.