მარადიული სიყვარული? ჰმ... თავი (7)
-რა ხდება რა წერია?-მიუბრუნდა რეზი.ფურცელი მიაწოდა და აი რა ეწერა.... დაიკოებს გაუფრთხილდით რეზი და თორნიკე სჯობს თორემ თქვენი შცდომებისთვის ისინი აგებენ პასუხს... თუ არ გჯერა დაგარწმუნებ (ანი ბიბლუსშია)(მია კი შოპინგზეა წასული) იმედია დარწმუნდით ახლა კი თქვენს საქციელზეა დამოკიდებული თუ რომელს გადაუვლის მანქანა :))) ........... -ჯანდაბა ესღა გვაკლდა სწრაფად მიას და ანის დავურეკოთ კომპანია მოიცდის-თქვა თოკომ და ტელეფონი აიღო ,ჯერ მიას დაურეკა.. -ალო მია სად ხარ სასწრაფოდ სახლში მოდი-მიაყარა უცებ -რა მოხდა ჯერ ახლა შევედი მაღაზიაში რადროს გამოსვლაა-დავიწყე წუწუნი -არ მაინტერესებს სწრაფად მოდი სახლში და ანიც წამოიყოლე მაგასაც დავურეკავ ახლავე -არა ანიმ თქვა სანამ წავიდოდა კიდევ რაღაც მაქვს საყიდიო და ცოტა დამაგვიანდებაო -რაა კარგი მაგას მე დავურეკავ შენ ლუკს დაუძახე და წამოგიყვანოს სახლში -ჰო კაი მოვდივარ რა მოგივიდა რა ხდება -სახლში მოდი და გეტყვი-მითხრა და გათიშა .10 წუთში სახლში ვიყავით როგორც კი შევედი თოკო გამოიქცა და ჩამეხუტა -თოკო გამიშვი ნუ გამჭყიტე რაიყო -კიდევ კარგი კარგად რომ ხარ და არაფერი მოგივიდა -რა უნდა მომსვლოდა გაგიჟდი?ანის დაურეკეთ?სადაა? -იმ ბატს ტელეფონი სახლში დარჩენია და ვერ ვუკავშირდები -ლუკი გავგზავნე ისევ იქ სადაც დატოვა მოსაძებნად-შემოვიდა რეზი სახლში და თითქმის ყვიროდა -რა ხდება ამიხსნით?რატომ მომაბრუნეთ შუა შოპინგიდან? -არაფერი ოთახში ადი და დაგიძახებთ თუ რამე -რაა?შუა შოპინგიდან მომაბრუნეთ და ახლა მეუბნები არაფერი ოთახში ადიო?რამდენადაც გიცნობთ მიზეზის გარეშე ასე არ მოიქცეოდით ამიტომ მითხარით ყველაფერი ან ისევ წავალ -წასვლა დავაპირე მაგრამ რეზიმ შემაჩერა -არსადაც არ წახვალ სანამ ანიც არ დაბრუნდება სახლში(რეზი) -რახდება ასეთი მითხარით რა ?-ისევ ვეცადე რამე ეთქვათ ჩემთვის მაგრამ არა -მია ახლა ისედაც გაბრაზებული ვარ ადი შენს ოთახში -ჰო კარგი-წინააღმდეგობა აღარ გავუწიე ასვლა დავაპირე როცა რაღაც ფურცელი შევნიშნე მდივანზე ავიღე ვიფიქრე წავიკითხავთქო მაგრამ თოკომ ხელიდან გამომგლიჯა და მითხრა -სწრაფად ოთახში -ესეიგი თქვენ გაქვთ გაბრაზების უფლება მე კი არა ხო-უკვე ვყვიროდი -მია გეყოს შენს ოთახში ადი-უკვე თოკოც ყვიროდა რეზი ცდილობდა დაემშვიდებინა მაგრამ არ გამოსდიოდა-ამაზე გავბრაზდი და უკან მოუხედავად ზევით მივრბოდი როცა ფეხი გადამიტრიალდა და კიბიდან ჩამოვარდი მხოლოდ ტკივილი ვიგრძენი და თოკოს ხელი თან მეუბნებოდა -ემი ემი გონება არ დაკარგო კარგად ხარ ემი მაპატიე არ მინდოდა ხმა გამეცი ემი -ბოლოს ესღა გავიგონე შემდეგ კი გონება დავკარგე........ რომ გავიღვიძე თავი საშინლად მტკიოდა თვალის გახელასაც ვერ ვახერხებდი, ექიმები აქეთ-იქეთ დადიოდნენ, მერე თოკო და რეზი მოვიდნენ -ემი კარგად ხარ?-თოკოსი მესმოდა მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი ამიტომ თოკო ექიმს მიუბრუნდა -რა სჭირს ჩვენი არ ესმის? რატომ არაფერს ამბობს ყველაფერ კარგადაა? -ყველაფერი რიგზეა უბრლოდ თავი დაარტყა ამიტომ გამაყუჩებლები გავუკეთეთ და ნახევარ საათში თუ გამოვა მდგომარეობიდან შეგიძლიათ წაიყვანოთ -რას ნიშნავს თუ გამოვა აუცილებლად კარგად უნდა გახდეს-უკვე თითქმის ყვიროდა რეზი კი ვეღარ აკავებდა -დამშვიდდით ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ გთხოვთ პაციენტს სიმშვიდე და დასვენება სჭირდება ამიტომ დატოვეთ პალატა-რეზიმ როგორც იქნა დააკავა და გარეთ გაიყვანა -მიას ჩემს გამო დაემართა ეს. არ უნდა მეყვირა საკუთარი თავისგან ვერ ვიცავ და იმ საბასგან დავიცავ ჩვენს დებს?-და თავი ხელებში ჩარგო -კარგი დაწყნარდი მია კარგად იქნება -მოიცა მიას გადამკიდე ანი სულ დაგვავიწყდა, სად ჯანდაბაშია ეს გოგო რომ გვანერვიულებს ლუკმა დარეკა?რაო რა თქვა? -დარეკა მაგრამ ვერ ვნახეო -როგორ თუ ვერ ნახა ასე უცებ მიწამ ჩაყლაპა?-როცა ეს თქვა სასწრაფომ ვიღაც გოგონა შემოიყვანა რომელიც სულ დასისხლიანებული იყო ექიმები კი ლაპარაკობნენ -ბატონ თორნიკეს დაურეკეთ დარწმუნებული ვარ ეს მისი და არის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც შეგვიძლია -ამის გაგონებაზე კი თოკო წამოხტა და ექიმებს მივარდა -ეს ანია რა დაემართა?-ყვიროდა და თან ისტერიკულად კანკალებდა -მანქანა დაეჯახა ბიბლუსის წინ გადადიოდა ასე გვითხრეს ვინც დაგვირეკა მაშინვე მივხვდი რომ თქვენი და იყო არ ინერვიულოთ ყველაფერს გავაკეთებთ-თქვა და საოპერაციოში შეიყვანეს -ღმერთო რა დავაშავეთ აქეთ ემი იქით ანი-დაფიქრდა და მერე წამოხტა-ვიცი ეს ვინც ჩაიდინა ის წერილი უბრალო მუქარა არ ყოფილა ესეიგი მართლა აპირებდა ამის გაკეთება გახსოვს რა ეწერა წერილში-ამაზე კი რეზიმ გააგრძელა -ახლა თქვენზეა დამოკიდებული რომელს გადაუვლის მანქანაო-და ისიც ფეხზე წამოდგა -შენ აქ დარჩი საბას მე გავუსწორდები-ამაზე კი რეზიმ შეაჩერა -ახლა მიას და ანის სჭირდები საბას რომ რამე დაუშავო ციხეში ამოყობ თავს მიას და ანის კი ჩვენს გარდა არავინ ყავთ ეს შენ ძალიან კარგად იცი-თქვა და თოკოც დაეთანხმა.... მათთვის 30 წუთი საათებს უდრიდა ადგილზე ვერ ჩერდებოდნენ ნახევარი საათის შემდეგ ექიმიც გამოვიდა რეზი და თოკო მასთან მივარდნენ -ექიმო ანი როგორაა ხომ კარგად იქნება?-კითხა იმედით სავსე თვალებით -სასწრაფოდ პირველი დადებითი სისხლი გვჭირდება თქვენ რომელი გაქვთ? -მე მესამე დადებითი-თქვა თოკომ -ეგ არ გამოგვადგება-ახლა კი რეზის მიუტრიალდა-თქვენ რომელი გაქვთ? -მეორე უარყოფითი -ჯანდაბა სისიხლი სად ვიშოვოთ?-თქვა თოკომ ამ დროს კი უკნიდან ხმა მოესმათ -მე მაქვს პირველი დადებითი-შეტრიალდნენ და საბა გამოეცხადათ ამაზე კი თოკო გამწარდა მივარდა და მუშტების რტყმევა დაუწყო -შენს გამოა ანი აქ და სიკვდილს ებრძვის ეს შენ გააკეთე შენ დაეჯახე მანქანით ამაში დარწმუნებული ვარ-ყვიროდა თოკო და ყველა მის გაშველებას ცდილობდა როგორც იქნა გააშველეს და ექმიმმა თქვა -დროს ვერ დავკარგავთ სასწრაფოდ სისხლი გვჭირდება ამიტომ სისხლი ამ ადამიანისგან უნდა ავიღოთ ჯერ გადავამოწმებთ რათქმაუნდა-თქვა ექიმმმა და საბაც გაიყოლა -ანის სიცოცხლე ახლა მასზეა დამოკიდებული ამიტომ გთხოვ დამშვიდდი-ამშვიდებდა რეზი ამ დროს მიას პალატიდან რაღაც ხმა მოესმა რომ ექიმები კამათობდნენ ამაზე თოკო ოთახში შეუვარდა -რა ხდება მიას რა ჭირს?-ექიმი უცებ დაიბნა და ვერაფერი თქვა ამაზე თოკომ იღრიალა -რა ხდება ამიხსენით -დამშვიდდით თუ შეიძლება ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ -ეს რას ნიშნავს? -კარგით თქვენს ენაზე აგიხსნით, ესეიგი კიბიდან დაგორების შემდეგ მან თავი დაარტყა როგოორც გითხარით მაგრამ ეს ყველაფერი არაა მას ის არტერია დაუზიანდა რომელმაც დროებითი ამნეზია გამოიწვია -კი მაგრამ რამდენი ხანი იქნება ასე?(რეზი) -1 კვირა ან სრულიად შესაძლებელია 1 თვე ეს თქვენზეა დამოკიდებული.შეიძლება ყველა არ ახსოვდეს ვისაც იცნობს ერთი ადამიანი მაინც რომ გაახსენდეს ეს უკვე მიღწევა იქნება...ეს 1კვირა აქ უნდა გვყავდეს დაკვირვების ქვეშ შემდეგ შეგიძლიათ წაიყვანოთ... -კარგით-თქვა რეზიმ და თოკოც გამოიყვანა ამ დროს ექიმებიც გამოვიდნენ და თოკო მათ მივარდა -ანი ანი როგორაა?-იკითხა განერვიულბულმა თოკომ -სისიხლი გადავუსხით მაგრამ-უცებ შეაწყვეტინა თოკომ -მაგრამ რა? -მაგრამ მისი ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო ამიტომ-უცებ შეწყვიტა -ამირომ რა(რეზი) -ამიტომ მომდევნო 24 საათი ჩვენი დაკვირვების ქვეშ იქნება თუ 24 საათში პალატაში არ გადავიყვანთ მაშინ სრულიად შესაძლებელია კომაში ჩავარდეს ეს ძალიან ცუდია-თქვა ექიმმა და ისევ საოპერაციოში შევიდა.ამ დროს საბაც გამოვიდა.თოკო კი მისკენ წავიდა. -აქედან მოშორდი ყველაფერი შნი ბრალია -მე გაგაფრთხილეთ-თქვა დამცინავი ტონით -ჯერ მხოლოდ ანია ასეთ მდგომარეობაში-თქვა და გვერდზე გაიხედა როცა მია დაინახა პალატაში რომელიც გადასხმა ქოდა გაკეთებული ამაზე განაგრძო-მოიცაა ეს მიაა? მიაზე უკეთესი გეგმა მქონდა მაგრამ როგორც ჩანს მას ჩემს მაგივრად აკეთებთ საქმეს ეს უკვე მომწონს -მოკეტე თორე -თორე რა მცემ?თუ მომკლავ?არამგონია ეს შეძლო-თქვა და უკან მოუხედავად გავიდა კარიდან ------------------------------------------- ესეც მეშვიდე თავი...იმედია ნელ-ნელა საინტერესო ხდება ეს ისტორია და არ მოგბეზრდათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.