ახალი წლის ჯადოსნობა (3)
თავი 3 დილით მარიამს ათ საათზე გაეღვიძა. თვალისმომჭრელი შუქი მოხვდა თვალში და შეიშმუშნა. რამდენიმე წამი გაუნძრევლად იწვა, შემდეგ ხმადაბლა წამოიკივლა და ფეხზე წამოხტა. ფანჯარასთან მიირბინა და სიხარულისგან ტაში შემოკრა. რა გაახარებდა თუ არა თოვლი. თითქმის ერთ მეტრამდე იყო. აი ისეთი თოვლი საგუნდაოდ, რომ გამოდგება. მარიამი გახარებული უყურებდა ფიფქებს, რომლებიც ნაზად ეხებოდნენ მიწას. მთელი თბილისი გადათეთრებული იყო. გაახსენდა როგორ გუნდაობდნენ ის და მამა მუხლამდე თოვლში და თვალზე ცრემლი მოადგა. გაახსენდა 10 წლის, რომ იყო მამამ ციგა უყიდა, შემდეგ ორივე ერთად სრიალებდნენ. მარიამის ხმამაღალი კისკისი კი მთელს ქუჩას ესმოდა და ყველას აბედნიერებდა. -მარიამ, შვილო რას აკეთებ?- ოთახში მაკა შევიდა და შვილს გაუღიმა. -ნახე დე რა ლამაზად თოვს. როგორ მიყვარს.-ამოილუღლუღა მარიამმა. მაკა კი მასთან მივიდა და თბილად მოხვია მხრებზე ხელები. -გახსოვს მამაშენმა ციგა რომ გიყიდა? მთელი დღე ორივე ერთად დასრიალებდით.- -რა დამავიწყებდა დეე.- უთხრა მარიამმა და თვალზე ცრემლები მოადგა. -ის თუ გახსოვს ფეხი, რომ მოიტეხე ყინვაზე. როგორ შეეშინდა და შენს მაგივრად მგონი ის ტიროდა.- მაკას მოგონებების გახსენებაზე მწარედ გაეღიმა. როგორ უნდოდა ახლა თავის ქმართან ერთად თბილ ბუხართან ჯდომა და მარიამზე საუბარი. როგორ უნდოდა ენახა როგორ სრიალებდა ერთად მისი ორი საყვარელი ადამიანი და თვალზე ცრემლი მოადგა. -კარგი დე, არ იტირო რა გთხოვ. ყველაფერი კარგად იქნება. ესეც გაივლის. გაივლის ყველაფერი და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით, მე და შენ ... მამა შეიძლება არაა ჩვენთან, მაგრამ ჩვენ გვყავს ერთმანეთი და რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ძლიერად უნდა ვიდგეთ ფეხზე და არასოდეს დავნებდნენ. - -ძალიან მიყვარხარ ჩემო მარიამ.- უთხრა მაკამ და ლოყაზე აკოცა. -მე უფრო დეე.- -კარგი წამოდი ქვევით ჩავიდეთ.- უთხრა მაკამ. -დე მოვემზადები მე და ჩამოვალ წადი შენ.- -კაი მალე ჩამოდი.- უთხრა მაკამ და ოთახიდან გავიდა. მარიამი სააბაზანოში შევიდა, თავი მოიწესრიგა, თავისი საყვარელი ირმებიანი სვიტერი ჩაიცვა, რომელიც გუშინ იყიდა, თმა კოსად გაიკეთა და ოთახიდან გავიდა. მისაღებ ოთახში მამუკა და დები ისხდნენ. მაკა და ნატო კი სამზარეულოში საუზმეს ამზადებდნენ. -მარიამ, იცი დღეს სახლში წვეულებას ვაწყობთ.- უთხრა მხიარულად ლიამ. -კარგია.- -ხომ დაგვეხმარები სახლის მორთვაში?- -რათქმაუნდა, ყველაზე მეტად ეს საქმე მიყვარს.- მარიამს ისე გაუხარდა შემოთავაზება, რომ ეგონა ყველაფერს ის გააკეთებდა. რამდენიმე წუთში მაგიდას მიუსხდნენ და ერთად ისაუზმეს, შემდეგ გოგონებმა სახლის მორთვა დაიწყეს. პირველ რიგში გირლანდები ჩამოკიდეს, შემდეგ ბუშტები, განათება, სასმელი, საჭმელი და კიდევ ბევრი რამ გააკეთეს. საღამოისთვის უკვე მზად იყო ყველაფერი. მხოლოდ სტუმრები აკლდნენ და ისინიც მალევე მოვიდნენ. უფროსებმა გადაწყვიტეს სადმე სავახშმოდ წასულიყვნენ ძველ მეგობრებთან ერთად. ამიტომ სახლთან ახლოს მდებარე კაფეში დასხდნენ . ხმამაღალი მუსიკა, ცეკვა, სიცილი, ალკოჰოლი, სიგარეტი, არავინ არაფერს ერიდებოდა და ბოლომდე ტკბებოდა სიცოცხლით. დები გამოიპრანჭნენ და მარიამთან ერთად კოქტეილს სვამდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ მამამ გოგონებს დალევა სასტიკად აუკრძალა, ისინიც მხოლოდ წვენს მიირთმევდნენ. ნიას და ლიას ნაცნობები გამოუჩნდა, ამიტომ ერთად წავიდნენ საცეკვაოდ. მარიამი კი ისევ ბართან იჯდა და ყველაფერს თვალს ადევნებდა. ბავშვები ერთობოდნენ, ცეკვავდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. მთელი სახლი იმდენად იყო ალკოჰოლის და სიგარეტის სუნით გაჟღენთილი, რომ მარიამმა ვეღარ მოითმინა და გადაწყვიტა ჰაერზე გასულიყო. ეზოში გავიდა. ძალიან ესიამოვნა, რომ ჯერ კიდევ თოვდა. ფიფქები ცხვირზე და თვალის წამწამებზე ეცემოდა. გადაწყვიტა ცოტა გაესეირნა, ამიტომ ჭიშკარი გააღო და გზატკეცილზე გადავიდა. ლამპიონების შუქი თოვლთან ერთად ვარდისფრად ანათებდა. ეს ისეთი ლამაზი და სასიამოვნო იყო. მარიამი კი დადიოდა და აღარ ჩერდებოდა. შემაღლებულ ადგილზე შეჩერდა, საიდანაც ნახევარ თბილისს მაინც ხედავდა. ეს ადგილი მარიამის სახლიდან ორ კილომეტრში მდებარეობდა, არც ისე დიდი გორაკი იყო, მაგრამ იქ ასვლისას თითქოს შვებას გრძნობდი, უფრო კარგად დაინახავდი გადაბიმბლულ თბილისს და ეს ისეთი ლამაზი იყო, რომ თვალს ვერასოდეს მოწყვიტავდი. მარიამმა მხოლოდ ახლაღა შეამჩნია, რომ გარეთ მუხლებამდე გაშლილი, წითელყვავილებიანი კაბით გამოსულიყო. თავის თავს უბრაზდებოდა, როგორ არ მოიცვა არაფერი, მაგრამ საიდან უნდა ეფიქრა, რომ ქუჩაში ხეტიალს მოინდომებდა. ის მხოლოდ ეზოში გამოვიდა. უკან მიბრუნებას აპირებდა, როდესაც ბოხი ბარიტონი გაისმა და სიცივესთან ერთად გააკანკალა. -შეგცივდება, ასე გვიან რა გინდა აქ?- უკან მიიხედა და კვლავ ის დაინახა. ადამიანი, რომელიც მის ფიქრებს არასოდეს ცილდებოდა და ყოველ საღამოს ისე დაუგეგმავად ხვდებოდა, რომ უკვე ფიქრობდა მითვალთვალებსო. -შენ რა დამსდევ?- ვეღარ მოითმინა მარიამმა და პირდაპირ მიახალა. რამდენიმე წამში კი ხმამაღალი სიცილის ხმა გაიგონა და საშინლად დამცირებულად იგრძნო თავი. რატომ უთხრა ეს? მისნაირი ბიჭი მას არასოდეს აედევნებოდა, მითუმეტეს ასეთ ამინდში. ეს რაღაც დამთხვევაა, მაგრამ ყოველდღე როგორ ემთხვევა მათი სახლიდან გამოსვლის დრო ერთმანეთს? რამდენიმე წამში სიცილი შეწყვიტა და სახე კვლავ დაუსერიოზულდა. -წამო ყავაზე დაგპატიჟებ, თორე ცივა და გაცივდები.- მისმა მზრუნველობამ მარიამი კიდევ უფრო დააბნია. -არ მინდა ჩემით წავალ.- თქვა და გატრიალდა, მაგრამ კვლავ იგრძნო მისი უხეში შეგრძნება მკლავზე და მობეზრებული შებრუნდა მისკენ. -რომ გეუბნები უნდა დამიჯერო, თორე მერე რასაც გავაკეთებ ინანებ.- გამოსცრა კბილებში და მარიამი ძალით წაიყვანა თავისი მანქანისკენ. -შენ ნორმალური ხარ? რა გინდა ჩემგან? ახალი წლის ღამეს უნდა მომკლა? გთხოვ დამანებე თავი, სახლში მინდა.- ბოლო სიტყვები საცოდავად ამოილუღლუღა, მაგრამ მას ვინ უსმინა. ეს ხე და გულცივი ადამიანი საერთოდ არ უსმენდა მარიამს, ისე მიიყვანა მანქანამდე და ძალით ჩატენა შიგნით. ამ დროს მარიამს დედამ დაურეკა. -მარიამ, სად ხარ დედი, სახლში ვართ ჩვენ უკვე.- -დე ჰაერზე გამოვედი, ნუ გეშინია მალე მოვალ.- -იცოდე თორმეტამდე მოდი. დღეს ახალი წლის ღამეა და ყველა ერთად უნდა შევხვდეთ.- -ხო დე გავიგე, მალე მოვალ, გკოცნი.- დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. ამ დროს ეს დემონი საჭეს მიუჯდა და მანქანაც სწრაფად მოწყდა ადგილს. მარიამი გაბუტული იჯდა და ფანჯარაში იხედებოდა. ესიამოვნა, რომ თბილოდა და გაყინვა არ უწევდა. მანქანა კაფესთან გაჩერდა. მარიამმა სწრაფად გააღო კარი და მანქანიდან გადმოვიდა. -მართლა აქ მომიყვანე? შენ სრულ ჭკუაზე ხარ?- არ ცხრებოდა ისევ, მაგრამ ამაოდ. ბოლოს მაინც მოუწია კაფეში შესვლა და ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან დაჯდომა. მარიამისთვის ცხელი შოკოლადი შეუკვეთა, თვითონ კი წითელი ღვინო მოითხოვა ვაჟბატონმა და ინტერესით მიაცქერდა მობუზულ მარიამს. ესეც როგორი მცივანაა სულ ცივა და ამ ბიჭსაც ღიმილს გვრის მისი ქცევა. რამდენიმე წუთში შეკვეთა მოიტანეს. მარიამმა მჭიდროდ შემოაჭდო გაყინული თითები ცხელ ფინჯანს და საყვარელი სასმელი მოსვა. ტანში ჟრუანტელმა დაუარა და გაათბო. ცოტა, რომ მოსულიერდა და ლაპარაკის ხასიათზე მოვიდა, მის წინ მჯდომს მიუბრუნდა, რომელიც ინტერესით უცქერდა მის თითოეულ მოძრაობას. -აბა? რატომ მომიყვანე აქ? რა გინდა ჩემგან? რატომ დამსდევ უკან? თავს არასდროს დამანებებ?- დააყარა კითხვები ერთიანად. -პირველ რიგში გაგეცნობი. მე გიორგი ვარ 23 წლის, შენ მარიამი 19 წლის. სასიამოვნოა შენი გაცნობა. - უთხრა და ხელი გაუწოდა, მარიამმაც ჩამოართვა და პირდაღებული მიაშტერდა. -როგორც ჩანს უკვე მიცნობ.- თქვა და მაგიდაზე ხელებით დაეყრდნო. -დიდი ხანია.- -საიდან იცი ჩემს შესახებ?- -მაგას მალე გაიგებ.- -მითვალთვალებ?- -კი.- -რატომ?- -მალე გაიგებ.- -რა გინდა ჩემგან?- -მალე გაიგებ.- -თავს არასდროს დამანებებ?- -ნწ არა.- -მაშინ მე მივდივარ.- თქვა მარიამმა და ფეხზე წამოდგა, მაგრამ გიორგიმ სწრაფად მოახდინა რეაგირება და გააჩერა. -არსად წახვალ.- -თუ არაფერზე მცემ პასუხს მაშინ მე რაღა საჭირო ვარ?- გააქნია თავი ნერვიულად. -დაჯექი, რომ გეუბნები.- შეუღრინა და მარიამიც მის ნებას დაემორჩილა. -მითხარი ბოლობოლო რა გინდა?- -შენ.- -ოუ... ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის?- -არა საერთოდ. მოკლედ მინდა ჩემი გახდე.- მარიამს ამ სიტყვებზე თვალები შუბლზე აუვიდა და შოკოლადი გადასცდა. მანამ ახველა სანამ წყალი არ მოუტანეს. თვალებიდან ცრემლები გადმოცვივდა, წყალი მოსვლა და ცოტა დაწყნარების შემდეგ ამოიხავლა. -შენ ხომ კარგად ხარ? ჯერ არც კი გიცნობ. საერთოდ ვინ ხარ? ჯერ კინაღამ მანქანით გამიტანე, შემდეგ უკან დამყვებოდი და მაშინებდი, ახლა კი მეუბნები, რომ შეყვარებულები უნდა ვიყოთ? წარმოუდგენელია. არა მე ეს არ შემიძლია, ასე ხუმრობა არ შეიძლება 19 წლის გოგოსთან. მივდივარ მე.- ჩამოასხაპუნა როგორც ჩვევია ხოლმე და კაფედან მთელი ძალით გაიქცა, რადგან ის კვლავ უკან არ ადევნებოდა. რამდენიმე წუთი ირბინა, შემდეგ დაღლილმა მოსაცდელამდე მიაღწია და ელოდებოდა როდის ჩამოივლიდა ის მარშუტკა, რომელიც სახლამდე მიიყვანა, მაგრამ ამაოდ უცდიდა. ბოლოს გადაწყვიტა კვლავ ფეხით წასულიყო. დიდი ხანი იარა და საკმაოდ გაიყინა. ქარი უბერავდა და ეგონა, რომ სადაცაა ადგილზე მიყინავდა. ხელ-ფეხი გაეთოშა და ერთი წამი ინანა კიდეც მარტო, რომ წამოვიდა იმ თბილი კაფიდან. სახლამდე რამდენიმე მეტრი ჰქონდა დარჩენილი, რომ უკნიდან სიგნალის ხმა გაიგონა და სწრაფად მიტრიალდა. მანქანიდან გიორგი გადმოვიდა. დიდი სისწრაფით მივიდა მარიამთან და მხრებში ხელები ჩაავლო. -გოგო შენ ნორმალური ხარ? ასე სწრაფად როგორ გამოიქეცი. ვერ ხედავ როგორ ყინავს? სულ გაყინულხარ, რომ გაცივდე მერე? ხომ გითხარი არ წახვიდეთქო, თუ წასვლა გინდოდა გეთქვა და მე მაინც მიგიყვანდი სახლში.- იმხელაზე დაუღრიალა მოულოდნელობისგან შეხტა და ისედაც გაყინული ადგილზევე მიიყინა. თვალებში ცრემლები ჩაუდგა. გიორგიმ თავისი თბილი ქურთუკი გაიხადა და მარიამს მოახვია. -წამოდი წაგიყვან მე.- უთხრა, ისიც დასჯილი ბავშვივით აედევნა უკან და მანქანაში ჩაჯდა. გიორგიმ კონდიციონერს უფრო აუწია და ახლა უფრო დათბა მანქანაში, მაგრამ მარიამს მაინც აკანკალებდა. თავი ფანჯარას მიადო და ხელები მაგრად შემოიჭდო მუცელზე. თვალებიდან უნებურად წამოსცვივდა ცრემლები. რა უნდოდა? რატომ გადიოდა გარეთ? ამ დემონს, რომ შეხვედროდა? საშინლად ეშინოდა, რომ ეს ბიჭი რამე ისეთს გააკეთებინებდა რაც არ უნდოდა. გიორგი კი უყურებდა მის გვერდით მჯდომ საოცრებას და გულში სითბო ეღვრებოდა. შეიძლება არ იყო ისეთი, როგორიც უნდოდა, რომ ყოფილიყო და არ ჰქონდა მისდამი ისეთი გეგმები, როგორიც უნდოდა, რომ ყოფილიყო, მაგრამ ბედს მიენდო, რაც ხდებოდა ეს უკვე ზეცაში იყო დაწერილი და მას ვერავინ გადაუვიდოდა. გიორგიმ მარიამის სახლთან გააჩერა მანქანა. -მადლობა.- ამოილუღლუღა ძლივსგასაგონად, გიორგის მანტო გაიხადა და მანქანიდან გადავიდა. სახლში შევიდა და რამდენიმე წამი ჰოლში დაყო, თითქოს მოსასხამს იხდიდა, რადგან არ უნდოდა დედას გაეგო, რომ ასე შიშველი გავიდა სახლიდან. სტუმრები უკვე წასულიყვნენ. გაუკვირდა როგორ მოახერხეს მათი ასე მალე დაშლა. მისაღებ ოთახში შევიდა, სადაც ყველა ერთად ისხდა და ტელევიზორს უყურებდა. -სად იყავი დედი ამდენ ხანს, იცი როგორ ინერვიულე?- წამოხტა ფეხზე მაკა. -მაპატიე დეე, ხომ იცი როგორ მიყვარს თოვლში სიარული და შემაგვიანდა.- -კარგი, კარგი, შენ გელოდებოდით და მგონი დროა ვახშმად დავსხდეთ არა?- თქვა ნატომ. -რათქმაუნდა, თან უკვე 11 საათია. მალე ახალი წელიც შემობრძანდება.- უპასუხა მამუკამ და ყველანი მისაღებ ოთახში მდგარ გრძელ მაგიდას მიუსხდნენ. აქ იშვიათად ვახშმობდნენ, მხოლოდ დღესასწაულებზე. ეს მისაღები ოთახი კი სამყოფი ოთახის გვერდით იყო. ახალ წლამდე სულ რაღაც ათი წამი რჩებოდა, როდესაც ყველა ფეხზე წამოდგა და უკან თვლა დაიწყო. -10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, გილოცაავთ?- დაიყვირეს ერთად. მამუკამ შამპანური გახსნა და ყველას დაუსხა. რამდენიმე წამში ფეიერვერკების ხმაც გაისმა, გოგონებსაც ჰქონდათ რამდენიმე ამიტომ ყველა ეზოში გავიდა. ფეიერვერკები თოვლში ჩაფლეს, ცეცხლი მოუკიდეს და სწრაფად გაეცალნენ ადგილს. ცა ნათელ ფერებში განათდა. ღამე დღედ იქცა, სიხარულისგან ყველა კიოდა და ტაშს უკრავდა. ერთმანეთს ეხვეოდნენ და ულოცავდნენ. ეს ხომ ახალი წელია, ის ერთადერთი დღესასწაული, სადაც ბევრი ჯადოსნობა ხდება. რამდენიმე წუთში მარიამს ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა. -გილოცავ დამდეგს პატარავ, ბედნიერებას გისურვებ ჩემთან ერთად. მიყვარხარ...- გიორგი. რათქმაუნდა, რა მისახვედრი იყო, რომ ეს გიორგი იქნებოდა. მარიამს უჩვეულოდ აუჩქარდა გული. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი, რომელიც შეიძლება იფიქროთ, რომ არ უნდა დაწყილიყო, მაგრამ ეს მოხდა. თითოეული ჩვენგანის ბედი ხომ ზეცაშია დაწერილი... პს: პირველ რიგში ქრისტეშობას გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად <3 <3 რაც შეეხება ახალ თავს როგორ მოგეწონათ? იმედია აქტიურობას მოუმატებთ უფრო მეტი წაიკითხავთ და თქვენს აზრს გამოხატავთ ველი თქვენ კრიტიკასაც და კომპლიმენტსაც <3 <3 პირველად ვდებ ისტორიას ამ გვერდზე და ძალიან მიხარია მინდა რომ ისე იაქტიუროთ როგორც ჩვევიათ ხოლმე <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.