სიჩუმე თავი (8)
და ჩემი ყოველგვარი არსებული უჯრედით, საკუთარ ქორწილში ვარ. ირგვლივმყოფებს თვალს ვარიდებ და დაუსრულებლად მივჩერებივარ ერთ წერტილს. ისიც კი არ ვიცი, რას ვუყურებ. ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი ქორწილი ყველაზე განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ არა ამდენად. ჩვენ რესტორანში ვართ, უზარმაზარი თეთრი კაბის ნაცვლად, უბრალო, თეთრი კაბა მაცვია, ის მუხლამდე მწვდება, მაგრამ ლამაზია. სახეს მსუბუქი მაკიაჟი მიფარავს, თმები კი ამჯერად სწორია და იმაზე ორმაგად გრძელი ჩანს, ვიდრე ჩვეულებრივ. სანამ უზარმაზარ მაგიდას სტუმართა რიგი შეავსებდეს, ირგვლივ ვიყურები, აქაურობა ცარიელია, ჩვენს გარდა აქ დღეს არავინ მოვა. ისინი მიღიმიან და თავიანთ ადგილს მეწყვილეების თანხლებით იკავებენ, ან უბრალოდ ზოგიერთი მათგანი მარტოა. მათი ჩაცმულობა, აქსესუარები, ეს ყოველივე მათზე მეტყველებს. იმდენად მხიარული განწყობა აქვთ, რომ სიარულის მანერაშიც კი გამოხატავენ. სამწუხაროა, რომ მათ უმეტესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, ჩემი განწყობის და დამსხვრეული იმედების შესახებ. ჩემი ხასიათი რომ ამინდი ყოფილიყო, აუცილებლად იწვიმებდა და თან არამარტო. იღიმიან და ჰგონიათ, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ დღეს მე ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი ცხოვრების ერთერთი მნიშვნელოვანი და ბედიერი დღე დღეს არის. და რომ ყველაფერი იდეალურადაა. დამსხვრეული ვარ და ვიცი, რომ ძალა არასოდეს მეყოფა ჩემი ნაწილების შესაგროვებლად და შემდგომ მათი შეწებებისთვის. დღეს ჩემი ქორწილია. და დღეს აქ ჩემი საუკეთესო მეგობარი არ იქნება. ყველაფერი ყალბია და მეც ამ სიყალბეს ვუერთდები. მიზეზი: უკვე ჩემი კუნთები დაპროგრამდნენ და ადამიანების ღიმილს, ღიმილითვე პასუხობენ. საკვირველია, რომ არც კი ვცდილობ, ეს უბრალოდ უკვე თავისით ხდება. და მას ვერ ვაჩერებ. ერთიშეხედვით, აქ მაღალი საზოგადოების ქორწილია, ინტერიერი, მაგიდა, ამას ყოველივე მოწმობს. არ მინდა რომ ამის ნაწილი ვიყო. არ მინდა რომ სიყალბეში ვცხოვრობდე. მძულს რომ მათ თავს ვაჩვენებ და მეშინია, რომ ვინმე ჩემს უბედურებას შეამჩნევს, რომ ვინმე გაიგებს, როგორ არ მინდოდა ეს დღე გათენებულიყო. მძულს, როგორ ვცდილობ არ შემამჩნიონ. და ეს ის დღეა, როცა თამაში ყველაზე მეტად მომიწევს. მათი მზერა, ყველა ჩვენსკენაა მომართული. იმ ღიმილით, რომლითაც ვიღიმი, სიყალბესაც ვერ დავარქმევ. ეს ჩემი სცენაა და დროა ვითამაშო, მიუხედავად მინდა თუ არა ეს. და თუ ასე არ მოვიქცევი, ყველაფერი დამენგრევა, მეტკინება. იმაზე მეტად, ვიდრე ახლა. ჩემს წინ, ჩემს დედინაცვალს, ლიას და ბიძაჩემს, გურამ ელიავას ვამჩნევ. ჩემი ძმა მათ გვერდით ადგილს იკავებს და ზოგჯერ მწუხარე მზერით ამომხედავს. პირის მოძრაობით ვახვედრებ, რომ უბრალოდ „არაუშავს“ და ვიღიმი. ჩემს ოჯახს ვუყურებ და რამოდენიმე ხნის წინ მოსმენილ გაფრთხილებებს ვიხსენებ. ვიხსენებ, როგორი თვალებით მიყურებდა გურამი და მეუბნებოდა რომ მეთამაშა. რომ ხალხს არაფერი ეეჭვა და ისე მოვქცეულიყავი, თითქოს როგორც იქნა, ცოლად ჩემი ცხოვრების სიყვარულს მივყვებოდი. და თუ არა, ყველაფერი იმაზე უარესად ჩაივლის, ვიდრე გაფრთხილების მიხედვით. მტკივა. მათ მზერას ვაცილებ. ამ სიყალბის სცენაზე, ერთადერთ რეალურ პერსონას ვხედავ და ის ახლა ჩემს გვერდითაა. ამ ხნის განმავლობაში პირველად ვხედავ ასეთ რეალურს. და ალბათ იმიტომ, რომ ამდენ ჩემთვის ყალბ სახესთან შედარებით, მისი ნაკლებად ყალბია. ის სკამზე ისე ზის, როგორც ერთერთი მაყურებელი. მგონი თავს ისე გრძნობს, რომ თითქოს დადგმაზეა და აქ ყველა დეტალს როგორც სჩვევია, აკვირდება. დღეს თეთრი ბლუზა და ლურჯი კლასიკური შარვალი აცვია. გრძელი თმა უკან აქვს გადაწეული და ჩვეული სერიოზულობით, ხელს ნიკაპქვეშ ითავსებს. მას არც კი ანაღვლებს. არც კი აინტერესებს რომ ეს ადამიანები ახლა მისთვის შეიკრიბნენ. მათ ისე უყურებს, თითქოს თოჯინები არიან და მალე სპეკტაკლის შესავალი დასრულდება, რაღაცას ელოდება, ალბათ იმისთვის რომ უფრო მეტი დაკვირვების დეტალი იპოვოს. ის ამით ერთობა. იმდენად თავისუფლად ზის, რომ მისი მშურს კიდეც. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეუძლია ასეთი თავისუფალი იყოს?! და მერე მახსენდება, რომ მისთვის ფიზიკურ ან ცხოვრებისეულ გისოსებს მნიშვნელობა არ გააჩნიათ. მისთვის მთავარი თავისი აზრებისა და სურვილების თავისუფლებაა, რასაც ვერავინ წაართმევს და სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ზუსტად ისეა, როგორც თქვა. არ მოვუტყუებივარ. რამოდენიმე წუთის შემდეგ ვაანალიზებ, რომ მასზე დაკვირვება დიდ ხანს გამიგრძელდა. თვალებს ოდნავ დავქაჩავ, ვბრაზდები რომ საკუთარ თავს ამდენის უფლებას ვაძლევ. შეუძლებელია არ შემემჩნია, რომ თავს ხრის და ზუსტად იმ კუთხით იღიმის, რომელიც ჩემგან ჩანს. შემამჩნია? ღმერთო. ზოგჯერ უბრალოდ მინდა რომ ეს ყველაფერი შეწყდეს, ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივაა, ის ყოველივე რაც ჩემი სურვილის მიუხედავად დაიწყო. ეს სიყალბე, მინდა რომ უბრალოდ გაქრეს. ის ჩემსკენ მხრით იხრება და ხელს ოდნავ პირზე იფარებს, ეშმაკური ღიმილი აქვს. -გაიღიმე, ზედმეტად სასოწარკვეთილი ხარ იმ ფაქტით რომ შენი მზერის შემჩნევა ნებისმიერ დროს შემიძლია.- ნუთუ ასე მეტყობოდა?! ო არა, მინდა რომ მთელ ხმაზე ვიყვირო. -სულაც არა.- სერიოზული და მტკიცე ხმით ვამბობ. -ჰო, რათქმაუნდა.- იცინის, მაგრამ ვხვდები რომ ეს სიცილი ჩემთვისაა,ამით მე დამცინის. სიბრაზე ყელში მაწვება, ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ვიწყებ ასეთი სიბრაზეების შეკავებას და მგონი შეგუება ძალიან მიჭირს. არც კი მიფიქრია, რომ რაიმე განსხვავებული თვალით შემეხედა. მე უბრალოდ დავაკვირდი, თუ მან ამას ჩემზე შემოხედვის გარეშეც ახერხებს, მე ცოდაოტენი დაკვირვება მჭირდება, რასაც სულ არარსებულ ფაქტს აწერს. დარწმუნებული ვარ რომ ასეა. -არ მიყვარს, როცა ვიღაცისთვის ამის თქმა მიწევს, მაგრამ ზედმეტად დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში.- მტკიცედ ვამბობ. იღიმის. -დარწმუნება საკუთარ თავში?- ეცინება, -მე რეალურ ფაქტებს ვემხრობი და არა რწმენას საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.- ვხვდები რომ ამ საუბრით ძალიან გაერთო, გაოცებული ვარ. -ჰო? რეალური ფაქტების გარჩევა გიჭირს, როგორც ჩანს.- ცივად ვიღიმი და ამაზე უფრო მეტად ეღიმება. -გიხდება.- ამბობს უეცრად და ვშრები. -რ.. რა?- მის არაადეკვატურ გამოხტომას ჩემი დაბნეულობისგან წამოსროლილი სიტყვით ვეხმაურები. -სიცივე, სიუხეშე და სიმტკიცე. ის რაც შენს ხასიათში არ შედის.- ამჯერად სერიოზული ხმა აქვს, მაგრამ ღიმილი, რომლითაც იფარგლება, თავს არაკომფორტულად, დამცირებულად მაგრძნობინებს. ვცდილობ გავაანალიზო რა მითხრა და საბოლოოდ იმასაც ვერ ვხვდები, რატომ თქვა, ან უბრალოდ რა გაგებით. როგორც ყოველთვის. ამჯერად ჩუმად ვრჩები, არ მინდა კიდევ რაიმე ისეთი მითხრას, რაც მდგომარეობიდან გამომიყვანს. ჩემს დაძაბულობას, ჭიქაზე ჩანგლის შეხების ხმა არღვევს. სუფრის თავში ბატონი ივანე და ქალბატონი ანა, მომღიმარე სახეებით იწყებენ საუბარს. მათ გვერდით ქეთევანია, რომელიც ხელს ღიმილით მიქნევს. და ბოლოს, ყველაზე სასაცილო ის არის, რომ საკუთარ მეჯვარესაც კი არ ვიცნობ. მისი სახელია ლანა და მორჩა, მგონი საკმარისია არა? სანდროს მეჯვარე მისი ბავშვობის მეგობარია, ილა. ჯერ კიდევ გუშინ გავიცანი, ავალიანებს ესტუმრა, უფროსწორად თავის მეგობარს. მგონი კარგი ბიჭია, დადებით წარმოდგენას ქმნის. ფიქრებიდან გამოვდივარ და ამჯერად ბატონ ივანეს ვუსმენ. -უპირველესყოვლისა, მინდა მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისათვის. და მეორე, დღეს ჩემი დღეა, იმიტომ რომ ჩემი ვაჟი დღეს ცოლს ირთავს. ეს ის დროა, რაზეც დიდი ხანია ოცნებებს აგებს ჩემი ულამაზესი მეუღლე ანა, რაზეც მეც ბევრჯერ მიფიქრია, როგორც კაცს, რომელსაც შვილიშვილები ეყოლება და ამით ყველაზე ბედნიერი გახდება ამქვეყნად.- დარწმუნებული ვარ, ახლა თუ ვინმე მთხოვს საუბარს, ხმასაც კი ვერ ამოვიღებ, თითქოს ხმა ამომაცალეს. სანდროს გაოცებული გავხედავ, ვამჩნევ როგორ ცდილობს სიცილის შეკავებას, მაგრამ არ გამოსდის. ეს მისთვის ზედმეტად სასაცილო და უმნიშვნელოც კია. გაოცებული ვარ. თავს ისევ ბატონ ივანესკენ ვატრიალებ და მოსმენას ვაგრძელებ. -და, მე მინდა დღეს, ჩემი შვილის ქორწილში, საკუთარი ვაჟი და რძალი დავლოცო, დაე მათი ბედი ყოფილიყოს სამარადისოდ ნათელი.- ივანე სიტყვას ასრულებს და სუფრას ხმაურიანი ტაში, წამოძახილები და ოვაციები ჰყვება. ვაანალიზებ რომ ახლა ზუსტად ფეხზე ადგომის დროა. ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და თითქმის კანკალს ვიწყებ. „ღმერთო არავინ არ შეამჩნიოს!“ ვლოცულობ ჩემთვის და სანდროს გავხედავ, რომელიც ყალბი ღიმილით ფეხზე დგება და მანიშნებს რომ მეც წამოვდგე. თითქოს ვინმეს დავეწებებინე, სკამიდან ძლივს წამოვდგები და ამჯერად ამდენი ადამიანის სახეს ერთიანად გადავხედავ. მათი ყოველი თვალი ჩვენსკენაა მომართული. ყოველ დეტალს აკვირდებიან და თუ უბრალოდ ასე ვიდგებით, ყველაფერი ნათელი იქნება. ყველაფერი დაინგრევა. პანიკა მიბყრობს. მზერას ბიძაჩემს შემთხვევით ვუსწორებ, თვალებით მანიშნებს რომ რამე მოვიმოქმედო. მისი გაფრთხილებები თავში ტრიალებენ და ყოველ ჯერზე მაშინებენ. კიდევ ერთხელ მანიშნებს რომ გავიღიმო, ვითამაშო. თავს ძალას ვატან და ძლივს ვიღიმი. ხალხის მასა რაღაცას ელის, რაღაც რეალურს, მეტს, რაც ჩვენგან წავა. სანდროს გავხედავ და ვხვდები რომ თვითონაც ხვდება ამას, მაგრამ ვიცი რომ არ ანაღვლებს. პირიქით, მგონი ძალიან უნდა რომ ხმამაღლა გაიცინოს. სანამ ქალბატონი ანა დაწყებულ საუბარს დაასრულებს, თვალს გაცოფებულ ბიძაჩემს ვაცილებ და ვხვდები რომ დაძაბულობა იმატებს, მათ შორის ეს ქალბატონ ანას, ბატონ ივანეს, ქეთევანს, ბიძაჩემს, გიორგის, ლიას და ჩვენს მეჯვარეებს ეტყობათ. იმიტომ რომ მათ იციან. გვანიშნებენ რომ ისე ვდგავართ, თითქოს ერთმანეთისთვის სრულიად უცხოები ვართ და ეს სხვა თვალისთვის უკვე შესამჩნევია. ადგილიდან ვერ ვიძვრი. სანამ ჩემი გონება ჯერ კიდევ პარალიზებულია, მაინც ვამჩნევ როგორ იწევა ჩემს გვერდით მდგომი სხეული ჩემსკენ და როგორ ჩურჩულებს ახლოს. -„შოუს დროა“.- სანდრო იღიმის და თითებით მკლავზე ოდნავ მეხება. მალე ჭკუიდან გადავალ. თუ შევეხები მგონია რომ გავიყინები. „არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია!“ საკუთარ თავს ვუმეორებ ამ ორ სიტყვას და ვემზადები, რომ მალე გავიყინები. ხელს ოდნავ ვიღებ და ამ უცნაური ბიჭის ხელს ვკიდებ. ვეხები და თან კანკალი მიტანს, მაშინვე. წამიც კი არ ყოფილა ეს შეხება. კანკალი, უეცარი შიში ამის უფლებას არ მაძლევს და ხელს ვაშორებ. მეშინია. ღმერთო რა გავაკეთე! ახლა იფიქრებს, რომ.. არც კი ვიცი რას იფიქრებს! ან რა მნიშვნელობა აქვს მან რას იფიქრებს?! ხალხი ხომ ამას შეამჩნევდა?! პანიკა მეწყება, უკვე მეორედ. და სანამ ეს მდგომარეობა სხვა არანაირ უფლებას არ მაძლევს, ვგრძნობ როგორ მეხება უეცრად მისი ხელი. თავს ისე ვგრძნობ, რომ თითქოს მალე გავიყინები და მერე ავფეთქდები. ხელს მკიდებს და მიჭერს. თითები რბილი და თბილი აქვს.მხრით მეხება, მის სიახლოვეს ცივი სუნამოს სუნი ჩემამდე მოაქვს. დაძაბულობასა და დაბნეულობას არ ვიმჩნევ. ის უბრალოდ ღიმილს აგრძელებს და დედის საუბარს თითქოს ყურს უგდებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ არაფერი ესმის. მისი ეშმაკური ღიმილი ჩემს გამოა, ჩემს დაბნეულობაზე ეცინება. მისი მზერა პირდაპირია, მაგრამ თვალის კუთხიდან აუცილებლად მლანდავს. ახლაც კი იცის, რამდენად შეშინებული და გაკვირვებული ვარ. მეგონა არაფერს გააკეთებდა და ამ სიტუაციაში დამტოვებდა, გაწბილული. მიზეზი: იმიტომ რომ არ ანაღვლებს. და მისი ხელი თბილია, ჩემი გაყინული და ეს მაშინებს, ეს უმტკიცებს რომ სიკვდილამდე შემეშინდა. ზუსტად ამაზე ეღიმება ასე. სანამ კიდევ ერთხელ ჩვეულ მდგომარეობაში ჩავდგებოდე და ყალბ ღიმილს გამოვიყენებდე, მისი მეორე ხელი ამჯერად ჩემს მაჯას ეხება, მხოლოდ თითის წვერებით. ვხურდები, მერე კანი იშლება და ვბრაზდები. მთლიან ორგანიზმს ვუბრძანებ შეწყვიტოს. რატომ მიკეთებენ ამას?! მინდა რომ ახლავე შეწყვიტოს, მასთან თამაში არშემიძლია. თავს ოდნავ ხრის და კიდევ ერთხელ ვიგებ ჩურჩულს, -ითამაშე, ნუ დაიბნევი და ამით შეძლებ აკონტროლო შენი ქცევები, შიში და მომავლისთვის გრძნობებიც.- ეღიმება, რათქმაუნდა ეშმაკურად და მხიარულდება. ჩემი სასოწარკვეთილება ამხიარულებს. იმაზე მეტად ვბრაზდები, ვიდრე აქამდე. მინდება რომ თავიდან მოვიშორო, მანაც და ეს მთლიანი სიყალბეც. და ბოლოს ვცდილობ გავიგო რა მითხრა. „გრძნონებიც?!“ საკუთარ თავს მხოლოდ ერთ რამეს ვეუბნები. -ყველაზე უცნაური პერსონა და ადამიანი, რომელიც მაფრთხილებს, რომ საკუთარი გრძნობები მომავალში ვაკონტროლო.- სამწუხაროდ არ იცის, რომ არანაირი გაფრთხილება არ მჭირდება. და მგონი პირიქით, ეს მას უნდა დასჭირდეს. მეორე ხელს ხელზე ვკიდებ და მთელი ძალით ვუჭერ. -შეგიძლია გაფრთხილებები შენთვის შემოინახო, იქნებ დაგჭირდეს.- ისე ვეუბნები რომ ვერავინ გაიგოს და ყალბი ღიმილით ვიღიმი, უკვე მერამდენედ. ჩემს სიტყვებზე ეღიმება, ამჯერად გულიანად და თავს ოდნავ უკანაც წევს. მერე შემომხედავს ამ მზერით, სადაც უცნაურობა, რეალურობა და სარკაზმი ურევია, რომლითაც ჯერ კიდევ მიყურებს და ბოლოს როგორც იქნა სახეს ალაგებს. მტკიცე და ცივი მზერით ვუყურებ თვალებში. მის ბაგეებზე ოდნავი ღიმილი კიდევ თამაშობს. მზერას არ ვწყვეტდი. მაგრამ არა, თავს სხვაგან ვატრიალებ. ვგრძნობ რომ რამდენიმე წამს კიდევ მიყურებს, თავს ხრის და ღიმილნარევი ხმით ამოიჩურჩულებს -საინტერესოა.- *** -პირველრიგში გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის ეს წელი. რაც შეეხება მოთხრობას, დააფიქსირეთ აზრი და უბრალოდ მითხარით, ღირს თუ არა გაგრძელება.- -ავტორი.- |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.