შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის


29-03-2017, 17:00
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 671

ურთიერთობის ფსიქოლოგია მამაკაცსა და ქალს შორის, ეს ის ამოუცნობი ფენომენია, რომლის ახსნაც პრაქტიკულად შეუძლებელია. მას არ ასწავლიან სკოლაში და უნივერსიტეტში, არ ატარებენ სპეციალურად მის შემსწავლელ ტრენინგებს, მხოლოდ ცხოვრება და გამოცდილება გვაწვდის მის შესახებ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, ან როგორ უნდა მოვქცეულიყავით. დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, შეგვიძლია ავხსნათ ურთიერთობის ფსიქოლოგიის არსი და ახალი ურთიერთობის დაწყებისას შევეცადოთ გავსაზღვროთ ის რისკ ფაქტორები, რაც წინა შემთხვევაში არ გავითვალისწინეთ.

ისედაც ცხადია, მაგრამ შესაბამისი გადაწყვეტილებებით მაინც დამტკიცდა, რომ ამა თუ იმ საკითხზე ქალსა და მამაკაცს განსხვავებული შეხედულებები აქვთ და ქალები გაცილებით მტკივნეულად განიცდიან ყველა მოვლენას და ერთი და იგივე მოვლენის დროს ტვინის სხვადასხვა უჯრედით აზროვნებენ. იმასაც ამბობენ ამ სხვაობის გამო, რომ ქალი და მამაკაცი სხვადასხვა პლანეტიდან არიანო. ზოგჯერ კი ამ განსხვავებული აზრის გამო ამ ორი სქესის უმეტესობას უჭირს ერთმანეთის გაგება.


მამაკაცებმა ძალიან კარგად იციან, ქალი რომ არ არსებობდეს: "80%-ით შემცირდებოდა შამპანურისა და ბამბანერკის" გამოშვება"; "ცირკს მხოლოდ ცირკის დანიშნულება ექნებოდა"; "ტერმინი აქანე დავდგამ სტენკას აღარ იარსებებდა"; "სიტყვა დაკერვაც მხოლოდ ტანსაცმელზე მიმართულად გამოიყენებოდა"; "ღვინის დალევა აღარ შეეზღუდებოდათ"; "სიდედრი არ იარსებებდა"; "ავტოსაგზაო შმთხვევები და საცობებიც შემცირდებოდა" და კიდევ რამდენი რამის დაწერა შეიძლება ქალის არ არსებობის საკითხზე.

თუმცა ქალებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ... "თვითმკვლელი კაცების რიცხვი ქალისაზე 3-ჯერ დიდია"; "კაცების მაჩვენებელი 2-ჯერ დიდია, რომელთაც ინტერნეტით ასულელებენ, ვიდრე ქალების"; "მამაკაცების 2, 7%-ჯერ მეტი ხვდება ქალის მაჩვენებელზე ავტოკატასტროფებში და მერე ისევ ქალ მძღოლებს დასცინიან"; "მამრის კომპიუტერი 21%-ით მეტად ზარალდება ვირუსებისგან, ვიდრე ქალის" და აქაც რაღა თქმა უნდა კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება, ეს ხომ მარადიული და ფენომენალური თემაა.


გამიზიარეთ თქვენი აზრიი...
სიყვარულით თამაკო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent