შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი მშობლები ტერორისტები არიან ასეთი ბომბა რომ გაგაჩინეს?!-2


7-01-2018, 11:56
ავტორი Tasska
ნანახია 3 478

თავი 2
-ტასიკო ადექიი!-მომაძახა მაშომ და თან რაღაც ჩხაკუნის ხმა გავიგე. თვალი გავახილე.
-ტასო, შენ რომ მთხოვე ძილის დროს უძალიანმაგრესად საყვარელი რომ ვიქნები ფოტო გადამიღეო გადაგიღე. -მითხრა ისე რომ, სიცილს ძლივს იკავებდა.
ყოველთვის მაინტერესებდა, ფილმებში და ფოტოებში ასეთი ლამაზი და საყვარლები როგორ არიან ძილის დროს მეთქი, ხოდა მაგიტიმაც ვთხოვე მაშოს ფოტოს გადაღება. გახარებული ვგლეჯ ტელეფონს, იმის იმედად, რომ ჩემი ძილის ნახვისას ქმარი რომელიც სამომავლოდ მეყოლება, რაც ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მეეჭვება, მეორე დღესვე მძინარეს რომ მნახავს კისრისტეხით არ გავარდება. იმედები წყალში მეყრება ჩემი დორბლიანი დაღებული პირის დანახვისას.
-მაშო, შენ მძინარეს კამერის შიშით ვერ გიღებ, მეშინია გული არ გაუსკდეს და ხელში არ ჩამაკვდეს.-დილას, ძირითადად ერთმანეთის ლანძღვით ვიწყებთ.
-გოგო მალე ქენი რაა, დღეს გამოცდა გვაქ სვეტასთან და კარგად უნდა ჩავაბაროთ, თორე მერე მაგის ჯუჯღუნს წითელ დიპლომიანი ფსიქოლოგიც ვეღარ გაუძლებს.
-ვაიმეეე, გამოცდა სულ ამომივარდა თავიდან. ისე ამ ჰარმონია ქალს რის გამოცდა აუტყდა. გეგონება უნიში არ გვაკლდეს რაა. თუ ვერ ჩავაბარე იცოდე, ვერ ვიტან ვარდისფერ ვარდებს და ვინმე თუ მომიტანს იქვე დაატეხე თავზე ჩემი სახელით.-ვუთხარი, თან სიცილს ძლივს ვიკავებდი.
მოვწესრიგდით, შევაჯექით ჩემ პიპიას და გავწიეთ გამოცდასთან პირისპირ შესახვედრად.
ალბათ გაინტერესებთ, რატომ ემზადება გენეტიკაში ორი, ბიზნეს ადმინისტრირებაზე მსწავლები დაქალი. მაშოს მშობლები ექიმები არიან და რა თქმა უნდა მათ უნდოდათ რომ მაშოც ექიმი გამხდარიყო. ის აპირებდა კიდეც, მაგრამ ჩემნაირი გადარეული დაქალის გადამკიდე მიხვდა, რომ მთელი დღე და ღამე საავადმყოფოში ვერ იქნებოდა. თან რომელი ექიმი გინახავთ, რომელსაც სისხლის, ნემსის და ყველაფრის რაც საავადმყოფოსთანაა დაკავშირებული იმის დანახვაზეც კი აკანკალებს. იმის გაგონებაზე, რომ მაშო ბიზნესზე აბარებდა, მისმა მშობლებმა განუცხადეს, რომ თუ ბიოლოგიის გამოცდზე თავიდან არ გავიდოდა, მაგისტრატურას არ ჩააბარებინებდნენ. მაშო დათანხმდა და მისმა კნუტივით მწვანე თვალებმა მეც ჩამითრია. ახლა კი ამ გამოცდის იმიტომ გვეშინია, რომ ერთად ჩაბარება გვინდა. არ გეგონოთ, რომ მაშოს ძალიან მკაცრი და სადისტი მშობლები ყავს. უბრალოდ მათ განაცხადეს, რომ რახან მთელი ცხოვრება ბიოლოგიას თავს აკლავდი ახლა გამოცდაც ჩააბარეო. შეიძლება იმდენად მოგეწონოს, რომ მობილობით სამედიცინოზე გადახვიდე და თსსუში ჩააბაროო, შემდეგ მშობლების პროფესიაც კი გააგრძელო და კარდიოქირურგი გახდეო. მეტი არაა ჩემი მტერი. წარმომიდგენია, მაშო საოპერაციო მაგიდასთან გულით ხელში, უკან ექთნები უდგას რომლებიც შიშისგან წამოსულ ცრემლებს წმენდენ. ამის წარმოდგენა და ჩემი ახარხარება ერთია. უკვე ათი წუთია რაც საცობში ვდგავართ და სწორედ ახლა ვხვდები, თუ რატომ გამაღვიძა მაშომ ორი საათით ადრე. როგორც იქნა საცობი დაიძრა.
-მაშო ამას უყურე ერთი რაა. წინა მანქანა რომ მიღოღავს არიცის რომ ტრასაზე 20-ით სიარული არ შეიძლება?-მივანიშნე მანქანაზე, რომლის ნომრის დანახვაზე სიცილისგან ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. თAKUშA ეტყობა ჯერშკი მამიკოს გოგოსია.
-მაგას თავი დაანებე და მე, ადამიანმა რომელსაც მართვის მოწმობა არ აქვს ვიცი, რომ ახლა მისი გზაა და ამ მანქანებს ტყულად უშვებს.-აქირქილდა მაშო.
ხუთი წუთი მხოლოდ იმ მანქანის გამო ვიყავი გზაში. მორჩა, უკვე გადამეკეტა. ჩამოვწიე მაშოს ფანჯარა, მანქანას დავუსიგნალე და მივაძახე -ნახვამდის ტაკუსაა და თან გადავასწარი. არივედერჩი ათო ქულავ. უცებ ამოვიტირე ჩემი მძღოლის ქულები. ვინიცის, კიდევ რამდენი ასეთი გარეკილი გადამეყრება.
მივედით, ჩავაბარეთ გამოცდა სვეტლანამაც შეგვაქო და თან ორმაგად დაგვიმატა სასწავლი.
***
სახლში რომ ვბრუნდებოდით უკვე საღამო იყო. როგორც ყოველთვის, გზაზე ახლაც ბიჭების ხროვა დაგვხვდა.
-აუ ესენი ვერ არიან ხო?
-გოგო ახლა დაკრუგვა მოგვიწევს ხოო-ამოიკნავლა მაშომ.
-ეგღა მაკლია ვიღაც იდიოტების გამო მოვიარო მთელი ქალაქი.
-აბა რა ვქნაათ?
-აი ეს.-იმედიანად განვუცხადე მაშოს და მანქანიდან გადავხტი.

იმეე, უკეთესს რას ელოდი ტასოსგან. განკიცხა საკუთარი თავი მაშომ და მანქანიდან გადავიდა, რათა დაქალი განენათლებინა.
ვხედავ ტასოს რომელიც თავაზიანად თხოვს ვიღაცას გზის გათავისუფლებას.
ვიცი მე ამის თავაზიანობას რაც მოყვება.
-უკაცრავად, იქნებ რამდენიმე წუთით გაათავისუფლოთ გზა, ასე ფრიად დაკავებული ხალხისგან. -მიახალა ტასომ ირონიულად თან ნერვებს ძლივს თოკავდა.
-ბატონოო? გოგონი, შენ საერთოდ იცი ვის ესაუბრები?
-არა, და სიმართლე გითხრა არც მაინტერესებს. უბრალოდ გზიდან გადასვლას გთხოვ, რადგან ქალაქის ექსკურსია რომ მდომოდა გიდს მაინც ავიყვანდი.
-ვერ ვიტან ირონიულად რომ მესაუბრებიან.
-ვერც მე ვიტან გზაზე რომ მეღობებიან.
-გაანებე ბიჭო, ვიღაცა ლაწირაკია-უთხრა აყლაყუდას მეორე აყლაყუდამ რომელსაც სახე არ უჩანდა.
უკვე ნერვები ძალიან მომეშალა. ახლა ვანახებ მე მაგათ ვინარი ლაწირაკი.
-კაი ტაას, გაანებე თავი.-მითხრა მაშომ და შიშისგან სადაცაა კანკალს დაიწყებდა.
ვაიჰ, მაშო სულ დამავიწყდა, მისთვის არ მიპასუხია. მივუთითე დაჯექი მეთქი. მეც ჩავჯექი მანქანაში, დავქოქე, ჯერ უკან წავედი, მერე კი უცებ მოვუმატე სიჩქარეს და გავვარდი წინ. ბიჭების გროვაში, იმ ბიჭთან გავჩერდი.
-ვაიჰ, შეგირცხვეს კაცობა, ჩემნაირმა ლაწირაკმა როგორ შეგაშინა ეს ზორბა კაცი.
ჩემი რეპლიკით კმაყოფილმა დავიოკე ნერვები. პირღია და შერცხვრნილი დავტოვე საცოდავი.
-ალბათ მისი ცხრავე თაობა თავჩაღუნული ივლის ამის მერე.-მხიარულად ვუთხარი მაშოს და გავაქანე სახლისკენ.



№1 სტუმარი Nini

Male dade da tavebi gazarde momwons

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიაან მომწოონს ! საინტერესო და სახალისო ისტორია ჩანს <3 მართალია ცოტა დახვეწა სჭირდება მაგრამ მაგას მოევლება :დდ წარმატებები და მოუთმენლად ველი არდააგვიანოო ♥

 


№3  offline წევრი Tasska

ტკბილიწიწაკა
ძალიაან მომწოონს ! საინტერესო და სახალისო ისტორია ჩანს <3 მართალია ცოტა დახვეწა სჭირდება მაგრამ მაგას მოევლება :დდ წარმატებები და მოუთმენლად ველი არდააგვიანოო ♥

მადლობა რომ მოგწონს <3 ვიცი რომ დახვეწა სჭირდება, ეს ჩემი პირველი მოთხრობაა რომელიც აქ გამოვაქვეყნე და ვცდილობ რომ ყველანაირად კარგი გამოვიდეს. მაგრამ თანდათან იდეებიც მეწურება :/ და ახლა მივხვდი რა ძნელი ყოფილა ისტორიის წერა :დდ

Nini
Male dade da tavebi gazarde momwons

შევეცდები რომ გავზარდო თავები. ისტორიასაც მალე ვდებ, უბრალოდ საიტზე რამდენიმე საათის მერე ქვეყნდება, ამიტომ ჩემი ბრალი არ არის :დდ

 


№4  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

[quote=ტკბილიწიწაკა]ძალიაან მომწოონს ! საინტერესო და სახალისო ისტორია ჩანს <3 მართალია ცოტა დახვეწა სჭირდება მაგრამ მაგას მოევლება :დდ წარმატებები და მოუთმენლად ველი არდააგვიანოო ♥[/quote]
[quote=Tasska][quote=ტკბილიწიწაკა]ძალიაან მომწოონს ! საინტერესო და სახალისო ისტორია ჩანს <3 მართალია ცოტა დახვეწა სჭირდება მაგრამ მაგას მოევლება :დდ წარმატებები და მოუთმენლად ველი არდააგვიანოო ♥[/quote]
მადლობა რომ მოგწონს <3 ვიცი რომ დახვეწა სჭირდება, ეს ჩემი პირველი მოთხრობაა რომელიც აქ გამოვაქვეყნე და ვცდილობ რომ ყველანაირად კარგი გამოვიდეს. მაგრამ თანდათან იდეებიც მეწურება :/ და ახლა მივხვდი რა ძნელი ყოფილა ისტორიის წერა :დ
მესმის შენი თავიდან მეც ასე გამიჭირდა.. უბრალოდ მთავარია მუზა არ დაკარგო ხომ ხვდები ..რამაც გადაგაწყვეტინა ისტორიის დაწერა იმაზე იფიქრე ან ისეთი რამ გააკეთე რაც მუზას დაგიბრუნებს <3 შემდეგ კი ახალი ისტორიისას ჯერ გეგმა შეადგინე და ჯობია ვორდში შენთვის დაწერო და შემდეგ ნელნლეა დაამატო ასე უფრო გაგიადვილდება და მკითხველისთვისაც კარგი იქნება <3 ყველანაირად მესმის შენი თავიდან მეც ასე მემართებოდა, დახვეწითაც ნელ-ნელა დაიხვეწება თავისით და შენვე მიხვდები მაგას...მითუმეტეს ჯერ ახალბედა ხარ და არაფერი მოგეთხოვება *-* მთავარია გჯეროდეს საკუთარი თაბის და ყველაფერი გამოვა <3 წარმატებები ჩემო კარგო <3

 


№5  offline წევრი Tasska

[quote=ტკბილიწიწაკა][quote=ტკბილიწიწაკა]ძალიაან მომწოონს ! საინტერესო და სახალისო ისტორია ჩანს <3 მართალია ცოტა დახვეწა სჭირდება მაგრამ მაგას მოევლება :დდ წარმატებები და მოუთმენლად ველი არდააგვიანოო ♥[/quote]
[quote=Tasska][quote=ტკბილიწიწაკა]ძალიაან მომწოონს ! საინტერესო და სახალისო ისტორია ჩანს <3 მართალია ცოტა დახვეწა სჭირდება მაგრამ მაგას მოევლება :დდ წარმატებები და მოუთმენლად ველი არდააგვიანოო ♥[/quote]
მადლობა რომ მოგწონს <3 ვიცი რომ დახვეწა სჭირდება, ეს ჩემი პირველი მოთხრობაა რომელიც აქ გამოვაქვეყნე და ვცდილობ რომ ყველანაირად კარგი გამოვიდეს. მაგრამ თანდათან იდეებიც მეწურება :/ და ახლა მივხვდი რა ძნელი ყოფილა ისტორიის წერა :დ
მესმის შენი თავიდან მეც ასე გამიჭირდა.. უბრალოდ მთავარია მუზა არ დაკარგო ხომ ხვდები ..რამაც გადაგაწყვეტინა ისტორიის დაწერა იმაზე იფიქრე ან ისეთი რამ გააკეთე რაც მუზას დაგიბრუნებს <3 შემდეგ კი ახალი ისტორიისას ჯერ გეგმა შეადგინე და ჯობია ვორდში შენთვის დაწერო და შემდეგ ნელნლეა დაამატო ასე უფრო გაგიადვილდება და მკითხველისთვისაც კარგი იქნება <3 ყველანაირად მესმის შენი თავიდან მეც ასე მემართებოდა, დახვეწითაც ნელ-ნელა დაიხვეწება თავისით და შენვე მიხვდები მაგას...მითუმეტეს ჯერ ახალბედა ხარ და არაფერი მოგეთხოვება *-* მთავარია გჯეროდეს საკუთარი თაბის და ყველაფერი გამოვა <3 წარმატებები ჩემო კარგო <3[/quote]
მადლობა <3 შევეცდები ყველანაირად და შენ რჩევებსაც გავითვალისწინებ <3

 


№6  offline წევრი mia15

ძალიან საინტერესო ჩანს და გააგრძელე

 


№7  offline წევრი Tasska

mia15
ძალიან საინტერესო ჩანს და გააგრძელე

აუცილებლად <3

 


№8 სტუმარი kusa15

აუუუ ძალიან მომეწონაა ^^ დასახვეწია მაგრამ თანდათან მოევლება მაგასაც კაცო :დ შინაარსი მომწონს :* ესეთი ისტორიები ისეც მიზიდავს ხოლმე თან და მომეწონაააააა!:დ ჰოდა ცოტა თავები გაზარდეე რა :) ველოდები შემდეგ თაავს<33 წარმატებებიი:**

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent