ქუჩის რეჩიტატივი
ქუჩაში ყველაფერი სხვაგვარადაა.აქ ვერ გაიქაჩები მამიკოს ფულებით.ვერც დიპლომაატით ან ცივილური ხერხებით.თუ შენ რამე არ მოგწონს მიდიხარ და აფრთხილებ,მეორედ კი კლავ.ადვილია არა?მაინც არავინ მოგთხოვს პასუხს ამაზე.ეს ქუჩაა.სწორედ ამან შეიწირა ჩემი ძმა.ვიღაცამ რაღაც უთხრა მანაც ვერ მითმინა და საპასუხოდ დაარტყა.საბოლლოდ კი მკერდში გაუყარეს დანა, მოკლეს ჩემი ერთადერთი,განუმეორებელი,საყვარელი და ტკბილი ძამიკო .ის აღარაა.ამის შეგრძნება საკმაოდ რთულია.გულში სიცარიელეს გრძნობ.გრძნობ რომ მას ვეღარადროს შეეხები.ჩაეხუტები,ითამაშებ,დაელაპარაკები,ეჩხუბები.ის უბრალოდ აღარაა.ქრება დედამიწიდან.ეს ჭრილობა ჯერ კიდევ არ შეხორცებულა ჩემს გულში.და ალბათ კიდევ დიდხანს არ შეხორცდება. -ანი,დროზე შვილო თორემ დაგაგვიანდება. -მივდივარ უკვე მანანა დეიდა.ჩემს ფუმფულა “დიასახლის”ლოყაზე ვკოცნი და კარისკენ მივდივარ. -საღამოთი მშობლები ბრუნდებიან ამერიკიდან ხომ გახსოვს?მომაძახა კარებში გასულს და მეც თანხმობის ნიშნად თავს ორჯერ ვუქნევ. -გამარჯობა გიორგი ბიძია.მანქანა მოიყვანეს? -ჯერ არ მოუყვანით ალბათ ვერ მოახერხეს გაკეთება. -კარგით ტაქსით წავალ -მოიცადე გამოვიძახებ -ფეხით მირჩევნია გავლა.ხანში შესულ საშვალო სიმაღლის კაცს ვუღიმი და ტროტუარს მივუყვები. შემოდგომით თბილისი განსაკუთრებულად ლამაზია.ყვითელ-წითელ ფოთლებში შემოსილი ხეები.თითქოს უკვე ძილისთვის ემზადებიან. -ტაქსი,ხელს ვუქნევ და ველოდები როდის გამიჩერებს. უიღლობაც ამას ჰქვია.უკვე ორი ტაქსი გავუშვი. -დროზე,დროზე მეჩქარება ვეუბნები კარებთან მდგომ სიმპათიურ მამაკაცს. -არა,თქვენ ვერ გამიგეთ ჩემია ეს ტაქსი. -დიახ აბა ჩემი ხომ არ იქნება ეს ტაქსი თქვენ ხართ მძღოლი -არა პატარა ქალბატონო ეს ტაქსი მე გავაჩერე. -არაუშავს დამითმეთ -ვერანაირად,მეჩქარება -უზრდელო -კარგით,ასე მოვიქცეთ ორივე წავიდეთ ერთი ტაქსით.თან ცალ წარბს ზემოთ წევს-გაწყობთ? -არა არანაირად იქნება და თქვენ ჩემი ფარული თაყვანისმცემელი ბრძანდებით და როგორც ფილმებშია გინდათ მომიტაცოთ და ძალით დამაქორწინოთ თქვენზე? იღიმის და მანქანიდან გადმოვყავარ. -რა მიხვედრილი ბრძანდებით! თვითონ კი ტაქსისტს მისამართს ეუბნება და ელოდება როდის დაძრავს მანქანას მძღოლი. ხო რათქმუნდა.დღე უკვე საშინლად დაიწყო.ყოჩაღ ანი.ამაზე უარეს რაღა უნდა მოხდეს?ახლა კი იმტვრიეკისერი როგორ უნდა მოახერხო და 15 წუთში ქალაქის მეორე ბოლოში როგორ უნდაიყო.მიდი და იმტვრიე კისერი.თურმე მისი ტაქსია.ბიჭის ხმით ვამბობ და ძლივს-ძლივობით ტაქსის ვაჩერებ. 11:00 -ბატონ დემეტრეს ხვალ შეხვედრა აქვს იტალიელ ბიზნესმენებთან.შენ კი მას მიჰყვებ ბათუმში. -ბატონი დემეტრე ვინაა? -ანი,ბატონი დემეტრე ბატონი სანდროს ვაჟია.რომელიც ამერიკაში ჩვენ კომპანიას ხელმძღვანელობდა.ახლა ის იქნება თბილისის ფილიალის მმართველიც.მიდი ტკბილო მოემზადე.დღეს 5 საათზე გადიხართ. -კიმაგრამ სულ ახლახანს არ მოვედი? -უხ,ნუ მეპასუხები ანი რასაც გეუბნები გააკეთე სახლში ზლაზვნით მივდივარ და კარებს ვაღებ,ოთახში შევდივარ და ტანსაცმელს ვალაგებ,ზედ ორიდე წიგნს ტელეფონის დამტენს და მზისგან დამცავ ლუსიონს ვაგდებ.ტელეფონზე შეტყობინებას ვიღებ და დათქმულ მისამართზე მივდივარ.დაახლოვებით თხუთმეტ წუთში ფეხებთან ჯიპი მიჩერებს.მანქანიდან საშვალო ასაკის მამაკაცი გადმოდის და ჩემს პატარა ჩემოდანს საბარგულში დებს.შემდეგ კარრბს მიღებს და ამის შემდეგ იმხელაზე ვყვირი აშკარაა,მამაკაცი ფიქრობს-ვის გადავეყარეო. -შენ?ენის ბლუკუნით ვეკითხები ბიჭს რომელიც ამ დილით ტაქსის მძღოლი მეგონა და თვალებს სამჯერ ვხუჭავ. -სიმართლეა საყვარელო.ანუ შენ ხარ ჩემი ასისტენტი ხო?უკვე მომწონს საქართველო. თავს ვიკავებ,რომ არაფერი ვუთხრა ნერვები მაქვს მოშლილი ისედაც.მანქანაში ჩემს ადგილს ვიკავებ და ყურსასმენებს ვიკეთებ. -გისმენ მა! -.......... -ხო,მაგრამ წასვლა მომიწია მეც მომენატრეთ. -......... -კაი მა გკოცნით. -......... -აბა მამიკოს გოგო,ერთი კითხვა მაქვს შენთან -გისმენთ -რა გქვია? -ანი -რამდენი წლის...სიტყვას წყვეტს და ჩანთაში იქექება.რას ვწვალობ შენი პირადი საქმე ხომ მაქვს. -რა ა?თქვენ რა ჩემი პირადი საქმე გამოითხოვეთ? -დიახ,მერავიცი იქნებ და შენ გინდა,რომ მომიტაცო და ქმრად მომიყვანო.მეუბნება და ირონიულად იცინის. -ცალწარბს მაღლა ვწევ და პასუხის გაცემას ვაპირებ როცა მახსენდება,რომ ჩემი უფროსია,დაბევრს ვერაფერს ვეტყვი. -აჰაჰჰა რა კარგად ხუმრობთ ბატონო ნოდარ ვხედავ ბიჭს ღიმილი სახეზე აშრება. -რა ნოდარ -თქვენ ბატონი ნოდარი არ ხართ? -არა დემეტრე -ხო რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.დემეტრე ნოდარი რამ გაყო. -ანი!მეუბნება ხმა გამკაცრებილი.ყურსასმეები გაიკეთე და გაჩუმდი.უკვე თავი ამატკიე შენი წიკვინით. -დიახ, როგორც თქვენ გნებავთ ბ.ნოდარ. დაახლოვებით საღამოს 10 საათზე ბათუმში ვართ.ზღვის სანაპიროზე.-ჩვენ რა სკამებზე უნდა დავიძინოთ? -მთელი გზა გეძინა კიდე გეძინება? -არა,ზოგადად ვიკითხე -იახტა მზადაა ბატონო დემეტრე.კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ? -არა,ბაქარ მადლობთ. -ნახვამდის,მძღოლი ''ნოდარს" უღიმის და ადგილიდან ნელ-ნელა იძვრის. დაახლოვებით 30წთ-ში იახტაზე ვარ,ზღვას ვუყურებ და მუსიკას ვუსმენ.ხალხი ჭიანჭველებივით ირევა გარშემო.უკვე პირველი საათია მე კი ისევ არ მეძინება. -რობოტივით,რომ ზიხარ აქ არ მოგბეზრდა? -არა. -გინდა შენზე მცირედი ინფორმაცია მოგაწოდო? -მგონი ჩემთავზე ყველაფერი მეცოდინება. -გამომცადე. -უბრალოდ მომიყევი რაც დაგამახსოვრდა. -ანი დოლიძე.ლევან დოლიძის და მაკა ჯაფარიძის ქალიშვილი.23 წლის.ჰყავს ძმა.საყვარელი ფერი ლურჯი საყვარლი საჭმელი სუში. ძმის გაგონებაზე ,თვალები ბლანტი სითხით მევსება. -მყავდა -რა? -ძმა გარდამეცვალა,აღარ მყავს.ვეუბნები და თავს მეორე მხარეს ვატრიალებ. -ვწუხვარ...მეუბნება და მხარზე ხელს მადებს. -არ მჭირდება არავის თანაგრძნობა.ხვალ ისედაც რთული დღე გვაქვს და ჯობს დავიძინოთ.დაბლა ჩავდივარ და საწოლში ვწვები.ცრემლებს კი თავისუფლებას ვაძლევ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.