ჩვენს სიყვარულს სულ სხვა ფერი აქვს2
მგონი ვგიჟდები ... არასდროს მომნატრებია ისე ძალიან როგორც ეხლა მენატრება მგონი მოვკვდები მის გარეშე ..თავს ვერ ვპატიობ ... სინანული ყელში მიჭერს იმ ადამიანს ვანადგურებდი რომელსაც ასე ძალიან ვუყვარდი ... ვანადგურებდი თან როგორ ?!! მორალურად. რამნიშვნელობა აქვს ეხლა მე მაქვს ის გრძნობა რაც მას ქონდა აქამდე . მეშინიარომ რამე მოუვიდეს ან უბრალოდ წავიდეს მე მხოლოდ ის მჭირდება 1/5/2018 9:07PM ჩემი ბიჭი როგორც იქნა მივიდა სახლში და მაშინვე მომწერა ^_^ მე კი როგორ ველოდებოდი, ვიჯექი ჩუმად და ვთბებოდი, მხოლოდ მასზე მეფიქრებოდა როცა სხვა ათასი საფიქრალი მქონდა ... გულიც და ტვინიც მხოლოდ მას ირჩევდა...სხვა რამეზე როგორ მეფიქრა როდესაც მისით ვიყავი მთლიანად მოცული . ჩვეულებრივ ტელეფონზე ხმა გათიშული მაქვს, მაგრამ ამ ლოდინმა ისე დამღალა ხმა ჩავურთე და მივაგდე ლოგინზე. როგორც კი სმსის ხმა გავიგე ჩაფიქრებული წამოვხტი და მაშინვე მისი მესიჯი გავხსენი . რათქმაუნდა ჩემი სიამაყის გამო ჩვეული იაზვობა და სწერვობა დავუწყე, მაგრამ დამაჯერებლად ვიძახდი რომ ,,არა ჩვეულებრივ გწერ...არაფერი არ მინდა...არაფერზე არ ვარ ნაწყენი...სინამდვილეში ძალიან გარაზებული ვიყავი მან ხომ ბევრი მალოდინა, რამოდენიმე საათი და ეს დრო ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის!!! ეს დრო მან სამსახურში, მეგობრებში, გზაში და აშ ამ რაღაცეებში დახარჯა მე კი მისი ეს საათები არ მეკუთვნოდა... შეიძლება შეყვარებულმა გოგომ შეყვარებულის ძმაკაცებზე იეჭვიანოს?!დამიჯერეთ შეიძლება ! როგორ ? მარტივად ავხსნი : ისინი მე ჩემს სიყვარულთან გასატარებელ დროს მპარავენ და მართმევენ, თითოეულ წუთს და წამს ვაქცევ უკვე ყურადღებას რადგან ერთად დრო ძალიან სწრაფად გაგვდის და მინდა ყველა მომენტი მასთან გადავიარო... რა ეგოისტობაა )) მაგრამ ეს ასეა. ზოგს ალბათ გიჟიც ვეგონები მაგრამ შეყვარებული ადამიანი ცნობილია სიგიჟეებით, გაფრენით და დაბრმავებით. არ მინდა რომ ის ვინმეს დავუთმო არც ძმაკაცებს არც დედას არც მამას არც ძმას არავის... მხოლოდ ჩემი მინდა რომ იყოს ეს ასეც არის ამიტომ აქვს ჩვენს სიყვარულს სულ სხვა ფერი <3 9:40 2018/ 6 იანვარი 10:25PM არის ხოლმე ისეთი მომენტები ძალიან რომ მომენატრება ჩემი ბეი..იმდენად რომ უბრალოდ რასაც არ უნდა ვაკეთებდე ყველაფერს დავყრი, დავწვები და მასზე ვფიქრობ...რაც არ უნდა მაგარ ხასიათზე ვიყო ის თუ გამახსენდა აზრი აღარ აქვს , ის განწყობა აღარ მექნება რაც უნდა მქონდეს ... ეს კი ძირითად ასე ხდება, მე მის გარეშე მიწევს ყოფნა , არც ისე შორს მაგრამ ცალ-ცალკე ვართ ... საშინელი გრძნობაა როცა მასთან გინდა ყოფნა და უბრალოდ არ შეგიძლია... დაბადებიდან ვისწრაფვოდი რომ თავისუფალი ვყოფილიყავი , მე კი მასში თავისუფლება დავინახე, ამიტომ ის მჭირდება როგორც ჰაერი, წყალი, და ის ყველაფერი რაც საჭიროა რომ იარსებო. ვერ ვეჩვევი მის გარეშე ყოფნას, ეს ძალიან რთულია . ისეთი ხასიათი დამჩემდა მისი შორს ყოფნისგან ჩემს თავს მე ვეღარ ვიტან და სხვა როგორ მიძლებს ხანდახან მიკვირს. უბრალოდ ვერაფერზე ვერ ვფიქრობ და ყველაფერი მეორეხარისხოვნად მეჩვენება. ყველაზე ცუდი ის არის რომ ჩემი ხასიათი მასთან დამოკიდებულებასაც მიცვლის. ეს კი იმას ნიშნავს რომ ჩემი უხასიათობა ჩვევაში მაქვს და როდესაც ასეთი მოწყენილი ვარ და ამ დროს ის მწერს ან მირეკავს რატომღაც გაბრაზებული ვპასუხობ და ისე არ ველაპარაკები როგორც მაშინ როცა გრძნობები მაქვს ხოლმე შემოწოლილი. ეს მას ძალიან სწყინს და ხშირად ჩხუბის მიზეზადაც კი გადაქცეულა, ის ხომ ვერ ხვდება რომ მე ,,მისი არყოფნით’’ ვარ დაავადებული და მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩემი განკურნება როდესაც მასთან ერთად ვიქნები ?! ვიცი რომ ჩემზე მეტად მას უჭირს მაგრამ მე ხომ ეგოისტი ვარ და მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობ , მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რას ვგრძნობ მე ... მე კი ძალიან მძიმედ ვარ დაავადებული მისი სიყვარულით და მგონი ნელ-ნელა ვგიჟდები. გუშინ ძალიან სულელურად მოვიქეცი...რათქმაუნდა გვიან გაავანალიზე მაგრამ მაინც ... როგორღაც მარტო დავრჩი ჩემს ოთახში რაც იმას ნიშნავდა რომ მე და ბეის ტელეფონზე უნდა გველაპარაკა...როგორც ყოველთვის სამსახურში იყო წასასვლელი და დილის 8 საათზე ასადგომი მაგრამ ჩემი ეგოისტობის გამო და იმის გამო რომ ჩემთან მინდოდა უფრო დიდხანს ყოფილიყო ღამის 3 თუ 4 საათამდე გავაჩერე...რაღაც მითხრა უბრალო რაღაც მაგრამ საშინლად მეწყინა...ტელეფონი გავთიშე, მივაგდე და ჩავწექი...ძლივს ჩამეძინა გაბრაზებულს...ყველაფერი ადვილად და მარტივად მწყინს. პატარა ბავშვივით ვარ ყველაფერზე რომ ტირის. ყველაზე მეტად მეშინია რომ მან მე მაწყენინოს და ალბათ ამიტომ გავიქეცი...ბევრი დეტალია...ძალიან ბევრი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.