შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის ჯადოსნობა (4)


8-01-2018, 22:25
ავტორი Mari korti
ნანახია 1 521

თავი 4
1 იანვარი გათენდა და მარიამი სიხარულით წამოხტა ლოგინიდან. ფანჯარასთან მიირბინა და იმ ყველაფრით ტკბობა დაიწყო, რასაც ხედავდა. თოვლი და სიცივე, რომელიც სითბოში გადადის, როდესაც ამ ყველაფერს ხედავ გინდა არასდროს მოაშორო თვალი. მარიამი სააბაზანოში შევიდა და მოწესრიგდა. ისევ ირმებიანი ჯემპრი ჩაიცვა, როგორ უყვარდა ასე თბილად და კომფორტულად გამოწყობა. ოთახიდან გავიდა და ოჯახისწევრება მიესალმა.
-გილოცაავთ...- დაიყვირა ხმამაღლა და ყველა გადაკოცნა.
-მეც გილოცავ შვილო- უთხრა დედამ.
-გილოცავ ჩემო პატარა.- ეს ბიძამისი იყო.
-გილოცავთ მარიკო.- მიულოცეს დებმა ერთად. ნატო სამზარეულოში იყო და რაღაცას აკეთებდა. რამდენიმე წუთში გამოვიდა და ოჯახისწევრებს მოახსენა, რომ მათთან თავისი მამიდა და მამიდაშვილები მოდიოდნენ. ნიას და ლიას ძალიან გაუხარდათ, რადგან მამიდაშვილები მათი ტოლი იყო და ერთად ძალიან კარგად ერთობოდნენ.
ერთ საათში მართლაც მოვიდნენ ეკა და მისი შვილები. ალბათ გაგიკვირდებათ ქმარი სად ყავსო. ნათია და ლელა ახალი გაჩენილი ყავდა, როდესაც ქმარი გარდაეცვალა. იმის შემდეგ ქვრივი დარჩა. მართალია ქმარს ვერ ივიწყებს, მაგრამ ყოველთვის ცდილობს მხიარულად იყოს და მის შვილებს უმამობა არ აგრძნობინოს. გოგონებმა მარიამი გაიცნეს და ძალიან მოეწონათ. ხუთივე ერთად ისხდა და სხვადასხვა თემაზე ჭორაობდა, უფროსწორად დები ჭორაობდნენ. მარიამი კი მშვიდად იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. რამდენიმე წამში მისი ტელეფონის ხმა გაისმა და ისიც ოთახში შევიდა.
-გისმენთ.- უპასუხა სწრაფად.
-მარიამ, გარეთ გამოდი.- გაისმა კვლავ ის გამყინავი ხმა, რომელიც მარიამს გულს უჩქარებს და სულს უფორიაქებს.
-ვერ გავიგე?-
-გარეთ გამოდითქო გითხარი.-
-რატომ?-
-რატომ ლაპარაკობ ამდენს? უბრალოდ გამოდი.-
-არ შემიძლია ახლა.-
-რატომ?-
-სტუმრები მყავს.-
-დაიკიდე და რამდენიმე წუთით გამოდი. საერთოდ რატომ მალაპარაკებ ამდენს? უბრალოდ გამოდი.-
-კარგი, კარგი გამოვალ.- ამოიოხრა მარიამმა.
-რამე მოიცვი, გუშინდელივით ნუ წამოხვალ მოკლემკლავიანით.-
-ეგ არაა შენი საქმე.-
-გითხარი ნუ ლაპარაკობ მაგდენსთქო და გამოდი მალე.-
-კარგი კარგი მოვდივარ.- უთხრა მარიამმა და ტელეფონი გათიშა.
რამდენიმე წუთი ფიქრობდა გამოეცვალა თუარა ტანსაცმელი, არადა არ ჩვევია ასეთი რაღაცეები. ბოლოს გადაწყვიტა უბრალოდ გარეთ გასულიყო. მანტო მოიცვა, დედას უთხრა მალე მოვალო და გარეთ გავიდა. სახლის წინ დაინახა როგორ იდგა გიორგი თავის მანქანასთან, ცალი ხელი ჯიბეში ჩაედო, ცალ ხელში კი სიგარეტი ეჭირა და ეწეოდა. მარიამს მის ასეთ მდგომარეობაში დანახვისას გული აუფანცქალდა და კინაღამ წაიქცა. გიორგისთან მივიდა და მის წინ დადგა. ელოდებოდა როდის დაიწყებდა საუბარს, რადგან ძალიან აინტერესებდა რატომ გამოიყვანა აქ, ან რას ნიშნავდა მისი გუშინდელი მოწერილი "მიყვარხარ"? ამ ერთმა სიტყვამაც კი ცუდად გახადა მარიამი. არ უყვარდა, მაგრამ სიგიჟემდე მოწონდა ეს ბიჭი, მისი უხეშობა და მზურნველობა. ბოლოს ხმა, რომ არ ამოიღო თვითონ დაიწყო საუბარი.
-აბა? რატომ გამომიყვანე გარეთ?-
-მინდა ახალი წელი შენთან ერთად გავატარო, რომ სულ ჩემთან ყოფნა დაგებედოს.- უთხრა და თვალისმომჭრელად გაუღიმა.
-არა.-
-რას ნიშნავს არა?-
-იმას, რომ არ შემიძლია შენთან ერთად წამოსვლა.- შეაჩნია როგორ დაიძაბა და გაბრაზდა მის სიტყვებზე გიორგი.
-ან ნებითა შენითა, ან ძალითა ჩემითა.- უთხრა და გაუღიმა. მის ღიმილზე გული კვლავ აუჩქარდა, როგორ მოწონს მისი ღიმილი. იშვიათი, მაგრამ მაინც საოცარი. თვალები? თვალები ხომ მერვე საოცრება. ისეთი ლამაზი და მომხიბვლელი, ძალიან ღია ცისფერი. მისნაირი, მაგრამ უფრო ლამაზი და უფრო საოცარი. ისეთი შიგნით, რომ ჩაიძირები, თითქოს იხრჩობი, მაგრამ ესეც კი სასიამოვნოა.
-აუ არ მინდა რა, არ შემიძლია ახლა.-
-რა გითხარი...-
-ისევ არ იშლი შენსას არა?- მან თავი გააქნია.
-შენი ნებით წამოდი, თორე სხვა ზომებს მივიღებ.-
-ვერაფერსაც ვერ მიიღებ, არ მინდა მე წამოსვლა და ვსო, მორჩა. ვერაფრით გადამაფიქრებინებ.- თქვა მარიამმა და ხელები გადაიჯვარედინა.
-მაგასაც ვნახავთ.- უთხრა გიორგიმ და ისე სწრაფად აიტაცა მარიამი ხელში და მანქანაში ჩასვა, რომ ვერც კი გაიაზრა. გონს, რომ მოვიდა და კივილი დაიწყო მიშველეთო უკვე მანქანაში იჯდა, ამ დემონის გვერდით და უცნობი მიმართულებით მიდიოდა.
-ნაგავი ხარ, დემონი, სადისტი, მძულხარ, მეზიზღები, გინდა ამ ახალ წელს მომკლა? სად მიგყავარ? დღეს ჩემს ოჯახთან მინდოდა დროის გატარება, შენ კი სადღაც მიგყავარ, ბრავო, ბრავო. ნორმალურად არც კი გიცნობ და უკვე სადღაც მიგყავარ, მეზიზღები, მძულხარ, დემონი ხარ.- დაიწყო კივილი მარიამმა, მაგრამ იმწამსვე დადუმდა, როცა გიორგიმ ისე სწრაფად დაამუხრუჭა მანქანა, რომ თავი მინას მიარტყა და კინაღამ გაიტეხა.
-აუჩ- წამოიკივლა და შუბლი მოისრისა.
-კარგად ხარ?- ჰკითხა ნერვიულად გიორგიმ.
-მადლობთ ბატონო გიორგი, შემთხვევით, რომ არ მომკალით.- მარიამი კვლავ არ ცხრებოდა. ეს იმდენს იზამს მგონი ეს ბიჭი მართლა მოკლავს.
-გითხარი მოკეტეთქო კვლავ საუბარს აგრძელებ, თავი მიარტყი, გეტკინა, მაგრამ ვერ გრძნობ, კვლავ საუბარს აგრძელებ, ჩუმად ვაპირებ შენს მოტაცებას, მაგრამ ამას საერთოდ ვერ ხვდები და ისევ ლაპარაკს აგრძელებ.- დაასრულა გიორგიმ და ბოლოს კვლავ თავისი მომაჯადოებელი ღიმილით დააჯილდოვა. მარიამს კი საერთოდ არ ეღიმებოდა. გაიგონა თუ არა შენს მოტაცებას ვაპირებო, თვალზე ცრემლები მოადგა და ტირილი დაიწყო. ისტერიკებში ჩავარდა უკვე. გიორგის მის დანახვაზე გული შეეკუმშა, მან მხოლოდ იხუმრა და საერთოდ ვერ იფიქრებდა ასეთ დღეში თუ ჩავარდებოდა.
-კარგი რა გთხოვ არ იტირო, უბრალოდ ვიხუმრე, დამშვიდდი.- გიორგი მის დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა. მარიამი კვლავ ტიროდა. საშინლად შეეშინდა... გიორგიმ მანქანა გააჩერა და მარიამს მიუტრიალდა, მისკენ მიიზიდა და გულში ძლიერად ჩაიკრა.
-გთხოვ მაპატიე რა, უბრალოდ კაფეში მიმყავხარ ყავის დასალევად, ცუდი არაფერი მიფიქრია. არ იტირო თორე ვეღარ გავუძლებ შენს ასეთ მდგომარეობაში ყურებას.- თავის მკლავებში მჭიდროდ ყავდა მოქცეული და ამშვიდებდა. თავის თავს საშინლად უბრაზდებოდა ასე, რომ მოხდა. ნამდვილად არ უნდოდა მარიამის ასეთ მდგომარეობაში დანახვა. მის თითოეულ ცრემლზეც გული ეკუმშებოდა. რამდენიმე წუთში მარიამიც დამშვიდდა და გიორგის მოშორდა. ისე უჭერდა ხელებს, რომ უკვე სუნთქვა ეკვროდა ამიტომ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-იცოდე თუ შევამჩნევ, რომ გზას გადაუხვევ მე თვითონ დაგაჭრი მაგ ხელებს, რომლითაც მანქანას ატარებ.- დაემუქრა საჩვენებელი თითით.
-მე კი მაგ თითს მოგაძრობ თუ არ გაჩერდები.- უთხრა გიორგიმ. როგორ ართობდა ეს გოგო ვერც კი წარმოიდგენთ. თვითონაც ვერ ხვდებოდა იმ ყველაფერს რასაც მის მიმართ გრძნობდა... უბრალოდ აკეთებდა იმას რასაც ავალებდნენ... მარიამმა ხელები გადაიჯვარედინა და თავი მინას მიადო. ნახევარ საათში მანქანა რესტორნის წინ გაჩერდა. მარიამი არც კი დალოდებია გიორგის, ისე გადმოვიდა მანქანიდან და რესტორნის წინ გაჩერდა.
-შევიდეთ.- უთხრა გიორგიმ და მარიამს წინ უბიძგა, მანაც თავი დაუქნია და ორივე რესტორანში შევიდნენ. საოცარი სილამაზე გადაიშალა მათ წინ. ყველაზე თბილი და სასიამოვნო ადგილი იყო. კუთხეში ბუხარი გიზგიზებდა, გვერდით ბარი იყო, შუაში კი მაგიდა-სკამები. მარიამს ნანახი ისე ძალიან მოეწონა, რომ მოუნდა სულ აქ ყოფილიყო.
-დავსხდეთ. მიუთითა გიორგიმ შუაში მდგარ მაგიდაზე. მარიამი ვეღარ ითმენდა ისე ძალიან აინტერესებდა ყველაფერი, მაგრამ ჯერ ვერ ბედავდა ამის კითხვას. პიცა და ცხელი შოკოლადი შეუკვეთეს.
-ბოლოსდაბოლოს მეტყვი რა გინდა ჩემგან?-
-მინდა ჩემი შეყვარებული იყო.- მის სიტყვებზე მარიამს თვალები შუბლზე აუვიდა.
-მოიცა რა? მგონი ვერ გავიგე კარგად. რა გინდა?-
-ორჯერ არ გავიმეორებ. გეუბნები მიყვარხარ და მინდა ჩემი შეყვარებული იყოთქო, ახლა კი შენზეა დამოკიდებული.-
-თუ უარს ვიტყვი?-
- მაინც ვერ მომიშორებ.-
-ესეიგი არჩევანი არ მაქვს არა? რომც დაგთანხმდე ჩემს სიტყვებს რა აზრი აქვს? ან როგორ უნდა დაგთანხმდე, ორი დღეა რაც გიცნობ და ნორმალურადაც არა. არა, არა, შანსი არაა, მე ამას ვერ ვიზამ.-
-მარიამ, მისმინე ახლა. მიიღე სასიკეთო გადაწყვეტილება და გეფიცები ჩვენს ცხოვრებაში შენს სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა ექნება.-
-მე უკვე მივიღე ჩემთვის სასიკეთო გადაწყვეტილება.-
-მოდი ჯერ კარგად დაფიქრდი და ხვალ მითხარი პასუხი კარგი?-
-კარგი, მაგრამ რა აზრი აქვს? ხვალაც, ზეგაც და იმის შემდეგაც უარს ვიტყვი.-
-ვნახოთ, ვნახოთ. აი ჩვენი შეკვეთაც მოვიდა.- უთხრა გიორგიმ. მარიამს არაფერი უჭამია, უბრალოდ თავისი საყვარელი ცხელი შოკოლადი დალია.
-წამიყვანე რა სახლში.-
-კარგი, წავიდეთ.- მარიამს ძალიან გაუკვირდა გიორგი ასე უცებ, რომ დათანხმდა.
მთელი გზა ჩუმად იყვნენ მანქანა, რომ სახლის წინ გააჩერა, გიორგიმ უთხრა.
-კარგად დაფიქრდი და ისე მიიღე გადაწყვეტილება.-
-კარგი, კარგი. პასუხი ნათელია, მაგრამ მაინც.- უთხრა მარიამმა და მანქანიდან გადავიდა. სახლში შესვლისას დაინახა როგორ გაეშალათ სუფრა და ყველანი მაგიდასთან ისხდნენ და ქეიფობდნენ. მათ დანახვაზე გაეღიმა, როგორი მხიარულები იყვნენ.
-მოხვედი შვილო?-
-კი ბიძია მოვედი.-
-მოდი დაჯექი ჩვენთან.-
-კარგი ეხლავეს მოვალ.- უთხრა მარიამმა და მათთან ერთად მაგიდასთან დაჯდა. მიხვდა წინ ძალიან დიდი სიამოვნება ელოდა.

პს: როგორი იყო? ძალიან მაინტერესებს ყველას აზრი ასე, რომ ვინც წაიკითხავთ დააკომენტარეთ... მიყვარხართ ძალიან <3



№1 სტუმარი მარიამმი

კარგია ძალიან ❤❤მსგრამ უფრო დიდი თავები კარგი იქნებოდა ❤❤❤

 


№2  offline წევრი naniko mindia

Au zalian kaia magram patara tavebia cota gadide danarcheni yvelaferi mshvenieria kargad wer da warmatebebs gisurveb ♥♥♥♥♥♥
--------------------
lomidze

 


№3  offline წევრი Frigga

Otxive tavi dghes wavikitxe... Simarrle gitxra namdvilad moaxdina shtabewdileba da moutmenlad veli axal tavs.. Magram maqvs shenishvnebic, odnav metad shegidzlua aghwero yvela mowmedeba da grdznoba... Magalitad tovltan damokidebuleba... Shishis nishnebi mxolod sheyinva araris sakmarisi.. Da kidev magalitad giorgi... Chemi azrit ase uceb ar unda sagerbilebina da cota mariamsac mieci gambddaoba...

 


№4 სტუმარი qristi

Male dade ra axali tavi da cota ufro didi tavebi tu iqneba uketesia <3 warmatebebi shen <3

 


№5  offline მოდერი bla.ell

ეეჰ კარგი თავი იყო მომეწონა და სემდეგ თავს ველიიი იმედია მალე დაგვიბრუნდები❤❤

 


№6  offline წევრი Mari korti

მარიამმი
კარგია ძალიან ❤❤მსგრამ უფრო დიდი თავები კარგი იქნებოდა ❤❤❤

დავდე ახალი თავი <3

naniko mindia
Au zalian kaia magram patara tavebia cota gadide danarcheni yvelaferi mshvenieria kargad wer da warmatebebs gisurveb ♥♥♥♥♥♥

დავდე ახალი თავი <3

Frigga
Otxive tavi dghes wavikitxe... Simarrle gitxra namdvilad moaxdina shtabewdileba da moutmenlad veli axal tavs.. Magram maqvs shenishvnebic, odnav metad shegidzlua aghwero yvela mowmedeba da grdznoba... Magalitad tovltan damokidebuleba... Shishis nishnebi mxolod sheyinva araris sakmarisi.. Da kidev magalitad giorgi... Chemi azrit ase uceb ar unda sagerbilebina da cota mariamsac mieci gambddaoba...

დავდე ახალი თავი <3

qristi
Male dade ra axali tavi da cota ufro didi tavebi tu iqneba uketesia <3 warmatebebi shen <3

დავდე ახალი თავი <3

bla.ell
ეეჰ კარგი თავი იყო მომეწონა და სემდეგ თავს ველიიი იმედია მალე დაგვიბრუნდები❤❤

დავდე ახალი თავი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent