შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

27(თავი მეხუთე, პირველი ნაწილის დასასრული)


9-01-2018, 05:38
ავტორი blue witch
ნანახია 1 388

და, უკვე მერამდენედ...
მერამდენედ უნდა შეგიყვარო ახლიდან?
მერემდენე პიროვნება უნდა დაიბადოს შენში...
და,
შენიდან,
ჩემშიც.
*********************************************************************************
PRINCE-PURPLE RAIN
******************************************************************************
სახლში შიშით შევაბიჯეთ.
იაქურობა მთლად გიჟის საცხოვრებელს არ ჰგავდა. არეული იყო, მაგრამ ძალიანაც მესიამოვნა ეს ქაოსი.
მე მგავდა.
ტელეფონი აწკრიალდა.
ინამ მისაღებს მიაშურა. მალე იქიდან მოგუდული ხმა მომესმა. ინას სასიამოვნო საუბრის მანერასთან ერთად კაცის ბუბუნა ტონიც გავარჩიე.
მობილურს ვუპასუხე.
-ინე,-შეშფოთებულმა ხმამ ჩამძახა.-ინე, ძალიან, ძალიან გთხოვ, ფრთხილად იყავი!-ის იყო. მისმა მზრუნველობამ მთელი ორგანიზმი ნეტარების გესლით ამივსო, რომელიც თითოეულ უჯრედში გამიჯდა.
-ისე, ინეს, რომ მეძახი თავი ქალი მგონია.-დავიწუწუნე.
-რა დროს ეგაა, ხომ ხარ შენ სრულ ჭკუაზე?!-მისაყვედურა.
-არ მცალია, მაპატიე! უნდა შევიდე და გავესაუბრო, ინა მარტოა.-ავუხსენი.
-მიდი, თავს რამე არ აუტეხო.-დამეთანხმა და შემომჩივლა:-ახლა, დებილი ან პანიკიორი არ გეგონო, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს, მართლა. თანაც, კარგი ინტუიცია მაქვს.
-დღეს მშფოთავი დიასახლისის ამპლუა მოირგე?!-დავცინე.
-კარგი რა კონსტანტინე!-ბავშვურად დაიტიტინა.
-კარგი ახლა!-დავუკიდე.
ოთახში შევაბიჯე.
სავარძელში გაძვალტყავებული, თვალებგადმოკარკლული და საოცრად ნერვიული შუახნის მამაკაცი იჯდა.
საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულს ჰგავდა, ნახევრად გამელოტებულ, კარტოფილის ფორმის თავზე ხელს ისვამდა და გრძელ, მოკაუჭებულ ცხვირს აცმაცუნებდა.
-ეს ახალგაზრდა ბატონი ბევრ ატმის ნერგს მოგიტანთ, თუ მის შეკითხვებს პასუხს გასცემთ.-ტკბილი ხმით უთხრა ინამ. ჩემზე ხელით ანიშნა და კაცმაც დამრგვალებული თვალები მე მომაპყრო.
აჰა, ანუ ატმის ნერგები მოსწონს?
დავიფიცებ, როცა შემომხედა ძარღვებში სისხლი გამეყინა.
თავადაც გაშრა.
უეცრად სკამიდან წამოფრინდა და კივილი ატეხა.
-შენ ხარ! მომაკითხე, რომ წამიყვანო! მაგრამ მკვდარი ხარ, მოკვდი, ტყვია მოგხვდა, ჩემი თვალით ვნახე!-გალიაში მომწყვდეული ფრინველივით მიაწყდა კედლებს და თაროებიდან გრძელტარიანი, ბასრი დანა გადმოიღო.
-მე, მე ვიღაცაში გეშლებით, თუ შეიძლება დაწყნარდით!-დავუყვირე სასოწარკვეთილმა.
უკვე ძალიან გვიანი იყო.
*********************************************************************************************************************************
ჩემთვის შევიგინე.
-მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ცუდი იდეა იყო.-მეათასედ გამიმეორა ინამ.
-ღმერთო ჩემო, ოდესმე გაჩუმდები გენიოსო?-გავბრაზდი.
მკლავს დავხედე. იმ შეშლილმა მხარში დამჭრა. ვენური სისხლდენა მქონდა. საავადმყოფოს მიმღებში თავადაც გადარეულივით მივქროდი.
-ინე?!-აკანკალებულ ხმაზეც კი მივხვდი როგორ გაფითრდა.
შევტრიალდი და ის დავინახე.ექთნის ცისფერი ფორმა ეცა. ამჯერად ქერა თმა ჰქონდა, სადად შეკრული და უკან გადაწეული. ნაცრისფერი თვალები შიშისაგან გაფართოებოდა.
-მე მივხედავ.-უთხრა ვიღაცას და დაფეთებული გამოიქცა.
-ეს, რა ჯანდაბაა კონტანტინე?! ხომ გეუბნებოდი!-ძლიერად მომქაჩა საღ ხელზე.
-შენც დაიწყე!-საცოდავად ავატრიალე თვალები.
-გამარჯობა!-მიესალმა ინა.
გაცნობის ტრადიციულმა რიტუალმა ჩაიარა.
ჩემს შეყვარებულს ამჟამად ლოლა ერქვა და წარმოდგენა არ მაქვს აქ რატომ მუშაობდა.
-კონტაქტების ამბავია.-განმიცხადა და ჭრილობა გამიწმინდა.-ნაკერი უნდა დაგადო, იხავლებ?
-გავძლებ.-უხეშად ვთქვი.-არ გინდა მომიყვე რანაირად ახერხებ მართლა სხვადასხვა ადამიანივით იცხოვრო?
-არ გინდა მოკეტო?!
-არა, არ მინდა! მგონი ვიმსახურებ მეტ სიმართლეს.-სერიოზულად გავფიცხდი.
-ახლავე წადი!-წამში გამიშვა ხელი და კატეგორიულად მიბრძანა.
-რა?-გავცეცხლდი.
-რაც გაიგე! არანაირი კომპრომისები, მოთხოვნები, შეზღუდვები და სტერეოტიპები! არ გაკმაყოფილებს ეს ურთიერთობა და წ ა დ ი!-დამიღრიალა.
-მისმინე ლოლა,-ძლიერად ჩავაფრინდი.-კარგად იცი, რომ ფიზიკური სიახლოვისათვის არ გხვდები, ჩვენ ერთმანეთს ვეხუტებით და იშვიათად ვკოცნით, უფრო შორს არც მივდივართ. მე მხოლოდ შენი პიროვნება მიტაცებს სულ ოდნავ მეტი მსურს ვიცოდე. თუ საერთოდ ამიკრძალავ ლაპარაკს, მაშინ ამ გრძნობას აზრი დაეკარგება.
-კარგი.-ჩაიბუზღუნა და განაგრძო.
გამიკვირდა.
********************************************************************************************************************************
სახლში ძალიან დაღლილები მივედით.
-არასწორად იქცევი ინე. დედაშენს უნდა უთხრა, რომ დაგჭრეს.-დამრიგებლური ტონით მითხრა და ტყავის ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა.
-ჰო, და ორი საათი გადაბმულად იტიროს.-შევუღრინე და დივანზე დავემხე. მკლავი მტეხდა.
-კარგი, ნება შენია.- თავი დამიქნია, შემდეგ კი ციმციმა ნათურები ჩართო. იასანისფერი შუქი მთელ სახლს მოეფინა.
-დამეხმარე.-მისავყედურა.
სანამ დანარჩენ ნათურებს ვასწორებდი, მანამდე გაიძრო ტანსაცმელი და ნახევრად გამჭვირვალე, იისფერი, ძალიან თხელი კაბა-ხალათი შემოიცვა. ასეთივე თხელი, შავი მაღალი წინდები მის ფეხებს, კიდევ უფრო ალამაზებდა.
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ქსოვილში გამოკვართული, სპილოსძვლისფერი, მარმარილოს ქანდაკებასავით ჩამოსხმული სხეული ხარბად ავათვალიერე. თავს ნადირად ვგრძნობდი, ის კი ჩემს მხვერპლს დაემსგავსა.
ფართო დივანზე წამოვკოტრიალდით. ფეხები კედელზე ააწყო და წიგნის კითხვა დაიწყო. მე გვერდით მივუცუცქდი და თავი დავადე. შეიძლება მამაკაცის მხრებს უნდა ეყრდნობოდეს ქალი, მაგრამ, ამ შემთხვევაში ის ჩემთვის საოცარი სიძლიერის განსახიერება იყო მასთან ყოფნა უსაფრთხოების შეგრძნებას მიქმნიდა.
თითქოს ჩემი სახლი იყო.
ძალიან შეცდა, როდესაც მითხრა, რომ ჩემი სახლი ვერ გახდებოდა.
თავს ასე კომფორტულად, ასე კარგად მხოლოდ მის გვერდით ვგრძნობდი.
შინ ვიყავი.
მაგრამ, ამ მყუდრობის განცდას მისი სუსტი სხეული, დაქანცული მხრები და ტალღოვანი თმის გაზაფხულის სურნელი იწვევდა.
გარეთ გაწვიმდა. დეკემბრისთვის ჩვეული, ტალახიანი წვიმა იყო. ჩვენს ფანჯრებზე იასამნისფერი ციალი ირეკლებოდა, რაც საოცრად ალამაზებდა წვიმას, მის ცივ წვეთებს.
მინები იასამნისფრად ტიროდა.
წიგნი გადადო.
-ერთ დღეს, როცა მიმატოვებ და შენ აუცილებლად მიმატოვებ, აქ შემოვიპარები და გავიხსენებ, როგორ ჩემებურად მიყვარდი, როგორ სითბოს ასხივებდა ეს სახლი დეკემბირს წვიმაშიც კი.-ნაზად აღნიშნა და სახეზე მოლურჯო ათინათმა გადაურინა.
მომენტალურად, ზამბარასავით დაჭიმული წამოჯექი.
-აღარასოდეს გაიმეორე ეს! შენი სკეპტიციზმი მანგრევს ლოლა, მანგრევ, შენ მე მთლიანად მანგრევ! -დავუყვირე. თავს ვეღარ ვთოკავდი. ცეცხლი წამეკიდა.
-მაგრამ, მე ვიცი რაც მოხდება ინე! შენც იცი ეს!-ტკბილად მითხრა. ლამის ცივი წყალი გადაასხა ჩემს მრისხანებას, მაგრამ მაინც გაღიზიანებული ვიყავი.
-არა, მე ეს არ ვიცი! ჩვენ არასოდეს არ დავშორდებით ერთმანეთს!-ჯიუტად გავიმეორე.
-შენც იცი, რომ ერთ დღეს, შენც გენდომება შვილები, ცოლი, ოჯახი, სახლი, სავსე სიყვარულით და მე ვერ მოგცემ ამ ყველაფერს! ჩვენ ვერ ვიქნებით ცოლ- ქმარი ინე! მე კი ვერ გავხდები შენი სახლი, სავსე სიყვარულით-ხმაში სიცხარე გაერია მასაც.
-კი მაგრამ რატომ? რატომ არ შეგიძლია ცოლად გამომყვე და ეს ყელაფერი მივიღოთ?!-რისხვრეულმა შევკივლე. ხმის ტონს ვეღარ ვარეგულირებდი.
-იმიტომ! შენ საერთოდ შემიძულებ! ამას კი მირჩევნია, რომ მოგბეზრდე და დამშორდე! მირჩევნია ზრდილობიანად მიმაბრძანო აქედან ვიდრე წიხლით მისროლო, ან საერთოდ თავად წახვიდე!-თვალებს გადარეულივით ატრიალებდა. ფეხზე წამოხტა და ხელები უმისამართოდ გაშალა.
-ეს არასოდეს მოხდება!
-შეწყვიტე!-დამიკივლა.
-შენ შეწყვიტე!-მეც დავუკივლე და მივუახლოვდი, თუმცა უკან დაიხია.
-არ შემეხო! იცი, რა შენ მოგწონს ეს ახალ-ახალი გმირების შენს ცხოვრებაში, თუმცა ოდესმე მოგწყინდება, რომ განსხვავებულ ქალს შეეგუო! სიახლე ყელში ამოგივა!
-არ შეგიძლია უარი თქვა ამ სიახლეზე ჩემი გულისთვის?-სასოწარკვეთილმა შევძახე.-მე, ხომ მჭირდები, რატომ მაიძულებ უარი ვთქვა შენზე, რატომ მექცევი ასე სასტიკად, რატომ მეუბნები, რომ დავშორდებით ლოლა... თუ არც ვიცი , ვინც ხარ!-გაოგნებულმა ორი ოქტავით ავუწიე ხმას.
-უკვე მოგბეზრებია. მოგბეზრებივარ. მოგბეზრდი ინე! მოგბეზრდი.-მწარედ ჩაიცინა. მომეჩვენა, რომ თვალები აუწყლიანდა.
-არა ლოლა, მე შენ მჭირდები გესმის, მე შენ უკიდეგანოდ, უსაზღვრდ, უმისამართოდ მჭირდები! შენ ჩემი გალაქტიკა ხარ! მთელი სამყარო და ასეთი ბანალური და სენტიმენტალური შენს გამო ვარ. მე შენ მთელი ორგანიზმით მიყვარხარ! აქამდე ეს არ მითქვამს, მაგრამ მე შენ მიყვარხარ! ძალიან, ძალიან მიყვარხარ!-ემოციურად წამოვიძახე.
-გთხოვ, კონტანტინე, ნუ მეტყვი იმას, რასაც უკან წაიღებ.
-არ წავიღებ, არა!-გავმწარდი.
-არა, ნუ მიკეთებ ამას!-ჩაიკეცა და ცხარე ცრემლით ატირდა.
დეკემბერი ტიროდა, ჩვენი სახლი ტიროდა, ჩვენი ფანჯრები ტიროდა, ჩემი ისიც ტიროდა.
ჩემი უსახელო ტიროდა.
იისფერი ხალათი ეცვა და იასამნისფერი შუქი ეცემოდა.
იასამნიფრად წვიმდა.
********************************************************************************************************************************
-დარწმუნებული ხარ, რომ ეს გინდა?-წყნარად მკითხა.
-კი.-თავი დავუქნიე და ნერწყი მძიმედ გადავყლაპე.-საბუთები თბილისის განყოფილებაში გადავგზავნე და ხვალ უკვე თანამშრომელს გამოგვიგზავნიან.
-ხომ იცი, რაც მოხდება, როდესაც სოსო ამას გაიგებს?-შეპარვით გამომხედა.
-მომკლავს. თუმცა, ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
-კონსტანტინე, გთხოვ! ცეცხლს ეთამაშები! დაიწვები! გაცამტვერდები!-შეშფოთებულმა ჩაილუღლუღა.
-საქმე მამაჩემს ეხება!-ტონს ავუწიე.-ვერ დავჯდები უსაქმოდ! ალბათ, ქვეცნობიერად ყოველთვის ამისკენ მოვილტვოდი!
-არ მინდა გული გეტკინოს!-ჯიუტად განაცხადა.
-წავედით.-მოკლედ მოვუჭერი და ძლიერად მივიხუტე.-ფრთხილად!-გავაფრთხილე და მის ტუჩებს დავეწაფე.
-იმედია, ის თანამშრომელი გამოგადგებათ.-ჩაილაპარაკა.
-იმედია.-კვერი დავუკარი და კარი გამოვიხურე.
ქუჩაში ერთად გავედით. ტაქსი გააჩერა.
-დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა მე წაგიყვანო?-შევთავაზე.
მუქი მწვანე თვალები გაუბრწყინდა.
-არა. ასე გაიგებ სად მივდივარ.-წარბები ეშმაკურად აათამაშა.
-ანუ სამი დღე ვეღარ გნახავ?-გავიბუსხე.
-შეიძლება მეტიც.-ჩაიცინა. ამ ბნელეთის ანგელოზს ჩემი წამება მოსწონდა.-ნუ მოიწყენ, ხომ იცი, მომეპრიანება და დაგირეკავ!
-არ ვიცი, ამის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია!-გავუჯავრდი.
-წადი! დაგაგვიანდა!-შემომიღრინა და ღიმილით მიიჯახუნა კარი.
სულელივით გამეღიმა.
ჯანდაბა!
არ შეიძლება, ასეთი ყოფილიყო!
პ.ს ვიცი, რომ ასე მალე არ ელოდებოდით დასასრულს. ეს მხოლოდ პირველი ნაწილია, ყველაფერი ისე წავიდა როგორც გავთვალე. მეორესაც აუცილებლად იხილავთ, ვეცდები მაქსიმალურად მალე დაგიბრუნდეთ. მიყვარხართ, იქნებ დასასრულზე დააფიქსიროთ თქვენი აზრი, გამახარებდით.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ახლა მემგონი ახალ ეტაპზე გადავა ისტორია, რაც უფრო საინტერესოს ხდის. იმედია დიდი ხნით ლოდინი არ მოგვიწევს და ნალწ გაგვახარებ. ძალიან ძალიან კარგი ხარ

 


№2  offline წევრი blue witch

Chikochiko
ახლა მემგონი ახალ ეტაპზე გადავა ისტორია, რაც უფრო საინტერესოს ხდის. იმედია დიდი ხნით ლოდინი არ მოგვიწევს და ნალწ გაგვახარებ. ძალიან ძალიან კარგი ხარ

უღმესი მადლობა, წარმოუდგნლად გამახარა თქვენმა კომენტარმა.

 


№3  offline წევრი მოცინარი

ახალი თავი მინდა ზიზოო :'( ვიცი რაღაც-რაღაცეები და ამიტომ არ გებუტები >:)
მოარჯულე რა შენი მუზა ცოტა <3 :დდ

 


№4 სტუმარი სტუმარი bibi

ეს ქაჯი რადღეშია ერთი..გლახად დაშპუნაობს თავის ნებაზე :დ რა განზომილებაა საერთოდ? უბრალოდ ადამიანი მაგდენს ვერ გაქაჩავდა.. ეს კოწიკაც რა ძაან დაამონე კაცია თუ პროპკა ბოლობოლო? :დ რამდენი ხანი გავიდა ქალო როდის გვაღირსებ ნიუსებს? :P პატარ-პატარა ნაგლეჯები მაინც მოყევი მომავლიდან სანამ ვიხილავთ? :დ აუ მინდაააააააა მოაყარე მალე რაა :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent