შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი მშობლები ტერორისტები არიან ასეთი ბომბა რომ გაგაჩინეს?!-4


9-01-2018, 16:13
ავტორი Tasska
ნანახია 2 815

ძალიან დიდი მადლობა ყველას
მე ყველა თქვენგანის კომენტარს ვკითხულობ, რაც ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. <3 თანდათან შევეცდები თავები უფრო გაზარდო. ძალიან მიყვარხართ
————————————-
თავი 4
უკვე სახლთან მივედით ამიტომ დიალოგი სახლში ასვლის შემდეგ გავაგრძელეთ.
-რა მოხდა და..შენ რომ წახვედი ცოტა ხანში მეც გამოგყევი მაგრამ ვინ გაცადა..იმ იდიოტმა დამიჭირა.
-ვინ გოგო?-გავაწყვეტინე ინტერესეიანი მზერით.
-ის ღამე ხო გახსოვს?
-მაგას რა დამავიწყებს-დავიწყე სიცილი
-და ის ბიჭი გახსოვს ზორბას უკან რომ იდგა როგორი იყო?
-დილით რა ვჭამე ის არ მახსოვს და ეგ მემახსოვრება შენი აზრით?-სიცილით ვუთხარი.
-იმაზე გეუბნები ლაწირაკიო შენზე რომ თქვა.
-აა ხოო, მივხვდი-ვუთხარი, თან პირი გავაღე და თავი უკან გადავწიე დემონსტრაციულად. მერე კინაღამ ბუზი შემიფრინდა და უცებ დავხურე. მაშო კი შიშისგან შეხტა და კინაღამ სკამიდან გადავარდა.
-კაი თუ გშია მე რაღას მერჩი, შედი სამზარეულიში, გამოაღე მაცივრის კარი და ცეცხლე რაც გინდა.
-ცეცხლი ჭამე შენ და ნავთიც დააყოლე ზემოდან.-მივახალე და ავხარხარდი (იმხელა ხმაზე რომ ამაზე სიცილიო რომ თქვა სიცილს შეურაცხყოფას მიაყენებ).
-ბუხარიც ხომ არ დავანთო ბარემ?-ისიც ამყვა სიცილით.
-კაი არ მოსულა ჯერ ზამთარი.. გააგრძელე რასაც ამბობდი.
-ხოდა მერე იმან რომ დამიჭირა - სად მიდიხარო მკითხა. მე კიდე ალბათ ვინმეში შეგეშალე, არ გიცნობ მეთქი. და იმან - მე არავინ მეშლებაო.
-ვაა ეგ რა კაი ტიპი ყოფილა -არ დავიშურე კომენტარები.
-მერე ისევ მკითხა - სად მიდიხარო? მეც ვუთხარი ბოლოს დაქალი უნდა მოვძებნო მეთქი და მაგას შენთვის არ ცალიაო. როგორ თუ არ ცალია მეთქი ვუთხარი თითქმის ყვირილით. იმან -კაი ქერა ნუ გეშინიაო. და ვინ ხარ მეთქი? და იმან - შენც ლაწირაკი ხარ გოგოო? მკითხა და მერე მივხვდი ვინც იყო და სახეზე ფერები შემეცვალა. და - კაი ნუ გეშინია არაფერი მოუვა ჩემმა ძმაკაცმა წაიყვანაო. ვინ და რატომ მეთქი. ვერ მივხვდი ვინ იგულისხმა. და იმან ის ვისაც ამდენი ხანი ელოდითო, ძველი ანგარიშები უნდა გაასწოროსო. და ხომ იცი ეგეთ მომენთებში მე რომ ვითიშები და სულ სხვა რომ ვხდები ხოდა მე რა უნდა მიქნა მეთქი და იმან - შენ არაფერი პრინცესა, უბრალოდ ყურადღება უნდა მიგაქციოო. -მითხრა ერთი ამოსუნთქვით თვალებგაბრწყინებულმა.
-კაი არ დადნე აქ კარაქივით. -ვუთხარი იცნებაში წასულს.
-ახლა ის მითხარი შენთან რა მოხდა?
მეც მოვუყევი ყველაფერი. ამასობაში საღამოც გავიდა და შუაღამეს ორივე გავითიშეთ.
რამდენიმე თვე ისე გავიდა არავინ გამოჩენიალა.
-აუ ეს ერთი თვეც როდის გავა.. ახალი წელი მინდა.
-შენ მაინც გეშველება რამე. თავისუფალი ხარ მაშო, სვეტლანასგან მე კიდე ერთი კვირა ტყუილად უნდა მაბოდიალოს.
-უთხარი მერე შენც აღარ მინდა ბიოლოგიაო.
-მერე მეტყვის თავიდანვე ბიზნესი რომ გდომოდა ჩემთან არ მოხვიდოდიო, ახლა მე კარგად მოგამზადებ, მერე კიდე თავიდან ჩააბარე ბიოლოგია და სამედიცინოზე გადადიო. ამიწყო ცხოვრება. კიდე კაი მისი გამოშტერებული ძმის შვილი არ გამირიგა თორე გავრეკავდი-ვუთხარი სიცილით.
-მერე უთხარი რომ მარტო არ გინდა კაცოო
-მერე შენ გაგიხსენებს და გეტყვის მოდიო და შენებს ეგონება რომ მანამდე ტყუილად ვიარეთ და არაფერი ვისწავლეთ.. და ნუმოკლედ სწორი იყო ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი მერე გაგახსენდებით მე და ბიოლოგიაო და მოგენატრებითო. ისე კი გამახსენდა მარა არ მომნატრებია-სიცილით გავაგრძელე.
-კაი შენ წადი მაშინ მე კიდე ბიბლიოთეკაში წავალ მანამდე გიგანმა რაღაც წიგნები დაგვავალა და შენთვუსაც წამოვიღებ.
***
-გოგო ბარემ მაღაზიაში შევდივარ და რამე ხოარ გინდა?-ჩამძახა ტელეფონში ტასომ.
-რაიყო გოგო ყრუ კიარ ვარ-მივახალე თან ყური დავიზილე.
-რავიცი მაინც ქუჩაში ვართ და ვერ გაიგებს მეთქი. მითხარი ერთი რამე გინდა?
-ელსევის შამპუნი წამოიღე ღია ფერის თმისთვის.
-აუ მე რომ ვერ ვხმარობ მაგას?
-მერე შენ სხვა იყიდე.
-იმეე არაფერი იცი შენ ეკონომიის-მომახალა სიცილით.
-რა ეკონომია აგიტყდა გოგო, ცხოვრებაში არაფერზე გაგიკეთებია და ახლა მაინც დამაინც ჩემი ლამაზი თმის ხარჯზე გავაკეთო?
-ასეთი ნარცისი როგორ ხარ აღარავიმ შემოგხწდავს-ტასოს კაკანი გავიგე ტელეფონში.
-ხოდა არაუშავს დავრჩები გაუთხოვარი-სიცილით მივაძახე მეც და ხალხის უცნაურ მზერას წავაწყდი. ახლა გამახსენდა რომ ქუჩაში ვიყავი.
-კაი წავედი თორე ამ ხალხმა გამხვრიტა მზერით. -ვუთხარი და გავუთიშე. თან ტელეფონს ჩანთაში ვდებდი როდესაც ვიღაც მომიახლოვდა.
-თუ არავინ გამოჩნდა მე გიშველი, ოღონდ შენი ლამაზი თმისთვის. - ვერ მივხვდი ვინ იყო და უცებ შევტრიალდი უკან. ნეტა არ შევტრიალებულიყავი..
-რა?-უცებ ვუთხარი ჩემ ცისფერთვალებას.
-რა და მე მოგიყვან ცოლად მეთქი-ეს მითხრა და გავშრი. თან შემეშინდა თან გამიხარდა.
-კაი არ მომყავხარ ჯერ ცოლად არ აკნავლდე ახლა გეხუმრე. -მოკლედ ეს არ აკნავლდე საფირმო ფრაზაა. მერე გავიაზრე ბოლო წინადადება და უცებ შევყვირე.
-ჯერ?
-ხო ჯერ-მითხრა ჩემი რეაქციით კმაყოფილმა.
-საერთოდ უცნობს?
-მაგას ეშველება.
-როგორ?
-როგორ და გავიცნობთ ერთმანეთს.
-იქნებ მე არ მინდა.-ვუთხარი ინტერესიანი მზერით. ეჰ ვის ატყუებ შე საცოდაო გინდა აბა არ გინდაა.
-ვიცი რომ გინდა მაშო.
-მე სახელი არ მითქვამს.
-მერე რაა. - მითხრა სიცილით. -კაი რომ არ გეწყინოს მეც გეტყვი.
-არ მაინტერესებს. -ჩემი ჭკუით მოვატყუე. -მე ახლა უნდა წავიდე, ნახვამდის.
-ნახვამდის პრინცესა. -მომახალა კმაყოფილმა.
რატომ აქვს ეს ვითომ კმაყოფილი მზერა, მინდა იქვე ავახიო. აუუ, ისე მისი სახელი კიდევ არ ვიციი, არადა როგორ მაინტერესებდა.. ფიქრები ტელეფონმა გამაწყვეტინა.
‘კაი აღარ მოგკლავ ინტერესით.
-დემეტრე’
***
ოხ მაშო რაა, ერთი საათი ვეგდე მაღაზიაში შენი შამპუნის გამო, არ მეგონა ამ პატარა საქართველოში ამდენი ქერა თუ იყო.. ვფიქრობდი ჩემთვის როცა გზაზე შავი Mერცედეს G ჩლასს გამოვარდა. კინაღამ დამეტაკა, მაგრამ თავის დროზე დამუხრუჭება მოასწრო. მე დაახლოებით ერთი წუთი გახევებული ვიდექი მანქანის წინ მერე კი გაცოფებული მივვარდი მძღოლის კარს საიდანაც ის ზორბა გადმოვიდა.
-შენ სრულ ჭკუაზე ხაარ? -ვუყვირე გაცოფებულმა.
-რას ერჩი ჩემ ჭკუას?-მომმართა ირონიულად. ვიღაცამ ვერ ვიტანო და და ახლა ხომ კარგად იტანს, ხეპრე.
-რა და კინაღამ დამეტაკე შე ჭკუანაკლულო.
-კინაღამ არ ითვლება ჩიტო.-მითხრა სიცილით. - და რომც დაგჯახებოდი დედამიწაზე ერთით ნაკლები ისტერიჩკა იქნებოდა.
ფუ ეს იდიოტი. ისტერიჩკას გაჩვენებ მე! ვიყვირე საკუთარ თავში მერე კი ერთი კარგად მოვუქნიე ხელი. მაგრამ დამიჭირა.
-კარგი ინსტინქტები მაქვს.
-ცხოველები არიან ინსტინქტურები, ჭკუანაკლულო. -მივახალე კმაყოფილმა და ხელის გათავისუფლება ვცადე.
-გამიშვი!
-კარგი-მითხრა წყნარად, მაგრამ უცებსამაჯური მომწყვიტა ხელიდან.
-რას აკეთებ დეგრადირებულო იდიოტო!
-გძარცვავ- მითხრა თან სიცილი დაიწყი და უცებ შეკუპდა მანქანაში. მეკი რამდენიმე წუთი ქუჩაში გახევებული ვიდექი.



№1  offline წევრი cicino

Dzalian momwons

 


№2 სტუმარი nini

Dzalian sainteresoa magram faqtebi dzalian nela vitardeba..???? titqos sainteredoa Da titqos ara???????????? yovelshemtxvevashi gelodebi ????????????

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან ვხალისობ ხოლმე ამ ისტორიას რო ვკითხულობ :დდ აი გოგონების აზრებზე ხო საერთოდ :დდ ძალიან კარგად ვითარდება მოვლენებიც და საინტერესო საკითავია ❣❣ უბრალოდ შეეცადე უფრო დიდი თავები დადო ❣

 


№4  offline წევრი Tasska

nini
Dzalian sainteresoa magram faqtebi dzalian nela vitardeba..???? titqos sainteredoa Da titqos ara???????????? yovelshemtxvevashi gelodebi ????????????

არ ვიცი, შეიძლება მართლაც ნელა ვითარდებოდეს, მაგრამ მე ვცდილობ რომ არც დავაჩქარო და არც ძალიან სევანელო, ასევე ძირითადად იუმორით ვწე რომ უფრო სახალისო იყოს. და არ იყოს მომაბეზრებელი. მივლენები უფრო ჩქარა რომ განვითარდეს ჩემი აზრით, ერთფეროვანი და უფრო მომაბეზრებელი გახდება. მადლობა აზრის გაზიარებისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ <3

სტუმარი ნინო
ძალიან ვხალისობ ხოლმე ამ ისტორიას რო ვკითხულობ :დდ აი გოგონების აზრებზე ხო საერთოდ :დდ ძალიან კარგად ვითარდება მოვლენებიც და საინტერესო საკითავია ❣❣ უბრალოდ შეეცადე უფრო დიდი თავები დადო ❣

მადლობა დიდი <3 მეც ვხალისობ ამ ისტორიის წერის დროს :დდ ვცდილობ თავების გაზრდას და ალბათ ნელ-ნელა გამომივა :დდდ

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

არაა უკვე მიყვარს ეს ისტორიაა :დდდ ძალიაან სახალისოაა მართლა და ძალიაან კარგად წერ :დდ ცოტა დახვეწე მაგრამ მაგას დროთა განმავლობაში მოევლება და ალბათ თავებსაც გაზრდი დანარჩენი ყვლაფერი მომწონს *--* ჰოდა წარმატებები ჩემო კარგო და არ დაიგვიანო <3

 


№6  offline წევრი Tasska

ტკბილიწიწაკა
არაა უკვე მიყვარს ეს ისტორიაა :დდდ ძალიაან სახალისოაა მართლა და ძალიაან კარგად წერ :დდ ცოტა დახვეწე მაგრამ მაგას დროთა განმავლობაში მოევლება და ალბათ თავებსაც გაზრდი დანარჩენი ყვლაფერი მომწონს *--* ჰოდა წარმატებები ჩემო კარგო და არ დაიგვიანო <3

ვცდილობ ვცდილობ :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent