შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი მშობლები ტერორისტები არიან ასეთი ბომბა რომ გაგაჩინეს?!-3


8-01-2018, 11:58
ავტორი Tasska
ნანახია 2 822

თავი 3
რამდენიმე კვირა მიიწურა და უკვე უნივერსიტეტიც დაიწყო.
-მაშო მალე გაემზადე რა..
-ხო ახლავე, შენ ერთი მზად ხარ მე რომ მელოდები?
-მე ყოველთვის მზად ვარ ფისო-წარბების თამაშით ვუთხარი მაშოს.
-მიდი, მალე. ხო იცი, ახლა გიგანის ლექცია გვაქვს.- შეშფოთებული ხმით ვუთხარი მაშოს.
-აუ ხოო, თან მაგან არც დასვენება იცის, არც არდადეგები, კიდე კაი დასვენებაზე სასწავლი არ მოგვცა, თორე ვაი ჩვენ დღეს- მხიარული და გამწარებული ხმით ამოიკნავლა მაშომ.
-წარმოიდგინე, სემინარი რომ გვქონდეს, პირველივე გაკვეთილზე უარყოფითი ქულა დაგვებედებოდა.
უკვე გავემზადეთ, მაგრამ როგორც ყოველთვის, მანქანის გასაღები სადღაც დავდე და დამავიწყდა.
-გეუბნები რაა, სკლეროზი გაქვს გაქანებული.
-ვსოო დაიწყო ამან ღადაობა, მაგდენ ტინგიცს ჯობია მომაძებნინო, თორემ გიგანი რომ ლანძღვას დაგვიწყებს მერე წავა ჩვენი საქმე.
-არა, მანამდე მე რომ მადექი თავზე ჩვენი მეზობელი გურანდასავით მოგეძებნა მანამდე-მომახალა გაღიზიანებულმა მაშომ.
-მანამდე მეგონა ჯიბეში მქონდა.
-ისე, შენ ხო ყველაფერს ბიუსჰალტერში იტენი, იქნებ ეგეც მანდაა.-სიცილით მომახალა მაშომ.
-ხოიცი, მანდ მარტო შპარგალკებს ვმალავ, მაგრამ დაიცა ვნახავ.
-ანასტასია ახვლედიანო, ახლა მანდ რომ გქონდეს, ჩემ თავზე პასუხისმგებელი არ ვარ!
-ოოო, გაგვიცხარდა მარიამი.-ვუთხარი მხიარულად.
-აქ არიიის!-ვიყვირე გახარებულმა.
-არა ხარ შენ ნორმალური, ამდენი ხანი რო მაბოდიალე გენახა წესიერად-თავში ხელი დაიშინა მაშომ და მოყვა ჩემ ლანძღვას.
-ისე, გასაკვირი არ იქნება, მაგ ბიუსჰალტერში ექსკალიბური, ან რაიმე ეგეთი იმალებოდეს, კარგად გადაამოწმე, იქნებ მსოფლიო ისტორიაში შეხვიდე.-მომახალა მაშომ და აქირქილდა.
მივედით უნივერსიტეტში და დაიწყო “სანატრელი” კურსელების პროშნაობა. დავრჩები ახლა ცალ ლოყაზე ლამაზად წასმული, მეორეზე კი მიტყლაპებული ტონალურით.
-ტასო, რომეო მოვიდა დაიმალე-მოკლედ, ჩემი მაშიკუნა რომ არ მყავდეს დამექცეოდა ქვეყანა თავზე.
ჩვენკენ მომავალ დათუჩის თავი ავარიდეთ და იქეთ დერეფანში გავედით, სადაც ვიღაცები გაცხარებულად კამათობდნენ.
-გოგო, ის გუგუშვილია ხო?-ინტერესნი მზერით ვკითხე მაშოს.
-ხო ეგარი, ისე ვერ გამიგია, ამ ბუნჩულა ბიჭს რა აკამათებს ხოლმე.
-გოგო მაგიშ ჯმა ჯაან ჯერშკი ტიპია ხო იცი-სვეცკურად ვუთხარი და ორივე ავკაკანდით.
-დაიცა, შევალთ ლექციაზე და დავაფქვევინოთ ერთი რა ხდება დუნიაზე.
-კაი ტასო ნუ მაცინებ, გაიგებს და მერე ეგონება რო მომწონს, ხოიცი ეგ სულ რო ვარდება ეგეთ რაღაცებზე.
-დაამთავრონ რა მალე, თორე გიგანი თუ დაგვინახავს გაგვაძრობს ტყავს მთელი სემესტრის განმავლობაში. მერე კიდე იქნება გადავრჩეთ, ვინმე ბედკრული დააცემინებს ლექციაზე და გიგანი მაგაზე გადაერთვება. ხოიცი, ეზიზღება ცინგლიანი ბავშვები მერე იტყვის -თქვენ აღგზნებულ, ბაცილებით სავსე ხაიერს რომ ვისუნთქავ, მარტო მაგაში მეკუთვნის ნობელის პრემიაო.-განვაცხადე და მივბაძე გიგანის არისტოკრატული კილოთი ნათქვამს.
ლექციაზე შესვლის დროც მოვიდა.
-აე, გუგუშვილი-დავუძახე და თან კაი ძმაკაცივით დავკარი ხელი მხარზე. ამას ასე უნდა მიმართო თორემ რამეს იფიქრებს.
-პრივეტ, საბა, მე და ტასო აქვე ვიყავით და ყური მოვკარით შენ კამათს. -თავაზიანად განუმარტა მაშომ.
-ხო, ჩემი ნათესავიც მაგაზე ამბობდა და მაინტერესებს რამე შარში ხომ არ გაეხვა მეთქი.
-აააა, ისეე ჩემმა ძმამ ზედმეტს არავის უთხრაო..-დაიწყო ბორძიკით ლაპარაკი.
-მერე ჩვენ ზედმეტები ვართ ბიჭო? ეგ როგორ გვკადრე-უთხრა მაშომ და სიცილს ძლივს იკავებდა.
-კაი ხო გეტყვით, მაგრამ არავის უთხრათ. რამდენიმე თვის წინ ჩემი ძმის საძმაკაცო ეკამათა ვიღაც სხვებს, ხოდა რამდენიმე კვირის წინ ჩხუბი ქონიათ რაა და ვიღაცა გოგოს ძაან მაგრად შეურცხვენია ჩემი ძმის ძმაკაცი. მთელი სასტავი გაცოფებულია, ვიღაც ლაწირაკი კინაღამ დაჯახებია და შეგირცხვეს ნამუსიო მიუძახებია.- ამის გაგონებაზე ცივმა ოფლმა დამასხა. -თან ეს ყველაფერი იმ ვიღაც ტიპების წინაშე გაუკეთებია. იმათ კი უთქვამთ, რომ შენ ლაწირაკებს მიხედე, ჩვენთან ჭიდილსო.-უცებ ამოფქვა საბამ.
-უი, მერე რას აპირებენ შენი ძმის ძმაკაცები?-კანკალით ჰკითხა მაშომ და სიმწრის ღიმილი აიკრა სახეზე.
-რავიცი, ჩემმა ძმამ, ჯერ იმ ორ იდიოტკას მოვუვლით და მერე იმ ტიპებსო, ისე წარმომიდგენია იმ გოგოებს რა დღე დაადგებათ, თან ის ბიჭი ძაან ვარდება როცა შეურაცხოფას აყენებენ.-სიცილით გვითხრა.
-კაი საბა ნახვამდის, ლექციაზე შევხვდებით.
ვუთხარით და წამოვედით.
-აუ ტაას მგონი დაგვერხა.
-კაი ნუ კნავიხარ რაა, თან შენ კიდე არაფერი, თუ რამე ხოიცი რა დაგაბარე სვეტლანას გამოცდის წინ, იმას დაამატე ის რომ ეს გამოთაყვანებული გუგუგშვილი არ დავინახო იქ თორემ ზეციდან მოგიღებთ ბოლოს ორივეს.-სიმწრით ვიხუმრე.
-გოგო ისე რამდენიმე კვირა ხო გავიდა, არამგონია კიდე რამე ქნან რაა, თან ხოიცი ეგ რანაირი სასტავია.
-უეჭველი ის მეორე სასტავი ან ძაან გოიმია, ან პირიქით ძაან მაგარი, ხოიცი გუგუშვილი აბუქებს ყველაფერს.
***
-ტასიკ დღეს წავიდეთ ხო მოლში.
-აჰამ, ისე, ძალიან გამიკვირდა ამ გუგუშვილს საიდან გავახსენდით დაბადების დღეზე რომ გვპატიჟებს.
-კიდე კაი მისი ძმა აქეთ არ არის. ისე გამიკვირდა, საბამ ისე აღწერა შურისძიება, კინაღამ ლედნიკი ვიქირავე და ვენოკების მზადება დავიწყე შენ სახელზე, არ მეგონა ასე თუ დაგტოვებდა. -სიცილით მომახალა მაშომ.
-ეტყობა, ჩემი ღიმილით მოიხიბლა. -არ დავაკელი ირონია და გავიცინე.
საღამოც მოვიდა. წვეულებისთვის მზადება დავიწყეთ. მე ცისფერი, მოტკეცილი, მუხლს ქვემოთ ქვედაბოლო და ზემოდან იმავე ფერის ტოპი, მაშომ კი ამავე სტილის ყვითელი მთლიანი კაბა. ორივემ მაღლები მოვირგეთ და წავედით რესტორანში. მთელ რესტორანში მხოლოდ გუგუშვილის მეგობრები იყვნენ. იქ ძირითადად ყველას ვიცნობდით, სხვები გავიცანით და დავიწყეთ “ქეიფი”. რამდენიმე ჭიქა დავლიეთ და საცეკვაოდ გავედით.
ცეკვით დაღლილი საპირფარეშოში წავედი. დერეფანში შევუხვიე თუ არა, ვიღაცა მომვარდა და კედელზე გამაკრო. სიმთვრალიდან უცებ გამოვედი, როცა ჩემზე ერთი თავით მაღალი მუქი მწვანე თვალებით სილუეტი დავინახე.
-რაიყო ტასს, გეგონე რომ აქ არ ვიყავი?
-ამდენი ხნის მერე რომ არ გამოჩნდი მივხვდი, რომ სირცხვილისგან ხალხში გამოსვლა გრცხვენოდა, ამიტომ მაგაზე სულაც არ მიფიქრია.-სასმელმა თავისი ქნა და გავუთამამდი.
-ჩემი ნახვის სურვილი გკლავდა?
-არა, ისეთი ამბები დადიოდა გუგუშვილის ძმის ძმაკაცი იმ გოგოებს თავბედს აწყევლინებსო, გელოდებოდით მე და მაშო.
-გოგოებს არა და შენ კი. -მითხრა გაცხარებულმა თან კარგად ამათვალიერა.
-კაი ახლა მეც მანქანით უნდა დამეტაკო? თუ შუა დაბადების დღეზე ლაწირაკი უნდა მეძახო? კაი, თუ გინდა საქმეს გაგიადვილებ, მითხარი როდის და მე თვითონ შეგივარდები მანქანის ქვეშ. -ვუთხარი ირონიულად, თან ერთი გავიბრძოლე თავის დასაძვრენად. მეტი არაა ჩემი მტერი, იმხელაზე აქვს შემოხვეული თავისი ტორები.
-მე შენ უკვე გითხარი, რომ ვერ ვიტან ირონიულად რომ მესაუბრებიან მეთქი.
-მეც გიმთხარი, რომ ვერ ვიტან გზაზე რომ მეღობებიან მეთქი.
ვუთხარი და ამ ზორბას ვიღაცამ დაუძახა.
-აუ, დამიბრუნდიიი რაააააა ჩემო შავო პანტერააა -გავიგე კევის დღლარჭუნით ნათქვამი და ბოლო ხმაზე ავკაკანდი.
-ხო მიდი, შენი ნადავლი გატრუნული გელოდება შავო პანტერა.
-გოგო! ნევებს ნუ მიშლი!-გაცხარებულმა მითხრა თან ერთი ხელი გამიშვა. მე დრო ვიხელთე და თავის სიმდიდრეში ამივარტყი მუხლი.
-ახლა შერცხვენილთან ერთად, დარტყმული ცხრა თაობა გეყოლება.-მივახალე და მაშოს ძებნა დავიწყე.
იმდენ ხალხში ძლივს ვიპოვე მაშო. არაფერი მიკოთხავს, ხელი დავავლე და გამოვაქანე რესტორნიდან. მანქანაში ჩავსხედით და წავედით.
-ძალიან მაინტერესებს სად ბრძანდებოდი?-განრისხებით მკითხა მაშომ.
-აუ ეგ არ მკითხო-ვუპასუხე სიცილით.
-კაი, მიდი ეხა, ამოღერღე თორე მომკლა ინტერესმა. ვინ იყო ერთი, როგორი იყო..
-რა ვინ იყო და როგორი? შენ დაგვინახე და არ მოხვედი შე მოღალატე?
-კაი გაგიჟდი გოგო? გგონია მე რომ დამენახეთ არ მოვიდოდი მაინც და სამახსოვრო ფოტოს არ გადაგიღებდით? ეტყობა სათანადოდ არ მიცნობ ძმობილო-მითხრა სიცილით.
-აბა რა მოხდა? ამიხსენი წესიერად.
-რა მოხდა და..



№1  offline წევრი cicino

Kargia momwons warmatebebi

 


№2 სტუმარი სტუმარი bella

aii udzalianmagresi iyo ra, shen arici rogor veli shemdegs

 


№3 სტუმარი kusa13

აუუფ შედარებით კაიმოზრდილი თავი იყოო ^_^ მომეწონააა ძალიააან :))) ჰოდა ველოდები შემდეგ თავს და ბიჭების სახელები მაინტერესებს თავის გვარიანაად :დდდ გელოდებიი**❤

 


№4  offline წევრი Tasska

cicino
Kargia momwons warmatebebi

მადლობთ <3

სტუმარი bella
aii udzalianmagresi iyo ra, shen arici rogor veli shemdegs

მადლობთ<3 და შემდეგი მალე დაიდება <3

barbarebibileishvilii
ai arvici martla kargi ara umagresi motxroba gamova ogond tu ese gaagrdzeleb da imedia shua gzashi weras ar miatoveb
mokled mxiblavs is rom mravalperovania ai rom ar mogbezrdeba wakitxva iseti
personajebi xo saertod
mokled dzalian magari gamodisss da malmale dade
ardagaviwydes magari gogo xar❣️

ძალიან დიდი მადლობა <3 შუა გზაში არ შევწყვეტ რა თქმა უნდა. და იმედია ისევ ასეთი მრავალფეროვანი და კარგი გამომივა ეგ უკვე ჩემ მუზაზეა დამოკიდებული :დდდ

kusa13
აუუფ შედარებით კაიმოზრდილი თავი იყოო ^_^ მომეწონააა ძალიააან :))) ჰოდა ველოდები შემდეგ თავს და ბიჭების სახელები მაინტერესებს თავის გვარიანაად :დდდ გელოდებიი**❤

უღრმესი მადლობა <3
ხო თავებს თანდათან გავზრდი. რაც შეეხება სახელებს :დდ შემდეგ თავში გაიგებ :დდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent