აღარასოდეს(3)
დიდიხნის სიარულის შემდეგ ეკატერინე დაიღალა და სახლში გადაწყვიტა წასვლა. რომ მივიდა ქრისტინე და გაბრიელი დახვდა. -სად ჯანდაბაში იყავი ეკატერინე? ტელეფონი იქ დაგვიტოვე, მთელი ღამე სადღაც გაქრი, ყველგან გეძებეთ-ქრისტინე გააფთრებული შეხვდა. -მშვიდად-გაბრიელმა ხელი მხარზე დაადო და დასვა-რამე მოხდა? ანასთან არ იყავი. -გასეირნება მომინდა, ეხლა კიდე არცერთის თავი არ მაქვს, მეძინება. -ეკატერინე, ხო იცი რო შეგილია ყველაფერი მოგვიყვე-ქრისტინეს ხმა დაურბილდა. -არა, არ ვიცი-ოთახში შევიდა და კარი გაიხურა. -მე მეგონა ესეთი ეკატერინე უკვე დიდი ხნის უკან დაიკარგა. -ქრის, აცადე. ყველაზე რთულად მან გადაიტანა ეს ყველაფერი. -მეც მომიკვდნენ მშობლები, მეც მომიწია მუშაობა და ოჯახის ზურგზე თრევა. -არ დაგავიწყდეს, სულ მუშაობდა, 2სამსახურში ერთად, დღე და ღამე. დროს არ იტოვებდა საფიქრალად, ეხლა გადაიწვა. ცოტახანი აცადე, ადრე ესეთი არც დადიოდა, ან უბრალოდ ვერ ვხედავდით. -აღარ ვიცი რა გავაკეთო, ეს ეხლა შენთან არის კიდევ რბილად, თორე რო წახვალ შეილება ჰაერში ამწიოს. -დრო ჭირდება. -რამდენი? -რამდენიც საჭირო იქნება. გინდა დავრჩე? -არა, მოვიფიქრებ რამეს, ალბათ დაიძინა კიდეც. -რო რამე მაშინვე დამირეკე. -კაი მადლობა-გადაკოცნა და გაუშვა. შემდეგ კი ოთახში შევიდა, ეკატერინეს უკვე გათიშულს ეძინა. გვერდით მიუჯდა და საბანი გადააფარა. -ზოგჯერ მგონია რომ რაღაცას მალავ, რაღცას მნიშვნელოვანს, მაგრამ არ მეუბნები-ეს ყველფაერი ხმადაბლა თქვა, იცოდა რომ რეალურად ამაზე პასუხს ვერასდროს მიიღებდა. ვერ გაიგებდა მის წარსულს. დილით ისე იქცეოდა თითქოს არაფერი არ მომხდარა. დგებოდა, სამსახურისთვის ემზადებოდა, საუზმობდა, სრულიად უემოციოდ იქცეოდა. -დღეს გვიანობამდე ვიქნები კაფეში, შენ შეგილია საღამოს წახვიდე-ეკატერინემ უთხრა. -არ არის საჭირო სულ მუშაობა, ეკატერინე ფული გვყოფნის. -მერე არ გვეყოფა. -ცოტა გაერთე, მე ვიმუშავებ. -არ მინდა, რადგან ასე ვთქვი, ესე იგი ასე მინდა. -კარგი. მეც დავრჩები. -არა, ქრისტინე. მარტო დავრჩები. -როგორც გინდა. გაბრიელი გუშინ ნაწყენი წავიდა. -დაველაპარაკები დღეს. -რამე მოხდა? -არა. -ეკატერინე, მეც ცუდად... -არ მაინტერესებს. ქრისტინე, კაფის გახსნას ვაგვიანებთ-ჩანთას ხელი მოკიდა და გარეთ გავიდა, ეზოში მათე დაინახა. -გამარჯობა?-მათე მიესალმა. -გამარჯობა. -შენმა დამ მთხოვა, იქნებ კაფეში მიგვიყვანოო. -მე არ მინდა, მადლობა. -რა გჭირს, ყავის დალევა ვერ მოასწარი? -არა, შენ შემხვდი და ხასიათი გამიფუჭდა. -ყავას კაფეშიც დალევ, ნუ ნერვიულობ ესე. ამ დროს ქრისტინეც გამოვიდა. -ბოდიში რო გალოდინეთ მათე. -შენ დას როგორც ჩანს არ უნდა ჩვენთან ერთად წამოსვლა. -რა? ფეხით გინდა წასვლა?-ქრისტინემ ეკატერინეს გახედა და ანიშნა დროზე ჩაჯექი მანქანაშიო. -ჰო, თქვენ ერთად წადით. მე ცოტას გავისეირნებ. -ეკატერინე, სირცხვილია... -არა, თუ უნდა ფეხით წავიდეს. ჩაჯექი-ქრისტინეს ეგონა მათე კარს გაუღებდა, მან კი ისევ დაიკიდა, თავისი კარი გააღო და ჩაჯდა. შემდეგ კი ქრისტინეს დაუსიგნალა აღარ ჯდებიო? ეკატერინემ გზა ფეხით გააგრძელა. ცოტახანში კი ტელეფონზე დაურეკეს. ანა იყო. -ალო? -ეკატერინე, სად ხარ? -სამსახურში მივდივარ. -გუშინ გაბრიელი დამადგა გაგიჟებული, ვერსად ვერ ვპოულობთო. -ხო, ვიცი. მაპატიე, ვსეირნობდი, ტელეფონი მაგათთან დამრჩა და ინერვიულეს. -კარგად ხარ? -არა. მერე დაგირეკავ კაი? -დღეს გამოხვალ? -ეხა ერთი ორი საათი ვიმუშავებ, მერე ლექცია მაქვს, გვიანობამდე ვმუშაობ. -მე შემოგივლი მაშინ. -კაი, მიდი. ანა ერთადერთი იყო რომელსაც 15წუთზე მეტი ელაპარაკებოდა ისე რომ არ დაეყვირა ან აგრესიულად არ ელაპარაკა. ქრისტინე და გაბრიელი მისი მშობლების სიკვდილის შემდეგ სულ ეხმარებოდნენ ეკატერინეს, ყველანაირად ცდილობდნენ გაემხიარულებინათ. მაგრამ არ გამოსდიოდათ. თავის თავში ჩაკეტილი იყო და არავისთან ურთიერთობა არ უნდოდა. კაფეში რომ მივიდა ქრისტინე და მათე უკვე იქ იყვნენ. -ყავას დალევ?-ქრისტინე მათეს ეკითხებოდა. -აჰამ. შენ დასაც დაალევინე თორე კლიენტები გაგექცევიან. -ძაან სასაცილოა-ეკატერინე შიგნით შევიდა, შემდეგ ფორმის ჩასაცმელად შევიდა საწყობში. შემდეგ კი გამობრუნდა-ცოტახანში ლექცია მაქვს, მერე მოვალ და მთელი დღე აქ ვიქნები. -კაი, მე 3ზე გავალ, რაღაც საქმეები მაქვს. 1-2 საათში დავბრუნდები. გაბრიელი დაგეხმარება. -სანამ მე არ ვიქნები ვინ დაგეხმარება? -მათე, გცალია?-ქრისტინე მათეს მიუბრუნდა. -ეხლა არა, მარა საღამოს კი. -ცუდია, რამეს მოვიფიქრებ-ქრისტინეს მათესთან ერთად უნდოდა მარტო დარჩენა, რომ არ გამოუვიდა ცხვირი ჩამოუშვა. -თქვენი მეგობარი ეხლა დაგეხმაროთ, მე საღამოს მოვალ. -არა, იყოს მადლობა-ეკატერინემ ყავის მოდუღება დაიწყო. -მადლობა დახმარებისთვის მათე, გადაგიხ... -არ მინდა გადახდა. დღეს მაინც არ მქონდა საქმე, კარგი ეხლა უნდა გავიდე. მადლობა ყავისთვის-ფული ამოიღო და მაგიდაზე დებდა მაგრამ ქრისტინემ გააჩერა. -შენ აქ მომიყვანე, ჩათვალე რომ ყავა მადლობა იყო. მათემ გაუღიმა, გადაკოცნა და გავიდა. -რატო ექცევი ესე? -მაპატიე? -რატო ესწერვები. -ყველგან დაათრევ, თუ მოგწონს ცალკე შეხვდი. ეს სამსახურია და არა გასართობი ცენტრი. -იცი რა, ძაან ტვინი წაიღე. აუტანელი გახდი. ამაზე არაფერი უპასუხია, ყავა დალია და იატაკის წმენდა დაიწყო. ცოტახანში კი ლექციაზეც წავიდა. უნივერსიტეტშიც ბევრი მეგობარი ჰყავდა. მაგრამ ძირითადად მაინც ბიჭებთან მეგობრობდა. შესაშვლელთან ლაზარე და ანა დახვდნენ. -შენ ლექცია გაქ ეხა?-გაკვირვებულმა კითხა ანას. -ეხა დამიმთავრდა, ლაზარემ მითხრა მე და მაგას ერთად გვაქო. ხოდა მეც შენი ნახვა მინდოდა. -აა. -გადასარევად გამოიყურები, ხასიათიც შესაბამისი-ლაზარეს გაეცინა. -მადლობა, თქვენც ასევე. შევიდეთ, მემგონი ისედაც დამაგვიანდა. -ერთხელ რო გააცდინო არ მოკვდები ეკატერინე. -ანა, ისედაც დაფინანსებით ვსწავლობ, სტიპენტია მაქვს და ვერ დავკარგავ. ვერ გავაცდენ. -სულ სწავლა და მუშაობა არ არის ცხოვრება. -ანა, გთხოვ. ყველას არ აქ საკმარისი ფული სასწავლებლად-შიგნით შევიდა და აუდიტორიისკენ წავიდა. ლაზარეც გაყვა. -ტყუილად იღრინები. თუ გგონია რო მაგით ვინმეს შეაშინებ. -არ გინდა ანას გაყვე? -არა, ლექცია მაქვს. -ლაზარე, სერიოზულად ნერვები მაქ მოშლილი. -მეც, შენ მიმატებ. -რა გჭირს? -არაფერი, ისე. შენ? -მეც. -კაია-ხელი გადახვია და შიგნით შევიდა. ლაზარეს უკვე დამუღამებული ჰქონდა მასთან ლაპარაკი, სულ ცინიზმით ელაპარაკებოდა და ანიშნებდა არ მაინტერესებს რატო ხარ ცუდად,მეც ეგრე ვარო. არ აძლევდა საშუალებას რომ დეპრესიაში ჩავარდნილიყო, სულ მის გაღიმებას ცდილობდა და არ ეკითხებოდა რა ჭირდა. ზუსტად ამიტომ ურჩევნოდა ბიჭებთან მეგობრობა. მთელი ლექციის განმალობაში ლაზარეს მხარზე ეძინა. ლექტორმა ერთხელ შეამჩნია, მაგრამ არაფერი არ უთქვამს. დაახლოებით იცოდა ეკატერინეს სიტუაცია ამიტომ უბრალოდ გააგრძელა ლაპარაკი. -კონსპექტებს მერე მოგცემ. სულ გეძინა. -ხო... ლექტორს ხო არ უთქვამს არაფერი? -კი, ესეთი დაუდევარი, არაპუნქტუალური და თავხედი ადამიანი არ მინახავსო. დღესვე დაელაპარაკება პროფესორებს რო მოგიხსნან სტიპენტია. -ჰა? -გეღადავე. -ძაან მაგარი ხარ. -გეყოფა, დღეს გცალია? -არა, კაფეში ბევრი საქმე მაქ. ქრისტინე სადღც მიდის და ვიღაც მაგის ძმაკაცს მტენის დაგეხმარებაო. -გინდა მეც დაგეხმარები? -არა, ცოდო ხარ. დაიკიდე. ეხა გაბრიელი ეხმარება. -მერე რა? საღამოს საქმე არ მაქ, მე და ანა ორივე დაგეხმარებით. -არა, კაი, თქვენი პრობლემები არ არის. მადლობა-გადაკოცნა და კაფეში წავიდა. ქრისტინე და გაბრიელი ახალი წასულები იყვნენ. კაფე ისევ გახსნა და რაღაცეების წინასწარ მზადება დაიწყო. მალევე მოვიდა მათეც. -გამარჯობა ბოსს. რითი დავიწყო? -მაინც მოხვედი. არაფრით, დაელოდე კლიენტებს. ეს გაიკეთე და შეკვეთები მიიღე-შავი წინსაფარი ესროლა და საქმის კეთება განაგრძო. -რა თავაზიანი ბრძანდებით. -ვიცი. -ღიმილი იცი რა ხილია? -თქვენ თუ ამ ყველაფერს გასართობად აკეთებთ, შეგიძლიათ ეხლავე წახვიდეთ. და თუ ჩემ დაზე შთაბეჭდილების მოსახდენად, მას ელაპარაკეთ და არა მე. -შენ დაზე შთაბეჭდილების მოხდენა რაში უნდა მჭირდებოდეს? -მე რა ვიცი. ერთად არ ხართ? -საიდან მოიტანე-მათეს გაეცინა. -მომეჩვენა. -ჩემზე ლაპარაკობს ხოლმე?-მათე სიცილს ძლივს იკავებდა. -კლიენტი შემოვიდა. შეკვეთა აიღე. -არის უფროსო-სერიოზული სახე მიიღო და კლიენტთან მივიდა. ეკატერინეს გაეღიმა, შემდეგ კი ისევ საქმის კეთება გააგრძელა. უკვე გვიანი იყო, კლიენტები აღარ იყვნენ. მათე მაინც არ მიდიოდა. ბოლოს ეკატერინემ გადაწყვიტა გაეშვა, ქრისტინე უფრო ადრე უნდა მოსულიყო, მაგრამ არ მოვიდა. -მისმინე, ეს ჩემი დის მოვალეობაა. წადი, მარტოც გავუმკლავდები, ეხლა ბევრი არავინ მოვა. -კაი. -კაი? -ხო, გეთანხმები. შენი დის მოვალეობაა. -კარგი. წადი. -ხო, კარგი წავალ. მარა ესე რატო მელაპარაკები? რამე დავაშავე? -არაფერი. -უცნაური ადამიანი ხარ, ვინც არ უნდა დაგეხმაროს მადლობას არასდროს ეუბნები? -მადლობა. საკმარისია? -სავსებით-წინსაფარი მოიხსნა, გადაუგდო და პალტო შემოიცვა-ნახვამდის-შემდეგ კი გარეთ გავიდა და მანქანაში ჩაჯდა. -ამას თავი ვინ გონია. ღმერთო... ცოტახანში ქრისტინეც შემოვიდა. -ბოდიში რო დავაგვიანე, დრო სულ გადამავიწყდა. მათე სად არის? -წავიდა. მთვრალი ხარ? -ცოტა... -შეგილია წახვიდე, კლიენტები აღარ არიან. -წამო ერთად წავიდეთ. -არა, მე გვიანობამდე ვიქნებით. -გეყოფა ეკატერინე, ფული საკმარისად გვაქვს. -მე ფულის გამო არ ვაკეთებ. მარტო მინდა ყოფნა. -კარგი... უბრალოდ გვიანია არ მინდა მარტო იარო. -არ ვივლი. ცოტახანში ლაზარე მოვა, დახმარება უნდოდა. ანაც. -ეხა რაღას დაგეხმარებიან? -და შენ რო მოხვედი ეხლა რითი მეხმარები? -მაპატიე.... -უბრალოდ წადი. -კარგი... ამ დროს ლაზარე და ანაც მოვიდნენ. -ადრე ხო არ მოვედით?-ლაზარეს გაეცინა-ქრისტი შენც აქ ხარ?-გადაკოცნეს და ეკატერინესთან მივიდნენ. -ხომ, მარა მივდივარ-ეკატერინეზე ნაწყენი გავიდა. -რას ერჩი შენ დას-ანამ ჰკითხა. -თვითონ რას მერჩის, მთელი ცხოვრებაა ჩემ განკითხვას რო ანდომებს? რომ როგორ ვბედავ და მისნაირად სიცოცხლით სავსე და გახარებული არ ვარ. -გეყოფა, ნუ გვგრუზავ-ლაზარემ წინსაფარი აიღო და გაიკეთა-თუ გინდა გათენებამდე ვიყოთ გახსნილები. მარა სასმელი ხოგაქვს? ფულს არ გახდევინებ, მაგრამ მთლად დებილივითაც არ ვაპირებ ყოფნას. -ეხლავე გამოვიტან რამეს-საწყობში შევიდა სასმლის გამოსატანად. -ანა, გეყოფა აღარ დაუსვა ესეთი შეკითხვები და ზოგადად ოჯახზე ლაპარაკს მოეშვი. კიდე უფრო იგრუზება. -გავიგე, მარა გეხვეწები აბა დავათროთ და ისე მოვიქცეთ თითქოს არაფერი მომხდარა? -შენ თუ კიდე ვერ ხვდები როგორ უნდა მოიქცე ეკატერინესთან საღოლ. ეყო დრამა უკვე ამას, პოზიტივი არ აწყენდა, ისე არც შენ. მთელი კვირაა სახე ჩამოგტირის. მაგრამ მეზარება და ამიტომ არ გკითხავ რა მოხდა. -მადლობა. -მეც ყველა მიყვარხართ-ლაზარემ გაიღიმა და ჭიქები დადო, გაამზადა სასმელისთვის. -ვისკი... არაყი დააა ეს არ ვიცი, როდინდელი კონიაკია, აირჩიეთ. -არაყი-ანამ მაშინვე უპასუხა. -შენ? -სულ ერთია. -იყოს არაყი-მაგიდაზე დადო და სამივე ჭიქაში ჩამოასხა. შემდეგ კი ერთიანად გადაკრეს. -აახ.... სულ დამავიწყდა რა სასტიკი გემო აქვს-ეკატერინე დაიჭყანა. -ეფექტი ხო საოცარი-ანას გაეცინა. -გეყოთ წუწუნი,ანა შენ ჩუ, სადაც დადიხარ ლამის პერსონალური ბოთლი დაგაქვს თან 2. -და ისე რო არავის არ ასმევს. -ფ... ვითომ შენ სვაავ რა, და ლაზარე კიდე სულ ბიჭებთან ერთადაა. -შაბათ-კვირას ბაკურიანში მივდივართ მთელი კურსი, წამოხვალ? -შენი აზრით? კაფე ვის დავუტოვო? -დახურე ერთი-ორი დღით. -ლაზარე, იღადავე ჰო? ვერ დავხურავ. თან ფულიც წამოსასვლელად... -ხო იცი რო ყოველ წელს გიო იხდის, მაგის მამის სასტუმროა ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ იფიქრებ მიზეზებს რო არ წამოხვიდე. გართობაზე გაქ ალერგია-ანამ კიდევ ერთი ჭიქა დაისხა და დალია. -ანა, მე მეზარება შენი თრევა სახლამდე. ეკატერინესთან დაგტოვებ ეხა იცოდე. -არ ვსვავ მეტს ხო. -ჰე, წამოხვალ? -ქრისტინემ დღეს ისედაც დაიკიდა კაფე. 3 საათზე წავიდა და ვიღც მათესთან ერთად დამტოვე. -მათე? რომელი ქავთარაძე? -ხო, რა იყო? -არა, მე მეგონა აქ არ იყო-ანამ თქვა. -ჩამოვიდა. -ფრთხილად მაგ ტიპთან, ონ ტავო... -ონ ტავო რა? ფსიხია?-ეკატერინეს გაეცინა. -არა, პრობლემური ადამიანია. ასე ვთქვათ პრობლემური ოჯახიდანაა, ყველას იშორებენ ვინც არ მოსწონთ, არ დაუახლოვდე. -არც ვუახლოვდები. ქრისტინეს ევასება. -ხო, ისე შენ დაში ყველაფერი მომწონს, მაგის გემოვნების გარდა-ლაზარემაც კიდევ ერთი ჭიქა დალია. -ისე, ოჯახის გამო ადამიანს ნუ განსჯით, არამგონია რომელიმე ახლოდან იცნობდეთ. -ეკატერინე, შენთვისვე ვამბობ, მაგრამ როგორც ვიცი ყოველთვის უკუღმა მოიქცევი. -არა, დაიკიდე ეგ. წამოვალ მოკლედ შაბათ-კვირას. ქრისტინემ თავის მათესთან ერთად მიხედონ კაფეს. გაბრიელი მოდის? -ჩვენ კურსზე ხო არაა, ამიტო არამგონია. გიო ამდენს ვერ თხოვს მამამისს რა. -ხო... მოკლედ 2დღე შემილია დავისვენო. ჯერ ფული გვყოფნის. -გყოფნის? შენ აქ იმხელა დროს ატარებ მემგონი მილიონები უნდა გედოს ანგარიშზე. -დროის გატარება ერთია, კლიენტურა მეორე ლაზარე. მოკლედ-მანაც ერთი ჭიქა გადაკრა და არაყი შეინახა-წავიდეთ. -შენი უჟმური ხასიათი კი მესამე, ესე ყველა კლიენტს გააქცუნებ. ჰა წამოდით, დაგარიქოთ სახლებში. -აუ ისე ლაპარაკობ გეგონება მთვრალი ვარ, ფეხითაც წავალ-ეკატერინემ კარი დაკეტა და წასასვლელად მოემზადა. -მოიცა რა, სად მიდიხარ. მოდი აქ-ხელი მოკიდა და მანქანაში ჩასვა, შემდეგ კი ანაც მიუსვა გვერდით. -ისე, ხო იცი როგორ მიყვარხარ ლაზარრეე. -აუ ეკატერინე, დათვერი უკვე ხო? ეს როგორ უნდა გიყავრდეს-ანას გაეცინა. -ანა თუ არ გიყვარვარ ჩამოგსვამ აქვე. -ისედაც მოვედი, გააჩერე. -სად მოხვედი, დაეტიე, მერე შენმა ძმამ უნდა მდიოს მთელ თბილისში ესე რო სადმე დაგტოვო. ეკატერინე სახლში ლაზარემ მიიყვანა, ფაქტიურად ხელით. იქ გაბრიელი, ქრისტინე, დიტო და ქრისტინეს კიდევ ერთი დაქალი ნია დახვდა. -ჰალოო-გაღიმებული შეეგება. -ლაზარე-ქრისტინე გათეთრდა-ვაიმე, ლაზარე რა მოაწევინა ჩემ დას-ფეთიანივით მივარდა ეკატერინეს-რა გააკეთე?! ჰა? -დამშვიდდი, ორი ჭიქა არაყი დალია. ძლივს კარგ ხასიათზეა გიხაროდეს მაინც. -მოვწიეეთ, გადავწიეთ მთელი ბალახიი. -რეებს ბოდავს ეს-გაბრიელს სიცილი აუტყდა-ლაზარე ნაღდად არაყი იყო? -არაყიი, არაყი და ლაზარე ჩემი სიყვარულია. -აუ დააწვინეთ ეს რა-დიტოც ბოლო ხმაზე იცინოდა. -ჰა ქრისტინე, ესეც მე დავაწვინო? თუ გაირყევი-ლაზარემ ეკატერინე სკამზე დასვა. -ხო, წამო... დი გაგიყვან. -კაი წავედი მე-ლაზარემ ქრისტინე გადაკოცნა. -ვაიმე ლაზარე მადლობა. ჯერ რო ძლივს და გამიცოცხლე და მერე რო მოიყვანე და სადმე სისულელეები არ აკეთა. -არაფერს-ქრისტინე გადაკოცნა და გავიდა. -წამო საძინებელში გაგიყვან. -არა, არავითარ შემთხვევაში. რას სვავთ?-შამპანური აიღო და ჭიქაში დაისხა. -აპაპაპ. ეკატერინე დღეს გეყოფა მგონი-ქრისტინემ ააცალა. -ანუ ესე, დას გაწირავ. მე კიდე დისშ... -ვსო, მართლა გეყოფა-გაბრიელმა მაშინვე მოწვა რისკენ მიდიოდა ყველაფერი, ეკატერინეს ხელი დაავლო და საძინებელში შეიყვანა. -არა, გაბო... უნდა ვთქვა... მოვუყვე... -არაფეირ არ უნდა მოყვე. მთვრალი ხარ და დაღლილი. დაწექი-ფეხზე გახადა და წამოაწვინა. -არ უნდა მოვყვე? შვილი რო მყავდა? ცო... -არა-გაბრიელმა მოკლედ მოუჭრა, არაფერი აღარ ჰკითხა და გავიდა. ეკატერინე აღარ ამდგარა და მალევე ჩაეძინა. დილით რომ გაიღვიძა გულმა კინაღამ დაარტყა. 12საათი იყო, სამსახურში დააგვიანდა. წამოხტა და ქრისტინეს დაურეკა. -ქრისტინე, სად ხარ? -კაფეში, დამშვიდდი. -მარტო? -არა, მეხმარება ნია. -დამელოდეთ, მოვალ ეხლა. -არა, ლექცია გაქ ცოტახანში, უნივერსიტეტში წადი. -კაი, მარა ლექციის მერე მოვალ. -არ მინდა, დღეს ნია დამეხმარება, არ აქ ამას სხვა საქმე. -კაი, გაგეღვიძებინე. -ტეხავს პახმელიაზე ძალით რო გაღვიძებენ. -მადლობა-გაუთიშა და მზადება დაიწყო-ეს როგორ მომივიდა... ან ორ ჭიქაში როგორ დავთვერი... ჩანთა აიღო და სახლიდან გავიდა. უნივერსიტეტში დღეს სამი ლექცია ჰქონდა, არც ლაზარე ჩანდა და არც ანა. მარტო ჯდომა კი ეზარებოდა. ლექციების დროს სახეზე წიგნს იფარებდა, ვითომ კითხულობდა და იძინებდა. სამი დამღლელი ლექციის შემდეგ კი უნივერსიტეტიდან გამოაღწია. შესასვლელში გაბრიელი დახვდა. -ვა, გაქ ლექციები დღეს? -ხო. -ვერავინ ვერ ვნახე, მარტო ვიჯექი სამ ლექციაზე. -არ წახვედი კაფეში? -ჩამეძინა და ქრისტინე წავიდა, ლაზარეს უნდა დავურეკო, გადავწყვიტე რო შაბათ-კვირას წავიდე ბაკურიანში. -კაფე? -კაფეს ქრისტინე მიხედავს, ან საერთოდ დახუროს. მართლა სულ მუშაობაში ხო არ გავატარებ დროს. -ოჰოო, არ მჯერა. ძლივს? გამოვფხიზლდით. -აჰამ, კაი წავედი. -მიდი. ეკატერინე კაფეში არ წასულა, ცოტა გასეირნება გადაწყვიტა. თითქოს ძლივს რაღაც ნათელი წერტილი გამოჩნდა, ვერ ხვდებოდა ეს რა იყო, მაგრამ თავს უკეთ გრძნობდა. რაღაცის სურვილი გაუჩნდა. გზაზე გადადიოდა როდესაც მანქანის სიგნალი გაიგო, გვერდით რო გაიხედა მხოლოდ შემდეგ მიხვდა რომ ავარიაში მოყოლას გადაურჩა. მანქანა ოდნავ მაინც დაეჯახა და ძირს დავარდა. არაფერი არ დაშავებია, მაგრამ შოკირებულ მდგომარეობაში იყო. მანქანიდან ვიღაც ბიჭი გადმოვიდა. -წინ არ უნდა იყურებოდეთ? კარგად ხართ? ეკატერინე? -მათე? ესე არ გევასები რო ჩემი გატანა გადაწყვიტე? -ძლივს ამოიღო ხმა, შემდეგ მათე მიეხმარა და ააყენა. -საავადმყოფოში წაგიყვანო? -არა, კარგად ვარ. -მაინც ყოველი შემთხვევისთვის, ტვინის შერყევა შეილება გქონდეს. -არ მინდა, მორჩა-ჩანთა აიღო ძირიდან და წასვლა დააპირა. -სახლში მიგიყვან, დაჯექი. მათე პასუხს არ დაელოდა და მანქანაში ჩაჯდა. ეკატერინემ კარი გააღო და მანქანაში ჩაჯდა. -სახლში მიდიოდი? -ხო. უნივერსიტეტიდან. -მე მეგონა კაფეში წახვიდოდი, სულ იქ ხარ. -მერე? -არაფერი. ისე. სულ დაღვრემილი ყოფნა სასარგებლო არ არის გულისთვის. -მადლობა. -კარგი, რა გითხარი ისეთი? -მანქანით გამიტანე. -მწვანე იყო ანთებული, წინ არც იყურებოდი, გამოშტერებულივით გადადიოდი გზაზე, თან გადასასვლელიც არ იყო, კიდე ჩემი ბრალია? -ანუ, მე გავიტანე ჩემი თავი მანქანით? მათეს გაეცინა. -სად ვცხოვრობ ეგ იცი რო არც მკითხე? -ვიცი. -საიდან? -სკლეროზი გჭირს? მე არ მოგაკითხეთ კაფეში წასაყვანად? -ა ხო. -მემგონი მართლა ტვინის შერყევა გაქ-სახლთან მიიყვანა და მანქანა გააჩერა-თავბრუ ხო არ გეხვევა? -არა, კარგად ვარ თქო. -ანუ არ მიჩივლებ? -დავფიქრდები. -აჰამ. კარგი, ბევრი არ იფიქრო, ტვინი გადაგეწვება. -სასაცილო ხარ. -შენ დაბნეული. -კიდე? აშკარად კარგად მაკვირდებოდი. -აღგწერო? -ხო, აბა იმ დღეს ისე მათვალიერებდი. -შენ თავზე შეყვარებული, ამპარტავანი, დაბნეული, ერთი თავხედი საყვარელი გოგო ხარ. -თავხედი? -ხო, აგიხსნა რას ნიშნავს ეს სიტყვა, თუ იცი? -კი, პირდაპირ შენ შეგესაბამება. -გადახვალ თუ ისე მოგწონს ჩემთან ლაპარაკი რომ სამუდამოდ დარჩები ჩემ მანქანაში? -დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი, მანქანაში შენ რომ არ იყო-კარი გააღო და გადავიდა, მათეც გადაყვა. -ეხლა სახლში უნდა ამომყვე?-სადარბაზოსკენ წავიდა, მაგრამ უცებ გაჩერდა რადგან თავბრუ დაეხვა, არაფერი შეიმჩნია და გზა გააგრძელა. საღამოს ლაზარეს და ანის მიწერა რო მიყვებოდა ბაკურიანში, ყველაფერი ჩაალაგა, უმეტესობა ნივთები ნაყიდი ჰქონდა. თბილი ქურთუკი,სპეციალური შარვალი სათხილამუროდ და ა.შ. -ანუ მარტო მტოვებ? ჩვენი კურის არ არის დაპატიჟებული?-ქრისტინეს გაეცინა. -შენ როცა გინდა წადი,ორივე ვერ დავტოვებთ კაფეს. თუ გინდა წადი, მე დავრჩები. -ოღონდ შენ ამ კაფეს დაანებე თავი და მთელი ცხოვრება მზად ვარ აქ დავრჩე. -ქრის, ვინმე მოიხმარე ხო? ცოდო ხარ მარტო-ისე თავბრუ დაეხვა და მაგიდას მოეჭიდა. -რა გჭირს? ისევ დალიე? -არა, რა დავლიე. ისე, დავიღალე ალბათ ლექციებზე. -კაი მე დავამთავრებ ჩალაგებას. -დღეს ისედაც ბევრი გააკეთე. -ეკატერინე, რაც შენ ჩვენი ოჯახისთვის აკეთე, როგორმე ჩემოდნის ჩალაგებას იმსახურებ. წადი დაწექი, ისედაც ფერი არ გადევს სახეზე. -ხო, კაი. ხვალ ადრე უნდა გამომიარონ, მადლობა. -მიდი. წავიდა და დაწვა. დილით მართლა ადრე მოუწია წასვლა. ბაკურიანში ყველა მკვდარი ჩავიდა, მაგრამ ეკატერინეს მაინც თხილამურებზე უნდოდა წასვლა, ყველა ატეხა მაგრამ ლაზარეს გარდა ვერავის წაყვანა ვერ მოახერხა. წესიერად სრიალი არც იცოდა, უბრალოდ თოვლი და ღრუბლიანი ამინდი უყვარდა. ტრენერი არც აიყვანა ისე გადაწყვიტა სრიალი. ლაზარე კი შეილება პროფესიონალ მოთხილამურედ ჩაგეთვალათ, ბავშვობაში სულ ბაკურიანში დაყავდათ, სნოუბორდი, თხილამურები, ციგურები, არ არსებობდა სპორტი რომელიც თოვლს ეხებოდა და ის არ ფლობდა. ამიტომ ის უფრო რთულად მოწყობილ ბილიკებზე სრიალებდა. ეკატერინემაც მე მარტო არ მინდაო და უზარმაზარ მთებზე აყვა. სრიალისას ისევ თავბრუ დაეხვა, ვერ დაინახა ტრამპლინი, შემთხვევით ახტა, თხილამურები შემთხვევით ერთმანეთში გადააჯვარედინა და დაეცა. 2წუთის განმალობაში იწვა, ვერ დგებოდა. ცოტახანში კი ვიღაც მივიდა და ადგომაში დაეხმარა. -შენ?-ეკატერინემ გაოცებულმა ახედა და როდესაც დაინახა ვინ იყო, გული გაუჩერდა, თვალებში დაუბნელდა და გონება დაკარგა. *** ვიცი გვიან დავდე მაგრამ ადრე რო დამედო უინტერესო იქნებოდა, რადაგნ ბევრი რამე უნდა დამეწერა რაც აღწერდა ორივეს ცხოვრებას, ან ეკატერინესას. ეხლა 1 ან 2 დღეში ერთხელ ვეცდები დადებას, რადაგნ დიდი თავები გამოდის. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.