შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულობიდან უსასრულობამდე II


10-01-2018, 20:54
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 158

„1“-ვიგრძენი ხელის შეხება რომელმაც დამატრიალა და უეცრად სასიამოვნო ტუჩებში კოცნამ საშუალება არ მომცა თვალები გამეხილა.. ეს ჩემი საახალწლო კოცნა იყო,სუნამოს ნაცნობმა სურნელმა მიმახვედრა ვინ იყო ჩემი პარტნიორი,მაგრამ თვალები მაინც არ გავახილე.. ისე ავეკარი გულზე.
ურყევად ვიდექით ვალსის მელოდიაზე,ვცოდი ეს დიდი შეცდომა იყო,მაგრამ არ მინდოდა წავსულიყავი.ვიცოდი ეს ნაბიჯი მას იმედს მისცემდა,მაგრამ მაინც არ ვჩქარობდი.
მელოდია დასრულდა თუ არა მაშინვე ჩამოვუშვი ხელები,თვალებში შევხედე და უკან მოუხედავად წავედი ნომერში.
გული ისე მცემდა მეგონა ცოტაც და საგულედან ამომივარდებოდა...
ანდრეი იმდენად მომხიბვლელი და ეფექტური ადამიანი იყო ვერცერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მის მიმართ გულგრილი ვერ დარჩებოდა,როგორც ჩანს ჩემზეც იმოქმედა,მაგრამ არც იმდენად რომ მის მიმართ შეხედულება შემცვლოდა.
სარკესთან პატარა სასაჩუქრე ყუთი დამხვდა,კესანებთან ერთად.. არ ვიცი გუდაურში კესანები სად ან ვინ იპოვნა,მაგრამ გამეღიმა.
საჩუქარი გავხსენი ნაზი კესანეს კულონი დამხვდა,თვლები ისე ბრწყინავდა რომ მომეწონა.ყელზე შევიბი და დასაძინებლად დავწექი.
დილით მეგობრებმა გამაღვიძეს,რომლებსაც აღარ სურდათ გუდაურში დარჩენა და თბილისში ბრუნდებოდნენ.რა საკვირველია მეც მათთან ერთად მინდოდა წასვლა.სამზადის შევუდექი..
მისაღებში ჩასულს ადმნისტრაციასთან ანდრეი დამხვდა,რომელმაც უცნაურად მიღმოდა.გუგამ შენიშნა თუ არა ხელი ისე შემომხვია თითქოს მართლა მისი საცოლე ვყოფილიყავი.
-კესო აქ დამელოდე ანგარიშს გავასწორებ და დავბრუნდები.-გუგამ მანქანაში დამტოვა და თვითონ სასტუმროში დაბრუნდა.
რამოდენიმე წუთში ჩემი კარები გაიღო.დავიბენი როცა ანდრეი დავინახე და კიდევ უფრო გავოგნდი,როცა ხელშ მაგრად ჩამავლო და მანქანიდან ჩემი გადათრევა სცდადა.
-რას აკეთებ?-ავღშფოთდი მე
-წამომყევი.-მისი ხმის ტონი ოდნავ გამკაცრებული მეჩვენებოდა.
-რას ნიშნავს წამოგყვე სულ შეიშალე?-ხმის ტონს მეც ნელ-ნელა ვუწევდი
-კი შევიშალე.-ანდრეიმ ხელში ამიტაცა და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანა.
ფეხით მივდოდით ამ ყინვაში.ზემოდან გვათოვდა,სულ გავითოშე,ჩემი ყვირილი არც ისე შორს ისმოდა,მაგრამ დანებებას არ ვაპრებდი..
ანდრეიმ პატარა ხის კოტეჯში შემიყვანა და ძირს დამსვა,მხოლოდ ამის შემდეგ შევწყვიტე ყვირილი და გაღიზიანებული ვუყურებდი.ვცადე გვერდი ამეარა და გარეთ გავსულიყავი,მაგრამ ნურას უკაცრავად...
-ანდრეი ჩემგან რა გინდა?-ვკითხე ლამის ყვირილით.
-ხმის ტონი აკონტროლე კესანე.-სიამოვნებას განიცდიდა ისე მიღიმოდა.
-რომ არ ვაკონტროლო რას იზამ? დამემუქრები? დამატყვევებ? მომკლავ? თუ რას იზამ ?-ჩემს სიტყვებზე კიდევ უფრო გახალისდა.
-გააჩნია შენ როგორ მოიქცევი იმის მიხედვით გადავწყვეტ.-დასერიოზულდა და დივანზე დაჯდა.
-მანტერესებს ჩემგან რას მოელი ანდრეი? რადგან ჩვენმა მშობლებმა იხუმრეს და დაგვნშნეს გგონია ცოლად გამოგყვები? მხოლოდ ამტომ მოგინდა ჩემთან ურთერთობა? აქამდე სად იყავი, ეს წლები რუსეთში რომ მკვიდრდებოდი „საცოლე“არ გახოვდა და ჩამოხვედი თუ არა მოგეწონე და უი „საცოლე“ გყოლია?-ცწიკვინებდი გაუჩერებლად. ბოლოს დავიღალე და დივანზე მეც დავჯექი.
-კესანე.. ეგ შენ არ გახსოვდა და არ იცოდი ჩვენი ბავშვობა. ლევანი გენერალური პროკურორი რაც გახდა შენ საზღვარგარეთ გაგგზავნა ძიძებთან ერთად რომ ჩვენთან კავშირი არ გქონოდა.შემდეგ მე წავედი რუსეთში,მაგრამ შენი ამბები სულ ვიცოდი,შენი ერთი სურათი შენვე დაბადების დღიდან ყოველთვის მქონდა.-გაოცებული სახით ვუყურებდი მას
-რას ბოდავ?
-თუ მაცდი მოგიყვები!-გადმომხედა და ისევ განაგრძო.-როცა დაბრუნდი მეც ჩამოვედი,მაგრამ ლევანი შენამდე არ მიშვებდა.რაც გარდაიცვალა ხომ შენთან მოკარება კიდევ უფრო შეუძლებელი გახადა ლალიმ.. ბოლოს კიი შევხვდი ჩემს კესანეს.. და აღარ ვაპირებ განშორებას..
-და ახლა ეს სისულელე უნდა დავჯერო?-ირონიულად ჩავიფრუტუნე.
-ჰოდა ამ სისულელეს საფუძველი გუშინ ღამის თორმეტ საატზე ჩაეყარა.-ისევ გამიღიმა მაგრამ ნაკლებად შესამჩნევად..
ვისხედით ხმის ამოუღებლად და ბუხარს გავყურებდით,გარეთ თოვდა.. ძალიან თოვდა..ჩამობნელდა.. არ ვიცი რამდენ საათი ვისხედით აქ,მაგრამ დარწმუნებული ვიყავი მეგობრები აქ არ დამტოვებდნენ..
ფანჯარასთან მივედი და ამოვიოხრე,კარები ჩაკეტლი არ იყო,მაგრამ როგორც ჩანს იცოდა ვერ გავდოდი თოვლში.
-ტყუილად ელოდები.. არავინ მოგაკითხავს.-თითქოს არაფერიო ისე თქვა.
-გამორიცხულია.. მე აქ არავინ დამტოვებდა.-დიდი სიამაყით წარმოვთქვი.
-დაგტოვეს ძვირფასო კესანე.. დაგტოვეს..
-შენ აიძულე?-ხელი ვკარი მას..მაგრამ რყევა არ ჰქონია ადგილიდან.
-მე არა.. ჩემმა ბიჭებმა.
-ვერ გიყან ანდრეი.
-ჰო ვიცი..
-ვერ მაიძულებ შენს გვერდით ვიყო.. ვერ მაიძულებ ცოლად გამოგყვე.
-მე არა.. თვითონ მთხოვ ცოლად მოგიყვანო.
-არასოდეს!
-არასოდეს თქვა არასოდეს.-დამცინა ანდრეიმ და კიბეზე ასვლა დაიწყო
ქვემოდან ჩანდა ზემოთ მხოლოდ საძინებელი იყო.. ანდრეი ქვემოთ აღარ ჩამოსულა,როგორც ჩანს დაიძინა.მე ლოდინ აღარ შემეძლო,არც მეძინებოდა.. მინდოდა ამ ჯოჯოხეთდან გავსულყავი.ჯოჯოხეთი იყო რადგან თავს გამომწყვდეულვით ვგრძნობდი,ჩემს გვერდით კი ანდრეი იყო,რომელიც მაშინებდა მისი რეპუტაციიდან გამომდინარე.
მიუხედავად იმისა რომ მის გვერდით ვცდილობდი უშიშარი და ძლიერი გამოვჩენიიყავი,მაინც ძალიან მეშნოდა მისი. არასდროს მქონია მსგავსი რეპუტაციის მქონე ადამიანთან შეხება. ვგრძნობდი მაგარ შარში ვიყავი და ეს ასე უბრალოდ არ დამთავრდებოდა.
თოვლის შიშს ვერადავერ ვძლევდი,ალბათ ბავშვობაში რაიმე ტრავმა მივიღე.. ზუსტად არ ვიცი.. თითქოს ერთიანად ვიყინებოდი ნაბიჯის გადადგმისას.
დივაზე მოვიკნუტე როცა ბუხარი ჩაქრა,პატარა პლედი მივიფარე რომ გავმთბარიყავი,მაგრამ დროდადრო სიცივე მაღვიძებდა.
დილით თვალები გავახილე თუ არა მივხვდი დივანზე არ ვიწექი.საწოლში ანდრეის გვერდით მეძინა.. არ ვიცი აქ თავი როგორ ამოვყავი,მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის საბანში ჩავიხედე.
-მანდ რას ამოწმებ?-დამცინავად მკითხა მან
-აა.. არაფერს.. შენ რა გღვიძავს?-ამიკანკალდა ხმა
-და მეძინა რომ?-ისევ დამცინა მან და საწოლიდან ადგა.. ისიც ჩაცმული იყო,ისევე როგორც მე.
-აქ შენ ამომიყვანე?
-არა შენმა საქმრო გუგამ.-ისევ დამცინა მან. და კიბეებზე ჩასვლა დაწყო.
მეც ავდექი.. ძალან ციოდა,ამიტომ საბანი მოვიფარე და ისე ჩავედი კიბეზე.სამზარეულოში შევდა და მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავა გამოიტანა.. თვალებს ვერ დავუჯერე ესეთი უზრდელი არ მეგონა.
ანდრეის ტელეფონმა დარეკა სანამ უკმაყოფილებას გამობთქვამდი.
უპასუხა თუ არა უკრაინულად დაიწყო საუბარი,ამიტომ ვერაფერი გავგე.ზარმა გაანერვიულა და ყავის ფინჯანი მაგდაზე დადგა.. ოთახში ნერვიულად დააბიჯებდა და თან საუბრობდა.ტელეფონი გათიშა თუ არა შემდეგ მე სემათვალერა,თავი გადააქნია და ხელში ამიტაცა.
-რას აკეთებ?
-გაჩუმდი.
ანდრეი თოვლში მიაბიჯებდა და თან სიგარეტს ეწეოდა.
მანქანაში ჩამსვა და დიდი გზას მშვიდად მიუყვებოდა.. ვერ ვბედავდი,რაიმე მეკითხა,მაგრამ სახეზე ალბათ გაურკვევლობა მეწერა.
მანქანას სიჩქარე გაუზარდა თუ არა დასრიალდა და უზარმაზარი ხრამისაკენ მივემართებოდით.ერთიანად ავკანკალდი,ვგრძნობდი როგორ მიახლოვდებოდა სიკვდილი..
ანდრეიმ მოახერხა და საჭე გაასწორა,ამოვიხვნეშე და მუხლები მკერდთან მივიტანე,თავი კი მუხლებზე დავდე.
-ჯანდაბა!მუხრუჭები არ მუშაობს.-პანიკური შეტევა მეწყებოდა უკვე.როგორ შეიძლება ადამიანთან 24 საათის განმავლობაში იმდენი რამე შეგემთხვეს,რომ დაიღალო.ვცადე არ ავკივლებულყავი,რომ არ დამებნია ის.
ანდრეიმ სიჩქარე ეტაპობრივად შეამცირა,მაგრამ ბოლომდე გაჩერება მანც ვერ შეძლო და ხრამის საპირისპროდ მდებარე ხეს დაეჯახა.თავი ოდნავ დავარტყი,მაგრამ ძალან მეტკინა,ანდრეი დარწმუნდა,სერიოზული არაფერი მჭირდა,ამის შემდეგ კი თავის დაცვას დაურეკა.
რამოდენიმე წუთში ჩვენთან ორი პრადო გაჩერდა.ანდრეიმ მანქანამდე მიმაცილა,ერთი თითქოსდასევდიანად შემომხედა და ზურგი მაქცია..
-სად მივდივართ?-ვკითხე მის დაცვას,როცა დავინახე ანდრეი ჩვენ არ მოგვყვებოდა.
-ქალბატონო სახლში მიგვყავხარ.
-და ანდრეი?
-......
პასუხი ვერ მივიღე,სიმართლე გითხრათ გამბედაობა რომ მქონოდა გაქცეული მანქანიდან გადავხტებოდი და ანდრეის გვერდით დავრჩებოდი,მაგრამ მე ამას ვერ შევძლებდი.
ისეთი პიროვნების გვერდით როგორიც ანდრეია ვიცი ვერასდროს ვიქნებოდი ბედნერი.. რომელ ბედნიერებაზეა საუბარი,როცა შესაძლოა სახლიდან გასული უკან ვეღარ დაბრუნდეს.ირონულად გამცინა და თავი ხელებში ჩავრგე.


პ.ს მოგწონთ?
მაპატიეთ დაგვანება..



№1  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგი იყო და მომწონს გააგრძელე და აგარ დააგვიანო kissing_closed_eyes wink

 


№2  offline წევრი naniko mindia

Dzan magaria supe ♥♥♥♥gagzele warmatebebs gisurveb ♥♥♥♥tavebi gazarde da male dade xolme
--------------------
lomidze

 


№3 სტუმარი მარი. ელ❤

აღარ დააგვიანოო ძალიან მაგარიაა და ეცადე თავები გაზარდოო ყოჩააღ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent