შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წელი (თავი 2)


10-01-2018, 21:55
ავტორი tvildo13
ნანახია 1 408

ახალი წელი
(თავი 2)
ბევრი ფიქრის მერე გადაწყვიტა ამდგარიყო და კაფეში მისი საყვარელი ჩაისთვის წასულიყო. ძილის დროს ფეხები დაბუჟებოდა, ამის გამო ცოტა გაუჭირდა სიარული. თბილად ჩაიცვა და კაფეში წავიდა, სადაც მისი საყვარელი ჩაი ელოდებოდა ბლინებთან ერთად. თითქმის უკვე 4 წელია აქ დადიდოდა და ჩვევად ექცა. როცა თავისუფალი დრო ქონდა აქ მოდიოდა და ფიქრებში ცხელ ჩაისთან ერთად იკარგებოდა.
იმდენად გაერთო ჩაის სმით და წიგნის კითხვით რომ ჩამობნელებაც კი ვეღარ გაიგო და მაშინღა შენიშნა როცა ფანჯარის მინაში გაიხედა რომ საკმაოდ დაღამებულიყო. ფული დატოვა და გავიდა. ავტობუსის გაჩერებაზეე იდგაა როცა ოდნავ თავბრუ დაეხვა მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქცია ეგონა უბრალოდ თბილი გარემოდან უცებ სიცივის განზომილებაში გადმონაცვლების ბრალი იყო.
სახლში რომ მივიდა ნიტამ მიწერა ჩამოდი გელოდებითო. ნიტასთან ვერ ვიტყვი რომ დიდი ხანი დაქალობდა, მაგრამ არც დაქალს არ ეძახდაა ერჩივნა მეგობარი გამოეყენებინა იმიტომ რომ მისთვის ეს სიტყვა უფრო კარგად ჟღერდა. ჩავიდა. ნიტას სხეულთან ერთად კიდევ 4 კაცის სხეული დალანდა და მაშინვე იცნო ნიტას დაქალები რომლებთანაც არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ერთ-ერთი ნიტას დაქალი ანკა რომელიც ყველაზე ძუკნაა იყო და არ გაუშვებდა ხელიდან არცერთ ბიჭს ქალდანის და გახლდათ. ხო გაგიგიათ რაც დედა ის შვილიო ოღონდ აქ სხვაგვარად იყო, რაც ძმა ის დაო.
მეგობარს გადაეხვია და ზრდილობის გამო მიესალმა გოგონებს. როგორც გაირკვა რაღაც პატარა ფართივით აწყობდა და-ძმა ქალდანი და იქ უნდა ასულიყვნენ. ამას ფართიც არ ეწოდებოდა უბრალოდ მეგობრების შეკრება მაგრამ მეგობრები არ იყვნენ.
მთელ სახლში ლუდის ბოთლები იყო მიმოყრილი . სვამდნენ და სვამდნენ. სიცილი და ღრეანცელი იყო ოთახში. სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა ქალდანი და აივანზე გასულ სანდრას უყურებდა.
თითქოს ნანობდა რასაც აკეთებდა მაგრამ თავი მაინც ამაყად ეჭირა. განა ჩემი გარეგნობის პატრონს თავი ამაყად არ უნდა ეჭიროსო ფიქრობდა და მერე ისევ ფიქრდებოდა როგორი დაუცველი იყო ეს პატარა არსება, რომელიც მგლის კლანჭებში გაება და ვეღარც დაახწევდა თავს.
აივანზე სუფთა ჰაერისთვის გავიდა. არ უყვარდა ესეთი რაღაცები, განა არ ეწეოდა და არ სვამდა . როგორ არა მის ასაკში ყველა ასე იქცეოდა. უბრალოდ ამდენ „უცხო“ ხალხში ყოფნა არ სიამოვნებდა.
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ ქალდანმა ხელები მოხვია წელზე. სანდრას არაფერი არ უგვრძნია ზიზღის გარდა. მის შეხებაზე გული ერეოდა. ხელები მოიშორა და ოთახში შევიდა. დუტის ქურთუკს ხელი სტაცა და ნიტას დაემშვიდობა. ბნელ სადარბაზოს ჩაუყვა. იცოდა რომ ქალდანი მოყვებოდა უკან მაგრამ არ გაჩერებულა. სიარულს უფრო აუჩქარა.
სახლამდე ესე იარეს მერე ქალდანმა მოაბრუნა და მისი გაყინული სხეული მარწუხებში მოიქცია. განძრევაც ვეღარ შეძლო სანდრამ. უკმაყოფილი სახით ელოდა როდის გაუშვებდა ხელს ქალდანი.
ქალდანმა საპასუხოდ ხელები რომ ვერ იგრძნო ხელი გაუშვა. უყურებდა და უკვირდა როგორ ვერ მოხიბლა აქამდე სანდრა. მხოლოდ რამდენიმე დღეღა რჩებოდა ახალ წლამდე .
დიდხანს უყურა და ბოლოს თქვა:
- იქნებ ხვალ გნახო?
- არა
- სადაც დადიხარ ხოლმე კაფეში იქ მოდი 8-ზე
სანდრას პასუხიც არ გაუცია ისე ავიდა სახლში. დიდხანს ფიქრობდა წასულიყო თუ არა. სხეული აძალებდა გონება კი დარჩენას სთხოვდა. ეუბნებოდნენ ყველა გასაჭირში გულს უნდა მოუსმინოო. როგორ უნდა მოესმა გულისთვის, როცა არაფერს ეუბნებოდა გული.
საწოლში დაწვა და ჭერს მიაშტერდა. წასულიყო და რომ ენანა. მაგრამ არ წასულიყო და მაინც ენანა. არ იცოდა ვერ გადაეწყვიტა. არ სურდა კიდევ უფრო გადაღლილიყო რადგან უკვე თავი სტკიოდა და საჩუქრებისთვისაც წასასვლელი იყო ახალ წლამდე 1 კვირა რჩებოდა.
დილით ადგა და გულის მოსმენა დაიწყო. ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. 5-ზე მიიღო გადაწყვეტილება , რომ წასულიყო. არ იცოდა სწორედ იქცეოდა თუ არა ,მაგრამ ახლა რო არ წასულიყო შეიძლებოდა ენანა და მერე მთელი ცხოვრება ვერ გამოასწორებდა.
არც გაპრანჩულა და არც მაკიაჟით გადაუტვირთავს სახე. მივიდა . ქალდანი ადგილზე დახვა ყავით ხელში. მიუჯდა . ქალდანმა კარგად აათვალიერა და ყავა მოსვა. სანდრამ ჩაი შეუკვეთა და ქალდანს შეხედა. ერთხანს ასე იჯდნენ შემდეგ კი საუბარი გააბა ქალდანმა . რაზე არ ილაპარაკა . ერთი-ორი სიტყვა ძლივს ალაპარაკა სანდრასაც.
ოჯახზე საუბარს რომ მოჰყო ხელი ქალდანმა, მაშინ დაიწყო საუბარი სანდრამ. აღარ გაჩუმდა. იმდენად ბევრი ისაუბრა ბოლოს დაიღალა კიდეც. მოუყვა მისი დის შესახებ როგორ ცხოვრობდა მის ქმართან ერთად პარიზში და ისიც კი აცნობა რომ 8 თვის ორსული იყო და სულ მალე ჩამოვიდოდა . ქალდანი ღიმილით აკვირდებოდა მის საუბარს და უკვირდა ასეთი როგორ შეიძლებოდა გამოეყენა.
დიდი ხანი იჯდნენ და ბოლოს სანდრას თვალები რომ მიელულა მაშინღა ადგნენ და წავიდნენ. სახლამდე მიაცილა ქალდანმა . შუბლზე თბილი კოცნა დაუტოვა და წავიდა.სახლში ავიდა სანდრა. ღიმილი არ შორდებოდა. სახლში შესულს მშობლების ჭიკჭიკი მოესმა და სამზარეულოში შევიდა. ორივეს მოეხვია. ძალიან ბედნიერი იყო ოღონდ თვითონაც არ იცოდა რა აბედნიერებდა.
იმ ღამეს დიდი ხანი არ დაუძინია. ღიმილიანი სახით შეჰყურებდა ჭერს. როგორ უხაროდა რომ არ ინანა წასვლა ან თუნდაც წავიდა. ძალიან ბედნიერი იყო.
ბოლოს თვალები დახუჭა, მაგრამ დღის ბედნიერება სიზმარმა გადაფარმა რომელშიც უამრავი შავი ბოლი იყო. რა იცოდა რომ მალე სიზმარი ცხადად გადაექცეოდა.

ძალიან დიდი ბოდიში ამდენი ხანი რომ არ ვდებდი მოთხრობის ახალ თავს. ჩემო საყვარლებო ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ. თუ რამე შენიშვნა გაქვთ დამიკომენტარეთ და გავითვალისწინებ და თუ მოგეწონათ იცით რაც უნდა გააკეთოთ <3 <3 <3



№1 სტუმარი მარიამმი

კარგია ძალიან მაგრამ ესე ნუღარ დააგვიანებ და უფრო დიდი თავები რო დადო კარგი იქნება^_^ *-*

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ოოჰოოოო მაგარი ჩანს <3 ველი გაგრძელებას

 


№3  offline წევრი tvildo13

მარიამმი
კარგია ძალიან მაგრამ ესე ნუღარ დააგვიანებ და უფრო დიდი თავები რო დადო კარგი იქნება^_^ *-*

უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო. აუცილებლად <3

ანი ანი
ოოჰოოოო მაგარი ჩანს <3 ველი გაგრძელებას

ვაიმეე ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო <3

 


№4  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ეს ისტორია რომ წავიკითხე ისე ველოდებოოდი და მეგონა აღარ გრძელდებოდა მაგრამ ახლა რომ დავინახე ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს ♥♥♥♥ ძალიაან გამიხარდაა და ძალიაან მომწონს ეს ისტორიაა ♥♥♥ და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს (მართალია არ მაქვს უფლება დაგვიანებაზე მე ხმა ამოვიღო მაგრამ გული ვერ უძლებს) ასეთი კარგი ისტორიის წაკითხვა ყოველდღე მინდა *---* და თავებსაც თუ გაზრდი მაშინ ვაფშე კამფეტ :დდ ♥♥♥♥ მოკლედ წარმატებები ჩემო კარგო და გელიი♥♥♥

 


№5  offline წევრი tvildo13

ტკბილიწიწაკა
ეს ისტორია რომ წავიკითხე ისე ველოდებოოდი და მეგონა აღარ გრძელდებოდა მაგრამ ახლა რომ დავინახე ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს ♥♥♥♥ ძალიაან გამიხარდაა და ძალიაან მომწონს ეს ისტორიაა ♥♥♥ და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს (მართალია არ მაქვს უფლება დაგვიანებაზე მე ხმა ამოვიღო მაგრამ გული ვერ უძლებს) ასეთი კარგი ისტორიის წაკითხვა ყოველდღე მინდა *---* და თავებსაც თუ გაზრდი მაშინ ვაფშე კამფეტ :დდ ♥♥♥♥ მოკლედ წარმატებები ჩემო კარგო და გელიი♥♥♥

ჩემო საყვარელო ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა შენი სიტყვები. უფრო დიდი შემართებით დავწერ შენი სიტყვების მერე მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent