რიტა (თავი მეშვიდე)
12.01.2012 8:13 მშვიდად სუნთქავს და მონოტორიულად აუდ-ჩაუდის მკერდი,მთელი ტანით გახვეულია საბანში და თბილ ზედაპირს ნაზად უხახუნებს ცხვირს,პირველადაა როცა ქალს ძინავს და მე მისი ყურება სიამოვნებას მანიჭებს....ნახევარი საათია რაც თვალ მოუშორებლად ვუყურებ და თითქოს დღის ენერგიას მისი მშფოთვარე ძილი მაძლევს,ნუთუ მიყვარს? ან იქნებ მისით ვცდილობ დანაკლისის შევსებას?თუ კი ასეა უნდა ვაღიარო,ძალიან კარგად გამოდის ყველაფერი,მაგრამ მიღირს ჩემი ბედნიერება მის უბედურებად? ნელა ვიწევი, ცხვირზე ვკოცნი,ვდგები და ოთახიდან ფეხაკრეფით გავდივარ,არ მინდა გაეღვიძოს,მისაღებში ჩავდივარ და ფანჯარასთან მდგარ ნოეს ვუახლოვდები. - ცოტნე - ღრმა ნაპას არტყამს და ფანჯარას თვალს არ აშორებს. - რა? - რიტა გიყვარს? - ვგრძნობ სითხე როგორ მეჩხირება ყელში და ხველებით ვცდილობ თავს ვუშველო,როგორღაც ვჩერდები,ვისკის ჭიქას მაგიდაზე ვდგამ,კოლოფიდან ერთ ღერს ვიღებ და ვუკიდებ,როცა ხვდება არაფრის თქმას ვაპირებ ისევ თვითონ აგრძელებს, ოღონდ ამჯერად ტრიალდება და თვალებში მაშტერდება - გიყვარს მეთქი? - არ ვიცი - ძლივს ვაბამ ორ სიტყვას ერთმანეთზე და ჩემი უსუსურობა მე თვითონ მღრღნის. - მაშინ თინეიჯერი გამო*ირებული ბიჭივით,რატომ იქცევი? საკმარისად არ მიიღე შენი? ისევ იგივეს რატომ აგრძელებ? - უცებ უწევს ტონს და გაავებულის მზერით მიყურებს,მე კი ამ საუბრის მიზეზში გარკვევას ვცდილობ - ისევ ლეა გიყვარს არა? - მორჩი! მგონი ეს თემა დავხურე მე! - ხო ცოტნე მეც მასე მეგონა....მეგონა ლეა წარსულს იყო ჩაბარებული,მაგრამ იცი როგორ მინდა აგიჭრელო ეგ სახე? როდიდან არის შენთვის მთავარი შენი მდგომარეობა? გეკითხები ცოტნეე! როდის აქეთაა სხვებს იყენებ შენი ბედნიერებისთვის? - ოდესმე გიგრძვნიათ, ერთ ძლივს შერჩენილ საყრდენ კედელსაც როგორ გაცლიან? როგორ ეხეთქებით მწარე რეალობას? ყველაფრის გამოსასწორებლად კი ძალიან სუსტი ხართ, მე ეს მაშინ ვიგრძენი ნოეს მონოლოგის დასასრულს უკან მიტრიალებულს რიტას წაშლილ სახეს,რომ შევეჩეხე,მთელი სხეული მიხურდა და განძრევასაც ვერ ვახერხებდი,არ ვიცი როგორ,მაგრამ ფაქტია სწრაფი ნაბიჯით მიახლოებული მხარზე ვიგდებ,მისაღებში ჩვენ ღრიალზე გამოვარდნილი ბავშვების გაკვირვებულ სახეს და რიტას განწირულ ყვირილს ყურადღებას არ ვაქცევ, გარეთ გავდივარ,მანქანაში ვსვამ და ჩქარა ვსწყდები ადგილს,ის კი გაუჩერებლად იმეორებს,რომ უკან დაბრუნების დროა,რომ ეს ყველაფერი ფარსია და მალე უნდა დასრულდეს,მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი ვიცი, მე დარწმუნებული ვარ,რომ ლეა არ მიყვარს,ჯანდაბა!...მე ძალიან კარგად ვიცი,რომ ლეა არ მიყვარს და არც არასდროს მყვარებია,სიყვარული ხომ მარადიულია,მე კი ვიცი,რომ ლეას მიმართ არანაირი გრძნობები არ მაქვს! ნუთუ ძნელი დასაჯერებელია? მანქანა ტრასიდან გადამყავს და შემაღლებულ ადგილზე ვაჩერებ, რიტა საუბარს წყვეტს, გაფართოებულ თვალებს ავლებს გარემოს და ბოლოს მე მაშტერდება, მანქანის კარს ვხსნი და გადავდივარ,ხარბად ვისუნთქავ ჯანგბადს და ვცდილობ გონებაში ყველაფერი დავალაგო. - რა ჯანდაბას აკეთებ?.....ცოტნე კითხვა დაგისვი! - ისიც მე მბაძავს,მანქანიდან გადმოდის,ხელებს ძლიერად ხვევს მკლავებს და ცდილობს შეპარული სიცივე როგროღაც უკუაგდოს - ცოტნე გესმის? - ხელებს ჯერ შუბლზე შემდეგ კი თმაზე ვისვამ და ბოლოს კეფას ვაბჯენ. - რიტა - თვალებს ძლიერად ვხუჭავ და ჩუმი ხმით ვიწყებ - მე მიყვარს შენი მწვანე მანტო და ის თუ როგორ ლამაზად გაქვს მორგებული ყავისფერი ცილინდრის ქუდი თავზე,ვიცი ყველაზე საშინელი დაწყებაა მაგრამ,არ დაგავიწყდეს,ფლირტში გამოუსადეგარი ვარ - ნერვიულად ვისვამ თავზე ხელს და ჩვენ შორის მანძილს უფრო ვამცირებ - ხო მე ძალიან მიყვარს შენი მწვანე თვალები,მაშინ როცა ყავისფერი ყველაზე მეტად მომწონს,მე ძალიან მიყვარს შენი სიმორცხვე და წითლად აკიაფებული ღაწვები როცა უპირატესობას თამამ გოგონებს ვანიჭებ,მე მიყვარს შენი ყველაფერი ის, რაც საშინლად ეწინააღმდეგებოდა ერთი თვის წინ ჩემ აზრებს,მე შენ არ მიყვარხარ რიტა,ან მიყვარხარ,არ ვიცი....შეიძლება ერთხელ წამომცდეს კიდეც,მაგრამ..... - მაგრამ? მაგრამ რაა? ცოტნე რა გინდა? იქმადე სანამ არ დაასკვნი გიყვარვარ ჩემი გამოყენების უფლება მოგცე? და როცა მიხვდები ლეა გიყვარს მასთან გაგიშვა? - ჩემი ნათქვამიდან მხოლოდ ეს გაიგე? - მე ის გავიგე რაც წესით შენ უნდა გეთქვა ცოტნე! - დროს გავასწარით რიტა,შენ ეს ყველაფერი დღეს არ უნდა მოგესმინა - თუ ნოეს საუბრას გულისხმობ,მაშინ მწარედ შემცდარხარ,კიდევ კარგი დღეს მოვისმინე ყველაფერი და მეტად არ გავეხვიე ამ ყველაფერში.....და საერთოდ ლეა ვინ არის? ცოტნე,მასთან რატომ არ ხარ? - მიმატოვა - ოხ ღმერთმანი,შენ კი გადაწყვიტე შურისმაძიებელი ბიჭის როლი მოირგო? - მისი ნათქვამით გამოწვეულ სიბრაზეს, არ ვაძლევ ყველაფრის გაფუჭების უფლებას....წამში ვფარავ ჩვენ შორის მანძილს და სხეულზე ვიკრავ,მთელი სივერულით ვაწყდები ბაგეებზე და გაშმაგებით ვუკოცნი,ნელა ვუცურებ წელზე ხელს, თეძოებზე ვუჭერ და კოცნას იქამდე განვაგრძობ სანამ ენაზე ბლანტ სითხეს არ ვგრძნობ შენდეგ კი დენდარტყმულივით ვცილდები,ჯაბდაბა!....მიკბინა. - ფუ ამის... - ცერა თითს ვიტარებ ტუჩზე და ირონიულად მომზირალს ვაშტერდები - მეტჯერ ლეა აღარ მიხსენო! ეს ჩვენი ბოლო საუბრი იქნება ლეაზე და შემდეგ სამუდამოდ დავივიწყებთ გესმის? - ვგრძნობ როგორ მიჭირს თავის შეკავება. - მეტჯერ ჩემთან მოახლოება აღარ გაბედო! და საერთოდ თუ აღარ გიხილავ მით უკეთესი! - ეგ ჩემი გადასწაყვეტია! ახლა კი ჩაჯექი სანამ გაიყინე,დღეს მოგიწევს მომისმინო - კარს ვუღებ,ვსვამ,მანქანას ვუვლი, საჭესთან ვჯდები და მთავარ მაგისტრალზე გასულებს ისევ რიტა არღვევს გამეფებულ სიჩუმეს. - ძალიან გეტკინა? - მოღუშული სახით მაკვირდბა და ცერა თითს ქვედა ტუჩზე მისვამს - მაგრამ შენი ბრალი იყო,ასე არ უნდა მომვარდნოდი და თან... - არაუშავს რიტა,სხვა დროსაც მომსვლია მსგავსი რამ,გადამეტებული ვნება ვნებს და..- სერიოზული ხმით ვეუბნები და ვამჩნევ ღაწვებს წითელი ფერი როგორ იმატრონებს,თვალებში კი სიავე ისევ ჩასდგომია. - ოხ! შენ თავხედო ნაძირალა! - მთელი ხმით ვიცინი,მის ხელს ვიღებ და დანიშნულების ადგილზე მისვლამდე არც ვუშვებ. ------------------------------------------------------------------------------------------------ - ცოტნე გვიანია უკვე,მოდი რაა სახლში დავბრუნდეთ,მერე ხო იცი რა ცუდი გზებია დაგვიღამდება და... - არაუშავს,აქ დავრჩებით..იქ არ შემარგეს საცოლესთან ერთად ძილი და იქნებ აქ მაინც დამრთოთ ნება? - ღმერთმა დამიფაროს შენ ცოლად გამოგყვე და საერთოდ როდის მორჩები ამ ტყუილებს? მე გათხოვებას არ ვაპირებ! - მოიცა და საყვარლობას? - ნელა ვაპარებ და საუბრისთვის მომზადებულს ჩემი სიტყვები უფრო ანრისხებს,ოოოხ....როგორ მიყვარს გაბრაზებულს ჭინკები,რომ უხტიან თვლებში,სახეს ასერიოზულებს,ტუჩს გამომწვევად იკვნეტს,საროჩკის საყელოს მისწორებს და თვალებში ვნებიანად მაშტერდება. - მშობლები დაგრთავენ ნებას? - ერთი,ორი,სამი და ძლივს შეკავებულ სიცილს თავისუფლებას აძლევს,ხარხარებს და ჩემ სახეზე უფრო მეტად ემატება მხიარული ნოტები - აუ ეს ორი დღეა რაღაც კარგ ხასიათზე ვარ,ბაკურიანის ჰაერმა იმოქმედა ალბათ - მცილდება და მარანში შედის,უკან მივყვები,იატაკზე დადებულ ორ პუფს აერთებს და ზედ მოწყვეტით ეცემა - დავიღალე და ძალიან მშია! ნება იბოძე და როგორც გამომაქციე იქედან,ისე მომიარე,არც ტანსაცმელი მაქვს და ვგონებ არც საჭმელი! - მე აქ სალაპარაკოდ მოგიყვანე,მაგრამ თუ ისედაც მენდობი და ჩვენი სიყვარული იმდენად ძლიერია ახსნას არ ექვემდებარება შეგვიძლია ვჭამოთ - და რა გეგონა აბა მოვკვდებოდი შიმშილით და გულისყურით მოგისმენდი? დავიღალე,ვჭამოთ და შემდეგ აუცილებლად მოგიწევს ყველაფრის ახსნა! ________________________________________________________________________ 12.01.2012 12:45 თვალებს ვახელ,წამოწევას ვცდილობ და დაბინდული თვალებით ვათვალიერებ გარემოს,რეზი აქ არ არის,ნუთუ წავიდა?დამტოვა? ჰმმ....გუშინაც მე,რომ არ მეთქვა იქნებ არც დარჩენილიყო,გულს შერჩენილი ბედნიერებისკენ მიმავალი ერთი ძაფიც სწყდება და მწვავე ტკივილი მთელ სხეულს ედება,დამძიმებულ ქუთუთოებს ძლიერად ვაჭერ ერთმანეთს და ვცდილობ მოწოლილ ემოციებს თავი დავაღწიო,ღვაწებზე მარილიანი სითხე სრიალდება და ვაცნობიერებ,გრძნობებმა ისევ დამამარცხეს,კარის ჩხაკუნზე ვფიხზლდები,ო ღმერთო,ოღონდ ახლა არ შემოვიდეს და არ აღმოჩნდეს,რომ ტყუილად ვინერვიულე თორემ ახლიდან მომაწვება ემოციების ტალღა....ნახევრად გახსნილ კარში,ახალგაზრდა ექთანი შემოდის და მატყობინებს,რომ ვარჯიშის დროა,მართლა წავიდა? ჯანდაბა! ეგ ნაძირალა....რა გავაკეთე ასეთი,ასე,რომ მსჯის? ექთანი ჩაცმაში მეხმარება და სულ ორიოდე წუთით მტოვებს მარტო,ყავარჯნებს ვეყრდნობი და ვცდილობ მარტომ გავიარო,ჩრდილს ვამჩნევ და სახეს სწრაფად ვაბრუნებ უკან,ექთნის უდიერად დატოვებულ ღია კარში,სილუეტს ვლანდავ.. - რეზი - ჩუმად ვლუღლუღებ და ახლა ფიზიკურად კი არა სულიერადაც არ შემიძლია ფეხზე მყარად დგომა,ხელში მაკდონალდსის პარკები უჭირავს და ყურებამდე გაღიმებული მაშტერდება მუქ მწვანე თვალებში,პროდუქტს მაგიდაზე ალაგებს, მიახლოვდება,წამით წინ გაუნძრევლად მიდგება შემდეგ, ერთ ხელს კისერზე,მეორეს წელზე მიცურებს და ტუჩებზე ძალიან ნაზად მეხება,შუბლს შუბლზე მაბჯენს,მაწვალებს,ცხვირს ხან ლოყაზე ხანაც ცხვირზე მიხახუნებს და ტუჩებს აცმაცუნებს,ვეღარ ვითმენ,ყავარჯენს ხელს ვუშვებ,კისერზე ვხვევ და ჩემკენ უფრო ვქაჩავ,ეღიმება - შენ ძალიან ცუდი ბიჭი ხარ! - ძლივს გასაგონად ვბუტბუტებ და მისი გავარვარებული ტუჩები საბოლოოდ მიბინდავს ცნობიერებას. ________________________________________________________________________ 12.01.2012 18:37 უკვე ერთი საათია გადაუღებლად წვიმს,ჭექა-ქუხილი და ქარი ბავშვობიდან ჩემი სუსტი წერტილია,საშინლად არ მიყვარს,რიტა კი პლედ შემოხვეული უკვე დანაყრებული გემრიელად შექცევია ჩაისა და შოკოლადებს,ჰყვარებია ასეთ ამინდში სახლში ყოფნა,მარანის წინა ოთახში ვართ მაგრამ ჯერ ღვინის ხასიათზე ვერ მოვიყვანე,გაუჩერებლად აცმაცუნებს პირს და ხან რომელ შოკოლადს აგემოვნებს,ხან რომელს, ამის შემდეგ ღვინოს არც გავაკარებ,აწყენს. - არ გინდა? - ერთ-ერთ შოკოლადს მიწვიდს და მოთხვრილ ტუჩებზე ენას ნაზად იტარებს,როგორ მინდა ახლა შოკოლადში ამოვლებული ტუჩები გემრიელად დავუკოცნო,ვუახლოვდები წინ ვუჯდები და ახლოს ვწევ - აპაპპპ! აქ რაღაცის ასახსნელად არ მომიყვანე? - ცერა თითს მიღერებს და დაბნეული ისევ შოკოლადებს აჩერდება - კარამელის უნდა იყოს სადღაც,აბა გაიწიე მანდ დავაგდე? - ისევ საკუთარ საქმეს უბრუნდება და მტოვებს ასე წყურვილ მოუკვლელს,მსიამოვნებს ჩემთან ასეთი გახსნილი,რომ არის,როგორ არ მინდა ასეთი მომენტი ლეაზე საუბრით გავაფუჭო მაგრამ,სანამ დროა ყველაფერი უნდა გავარკვიო - აბა ცოტნე,არ გინდა ამიხსნა დღეს რა მოხდა? - ლეა ჩემი პირველი სიყვარულია - ჩუმი ჩახველების შემდეგ ვიწყებ,ვბრუნდები და ფანჯარას ვაშტერდები - 16 წლის ვიყავი პირველად,რომ დავინახე,შენ არ იცი მაშინ რა ძნელი იყო ჩემთვის ვინმეს შეყვარება,მაგრამ დავინახე და თითქოს სიცოცხლეს ფერები ისევ დაუბრუნდაო,მაშინ მე და ბიჭებმა ნიკო დავკარგეთ, ჩვენი ბავშვობის მეგობარი, ნიკოლოზ ლერიანი, გეცოდინება ცუდი პერიოდი იყო,17 წლის გამოასალმეს სიცოცხლეს,მე მეძინა,ძმას მიკლავდნენ და მეძინა,ნოე და ნიკო ნაჩხუბრები იყვნენ და შესაბამისად მანაც არაფერი იცოდა,ძილბურანში მყოფი კარზე გაბმულმა ბრახუნმა მომიყვანა გონს,გაღების თანავე შემოვარდა სახლში ზურა,ნიკოს მამა,გაგიჟებული დაიარებოდა სახლში და ყველა კუთხე-კუნჭულს ათვალიერებდა, ნიკო სად არისო,რომ იკითხა თითქოს იქ დამთავრდა ყველაფერი,ვგრძნობდი რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო მაგრამ რა ვიცოდი უკვე მომხდარი,რომ იყო?საყელოში მწვდა და კედელს მიმანარცხა,გაგიჟებული ღრიალებდა ჩემი შვილი სად არისო,ვიღაცამ დაურეკა,ხელი შემიშვა და უპასუხა,გარკვევით გავიგე,აცნობეს ნიკოლოზ ლერიანი გარდაიცავალა,ზურა შვილი დაგეღუპაო, მუხლებზე დაეშვა და საკუთარ თავს დაუწყო რტყმა,იმ წამს ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა - ამოვისუნთქე და გაშეშებულ რიტას გავხედე,თითქოს 10 წელი შეჰმატებოდა მის უნაკლო სახეს და მხოლოდ თვალები ჰყიდდა - ნოკოლოზის გარდაცვალებიდან სადღაც 4 თვეში გავიცანი ლეა,ჩემი სადარბაზოს წინ ვიჯექი და მორიგი შეტევის შესაჩერებლად ვიკრებდი ძალებს,ასე მჭირდა,3 აპრილის შემდეგ ასე ვიყავი,ნიკოლოზი გარდაიცვალა და ყველას ცხოვრებაში სიბნელის ნაპერწკალი აკიაფდა,გაღიმებისთნავე კრუნჩხვებში ვვარდებოდი და მთელი სხეულით ვთრთოდი,თითქოს უფალი მსჯიდა,ჩემ ძმას გულში დანას უამრავჯერ ასობდნენ და მე მეძინა,გვერდით მომიჯდა და აკანკალებულს მხრებზე ძლიერად მომეჭიდა,დაწყნარებისკენ მომიწოდებდა - ცოტნე - ვეღარ შეიკავა თავი,ატირდა და მომეხუტა,მკლავები ძლიერად შემოვხვიე და მოტკბო სურნელი მძაფრად შევიგრძენი - იმ დღეს ლეა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა,მაგრამ მალევე დასრულდა ყველაფერი,თურმე ჩემი შიშით ერთი ლეო ვერ ეკარებოდა,ეგონა შეყვარებულები ვიყავით და თავს შორს იჭერდა მისგან,აი ლეას კი სიგიჟემდე ჰყვარებია, ჰო და ჩემ დაბადების დღეზე მთვრალს წამოსცდა,ვხვდებოდი მის სიახლოვეს ვერ გავჩერდებოდი,უფრო ვატკენდი ამით და იმ ღამეს ბოლოჯერ ვნახე,ბარგი ჩავალაგდე და ინგლისში გადავბარგდი,ჩემი წასვლის შემდგომ ჩამოსცილდნენ აჩისაც და საერთოდ ყველა მოვწყდით ერთმანეთს,მაგრამ რეზი,რატი და ნოე მაინც დაუბრუნდნენ ერთმანეთს,სხვა დანარჩენს თვითონაც მიხვდები,7 წელი ვიცხოვრე იქ და როგორც ხედავ ახლა აქ ვარ. - მე....მე ძალიან მეწყინა ნიკოლოზის ამბავი - მომცილდა ცრემლები შეიმშრალა და მრავლისმთქმელი თვალებით დამაკვირდა - ახლა? ახლა ცოტნე? ლეა ნახე? - კი,ერთხელ ჩაის სახლში - მერე? - რა მერე? - ცოტნე...შენ ლეა....ის ისევ გიყვარს და.. - მე ლეა არ მიყვარს და არც მყვარებია! - არ გინდა,ასე შორს ნუ შეტოპავ,ყველაფერი დავასრულოთ ცოტნე,შენ ჩემთან ისეთი ვერასდროს იქნები როგორიც ლეასთან,გესმის? - მე მხოლოდ ახსნას ვაპირებდი და არა შენი აზრის მოსმენას! რადგან ვამბობ,რომ არ მყვარებია და არც მიყვარს ანუ ასეა რიტა! - დგება და ფანჯარასთან მიდის,ხუთ წუთს ჰყოფს ჩუმად და შემდეგ ჩემკენ ტრიალდება. - შენ ასეთი გრძნობით ჩემზე არასოდეს ისაუბრებ ცოტნე! - ასეთი გრძნობით ყველა იმ ადამიანზე ვისაუბრებდი ვინც მაშინ იმ საშინელი დღეების გადატანაში დამეხმარებოდა რიტა! - შეშდება,თითქოს მთლიან სათქმელს ამ წინადადებით გადმოვცემ და ისიც უფრო ადვილად იაზრებს,მართალი ვარ! მე ლეა იმ ყველაფრის გადატანაში დამეხმარა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ აუცილებლად უნდა მიყვარდეს. - მე მჟავე ყურძნის გემო მაქვს და არა მხოლოდ....სურნელიც - უცებ უხვევს თემას და გაკვირვებული ვაშტერდები - არა? - მე შენ მართლა მიყვარხარ რიტა! - ვუახლოვდები და ჩემთვის საყვარელ,მათრობელა ტუჩებს დაუკითხავად ვიპატრონებ - იცი? საერთოდ მეღვინეებს გვჭირდება ერთი მჟავე ყურძნის გემოს მქონე საყვარელი ქალი! - ჩუმად ვბუტბუტებ და სასურველ სხეულს უფრო ახლოს ვიკრავ. ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის <3 გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და დამდეგ ძველით ახალ წელს კი ადრეა ძალიან მგარამ არამგონია მალე დავდო შემდეგი <3 იმედი მაქვს მოზრდილი და მსუყე თავია <3 სურათზე ცოტნე და რიტაა <3 იმდენი ხანი ვეძებდი,რომ მგონი ამის გამო ვერ დავდე ამდენი ხანი :დდ ისე კი გატყუებთ დღეს დავასრულე წერა :დდდ მოკლედ ბევრი,რომ არ ვიბოდიალო იმედი მაქვს მოგეწონებათ და ისიამოვნებთ <3 მიყვარხართ მე თქვენ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.