შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებაში ყველაფერი სულ შემთხვევით ხდება თავი მეხუთე


11-01-2018, 16:30
ავტორი Mariami 1408
ნანახია 2 115

მათი შემხედვარე გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. რაღაც საშინელება ვიფრძენი, საშინელი გრძნობა. ცრემლები მომაწვა და ახლა ყველაზე მეტად ის მინდოდა რომ ტირილით გული მეჯერებინა. იმ წამში ცრემლები წამომივიდა და ჩემს თავს ვეუბნებოდი არ მეტირა. გულის წვა ვიგრძენი, აქამდე შეუცნობელი ტკივილი, რასაც გულის გატეხვა ჰქვია. ყველაფერი მტკივა დავუძლურდი, ანდრეა შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი არია ყველაფერი თავდაყირა დააყენა...
-მომშორდი კახპა-დაუყვირა ანდრიამ გაცხარებული. ტუჩებიდან მოიშორა და გვერძე გაწია
-მაგრამ მაგრამ ჩვენ ხომ გვიყვარს ერთმანეთი-ამოილუღლუღა დიანამ
-კი გვიყვარს პრესის წინაშე ისე კი ჩემთვის არაფერს წარმოადგენ(ანდრეა)
-ეს კახპა გიყვარს არა?-ხელი ჩემსკენ გამოიშვირა დიანამ. ამ დროს მივხვდი როგორ გაბრაზდა ანდრეა, მივხვდი რომ კარგი არაფერი მოხდებოდა. გაშლილი ხელი პირდაპირ მისკენ მიქონდა როცა წინ გადავუდექი
-ანდრეა ნუ დაეცემი ამ დონემდე, შეგიძლიათ თქვენი პრობლემები სხვაგან გაარჩიოთ მაგრამ ეხლა აქ ჩემს სახლში უფლებას არ მოგცემ ქალს ხელით შეეხო(მარიანა)-ანდრეა ერთხანს გაკვირვებული მიყურებდა შემდგომ გვერძე გამწია და დიანას მხარში ხელი ჩაავლო ტაქსიში ჩასვა და უკან დაბრუნება უბრძანა.
ნერვებ აშლილი შევვარდი სახლში და მანქანის გასაღები ავიღე
-სად მიდიხარ?(ანდრეა)
-სახლში-ვუთხარი გაბრაზებულმა
-არსადაც არ წახცვალ(ანდრეა)
-სულ შენ შეგეკითხები ეხლა-ვუთხარი გაბრაზებულმა სახლიდან გამოვვარდი და მანქანაში ჩავჯექი. გაზსს რაც ძალა და ღონე მქონდა მთლიანად მივაჭირე. 1 საათში გასავლელი გზა ნახევარ საათში გავიარე და სახლშიც მალევე მივედი. დაუძლურებული შევედი სააბაზანოში და თბილ წყალში ჩავწექი. როგორც ყოველთვის ამ თერაპიამ იმოქმედა ჩემზე. ცოტა დამშვიდდი და ყველა ფიქრი უკუ ვაქციე, ცოტახანი ანდრეაც და ის გომბიოც ამოვიგდე თავიდან და რაც ძალა მქონდა მოვდუნდი,თვალები დავხუჭე და სასიამოვნო რაღაცაზე ფიქრი დავიწყე.
გადავწყვიტე მომავალი რამოდენიმე დღე საერთოდ აღარ შევხვდე არც ანდრეას და არც მეგობრებს,უბრალოდ სამსახური და სახლი.
დაღლილი შევედი ოთახში ჩემი საღამური ჩავიცვი და გადავეშვი სიზმრების სამყაროში.
დილით ადრიანად გავიღვიძე, ცხელი წყლის აბაზანა მივიღე და ჩემი უზარმაზარი გარდერობი გამოვაღე. ჯინსის შარვალი ჩავიცვი ზემოთ კი ზედა დეკოლტიანი და ზურგმოხსნილი. თმა მაღლა ავიწიე და ტრადიციულად რამდენიმე კულულა ჩამოვიგდე. ჩანთა გადავიკიდე ფოტოაპარატი ავიღე და გარეთ გავედი. ტაქსი გავაჩერე და შევეცადე ყველანაირად ამომეგდო თავიდან ანდრეა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი.
ოფისში შესვლისთანავე მეჩეხება ვიღაც გოგონა
-მაპატიეთ მე..-ამბობს დაბნეული ხმით
-ახალი ხარ ხო?-ვეკითხები ღიმილით
-მე ხო ახალი ვარ და-მეუბნება დაბნეული ხმით
-რაგქვია?(მარიანა)
-ლილი
-ლამაზი სახელია-ვეუბნები ღიმილით და გადასაღებ ოთახში შევდივარ. დიდხნიანი და დამღლელი იყო პროცესი. ამ ქეთევანს ვერაფერი შევაგნებინე ცოტაც და ყურებიდან ბოლს გამოვუშვებდი. ბოლოს როგორც იქნა შევძელი რამენაირად გაადამეღო ფოტოები მაგრამ სახლში 12 საათზე წამოვედი. გადავწყვიტე ფეხით გამევლო, რათ მინდა ეხლა ტაქსი თან ცოტა სუფთა ჰაერსაც ჩავყლაპავ. ჩემ ჩიხში შევუხვიე როდესაც იქვე მდგომი კაცები შემეჩეხა
-ჰეი ლამაზო-მითხრა ერთმა. მათ ყურადღება არ მივაქციე და გავიარე
-შეხედე ყურადღებასაც არ გვაქცევს-ჩაილაპარაკა მეორემ და მხარში ხელი მტაცა რაც ძალა და ღონე ქონდა ძირს დამახეთქა.
-დამანებეთ თავი-ვუთხარი შეშინებულმა. ერთ ერთი კაცი ჩემსკენ დაიძრა
-შენთან ხომ არ გავერთო ლამაზო-თქვა და ჩემსკენ გადმოიწია. მივხვდი რომ მშველელი არავინ იყო. თვალები რაც ძალა და ღონე მქონდა ისე დავხუჭე.
უეცრად დარტყმის ხმა გავიგონე, ჯერ ერთი თვალი გავახილე შემდეგ მეორე და დავინახე როგორ ურტყამდა ანდრეა იმ კაცებს.
შემდგომ ისიც ვიგრძენი როგორ ამიყვანა ხელში. მას ავხედე წარბი და ტუჩი ქონდა გახეთქილი.
-ანდრეა მოიცა ჩემითაც შემიძლია სიარული(მარიანა)
-ვხედავ როგორც შეგიძლია სიარული მითხრა გაღიზიანებულმა. ასე ხელში აყვანილი მიმიყვანა სახლში. შიგნით შესვლისას მივხვდი რომ ისიც ნაცემი იყო,ხელი ჩემზე გადმოვახვევინე და ოთახში შევიყვანე რომ დამეწვინა.
მე პალტო გავიხადე ჩანთა კი იქვე მივაგდე.
სააფთიაქო წამლების ყუთი ავიღე და მეც ოთახში შევედი. სახე ახლოს მივუტანე და წარბის დამუშავება დავიწყე, შემდეგ ტუჩზე გადავედი
-კარგი ეს დამუშავებული გაქვს ეხლა დაიძინე მე გავალ-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი როდესაც ხელზე ხელი ჩამავლო.
-აქ იყავი რა მარიანა-მითხრა მმუდარე თვალებით. მე შევყოყმანდი თუმცა მაინც მივიწექი გვერდით თავი გულზე დავადევი და თვალები დავხუჭე
-რა საყვარელი ხარ როცა გძინავს-მომესმა ანდრეას ხმა
-მე მეგონა უკვე გეძინა-ვუთხარი და თავი ავწიე
-ეხლა ვაპირებ დაძინებას(ანდრეა)
-თუ გინდა მე გავალ ვუთხარი და ფეხზე ადგომა დავაპირე
-არა მარიანა დარჩი მითხრა და ისევ მის გულზე დამადებინა თავი. ასე კარგად არასდროს მძინებია,მის ხელებში ისე წყნარად ვიყავი მოთავსებული ბედნიერებისთვის სხვა არც არაფერი მჭირდება ამ ცხოვრებაში სრულიად არაფერი.
დილით ანდრეაზე ადრე გავიღვიძე, ადგომა მოვინდომე მაგრამ იმდენად ძლიერი მკლავები იყო ლამის მომახრჩო. ძლივ ძლივობით ავდექი და სამზარეულოში შევედი, საუზმე გავამზადე შემდეგ კი ყავა დავასხი თან ჩემთვის ვღიღინებდი "feeling good".
ყავა გავამზადე და შემოვბრუნდი როდესაც მომღიმარი ანდრეა შევნიშნე
-შენ როდის გაიღვიძე-ვუთხარი დაბნეულმა
-იმას მაინც ვუყურე როგორ აკეთებდი საუზმეს-მითხრა მომღიმარმა
-ანდრეა მინდა მადლობა გადაგიხადო გუშინდელისთვის შენ რომ არ მოსულიყავი არ ვიცი რა მეშველებოდა-ვუთხარი მადლობელი მზერით
-არავითარი მადლიბა მითხრა ღიმილით და მაგიდას მიუჯდა. მშვიდად ვისაუზმეთ და თან სხვადასხვა თემაზე ვილაპარაკეთ. შემდგომ ყველაფერი ავალაგე და ჭურჭელი დავრეცხე. სამსახურში ერთ კვირიანი დასვენება მაქვს, დამაწინაურეს იმის გამო რო ჯერ ერთი ქალბატონ ქეთევანს გავუძელი და მერე მეორე მართლაც კარგი ფოტოები გადავიღე.
-მარიანა დღეს სახლში არ მივდივარ-გამომძახა ანდრეამ
-ბოდიში?(მარიანა)
-შენ ჩემი ვალი გაქ მე გადაგარჩინე ხოდა ვალის გადასახდელად გთავაზობ რომ დღეს შენთან დავრჩე-მხრები აიჩეჩა მან
-ოხხ კარგი ჯანდაბას-ვუთხარი მომაბეზრებლად
-რომელი ჟანრის ფილმი გინდა(ანდრეა)
-საშინელება ოღონდ გევედრები კლოუნები არა(მარიანა)
-მოიცა მოიცა კლოუნები რატო არა?-მკითხა გაკვირვებულმა
-სიკვდილით მეშინია კლოუნების-ვუთხარი და მათ გახსენებაზე ტანში გამაჟრიალა. კლოუნების მართლაც ბავშვობიდან მეშინია, არვიცი რატომ მაგრამ მათი საზარელი სახეები და სიცილი საშინელ მოგონებად ჩამრჩა ტვინში.
-ანდრეა ნორმალური ხარ?(მარიანა)
-კიმაგრამ რატომ?(ანდრეა)
-გითხარი კლოუნების მეშინიათქო შენ კიდე "it"-ი ჩამირთე-ვუთხარი და ტუჩები დავბრიცე
-კარგი რა უყურე-მითხრა და გვერდით დამიჯდა. ფილმი მართლაც საკმაოდ საშინელი აღმოჩნდა ერთი ისეთი მომენტი იყო რომ აღარ შემეძლო მისი ყურება პირდაპირ ანდრეას ჩავეხუტე,თავი მის გულზე მივადე და თვალები მაგრად დავხუჭე. ვიგრძენი როგორ მომხვია ანდრეამ ხელები, ჯერ ერთი თვალი გავახილე შემდეგ მეორე და სწრაფად მოვშორდი მას
-მაპატიე მე...მე..უბრალოდ შემეშიმდა-ვუთხარი დაბნეულმა
-ოხ მარიანა ოხ-მითხრა სიცილით ანდრეამ და ხელზე დამექაჩა, გულზე მიმიხუტა და ერთი ხელი წელზე მომხვია
-რას აკეთებ-ავბლუყუნდი ჩემთვის
-ასე აღარ შეგეშინდება-მითხრა ღიმილით და ტელევიზორს მიუბრუნდა.
კინოს ყურებისას ანდრეამ ჩემი ხელი მოიქცია მისაში, მე თვალები დახუჭული მქონდა ისე მეშინოდა და ანდრეაზე მაგრად ვიყავი მიკრული
-კლოუნები საშიშია კლოუნები საშინელება, მათ საშინელი სახეები აქვთ-ვბუტბუტებდი ჩემთვის
-მე შენთან ვარ სანამ ცოცხალი ვარ ვერც სულიერი და ვერ უსულო არსება ღერს ვერ ჩამოგიგდებს თმიდან-მიჩურჩულა ყურში ანდრეამ
-მართლა?-ვკითხე დაიმედებულად
-მართლა მართლა-მითხრა და ჩემთან ახლოს მოიწია, სადაც იყო შეეხებოდა ჩვენი ბაგეები ერთმანეთს თუმცა კარებზე ზარის ხმა გაისმა. ავდექი და კარისკენ წავედი ანდრეაც უკან გამომყვა, აბა ვინ იქნებოდა ამ კარის უკან? რათქმაუნდა მთვარლი თომა ყვავილებით ხელში.

---------
პს.დადამ ესეც მეხუთე თავი❤ წინა თავის კომენტარებზე ბევრი ვიხალისე, კონკრეტულად იმაზე რომ დიანას გაურკვეველი ჯიშის ადამიანი უწოდეთ:D იმდეია მოგეწონებათ❤ ველი შეფასებას❤



№1 სტუმარი A

ვაუ მაგარი ისტორია... მომწონს და ველი გაგრძსელებას მოუთმენლად

 


№2  offline წევრი blondeangel631

ბოლო საოცრება იყო joy heart_eyes

 


№3 სტუმარი მარიამმი

ნუ როგორც ყოველთვის .....შესანიშნავია იდეალური საინტერესო და ძალიან ძალიან კარგი♡♡♡♡♡♡♡♡

 


№4 სტუმარი marikusa

Zalian momwons mainteresebs movlenebi rigor hanvitardeba. Moutmenlad veli????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent