ახალი წლის ჯადოსნობა (5)
თავი 5 ერთი კვირა გავიდა გიორგი მარიამს, რომ არ დაკავშირებია და სადღაც გაუჩინარდა. მარიამი თავიდან კი ფიქრობდა, რა კარგია, ეს დემონი მოვიშორეო, მაგრამ სადღაც, გულის კუნჭულში მაინც ნერვიულობდა მის გაუჩინარებას. ის ხომ ასე უეცრად შემოიჭრა მის ცხოვრებაში და საერთოდ არია, თავგზა აუბნია და ააფორიაქა. ერთი შეხედვით უხეში, უგრძნობი და გულცივი ადამიანი, მაგრამ სინამდვილეში მაინც თბილი და მზრუნველი. არავინ იცოდა სად დაიკარგა, რატომ წავიდა, მაგრამ აშკარა იყო საქართველო დატოვა. მხოლოდ მარიამმა არ იცოდა ეს. ან როგორ ეცოდინებკდა... ის ხომ საერთოდ არ იცნობს მის ახლობლებს და წესიერად არც მას. ამ დროის განმავლობაში მარიამი ყველანაირად ცდილობდა ყურადღება სხვა თემაზე გადაეტანა და გიორგიზე არ ეფიქრა. ცდილობდა დედას დახმარებოდა სამსახურის პოვნაში და მართლაც მიაღწია თავის მიზანს. მაკამ ვერა, მაგრამ მარიამმა სამსახური ერთ-ერთ კაფეში იპოვა. დღის ცვლაში იყო. თავიდან ბიძია ძალიან გაუწყრა. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ჩემი სამსახური ყველას გვეყოფაო, მაგრამ მაკამ გადააფირებინებინა და მარიამს საშუალება მისცა სამსახური დაეწყო მანამ, სანამ სწავლას გააგრძელებდა. დღეს მარიამის პირველი დღეა სამსახურში და საკმაოდ ნერვიულობს. დილით რვა საათზე ადგა, რადგან ყველაფერი მოესწრო. მოწესრიგდა თუ არა სამზარეულოში ჩავიდა, ჯერ არავინ იყო გაღვიძებული, ამიტომ მარიამმა ყავა აიდუღა. ამ დროს სამზარეულოში მაკა შემოვიდა. -გაიღვიძე დე?- ჰკითხა მზრუნველი ხმით. -ხო დეე, სამსახურში მალე უნდა წავიდე.- -ხო იცი ჭკუით იყავი.- -კი დე.- -ხო და კიდევ სახლში არ დაიგვიანო. აბა შენ იცი.- -კარგი დე, წავალ ახლა მე.- უთხრა მარიამმა და დედას ლოყაზე აკოცა, შემდეგ მანტო ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. კაფე მისი სახლიდან არც ისე ახლოს მდებარეობდა, ამიტომ ტაქსის გაჩერება მოუწია. ნახევარ საათში დანიშნულების ადგილას მივიდა, მძღოლს ფული გადაუხადა და კაფეში შევიდა. მის საბედნიეროდ კართან მენეჯერი დახვდა, რომელმაც აჩვენა სად იყო გასახდელი და მისი უნიფორმაც მისცა. მარიამი 15 წუთში უკვე მზად იყო. მოკლე შავი კაბა და წითელი მაისური ჩაიცვა, წინ ფართუკიც გაიკეთა და გასახდელიდან უნდა გასულიყო წინ ვიღაც გოგო, რომ შეეფეთა. წითელი, ხუჭუჭა თმები და ღია ყავისფერი თვალები ჰქონდა. სასაცილოდ გამოიყურებიდა. ჩანთა ძირს დააგდო და გამოცვლა დაიწყო. -გამარჯობა.- დაარღვია სიჩუმე მარიამმა. -ჰეი... ახალი ხარ?-გაისმა გოგონას წკრიალა ხმა. მარიამმაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. -მე ელენე ვარ.- უთხრა და მარიამს ხელი გაუწოდა. -მარიამი... სასიამოვნოა.- მარიამმა ხელი ჩამოართვა და თბილად გაუღიმა. ელენე საშუალო სიმაღლის, გამხდარი გოგო იყო. ძალიან საყვარელი და მხიარული, ისეთი ადვილად, რომ გაუგებ და მასთან საჭორაო თემას იპოვი. მარიამს ყველაფერი ასწავლა და აუხსნა რა როგორ უნდა გაეკეთებინა. მარიამი მიმტანი იყო, ელენე კი ბართან იდგა და მარიამს შეკვეთებს აძლევდა. ორი დღე გაციდა მას შემდეგ, რაც მარიამმა მუშაობა დაიწყო. სამსახურით კმაყოფილია, შეეგუა იქაურობაა. ელენეც ძალიან კარგად გაიცნო და დაუმეგობრდა მას. ახლაც ჩვეულებრივ, შეკვეთა უნდა მიეტანა დანიშნულ ადგილას, რომ გიორგი გამოეცხადა. გაშრა, გაიყინა, სუნთქვა შეეკრა და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა იმაში დასარწმუნებლად, რომ სიმართლეს ხედავდა. მონატრების გრძნობამ შეუტია და საშინლად მოუნდა ძლიერად ჩახუტებოდა. გიორგი კი იდგა მის წინ და ეშმაკურად უღიმოდა. თვალებში უცნაური ჭინკები უკრთოდნენ, რომელთაც ძალიან უნდოდათ ამ გოგოს გულში ჩაკვრა. -გამატარე.- უთხრა მარიამმა მკაცრად. -შეკვეთა მაქვს მისატანი.- მის გასაოცრად გიორგიმ გზა დაუთმო, მაგრამ მაინც წვავდა უკნიდან მწველი მზერა. შეკვეთა დაარიგა და ელენესთან დაბრუნდა. -ვინ არის ის ბიჭი?- ჰკითხა ერთ-ერთ მაგიდასთან მდჯდარ გიორგიზე, რომელიც ისე მომხიბვლელად უყურებდა მარიამს, თვალებით ჭამდა. -გიორგი. წინათ, რომ გიყვებოდი.- -ვაუ... რამაგარი ბიჭია.- ამოიბურტყუნა ელენემ. მარიამმა კი შეუბღვირა და შემდეგი შეკვეთის მისატანად წავიდა. მეოთხე მაგიდასთან ბიჭები იყვნენ შეკრებილნი და ლუდს ელოდებოდნენ. მარიამი ლუდის ჭიქების ჩამოსარიგებლად ოდნავ მოიხარა წელში, როდესაც იგრძნო ვიღაცის ხელის შეხება უკანალზე. დაფეთებული გასწორდა წელში და უკან დაიხია. დაინახა როგორ მოდიოდა მათკენ გამწარებული გიორგი და გული შეუღონდა. ძარღვები დაჭიმვოდა და ლურჯი თვალები ჩაშავებოდა. მარიამმა შეშინებულმა დაიხია უკან. გიორგიმ ერთ-ერთ მათგანს ხელი დაავლო და გარეთ გაათრია. მარიამიც მათ გაჰყვა. დაინახა როგორ უთავაზა გიორგიმ მუშტი სახეში, მას კი ცხვირიდან სისხლი წასკდა. ყველა გარეთ გამოვიდა კივილით. გიორგი გამალებით ურტყამდა ბიჭს, რომელიც უკვე სულს ვეღარ ითქვამდა და ძირს დაგდებული, ტკივილისგან კვნესოდა. -რას უდგახართ ვინმემ გააშველეთ.-დაიყვირა მარიამმა, მაგრამ მას არავინ მოუსმინა. ბრბო უხეშად გაჭრა და გიორგის წინ დაუდგა, რა დროსაც უცნობისკენ მიმართული მუშტი მარიამს მოხვდა. ინერციით ძირს დაეცა და თავი ქვას დაარტყა. ყველაფერმა ტრიალი დაიწყო. მისილული ხალხი, ყვირილი, შეშინებული სახეები, შემდეგ კი თბილი მკლავები. მარიამმა ნაცნობი სურნელი ღრნად შეისუნთქა, უნდოდა მისთვის შეეხედა, მაგრამ გონება დაკარგა. გიორგის მკლავებში დაილია და გაიტრუნამ გიორგიმ მარიამი თავის მანქანაში ჩასვა და თავისი სახლისკენ წაიყვანა სიბრაზისგან აღტაცებული, ღრმად სუნთქავდა. ძარღვებში სისხლი აუდუღდა, როდესაც დაინახა მარიამს ვიღაც უხეშად შეეხო. თან ვინ? ჯერ, რომ მიწას არ ასცდენია, 18 წლის ირაკლი. მასთან ბევრჯერ მოსვლია ჩხუბი და ბევრჯერაც წოლილა საავადმყოფოში, მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ისწავლა და ქიშპობა გააგრძელა გიორგისთან. იმისდამიუხედავად, რომ იცის როგორი საშიშია ის და რა საქმეებშია გარეული. გიორგიმ მარიამს გადახედა და ცოტათი დამშვიდდა. როგორი ლამაზი იყო, ჩალურჯებული ლოყით და გატეხილი შუბლითაც კი. წარმოიდგინეთ, ამის გაბრაზებულზე მოქნეული მუშტი, რომ მოგხვდება. მანქანა მალევე გააჩერა თავისი სახლის წინ. მარიამი გადმოიყვანა და სახლში შეიყვანა, ტახტზე დააწვინა, შემდეგ კი პლედი გადააფარა და ოთახი დატოვა. ხელით თმები აიჩეჩა და ახლაღა შეამჩნია როგორ ჰქონდა ხელები დასისხლიანებული. ამის დანახვაზე დაიჭყანა და წყალი გადაივლო. სამზარეულოში ჩასულმა, მაცივრიდან შემწვარი კარტოფილი და ფორთოხლის წვენი გამოიღო. მარიამი, რომ გაიღვიძებს მოშიებული იქნებაო. რამდენიმე წუთში მეორე სართულიდან ხმაური მოესმა და სწრაფად აირბინა კიბეები. -ჰეი, კარგად ხარ?- მარიამი საწოლზე წამომჯდარი, რომ დაინახა მასთან მიირბინა. -მაპატიე.- ანიშნა ლამპაზე. -შემთხვევით გამიტყდა.- -არაუშავს. შენ იყავი კარგად და...- უთხრა ღიმილით. -შენც მაპატიე, შემთხვევით მომიხვდა ხელი. იმ ნაბიჭვრისთვის უნდა დამერტყა. როგორ გაბედა...- -გთხოვ ნუ გამახსენებ...- შეაწყვეტინა მარიამმა და საცოდავად ახედა. გიორგიმ მარიამი აათვალიერა და მზერა შუბლზე შეუჩარდა. სააბაზანოდან პირველი დახმარების ნივთები გამოიტანა. მარიამის გვერდით ჩამოჯდა, ბამბა სპირტში დაასველა და სისხლიან შუბლზე მოუსვა. მარიამმა ტკივილისგან ამოიკვნესა და თავი გააქნია, რათა გიორგის ხელი მოეშორებინა, მაგრამ მან სწრაფად დაუჭირა ხელი და ტკივილის შესამსუბუქებლად სული შეუბერა, შემდეგ კი კვლავ გააგრძელა ჭრილობის დამუშავება, ლეიკოპლასტი გადააკრა და მარიამს თვალები ჩააშტერდა, რომელსაც სუნთქვა შეეკრა და სხეული აუთრთოლდა მის შეხებაზე. გიორგიმ ცერა თითი ნატკენ ლოყაზე მოუსვა, შემდეგ კი მსუბუქი კოცნა დაუტოვა. მარიამს გააჟრჟოლა და ლოყები აუწითლდა. გიორგი კი ეშმაკურად უმზერდა მის რეაგირებას. -სახლში წამიყვანე რა.- მარიამმა გიორგის მომავალ კოცნას თავი აარიდა და მოლოდინით სთხოვა. -ჯერ ჭამე და საღამოს წაგიყვან.- - არ მშია წამიყვანე ახლა.- -თუ არ შეჭამ თავბრუ დაგეხვევა და გული წაგივა.- -სახლში შევჭამ გიორგი.- უთხრა მკაცრად. -არათქო, წამოდი ახლა და ჭამე.- უთხრა მკვახედ, ხელი მკლავში მსუბუქად მოკიდა და ადგომაში დაეხმარა. -შემიძლია სიარული.- უთხრა მარიამმა და წინ გაასწრო. ორივენი მაგიდასთან ისხდნენ და სადილობდნენ, როდესაც გიორგიმ ხმა ამოიღო. -იცი ვფიქრობ, იმ სამსახურიდან უნდა წამოხვიდე.- - რა? რატომ?- -დღეს მომხდარი შენთვის საკმარისი არ არის?- -არა. იმ ერთი უაზრო შემთხვევის გამო არ ვაპირებ სამსახურის დაკარგვას.- -არ გესმის არა?- გიორგიმ მაგიდას დაკრა ხელი და ფეხზე წამოხტა. -ის შეიძლება ნებისმიერ დროს დაბრუნდეს, მაშინ როდესაც მე შენს გვერდით არ ვიქნები.- -არ მჭირდება შენი გვერდით დგომა.- -კი როგორ არა, გეტყობა. ან წამოხვალ, ან...- -ან რა, ან რა. ან მომკლავ, ან ისე მცემ როგორც ის ბიჭი არა? არა, არ წამოვალ და ვსო.- დაუყვირა მარიამმა და სახლიდან გავიდა. რამდენიმე წუთში გიორგიც უკან დაედევნა მანქანით, უკვე გვიანი იყო და არ უნდოდა მარტო წასულიყო, მაგრამ რა ქნას, ასეთი ჯიუტია და. იცოდა, რომ მანქანაში არაფრის დიდებით არ ჩაუჯდებოდა, ამიტომ სახლმდე ჩუმად მიჰყვა და რომ დარწმუნა, საფრთხე აღარ ემუქრებოდა, უკან გაბრუნდა. პს: მაპატიეთ ცოტა დავიგვიანე, მაგრამ ვცდილობ თქვენი შენიშვნები გავითვალისწინო და მითხარით როგორი გამოვიდა ეს თავი? ხო და კიდევ ვიცი ცოტა პატარა თავებს ვწერ მაგრამ არ ვარ მიჩვეული პირდაპირ 10 გვერდიანი თავების წერას და მაპატიეთ რა აუცილებლად შევეცდები რომ უფრო დიდი თავები დავდო <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.