შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ათოვს აივნებს [სრულად]


12-01-2018, 00:06
ავტორი მარრიამი
ნანახია 10 770

„თურმე გულისგულში რა სიყვარული იმალება არავინ იცის ხორციელმა, თორემ ღმერთმა ისიც კი იცის გულისგულში რომ სიყვარული იმალება, ა იმ სიყვარულის გულისგულში რა სიყვარულია და იმ გულისგულის სიყვარულში რა სიყვარულია.“
/გოდერძი ჩოხელი/
***
მე მგონია, სანამ ამ სიყვარულს ჩვენ თავად ვიგრძნობთ, იქამდე იცის ღმერთმა..
მგონია, დაბადებიდან ვატარებთ, ქვეცნობიერად ვეძებთ და როგორც კი ვიპოვით, გულისგულში ღრმად ჩამარხულიც მაშინვე ამოტივტივდება ხოლმე..
მგონია, დაბადებიდან ვატარებთ სიყვარულს ჩვენი ნახევრისას და როგორც კი ვხედავთ, მაშინვე ვგრძნობთ, გული უცნაურად გვიტოკავს, სხეულები გვახვედრებს რომ ეს, სწორედ ის ნახევარია..
ასე ღრმად ჩამარხულს თუ ამოატივტივებ, თუ იპოვი მას, ვის სიყვარულსაც დაბადებიდან ატარებ გულისგულში, თუ მიხვდები რომ ისაა, ბედნიერებაც აუცილებლად მოვა..
***
კესანე.
რატომ კესანე?
მშობლებს შვილი არ უჩნდებოდათ, შვიდი წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მოიარეს ყველა ექიმი, შეასრულეს ყველა დანიშნულება, მაგრამ ამაოდ. სხვამ რომ არაფერმა უშველა, ისევ ღვთის იმედად დარჩნენ და როგორც მიასწავლეს, წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესიაში წავიდნენ. იქ უკვე ისე მოხდა, როგორც კესანეს ლეგენდაში, ჩემმა მშობლებმაც სთხოვეს ღმერთს ნუ დაგვივიწყებ, ჩვენც დაგვეხმარეო..
სწორედ ამ არდავიწყების გამო დამარქვეს კესანე.
სახელის ფორმა არასდროს შეუმოკლებიათ, არავის აძლევდნენ უფლებას კესო დაეძახათ და მეც, როგორც კი ენა ამოვიდგი, ყველას ვუსწორებდი. იმდენად ვიყავი მიჩვეული, სახელის ნებისმიერი შემოკლებული ვარიანტი საშინლად უხეშად მხვდებოდა ყურში.
წარმოგიდგენიათ როგორ გაზრდით შვილს, რომელსაც შვიდი წელი ელოდით?
ზუსტად ასე მზრდიდნენ/მზრდიან. მათთვის დღემდე ის სასწაული ვარ, მაშინ რაც ვიყავი. მიუხედავად ამხელა სიყვარულისა, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე თვალის ჩინივით მიფრთხილდებიან, ჩემთვის აკრძალვები არ არსებობს. არ მახსოვს ოდესმე რამეში შევეზღუდე, ოდესმე ჩემთვის არა ეთქვათ. შეიძლება ეს არც ისე კარგია, მაგრამ ჩემთვის იდეალურია. ისინი მენდობიან, ყველაზე მეტად სჯერათ ჩემი და სწორედ ამიტომ, არასდროს გავუცრუებ იმედს. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა ის მოგვიტანა, რომ საოცარი ურთიერთობა გვაქვს.
ორივე მათგანი დაკავებულია, თუმცა ჩემთვის მაინც ყოველთვის სცალიათ.
ბატონ მამას მცირე სასტუმროების ქსელი აქვს სამ ქვეყანაში, ძირითადად გზაშია, უყვარს, როცა ყველაფერს თვითონ აკონტროლებს და შესაბამისად სულ აქეთ-იქით დადის.
ქალბატონ დედას საკუთარი ატელიე აქვს, სულ იქაა, ფაქტობრივად მეორე სახლია ჩემიც და დედასიც.
მესამე კურსს ვამთავრებ, უნივერსიტეტში ბიზნესს ვსწავლობ, სახლში ჩემთვის ვხატავ ესკიზებს, რას ვიზამთ, დედის ნიჭმა აშკარად უფრო იმძლავრა, მითუმეტეს რომ მთელი ბავშვობა ამ გარემოში მაქვს გატარებული - ფურცლები, ფანქრები, ესკიზები, ნაჭრები, კაბები - იმდენად ყოველდღიურია ეს ყველაფერი, იმდენად ჩემეულია, ამის გარეშე ალბათ ვერ გავძლებ, დღეში ნახევარი საათით მაინც რომ არ ვესტუმრო საყვარელ ატელიეს, ვერ მოვისვენებ.
ოჯახთან ერთად მეგობრებიც განსაკუთრებულები მყავს. ძალიან იღბლიან ვარსკვლავზე ვარ დაბადებული აშკარად. ჩემი ოთხეული ბაღიდან მომყვება, სკოლაშიც ერთად ვიყავით, უნივერსიტეტში მთლად ერთად ვერ ვართ, მაგრამ ძირითადად მაინც, ვართ.
მიუხედავად იმისა, რომ ოთხივეზე ვგიჟდები, სანდრო მაინც სხვაა. სანდროს უხსოვარი დროიდან ვიცნობ, დაბადებიდან ფაქტობრივად. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთსა და იმავე დღეს დავიბადეთ და შემდეგ მეზობლობით გაგრძელდა. ერთი სართულზე ვცხოვრობთ მე და სანდრო, მისი აივანიც ჩემი აივნის გვერდითაა. მთელი ბავშვობა ან მე ვიყავი მასთან, ან ის იყო ჩემთან, ან ორივე ერთად ვიყავით ეზოში. ბაღშიც ასე გაგრძელდა, სანდრო და კესანე, კესანე და სანდრო, დავდიოდით ხელჩაკიდებულები და სურვილიც არ გვქონდა გაშვების. იქ გავიცანით თეკლე, ლაშა და თამარი. სკოლაშიც ერთად მივედით, ერთ მერხთან ვისხედით თორმეტი წელი. მოკლედ, სანდრო ის ძმაა, რომელიც არასდროს მყოლია, მე და სანდრო და-ძმა ვართ, უბრალოდ, სხვადასხვა მშობლები გვყავს.
თეკლე, ლაშა და თამარი - როგორი სამეულია იცით? არასდროს რომ არ მოიწყენთ, უბრალოდ საშუალებას არ მოგცემენ. ძალიან ჩვეულებრივად გაიღებენ ყველაფერს შენი ბედნიერებისთვის. ისინიც მეზობლები არიან, მაგრამ წინა ბინაში ცხოვრობენ, სხვადასხვა სადარბაზოში ერთსა და იმავე სართულებზე. ეს ოთხეული არის ჩემი ფერადი ცხოვრება.

***

- დე, სანდროსთან გავალ და ერთად წავალთ გამოცდაზე - ლოყაზე ვკოცნი და გავდივარ.
როგორც ყოველთვის, სანდროს სახლის კარი ღიაა. დაუკაკუნებლად შევდივარ და სამზარეულოსკენ ვიღებ გეზს.

- შუადღე მშვიდობის ნანა დეიდა - ზურგიდან ვეპარები და გვერდებში ვუღიტინებ.
- ეშმაკუნა - თბილად მიღიმის და შუბლზე მკოცნის - ყავას დალევ?
- არა, დედიკოსთან ერთად დავლიე.
- მაშინ ბლინებს გაჭმევ სანამ სანდრო ემზადება - თეფშს მიდებს წინ.
- აი რატომ ემზადება ჩემზე დიდ ხანს? - სიცილით ვწუწუნებ და თან ბლინებს ვაგემოვნებ.
- იმიტომ, რომ შენგან განსხვავებით მთელი ღამე მეცადინეობაში გაატარა და ადრე ვერ გაიღვიძა - საათის შეკვრით გართული შემოდის სამზარეულოში.
- კი, სანდრიკ, კი, უეჭველი - სერიოზული სახით ვეთანხმები.
- კესარია ამ გამოცდის წინ რატომ მიშლი ნერვებს? - მიცინის, ჩემკენ იხრება, ლოყაზე მკოცნის და შესაჭმელად გამზადებულ ბლინსაც მტაცებს ხელიდან - წავედით?
- წავედით, წავედით.
გამოცდამ გამანადგურა! ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ავდექი და მეც გავანადგურე, სიტყვაც არ დავწერე. ეს გადაბარება რომ არ არსებობდეს რა მეშველებოდა. აი სანდრომ კარგად დაწერა აშკარად, ისეთი კმაყოფილი სახით მოდის. მგონი წუხელ მართლა მეცადინეობდა.

- სერიოზულად? - არ მიჯერებს.
- აუ, სერიოზულად, კარგი რა, პირველი შემთხვევა ხომ არაა - მეცინება.
- კარგი ხო, წამო, ლაშასთან გველოდებიან.
ბოლო გამოცდა იყო ჩემთვის და სანდროსთვის, სხვებს უკვე რამდენიმე დღის დამთავრებული ჰქონდათ. ანუ მხოლოდ მე შემომრჩა საგანი ჩასაბარებელი და საოცნებო ზაფხულზე ფიქრიც სავარაუდოდ ორი-სამი კვირით გადაიდო, არადა უკვე ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. სახლიც კი დაჯავშნილია.
ხომ ვთქვი უკვე საუკეთესო ოთხეული რომ მყავს, დიახ, ასეა!
დგანან ახლა და გეგმავენ როდის წავიდეთ ყველანი ერთად, ჩემ გარეშე დასვენების გაგონებაც არ უნდათ, მაგრამ აბა მე რისი კესანე ვარ, თუ ჩემი მეგობრები ამ სიცხეში აქ ამოვწვი. მთელი საკუთარი ძალების გამოყენების შედეგად ვარწმუნებ, რომ ერთი-ორი კვირა მარტო ყოფნით არაფერი მომივა და ისინი უნდა წავიდნენ. მიდიან, მაგრამ ყველა თავის სოფელში, შენ გარეშე ერთად არსად წავალთო და მეც დავთანხმდი.
სახლში არავინაა, როგორ ყოველთვის, მამა მივლინებაში, დედა ატელიეში. სხვა საქმე არ მაქვს, სანდროც დედამისს ეხმარება და მარტოობით ვტკბები საღამომდე. უსაქმურობა რომ მბეზრდება ვახშამს ვამზადებ. მიუხედავად გამოცდისა, რაღაც კარგ ხასიათზე ვარ, სუფრასაც ვშლი ჩემთვის და დედასთვის და როცა ბრუნდება, ქებასაც ვიმსახურებ.
ივლისის პირველი კვირაა და ხომ წარმოგიდგენიათ როგორ ცხელა?
საშინლად, გაუსაძლისად.
კონდენციონერი ნამდვილად აგრილებს, თუმცა უჰაერობას დიდი ხნით ვერ ვიტან. მირჩევნია ისევ მცხელოდეს, აივანზე ვიჯდე ჩემთვის და სუსტზე უფრო სუსტი სიო მიბერავდეს. ნებისმიერ შემთხვევაში სიცივეს სიცხე მირჩევნია. ახლაც ბედნიერი ვკალათდები ჩემს მოწნულ საქანელა სავარძელში, თან ცივ ყავას ვსვამ და ქალაქს გავცქერი. გვერდით ვიხედები, თუმცა სანდრო არ ჩანს, სამაგიეროდ აშკარად ხმაური გამოდის მისი სახლიდან, მე კი წარმოდგენაც არ მაქვს რა ხდება. ტელეფონი ოთახში მაქვს და მეზარება შესვლა, ამიტომ გასუსული ვზივარ, სანდროს გამოსვლა რომ არ გამომეპაროს და გავიგო რა ხდება. კარების ხმითაც კი ვხვდები უკვე. აი, იღება.

- სანდრიკ - შეძლებისდაგვარად დაბალ ხმაზე ვყვირი, მაგრამ აბა სად ყვირილი და სად დაბალი ხმა? - სანდრიკ, რა ხდება? - ხმას არ მცემს და მეც ვიხედები მისი აივნისკენ, თუმცა არავინ მხვდება, არადა ნამდვილად კრების ხმა იყო.
- კესანე - დაახლოებით ხუთი წუთის დაგვიანებით მპასუხობს.
- სად ხარ აქამდე? - საერთო მოაჯირთან ვდგები და თვალმოჭუტული ვუყურებ.
- რა ხდება?
- ჩემთან კი არა, შენთან რა ხდება? რა ხმაურია?
- მიდი, გამო და გაიგებ - თავით მანიშნებს.
- გვიანია სანდრო - ისე ვწუწუნებ, თითქოს ამ დროს ჯერ არ გავსულვარ.
- ნუ გეზარება, მიდი, თან ნანას ხილის ტორტსაც შეჭამ - იცის როგორ მომქრთამოს.
- ნანამ ტორტი გამოაცხო და არ მითხარი? უნამუსო ბიჭი ხარ, კარები გამიღე - გასვლამდე სარკეში ვიხედები, თმებს ხელს ვავლებ და კარებს ვაღებ.
- შემო - სანდრო უკვე სადარბაზოშია.
- აბა, რა ხდება? - ინტერესით ვიჭყიტები.
- ნიკო ჩამოვიდა - ისეთი გახარებულია, სადაცაა ხტუნვას დაიწყებს.
ნიკო, ნიკოლოზი, ნიკოლა - სანდროს მამიდაშვილი.
ნიკო უკვე დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობს და ასე ხანდახან ჩამოდის ხოლმე. გაგიკვირდებათ და ნიკოს არ ვიცნობ. ალბათ იმიტომ, რომ არასდროს ჩამოსულა მაშინ, როცა მე ქალაქში ვიყავი. ამ ბიჭის მიმართ ბავშვობიდან ვგრძნობ აგრესიას. იცით რატომ? ვეგოისტობ, საშინლად. ყოველთვის, როცა სანდროს ჩემთვის არ სცალია, ნიკოსთანაა. ნიკოს ელაპარაკება, ნიკოს აქაურ საქმეებს აგვარებს, ნიკო უნდა ჩამოვიდეს და ამ დღეებში ისე ხშირად ვეღარ დამირეკავს, ნიკოსთან მიდის და სულ ვეღარ ახერხებს ჩემთან შეხმიანებას - აბა? უნდა მომწონდეს? რა თქმა უნდა, არა! ხოდა მეც, ბავშვობიდან იმხელა პროტესტი მქონდა მის მიმართ, სურვილიც არ გამჩენია გაცნობის. ყოველთვის, როცა სანდროს ურეკავდა, მე ჩუმად გავდიოდი ოთახიდან, მაგრამ დღეს ასე ცხადად და უხეშად ვერ გავბრუნდები სახლში.

- აბა ამ ზაფხულს არ ჩამოვაო? - მაგას რა დამავიწყებს, სანდრო მხოლოდ იმიტომ მოდიოდა ჩვენთან ერთად, რომ ის არ უნდა ჩამოსულიყო.
- ხო, წესით, მაგრამ სურპრიზიო და - ეცინება - შემო რა - სახლში მიმათრევს.
- გამარჯობა - ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ვესალმები ყველას და სანდროს მივყვები. ნანა დეიდა სანდროს გვერდით ადგილს მითავისუფლებს და მეც ვჯდები. მეორე გვერდს ნიკო უმშვენებს, ჩემი აზრით. ისიც არ აყოვნებს, ბრუნება და ჩემს აზრს ადასტურებს.
- ნიკო, კესანე - გვიყურებს და ჩვენს სახელებს ამბობს.
- სასიამოვნოა - ჩუმად ვამბობ და თავს ოდნავ ვუქნევ.
- ჩემთვისაც, სანდროს ტყუპო - სახეზე ღიმილი დასთამაშებს და მეც მეცინება. ძალიან მომეწონა ახალი ზედმეტსახელი, იმდენად, რომ კმაყოფილებას ვერ ვმალავ. განა აქამდე არავის უთქვამს? როგორ არა, უბრალოდ ნიკოსგან ამის აღიარებას უკვე გამარჯვებად მივიჩნევ.

ჩუმად ჯდომით რომ ვიღლები, ჰაერზე მინდა გასვლა-მეთქი ვიმიზეზებ და აივანზე გავდივარ. მაინც ვეგოისტობ, ცოტას.. არა, ბევრს, ისინი ლაპარაკობენ, ათას რამეს იხსენებენ, იცინიან, მე კი ვერ ვერთვები.

- უუჰ - ხმამაღლა გამოვხატავ უკმაყოფილებას, მაგრამ..
- ე.ი. შენ ხარ სანდროს კესარია - ეს როდისღა მოვიდა? ჩემ გვერდით ეყრდნობა აივნის მოაჯირს.
- შენ სანდროს ნიკოლა - მეცინება და სულ ოდნავ ვშორდები.
- ამდენი წელი ისე გვმალავდა, მხოლოდ ახლა გავიცანით ერთმანეთი - აშკარად ხვდება ჩემს ქმედებას და ეცინება.
- ასეთი სიახლოვე არაა საჭირო ერთი დღის ნაცნობებისთვის - წარბისაწევით ვეუბნები.
- არ ვიკბინები - ისევ იცინის.
- მე არ მინდოდა - ცალყბად იღიმის, ზუსტად ხვდება ჩემს რეპლიკას.
- მე ძალიან - მისკენ ვიხედები, აშკარად გულწრფელია. ვერაფერს ვამბობ, უბრალოდ ვუყურებ, ისიც მიყურებს და სახლისკენ ბრუნდება, კარებში შესული უკან იხედება - იმაზე ბევრად ლამაზი ხარ, ვიდრე სანდრო მეუბნებოდა - სანამ მე სიტყვებს ვიაზრებ, ის ქრება.
***
დილით სამეულს ვაცილებთ მე და სანდრო და ნახევრად მძინარეები ვბრუნდებით სახლში. სადარბაზოში ისეთი სურნელი ტრიალებს, ნანა ისევ ბლინებს აცხობს, აშკარაა. სამზარეულოში ნიკოლა გვხვდება, გვიღიმის და დასხედითო გვანიშნებს.
- დილა მშვიდობის - ვესალმები და მის პირდაპირ ვჯდები.
- დილა მშვიდობის - მიღიმის. ამ ბიჭს რაღაც აქვს განსაკუთრებული, რაღაც ისეთი, რომ გაიძულებს მიეჯაჭვო და ეს ძალიან არ მომწონს.
- სანდრიკ შენ როდის მიდიხარ სოფელში?
- არ ვიცი კესარია, ამ დღეებში წავალ ალბათ - ყავის ფინჯანს მიდგამს წინ და გვერდით მიჯდება.
- კაი, წავალ, ვიმეცადინებ - მეცინება.
- წადი, თორემ ტეხავს მე რომ ჩავაბარო და შენ ჩაგრჩეს - თვითონაც მიცინის.
სახლში უჩვეულო სიჩუმეა. დედაც ადრე წასულა ატელიეში, იქაურობაც უყურადღებოდ დამრჩა ეს დღეები. მამიკო კვლავ საზღვარგარეთაა. მარტოობა ხანდახან ძალიან კარგია. ჩემი საყვარელი მალინიანი ჩაით და კონსპექტებით გავდივარ აივანზე და კითხვას ვიწყებ. როგორც კი მზე მცხუნვარე ხდება, მე ოთახს ვუბრუნდები. აი უკვე მომბეზრდა, მხოლოდ ერთი დღეა რაც მარტოობა გადავწყვიტე და უკვე მომბეზრდა. სანდროსთან ცივი ყავის დალევის იდეა ძალიან მომწონს, ამიტომ სწრაფად ვკეტავ კარებს და მასთან შევდივარ.

- სანდრო, შენი ცივი ყავა მინდა ძალიან - შესასვლელიდანვე ვყვირი და სამზარეულოსკენ მივდივარ.
- მე რომ გავაკეთო? - სამზარეულოს მაგიდაზეა მიყრდნობილი ნიკოლა.
- სანდრო არაა? - ვიბნევი.
- ახლა გავიდა, ჩამოჯექი და გავაკეთებ - მიღიმის და ყავის კეთებას იწყებს - იმედია მოგეწონება - ჭიქას დგამს და თვითონაც ჯდება.
- მადლობა.
- რატომ არ გინდოდა? - მაკვირდება.
- უბრალოდ ზედმეტად ეგოისტი ვარ იმისთვის, რომ ვინმეს რამე გავუყო - ვხვდები, წინა ღამის დიალოგის გაგრძელებაა და მეცინება.
- სანდრო რამეა?
- სიტყვებზე ნუ გამომეკიდები, სანდროს რაც შეეხება, ყველაფერია ჩემთვის - სანდროზე ლაპარაკისას ყველაფერიც კი ძალიან ცოტას აღნიშნავს.
- ხანდახან მგონია, რომ იმაზე მეტადაც კი გიყვარს, ვიდრე მე - ეცინება.
- კი არ უნდა გეგონოს, დარწმუნებული უნდა იყო - ყავას ვწრუპავ და თვითკმაყოფილი ვუღიმი.
- ასე რომ ბრწყინავს, მაშინ განსაკუთრებულად ლამაზია შენი თვალები - მაშტერდება და მაბნევს, თან მომწონს, თან უხერხულობას მიქმნის.
- მეჩვენება თუ მეფლირტავები? - კისერზე ხელს ვისვამ და ვცდილობ ჩემი დაბნევა არ შევიმჩნიო.
- მეჩვენება თუ ნერვიულობ? - ცალყბად იღიმის და არც კი აპირებს კითხვაზე მიპასუხოს.
- არაა სწორი შენი საქციელი - მე ჩემსას ვაგრძელებ.
- რატომ, ძმაკაცის დაიკო ხარ და ტეხავს? - ეცინება - ისე შენ უნდა გაგიტყდეს, ძმაკაცის ძმას რომ ეპრანჭები - თვალს მიკრავს და საზურგეს ეყუდება.
- მგონი აქაური კლიმატი ცუდად მოქმედებს შენზე - მოდი და არ გაგეცინოს - ხო და კიდევ, სანდრო ეგეთი ბანალური ტიპი არაა და პირიქით, გაუხარდება კიდეც, ასე რომ გზა ხსნილია - თვალს ვუკრავ და მივდივარ.
სადარბაზოში გასვლისთანავე ვიაზრებ რა ვთქვი და მეცინება, ოღონდ დაბნეულობისგანაა გამოწვეული თუ ჩემი სისულელისგან ვერ ვხვდები. რა გავაკეთე? ფაქტობრივად გამოვიწვიე, ვუთხარი მოდი, თავი მომაწონე-მეთქი. ფლირტიც მისი კი არა, ჩემი მხრიდან გამოვიდა. ღმერთო, როგორ ვიქცევი? ჩემი სიტყვების განხილვით ისე ვარ გართული, კარების დაკეტვაც კი მავიწყდება და მხოლოდ იატაკზე დაყრილი ფურცლები მიმანიშნებს. გეყოფა კესანე! ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ისევ კონსპექტებს ვუბრუნდები.
სრული ორი კვირა ჩემთვის მხოლოდ სამეცადინო არსებობს, სამეცადინო და მეზობლები, მეტი არაფერი. დაღლილი სანდროსთან გავრბივარ განტვირთვისთვის, იქ კი თავისთავად ნიკოლაც მხვდება. იმდენად კარგად ვატარებთ ერთად დროს, მიკვირს, აქამდე რატომ არ გავიცანი, რატომ ჩავთვალე, რომ ცუდი ვინმე იქნებოდა. გამოცდის წინა საღამოსაც შევდივარ და შესასვლელიდანვე ვიწყებ წუწუნს.

- მგონია რომ არაფერი ვიცი - ისეთი საწყალი სახე მაქვს, საგამოცდო ცენტრში რომ დამინახონ პირდაპირ 40 ქულას დამიწერენ.
- ყველაფერი გეცოდინება - ნიკოლა მიცინის და წვენს მაწვდის.
-ხო, ყველაფერი ვისწავლე, მაგრამ ახლა საკითხებს რომ გადავხედე, ყველაფერი ერთმანეთში მერევა.
- კაი რა კესანე, ზოგი ცხოვრებაში იჭრება და შენ ერთ გამოცდას ნუ გადაყვები - თვალს მიკრავს და სავარძელში თავსდება.
- უკეთესად ვერავინ დამამშვიდებდა - მეც მეცინება და დაძაბულობაც სადღაც ქრება.
- გინდა ხვალ გამოგყვე?
- დარწმუნებული ხარ? - რაღაც ეჭვი მეპარება ამის დიდი სურვილი ჰქონდეს.
- რომ არ ვიყო, არ გკითხავდი.
- დილის ცხრაზე მაღლივში უნდა ვიყო, ისევ დარწმუნებული ხარ? - მგონია, რომ გადაიფიქრებს.
- კიდევ უფრო - მიღიმის.
- ასეთი მონდომებულიც არ მეგონე.
- ვცდილობ ხსნილ გზას მივყვე - წვენი მცდება და ხველა მიტყდება.
ჯანდაბა! ისევ ახსოვს, აქამდე არც უხსენებია და მეც მეგონა, რომ დაავიწყდა.
- ფრთხილად, არ დაიხრჩო - ეცინება - სიტყვები ჰაერზე არ უნდა თქვა, თორემ იარსებებს ვინმე, ვინც თითოეულ მათგანს ღრმად ჩაიბეჭდავს გონებაში.
- თუ გინდა წამომყევი - როგორც კი ლაპარაკს ვახერხებ, ვპასუხობ.
- კარგი მცდელობა იყო, აგყვე ისე, ვითომ ვერაფერი შევამჩნიე თუ ძველ თემას დავუბრუნდე? - მისი ცალყბა ჩაცინებები მკლავს.
- უკეთესი იქნება თუ ამყვები.
- კარგი კესანე, მაშინ ხვალ ჩამოიარე და მე წაგიყვან - ისე ეშმაკურად მიღიმის, სიამოვნებით შევულამაზებდი სახეს.

გამოცდას იმაზე კარგად ვწერ, ვიდრე ველოდი, სასურველი საკითხები სრულიად საკმარისია ჩემი ბედნიერებისთვის. გახარებული ჩამოვრბივარ კიბეებზე და იქვე მომლოდინე ნიკოლას ვუღიმი.

- აბა?
- ძალიან, ძალიან კარგად - მხრებს ვიჩეჩავ.
- ხომ გეუბნებოდი - თვალს მიკრავს - წავედით?
- წავედით - ჩემს ნივთებს ვართმევ და მივდივართ.
- ახლა მალე წახვალ სადმე არა?
- არა ჯერ, სანამ მამიკო არ დაბრუნდება, დედას მარტო ვერ დავტოვებ, ასე რომ უახლოესი ერთი კვირა მაინც ისევ აქ ვარ - უჩვეულოდ აღტაცებული ვსაუბრობ.
- ძალიან კარგი, მეც აქ ვარ.
- სანდრო არა?
- სანდროს სოფელში ვუშვებ, ასე რომ აქ მხოლოდ მე გრჩები - ეს "გრჩები" იმდენად გამოკვეთილია, შეუძლებელია ვერ შევნიშნო.
- ხო, რჩები - ზუსტად ისევე ვკვეთ, როგორც თვითონ და მის უკმაყოფილო სახეზე მეცინება.

მაღლივიდან პირდაპირ სანდროსთან მივდივართ. ვგიჟდები ამ სახლის აურაზე და მაცხოვრებლებზე ხომ თავისთავად. არ მოიწყინოთ და ერთმანეთს გაუფრთხილდითო პატარა ბავშვებივით გვარიგებს სანდრო და ჩვენც ვეთანხმებით.
სანდროს წასვლის შემდეგ მთელ დღეს ატელიეში ვატარებ, ისე მომნატრებია აქაურობა. გამოცდების გადამკიდემ ვეღარ მოვიცალე და თითქოს ამ ერთ დღეს მინდა ავინაზღაურო ყველაფერი, რაც გამოვტოვე. საღამოს დედასთან ერთად სასიამოვნოდ დაღლილი ვბრუნდები და განსატვირთად რასაკვირველია ჩემს საყვარელ აივანს ვიყენებ. მოწნულ საქანელაში ვჯდები და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ.

- რაზე ფიქრობ? - ვერც კი ვამჩნევ, როგორ გამოდის აივანზე.
- ლამაზი ცაა - ვარსკვლავებით მოჭედილი ცისკენ ვიხედები და ვიღიმი.
- შენი თვალებივით ბრჭყვიალებენ.
- მადლობა - მეცინება, შევეჩვიე უკვე.
- სოფელში უფრო ლამაზია, მინდორზე გაწოლილი რომ უყურებ, ამაზე ლამაზი აღარაფერი გეჩვენება.
- აღარც ჩემი თვალები? - კესანე რას აკეთებ? მერამდენედ? ახლა მას ეცინება, ცალყბად, სიცილით რომ მეუბნება მიგიხვდიო.
- შენს თვალებთან ერთად არასდროს მინახავს - იცით როგორი მზერა აქვს? 1-1 აი ზუსტად ასეთი.
- ასეთ დროს ქალაქის ხმაურიც კი არ მაღიზიანებს - თემა გადამაქვს.
- მაგრამ ასეთ დროს, ასეთ ცასთან ერთად წყაროს ხმაც რომ გესმოდეს?
- გავგიჟდებოდი ბედნიერებისგან - წარმოდგენაც კი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
- და ამ ყველაფერს ჩემი გვერდით ყოფნაც დაუმატე? - ახლა ეშმაკური მზერა აქვს.
- არაფერი შეცვლილა - მეცინება, 2-1 ნიკოლოზ.
- ანუ ჩემ შემთხვევაშიც გაგიჟდებოდი ბედნიერებისგან - მგონი 2-1 არ გამოვიდა.
- შენ უბრალო დამატება ხარ ამ შემთხვევაში.
- უბრალო დამატებებს ყველაფრის გაფუჭებაც შეუძლიათ და უკეთესობისკენ შეცვლაც.
- ნიკოლოზ რა გინდა? - მთელი ამ საუბრის მანძილზე პირველად ვუსწორებ თვალს.
- სასწაულად ლამაზად ამბობ ჩემს სახელს, კესანე - თვითონაც კვეთს სახელს და მიღიმის, ახლა უკვე ძალიან თბილად.
- თავისთავად გამომდის - ვუცინი.
- შეუძლებელია ასე დაუძახო და რაღაც სხვას არ გრძნობდე, კესანე, უბრალოდ არ გამოგივა ასე.
- და შენც ასე ამბობ?
- რა ვიცი, კესანე, რა ვიცი - მიღიმის - ძილინების - ოთახში შედის და მე მტოვებს კვლავ გაურკვევლობაში.
ფაქტია, რომ რაღაც ხდება, მაგრამ რა ჯერ ვერ ვიგებ, ან არ ვიგებ, არ ვიცი. ჩემდაუნებურად იკავებს ნიკოლოზი ჩემს ფიქრებში ადგილს, ძალიან დიდ ადგილს და ეს მაშინებს, არ შეიძლება ასე. არ ვიცი რისი მეშინია, იქნებ იმის რომ აქამდე მსგავსი არაფერი დამმართნია? და რომ მომწონს? ეს ყველაფერი ძალიან რომ მომწონს? ჩამოუაყალიბებელი კესანე!

***
"ძნელია დაძინება, როცა ვიცი, რომ კედელს იქით შენ ხარ".
" მე არ მიჭირს და დავიძინებ." - ყოჩაღ კესანე! ამაზე უკეთეს პასუხს ვერც მოიფიქრებდი.
"კარგი, ძილინების"

ეწყინა, ღირსი ხარ, თურმე იძინებს გოგო, ხოდა დაიძინე ახლა. საკუთარ თავზე გაბრაზებული კედლისკენ ვბრუნდები, იმ კედლისკენ, რომლის გვერდითაც ნიკოლოზი წევს, ზუსტად ვიცი. ვცდილობ წარმოვიდგინო მისი სახე, ცოტა გაბრაზებული, ცოტა ნაწყენიც, მერე ჩემს ბავშვობაზე მეღიმება.

გვიან მეღვიძება, დედაც წასული მხვდება. ხანდახან ასეთი დილები ყველაზე მეტად მიყვარს, როცა მარტო ვარ და არავინ არაფერს მეუბნება. შემიძლია მთელი დღე საღამურებით ვიარო და ამის გამო კარებიც კი არავის გავუღო. ვიჯდე ჩუმად და ვტკბებოდე სიმშვიდით, ან ვრთავდე სიმღერებს და ცეკვა-ცეკვით დავდიოდე სახლში. ასე საღამურებით გავდიოდე აივანზე და არ მესმოდეს დედას შენიშვნა სირცხვილია, ხალხი გხედავსო. საერთოდაც ხანდახან ზედმეტად ბავშვი ვარ, თავი ისევ პატარა მგონია და ვერაფერს ვხედავ სასირცხვილოს იმაში, თუ საღამურებით ვიქნები ჩემს აივანზე. პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს შორტი და მაისური მეცმევა თუ იმავე ზომის საღამურები? ჩემი ყავის ფინჯნით გავდივარ აივანზე და სავარძელში ვჯდები. აი კიდევ, ამას ვერ გადავეჩვიე. შუა ზაფხულშიც კი, დილაობით ცხელ ყავას ვსვამ, სულ რომ პაპანაქება იყოს, უამისოდ არ შემიძლია, ცხელი უნდა დავლიო.
გვერდით აივანზეც გამოდიან, ხმა მესმის, თუმცა ზურგით ვზივარ და რატომღაც, გამარჯობის თქმას არ აპირებს.

- დილა მშვიდობის - ვერ ვითმენ და ვდგები.
- გამარჯობა - ისე მპასუხობს, არც კი იყურება ჩემკენ.
- როგორ ხარ?
- კარგად - სერიოზულად? ისევ ნაწყენია? იმ ერთი შეტყობინების გამო?
- მეც კარგად, მადლობა - ახლა მე ვპასუხობ უკმაყოფილო ტონით და სავარძელს ვუბრუნდები.
- რატომაც არა, კარგად გამოიძინებდი, შენ ხომ არაფერი გაღელვებს - ბრუნდება და სახლში შედის. მეხუმრება? აშკარად მეხუმრება.
გაბრაზებული პირდაპირ მივდივარ და დაუკაკუნებლად ვაჭრი სახლში.
- რანაირად იქცევი? - წინ ვუდგები სამზარეულოში "მოფუსფუსეს" დოინჯშემორტყმული.
- ჩვეულებრივად ვიქცევი - გვერდს მივლის და თავისი ფინჯნით მაგიდასთან ჯდება.
- დარწმუნებული ხარ? - მის წინ ვიკავებ სკამს.
- აბსოლუტურად.
- მე ასე ვერ ვიტყოდი.
- კესანე რა გინდა? შენ ხომ არ გაღელვებ? შენთვის ხომ არაფერს ნიშნავს ჩემი გვერდით ყოფნა? ხოდა ვიყოთ მაშინ ჩვეულებრივ, როგორც მეზობლები - ისე უემოციოდ ლაპარაკობს ლამისაა გავგიჟდე.
- ხო, ზუსტად ასეა, მართალი ხარ. უკაცრავად რომ ასე შემოგეჭერი სახლში მეზობელო - გაბრაზებული ვდგები და მივდივარ.

ასე არა? მეზობლები ხომ? ძალიან კარგი, ვიყოთ მეზობლები, მაგრამ ეს შენი გადაწყვეტილებაა, არ დაგავიწყდეს. ისე ვჩხუბობ, თითქოს პირდაპირ მას ვეუბნებოდე სათქმელს. კარებს ვიჯახუნებ და უკვე გაცივებულ ყავას ნიჟარაში ვასხამ.
"ასე შენ მოისურვე კესანე, შენმა პასუხებმა და ქცევებმა მოისურვეს, მე არა." იცით როგორი ტონითაა მოწერილი? პასუხს რომ ვერ დაუბრუნებ, უფლებასაც რომ აღარ გიტოვებს რამე მიწერო და პრეტენზია გამოთქვა. ანდა რა უნდა ვთქვა, როცა რეალურად მართალია. იყოს, არაუშავს, იყოს ისე, როგორც მოხდა, ალბათ საჭიროა.

***

წარმოგიდგენიათ რა საშინელებაა სრული იგნორი იმ ადამიანისგან, რომელიც ადრე გამუდმებით თქვენთან იყო? როგორც კი აივანზე გავდივარ, ის ოთახში შედის. არც ხმას მცემს, არც მწერს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ სანდროც არაა აქ და შესვლის მიზეზსაც ვერ ვპოულობ. ასე გაბრაზებული ვდგები და ატელიეში მივდივარ. ეს ხომ ის ადგილია სადაც ვმშვიდდები? ხოდა ასე ხდება, ხატვა ისე მართობს, დროის გასვლასაც ვერ ვხვდები. განსაკუთრებული სიფრთხილით ვხატავ მცირე დეტალებს, ორნამენტებს, ბევრი ფიქრი და შრომა რომ სჭირდებათ, ეს მომწონს. თუ ის გამოდის, რაც მე მინდა ხომ საერთოდ, მთელი თვე მყოფნის საამაყოდ.
ვერ ვასწრებ, რაღაცები დასამთავრებელი მრჩება, ამიტომ დედას არ მივყვები. კარებს გასაღებით ვკეტავ და თვითონ მის კაბინეტში შევდივარ. ვხატავ, ვაფერადებ, ვშლი, მაგრამ გონება მაინც ნიკოლაზე ფიქრობს, მაინც მაკლია. გამუდმებით ტელეფონისკენ გამირბის თვალი, ველოდები, თუმცა არ ჩანს.

- გისმენ სანდრიკ - უხალისოდ ვპასუხობ სანდროს ზარს.
- კესარია, როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- მეც, რას შვრები აბა? ნიკოლა სადაა? მომიკითხე.
- მე რა ვიცი სადაა, შენ არ ელაპარაკები? დაურეკე და მოიკითხე - ტონს ვერ ვაკონტროლებ და ამაზეც ნერვები მეშლება.
- რაღაც მოხდა ხომ? არაფერს ამბობთ, მაგრამ ვხვდები - ვგრძნობ როგორ იძაბება.
- არაფერი სანდრო, არ ინერვიულო შენ ამაზე, დაისვენე.
- როგორ დავისვენო? მითხარი რა მოხდა, ხომ იცი, ვერ მოვისვენებ.
- არაფერი, რაღაც უაზრობაზე გაიბუტა ბავშვივით, მერე ამაზე მე გავიბუტე და ვართ ახლა ასე.
- ანუ სერიოზული არაფერია?
- რა უნდა იყოს სანდრო სერიოზული? ბავშვია ეგ შენი ნიკოლა და მორჩა. წავედი ახლა, ვხატავ და ყურადრებას მიფანტავ.
- კარგი, წადი, ჭკვიანად და გკოცნი.
- მეც სან - ვგრძნობ როგორ მითბება გული და მეღიმება.

წამიც და შუქები ქრება. რა ხდება? ტელეფონს ვანათებ და ფანჯარასთან მივდივარ, ქუჩებიც კი ჩაბნელებულია, მხოლოდ მთვარის მკრთალი ნათება ჩანს და ზაფხულისთვის უჩვეულოდ ბნელი ღამეა გარეთაც. ამ სიბნელეში სახლში წასვლა არ გინდა? ტაქსის დავურეკავ, სხვა გზა არ მაქვს, ჩემი ბიჭები აქ არ არიან, ის კიდევ გაბუტულია. ჯანდაბა, არადა როგორ მინდოდა ამ მოდელის დასრულება. ტელეფონზე შემოსული ზარი მამცნობს, რომ მანქანა უკვე მოვიდა. ატელიეს ვკეტავ და ტაქსისკენ მივდივარ, გაბმული სიგნალი რომ მესმის. არ ვიხედები, არც ის ჩერდება, მაინც ჯიუტად მივდივარ და ტაქსიში ვჯდები, ის-ისაა მისამართს ვკარნახობ რომ ჩემი მხრიდან კარები იღება.

- კესანე მე წაგიყვან - ნიკოლა მიყურებს და სულაც არ აქვს ისეთი მზერა, როგორიც ტონი - უკაცრავად ტყუილად რომ შეგაწუხეთ, აი ინებეთ - ფულს აწვდის და კარებიდან იწევა რომ გადავიდე. მეც მივყვები. მანქანაში ვსხდებით და ძრავს.

- დედაშენმა მთხოვა მიმეყვანე - დუმილს არღვევს.
- თორემ შენ არც გიფიქრია ხომ? - მეცინება.
- რაღაც მსგავსი - თვალს მიკრავს.
- რატომ იქცევი ბავშვივით?
- მე? - ისე იოცებს, თითქოს მე გავიბუტე.
- დიახ, შენ, სულ ერთ სიტყვაზე, რაღაც სისულელეზე ისე იბუტები რომ მთელი დღეები გამარჯობასაც არ მეუბნები.
- საქმეც მაგაშია, ვერც ხვდები რაზე გავბრაზდი, არც გაბუტული ვარ, ბავშვობის ასაკიდანაც დიდი ხნის წინ გამოვედი - ისე მიხსნის, ერთხელაც არ იხედება ჩემკენ.
- ხოო? და რაზე გაბრაზდი?
- არაფერზე კესანე, შენთვის არაფერზე.
- და დღესაც ასე დავამთავროთ ნიკოლოზ?
- არც არაფერი დაწყებულა - რაღაცნაირად მიღიმის და მზად ვარ მოვკლა.
- არ მინდა, რომ ასე ვიყოთ - ვერ ვუძლებ მის ხმას.
- აბა როგორ გინდა? - მანქანა გზიდან გადაჰყავს, აჩერებს და პირველად მიყურებს ამ ხნის მანძილზე.
- არ ვიცი, მაგრამ ასე არა, არც ის მინდოდა რამე ცუდად მეთქვა, არც მითქვამს, უბრალოდ შენ მიანიჭე ზედმეტად დიდი მნიშვნელობა - ვუხსნი მთელი გულწრფელობით.
- კარგი კესანე, ჩავთვლი, რომ არაფერი გითქვამს, არც მე გამიგონია და უბრალოდ მე გავაზვიადე, კარგი - ზუსტად ვიცი, რომ არაფერია ძველებურად, მაგრამ იქნება, აუცილებლად.
- მაშინ ნუ დამალევინებ ყავას მარტო, აივანზე დაგელოდები - ვუღიმი და ვჩუმდები.

მიპატიჟებას იღებს, იმიტომ, რომ აივანზე უკვე ყავის ფინჯნით მხვდება. ბედნიერს მეღიმება და მადლობას ტუჩებით ვანიშნებ.
- აღიარე რომ მოგენატრე - ცალყბა ჩაცინებას არ ეშვება.
- და შენ არა? - კითხვით ვპასუხობ.
- კი, მეც მომენატრე.
- შენც? - ც-ს ვკვეთ.
- ხო, შენ ხომ მოგენატრე, ხოდა მეც მომენატრე - კმაყოფილი მეუბნება და ყავას სვამს.
- კარგი, მომენატრე - ვნებდები და ვაღიარებ.
ყოველთვის არარეალურად მიმაჩნდა იმ ადამიანის მონატრება, რომელსაც ყოველ დღე ხედავ, მაგრამ თურმე ასე არაა. ფიზიკურად ახლო მყოფი ისე შორს იყო ჩემგან, რომ მაგიჟებდა. ახლა მშვიდად ვარ, ვუყურებ მის პროფილს, აივნის მოაჯირს იდაყვებით ეყრდნობა და მშვენიერი თითებით ფინჯანი უკავია, ამ ფონზე ბნელი ღამეც კი საოცრებაა.
- რაზე ფიქრობ? - იხედება.
- შენს პროფილზე - მეცინება - კარგი ცხვირი გაქვს.
- დღეს ძალიან ბევრს ფიქრობ ჩემზე, თუ ზოგადადაც? - საერთო მოაჯირისკენ ინაცვლებს.
- შენგან განსხვავებით ძილში მაინც არ მეშლება ხელი - ეს გინდოდა? მიიღე.
- მართლა კესანე? ნამდვილად გინდა იმ თემასთან დაბრუნება? - წარბს მიწევს და ვხვდები, რომ შეცდომას ვუშვებ ამ თემაზე საუბრის წამოწყებით.
- არა, არ მინდა - ძალით ვიცინი და თვალებს ვუფახურებ.
- ხოდა დავხუროთ, რაო დასასვენებლად სად მივდივართო?
- არ ვიცი, ამ ჩემი გადაბარების გამო სულ აგვერია გეგმები და აღარ ვიცი - უკმაყოფილოდ ვპასუხობ და წინასწარ ვგლოვობ ჩაშლილ გეგმებს.
- არაუშავს, უფრო სწორად კარგია, უშენოდ ცოტა დროის გატარება მომიწევს - ფაქტობრივად ჩურჩულებს.
- როდის ბრუნდები? - თითქოს მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ დიდი ხნით წავა.
- მალე კესანე, ძალიან მალე..
- ხვალ? - ვიცინი, მაგრამ სულ არ მეცინება.
- შენი გაცნობის შემდეგ მთელი წელიც ძალიან მალე გავა, დამიჯერე..
- მგონი არ ღირს ასე ნიკოლოზ, მერე ორივეს ძალიან გაგვიჭირდება - ძლივს ვაბამ თავს სათქმელს.
- და ამიტომ არაფერი ვთქვათ? ასე გინდა კესანე?
- ასე ჯობს - ოდნავ ვუღიმი და ოთახში შევდივარ.

ისევ ვტოვებ, ისევ მარტო ვტოვებ თავის სიტყვებთან, თავის გრძნობებთან. გავურბივარ, მაგრამ რას? შიშს? დიახ, შიშს გავურბივარ, შიშს, რომ რაღაც უფრო მეტი იქნება, ვიდრე ახლაა, შიშს, რომ ერთ დღესაც ისევ თავის ცხოვრებას დაუბრუნდება და ამით ყველაფერი დამთავრდება. მაინცდამაინც ახლა არ მყავს გვერდით არავინ, ასე არ შეიძლება.. გაურკვევლობით სავსე ვწვები დაძინების იმედით, მაგრამ სულ ტყუილად, არაფერი გამომდის.
და იცით რას ვაკეთებ? ყველაზე დიდ სისულელეს, რაც შეიძლებოდა ჩამედინა.. ნიკოლოზისგან თავს შორს ვიჭერ. რასაკვირველია ძალიან ძნელია და არც გამომდის თავიდან, მაგრამ როგორც კი ჩემი ოთხეული ქალაქს უბრუნდება, მთელ დღეს გოგოებთან ვატარებ. სახლში მხოლოდ დაძინების დროს ვბრუნდები, არ გავდივარ აივანზე, არ ჩავდივარ მაღაზიაში, ოთახიდან ცხვირსაც არ ვყოფ, არადა ერთადერთი რაც მინდა, მისი ნახვა და ხმის გაგონებაა.. მგონი ვაზვიადებ, ძალიან, ძალიან შორს ვიყურები და სწორედ ეს მთრგუნავს, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის. ხანდახან ვფიქრობ რომ ძალიან ჩამოუყალიბებელი ვარ და იმასაც ვერ ვხვდები რა მინდა, ალბათ ვარ კიდეც, იმიტომ რომ საკუთარ საქციელს გამართლებას თვითონაც ვერ ვუძებნი, მაგრამ ამ წუთას ვფიქრობ რომ ასე უნდა მოვიქცე და ვიქცევი კიდეც. ახლა ზუსტად მესმის რას გულისხმობდა, როცა მეუბნებოდა გვერდით ოთახში შენ მეგულები და ვერ ვიძინებო, ვერც მე ვიძინებ. ხანდახან წარმოვიდგენ როგორ მეხუტება და მაშინ, მზად ვარ გადავლახო ყველა შიში, თუნდაც მათი გამართლების შემთხვევაში, მივიდე და უბრალოდ ჩავეხუტო, ძალიან, ძალიან დიდ ხანს, მაგრამ ამას არ ვაკეთებ.
უეცრად გამოჩენილი რაღაც პრობლემების გამო დასასვენებლად წასვლასაც ვერ ვახერხებთ და ყველა ბედნიერებასთან ერთად სანდროც მიბრაზდება, იმიტომ რომ სულ აღარ ვარ მასთან. მართალია, მასთან ყოფნა თავისთავად ნიკოლასთან ყოფნას ნიშნავს, ამიტომ თავს ვარიდებ, მაგრამ ვერ ვუხსნი რატომ, არ შემიძლია, სანდროს ვერ ვეტყვი. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მისთვის არაფერი დამიმალავს, ახლა ვერ ვეტყვი. ამიტომ, უარესად რომ არ გაბრაზდეს, საღამოს გავდივარ. არ მიღიმის, მებღვირება, სამაგიეროდ ნიკო მხვდება ისე, თითქოს ეს კვირა და ჩემი საქციელი არც ყოფილიყოს, გულწრფელი ღიმილით და ბედნიერებით.

- სან - გვერდით ვუჯდები და თავს მხარზე ვადებ, ხმას არ მცემს - საან - მის თითებს ვეთამაშები - ბოდიში რა, უბრალოდ დედას ვეხმარები ატელიეში და დრო აღარ მრჩება - მიზეზის პოვნა არ მიჭირს.
- არ ვიცი რაში გჭირდება, მაგრამ ეგ სიმართლე არაა კესანე და შენც იცი - ვერ ვიტან როცა კესანეს მეძახის, ასე მხოლოდ მაშინ ხდება, როცა რაღაც რიგზე არ გვაქვს და თუ რიგზე არაა, ნიშნავს რომ ძალიან, ძალიან ცუდად ვარ.
- კარგი, მართალი ხარ - არ შემიძლია, ვერ ვატყუებ - მოგიყვები, ოღონდ მერე, ახლა შემირიგდი რა, არ შემიძლია უშენოდ.
- ეს დღეები ხომ შეძელი?
- აუ სანდრიკო გეყოფა, მართლა მქონდა მიზეზი და უნდა ვიტირო მაინცდამაინც რომ შემირიგდე?
- არ იტირო - ეღიმება - ოღონდ აუცილებლად ვილაპარაკებთ.
- კარგი - ვეხუტები და ვგრძნობ როგორ მაკლდა მთელი ეს დღეები.
- ზედმეტად თბილი საღამოა და ცივი ყავა მოგიხდებათ - ჭიქებით და სიცილით შემოდის ნიკოლა.
ვერ ვხვდები, ვერ ხვდება თუ არ იმჩნევს ჩემს ბოლოდროინდელ საქციელს. ისე იცინის, შეუძლებელია შენც არ გაგეცინოს, ისე გიყურებს, შეუძლებელია არ გათბე. ჩვეულებრივად მიჯაჭვული ვარ ამ ადამიანზე. ჩვეულებრივად მაგიჟებს მისი ხმა და ასევე ჩვეულებრივად ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება მისგან შორს ყოფნა.

***
საღამოს თავს უფლებას ვაძლევ აივანზე დავლიო ყავა, მაგრამ როგორც კი ლაპარაკი მესმის ვჩერდები. არ ვიცი რატომ, ინსტიქტურად ალბათ, თუმცა არ გავდივარ და ვუსმენ, სანდრო და ნიკო ლაპარაკობენ.. ყველაფერი გარკვევით მესმის და ალბათ უფრო იმიტომ ვინტერესდები, ნიკოლას წასვლის თემაზე რომ ბჭობენ.

- როდის?
- რამდენიმე დღეში, ბილეთი მაქვს, ხომ იცი.
- ე.ი. მიდიხარ - წარმომიდგენია როგორ ეძნელება სანდროს.
- ხო რა, მასეა - მსგავსი უკმაყოფილებით ეთანხმება.
- არადა მეგონა დარჩებოდი, რადგან ერთი ჩამოგიტყუე ვიფიქრე, რომ მორჩა, დამთავრდა და აღარ წახვიდოდი - ეცინება.
- სანდრო ხომ იცი რომ არ გამოვა, იქ ჩემი საქმე მაქვს, ჩემი ცხოვრება, აქ კიდევ.. არაფერია ისეთი, რაც აქ დამაკავებს.

მისი სიტყვები ისეთი სიმძაფრით მასკდება, ლამისაა წავიქცე.. არაფერია ისეთი, რის გამოც დარჩენა მიღირსო.. ანუ მე არაფერი ვარ? ანუ ეს ყველაფერიც არაფერი იყო? ეს შეტყობინებები, ეს სიტყვები, ეს მზრუნველობა, ეს მზერა, ეს ჩახუტება - ყველაფერი? სულ ყველაფერი? თვალებს ძალიან, ძალიან მაგრად ვხუჭავ რომ არ ვიტირო.. გული ისე სწრაფად მიცემს, სადაცაა ამოხტება.. და მაშინ, როცა ის ჩემთვის ამდენს ნიშნავს.. მე.. არაფერი.. მიდის და აქ არაფერი აჩერებს..აი ასე, უბრალოდ მიდის.. აივნის კარებს ვკეტავ და საწოლში ვწვები. ამ სიცხეში პლედს თვაზეც კი ვიფარებ და ჩუმად ვსლუკუნებ..
ორი დღის განმავლობაში ისე ვუფრთხი ნიკოლას ნახვას, აივანზეც არ გავდივარ. ბრაზი არ მინელდება, წყენა, ბრაზი ყველაფერი ერთმანეთს ემატება და როდის გავსკდები არ ვიცი. მერე დედა მეუბნება ჩვენი მეზობლები დასასვენებლად წასულანო და ცოტას ვმშვიდდები, ისიც მწყინს, სანდრო რომ ასე უსიტყვოდ წავიდა, მაგრამ არც მინახავს და..

***
იმ საღამოს ზაფხულისთვის უჩვეულოდ ცივა, კოკისპირულად წვიმს, ქალაქს აგრილებს, ზაფხულის მტვერს რეცხს. ჩემს მოწნულ სავარძელში ვზივარ და წვიმის წკაპუნს ვუსმენ, საოცრად მიყვარს სველ ასფალტზე ბორბლების ხმა, არ ვიცი რატომ, რა აკვიატებაა, მაგრამ მთელი დღე შემიძლია ვუსმინო. თვალები მიშტერდება ლამპიონის სინათლეზე.
არაფერია ისეთი, რაც აქ დამაკავებს - თავში მისი სიტყვები მიტრიალებს და ვხვდები რომ ჭკუიდან მშლის. არაფერი, საერთოდ არაფერი, არაფერს ვნიშნავ. წასვლა უნდა, უნდა და მიდის ისე, რომ ერთხელაც არ იხედება, გულშიც კი არ ივლებს, რომ მე აქ მტოვებს. თავს ვერაფერს ვუხერხებ და ცრემლიც თავისთავად მომდის.
- არ გაცივდე - პლედით ხელში გამოდის აივანზე და მიღიმის. ისე მიღიმის, თითქოს არაფერი ეთქვას, ისე, თითქოს მისთვის რამეს ვნიშნავდე.
- წადი.
- რა?
- წადი - სავარძლიდან ვდგები - ხომ გინდა წასვლა? აქ ხომ არაფერი გაკავებს? ხოდა წადი, რაღას უცდი, შებრუნდი და წადი! - ყვირილზე ისე გადავდივარ ვერც ვხვდები.
- კესანე - ხელს იწვდის.
- წადი ნიკოლოზ, წადი, არაფერია ისეთი, რის გამოც დარჩენა ღირს, წადი - ბოლოჯერ ვავლებ თვალს და ოთახში შევდივარ.
“უნდა ვილაპარაკოთ“ - მოდის შეტყობინება და სიმწრით მეცინება, არის რამე სალაპარაკო?
„სალაპარაკო არაფერია ნიკოლოზ, წასვლა გინდა და მიდიხარ.“
„ნუ იქცევი ასე, არ მინდა და ვერც შევძლებ მთელი სათქმელი ერთ შეტყობინებაში ჩავტიო“.
„ხოდა ნუ მეტყვი, წადი და მორჩა“
„წავალ, მაგრამ იქამდე უნდა ვილაპარაკოთ“
„არ მინდა, რა აზრი აქვს, აქ მაინც არაფერი გაკავებს“.
“პატარა, ჩამოუყალიბებელი გოგოსავით იქცევი, იბუტები, მემალები, მე ასე არაფრის თქმას არ ვაპირებ.“
„დაგრჩა რამე სათქმელი“?
„მინდა რომ პირისპირ ვილაპარაკოთ“
„აეროპორტში, გაცილებისას“ - შეტყობინებას აღარც ის მწერს და აღარც მე.
ახლა მართლა ესმევა წერტილი იმას, რაც იყო, თუნდაც უსახელოს, მაგრამ არსებულს. ვერ ვხვდები ჩემი ბრალია თუ არა. რომ მენახა, რომ მომესმინა, იქნებ რას ამბობდა, იქნებ როგორ მიხსნიდა, თუმცა არა კესანე, შენ ხომ შენი სიჯიუტე უნდა დააყენო ყოველთვის, ყველგან პირველ ადგილზე, ხოდა ხარ ახლა ასე ნაწყენი, გაბრაზებული. სანდროც აშკარად ხვდება, მაგრამ რადგან არ ველაპარაკები, თვითონაც ჩუმადაა.
მართლა აეროპორტში ვნახულობ, ვუყურებ, ვაკვირდები, ვერც ვხვდები რას ვეძებ. ყველას ელაპარაკება, ყველას უცინის და მზერას თითქოს წამითაც კი არ აპარებს ჩემკენ.

- მივდივარ კესანე, ზუსტად ისე, როგორც გინდოდა - გადაკოცნისას მეჩურჩულება და ოდნავ მშორდება.
- მე ასე არ მინდოდა ნიკოლოზ..
- აბა მართლა აეროპორტში ლაპარაკი გინდოდა?
- არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს რა მინდოდა, მიდოდი და მიდიხარ, კეთილი მგზავრობა ნიკოლოზ - მთელი ძალით ვიკავებ თავს, რომ ცრემლებს საშუალება არ მივცე ჩემი გრძნობები გამოააშკარაონ.
- ნახვამდის კესანე, რაც იყო და თან არც იყო ყველაზე ლამაზი პერიოდი გამოვიდა - კიდევ ერთხელ წამით მეხება ლოყაზე და მიდის.
ესკალატორზე ისე ადის წამითაც არ იხედება უკან, არც ერთხელ. არადა თვით ყველაზე ბანალურ სცენასაც კი ვხატავ გონებაში, როგორ ბრუნდება, მიყურებს და მე მისკენ მივრბივარ, ვეხუტები, მერე ის რჩება და ვცხოვრობთ დიდ ხანს და ბედნიერად, როგორც ზღაპრებშია, მაგრამ არა, მსგავსი არაფერი ხდება. ის არ ბრუნდება, მიდის თავის გზაზე და მეც მივდივარ, სახლში. ისეთი დამძიმებული, თითქოს მთელი ქვეყნის ტვირთი ამკიდეს, ისეთი დანაწევრებული, თითქოს ჩემი ნაწილი მომშორდა. თავს ძლივს ვიკავებ, რომ ხმამაღლა არ ავქვითინდე. წავიდა და როდის ჩამოვა კიდევ ღმერთმა იცის.
თავიდან ძნელია, ძალიან ძნელიც კი, მით უმეტეს, როცა ადამიანზე ამდენად ხარ დამოკიდებული. სოციალურ ქსელში ყოველი შესვლა მისი ძებნით იწყება და მთავრდება, მისი სახელის და გვარის გასწვრივ მწვანე ბურთულის დანახვა მაბრაზებს, საოცრად მაღიზიანებს. იქაა, მხედავს რომ მეც იქ ვარ და მაინც, ხელიც არ წაუცდება რომ მომწეროს, არადა მე ხელები მიკანკალებს, თავს ძლივს ვიკავებ. მიწერეო ჩემი გოგოები მეუბნებიან, მაგრამ რა მივწერო, მოვიკითხო ისე ვითომ არაფერი? ზედმეტად არარეალურია, მას შემდეგ რაც არც კი მოვუსმინე.
მერე ნელ-ნელა ეჩვევი, იმდენად ეჩვევი, რომ აღარც მის მწვანე წერტილს ათვალიერებ, არც მის კედელზე შედიხარ ყოველ წამს, საერთოდ, თითქოს ივიწყებ, რომ ოდესმე არსებობდა შენს ცხოვრებაში, მაგრამ მაშინ, როცა ყველას სძინავს შენ ფიქრობ, ფიქრობ არ არსებულზე, მხოლოდ შენს გონებაში, მხოლოდ შენს გულში რომ ხდება და არსებობს. ან იქნებ კიდევ ვინმესთან ცხრა მთას იქით, სხვა კონტინენტზე? - მხოლოდ ჩემს ოცნებებში, თორემ რეალობა თავადვე წავშალე, თავადვე გავანადგურე. ფანჯრიდან მთვარეც კი მე მადანაშაულებს თითქოს.. გვერდით აივანზე სიწყნარეა, სანდროც კი აღარ მიკაკუნებს - თითქოს ყველაფერი იცის და იმასაც გრძნობს, როგორ ვარ.
მე უკვე აღარ მიყვარს აივანზე ყავის დალევა, ჩემი მოწნული სავარძელიც ოთახის კუთხეში გადმოვიტანე, ფაქტობრივად ჩავრაზე აივნის კარები და საერთოდაც, დავივიწყე რომ ჩემს ოთახს აივანი აქვს.
მიუხედავად საკუთარ თავთან მუდმივი ბრძოლისა, ძირითადად მაინც ცუდ განწყობაზე ვარ. ასეთი კესანე არავის ახსოვს და ყველას უკვირს, ვცდილობ მოჩვენებითად მაინც ვიყო პოზიტიური, მაგრამ არც გამომდის და არც დიდი სურვილი მაქვს. მირჩევნია მარტო ვიჯდე სახლში ჩემს განწყობასთან ერთად და არავის ვაწუხებდე. ყველაფრის გადახარშვას თვეებს ვანდომებ, მაგრამ ამას ვაკეთებ. დროთა განმავლობაში უკეთესად ვხდები, საერთოდ აღარც ვახსენებთ, სანდროც კი არ საუბრობს. უბრალოდ გონების ერთ კუთხეში ვაქცევ და ამ კუთხეს ისე ვქოლავ, რომ აღარ გამოჩნდეს.
სუსხიანი პერიოდები ჩემს განწყობას აუარესებს, რასაკვირველია. ზედმეტად ცივი ზამთარი დგება, ისეთი, ჯერ რომ არ მახოვს. ყოველ დღე ცრის, გადაათეთრებს გარემოს და ჩერდება. დიდი თოვლითაც გვახარებს ბუნება, მაგრამ ამ ზამთარს იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა ხდება თოვლი, რომ აღარც გვიკვირს და აღარც განსაკუთრებულად გვიხარია.

- კესარია, არ გინდა შენი კონსპექტები მათხოვო? - კარების გაღებისთანავე მეუბნება სანდრო გაბრწყინებული სახით.
- მეკითხები კიდეც? როდის აქეთ? - მეცინება - შემო და ერთად ვიმეცადინოთ, თან ნამცხვარი, ჩაი და მურაბა.
- გენაცვალე მასპინძლობაში, ეს გამოცდა ცალ-ცალკე გვაქვს თორემ, გამოსულს სადმე დაგპატიჟებდი.
- წამომყვები და ისე დამპატიჟებ, რა პრობლებაა - ენას ვუყოფ და ჩაის ვასხამ.
- კარგი, მოვიფიქრებ რამეს, ჯერ ძალიან ადრეა.
- მერე ასე ადრე რამ მოგაფიქრა მეცადინეობის დაწყება?
- ხომ იცი ჩემების ამბავი, ახალი წლის მთელი კვირა ექნებათ სანათესაო საღამოები და მე რამის გამკეთებელი ვიქნები მერე?
- მაშინ კი უნდა დაიწყო - ვეთანხმები და რვეულს მისკენ ვწევ.

***
- გოგო, უნივერსიტეტი რომ საახალაწლოდ რაღაც საღამოს აწყობს იცი? - მირეკავს თეკლე და ისე მეუბნება, თითქოს წლის აღმოჩენა გაეკეთებინოს.
- თუ რამე კონცერტია მე არ მოვდივარ - ვაფრთხილებ.
- არა, არა, საერთოდ სხვა და განსხვავებული რაღაც მოიფიქრეს.
- მიდი აბა გისმენ?
- კარნავალი, მასკარადი რა, ნიღბებით და რამე, ხომ ძალიან მაგარია? - ისეთი აღფრთოვანებულია, თითქოს სამეფო მეჯლისზე მიდიოდეს.
- იმ ორგანიზატორებსაც მაგრად დაკლებიათ და შენც - მეცინება - რა ბალ-მასკარადი, რა კარნავალი - ვფხუკუნებ.
- ახლა გცემ კესანე, 30-ში იქნება კარნავალი და ყველა მივდივართ იცოდე.
- თეკლე მე რომ კაბა არ მაქვს? ფერია ნათლია მოვა და მომიტანს?
- კესანე ნუ დამცინი, ერთად წავალთ და ვიყიდით.
- კარგი, ხო, წავიდეთ ამ მასკარადზე, შენ თამარი დაითანხმე.
- კარგი, გკოცნი.
***
თეკლე წუწუნით იმდენს ახერხებს, რომ 29-ში ყველას კაბა მზადაა. მაგრამ რა ყიდვა? როგორც კი დედა იგებს ჩვენი მეჯლისის ამბავს, კაბები ჩემზე იყოსო და სამივეს აბსოლუტურად განსხვავებულ კაბას გვიკერავს, თან ისეთებს, უკვე სერიოზულად ვფიქრობ იქნებ გარეთ ეტლი მელოდებოდეს და 12-მდე თუ არ დავბრუნდები გოგრადაც გადაიქცეს.
ეს დღეც დადგა, მაგრამ მომზადების ნაცვლად გაღვიძებისთანავე სანდროსთან გავრბივარ აივანზე, ძალიან მაინტერესებს მისი ფრაკი. გავდივარ, მისი აივნისკენ ვიხედები და ვშეშდები - ეს სანდრო არაა. ამ სიცივეში თითქოს მდუღარე გადამასხესო ისე ვგრძნობ თავს. სხვას რომ ვერაფერს ვაკეთებ, ჩუმი ნაბიჯებით ვიხევ უკან და ის-ისაა უნდა შევიდე, ხმა რომ მესმის.

- ისევ გარბიხარ კესანე? - იღიმის, თუმცა არა თავისებურად.
- რეალობაში დასარწმუნებლად მივდიოდი - ხმა ამკანკალებია.
- მერე, დარწმუნდი ახლა?
- იმედი მაქვს ჯერ ისე არ გავგიჟებულვარ, მოჩვენებები მელაპარაკებოდნენ - თავს ვაიძულებ ოდნავ გავიღიმო.
- არ გაგიჟებულხარ კესანე - საერთო მოაჯირისკენ ინაცვლებს და მეც დაპროგრამებულივით, მისკენ მივდივარ - როგორ ხარ? - ლოყაზე მკოცნის და მშორდება.
- კარგად, შენ?
- კარგად? მეც, მეც კარგად - ისევ ცალყბა ჩაცინება.
- არ ველოდი ასე მალე თუ დაბრუნდებოდი.
- ხოო? არაფრის გამო არ დავბრუნდებოდი კესანე - ისევ გაურკვევლობაში მაგდებს - ცივა, შედი, არ გაცივდე, არ ღირს ჩემ გამო გაციება.
- ნიკოლოზ, გაბრაზებული ხარ?
- მეკითხები კიდეც? თვითონ არც დაფიქრებულხარ?
- ნიკოლოზ, მე მართლა არ მინდოდა ასე..
- გეყოფა რა, ყოველი შეცდომის მერე ამას რომ იმეორებ ხვდები? მე ასე არ მინდოდა ნიკოლოზ, მე ასე არ მითქვამს ნიკოლოზ, მხოლოდ მე არ, მეტი არაფერი კესანე.. დამღლელია, ძალიან დამღლელია იმის მოსმენა როგორ ამართლებს ადამიანი საკუთარ თავს ყოველთვის.. რაც გინდოდა ის გააკეთე, არც მომისმინე, არც მიპასუხე და ყველაფერი უბრალოდ ერთი ხელის მოსმით დაამთავრე. ახლა ლაპარაკს აზრიც არ აქვს - ერთიანად მითხრა რასაც ფიქრობდა და შებრუნდა, ზურგი მაქცია.

დამტოვა, აი ასე უბრალოდ, არც ჩემი თვალებისთვის მიუქცევია ყურადღება, არც აჩქარებული გულისცემისთვის, არც ფერდაკარგული სახისთვის. ამ ყინვაში ვდგავარ აივანზე საღამურებით და არ მცივა, ვერ ვგრძნობ.. ვუყურებ მის ზურგს და ვხვდები, როგორ შორსაა ჩემგან, რამდენიმე მეტრში და მაინც ყველაზე შორს. მთელ ამ სითეთრეში, ფიფქების ამ კორიანტელში დგას ის უძრავად, მიაქვს ჩემი გულისცემა და ამაზე არც კი ფიქრობს. ლასლასით მივდივარ ოთახში და ვხვდები, აღარაფრის თავი არ მაქვს.

***
საერთოდ არ მაქვს საკარნავალო განწყობა, მაგრამ ბავშვები არ მაპატიებენ, შესაბამისად საღამოს მორთულ-მოკაზმული ველოდები სანდროს. რამდენადაც შესაძლებელია, მოკრძალებული კაბა, თავისი ხელთათმანებით და ვერცხლისფერი ნიღბით. ვცდილობ განწყობა დავმალო და მოჩვენებით ხალისიანი მაინც ვიყო. კარებს როგორც კი ვაღებ, ორივეს სიცილი გვიტყდება, ის ძალიან ოფიციალური შავი ნიღბით და მე ძალიან გამოპრანჭული ვერცხლისფერით.

- ნებას დამრთავთ ქალბატონო? - ხელს მიწვდის.
- რასაკვირველია თქვენო უმაღლესობავ - მეც ვაგებებ ხელს და ასე სიცილით მივდივართ.

მეგონა, მხოლოდ ჩვენ აღვიქვით ზედმეტად სერიოზულად ეს ყველაფერი, მაგრამ თურმე ვცდებოდი. მთელი დარბაზი ისეა მორთული, ეჭვი არავის შეეპარება რომ მე-15 საუკუნის მეჯლისზე ვართ, ყველა ნიღბითაა, ყველა პიჯაკში, ფრაკში, სადედოფლო სამოსელში, ვერც ჩემს ბავშვებს ვხედავ ვერსად, არადა რომელი ნიღაბი შემიშლის ხელს მათ ცნობაში. ნახევარსაათიანი ბოდიალის შემდეგ ერთმანეთს ვპოულობთ და კუთხეში ვდგებით. ყველა აღფრთოვანებული ვართ, მუსიკაც შესაბამისია, წყვილები ცეკვავენ ვალსს, სხვები დაბალ ხმაზე, მშვიდად საუბრობენ, ეს ყველაფერი ისეთი იდეალურია, წარმოდგენაც შეუძლებელი იყო.

ვიღაც გვიახლოვდება, ნიღაბი მთელ სახეს უფარავს, ჩვენთან მოდის და ხელს უწვდის თეკლეს, არც ხმას იღებს, არც გვიყურებს, მაგრამ აშკარად ცეკვას სთავაზობს. ისიც მიყვება, რამდენიმე წუთში კი ბედნიერი ღიმილით გვიბრუნდება. ზღაპრული საღამოა და კიდევ უფრო ზღაპრული კულმინაცია აქვს. ფოიერვერკის შემდეგ, სცენაზე ასული ნიღბიანი ბიჭი ყურადღებას ითხოვს, საოცარი კომპლიმენტებით ამკობს რომელიღაც გოგონას და ჯიბიდან ბეჭედს იღებს. აბა გამოიცანით? არც მეტი, არც ნაკლები, თეკლეს შეყვარებულია და მასვე სთხოვს ხელს. ხომ წარმოგიდგენიათ იქ რა ამბავი ატყდებოდა? რასაკვირველია, თანხმობა განაცხადა. სანდრომ ეს ამბავი ისე ხომ არ ჩაივლის, ჩემთან უნდა აღვნიშნოთო და იქ ვხვდები, რომ ამ საღამოს სიკვდილი არ ამცდება.

- სან, დღეს მამა ჩამოდის, ხომ იცი, შენთან როგორ წამოვიდე? - მაქსიმალურად ვცდილობ ბუნებრივი ვიყო.
- არ გინდა, კარგი? - ეცინება - მამა ჩამოდის და მშობლებს მარტო დატოვებ რომანტიკული ვახშმისთვის, მიზეზებს ნუ ეძებ.
- სანდრო..
- გეყოფა, არ შეგჭამს - მეჩურჩულება.
- არ შემჭამს.. - ვიმეორებ და მივყვები.

რადგან ნანა დეიდას სძინავს, ყველაფრის გამზადებას ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე. არ გვინდა შევაწუხოთ და სამზარეულოში ფუსფუსსაც ვიწყებთ. მათთან ისე ვარ, როგორც საკუთარ სახლში, შესაბამისად, ყველაფერი ვიცი. სუფრას ვუსხდებით და ძველი წლის ბოლო დღეს ვხვდებით. ისე უბრწყინავთ შეყვარებულებს თვალები, მხოლოდ ყურებით გაბედნიერდები ადამიანი. მე კი ისე მიყურებს ნიკოლა, თითქოს ან მე ვიყო მკვლელი, ან მას სურდეს ჩემი მოკვლა.

- ყავას გავაკეთებ - ცოტა ხნით უნდა მოვშორდე. ჩაიდანს გაზქურაზე ვდგამ და აივანზე გავდივარ. რა ლამაზია ღამით თოვა, საოცარ განწყობას ქმნის, საახალწლოდ მითუმეტეს.
- ყავას აკეთებ? - როგორ არ უხდება ირონია.
- წყალი ცხელდება.
- მე მატყუებ?
- რა გინდა ნიკოლოზ? ხომ მითხარი ყველაფერი? ახლა რა გინდა?
- არ არის ხომ კარგი როცა ვერ ხვდები რა უნდა ადამიანს? - ახლოს მოდის.
- სამაგიეროს მიხდი? ყოჩაღ, კარგად გამოგდის.
- არა კესანე, შენსავით ვიქცევი, იმას ვაკეთებ, რასაც ამ წუთას მკარნახობს გონება.
- კარგი, კარგი ნიკოლოზ, ღირსი ვარ, გააგრძელე - ბუნდოვანი ხდება, ცრემლები მძლევს.
- წყალი ადუღდებოდა - ოთახისკენ მანიშნებს და პირველი თვითონ შედის.

საშინელი ღამეა, ცივი და საშინელი.. დილაც ასეთი თენდება.. როცა გვერდით აივანზე მეგულება ის, ვის თვალებში ყურებაც ყველაზე ძალიან მიყვარს, ვისაც გამუდმებით ვეძებ და მაკლია. სახლში საახალწლო სამზადისია. მიუხედავად იმისა, რომ მამა ყოველთვის წინააღმდეგი იყო საახალწლოდ სახლში ფუსფუსის, ურჩევნოდა სადმე წავსულიყავით, ან მზა პროდუქტი მოეტანა, დედა მაინც თავისას იტანდა. წელსაც ასე ხდება.. ოჯახური დღესასწაულია და ყველაფერი გულით მომზადებული უნდა იყოსო, სულ ასე ამბობს დედა. იმდენად ცუდი განწყობა მაქვს, ვერც ვეხმარები, უბრალოდ მინდა ვიწვე მთელი დღე. არც ახალი წელი მაინტერესებს და არც არაფერი. ძალიან მარტივად, მინდა რომ ყველაფერი მოგვარდეს, ახალი წელი მომილოცოს და ჩამეხუტოს.. საბოლოოდ სინდისი მძლევს და ვდგები, რომ რამეში მაინც დავეხმარო დედას.
საღამოს სანდრო შემოდის, მეკვლე ხარ ხომ იციო მაფრთხილებს და მიდის ისევ. მეკვლეობა კარგია, ახლა მკითხოს, მინდა თუ არა მასთან სტუმრობა. რას ვიზამ, როგორც კი 12 დგება, სახლში მილოცვის შემდეგ მასთან გავდივარ ტკბილეულით.

- გილოცავთ - ვიღიმი და თეფშს მაგიდაზე ვდგამ.
- მეც გილოცავ კესარია - მეხუტება სანდრო - მოდი, მოდი, დაჯექი.
- იყოს, გავალ სახლში, მელოდებიან.
- არსადაც არ გაგიშვებთ ჩემო ლამაზო, ამ ღამით უნდა გიჩუქო - თბილად მიღიმის ნანა დეიდა და მეც იძულებული ვარ დავჯდე.

ამ განწყობით დალევაზე უარის თქმა ძნელია და არც ვამბობ. ვივიწყებ, რომ ორი-სამი ჭიქა მყოფნის და ზედიზედ ბედნიერად ვცლი ხუთს. მერე ვგრძნობ როგორ წვება სიცხე მთელ სხეულში და წარმოვიდგენ როგორ მსიამოვნებს გარეთ არსებული ყინვა. აივანზე გავდივარ და მოაჯირზე დადებულ თოვლს თითით ვეხები.

- მეც გილოცავ - ტრადიციად გვექცა აივანზე შეხვედრები.
- როგორი გულთბილი მოლოცვაა - მეცინება.
- მეტს ელოდი?
- არაფერს ველოდი, ნიკოლოზ, საერთოდ არაფერს.
- ხოო?
- ხოო, რადგან შენთვის არაფერს ვნიშნავდი, რას უნდა ველოდო?
- ეგ დასკვნა შენით გააკეთე?
- არა, შენი საუბრიდან გამომდინარე დავასკვენი..
- გასაგებია, მაგრამ მგონი გითხარი უკვე, რომ არაფრის გამო არ დავბრუნდებოდი - თვალს მიკრავს.
- აბა რის გამო დაბრუნდი?
- შენ გამო..
- რა გულწრფელობაა, ჩემ გამო დაბრუნდი და ასე მექცევი?
- ვერ შევძელი, დანახვისთანავე შენი ჩახუტება ვერ შევძელი, გამახსენდა როგორ გამიშვი, როგორ არ მომისმინე და ვერ შევძელი.
- მერე? გადაგიარა წყენამ? - ორივე ვინარჩუნებთ მშვიდ ტონს, მაგრამ ისიც არ ვიცი როგორ.
- შენი თვალები რომ დაგანახა, მიხვდები როგორ შეიძლება ერთ წამში გადაგიაროს წყენამ - თვალებით მიღიმის და ახლოს მოიწევს.
- მე რომ მეწყინა ნიკოლოზ? მე რომ მეწყინა შენი სიტყვები? შენი ქცევები? მე რა ვქნა? - ხმას ვიმაღლებ - მე როგორ გადამიროს წყენამ?
- მე ახლა მოვალ, თვალებში ჩაგხედავ, მერე ჩაგიხუტებ და ორივე თავიდან დავიწყებთ, ახალ წელს ახალი გრძნობებით დავიწყებთ კესანე - სიტყვას ასრულებს, მოდის, მიყურებს, მაგრამ ჩახუტების ნაცვლად მკოცნის, ისე ნაზად მეხება ტუჩებზე, ცივი ტუჩები აქვს, თოვლივით ცივი და სასიამოვნო...

__________
გეფიცებით, თუ მჯეროდეს.. რაღაც საოცრად მომენატრეთ.. მიუხედავად იმისა, რომ ხვალ გამოცდა მაქვს და ჯერ არ მიმეცადინია, ახლა ეს რომ არ დამესრულებინა, მოვკვდებოდი.. ამინდმა ხელი შემიწყო, ისე ბარდნის, ლამისაა ბედნიერებისგან ვიფრინო.. ხოდა, მოკლედ, ჩემო მონატრებულებო, ესაა ის, რაც ასე საახალწლოდ გავამზადე, ცოტა დამაგვიანდა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და მაპატიეთ.. გილოცავთ შობა-ახალ წელს, ბედნიერი წელი გქონოდეთ..
ისე მიხარია, რომ ვტვირთავ, სიტყვებს ვერ ვპოულობ..
ისე ვარ, თითქოს პირველად ვტვირთავდე..
მიყვარხართ და ველოდები შეფასებას..
თქვენი მარრიამი..



№1  offline წევრი გრაფინია

ახლა გავგიჟდები ❤️

 


№2  offline მოდერი მარრიამი

გრაფინია
ახლა გავგიჟდები ❤️

არ გაგიჟდე :დდ <3 <3

 


№3  offline მოდერი Maiaabuladze

რამდენხანს და როგორი ემოციით ველოდი შენს დაბრუნებას...
იასამანო მომნატრებიხარ ❤
არ მეყო რა იცით ეს მოხვალთ პატარა ისტორიებით ამაფორიაქებთ და დამტოვებთ ❤
შენ და ბაუნტს ჩემი ვალი გაქვთ...
ისტორიაც რაც შეეხება ერთიანად გავთბი ❤
მიყვარხარ და გელოდები დიდი ისტორიით ❤

 


№4  offline მოდერი მარრიამი

Maiaabuladze
რამდენხანს და როგორი ემოციით ველოდი შენს დაბრუნებას...
იასამანო მომნატრებიხარ ❤
არ მეყო რა იცით ეს მოხვალთ პატარა ისტორიებით ამაფორიაქებთ და დამტოვებთ ❤
შენ და ბაუნტს ჩემი ვალი გაქვთ...
ისტორიაც რაც შეეხება ერთიანად გავთბი ❤
მიყვარხარ და გელოდები დიდი ისტორიით ❤

მაი, ჩემო ტკბილო გოგო <3 მეც ისე მომნატრებიხართ, ვეღარ დავიტიე და მოვედი <3
დიდი ისტორიაც იწერება, მაგრამ ძალიან ნელა.. იმედი მაქვს მოვიტან თქვენამდე <3

 


№5 სტუმარი Natie

ყველაფერს მომწყვიტა იმდენად ჩამითრია ამ პატარა საყვარელმა ,დაძაბულობით სავსე ამბავმა????ვკითხულობდი როგორ ახასიათებდს თავს კესანე და შენ გამახსენდი.ასე რომ გისურვებ ნიკოლოზზე უფრო ძლიერად შეუყვარდე და შეგიყვარდეს.აივანზე მომანდომე გასვლა გული დამწყდა ჩემთან არ თოვს❤️მოკლედ საშინლად მომეწონა..
პ.ს კესანე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სახელია

 


№6  offline მოდერი მარრიამი

Natie
ყველაფერს მომწყვიტა იმდენად ჩამითრია ამ პატარა საყვარელმა ,დაძა ნაბულობით სავსე ამბავმა????ვკითხულობდი როგორ ახასიათებდს თავს კესანე და შენ გამახსენდი.ასე რომ გისურვებ ნიკოლოზზე უფრო ძლიერად შეუყვარდე და შეგიყვარდეს.აივანზე მომანდომე გასვლა გული დამწყდა ჩემთან არ თოვს❤️მოკლედ საშინლად მომეწონა..
პ.ს კესანე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სახელია

ნათი :დ დახასიათებაში რომ ამომიცანი გამეცინა :დდ ითს თრუ :დდ მადლობა ჩემო საყვარელო <3 დაველოდები ასე შეყვარებას :დდ ძალიან ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა <3

 


№7  offline წევრი mariamsoo

კესანე.
ჩემს ფანტაზიებში კესანე ყველაზე ნაზი,ლამაზი და თბილი გოგოა. ნიკოლა მხოლოდ მისთვის მემეტება:დდ
და შენ იასამანო? ასე უნდა დაკარგვა? იცი რამდენი ხანი გელოდებოდი?
ჰმმ, ველოდები კიდევ ბევრ 'იასამნისფერ' თავგადასაავლებს.
არ დაიკარგო !
მიყვარხარ და წარმატებებს გისურვებ.

 


№8  offline წევრი tatiko.1995

dzalian kargi iyoo

 


№9  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

პირველ რიგში გილოცავ დაბრუნებაას ❤❤❤❤ძალიან გამიხარდა და გავბედნიერდი შენი ნიკი რომ დავინახე და შემდეგ ისტორია წავიკითხე ❤❤❤❤საოცრევა იყო და სასწაული❤❤❤ნაკლებს არც ველოდი უბრალოდ უმაგრესი გოგო ხარ და არ უნდა დაიკარგო ხოლმე ასე ძაან❤❤❤❤ჩამატკბრ ამ ისტორიით და ძალიან მომეწონა ❤❤❤ სასწაული იყო და ხარ ❤❤იმედია ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდები და ისევ ასე გამახარებ და გამაბედნიერებ როგორც დღეს❤❤❤❤წარმატებები ჩემო კარგო❤❤❤

 


№10  offline წევრი mimimimo

ეს რა გემრიელობა იყო.
ძალიან მომეწონა.
შენებურად თბილი იყო.
იმედია, ასე აღარ დაგვეკარგები.
ისე უცებ დასრულდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი.
ბოლო წინადადება რამდენჯერმე გადავიკითხე
და
არ მჯეროდა, რომ დასრულდა.
იმდენად კარგი იყო
დასასრულისთვისაც დამენანა.
გამიხარდი.
წარმატებები!

 


№11  offline წევრი Blume

ძალიან,ძალიან კარგი იყო <3

 


№12  offline მოდერი _LiLia_

წერის პროცესში ნაწილ-ნაწილ ხომ ვკითხულობდი, მაგრამ ახლა ერთიანად რომ წავიკითხე უფრო ჩავთბი და ჩავტკბი..აი მე ვგიჟდები შენს პერსონაჟებზე და დიალოგებზე, ყველა სიტყვაში რომ სითბო, მზურნველობა, რაღაც მინიშნება დევს. მე ველოსები ახალ ექსკლუზივს ❤️❤️❤️❤️❤️ და მანამდე გაგეცინება, მაგრამ ამ გემრიელ ისტორიას,, დესერტად" აბა თუ მიხვდები რომელი ისტორია მივაყოლე?! :-D:-D

 


№13  offline წევრი drogardasuli

კარგი იყო <3 წარმატებები

 


№14  offline წევრი veroo

გული გამითბა რა კარგი იყო ასე მეგონა მეც იქ ვიყავი ყველაფერს შევიგრძნობდი აი სასწაულად მომეწონა ნიკოლას პერსონაჟი ჩამოყალიბებული იყო რამაც აღმაფრთოვანა არმეყო კიდე მინდოდა კიდე მინდა ახალ ახალი ისტორიები ❤მაბედნიერებ შენ

 


№15  offline წევრი kethrine

თბილი, ტკბილი, სასიამოვნო, ყინვის სიჯიუტით... თოვლივით თეთრი და საყვარელი ისტორია იყო. ახალი წლის, ჩუმი სურვილივით "წმინდა" და... მოკლედ საყვარლობა და ლამაზობა... მართლა ძალიან მომეწონა და წარმატებები შენ ❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№16  offline მოდერი მარრიამი

mariamsoo
კესანე.
ჩემს ფანტაზიებში კესანე ყველაზე ნაზი,ლამაზი და თბილი გოგოა. ნიკოლა მხოლოდ მისთვის მემეტება:დდ
და შენ იასამანო? ასე უნდა დაკარგვა? იცი რამდენი ხანი გელოდებოდი?
ჰმმ, ველოდები კიდევ ბევრ 'იასამნისფერ' თავგადასაავლებს.
არ დაიკარგო !
მიყვარხარ და წარმატებებს გისურვებ.

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო <3 თქვენ ხართ ყველაზე თბილები <3 და მეც თქვენთვის მემეტება ჩემი სიყვარული და მთელი ეს იასამნისფერობა <3 <3 მაპატიეთ დაკარგვა :( იმედი, მაქვს მალე დავბრუნდები <3
tatiko.1995
dzalian kargi iyoo

მადლობა <3
_LiLia_
წერის პროცესში ნაწილ-ნაწილ ხომ ვკითხულობდი, მაგრამ ახლა ერთიანად რომ წავიკითხე უფრო ჩავთბი და ჩავტკბი..აი მე ვგიჟდები შენს პერსონაჟებზე და დიალოგებზე, ყველა სიტყვაში რომ სითბო, მზურნველობა, რაღაც მინიშნება დევს. მე ველოსები ახალ ექსკლუზივს ❤️❤️❤️❤️❤️ და მანამდე გაგეცინება, მაგრამ ამ გემრიელ ისტორიას,, დესერტად" აბა თუ მიხვდები რომელი ისტორია მივაყოლე?! :-D:-D

მადლობა ჩემო ტკბილო გოგო <3 აუუ :დდდ არ არსებობს :დდ რაღად უნდა წაკითხვა, ზეპირად იცი უკვე :დდ
drogardasuli
კარგი იყო <3 წარმატებები

მადლობა <3
გლოკტა
"მწვანე ყინულის" მერე გაცილებით მეტის იმედი მქონდა. გუშინ ღამიდან მოყოლებული ვცდილობ ბოლომდე ჩავიდე, მაგრამ მეწელება და არც დამთავრების სურვილი მაქვს. ნიკოლოზისა და კესანეს ურთიერთიბა მეტად ამაღელვებელი უნდა ყოფილიყო, გულთან ახლოს მომსვლოდა. წარმატებები და იმედი მაქვს, "მწვანე ყინულის" მსგავსად კარგი ან უკეთესი ტექსტით დაგვიბრუნდები :)) <3

მადლობა, რომ წაიკითხე და მადლობა შეფასებისთვის <3 იმედი მაქვს შემდეგი ისტორია იმედებს არ გაგიცრუებს <3
პ.ს. "მწვანე ყინული" იმდენად ჩემი იყო და იმდენად სხვანაირად ვწერე, ასე კიდევ რომელიმეს თუ დავწერ არ ვიცი <3
Mariiiiami
ოხ რასასიამოვნოა შენი დაბრუნებაა...მიყვარს შენი ისტორიები ესეც მიყვარს უკვეე.თბილი და პატარა ისტორია.თან რა მოულოდნელად დადე.მაგრამმ ოხხ როგორ მეჯავრება ეს ქალური სიამაყე,ხშირ შემთხვევაში ასეთი არაფრის მომცემი რომ არის.არ ჰქონდა უფლება ნიკოლოზი ასე გაეშვა.ზოგ მომენტზე ძალიან მესლებოდა ნერვებიი კესანეზე:დდდდდნუ არც ნიკო იყოო დიდად შემტევი ბიჭიი:დდდ ადგა და წავიდა:დდდდასასრულიი ცოტა უფრო სხვანაირი მინდოდა,ასე უბროლოდ არ უნდა დარცენილიყვნენ ერთად:დდსაერთო ჯამში ისტორია მაინც მომეწონაა<3 <3 <3 <3

ძალიან დიდი მადლობა მარიამ <3 მიხარია, რომ გულწრფელ შეფასებას და ემოციებს ვისმენ <3 ვეცდები, შემდეგი ისტორიები უკეთესი იყოს <3
veroo
გული გამითბა რა კარგი იყო ასე მეგონა მეც იქ ვიყავი ყველაფერს შევიგრძნობდი აი სასწაულად მომეწონა ნიკოლას პერსონაჟი ჩამოყალიბებული იყო რამაც აღმაფრთოვანა არმეყო კიდე მინდოდა კიდე მინდა ახალ ახალი ისტორიები ❤მაბედნიერებ შენ

ვერო, ჩემო საყვარელო გოგო <3 ძალიან, ძალიან მახარებ შენ მე, ყოველთვის <3
kethrine
თბილი, ტკბილი, სასიამოვნო, ყინვის სიჯიუტით... თოვლივით თეთრი და საყვარელი ისტორია იყო. ახალი წლის, ჩუმი სურვილივით "წმინდა" და... მოკლედ საყვარლობა და ლამაზობა... მართლა ძალიან მომეწონა და წარმატებები შენ ❤❤❤

ქეთრინ, ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის <3 ძალიან სასიამოვნო წასაკითხია ეს ემოციები <3
Ans...
მარიამ heart_eyes heart_eyes
ძალიან ტკბილი და თბილი ისტორია იყო.
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
და მინდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარს ასეთი ისტორიები და
სახელი კესანეც <333
ჰო, მომწონს როგორც წერ.
მართალია როგორც დაგპირდი ბევრი ისტორიის წაკითხვა ვერ მოვახერხე, მაგრამ ხანდახან მცირედიც საკმარისია, რომ დაინახო რამხელა ნიჭთან და ბედნიერებასთან გაქვს საქმე <33333
მადლობა ამისთვის შენ !
kissing_heart kissing_heart

ვაიი ^^ შენგან ასეთი შეფასება უკვე ბედნიერებაა <3
ისიც ძალიან მახარებს, რომ მკითხულობ <3
მადლობა შენ ამისთვის <3

 


№17  offline წევრი du-da

Sad iyaviiiiii aqamdeeeeee????????????????????

 


№18 სტუმარი mari

momwons tan dzlian,chemi tavi amovicani kesaneshi,jiuti romelic principebs yvelaze win ayenebs :)

 


№19  offline წევრი mariamo.mao

საოცრებაა სითბოება და სიტკბოებაა გავთბი და დავდნი საოცრება ხარრრ <3 <3 heart_eyes kissing_heart

 


№20  offline მოდერი მარრიამი

du-da
Sad iyaviiiiii aqamdeeeeee????????????????????

რა ვიცი სად ვიყავი :დდდ
mari
momwons tan dzlian,chemi tavi amovicani kesaneshi,jiuti romelic principebs yvelaze win ayenebs :)

ძალიან მიხარია რომ მოგწონს <3
mariamo.mao
საოცრებაა სითბოება და სიტკბოებაა გავთბი და დავდნი საოცრება ხარრრ <3 <3 heart_eyes kissing_heart

ვუუაიმე, თქვენ ხართ საოცრებები <3 <3

 


№21 სტუმარი Tamtu tamtu

Rogor gamaxareee chemo tkbilo shokoladooo. Dagvibrundiii. Sul vamocmebdiii da vpikrobdi sad daikarga es chveni gogotkooo. Rom shevamocme da axali istotia davinaxe dzalian gamixardaaa. Cavikitxav axla me da viciii tkbili ikneba es istoria chemo marikunaaaa.????????????❣❣❣????????????????????????

 


№22  offline მოდერი მარრიამი

Tamtu tamtu
Rogor gamaxareee chemo tkbilo shokoladooo. Dagvibrundiii. Sul vamocmebdiii da vpikrobdi sad daikarga es chveni gogotkooo. Rom shevamocme da axali istotia davinaxe dzalian gamixardaaa. Cavikitxav axla me da viciii tkbili ikneba es istoria chemo marikunaaaa.????????????❣❣❣????????????????????????

თამთა, ძალიან დიდი მადლობა <3

 


№23 სტუმარი სტუმარი ნენე

აი რომ კითხულობ ისტორიას და დასრულება არ გინდა *-* საოცრება იყო უბრალოდ ენით აღუწერელი...
ისე ვაკვირდებუ სენს ისტორიებს და ყოველთვის ისე ამთავრებ რომ არ მყოფნის თითქოს დასასრულის დასაწყისია.. არვიცი მაგრამ გაგრძელებას ვიხილავდი თან არაერთი ისტორიის! განსაკუტრებულიხარ და მგონია რომ ასე არუნდა მტავრდებოდეს გრძნობები არმყოფნის !

 


№24  offline მოდერი მარრიამი

სტუმარი ნენე
აი რომ კითხულობ ისტორიას და დასრულება არ გინდა *-* საოცრება იყო უბრალოდ ენით აღუწერელი...
ისე ვაკვირდებუ სენს ისტორიებს და ყოველთვის ისე ამთავრებ რომ არ მყოფნის თითქოს დასასრულის დასაწყისია.. არვიცი მაგრამ გაგრძელებას ვიხილავდი თან არაერთი ისტორიის! განსაკუტრებულიხარ და მგონია რომ ასე არუნდა მტავრდებოდეს გრძნობები არმყოფნის !

ძალიან დიდი მადლობა <3 ძალიან მახარებთ <3

 


№25  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ რა კარგის. პატარა და ტკბილი

 


№26  offline მოდერი მარრიამი

terooo
აუ რა კარგის. პატარა და ტკბილი

ნაცნობი ნიკია :D მადლობა <3

 


№27  offline წევრი დელირიუმი

კარგი იყო❤ თბილი ტკბილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent