შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულობიდან უსასრულობამდე III


12-01-2018, 01:13
ავტორი The Dreamer
ნანახია 1 986

ისეთი პიროვნების გვერდით როგორიც ანდრეია ვიცი ვერასდროს ვიქნებოდი ბედნერი.. რომელ ბედნიერებაზეა საუბარი,როცა შესაძლოა სახლიდან გასული უკან ვეღარ დაბრუნდეს.ირონულად გამცინა და თავი ხელებში ჩავრგე.

დამღლელი მგზავრობის შემდეგ მანქანა ჩემი სახლის წინ გაჩერდა.ნელა გადავედი მანქანიდან და სახლში შევედი.დედა გაგიჭებული მომვარდა და ჩამეხუტა,თან ტიროდა. სასტუმრო ოთახდან გუგას და გოგოების ხმა მომესმა.უკვე გასაგები იყო საქმე რაშიც იყო.
-დედა რა ხდება?
-ბავშვებმა მითხრეს ანდრეიმ გაიტაცაო.-დედას ხმა აუკანკალდა,მე კი მათკენ გავემართე.
-აქ რატომ შეიკრიბეთ?-მივმართე მათ.
-ჩვენ გვეგონა,რომ გაგიტაცეს..
-რას ბოდავთ?ან თუ გამტაცეს აქ რატომ ხართ? რატომ არავინ დამწყო ძებნა?რატომ არ დაინტერესდით სად გავქრი?-ვუყვროდი მათ.
-დამშვიდდი კესო..
-შენ კი საერთოდ გაჩუმდი!-ვუყვირე გუგას.. -წადით! თქვენი დანახვა არ მინდა.-ზურგ ვაქციე და ოთახში წავედი.
გაღიზიანებული ვიყავი,მაგრამ რაზე? მეგობრებზე? თუ ანდრეიზე,რომელმაც ვიღაც იდიოტებს ანდო ჩემი თავი.
შხაპი მივიღე და საწოლში დავწექი,თუმცა ძილს ალბათ ვერ ვეღირსებოდი რადგან ოთახში ლალი შემოვიდა.
-შვილო კარგად ხარ?
-კი დედა.
-მან გაგიტაცა?
-სისულელებს ამბობ...
-ვხვდები მის მიმართ გულგრილი არ ხარ...
-ლალი!
-კესო,გაფრთხილებ ანდრეის არ გაეკარო,თორემ ცხოვრებას საკუთარი ხელთ დაინგრევ.შეიძლება ახლა ბედნიერების მწვერვალზე გამყოფოს,მაგრამ ერთ დღესაც ბედნიერება უკვალოდ გაქრება და ბურუსში გახვეულს დაგტოვებს,ერთ დღესაც ის წავა.. არა საკუთარ ნებით,მაგრამ ის შენს გვერდით ვეღარ იქნება.-ლალი სადღაც შორს იხედებოდა,თითქოს თავის ცხოვრებას ყვებოდა.-მსგავსი რეპუტაციის ხალხს ყოველთვის სიკვდლ დასდევს თან.
-ლალი,ძალიან გთხოვ ნუ მესაუბრები ეგრე.
-ჰოდა იცოდე,მე მხარს არასოდეს დავუჭერ თქვენს ურთიერთობას,ყოველთვის ვეცდები მის გვერდით არ იყო.
-ანუ მე რომ ანდრეი შემყვარდეს,შენ დაგვაშორებ?
-ყველანაირად ვეცდები!-ლალიმ ოთახის კარები გაიხურა და დამტოვა ჩემს ფქრებთან მარტო.
ფიქრები ანდრეიზე მკლავდა,არ მიყვარდა არც არაფერს ვგრძნობდი,არც მიზიდავდა მაგრამ მაინც მასზე ვფიქრობდი.ანდა როგორ შეიძლებოდა მასზე არ მეფიქრა? ჩემს თავში ქაოსი იყო,ერთის მხრივ ვცდილობდი შევწინააღდეგებოდი,მეორე მხრივ კი ვწვებოდი,როცა მას ვხედავდი.
ღმერთო ჩემო მსგავსი პროვნება არც არასდროს მყავდა ნანახი.უსიმპათიურესი,დახვეწილი, ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული.
რამოდენიმე დღე ისე გავიიდა,რომ სახლიდან არ გავსულვარ.ძალიან დავიღალე,ამიტომ ჰაერზე გასვლა გადავწყვიტე.პარკში დავჯექი,თვალები დავხუჭე და მაშინვე გუდაური ამომიტივტვდა გონებაში,ღამის თორმეტი საათი და ტკბილი კოცნა.. ჩემდა უნებურად ტუჩზე ვიკბინე..
-ვისი კოცნა წარმოიდგინე?-თვალები შეშინებულმა გავახილე.ანდრეი ჩემს გვერდით დამჯდარა და ვითომ არც არაფერიო ისე უდარდელად მესაუბრებოდა.ჩემი შეშინებული სახე რომ დაინახა გაეცინა.-კარგი ნუ ღელავ მეც ბერჯერ გამხსენებია ჩვენი კოცნა.
-ანდრეი.. შენ აქ რას აკეთებ?მითვალთვალებ არანორმალურო?-ყვირილით ავდექი სკამიდან.
-ისევ ისტერკებს აწყობ!
-დიახ ვაწყობ ! რატომ გამომყევი?
-დავიჯერო ამ წლების მანძილზე ვერც ერთხელ შეამჩნე,როგორ გთვალთვალებდნენ?
-ანუ წლებია მითვალთვალებ?-აღშფოთებას ვერ ვმალავდი.
-კესანე უკვე დავიღალე შენი ტონის ცვალებადობით!-ანდრეიც გაღიზიანდა
-ჰოდა თავი დამანებე! ნუ დამდევ,შენს საქმეს მიხედე ადამიანო.
-ჩემი საქმე ამჯერად შენ ხარ.
-ანდრეი მე შენი საქმე არასდროს ვიქნები,ჩვენ ერთად ვერასდროს ვიქნებით,რომც შემიყვარდე ლალი ამის ნებას არ მომცემს.
-ლალის ნებართვა რაზე გჭირდება?ანუ რომ გადაწყვიტო ჩემი ცოლობა ლალი დაგიშლის?-ირონიულად მკითხა მან.
-დიახ,ლალის ნებართვა ჩემთვის ბევრს ნიშნავს,მგონი არ უნდა გიკვრდეს ჩვენ ურთიერთობის წინააღმდეგი რომ არის.თქვენს წრეში სულ ვიღაც კვდება,ან აფეთქებენ ან იარაღით ცხრილავენ ან სახლში ნუ აღარ ვიცი ანდრეი,მას უნდა ბედნიერ ვიყო,მაგრამ არა შენთან.
-შენ რა გინდა კესანე?
ანდრეის კითხავმ დამაბნია,რადგან არ ვიცოდი რა მინდოდა.მის გვერდით სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი.მს გვერდით როცა ვიყავი სხვა რამეზე ფიქრი არ შემეძლო,მაგრამ როცა მას ვშორდებოდი,მაშინვე საღად აზროვნებას ვიწყებდი.
ანდრეი ოდნავ მიზიდავდა ან თავს ვერ ვუტყდებოდი,რომ უკვე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული მაფიოზზე.ადამიანზე,რომელიც ისეთი ხალხის გარემოცვაში იყო ვინც მამაჩემი მოკლა და ერთ დღესაც შეიძლება მასაც ისევე გაუსწორნენ.
-კესანე გეკითხები!
-მე.. არ ვიცი რა მინდა.-ძლივს გასაგონად ამოვილუღლუღე.
ვიგრძენი ანდრეის ხელი წელზე და როგორ ამიტაცა ჰაერში.
ხელში აყვანილი მიმყვანა მანქანამდე და ძალით ჩამსვა.. ვყვიროდი,მაგრამ არავინ მეხმარებოდა მიუხედავად იმისა,რომ ამ ფაქტს ბევრი მოწმე ყავდა.
-ანდრეი რა გინდა ჩემგან?-ტირილით ვკითხე,როცა უსარმაზარი სახლის წინ გააჩერა მანქანა,მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.-ანდრეი! აქ რას ვაკეთებ?-პასუხი ისევ არ არის.მხარზე ხურჯინივით მოკიდებული შემიყვანა სახლში და ჩემთვის უცნობ დერეფანს გაუყვა.-ანდრეიიიიი-ისეთ ხმაზე ვყვიროდი,რომ მოახლეები დავინახე,რომლებიც ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ჩუმად გვადევნებდნენ თვალს.
ერთ-ერთ ოთახში ანდრეიმ ძლირს დამსვა.ისეთი სახე ჰქონდა,თითქოს ცოტაც და სულს გამაფრთხობინებდა.ძალიან შემეშინდა.
-აი აქ!-ანდრეიმ ოთახს მოავლო თვალი და დოინჯებშემოწყობილი მიყურებდა,თანაც ტონს თანდათან მაღლა უწევდა.-დადიქრდები და გადაწყვეტ რა გინდა,ვერ ვიტან გაურკვეველ და დაბნეულ გოგოებს.-ანდრეიმ კარები გაიჯახუნა და გასაღების ხმამაც არ დააყოვნა.
-მეზიზღები ანდრეი! ჩვენი გაჩნობის დღე მეზიზღება.
რამოდენიმე დღე ოთახიდან არ მიშვებდნენ,არავინ მესაუბრებოდა (მოახლეები,რომელთაც საჭმელი მოჰქონდათ),ანდრეი არ მინახავს,არც მისი ხმა გამიგონია.
როგორ შეიძლებოდა ასეთი არაადეკვატური ადამიანი შემყვარებოდა?
რამოდენიმე დღის შემდეგ კარები გამიღეს,მაგრამ სახლის ზღურბლს ვერ გადავაბიჯებდი,ანდრეის ნებართვის გარეშე.
ძალან მოვიწყინე,ამიტომ ცოტა გართობა გადავწყვიტე,თან ეს შურისძიებაც იქნებოდა ანდრეის მიმართ მისი არანორმალური საქციელისთვის.. ეშმაკურად გამეღიმა და მისი საძინებლისკენ გავემართე.
ოთახიც ისევე დახვეწილ ჰქონდა,როგორიც თავად იყო.გადავწყვიტე მისი საშხაპით მესარგებლა...
საძინებელში დაბრუნებულ ანდრეის,პირსახოც შემოხვეული დავხვდი,ნახევრად გაწუწული.ანდრეი კართან გაიღინა,თითქოს მოძრაობის უნარი არ ჰქონდა..
გამღიმა,თავი გადააქნია და ჩემკენ წამოვიდა...
-ანდრეი რას აკეთებ?-ძლივს ამოვიკვნესე კედელთან მომწყვდეულმა.
-ჩემთან თამაში გადაწყვიტე?-დაიჩურჩულა ყურთან,მისი სუნთქვა ვიგრძენი... გამაჟრჟოლა,სიამოვნების ალმური მომედო.
-არ ვთამაშობ.-ყურში ჩუმად გადავუჩურჩულე და თავდაჯერებულმა ვცადე მისი მარწუხებიდან თავის დაღწევა,მაგრამ ამაოდ.
ანდრეის ტუჩები იმდენად ახლოს იყო ჩემთან,რომ მათ ცდუნებას ვეღარ გავუძელი და ვაკოცე..
წამი უსასრულოდ გაგვიგრძელდ,ამაგრამ ანდრეიმ ნაზად მომიშორა თავიდან,გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.
-ახლა დაიძინე.-მიმანიშნა საწოლისკენ,მაგრამ რა დამაძინებდა?
მესიამოვნა,რომ ჩემი წამიერი სისუსტით არ ისარგებლა..
ჩემივე თამაშში გავეხვიე და დავიკარგე,ალბათ ეს არის სიყვარული,მაგრამ როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი ასე მცირე დროში? სწოდეს ამგვარ „სიყვარულზე“ დავცინოდი გოგონებს,ახლა კი მეც მათ დღეში ვიყავი.
რამოდენიმე დღე ანდრეის საძინებელში ვიძინებდი,ანდრეიც ჩემს გვერდით იყო,მაგრამ საინტერესეო არაფერი ხდებოდა. მისი მოსვლისა და წასვლის დროს შუბლზე კოცნით განვსაზღვრავდი.თითქოს ჩვენს შორის ყველაფერი ნელ-ნელა ეწყობოდა...





პ.ს მეგობრებო ეტაპობრივად ვწერ და ამიტომ ვაგვიანებ დადებას.
თუ მოგწონთ დაწერეთ კომენტარებში,მაინტერესებს თქვენი აზრი იქნებ რაიმის შეცვლა გადავწყვიტო თქვენი შენიშვნებით



№1  offline წევრი naniko mindia

Au rogor gamixarda rom davinaxe momwons me magalitad zalian kargi istoria ♥♥♥♥♥♥warmatebebs gisurveb moutmenlat veli shemdeg tavs ♥♥♥tavebs tu gazdi zalian gamaxareb
--------------------
lomidze

 


№2  offline მოდერი The Dreamer

naniko mindia
Au rogor gamixarda rom davinaxe momwons me magalitad zalian kargi istoria ♥♥♥♥♥♥warmatebebs gisurveb moutmenlat veli shemdeg tavs ♥♥♥tavebs tu gazdi zalian gamaxareb

კი გავზრდი აუცილებლად <3

 


№3  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

კარგი ისტორიაა❤საინტერესო და მე ძალიან მომწონს❤❤❤იმედია არ დააგვიანებ ძალიან❤❤ველი მოვლენების განვითარებას სხვა ყველაფერი კარგია აბა წარმატებები❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი კატო

ცუდად არ დაამთავრო თორე ისე ძალიან მაგარია

 


№5  offline მოდერი The Dreamer

ტკბილიწიწაკა
კარგი ისტორიაა❤საინტერესო და მე ძალიან მომწონს❤❤❤იმედია არ დააგვიანებ ძალიან❤❤ველი მოვლენების განვითარებას სხვა ყველაფერი კარგია აბა წარმატებები❤❤

მომდევნო თავი უკვე დევს საიტზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent