შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილმისჯილი(საცდელი)


12-01-2018, 18:01
ავტორი gulia
ნანახია 1 269

-მია_მახარში ვიღაცის ხელის დადება ვიგრძენი. ეს ჩემი საუკეთესო მეგობარი ნია იყო.
-რაიყო, რაგინდა_ წარბშეკრული მივხედა და უხეში ხმით ვუპასუხე.
-გეყოფა, გთხოვ.
-კარგი, ამას გავათავებ და დავიძინებ_ხელში ვისკით სავსე მოზრდილი ჭიქა მეჭირა.
ჭიქა დავცალე, სკამიდან წამოვდექი და საძინებლისაკენ გავემართე. ნიაც გვერდზე მომიწვა და ჩამეხუტა.
დილით ძალიან გვიან გამეღვიძა. არც მადარდებდა რადგან კვირა დღე იყო და სამსახურში არ მივდიოდი. ცოტა ხანს კიდევ ვიწექი, შემდეგ წამოვდექი, ხალათი მოვიცვი და აბაზანაში მოსაწესრიგებლად შევედი. სარკეში რომ ჩვიხედე და ჩემი გაუფერულებული სახე რომ დავინახე თავში ათასი აზრი ამომიტივტივდა. ჩემი წარსული მომაგონდა, სადაც ყოველთვის სევდიანი და უბედური ვიყავი. ბავშვთა სახლში ვიზრდებოდიდა ეს არც იყო გასაკვირი, სადაც სულ მცემდნენ, მამცირებდნენ და მჩაგრავდნენ ჩემზე უფროსი გოგონები. მას მერე ვარ ასეთი სევდიანი და უბედური. ცხოვრებაში ადვილად არავის არ ვუშვებდი, ამიტომაც მყავდა მხოლოდ ერთი მეგობარი. ისიც მაშინ გავიცანი როდესაც ნიას კლასელებმა ჩვენს ბავშვთა სახლს საჩუქრები დაურიგეს. მას მერე ნია ხშირად მოდიოდა ჩემს სანახავად და ორ წელში უკვე საუკეთსო მეგობრები გავხდით.
შესახედაობით ცოტა დაბალი ვიყავი, წაბლისფერი თმები და ამავე ფერის თველები მაქვს. მაგრამ ახლა ამდენი სმისგან და დარდისგან თვალები თითქოს გაუფერულდა და თმაშიც რამდენიმე ჭაღარა შემომეპარა. ასაკით 21 წლის ვიყავი.
ამ ფიქრებიდან ცოტა რომ გამოვედი, თვალი ჩემი ტატუსაკენ გავაპარე. ლავიწის ძვალთან მეწერა „ სიკვდილმისჯილი“. ეს მე და ნიამ ერთად მოვიფიქრეთ და განსაკუთრებით მიყვარს, რადგან ეს ტატუ მახსენებს რომ მაშინ, იმ დღეს მაინც ვიყავი ბედნიერი.
აბაზანიდან, რომ გამოვედი ნია დივანზე თავჩახრილი იჯდა და პატარა თეთრ ფურცელს ჩაჰყურებდა, რომელიც ხელში ეკავა.
-მია, მოდი ცოტა ხანს აქ დაჯექი რაა.
-კარგი მოვდივარ._ ვერ მოვხვდი რა უნდოდა.
-მია არ ვიცი ეს როგორ გითხრა, მაგრამ იმედია სწორად გამიგებ. იცი რა, ასე მთელი საღამო სმით თავს ვერ უშველი, ვერ დაივიწყებ შენს მწარე წარსულს.
- რას გულისხმობ? _ და თავი დავხარე.
-იქნებ ფლიქოლოგი სცადო. იქნებ მან შეძლოს ის რაც მე ვეცადე მაგრამ ვერ შევძელი. გთხოვ! აღარ მინდა სულ ასე იტანჯო_ტირილი შეერია ხმაში.
ნიას სიყვარულით სავსე რჩევაზე თვალებიდან სიხარულის ცრემლები წამომცვივდა და ნიას ჩავეხუტე. ძალიან მიხაროდა რომ ასეთი კარგი მეოგობარი მყავდა გვერდში.
ტირილს, რომ მოვრჩი ტელეფონი ავიღე და ფსიქოლოგთან სიანსზე ჩავეწერე. ნია სულ დამდევდა სიანსებზე და სამ თვეში საუკეთსო შედეგით დამთვრდა. სიცოცხლის სურვილი ისევ დამიბრუნდა, წინ წამოიწია ჩემი ნამდვილი ხასიათები სიჯიუტე, სიფიცხე, პირდაპირობა და ისიც გამოჩნდა რომ ბუზღუნაც ვყოფილვარ.
ამის აღსანიშნავად ნიამ დაიჟინა კლუბში წავიდეთო და ადგილიც შერჩია. მე ძალიან არ მიყვარს ასეთი ადგილები და არც არასოდეს ვარ ნამყოფი, მაგრამ ნიას ვერ ვაწყენინე და დავთანხმდი. საღამოს ორივემ შავი შარვლები, კეტები და ლურჯი ზედები ჩავიცვით. სიამის ტყუპებს ვგავდით.
გარეთ, რომ გამოვედით ნიამ ტაქსი გააჩერა და კლუბისკენ წავედით. გზაში სიჩუმე თხოვნით დავარღვიე.
-ნია იქნებ გადაიფიქრო, გთხოვ!
-არა და მორჩა. დროა ხალხში გამოხვიდე, გეყოფა სახლში ჯდომა.
-კარგი, მაგრამ იქ რა ვაკეთო?
-ცოტა დალიე, მერე ვინმე ბიჭს ეცეკვე, თავი მოაწონე და წამოვიდეთ. _ სიცილი აუტყდა.
-კი აბა!_ ცხვირი ავიბზუე_ არავისთან გაპრანჭვას არ ვაპირებ.
-ჰო კარგი როგორც გინდა.
როგორც იქნა კლუბშიც მივედით. მთელი დარბაზი ხალხით იყო სავსე. უმეტესად გოგოებით, რომლებსაც უმოკლესი კაბები ეცვათ და ყველა გამვლელ ბიჭს ეტმანსნებოდნე. ცარიელი მაგიდა მოვძებნეთ და მე და ნია იქ დავსხედით. მალევე ჩვენი მაგიდის წინ მიმტანი მოვიდა, მენიუ მოგვაწოდა და შეკვეთის ჩასაწერად მოემზადა. მენიუ გადავშალე და იქ რომ ცხელი შოკოლადი დავინახე ძალიან გამეხარდა და მიმტანს მაშინვე ჩავაწერინე. ალბათ ჩემი შეკვეთა ვირაც ბიჭმა გაიგონა რომელიც ჩვენი მაგიდის გვერდზე მაგიდაზე იჯდა სხვა ბიჭებთან ერთად, ჩაიცინა და ჩემს გასაგონად თქვა:
-ბავშვი! ნუშის ნამცხვარს ხო არ მიაყოლებთ?
ეს სიტყვები ვითომ არ გამოგონია, თავი შევიკავე, რომ იმ თავხედისთვის არაფერი მეთქვა და ისევ ნიასთან საუბარი დავიწყე.
შოკოლადს ვსვავდი, როდესაც ჩემს გვერდით ის ბიჭი დაჯდა ვინც წეღან ბავშვი მიწოდა. წაბლისფერი ხუჭუჭა თმა და მწვანე თვალები ჰქონდა და ცოტაოდენი ჭორფლები სახეზე. თვალი ჩამიკრა და მოგვესალმა, მაგრამ მე ნაწყენი ვიყავი და ხმაც არ გამიცია, მხოლოდ ნია მიესალმა. და მალევე ხალისიანი დიალოგიც გააბეს. მაგამ მე ყურადღებას არც ვაქცევდი. მხოლოდ ის გავიგონე, რომ იოანე ერქვა, გვარად კი მელქაძე იყო. იქ ჯდომა მომბეზრდა და დროის გასაყვანად საპირფარეშოში გავედი და სპეციალურად გვიან დავბრუნდი, იქნებ ის წასული იყოსთქო, მაგრამ ის ისევ იქ იჯდა . მაგიდის წინ დავდექი და ნიას წარბშეკრულმა ვუთხარი:
-წავიდეთ რაა!
-ვააა! ამას ლაპარაკიც სცოდნია ტო._ ჩაერის სიცილით იოანე.
-კი! შენ წარმოიდგინე და საკმაოდ კარგად!
-კარგია, მომავალში გამოგადგება!_და ისევ ჩაიცინა. მე კიდევ ვერ მივხვდი რა იგულისხმა.
-კარგი, მორჩით კინკლაობას, წავიდეთ._ გაგვაჩერა ნიამ. წამოსვლის წინ იოანე ისევ ორივეს დაგვემშვიდობა, მაგრამ მე ისევ უსიტყვოდ დავტოვე. გარეთ, რომ გამოვედით ნიას ვკითხე:
-როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს?
-კარგად. სამეგობროდ ძალიან კარგი ადამიანია.
-ოჰ, კარგი_ და სახე დავმანჭე.
ამის თქმა იყო და ნიამ მომახალა:
-მია, იცი რომ მოეწონე?
- ნეტავ საიდან დაასკვენი?
-ვიცი. ჯერ ეს ერთი მთელი საღამო შენ გიყურებდა. მეორეც, რომ გახვედი შემთხვეით წამოსცდა, რომ მოეწონე._ ეშმაკურად გაიცინა ნიამ
-ოჰ, ალბათ იხუმრა, იმედია შენ არაფერი უთხარი ჩემზე?!_ და დაბღვერილი სახით შევხედე.
-არააა.... თუ არ ჩავთვლით სახელს რაც ძალიან მოეწონა, ასაკს და სამსახურის მისამართს._ ეს თქვა და გვერდზე გაიწია.
-კარგი, არაუშავს რაც არის არის._ვითომ ვაპატიე, არადა სხვა რაღაც ჩავიფიქრე.
სახლში, რომ შევედით მე მაშინვე სამზარეულოში შევედი, ნია მისაღებში გავიდა. წყლით სავსე ბოთლი ავიღე, მისაღებში გავედი და ნია სულ დავასველე. მე კი სიცილით ვიგუდებოდი.
წუწაობას რომ მოვრჩით ნია მოსაწესრიგებლად გავიდა. მე ჩემი მოკლე ხალათი ჩავიცვი და ტელევიზორის საყურებლად დივანზე ჩამოვჯექი. ნიაც გვერდზე მომიჯდა.
უკვე ათი საათი იყო როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა.ფეხზე წამოვდექი, კარის ჭუჭრუტანაში გავიხედე და ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მთლიანად გავშეშდი. მისაღებში გავარდი და ნიას ჩუმი ხმით ვეუბნები.
-ის არის.
-ვინ ის?
-ის კლუბელი ბიჭი.
-ეგ კარგი, მაგრამ რატომ ჩურჩულებ ან რატომ ფორიაქდი?
დავიბენი ვეღარაფერი ვუთხარი და ესღა ვკითხე:
-იმედია შენ არ მიგიცია მისამართი?
-არა, რას ამბობ._ მაშინვე დავიჯერე რადგან ნიას ძალიან ვენდობოდი.
კიდევ რაღაც უნდა მეთქვა, მაგრამ ნია კარისკენ გავარდა, იოანეს კარი გაუღო და შიგნით შემოიპატიჟა.სასწრაფოდ უკან გავბრუნდი, დივანში ჩავჯექი და ფეხი ფეხზე გადავიდე. იოანე ოთახში, რომ შემოვიდა გაიცინა და მითხრა:
-მია, ძალიან ლამაზად გამოიყურები!
სულ დამავიწყდა რომ მოკლე ხალათი მეცვა, სულ გავწითლდი და გამოსაცვლელად სხვა ოთახში გავედი.როდესაც, ოთახში დავბრუნდი ნია და იოანე ჩუმად ისხდენენ. მეც ხმის ამოუღებლად დავჯექი ჩემს ადგილას.
-შენ ისევ ასე ჩუმად იჯდები!_გამიღიამა იოანემ.
-რავიცი ბავშვურად არაფერი წამოვროშო._ამით მისი კლუბში წამოძახილი შევახსენე.
-კარგი, ბოდიში, უბრალოდ ვიხუმრე.
-არ უნდა გეხუმრა._ ეს ვთქვი და იოანე ისევ ნიას მიუბრუნდა.
-აბა წამოხვალთ?
გაკვირვებული ვიყურებოდი, რადგან სიტუაციას თავი და ბოლო ვერ გავუგე.
-კარგი, მგონია არაა პრობლემა წამოვალთ!_ ნიას ამ სიტყვებმა ძალიან გამაბრაზა. ნეტავ სად მივყავარ ისე რომ მე არაფერს მეკითხებიან_სიბრაზით გაბიფიქრე. ბოლოს თავიც ვეღარ მოვთოკე. წამოვხტი და თითქმის ყვირილით ვთქვი:
-არ გამაგებინებთ აქ რა ხდება?! ან ამას რა უნდა აქ ან სად მივდივართ ჩემს დაუკითხავად?!
ჩემს ხმამაღალ ტომზე იოანე ჩემსკენ წამოვიდა და მკაცრი ხმით დაიწყო:
-ახლავე ყველაფერს გაიგებ! მე აქ თქვენს დასაპატიჟებლად და წასაყვენად მოვედი ჩემს წვეულებაზე!
-მართლა?! და იქნებ მე არ ვაპირებ წამოსვლას?!_ ეშმაკურად გავიღიმე.
-წამოხვალ!_ხმას უფრო აუწია.
-შენ საერთოდ ვინ ხარ ასე რომ მელაპარაკები და სადღაც წამოსვლას მაიძულებ?
- მე ვინ ვერ მალე გაიგებ!_ისევ გამოცანებით ლაპარაკი დაიწყო.
- შენ ჩემთვის არც არავინ ხარ და არც არავინ იქნები!_როგორც ჩანს ჩემი ეს უხეში სიტყვები იოანეს ეწყინა, მაგრამ მაინც არ დანებდა.
-ჩაიცვით და წავიდეთ!
-რა ვერ გაიგე არსადც არ მოვდივართ!_ნიას გადავხედე._არ მიყვარს ეგეთ წვეულებებძე სიარული!
-აუ ეს რა ჯიური ყოფილა ტოო!_ამის თქმა იყო, ხელში მიტაცა და გასასვლელისაკენ წავიდა.

იმედია მოწეონებათ ეს ისტორია. და თუ მოგეწონებათ სხვა თავებსაც დავდებ ხოლმე.



№1  offline წევრი drogardasuli

კარგია მიას ტიპაჟი მომწონს <3 გააგრძელე <3

 


№2  offline მოდერი ენემი

ძალიან მომწონს იო heart_eyes გააგრძელე უფრო დიდი თავები მინდა kissing_heart

 


№3  offline წევრი gulia

ენემი
ძალიან მომწონს იო heart_eyes გააგრძელე უფრო დიდი თავები მინდა kissing_heart


აუცილებლად გავაგრძელებ ეს უბრალოდ საცდელად დავდე ასეთი პატარა ამას იქით შევეცდები დიდი თავები დავდო ხოლმე

drogardasuli
კარგია მიას ტიპაჟი მომწონს <3 გააგრძელე <3


აუცილებლად <3 <3 <3

ენემი
ძალიან მომწონს იო heart_eyes გააგრძელე უფრო დიდი თავები მინდა kissing_heart

<3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent