შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგიმორჩილებ (თავი მეორე)


13-01-2018, 02:24
ავტორი მმარიტა
ნანახია 2 379

მანქანას საკმაოდ ჩქარა ატარებდა.
დაძაბული, შეშფოთებული ვიჯექი წინა სავარძელზე.
მომენტებში აპარებდა ჩემსკენ თვალს, მაგრამ ეს ვიცი, რომ ახლა არაფერს ნიშნავს.
ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ის იმაზე კარგად მიცნობს ვიდრე წარმომიდგენია, იმაზე მეტი რამ იცის ჩემზე ვიდრე უნდა იცოდეს. მეც მიკვირს, ამას რატომ ვფიქრობ, მაგრამ სხვა დასკვნა ვერ გამოვიტანე. თითქოს ცდილობს მათქმევინოს იქამდე, სანამ თვით ის მეტყვის.

გზა არ მთავრდებოდა.
დაძაბულობა უფროდაუფრო მატულობდა.
საათს დავყურებ დრო ძალიან იწელება.
ხმის ამოღებასაც ვერ ვბედავ, მაგრამ ალბათ უკვე მართლაც, რომ საკმარისია. დროა გავაღვიძო მეორე ან მესამე, თუნდაც მეოთხე მხარე.
-ვერ მეტვი სად მივდივართ ისეთ ადგილას, რომ გზა ვერ დაილია?
ჩემი ხმის ამოღება და მანქანის გადაყენება ერთი იყო. გაჩერებიდან რამოდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ მერე მოთმინების ფიალა ამევსო...

კარი გავაღე და მანქანიდან გადავედი.
გზას გავუყევი, ისიც მომყვებოდა, მეძახდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი.
ბოლოს ფეხები, რომ დამაგლიჯა ფეხსაცმელებმა გავიხადე და ახლა უფრო ჩქარი ნაბიჯებით გავუყევი გზას.
მისი სიარული უკვე ნელ სირბილში გადაიზარდა. ვუყვიროდი, რომ არ გაებედა მოახლოება, მაგრამ პასუხად მხოლოდ სიცილს ვიღებდი.
მართლაც გაუთლელი ხეპრე, იდიოტი, გაურკვეველი ჯიშის ცხვოველი. მაგ კიკინით გითრევდი დიდი სიამოვნებით. და... საიდან უნდა ვიცოდე ახლა მე, რომ ვიღაც მაწანწალა კრიმინალი,  მანიაკი არ არის?!
-მარი, ხომ იცი ნაბიჯებს თუ ავუჩქარე დაგიჭერ და მაგრად დაგსჯი. - მითხრა ისევ სიამაყით და სიცილნარევი ხმით.
ამას დებილი ვგონივარ? როგორც ჩანს არ იცის მამაჩემი კარატისტი, რომ არის და გენეტიკის მიხედვით, მეც თან, რომ დამყვებოდა ეს ნიჭი.
-არაფერიც არ ვიცი. - მკაცრი ხმით მივმართე და მთელი სისწრაფით გავიქეცი.
ჯანდაბა...
ჯანდაბა...
ჯანდაბა...
მეწევა...
ოღონდ ეს არა...
და...
დამეწია...
ჰაერში ვარ...
მერე ბეჭზე...
-ხომ გითხარი, ახლა ჩემი მეთოდებით დაისჯები. მოსარჯულებელი ხარ სხვათაშორის. როგორც ვხედავ დედაშენი შენთან ვერაფერს გახდა, მე კი... აი დამერწმუნე ამ საქმეში სპეცი ვარ.
-ერთი აქედან ჩამოვიდე, შენ კი გაგიერთიანებ სიფათს .  კაბა მაცვია ჩვენში რომ დარჩეს.
-ნუ ღელავ პატარავ, აქ მხოლოდ ჩვენ ვართ.
-შენ საკმარისი არ ხარ?
-მე? არა რა სისულელეა.
დეგენერატი, ცხოველი, ავადმყოფი... დიდი სიამოვნენით გადაგღუნავდი შენხელა, რომ ვიყო.
ვფიქრომ ჩემთვის და ჩამოცვენილ თმას ვიჭერ.
მერე სიმყარეს ვგრძნობ და ვხვდები, რომ ხმელეთზე ვარ.
-ჩაჯექი! მიდი ახლა, მეორედ არ მათქმევინო, თორე სასჯელი გაგეზრდება.
რა სასჯელზე ლაპარაკობს ეს უჯიშო.
აი შენი ახირებები, მარიამ.
ხო შეიცვალე, ხომ დაანახე ყველას შენი იდიოტური საქციელები.
დებილი ხარ, მარიამ, დებილი.
ხომ მოინდომე ლოთაობა, კლუბები, ჰარი ჰარალო. მიდი ახლა დააა ასწავლე ამ იდიოტიზმით დაავადებულს ჭკუა.
ღმერთო... რა შარში ვარ.
ოღონდ ახლა გადამარჩინე და გეფიცები ისევ ისეთი ვიქნები, კლუბს და საერთოდ სასმელს არ გავეკარები.
მობილური...
ჩემი მობილური რეკავს...
ოჰ... დედიკო, რა კარგ დროს რეკავ.
-რას ელოდები უპასუხე-მეუბნება და თან მიცინის.
-ხო დე.
-სად ხარ შვილო, ჩვენ სახლში ვართ უკვე. მალე მოდი ძალიან გვიანია.
-დედა... ნათიასთან ვარ, გუშინ, რომ გითხარი ახალიათქო, აი მაგასთან არვიცი დე რამდენი ხანი დამაგვიანდებ
-მარი...
-დედა... ხომ იცი, რომ ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც ჩვენი ოჯახისათვის მიუღებელია.
-მარი, შვილო ხომ კარგად ხარ? ეგეთ ჭკვიანური კარგა ხანია არაფერი გითქვამს.
-რა თქმა უნდა დედა, კარგი წავედი ახლა, ვეცდები, რომ არ დავიგვიანო.
მობილური გავთიშე და ჩანთაში ჩავდე.
გიორგის გამომცდელად შევხედე. უარესად გავღიზიანდი როდესაც მისი ცინიკური სახე დავინახე.
-დედა, ხომ იცი, რომ ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც ჩვენი ოჯახისათვის მიუღებელია. - ხმა დაიწვრილა და ჩემი ნათქვამი გაიმეორე.
-იდიოტი, რომ ხარ შენთვის არ უთქვამთ.
-ერთი წუთით, შენი გარდასახვა მომეჩვენა? - შემახსენა ჩემი გარდასახვა, წამიერად დავფიქრდი ამ ამბავზე და შემდეგ ისევ პასუხი დავუბრუნე.
-ეგ... ეგეთი, მხოლოდ ბავშვებთან ვარ, მეგობრებთან... ამ ამბავს ნუღარ გამახსენებ. სახლში დამაბრუნე, ეს უკვე სასაცილო აღარ არის.
-სახლში მივდივართ.
-ორი საათია გზაში ვართ და სახლი არსად ჩანს.
-სოფლის სახლში მივდივართ, ბებოს გაუხარდება შენი ნახვა.
-რა ბებო?! რა სოფლის სახლი?! ვაიმე! შენ უეჭველი შ*გ გაქ.
-მოკეტავ თუ მოგაკეტინო?
-შენ... შენ... უბრალოდ ამაზრზენი ხარ.

ნაწვალებმა და ნაწამებმა ძილს მივენდე, ვიფიქრე,  იქნებ შენ მაინც მიშველო-მეთქი, მაგრამ ძილმაც კი შემახსენა, რომ ნამდვილი იდიოტი ვარ, შემახსენა, რომ უნდა ვიყო ის ვინც ვარ და დავრჩე ჩემს კანში. მართლიცაა... როგორ მიკვირს საკუთარი თავის, როგორ მივეცი თავს უფლება, რომ ასეთი საშინელებები მეკეთებინა... არა... ვერ ვიტყვი, რომ ეს პერიოდი ცუდი იყო. პირიქით ძალიან ვისიამოვნე, მაგრამ ვფიქრობ ეს ერთგვარი გამოცდა იყო. ალბათ, საკუთარ თავში უნდა დავრწმუნებულიყავი და არჩევანი გამეკეთებინა, ამ მარიამსა და იმ მარიამში. ვხვდები, რომ ხალხის თვალში, როგორც პატარა კა*პა ისე ვჩანვარ, დროა არჩევანი საბოლოოდ გავაკეთო.
ახლა ის დროა, როცა გამოცდებზე ვნერვიულობდე, სწორედ ის დროა, როცა მომავალზე უნდა ვფიქრობდე, მაგრამ მე... მე რას ვაკეთებ?! ვფიქრობ იმაზე თუ რომელი პიროვნება ავირჩიო.

ჭკვიანი, სწორი, გაწონასწორებული, ბუნებრივი, მაგრამ გაუბედავი, გულუბრყვილო ვიყავი. ახლაც კი მაშფოთებს წარსული.
როდესაც ყველას თავს ვუხრიდი, კარგს თუ ცუდს პატივს ვცემდი, მაშინ ყველასთვის მისაღები ვიყავი.
მაგრამ... მაშინ, როცა თავი მაღლა ავწიე და ნაჭუჭიდან გამოვედი... ყველასთვის მიუღებელი პიროვნება გავხდი.
ვფიქრობ ეს იმიტომ, რომ სიამაყე გადაჭარბებული დოზით შევძინე თავს.
ალბათ იმიტომ, რომ სითამამემ გადააბიჯა პატიოსნება. სწორედ ასეა, ამას კი ახლა ვხვდები.
აღარ მივცემ თავს იმის უფლებას, რომ კიდევ ერთხელ შევცდე, თვით მე შევურაცხყო საკუთარი თავი, მაგრამ არც სხვას ექნება უფლება, გადამიაროს, გადამთელოს და მიწასთან გამასწოროს.
ალბათ დედასთან და დასთანაც მომიწევს ამ თემაზე საუბარი.


-მარიამ... მარი... - მესმის ბუნდოვნად ხმა და თან ვგრძნობ მკლავზე შეხებას.
თავს ძალას ვმატებ და თვალს ვახელ.
-რა? სად ვართ? - ვიწევი ნელა მანქანის სავარძლიდან და არემარეს ვავლებ თვალს.
დიდი სახლის წინ ვართ. დიდი აუზით , კიბით და გარე ლამაზი განათებით.
გიორგი კარს აღებს, მანქანიდან გადადის და ჩემს მხარეს მოდის.
კარი გამომიღო, ხელი გამომიწოდა და მიმზიდველად გამიღიმა.
როგორ ვერ ვიტან ამ ღიმილს, რომ მაბნევს და თავს მაკარგვინებს.
-მადამ... - თქვა და წინ მიმითითა, რათა წავსულიყავი.
-მადამ კი არა, რომ გემორჩილები ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ბევრის უფლება გაქვს, ეს იმას ნიშავს, რომ შენი გაღიზიანდბა არ მინდა, რომ  მერე სახლში აღარ დამაბრუნო. - მივაყარე ერთიანად და გზა განვაგრძე.
-წამო, წამო არ ინანებ.
აი კიდევ... თავდაჯერებული იდიოტი.
ასე როგორ შუძლია?! მიისაკუთროს ადამიანი, რომელსაც თითქმის არ იცნობს.

სახლის კარი უცებ ფართოდ იღება.
თურაშაულის ვაშლივით აწითლებული ლოყება, პუტკუნა ბებო გამოდის. ინსტიქტურად იდებს ხელს პირზე და თვალებ დაქაჩული მათვალიერებს.
-ბებომ შემოგევლოთ... შემოდით, მოდით.- გვეპატიჟება და თან გაწყობილ სუფრაზე მიგვითებს. სრული შოკი... ეს ის არის რაც ახლა მე მჭირდებოდა. ცეზარი, პიცა, აჭარული, ფენოვანი, ხინკალი, მწვადი... ამდენი ჩამეტევა ვითომ?
სამოთხეა, სრული ბედნიერებისთვის ყველაფერი.
-ხო? და... მე მარიამი ვარ, გიორგის... გიორგის... - აღარ ვიცოდი რა მეთქვა გაკვირვებული ბებოსთვის, დაბნეული გვიცქერდა, მაგრამ სათქმელი არ დამცალდა გიორგიმ, რომ გამაწყვეტინა.
-საცოლეა ბებო. - სახე გაუბრწყინდათ ორივეს. გიორგიმ ეშმაკურად ჩამათვალიერა და მაგიდისკენ მიმითითა.
მეც გავუღიმე, ახლა მხოლოდ ამ ყველაფრის დაგემოვნებაზე ვფიქრობდი.
მაგიდას მივუსხედით, თავიდან სახლის თვალიერებას მოვუნდი, მაგრამ ახლა მზად ვიყავი ის ჭია გამეხარებინა, სულ მოუთქმენლად, რომ ელოდება ხინკლით, მწვადით ჩახეთქვას. ზედ გამოჭრილი ჩემი სუფრაა, თამამად შემიძლია ვთქვა.
-მიდი ახლა არ იმორცხვო, რაც გინდა ის ჭამე. - გამამხნევებელი სიტყვა მესროლა "საქმრომ" და ლუდის ბოთლს თავი მოხსნა.
-არ ვიმკრცხვებ, შენ მაგაზე არ იღელვო. - ვთქვი და ლუდის ბოთლს დავეწაფე.
-ისევ სვამ? მე მეგონა...
-გამოთრობას კი არ ვაპირებ, იდიოტო! მიდი ხინკალი გადმომიღე, ნუ გრცხვენია.- დავემანჭე მას და ხინკალზე მივუთითე, რომელიც "მიდი, მიდი პატარავ შემჭამე, შენი ვარ, შენი" - ს მეძახდა.
-ბებო, რძალი გყავს მტრისას- თან მე მიყურებდა ეს რეგვენოზავრი, თან ეშმაკივით აბეცებდა თვალებს. მელის ეხლა, როგორც ვიცი როდის ავფეთქდები.
-შე მართლა იდიოტო, მაცადე აქედან გავიდეთ...
-დამღლი? მოვემზადო?
-დაგღლი? ეგ რა არის... უარეს არ გინდა?
-ოოო, აეგ მომწონს?
-ხუმრობა იქეთ იყოს და სახლში ხომ დავბრუნდებით დღეს?
-ამ შუაღამეს? შანსი არაა
-მეღადავები?
-მარიამ
-კაი, მაგრამ იცოდე ნდობა არ დამაკარგვინო.
-კაი გოგო, რა გჭირს კიარ შეგჭამ. პროსტა მინდა რო ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ
-არ გისვამ შეკითხვებს და იმედია მოწვავ რატომაც
-რატო
-ღადაობ ხო? ვხვდები უკვე რის მიღწევასაც ცდილობ, ჩემთან არ გაგივა, მაგრამ როგორც ვატყობ, შენთვის ცდად ღირს
-მეც ბევრ რამეს ვხვდები, მაგრამ ვიცი, რომ ჩემსას მაინც მივაღწევ.
-ვერ მიაღწევ, დამერწმუნე
-რატო ხარ ასეთი კაპასი და ანჩხლი?
-არვიცი, დედაჩემს კითხე, მან გამაჩინა
-დედაშენმა ვერ მოგარჯულა როგორც ჩანს
-არა, ძალა არ ეყო
-მესმის... და ძალიან ვწუხვარ
-რა? რატომ წუხარ?
-დაემშვიდობები ძალიან მოკლე ხანში მაგ ანჩხლობას
-ნიზლავს დაგიდებ მე სულ ასეთი ვიქნები
-ბაზარი არაა
თამაში ახლა იწყებოდა...
დიახ, ის თამაში რომელიც არც მეტი არც ნაკლები მე წამოვიწყე. ავღელდი, მაგრამ არ ვიცი რატომ. ნუთუ მისი შემეშინდა.
შემეშინდა იმის, რომ დამიმორჩილებს?!
არამგონია ასე ადვილი იყოს ჩემი მორჯულება, ერთგვარი დამორჩილება. ბავშვობიდან ასეთი წუნკალი ვიყავი.
საკვირველია, როგორ ან რანაირად სიწუნკლე და ჩემზე ბატონობა ერთად. საკვირველია, რატომ ვაძლევდი ხალხს ამის უფლებას, ასეთი წუნკალი გოგო.
ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი თავის კონტროლი შემეძლო, ახლა კი... ახლა ეს აღარ არსებობს.

ხელი ჩამოვართვი გიორგის და შეთანხმების დადება დავიწყეთ.
-რაზე გინდა? - გამომცდელად მკითხა მან. თითქოს ელოდაო, ისეთი მზერა მომაპყრო.
-არვიცი, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ვიცი წაგებული შენ იქნები.
-ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები, პატარა ქალბატონო.
მოდი ასე ვქნათ.
კაროჩე... ერთ თვეში თუ შევძელი შენი დამორჩილება, ჩვენ ფიქტიურად ვიქორწინებთ და თუ თამაში შენს სასარგებლოდ დასრულდა, ბილეთებს ვიღებ და ბორაბორაზე მიმყავხარ.-ერთი ამ შეთხლეშილ იდიოტს დამიხედეთ. რაო, რაო? ფიქტიური ქორწინებაო? ეს მართლა ვერ არის ხო?! არა... უეჭველი ღადაობს... აბა, ამ ყველაზე დიდ სიფსიხეს ვინ ააგდებდა.
ღმერთო რა უაზრობაა.
-რაებს ბოდავ? რა ქორწინება რა ბორაბორა... საერთოდ ტვინი გიდევს თავში?
-არაფრისგან ქმნი ყველაფერს. პროსტა გასართობად გითხარი, შენ კი ნახე რამხელა ამბავი შექმენი. დაუკვირდი, სამ თვიანი არდადეგები გეწყება, პროსტა მაგრად გავერთობით. მე რო მოვიგო ხალხს დავშოკავთ, იმენა მაგარ ბაითში ჩავარდებით, ორივე. შენ რო მოიგო ბორაბორაზე წაგიყვან და მაგრად ვიგულავებთ.- წამით წარმოვისახე ეს ყველაფერი და მართლაც, რომ სასიამოვნო აღმოჩნდა, მაგრამ ეს ყველაფერი... რაღაცნაირია, უცნაური, უეცარი... არვიცი... თავს ვერ ვუყრი ამ ყველაფერს... სულ ავირიე, მემგონი განტვირთვა და სიახლე ცხოვრებაში არც მე მაწყენდა, თანაც... სულ რაღაც ათ დღეში ჩემი დაბადების დღეა.
-თანახმა ვარ!
განვაცხადე სრულიად გაწონასწორებული და მკაცრი ტონით.
-რა?
-რა
-სერიოზულად?
-არასერიოზულობის რამე მეტყობა?
-მაშინ... მაშინ საქმეს მივხედოთ. ბებო... ყავა მალე იქნება?
-ბებო ამ შუაღამე კიდე ყავა?
-მიდი რა ბე ცივი ყავა გაგვიკეთე და მოდი დაგველაპარაკე
-ახლავე ბებო, ახლავე.




ცივი ყავა სასიამოვნოდ ხვდებოდა ყელს.

სწორედ ახლა იყო დრო დავკვირვებოდი მას, მის გამოხტომებს, მის უაზრო იდეებს, აზრებს, უკონტროლო თვისებებს, აუხსნელ ამბებს. როდესაც ეს ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის, სრული ჰარმონია იქმნება, აურზაურია ჩემს თავში, აღარ ვიცი რა, რას დავუკავშირო. იქნებ... იქნებ, ეს ყველაფერი, სულაც არაფერია. იქნებ მე ვქმნი პრობლემას. რაღაცეებს ვამძაფრებ, ამას მეც მშვენივრად ვამჩნევ.
არა,  აუტანელი გავხდი, ასე ყველას და ყველაფერს დავკარგავ. რამდენჯერ მოვახდინე ეს გარდასახვა, ეს უბრალოდ მომაბეზრებელია.








ახლა...
ახლა...
ახლა...
დადგა ჯერი გიორგის...
გიორგი, ძლევამოსილი უფლისწული, ოცდათექვსმეტი ბეჭდის მფლობელი, და იმპერიის მხნე მმართველი.
ოხ, როგორ მიყვარს ხოლმე მასზე, რომ ვფიქრობ ან როცა ვუყურე.
განსაკუთრებით მიყვარს პატარა კიკინა, რომ აქვს დაკოფსილი უკან.
ეს ყავისფერი თვალები და ქოლგეითზე, ბევრად ლამაზი, მიმზიდველი ღიმილი.
სიმაღლე, რომ არ აკლია, ტანადობით ძალიან დიდია, ჩემზე ბევრად დიდი. მოსული ბიჭია რა.
ისეთი სიმპატიურია, თავს მაკარგვინებს. კიდევ კარგი შემიძია ამ ყველაფრის დამალვა, თორე ახლა ცხრაჯერ მექნებოდა კისერი წატეხილი.

ხო, სად გავჩერდი...
ჩვენი პირველი შეხვედრა, თექვსმეტ სექტემბერს შედგა, ერთი წლის უკან, ჩემი დის ლიზას დაბადების დღეზე.
რესტირანში ვიყავით, დის თანამშრომლებთან, მეგობრებთან ერთდ.
რესტორანი მისი იყო.
ბენდიც ყავდა, ამასთანავე.
თავდაპირველად, მზერით, რომ ვჭამდით ერთმანეთს ეგ მომენტი იყო. როგორი ამაზრზენია, მაგრამ სიმართლე, სიმართლედ რჩება.
მეორედ, ისევ ამ რესტორანში შევხვდით, ამჯერად რვა ნოემბერს დედას დაბადების დღეზე.
უკვე ტანჯულებმა, აღარ ვიცოდით რა გვექნა, ერმანეთთან მისვლაც, რომ არ გამოგვდიოდა ეს იყო, ყველაზე დიდი უბედურება.
მესამედ ახალ წელს შევხვდით.
ისევ ისე როგორ წინა შეხვედრებზე.
კულმინაციის დროც დადგა...
ოცდასამი ივნისი, ჩემი დაბადების დღე, ისევ იმ გარემოში.
ჩვენი პირველი გამოლაპარაკება, მაგრამ ეს უბრალოდ საშინელება იყო.
დაბნეულობისგან აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი.
ამ დღის შემდეგ მასზე აღარ მიფიქრია. ეს თავიდანვე ვიცოდი, რომ თინეიჯერული აკვიატება იყო, შემდეგ თავიდან ამოვიგდე და ამით დავასრულე ეს ყველაფერი.
მის მერე საერთოდ ბიჭისკენ მზერაც კი არ გამპარვი, ინტერესი არ მქონდა მეტი არაფერი.



-მარიამ, ბებო როგორ გაიცანით ერთმანეთი- ისმის კითხვა. სრულ გაურკვევლიბაში ვარ, ბოლოს კი ვხვდები, რომ რეალობაში ვარ, სახეზე ხელებს ვისმევ და პასუხს ვუბრუნენ.
-ეს... ეს რესტორანში მოხდა, მის რესტორანში.
-ხო ბებო, ის ისე ცეკვავდა შეუძლებელია არ დამეკერა
ეს და მისი ერთჯერადი, გაცვეთილი ხუმრობები.
-არ დაუჯეროთ დანახვისთანავე თავდავიწყებით, სიკვდილამდე შევუყვარდი. ახლა სანამ აქ ჩამომეძინა დამაწვინეთ, საჭმელიც ხომ უნდა შემერგოს არა? - ვთქვი ოდნავ დამწუხრებულმა და სავარძლიდან წამოვდექი, დიდი გაჭირვებით.







დილა...
კაშკაშა მზე...
სოფლის სიო...
საოცარი კლიმატი...
ტენიანობა...


საწოლიდან ზანტად ვდგები, სავარძელზე არსებულ კაბას ვიღებ, შემდეგ უცებ ვიცვამ და სააბაზანოშიც შევდივარ მოსაწესრიგებლად.




ქვემოთ ჩასულს, კექსის საოცარი სურნელი მხვდება.
ყავის უსასიამოვნესი სურნელი. ალბათ ზუსტად ასეთი წარმომედგინა ჩემი მომავლისათვის, ყოველი დილა.
-იზა ბებოს სალამი- სამზარეულიში შევედი, იზა ბებოს მოვეხვიე და სკამზე ადგილი დავიკავე.
-გაიხარე ბებო. მიდი შენ ყავა და ეგ კექსი დააგემოვნე, მერე ბლინებიც მიაყოლე, ამასობაში გიორგიც მოვა და  მეგობრებსაც მოიყვანს.
-გიორგი აქ არ არის?
-არა, დღეს დილით ადრე ადგა და მეგობრების დასახვედრად წავიდა.
-აჰა, მეგობრები არა... კაი მე ეზოში გავალ და ახლავე დავბრუნდები.

ტელეფონი მოვიმარჯვე და ბატონ გიორგისთან განვახორციელე ზარი.
ათი, ცხრა, რვა, შვიდი, ექვს,
დიდება უფალს...
-სად ხარ ბიჭო? შენ სულ გააფრინე?
-მოვალ და ყველაფერს აგიხსნი ჩემო მზეთუნახავო.
-მზეთუნახავს დაგიხატავ და ხის კუბოზე აგიკრავ, კრეტინო. ჩქარა აქ გაჩნდი და სახლში წამიყვანე, დედაჩემის გაგიჟება გინდა შენ?
-მაიცა, მოვალ და დაგკერავ
და... საუბარი დასრულებულია.
მოვკლავ...
ნამდვილად მოვკლავ...
არა, დავახრჩობ და ისე მოვკლავ...  არ ვაცოცხლებ.
მათამაშებს, წარმოგიდგენიათ?!
მიპოვა დაბალი ღობე და მატრიალებს თავის ჭკუაზე.
მე შენ გაჩვენებ ბატონო გიორგი...



№1 სტუმარი ))))

ბოლოოს ბევრი ვიცინე კარგი იყო მომეწონა <3

მალე დადე შემდეგიც რა <3 ველი სულოუთქმელად <3 :*

 


№2 სტუმარი ჟელიბონი

ვფიქრობ 16წლის გოგოსთვის რაღაც უცნაურად ჟღერს ეს ყველაფერი. სიუჟეტი მომწონს ძალიან კარგია

 


№3  offline წევრი TrustYourSoul

კარქობაააა ძააალიან❤თან დიდი თავები და უუუფ სრული ნეტარება :დდდ ნუ გიორგი ხომ მომწონს და მომწონს ❤მაგის ღიმილს მეც,რომ წარმოვიდგენ მარიამის მემართება :დდ ნუ ცოტა ატეხილი ბიჭი კი მგონია მაგრამ დიდი უნდა იყოს ხომ? და დასერიოზულდება ალბათ❤მე უკვე გეგმებს,რომ ვაწყობ არ შეიმჩნიო:დდდდ მარიამის პერსონაჟი კი მთლიანობაში ძალიან მომწონს,თითქოს რეალურს გავს.
ისტორიის სიუჟეტიც კარგია, გამართული ნაწერი გაქვს და ნუ მოკლედ მთლიანობაში ძალიან კარგი ისტორიაა რა❤❤აი სულ ასე ვბოდიალობ ხოლმე :დდდ მაგრამ იმედია დავწერე რისი დაწერაც მინდოდა :დდდდ ❤❤

 


№4  offline წევრი მმარიტა

წარსული კვდება...
კარქობაააა ძააალიან❤თან დიდი თავები და უუუფ სრული ნეტარება :დდდ ნუ გიორგი ხომ მომწონს და მომწონს ❤მაგის ღიმილს მეც,რომ წარმოვიდგენ მარიამის მემართება :დდ ნუ ცოტა ატეხილი ბიჭი კი მგონია მაგრამ დიდი უნდა იყოს ხომ? და დასერიოზულდება ალბათ❤მე უკვე გეგმებს,რომ ვაწყობ არ შეიმჩნიო:დდდდ მარიამის პერსონაჟი კი მთლიანობაში ძალიან მომწონს,თითქოს რეალურს გავს.
ისტორიის სიუჟეტიც კარგია, გამართული ნაწერი გაქვს და ნუ მოკლედ მთლიანობაში ძალიან კარგი ისტორიაა რა❤❤აი სულ ასე ვბოდიალობ ხოლმე :დდდ მაგრამ იმედია დავწერე რისი დაწერაც მინდოდა :დდდდ ❤❤

ძალიან გამახარე ❤️

ჟელიბონი
ვფიქრობ 16წლის გოგოსთვის რაღაც უცნაურად ჟღერს ეს ყველაფერი. სიუჟეტი მომწონს ძალიან კარგია

კი უცნაურია მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ გადავაკეთებ რაღაც რაღაცეებს❤️❤️❤️

))))
ბოლოოს ბევრი ვიცინე კარგი იყო მომეწონა <3

მალე დადე შემდეგიც რა <3 ველი სულოუთქმელად <3 :*

მადლობა ❤️❤️ დავდებ აუცილებლად

 


№5 სტუმარი სტუმარი კატო

თაკელელობააააა ძალიან გააგრძელე წერა ოღონდ ცუდად არ დაამთავრო

ძალიან მაგარი ხარ!!!!!

 


№6  offline წევრი მმარიტა

სტუმარი კატო
თაკელელობააააა ძალიან გააგრძელე წერა ოღონდ ცუდად არ დაამთავრო

ძალიან მაგარი ხარ!!!!!

მადლობა ძაან დიდი❤️

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

კი შევხედე ამ ისტორიას რამდენჯერმე მაგრამ დღეს გულმა ვერ გამიძლო და წავიკითეე...
ხოდაა...
საერთოდ
არ
ვინანე!:დდდ
პირიქით ძალიაან მომეწონა *-*
საყვარლობა და საინტერესოა ♥♥♥
კარგად წერ, მთავარია არ დააგვიანო და თავები გაზარდო♥♥

 


№8 სტუმარი mariami

male gaargdzele sulmoutmenlad velodebi

 


№9  offline წევრი მმარიტა

ტკბილიწიწაკა
კი შევხედე ამ ისტორიას რამდენჯერმე მაგრამ დღეს გულმა ვერ გამიძლო და წავიკითეე...
ხოდაა...
საერთოდ
არ
ვინანე!:დდდ
პირიქით ძალიაან მომეწონა *-*
საყვარლობა და საინტერესოა ♥♥♥
კარგად წერ, მთავარია არ დააგვიანო და თავები გაზარდო♥♥

Didi madloba ❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი bella

dzalian magaria da yvelaze metad is momwons rom, didi tavebia.

 


№11  offline წევრი მმარიტა

სტუმარი bella
dzalian magaria da yvelaze metad is momwons rom, didi tavebia.

❤❤❤ madlobarom kitxulob❤❤

 


№12  offline წევრი skida

აუ რამდენი ვიცინე ძალიან მაგარი იყო

 


№13  offline წევრი მმარიტა

skida
აუ რამდენი ვიცინე ძალიან მაგარი იყო

❤❤ mixaria rom mogewona

 


№14 სტუმარი სტუმარი მაია

ამ წიგნის ავტორის გვარი და სახელი

 


№15  offline წევრი მმარიტა

სტუმარი მაია
ამ წიგნის ავტორის გვარი და სახელი

მარიამ ჯანხოთელი

 


№16  offline წევრი khatia khatia

გოგოს უფროო დიდი ასაკი რო ქონდეს უკეტესი იქნება ასე 20-25 წლამდე ნუ ისე ყველაფერიი კაი აქქ ამ მოთხრობას მომწონს კაია ძააანნ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent