შენი მშობლები ტერორისტები არიან ასეთი ბომბა რომ გაგაჩინეს?!-8
თავი 8 დაახლოებით ნახევარი საათი ვიარეთ. ისე რა კარგი ყოფილა ბავშვობა, ხელში აყვანილი ტარება, საერთოდ არ ვგრძნობდი დაღლას. ბაბლუანი კი, სადაცაა აქვე გაწვებოდა მიწაზე ისე დაიქნცა. აბა რა ეგონა, ამხელა ქალს რომ მათრევს ნახევარი საათია. კაია, დაიტანჯოს ცოტა.. გავიფიქრე ეშმაკურად. -ვსოო, მოვკვდები სადაცაა..-განაცხადა ბაბლუანმა და ერთი კარგად ამოიხვნეშა. -ცოდვებმა იცის!-მივმართე სიცილით. -ამისათვის პასუხს აგებ იცოდე!-დაიიმედიანა თავი ბიჭმა. -კაი გაუძელი ცოტაც და მივალთ მალე.. -რას გავუძლო?-გაკვირვებულმა ვკითხე. -შენ არაფერი, ჩემ თავს ვამხნევებ მაცადე კაცო! -მე ჩუმად ვარ, შენ დაიწყე რაღაცების ლუღლუღი... -კაი გაჩუმდი ახლა, მივედით სახლთან და შენი ალქაჯობები არ დავინახო იქ ცოტა წაისაყვარლე თორემ, რომ არ შეგვიფარონ ტყავს გაგაძრობ ტასო და შეგჭამ-მომმართა გაღიზიანებულმა. -ასეთი კაი ტყავი მაქვს თუ რაარის, მაშოც მაგას გაიძახის მთელი ცხოვრება... ვთქვი და გავჩუმდი, რადგან უკვე სახლის ეზოში შევედით. ბაბლუანმა რამდენჯერმე გაბმულად უშედეგოდ დააკაკუნა კარზე, მერე კი კარგად დააბრახუნა და კარიც გაიღო. -გამარჯობა ქალბატონო.. -გამარჯობა? რამე ხდება?-გვკითხა ხანში შესულმა, ჭაღარაშეპარულმა ქალმა. -არა იცით რა ხდება.. ჩვენ აქ სალაშქროდ წამოვედით და სამწუხაროდ სიარულის დროს ეს გოგო დაიკარგა და სანამ ვიპოვე დიდი დრო გავიდა, მოსაღამოვდა თან დაეცა და ფეხი იღრძო, ამიტომ უკან დაბრუნება ვერ შევძელით, თან გზაც არ ვიცით.. მანქანით ამოსვლა რომ შეიძლებოდეს ჩვენი მეგობრები ამოვიდოდნენ მაგრამ ისინიც ვერ ახერხებენ და იქნებ გვითხრათ აქ სადმე ახლო-მახლო სასტუმრო ხომ არ არის? -არა, რაფერ გეკადრება შვილო, ამ დასახლებაში მხოლოდ რამდენიმე სახლია და ათიოდე სული ცხოვრობს, რაუნდა აქ სასტუმროს.. თან ამ ღამე აქ ტურები იცის და ვერსად გაგიშვებთ, ამიტომ მოდით ჩემთან დარჩით.. სტუმრები საუკუნეა არ მყოლია და დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ, განსაკუთრებით ამ ანგელოზივით ბოვშვებს, გეტყობათ რომ ერთმანეთიზა ხართ შექმნილები -სიხარულით აღსავსე სახით გვითქრა ბებომ. -უღრმესი მადლობა ქალბატონო..-გულწრფელი მადლიერებით მივმართე მოხუცს. -კაი შემოდით აწი სახლში, გეიყინეთ ამ სიცივეში, თან ხომ გაგიგიათ კარში დგომამ ცუდი იცისო.. მოით მოით, გათბით აქ ბუხართან, მე მანამდე ჩაის გაგიკეთებთ თან გეშიებათ თქვენ, მთელი დღე გზაში ხართ გავაკეთებ რამეს კიდევ და მერე დავჯდეთ და გავეცნოთ ერთმანეთს.-გახარებულმა მოგვმართა. ბაბლუანმა იქვე დივანზე დამსვა, თვითონ კი ჩემ მოპირდაპირე მხარეს დაჯდა და ბებოს მიმართა. -არა, ქალბატონო ჩვენ მართლა არაფერი გვინდა, ნუ წუხდებით.. ისედაც რამხელაზე შეგაწუხეთ.. -რა შეწუხებაა კაცო, პირიქით მიხარია მე.. სტუმრები იმდენი ხანია არ მყოლია, გამომლაპარაკებელიც არავინ მყავს, ამიტომ დიდი სიამოვნებით შევწუხდები.-გვითხრა ქალმა და ცომის კეთება დაიწყო და ჩვენთან ახლოს დაჯდა. -ისე მე მაყვალა ბებო ვარ, თქვენ ვინა ხართ შვილო? -მე ალექსანდრე ვარ, ეს კი ანასტასიაა-მიმართა გაბადრულმა ბაბლუანმა. -უფ, რათუნდა კაცო ეს ოფიციალურობა, შენა სანდრო ხარ, შენ კი ტასო, მე კიდე მაყვალა ბებო-სიცილით მოგვმართა. -ისე ჩემ ბადიშსაც სანდრო ქვია, იმფერი კაი ბიჭია, შენსავით ანგელოზი ცოლი ყავს.. უფ, რაფერ მემენატრნენ, მეისპენ მაგენი-სიცილით მოგვახსენა მაყვალა ბებომ. -არ გსტუმრობენ ხოლმე?-უცებ ვკითხე და მერე მივხვდი რომ უხერხული შეკითხვა დავუსვი-უი უკაცრავად.. -უფ, რაის უკაცრავად შვილო, არაფერი ცუდი და სასირცხო ამაში არ არის, ჩემი ბაღნები ქალაქებში არიან, მე კიდე აქ ქმრის სახლში ვცხოვრობ, არ მინდა აქაურობის დატოვება, რაფერც ჩემი ჯემალია აქ დასაფლავებული, ისე მივუწვები მას გვერდით, ჩვენ ისეთი სიყვარული გვაქვს.. არასდროს რომ დაივიწყებენ ისეთი, ამიტომ მას არასდროს დავტოვებ. -ძალიან კარგი ადამიანი ხართ მაყვალა ბებო.. ისე თქვენ შესახებ მოგვიყევით რაიმე..-ინტერესმორეულმა ვკითხე. -ეჰჰ, მე იმფერი კაი ცხოვრება მაქ გამოვლილი, სიყვარულით სავსე.. ჯერ თექვსმეტის ვიყავი ჩემ ჯემალის რომ შემახვედრეს, იმფერი ლამაზი ქორწილი გვქონდა მთელი სოფელი ამაზე ლაპარაკობდა.. მერე მეყოლა ჩემი პირველი გიორგი, იმფერი ლამაზი ბაღანა დეიბადა.. ახლა სამოცდასამი წლისაა, სამი შვილი ყავს, და რვა შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი. მერე მეყოლა ჩემი ნაზიკო, ახლა სამოცი წლისაა და ხუთი შვილი და თექვსმეტი შვილიშვილი ყავს. მერე გაჩტა ჩემი რევაზი ახლა ორმოცდაცხრამეტი წლისაა, იმას ორი ბაღანა და თერთმეტი ბადიში ყავს. ეჰჰ, კიდე სამი ბაღანა მყავდა, მარა ორივე მიწას მივაბარე, ჩემი მარიკა და ალექსანდრე.. მარიკას ბადიშები დიდად არ მიკითხავენ, მარა ყველაზე მეტად ჩემი ნაბოლარა მენატრება, იმფერი ახალგაზრდა მივაბარე მიწას, ოცდაცხრამეტი წლის, ერთი ბაღანა დარჩა, მარა თვალით არ მყავს ნანახი, მწარეა ცხოვრება მარა მაინც მიყვარს, იმფერი კაი დღეები მახსოვს.. მე და ჩემ ჯემალისაც თქვენნარირი სიყვარულით სავსე თვალები გვქონდა, იციდეთ დრო არ დაკარგოთ ყველანაირად გამეიყენეთ... -არა ბებო, ჩვენ ერთად არ ვართ, თან სულ ვჩხუბობთ..-ლოყებშეფარკლულმა ვუთხარი. -ეხ ჩემო ტასო, შენ არ გაგიგია? სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო...-გაგვიცინა ქალმა -კაი მოით ახლა, გაკეთდა ხაჭაპური და შემიფასეთ რაფერია, მანამდე კიდე ლოგინს გაგიშლით. დიდუუ, აი რა დემემართა, მევისპე ქალი, ახლა რაღა ვქნა მე? -რა მოხდა მაყვალა ბებო? -ორი ოთახი მაქვს მე, ერთში მე ვარ და მეორე თქვენზა უნდა გემეშალა მარა მეგობრებს ერთად რაფერ დავაწვენ კაცო? მარა არაუშავს, მე აგერ კუშეტკაზე დავწვები და თქვენ ოთახებში დაგანაწილებთ. -არა , როგორ გეკადრებათ მაყვალა ბებო, ეგ არ გაბედოთ, მე დავწვები დივანზე და თქვენ თქვენ ოთახში დაწექით..-უცებ მიმართა ბაბლუანმა. -არა რაფერი მასპინძელი ვიქნები მაშინ მე? მემეჭრება თავი და ეგ არი, სტუმარი აქ რაფერ დავაწვინო?-თქვა და დივანს მიუთითა. -მე მაინც ვერ გავაკეთებ ამას, ჩემი კაცობის პატრონმა როგორ დავაწვინო ასეთი კარგი და საყვარელი ქალი დივანზე? ვსო, გადაწყვეტილია, მე აქ დავწვები თქვენ და ტასო კი ოთახებში. -კაი შვილო კაი, ისე რავა თლათ ჩემი ბაღანასავით კაი ხარ? მარა რას ვიძახი ახლა აა? ჯვარი გწერია შვილო, უტკბილეს სიბერეს გისურვებ შენ სიყვარულთან ერთად. -თქვა ქალმა და მე შემომხედა. -კაი ჭამეთ თქვენ და მე წავალ. მაყვალა ბებომ უგემრიელესი ხაჭაპური დაგვიცხო, საწოლიც გაგვიშალა. დავემშვიდობე და დასაწოლად წავედი. ბაბლუანმა მიმიყვანა ოთახამდე. მე საწოლში ნებივრობა, მას კი ამ გაჩხიკინებულ დივანზე მოუწევს მთელი ღამე ტანჯვა, ეშმაკურად ჩავიცინე და შევედი ოთახში. ტანსაცმელი გავიხადე და შევწექი გაყინულ ლოგინში, ერთი სული მქონდა როდის გათბებოდა. ეუფ, რა კაია ნებოვრობა.. ვფიქრობდი, როცა კარები გაიღო და ოთახში ღიმილაკრული ბაბლუანი შემოვიდა თავისი ბალიშითა და გადასაფარებლით. -რას აკეთებ იდიოტო?-შევუღრინე მაშინ, როდესაც ლოგინთან მოახლოვება დაიწყო. -ვიძინებ ტასო.. -აქ რატომ იძინებ? -აბა რა გეგონა? იმ მოუხერხებელ დივანზე დავწვებოდი მაშინ, როდესაც შენ ამხელა საწოლში ინებივრებდი? -მე არ ვარ ვალდებული სარეცელი შენნაირ ხეპრე იდიოტებს გავუყო! -ჯერ ერთი შენ არ მიყოფ და მერე მეორე მე გათრიე მთელი დღე და დიდი ამბავი გვერდით მოგიწვე, თან ისე ამბობ თითქოს ამის სურვილით ვიწვოდე-განაცხადა ბაბლუანმა რაზეც უფრო გავცხარდი და ზურგით შევუბრუნდი. რამდენიმე ხანი სიცივისგან ვერ დავიძინე, ვიწრიალე.. -ბაბლუანი გძინავს?-ვკითხე რამდენიმე წუთის შემდეგ. -ნწუ -სამაჯურს როდის დამიბრუნებ? -სამივე სურვილს რომ შემისრულებ მაშინ-გავიგე თუ არა ამოვიხვნეშე.. -რაიყო? გეგონა დამავიწყდა?-ეშმაკურად მომმართა. -ხო დაიძინე ახლა მიფრთხობ ძილს. -შენ მოკვდი ფართხალით და კიდე მე გიფრთხობ? -ხო!-აბა რა მეთქვა სიცივისგან ვერ ვიძინებ მეთქი? გავიფიქრე თუ არა წამომაკანკალა. ეტყობა ბაბლუანმაც შეამჩნია და მომეხუტა. -რას აკეთებ იდიოტო? მომშორდი ახლავე! -მცივა და უნდა გავთბე-მითხრა მაგრამ აშკარად ცხელი იყო. -მერე მე ბუხარი ვარ თუ ფეჩი? -შენ არ გაგიგონია რომ ყველაზე მეტად სხეულები ათბობენ ერთმანეთს? ახლა მე შენი კდემამოსილობის გამო ვერ გავიყინები! -არა მომშორდი ახლავე!-არადა რა თბილად ვიყავი.. -ოხ ტასო, ტასო.. გაჩერდი და შემობრუნდი. -არა! -კაი მაშინ სურვილს ვიყენებ, მოკეტე, შემობრუნდი, და დაიძინე! -დამპალო- მივუბრუნდი და ჩავეხუტე. ამაზე სასიამოვნი რამ ჯერ არ მიგრძვნია.. -მე არ მითქვამს ჩამეხუტე მეთქი-ეშმაკურად მითხრა. -მერე ვინ გეხუტება?-ვუთხარი და უცებ მოვაშორე ხელები. -არა, არა იგივე პოზაში დაბრუნდი უფრო თბილად ვიყავი. -კარგი, ოღონდ დისტანცია დაიცავი!-მერე კი მეც კვლავ მოვხვიე ხელები მის შიშველ ზურგს, სახე კი მკერდზე მივაბჯინე და მისი გაშმაგებული გულისცემა შევიგრძენი. ისე ამის მერე შენ მართლა შინაბერა დარჩები ტასო.. აბა ამაზე უკეთეს მამაკაცს სად ნახავ? ამის გაფიქრებაზე უცებ განვკიცხე ჩემი თავი... მერე კი სიზმრების სამყაროში გადავეშვი. დილით იგივე პოზაში, მასზე გადახვეულს გამეღვიძა. წამოდგომა ვცადე მაგრამ რად გინდა? შემოხვეული აქვს თავისი ტორი ისე როგორც გველვეშაპი იყო შემოხვეული ვაშლის ხეზე. ახლა გააშვებინე ხელი ისე, რომ არ გაიღვიძოს.. არ გეგონოთ მასზე ვზრუნავდე უბრალოდ არ მინდა მოკლე მაისურში დამინახოს, რომელიც საჯდომს ძლივს მიფარავს. ხელი გავაშვებინე კარგია, ახლა ჩუმად უნდა ავდგე და მორჩა.. ავდექი და ჩამეყარა წყალში ჩემი გეგმა, პირდაპირ მტკივან ფეხს დავაჭირე, რომელიც იმდენად აღარ მტკიოდა, მაგრამ ამხელა ზეწოლას ვერ გაუძლო და დავვარდი. ამაზე თავი წამოყო ბაბლუანმა და სიცილი ატეხა, მერე კი ამაყენა. -მადისაღმძვრელად გამოიყურების გეტყოდი, მაგრამ ალქაჯები არ მიზიდავს.. მითხრა მაისური გადაიცვა და გავიდა. მე კი დავრჩი განრისხებული. მეც უცებ ჩავიცვი ტანზე და კოჭლობით გავედი მისაღებ ოთახში, სადაც გაშლილი საუზმე და ერთმანეთში მოსაუბრე მაყვალა ბებო და ბაბლუანი დამხვდა. თბილად მივესალმე მაყვალა ბებოს და მივუჯექი. -მოით აბა ბებო ჭამეთ.. ტასოკო, გიშველა ჩემმა მალამომ გუშინ რომ მოგეცი? -კი უშველა მაგრამ უსეთი ბატია დღეს კიდე მოჯდა და ისევ დაარტყა ფეხი..—განუცხადა ყოვლისმცოდნე ბაბლუანმა. -უი ჩემი სიკვდილი ეს რა ამბავია ბებო...-თქვა ქალმა ჩემი ფეხის შემხედვარე. -დემელოდე ბებო ახლა კიდე ერთ მალამოს მოგიტან, უებარი მალამოა, უცებ გიშველის-თქვა ქალმა და მალამო გამოიტანა, მერე კი თავისით შემაზილა ფეხზე. -უღრმესი მადლობა მაყვალა ბებო, დარწმუნებული ვარ მალევე გამივლის. ჩვენ კარგად წავიხემსეთ, თბილად ხვევნა-კოცნით გაკოვემშვიდიბეთ მაყვალა ბებოს, რომელმაც მოკლე გზაც შეგვასწავლა და დავადექით მას. მე კოჭლობით ნელ-ნელა დავდიოდი. -ტასო, დავქორწინდი და შვილებიც მეყოლა, რაიყო რას მოღოღავ.. -რომ მლანძღავ ასეთი ნაღრძობი ფეხით ამდენს თუ გაივლიდი ერთი.. -კაი არ შემჭამო ახლა, შენ რომ გელოდო ხვალამდე ვერ ჩავალთ-მოვიდა და ამაპორწიალა.. -კედევ უნდა იტანჯოს ჩემი წელი-განაცხადა დატანჯულმა.. -სამაგიეროდ ლოდინი არ მოგიწევს...-ვუთხარი და ძლივს შეკავებული სიცილი ამოვიშვი. ამაზე ეს მუტრუკი გაბრაზდა ეტყობა და ჩემი დაგდების იმიტაცია გააკეთა, რაზეც პირდაპირ მას ავეკარი, მერე თვითონაც სიცილი რომ მორთო კარგად ვუთავაზე ხელი. ამასობაში მანქანამდეც ჩავედით და დავადექით სახლის გზას ბაკურიანში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.