შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი მშობლები ტერორისტები არიან ასეთი ბომბა რომ გაგაჩინეს?!-7


12-01-2018, 01:10
ავტორი Tasska
ნანახია 2 680

თავი 7
-დემეტრე, ალექსანდრეს დაურეკე ახლავე!-განერვიულებული ხმასაც ვეღარ ვაკონტროლებდი.
-კაი, პრინცესა ნუ ღელავ, ხოიცი არაფერი მოუვა ტასოს, სანდროსთან ერთად როცაა მაშინ.
-მაგასთან ერთად რომაა, სწორებ მაგიტომ გეუბნები რომ დარეკო, თანაც ახლავე!
-კაი რას გაცოფდი ვრეკავ ხო-თანდათან, მასაც ეტყობოდა აღელვება.
-ბიჭო სად ხართ?
-გზაში.
-აი გზაში არიან, ნუღარ ნერვიულობ-მითხრა ავალიანმა თან თითქოს გულზე მოეშვა.
გავცოფდი მის ნათქვამზე, უცებ ავაცალე ტელეფონი და ვუყვირე ბაბლუანს.
-ახლავე ამოღერღე სად ხართ!
-რაიყო, ქერა ნუ ნერვიულობ ტასო კარგადაა და ფშინავს ახლა მისთვის.
-რას ნიშნავს ფშინავს? ამდენი ხანია სად ხართ?
-ოოო, ჩვენ იმდენი რამ გადაგვხვდაა..
-რამდენ ხანში ჩამოხვალთ?
-არ ჩამოვალთ.
-რას ქვია არ ჩამოხვალთ?-უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი თავს. ჩემმა ნათქვამმა სხვების აღშფოთებაც გამოიწვია.
-მოვიტაცე მაშო და ახლა პატარა ეკლესიაში მივდივართ ჯვარის დასაწერად.
რამდენიმე წუთი ხმა არ ამომიღია და გახშირებული სუნთქვა დავიწყე.
-კაი, ნუ ნერვიულობ ქერა, ეგეთი დარტყმულიც არ ვარ ეს ალქაჯი რომ მოვიტაცო. ჩამოვალთ მალე. ახლა კი დემეტრე დამალაპარაკე.
მეც ავტომატურად მივეცი ტელეფონი დემეტრეს.
მათთვის ისაუბრეს რაღაცაზე, მერე კი დემე მოვიდა ჩემთან და ერთი გულიანად მაკოცა ჯერ ერთ, მერე მეორე ლოყაზე. ამან კინაღამ იქვე დამადნო, გავინაბე, მაგრამ უცებ გამახსენდა რომ მასზე გაბრაზებული ვიყავი და კითხვისნიშნიანი მზერა ვტყორცნე ავალიანს.
-არაფერი პირადული პრინცესა, ტასომ და ალექსნდრემ ჩვენგან ჩაკოცნეო. მითხრა და კიდევ მაკოცა. მერე კი გავიდა. ამის ქცევების და ჩემი სიდებილის გადამკიდე მგონი მთლად დაუბანელი დავრჩები. ამის გაფიქრევისთანავე სიცილი ამივარდა და ყველამ უცნაური მზერა მომაპყრო, მე კი თავი იმით გავიმართლე რომ თითქოს მათ სისულელეზე მეცინებოდა.
———
მწველმა მზერამ და სანათების შუქმა გამაღვიძა. ძალიან დაღლილი
ვიყავი და ქუთუთოები ძლივს დავაშორე ერთმანეთს. თვალები გავახილე და ჭკუანაკლული ბაბლუანის პროფილს გადავეყარე. ისე მხოლოდ ახლა დავაკვირდი მის სახეს. ლამაზი, სწორი ცხვირი, ოდნავ მოშვებული წვერი და მსხვილი, ბორდოსფერი ტუჩები ჰქონდა. წინა ცხოვრებაში ნამდვილად ღვთაება იყო.. მხოლოდ მერე გავაცნობიერე ჩემი ფიქრები, საკუთარი თავი დავსაჯე და უცებ უკუვაგდე ისინი.
-ალქაჯებს ამდენი ხანი თუ ეძინათ არ მეგონა. სრული საათნახევარი გეძინა. -კმაყოფილმა მომახალა.
-ჩემი ძილის დროს ითვლიდიი, რა საყვარელი ხარრ..
-არა, უბრალოდ მთელი ეს დრო ხვრინავდი, და დამაინტერესა რამდენ ხანს გააგრძელებდი. -რაღაცნაირი სახით მომახალა, თითქოს ირონიულად, თითქოს სერიოზულად.
-გასაკვირიც არ არის, რომ ვხვრინავდი, შენნაირ მუტრუკთან ერთად მანქანაში ვზივარ და გადამიგვარდა ორგანიზმი-სრული სერიოზულობით მივახალე გაღიზიანებულმა.
-უი, ისე მადლობა, შენი ქურთუკისთვის-მერეღა გამახსენდა კვლავ ჩემზე ეულად მოფენილი ბაბლუანის ქურთუკი, რომელიც მის სუნად ყარდა და მეც ხარბად ვისუნთქავდი მას. რაიყო ანასტასია, ახალგაღვიძებულზე რომანტიკულად იღგზნები თუ რა ჭირი გეტეკა, განვკიცხე საკუთარი თავი და კვლავ უკუვაგდე ფიქრები.
-არა, უბრალოდ დაცხა მანქანაში და უცებ რომ მოვიაროლე ერტყობა შემზე დავარდა. -ოცდათორმეტი კბილი დამანახა და კვლავ გზას გახედა.
-ხო ეტყობა-ირონიულად მივაცალე და ულვაშებში ჩავიცინე.
მალევე მივედით დანიშნულების ადგილას. მანქანა გაჩერდა თუ არა, გადმოვედი, მძღოლის მხარეს მივედი და მის გადმოსვლას დაველოდე. გადმოვიდა თუ არა ერთი კარგად გავულაწუნე ლოყაში, გამოვბრუნდი და წამოვედი. ჰაჰ, აბა რა გეგონა იმას შეგარჩენდი?
-კარგი დარტყმა გქონია..-უკნიდან მომაძახა, თან ლოყა დაიზილა.
-მე ყველაფერი კარგი მაქვს-კეკლუცურად ვუპასუხე და სახლში შევვარდი.
-ტასო, როგორ შემაშინე-დაფეთებული მაშო შემახტა.
-მე ამ დარტყმულთან ერთად მანქანაში აღარ ჩავჯდები!
-კიმაგრამ, რა მოხდა სად იყავით აქამდე, ყველამ ვინერვიულეთ. -ახლა ლევანი ჩაერთო საუბარში.
-რამოხდა და, თქვენმა სანაქებო ძმაკაცმა შუა გზაში მანქანიდან გადმომაგდო და ორი საათი ტრასაზე ვეგდე, ამ იდიოტ მძღოლებს ცირკის მიმდებარე ტერიტორიის ბო*ი ვეგონე ეტყობა და დორბლიანები მიჩერებდნენ მანქანას.
-შენ სულ გამოშტერდი ბიჭო?-აშკარად უკმაყოფილო გაბრილმა და დემეტრემ მიმართა ბაბლუანს.
-კაი, თქვენ მაინც გამანებეთ თავი, დამსაჯა უკვე ალქაჯმა-თქვა თან აწითლებულ ლოყაზე მიუთითა ბიჭმა.
მის ამ ლეპრიკაზე სასწაული ხარხარი ამიტყდა, ისტერიულად ვიცინოდი რამდენიმე წუთი, იატაკზე ჩავიკეცე და სადაცაა ცრემლებიც ჩამომივიდა. დანარჩენებმაც ატეხეს სიცილი, აშკარად ჩემმა ჩაბჟირებამ იმოქმედა ასე.
-კაი გვშია ჩვენ და რამე გააკეთეთ ძმურად-მოგვმართა მომღიმარმა გაბრიელმა, რამდენიმე წუთის შემდეგ.
გოგოები სამზარეულოში შევიხიზნეთ და დავიწყეთ ფუსფუსი.
-აუ, ახლა ვინმემ მითხარით რა უყვარს ყველაზე მეტად იმ ხეპრეს. -ინტერესიანი მზერა მივაპყარი გოგონებს.
-ალექსანდრეს?-მკითხა გაკვირვებულმა ლიკამ.
-ხო აბა მაგის მეტი ხეპრე არ დაბადებულა ჯერ.
-რავიცი ელე, შენ არ იცი?-ჰკითხა ანიმ ელენეს.
-ყველაზე მეტად თებროლე ბებიას ხაჭაპურები უყვარს მაგას, მაგრამ მაგის მერე ძეხვთან, პომიდორთან და ყველთან ერთად შემწვარ კვერცხზე გიჟდება. მთელი ბავშვობა მაგას ჭამდა და ერთგვარი ტკბილი მოგონებაა-სიცილით მითხრა ელიკომ.
-ძალიან კარგიი, მადლობა საყვარელო-მივმართე ეშმაკური ღიმილით ელიკოს.
ჩვეულებრივად შევწვი კვერცხი, უბრალოდ ნახევარი ქილა შავი პილპილი და ორი ამდენი მარილი დავაყარე, ასევე მუქი ფერის ჭიქაში წყალი ჩავასხი, სადაც ცოტა მარილი და ლიმნის წვენი ჩავასხი. ასე უნდა მაგ უჭკუო მუტრუკს ვფიქრობდი ჩემთვის.
უცებ გავიტანე სუფრაზე სხვებთან ერთად და პირდაპირ ბაბლუანისკენ გავექანე.
-სანდროო, შენ რომ გიყვარს ის მოგიტანე-ეშმაკურად მივმართე. ჯერ გაკვირვებულმა შემომხედა, მერე კი კმახოფილმა ჩატეხა ტუჩის კუთხე და გემრიელად დახედა.
-მადისაღმძვრელად გამოიყურება.
-გემოს რომ გასინჯავ თითებს ჩაიკვნეტ.-სიცილს ძლივს ვიკავებდი უკვე.
ჩაიდო პირველი ლუკმა თუ არა სახე დაწმანჭა, მერე უცებ წყალს მივარდა და უცებ ჩაცალა მახევარი ჭიქა, ამაზე საერთოდ სახეზე წამოწითლდა, რაზეც სიმწრით შეკავებული კაკანი თავისუფლად ამოვუშვი. ამაზე, ყველა მიხვდა თუ რაშიც იყო საქმე და სიცილით ამყვნენ. ბაბლუანი კი სამზარეულოში შევარდა და ალბათ ონკანი მოშალა, იმდენი წყალი სვა.
ამის შემდეგ არც გამომლაპარაკებია, გამიკვირდა ასე უბრალოდ, დაუსჯელად როგორ დამივიწყა მეთქი? მაგრამ ეტყობა მიხვდა, რომ დამნაშავეა.
-აუ ბავშვებო, ძალიან მოწყენილიბაა და რამე ვითამაშოთ-მხიარულად განაცხალა ლიკამ.
-ხოო, ამის პატრონმა რა ქნას ვითამაშოთ.
მოვიმარჯვეთ ფურცელი და კალამი, რომელზეც საკუთარი სახელები დავწერეთ და პატარა შლაპაში ჩავყარეთ. მე დავიწყე.
-ამის პატრონმა აქვე არსებულ რომელიმე ადამიანს აუხსნას თავისი რომელიმე გრძნობა.-არ ვიცი, ეს უძალიანმაგრესი იდეა საიდან მომივიდა, მაგრამ ვთქვი და ამოვიღე ერთ-ერთი ფურცელი, რომელზეც ეწერა “დემეტრე”. ის წამოდგა, მაშოსთან მივიდა და ხელზე ეამბორა. ყველამ მხურვალე შეძახილით დააჯილდოვა, მერე კი ჯერი დემეზე გადავიდა.
-ამის პატრონი გარეთ გავა და ბოლო ხმაზე იმღერებს და თან იცეკვებს მაკარენას. მოუწია ალექსანდრეს. სახეალეწილი წამოდგა, გავიდა თოვლში და მაკარენას საფირმო ცეკვა შეასრულა სიმღერასთან ერთად. ხალხი დაფეთებული იყურებოდა შემდეგ კი ყველა ჩავიკეცეთ სიცილით. ზოგი კი ვიდეოსაც კი იღებდა. ქაიაა, სოციალურ ქსელშიც წამოვიჭიმებით!
ახლა კი ბაბლუანის ჯერიც დადგა
-ამის პატრონი აქ ყოფნის განმავლობაში სამ სურვილს შემისრულებს, ნებისმიერს-ამ სიტყვაზე გაამახვილა ყურადღება და მე შემომხედა. ახლა ვფიქრობდი ვიღაცას ნამდვილად არ გაუმართლა მეთქი, ჩემდაუნებურად უკუვაგდე ფიქრები როცა ფურცელზე ჩემი სახელი წამოიჭიმა.
ამის შემდეგ ასე გავაგრძელეთ ღამის ორ საათამდე თამაში, სიცილითაც დავიხიცეთ და დავეყარეთ გათიშულები საწოლებში.
————
მეორე დღეს მთაზე ასვლა გადავწყვიტეთ. რამდენიმე საათიანი გზა გვქონდა გასავლელი, ამიტომ ყველანაირად გავემზადეთ. ტასოს, სანდროს ჯერ კიდევ ეძინა, მათ გაღვიძებას არ ვჩქარობდით მაინც გუშინდელი დღე თითქმის გზაში გაატარეს.
-წავიდეთ ჩვენ და რომ გაიღვიძებენ ისინი მერე წამოვიდნენ. -განაცხადა გაბრიელმა.
-გაბო, გუშინ არ გახსოვს როგორ დამთავრდა მათი ცალკე მგზავრობა-სიცილით გავახსენე.
-კაი, არაფერი მოხდება ხომ იცი..
-ხო ეგ კარგი იდეაა, თან ჩვენ მანამდე ადგილსაც ვიპოვით და გავემზადებით.
-კარგი..
————
დილით ბაბლუანის ყვირილმა გამაღვიძა. წელსზემოთ შიშველი ამესვეტა საძინებელში და ჩემი გაღვიძება დაიწყო. ისე ამ ყინვაში მაინც ვერ ხვდება, რომ თავისი მიმზიდველი კუბიკები არ უნდა ამზეუროს? მორჩი, ტასო რაზე ფიქრობ..
-რა გინდა მუტრუკო?-ვკითხე ჩახლეჩილი ხმით.
-ბავშვებმა დაგვტოვეს, თაფლობის თვესთან დაკავშირებით. -მითხრა სერიოზული სახით.
-რისი თვე? -უცებ ვკითხე გაურკვევლად და საწოლიდან წამოვხტი ცხვრებიანი პიჟამოთი.
-შენ კიდევ ბაგა-ბაღში ხარ?-მკითხა სიცილით.
-აბა სეზონის გიჟი კიარ ვარ ტიტლიკანა რომ დავტანტაკებდე აქეთ-იქეთ-ირონიულად მივახალე.-რაო რა თქვი თავიდან?
-რა და, ბავშვებმა დაგვტოვეს თაფლობის თვის გამო მეთქი.
-ვისი თაფლობის თვეა?
-ჩვენი საყვარელო-მითხრა და ჩემკენ სვლა დაიწყო.
მე კი დენდარტყმულივით უკან გავხტი რაზეც არა ამქვეყნიური სიცილის ხმა გავიგე. ოხხ, ტინგიცის ხასიათზე ყოფილა ბიჭი.
-კაი, შენ ვინ უნდა მოგიყვანოს გოგო-სიცილითვე მითხრა.
-ვინ და თეთრ ცხენზე ამხედრებულმა პრინცმა. -მეც ვუპასუხე ირონიულად.
-მოწესრიგდი და ჩამო ქვემოთ გელოდები. -მითხრა და გავიდა ოთახიდან. მეც მოვწესრიგდი, თბილად ჩავიცვი და ჩავედი პირველ სართულზე.
-გაემზადე მთაში მივდივართ.
-ახლა არ ვართ მთაში?
-ლაშქრობაში მივდივართ სულელო.
-დანარჩენები სად არიან?
-დანარჩენებმა თქვენი ძილი ვერ დავაფრთხეთო და თქვენ ერთად წამოდითო. ისე მე უკვე კაი ხანია მთვიძავს და შენ გარეშე წასვლა შემეძლო, მაგრამ ზედმეტად კეთილი გული მაქვს-არ დააკლო ირონია.
-მე შენთან ერთად არსადაც არ წამოვალ!
-მაშინ დარჩი აქ და გაიყინე, შენ გათბობას ვერ ჩართავ და მე არ ჩაგირთავ-ენა გამომიყო და მომახალა.
-ეგრე ხო? კაი წავიდეთ, უბრალოდ შენ ეს ჩანთა წამოიღე.
უცებ ვუთხარი ისიც წამოვიდა, მე კი მაგიდიდან უცებ ავიღე გასაღები გარეთ გავვარდი და მანქანის საჭესთან მოვკალათდი. ახლა კიდევ ერთ “ექსკურსიას” ვერ გადავიტანდი ამ უარეს ყინვაში.
-ჩემგან იცავ თავს?-თავდაჯერებულად მომმართა ბიჭმა.
-არა, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ამ მანქანის ტარებას და ვეღარ მოვითმინეა-ვუპასუხე ირონიულად.
დახლოებით ნახევარი საათი ვიარეთ, მერე კი აღმართზე ასვლა მოგვიწია, რამდენიმე ცდის მიუხედავად ვერაფერი მოვახერხე.
-შენი ჯაბახანა მოიშალა.
-ეს ჯაბახანა კიარ მოიშალა, შემ ვერ ატარებ წერიერად ფისო-მომმართა გამაღიზიანებლად.
-როგორ თუ ვერ ვატარებ კაცო, ჩემი მანქანით ორ ამხელა აღმართზეც კი ვარ ასული.
-შენი წრიპა მანქანით ყველა ავა საყვარელო, ეს ცოტა სერიოზულია-ისევ ეს ირონიული სახე, რომ აგახევ ნახავ მერე, გავიფიქრე გაცეცხლებულმა.
-გადმოსკუპდი ახლა აქეთ და დამსვი საჭესთან.
ადგილები გავცვალეთ და უხმოდ გავაგრძელეთ გზა. დაახლოებით ორ საათში მივედით მზით განათებულ ულამაზეს ადგილას, სადაც თოვლის არანაირი კვალი არ იყო. იქვე იყვნენ ბავშვებიც.
-გეღირსათ მოსვლა-მოგვმართა მაშომ.
-ოხხ, მაშო, რაიყო იპვნეთ სიყვარულებმა ერთმანეთი და მთლად დამივიწყე ხოო? ასე დამიფასე ამაგი გოგოო?-ვკითხე სიცილით. ის კი ლოყებზე წამოწითლდა.
რამდენიმე კილომეტრი ვიარეთ ფეხით და ბოლოს ულამაზეს სანახაობამდე მივაღწიეთ. მთის მწვერვლზე ავედით, საიდანაც ულამაზესი ხედი გაიშალა. იქ კოცონი დავანთეთ, რაღაცებზე ვისაუბრეთ, გავერთეთ. რამდენიმე საათში უკან დაბრუნება დავიწყეთ. გზაში დედაჩემმა დამირეკა. ყურმილი ავიღე, მაგრამ იქ არ იჭერდა სადაც მე ვიყავი, ამიტომ ბოდიალი დავიწყე რათა რამენაირად მაინც გამეგრძელებინა საუბარი, მაგრამ უშედეგოდ. ამასობაში კი ისიც ვერ გავაცნობიერე რო დავიკარგე....
———
-ტასო, ნახე ციყვი შენსავით ილუკმება-სიცილით მივმართე ტასოს. მაგრამ პასუხი არ გამცა. უკან მივიხედე, სადაც ცარიელი სივრცე დამხვდა.
ტასო ახლახანს აქ იყო, ასე მალე ვერ გამასწრებდა, ასევე ვერც მიიმალბეოდა, მეც გავედი დავზვერე არემარე, მაგრამ არაფერი. ტასოს ნაკვალევიც კი ვერ ვნახე. შემდეგ გადავწყვიტე დამერეკა, რამდენჯერმე დავურეკე, ბოლოს მიპასუხა.
-ტასო სად ხარ?
-არ ვიციი..
-კარგი, არსად წახვიდე და მე მოვალ, უბრალოდ მითხარი დაახლოებით სად ხარ
-რომ მინდოდეს ვერც წავალ დავეცი და ფეხი ვიღრძე მგონი, ტყის შუაგულში ვარ. -ნაწვალები ხმით მითხრა.
-კოორდინატები გამომიგზავნე. -არ მაქვს ჯიპიესი-სინანულით მეუბნება.
-მაშინ ტელეფონი დაბლა ჩაწიე და დამიძახე.
-რა?
-რა და ხმაზე წამოვალ.-შემდეგ ტელეფონში მესმის გაბმული ყვირილი.
-ჩაწიე გოგო ტელეფონი-სიცილით ვეუბნები, თან ნელ-ნელა მივიწევ ტყეში. შემდეგ მოგუდულად მესმის ჩემი სახელი. სახელს გავყევი და დავინახე მიწაზე წამომჯდარი ტასო.
-აქ, როგორ აღმოჩნდი?-ვკითხე და ძლივს ვიკავებდი სიცილს.
-ტელეფონის დაჭერას ვცდილობდი და დავიკარგე..
-მე რომ არ დამეკერეკა აქ უნდა მჯდარიყავი?-ნიშნისმოგებით ვკითხე თან ირონიულად ჩავიცინე.
-მაშოს და ელიკოს ვურეკავდი მაგრამ არ გადიოდა...
-ხედავ? მე გადაგარჩინე!
-იქნებ დამეხმარო ადგომაში?
-მანახე ჯერ ფეხი, იქნებ არ გტკივა და ჩემ შესაბმელად მოიფიქრე ეს ყველაფერი?-ხუმრობით ვკითხე.
-რაა? შენ არანორმალური ხარ ხო? საერთოდ არ მჭირდები, სულაც რატომ მოხვედი?!-მითხრა და ცალი ფეხით ადგა, შემდეგ მეორე მტკივანი ფეხიც დადგა, მაგრამ წონსწორობა ვერ შეინარჩუნა წაბარბაცდა. მე ხელი შევაშველე რომ არ დაცემულიყო.
-უი, მართლა გტკიებია ფეხი.
-ფრთხილად იყავი უცებ არ შეგაბა-მითხრა ირონიულად. მერე კი უცებ ავაპორწიალე და ხელში აყვანილი გავიყვანე ტყიდან.
ცოტათი რომ მოვშორდი აქაურობას ტელეფონის ხმა გავიგე.
-სანდრო მითხარი რომ ტასოსთან ერთად ხარ და არ დაიკარგეთ-იმედიანი ხმით მომმართა ელენემ.
-კი ელე, ტასოსთან ვარ, მაგრამ ამ ბატმა ფეხი მოიტეხა და ჩემი სათრევი გახდა, ისე მაშოს უთხარი ბევრს ნუ აჭმევს თორენ გავწყდი კაცი წელში-სიცილით ჩავძახე ტელეფონში.
-ელენე არ დაუჯერო, მე კიარ მითხოვია თვითონ მათრევს, თან არ იცი რა მომიხია? აფერისტობ ჩემ შესაბმელადო. ნეტა მაგის თავში ჩამახედა მთლად ფიტულია თუ ჩალა მაინც აქვს შიგნით-მეც ავმხიარულდი.
-ისე მანდ რომ მხიარულობთ და ერთ ამბავში ხართ ახლა მანდედან როდის ჩამოხვალთ?
-რომ ვიცოდე საით წამოვიდე დროზე არ ვიწუწუნებდი-სრული სერიოზულობით განვაცხადე.
-ღადაობ ხო?-ტელეფონიდან ცალკე, ტასომ კი ცალკე მომაძახეს.
-არა მართლა არ ვიცი, თან უკვე მოსაღამოვდა და აქ რომელიმე სახლში მივალთ და იქნებ შეგვიფარონ, თორემ ამ ღამე რომც ვიცოდე გზა მაინც ვერანაირად ჩამოვალთ. ამიტომ თქვენ დაბრუნდით სახლში, ჩვენ ხვალ ჩამოვალთ.
-არა არც გაბედოთ, მე ამასთან ერთად მეტი აღარსად გავჩერდები-ჩაყვირა ტელეფონში ტასომ.
-წადით თქვენ და ჩამოვალთ ჩვენ ხვალ. -ვთქვი და გავთიშე ტელეფონი, მერე კი ტასოს მივუბრუნდი.
-ისე აქ შენი სისულელის გამო ვართ, ამიტომ მოკეტე. -ვუთხარი და განვაგრძე სვლა დასახლებისკენ.



№1 სტუმარი Nia

Dzaan magaria yochag momdevno tavic make dade moutmenlad veli

 


№2  offline წევრი Tasska

Nia
Dzaan magaria yochag momdevno tavic make dade moutmenlad veli

მადლობა <3 აუცილებლად <3

 


№3  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მიყვარს ეს ისტორიაც და შენც! ძალიაან კარგია აი ძალიან მომწონს მტავარია არ დააგვიანო და მალე დადო სხვა ყველაფერი კარგია ❤❤❤წარმატებები❤❤

 


№4 სტუმარი kusa13

ვაიმეე ^^ ძალიაან მომწონს რაა აი ძალიაან <33 აიი ილვაშებში გამეღიმაო რო თქვა გადავბჟირდი რაა :დდდ დემეტრე რა საყვარრლიაა :** მაშოოც :] ეს კაპარჩხანა კიდეე ნერვებს მიშლის მარა ახლა ასეთია და მაგრად მევასებაა :დდ :დდ ჰოდა ველოდები შემდეგ თავს.თან რა ამბები იქნრბაა იფ იფ იფ :)) წარმატებებიი <33❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი bella

udzalianmagresi

 


№6 სტუმარი სტუმარი lika

velodebi danarchens dzalian gtxov male dadee

 


№7  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგი იყო ველოდები ახალ თავს heart_eyes

 


№8  offline წევრი Tasska

ტკბილიწიწაკა
მიყვარს ეს ისტორიაც და შენც! ძალიაან კარგია აი ძალიან მომწონს მტავარია არ დააგვიანო და მალე დადო სხვა ყველაფერი კარგია ❤❤❤წარმატებები❤❤

მადლობები :დ მეც მიყვარხარ :დ <3 ვცდილობ რომ არ დავაგვიანო :დდ <333

kusa13
ვაიმეე ^^ ძალიაან მომწონს რაა აი ძალიაან <33 აიი ილვაშებში გამეღიმაო რო თქვა გადავბჟირდი რაა :დდდ დემეტრე რა საყვარრლიაა :** მაშოოც :] ეს კაპარჩხანა კიდეე ნერვებს მიშლის მარა ახლა ასეთია და მაგრად მევასებაა :დდ :დდ ჰოდა ველოდები შემდეგ თავს.თან რა ამბები იქნრბაა იფ იფ იფ :)) წარმატებებიი <33❤❤❤

მადლობა დიდი <333 ხო თანდათან უფრო კაი ამბები დატრიალდება :დდდდ

სტუმარი bella
udzalianmagresi

მადლობა დიდი <3

სტუმარი lika
velodebi danarchens dzalian gtxov male dadee

რაც არ უნდა ვეცადო ამაზე მალე ვერ დავდებ, სტატუსი არ მიწყობს ხელს :/

გეგე მარიშკა
ძალიან კარგი იყო ველოდები ახალ თავს heart_eyes

მადლობა დიდი <33 მალე დავდებ ახალ თავს <333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent