შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი მშობლები ტერორისტები არიან ასეთი ბომბა რომ გაგაჩინეს?!-6


11-01-2018, 00:54
ავტორი Tasska
ნანახია 2 774

თავი 6
-მაშო, შენ ისე დარეტიანებული დადიხარ მგონი გუშინ მართლა არ დაგიბანია ხო ჯერ ეგ ლოყა?-გაღიზიანებულმა მივახალე.
-კაი რა, შენ კიდე გაღიზიანებული ხარ? არაფერი არ უქნია სანდროს და რას გადაეკიდე?
-სანდრო არა ის კიდე, ბაბლუანს ვანახებ როგორ უნდა ჩემთან თამაში, იდიოტი, ყეყეჩი..
-ახლა რა მოიფიქრე?-სიცილით მომახალა.
-ოოო, ეგ ძალიან საინტერესო ამბავია...დამაცადე ახლა გაიგებ. -ვუთხარი მაშოს და დავრეკე.
-კაი გემოვნება გქონია იდიოტო-მივახალე და გავუთიშე.
-რა იყო ახლა ეგ?-მკითხა გაკვირვებულმა მაშომ.
-ტელევიზორი ჩართე და ნახავ-ვუთხარი და ავქირქილდი.
მაშომაც ჩართო ტელევიზორი და ინფორმაციას დაელოდა.
-მოგესალმებით, დღეს როგორც იცით საქართველოს ბიზნესმენთა შეკრებაა, სადაც ცნობილ ბიზნესმენს, ალექსანდრე ბაბლუანს კურიოზი შეემთხვა, რაც უმალ აიტაცეს სოციალურ ქსელში. -ეს თქვეს და ეთერში ბიზნეს კრების ვიდეო ჩართეს, სადაც მას ტელეფონზე დაურეკეს, ზარზე კი მარჯანჯა გაისმა.
ამ ვიდეოს ნახვაზე ორივე ერთდროულად ავხარხარდით, მერე კი მაშოს სერიოზულო ხმა გაისმა.
-გაგიჟდი გოგო? ახლა ნამდვილად რაღაცას დაგიშავებს!
-ვერაფერსაც ვერ იზამს! კარგი იყო რომ დამაყაჩაღა? ახლა იყოს და ისმინოს როგორ ეღადავებიან კაი ბიზნესმენს-სიცილით განვაცხადე.
-არა ხარ შენ ნორმალური! ისე რანაირად მოახერხე?
-ზარი გუშინ გადავუყენე, იმის მერე რაც კარგად შეზარხოშებულ ელიკოს და ლევანს დავაფქვევინე ბაბლუანის შესახებ.-ვთქვი თუ არა ერთად ავკაკანდით.
-კაიი, აბა შენკენ რახდება?
-ოუ, რავიცი, დემე გუშინდელის მერე აღარ შემხმიანებია..
-ძაალიაან დაგევასა ხო?-სიცილით ვკითხე.
-ნუ ჰო რაა..
-გეუბნები რაა, მომავალი მაჭანკალი ვარ!
-რა მაჭანკალი გოგო-სიცილით მითხრა და მეც ავყევი.
——
-ქალო უკვე ორი კვირა გავიდა და კიდე მაგის ნაკოცნი ლოყით დატასაობ?-სიცილით მკითხა ტასომ.
-რაიყო რა ღადავის ხასიათზე ხარ?
-შემარგე რაა, უკვე ზუსტად ორი კვირა გავიდა და ბაბლუანი ჩემი დახმარებით ისევ თავჩაღუნული დაალაჯებს-აქირქილდა ტასო.
-ისე მართლა არაფერი როგორ არ მოიმოქმედა, გამიკვირდა.
-კაი ნუ მიბინძურებ აურას მაგ ჭკუანაკლული ზორბას ხსნებით, წავედი მე სვეტლანასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა დამინიშნა. ვერარი ეგ, ისე განიცდის განშორებას გეგონება მეორე სემესტრში ვეღარ ვნახავ.
-კაი მიდი კუუს-ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე ტასოს.
ახლა სახლში უსაქმურად უნდა ვიყო მთელი დღე..ვფიქრობდი ჩემთვის როდესაც ტელეფონზე დამირეკეს.
-ჩემ პრინცესას სახლში მარტო ყოფნა არ ეშინია?-მესმის სანატრელი ბარიტონი.
-უი, დემეტრე როგორ ხარ?
-უკვე კარგად.. ბავშვებს რაღაც იდეა მოგვივიდა და შენ და ტასოს როცა გეცლებათ გამოდით დღეს დავსხდეთ სადმე.
-ტასო ახლა გასულია, მაგრამ რომ მოვა გეტყვი და გამოვალთ.
-კაი, ნახვამდის პრონცესა..
-ნ..ნახვამდიის-ეს, მართლა ზორბა, რომ მირეკავს, მაინც და მაინც მაშინ რატომ მებმევა ეს ამოსაძრობი ენა?
———
-მაშო, მოვიდა შენი თავისუფალი მტრედიი-ხალისით შევჯლაგუნდი სახლში.
-ხო, მოდი აბა ამარჩევინე რა ჩავიცვა.
-რისთვის გადაჩიჩქნე მთელი კარადა?
-დემემ დამირეკა ბავშვებს რაღაცაზე საუბარი გვინდა და გამოდითო. შენც მოემზადე დავაგვიანებთ.
-მე იმ ზორბას ნახვა არ მინდა..
-ტასო, ახლა ან შემოეთრევი ოთახში, ჩაიცვამ ტანზე და მერე გამოეთრევი გარეთ, ან შიშველს გაგათრევ სახლიდან. იცოდე დღეს რომ არ გამოხვიდე ცოცხლად შეგწვავ და ტყავს გაგაძრობ!-განრისხებულმა მომახალა
-იმეე, რა კანიბალიზმი აგიტყდა ამ ყრმობის ასაკში, ხოიცი, ავალიანს პრინცესები ევასება-მეც არ დავაკელი და დავიწყე ტანსაცმლის შერჩევა.
-აუუ, ტასო, არ ვიცი რა ჩავიცვა დამეხმარეე.
მაშომ ერთი საათი არჩია რა უნდა ჩარცვა, მე კი რაც ხელში მომყვა უცებ გადავიცვი და ერთად გავვარდით კაფეში.
-ბიჭო, მე გითხარი გოგოებს დაურეკე მეთქი, თორე ერთ გოგოს და ალქაჯს კიარა-ვითომ რაღაცა განაცხადა ბაბლუანმა.
-მაშო, ასეთი ჯენტლმენები თუ არსებობდნენ არ მეგონა..-მომაბეზრებლად განვაცხადე.
-კარგი, შეწყვიტეთ კამათი!-ჩაერია ელიკო.
-აბა, ელიკო გვითხარი რა იდეა გაქვთ.
-გადავწყვიტეთ, რომ ამ საახალწლოდ ყველა ბაკურიანში წავიდეთ, იქ სახლი აქვს სანდროს..
-მე ხეპრესთან ერთ ჭერქვეშ არ დავიძინებ!
-აბა მე სურვილი მკლავს ალქაჯის ცქერის რაა..
-ძალიან კარგი იდეაა! ჩვენ მოვდივართ-განაცხადა მაშომ.
-რ...რა- ამივილუღლუღე მაგრამ მაშომ კარგი მუჯლუგუნი მკრა და გამაჩუმა. სახლში დაგელაპარაკები ქალბატონო!
-მაშინ ხვალ წავიდეთ, დაახლოებით ერთი კვირა გავჩერდეთ და ახალ წელსაც იქ შევხვდეთ ერთად!
-მე ამ ხეპრეს არ დავიბედებ ახალ წელს!
-არაუშავს ტასო, ბედობაზე ერთმანეთს არ გამოელაპარაკოთ და გეშველებათ. -განაცხადა მაშომ რომელიც აშკარად იქვე გამატყავებს თუარ მოვკეტე.
მეორე საღამოს უკვე გამზადებულები ველოდებოდით ბავშვებს.
-მოვიდნენ წამო ჩავიდეთ.
-მაშო, ჯერ იმ ხეპრის მანქანში ჩასხედით, რომ მაგასთან არ მომიწიოს.
-არაფერი გეშველებათ თქვენ!
ჩავედით თუ არა, მაშო რა თქმა უნდა დემეტრესთან ჩაჯდა, აი მე კიდევ ბაბლუანთან მომიწია, თან მარტო! უხხ, რა დროს გამიფუჭდა მანქანა, თორემ ამ ცოდვაში ფეხს ჩავდგამდი მე?
-ტასო, კარგად მოკალათდი. -მითხრა ბაბლუანმა და უცებ გააქანა მანქანა. მე კიდე ღვედი არ მქონდა შეკრული და კინაღამ გავვარდი საქარე მინიდან.
-შე არანორმალურო გამაფრთხილე მაინც!-შევუღრინე, თან ღვედს ვიკრავდი.
-ისე იცი, იმ ბიზნეს სხდომის შემდეგ რამხელა ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ კვლავ ჩემი სახელი დამებრუნებინა?
-არა და არც მაინტერესებს.
-არ გაინტერესებს ხო?-მითხრა და უცებ შეუხვია.
-საით შეუხვიე იდიოტო?-უკვე ნერვიულობა დავიწყე.
-აბა რა გეგონა? ამდენის უფლება რომ მიეცი საკუთარ თავს არ დაგსჯიდი გეგონა?
-ვერ ხარ ხო შეენ? ხეპრე, ჭკუანაკლულო, ყეყეჩო, გააჩერე მანქანა სასწრაფოდ!-უკვე მართლა კანკალმა ამიტანა, თან ამ მანქანას ისე მიაქანებს გეგონება ვინმე მისდევდესო.
-ახლავე-მითხრა და სიჩქარეს უფრო მოუმატა. უცებ დამიარა შიშმა და ერთი წამოვიკნავლე.
-ალქაჯებს სიჩქარის თუ ეშინიდათ არ მეგონა-მითხრა და უფრო მოუმატა. ბარემ ტურბოც ჩართოს და ეგარი გავფრინდებით ზეცისკენ ჰერი, ჰერი.
-გააჩერე სასწრაფოდ!-ძლივს მოვიკრიბე ძალა და ვუყვირე.
-კარგი- მითხრა და უცებ დაამუხრუჭა. ისე რომ, კინაღამ ტვინი შემერყა.
-გადადი მანქანიდან.
-რაა?!
-გადადი მეთქი.
-შენ გარეკე ხო? ამ ღამე სად ჯანდაბაში წავიდე?!
-გადადი მეთქი! მეტს აღარ გავიმეორებ.
-მეზიზღები, იდიოტო!-მივაძახე და გადმოვედი მანქანიდან. ბაბლუანმა თვალი ჩამიკრა და ბოლო სიჩქარით გააქანა მანქანა. მე კიდევ ახლაღა გამახსენდა რომ ტელეფონი მანქანაში დამრჩა. ხომ ვამბობ ბედი არამაქვს რაა! ახლა რაღა ვქნა? მართლა ჯანდაბაში წავიდე? სხვა გზა რომ არ დამრჩა მთავარ გზაზე გადავედი და ვცდილობდი რომელიმე მანქანის გაჩერებას.
დაახლოებით ნახევარი საათი აქეთ-იქეთ ვიბოდიალე, მერე კი ვიღაცამ გამიჩერა. ალილუია!
-გამარჯობა გოგონი-გავიგე მანქანიდან ამაზრზენი, ქალაჩუნა ხმა. ესღა მაკლდა გავიფიქრე ჩემთვის.
-გამარჯობა, თბილისისკენ თუ მიდიხართ შეიძლება გამოგყვეთ?
-ჩაჯექი და სადაც გინდა იქ წაგიყვან შავტუხ.-დორბლების ყლაპვით განმიცხადა.
-თბილისში მიდიხართ?-ისევ ვკითხე გაბრაზებულმა.
-შენ ჩაჯექი და მერე წავიდეთ სადაც გინდა ფისოო..
-ფისო არა ისა კიდე, მომწყდი თავიდან სანამ თავს ვაკონტროლებ!-ვუღრიალე გაცეცხლებულმა. ბიჭმა შეიკურთხა და ადგილიდან მოწყვიტა მანქანა.
მე სხვა გზა აღარ დამრჩა და ფეხით გავუყევი თბილისის გზას. კიდევ, რამდენიმე ასეთი ხისთავიანი ამეკიდა მაგრამ ისინიც იმის იქეთ გავუშვი. დაახლოებით ნახევარი საათი გაყინული დავდიოდი სასწაულის მოლოდინში. როდესაც უკან სიგნალის ხმა გავიგე.
-არ მჭირდება მეთქი წაყვანა იდიოტო! ვუღრიალე უკვე ძალიან გაცეცხლებულმა.
-კაი რა პირდაპირ შეტევაზე გადმოხვედი, მე კიდე შენ გამო დავბრუნდი..მაგრამ თუ არ გინდა ნუ გინდა..
-გ..გააღე კარები ა..ახ..ახლავე!-კანკალით ვუყვირე. კარებიც გაიღო და სანატრელ სავარძელზე ჩავესვენე დაქანცულმა.
-ყველაზე საზიზღარი, იდიოტი, ხისთავიანი, ხეპრე ხარ!
-ვიღაცა გაცოფებულია, ისე არ მეგონა ამდენი ვიღაცა თუ გაგიჩერებდა, ისინი შემეცოდა და მაგიტომ დავბრუნდი. -ეს თქვა თუ არა მაშინვე ინანა, რადგან ეგონა, რომ ამით “დაიწვა” თავი. მაგრამ მისდა საბედნიეროდ, ტასო ვერ მიხვდა იმას, რომ ბიჭი მას მთელი ეს დრო მიყვებოდა, აბა, მართლა ხეპრე ხომ არ იყო იქვე რომ დაეტოვებინა? ამით მხოლოდ დასაჯა ჯიუტი ტასო, რომელიც უკვე ფშინავდა და სიცივისგან ცოტას კანკალებდა. ალექსანდრემ ჯერ გააჩერა, თავისი ქურთუკი გაიძრო, ტასოს მიაფარა და ნელა გააგრძელა გზა.
—————
მადლობა ვინც ამ მოთხრობას კითხულობთ <3 მაგრამ მინდა გთხოვოთ, რომ კომენტარებში დაწეროთ თუ რას ფიქრობთ ამის შესახებ, ან რა მოგწონთ და რა არა. მადლობა წინასწარ <3333



№1 სტუმარი მარიამმი

ძალიან ძალიან კარგია ^_^ თან მომწონს რომ არ აგვიანებ და სული არ მძვრება ლოდინით :დდდ კარგი იქნება თუ თავებს გაზრდი ♡♡♡♡♡♡☆☆♡♡♡წარმატებები ♡♡♡♡

 


№2 სტუმარი Nia

Yvelaferi momwons aI umagresia gavgijdi male dade momdevno tavi moutmenlad velodebi

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

ოო რით ვერ დამთავრდა ამათი ჩხუბი :დდ

 


№4  offline წევრი cicino

Dzalian momwons

 


№5  offline წევრი Tasska

მარიამმი
ძალიან ძალიან კარგია ^_^ თან მომწონს რომ არ აგვიანებ და სული არ მძვრება ლოდინით :დდდ კარგი იქნება თუ თავებს გაზრდი ♡♡♡♡♡♡☆☆♡♡♡წარმატებები ♡♡♡♡

მადლობა <33 მეც ვცდილობ რომ არ დავაგვიანო. თავებს რაც შეეხება ვცდილობ მაგრამ მგონი არ გამომდის :დდდდ

Nia
Yvelaferi momwons aI umagresia gavgijdi male dade momdevno tavi moutmenlad velodebi

მადლობა <33 ამაზე ხშირად ვერ დავდებ, რადგან დღეში ერთი თავის დადება შემიძლია :/

სტუმარი ნინო
ოო რით ვერ დამთავრდა ამათი ჩხუბი :დდ

ოო, ეგ ჯერ არ აპირებს დამთავრებას :დდდ

 


№6  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგი იყო მალე დადე და ცოტა დიდი თავები რა heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი Bella

ეუფ, ერთი ლუკმა grimacing პატარაა ძალიან

 


№8  offline წევრი Tasska

გეგე მარიშკა
ძალიან კარგი იყო მალე დადე და ცოტა დიდი თავები რა heart_eyes

ამაზე მალე ვერ დავდებ, დღეში მხოლოდ ერთი თავის დადება შემიძლია და თავების გაზრდას ვცდილობ <3

სტუმარი Bella
ეუფ, ერთი ლუკმა grimacing პატარაა ძალიან

სამაგიეროდ გემრიელი ლუკმა :დდდ თავების გაზრდას შევეცდები <333

 


№9  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აი რაღა ვთქვა საუკეთესოა *-* იმედებს მიმართლებ ოღონდ მართლა ♥♥♥ ძალიან მომწონს ეს ისტორია და მოუთმენლად ველი მოვლენების განვითარებას ♥♥♥♥ წარმატებები ჩემო კარგო ♥♥♥

 


№10 სტუმარი Sumer

Dzaan momwons male dade grxov umagresi gogo xar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent