ნათითურები (სრულად)
ნათითურები 3 ან 4 საათი იქნებოდა. ჩაბნელებული ოთახის ერთადერთ ფანჯარასთან იდგა, საიდანაც მთვარის მკრთალი შუქიც ძვლის აღწევდა სახლში. თვალი გაეშეტერებინა და თითები მაგრად ჩაეგრიხა ერთმანეთში. ეს თითები ინახავდნენ იმ ყველა ტკივილს, რომელიც დაძინების საშუალებას არ აძლევდა ყოველ ღამით, მაგრამ მაინც რამდენ სითბოს იტევდნენ ისინი, რამდენ შეხებას, რამდენ ლტოლვას ან იმედს. უყვარდა და მისი გახსენებისას ისეთი განცდა ეუფლებოდა, რომ თითქოს ისევ მასთან იყო და აი ახლა მიდიოდა, მაგრამ თვალს არ ეფარებოდა, დაღივით დასმული მისი ანაბეჭდი არადა არ ტოვებდა მის გულს. ბოლოს მიხვდა, რომ ეს საოცრად გავდა ნათითურებს, რომელთა კვალი არ გაქრებოდა და ნატრობდა ვინმეს ორივე ხელი მოეჭრა მისთვის, რადგან მან არ იცოდა როგორ ხდებოდა გადაყვარება ან საერთოდ თუ ხდებოდა რამე მსგავსი. ამ ოთახში ბევრად მეტი ჰაერი იყო ვიდრე ჭირდებოდა და იმაზე მეტი სიცოცხლე ვიდრე ის იყენებდა. ყოველ ღამე სხვდასხვა ტკივილით და ფიქრით იძინებდა და სხვადასხვა ნატვრითა და იმედით იღვიძებდა. ისევ განმეორდა, ისევ იგივე შიში, ისევ იგივე ეჭვი, რაღაც ისეთი ამოუცნობი. იგივე ფანჯარა, ამოჩემებული ადგილი და გაშტერებული თვალები. არაფერი ზედმეტი, არც არავინ,ნაცრისფერი კედლები,ერთი საწოლი, პატარა მაგიდა და საათი გაჩერებული ისრებით. იატაკზე დაცლილი წითელი ღვინო, კოლოფიდან ამოყრილი სიგარეტის ღერები, ამღერებული ტელეფონი. არანაირი ფერი, არანაირი სხივი თვალებში, მაგრამ ცრემლი, ლოყებზე დაღვრილი წვეთები. ჩვეულებრივი და სულერთია უკვე ყველაფერი. ბუნებრივად ეჩვენებოდა მაჯებზე დარჩენილი წითელი ფერიც. მერე კარის ხმა გაიგონა, დედამისის განწირულმა კივილმა მძიმედ მოუჭირა და რამდენჯერმე შეანჯღრია. გაიგონა თუ არა რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდან გულამდე ჩაურბინა, იქ , გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა. მანამდე გაუჯდა სულში ისტერია, სანამ რამეს გაიაზრებდა. დუმილი ღრიალებდა ბობოქარ ტალღებში. თურმე რამდენს ყვარებია, მაგრამ მკვდარს მათი სიყვარული რაში დაჭირდებოდა. მისი სიხარული როგორ გავდა სევდას -გული ამტკივდა, მიშველე დედი, დე იცი? ტკივილი არ ქრება, არ მესმის დე, არ ვიცი ღირდა თუ არა დე, დაუბრუნეთ სიტყვებს ძალა დე! ხედავდა, სიკვდილის ბინდ გადაკრული თვალებით. ვეღარ გრძნობდა. დასრულდა. ის მიდიოდა, მიდიოდა და უშვებდნენ და საბოლოოდ დიდ უფერო გვირაბში გადაეშვა, მერე სიბნელემ შთანთქა. გარეთაც ყელამდე ტალახი, შიგნითაც წუმპე ყელამდე. არ ახსოვდა, რა როგორ რა სისწრაფით რა გრძნობით რა სიმწარით შეელია. აქ თითქოს არაფერი იცვლება, დღე ღამდება და ღამე თენდება. ადამიანი ჩნდება და ბერდება ბერდება და კვდება. ჟამი არის სერობისა, აქ ისმის სადღეგრძელო სიბნელისა. ცივია როგორც უკვდავება და ჩუმია როგორც განცხრომა. მისი სიცივე ჰსუსხავს და სითეთრე აბერებს. და ალესილი ხმალივით ყელში ესობოდა დრო, რომელიც გადის, გადის და და წვიმს, ცა ჩამოიქცა, წუთში დაკარგა სამოცი სასწაული. ბეწვის ხიდი გაიარა, სიბნელესა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული. ნეტა მას ვისაც ეს ხიდი ფეხთა-ქვეშ არ ჩასწყდომია. ისევ მიილია დღე. ისევ ჩამოწვა სიბნელე. იცით როგორი იყო? მკაცრი, უკარება, ცივი, ძლიერი, პრინციპული, პრაგმატული, უშეცდომო და "უგულო". ყოველ ღამით ფანჯარასთან იდგა და პატარა უსუსური ბავშვივით ტიროდა. იმ დღეს თოვდა, საღამოსკენ უფრო იმატა, მარტოობა შეუყვარდა, ღიმილიდან ტირილამდე. აბა რა იცოდნენ მეგობრებმა თუ რა ნაღველს იტევდა გული. თვალები ძალიან მაგრად ჰქონდა დახუჭული და ფერად სიბნელეს ხედავდა. იმ წელს უჩვეულოდ ცივი ხელი ჰქონდა ზამთარს. ფანჯარას აკრულს ზღვა ელანდებოდა, თოვლად შეეფინა მას, ტალღას დაედარა, ზღვამ კი მღელვარემ სადღაც გაიტაცა. სახლს ნატრულობდა სითბოთი სავსეს, მხარზე შეხებული ხელიც უნატრია. გუშინ? ქუჩაში მიდიოდა და ნაბიჯებსაც არ ტოვებდა, ის დღეები წინასწარ ტკიოდა აქ რომ ვეღარასდროს გაივლიდა. არ იცოდა რა გზით როგორ- გონით, ხერხით, ბრძოლით, ფიცით ხვალ დედამიწას აღარ დაამძიმებდა. აქ ხომ ერთნაირად იცინიან, ერთნაირად ტირიან, ოცნებობენ, უხარიათ, დარდობენ, ყველგან ერთნაირად იღიმიან, უყვართ და სძულთ, მსგავსად ერთგულობენ და ღალატობენ. დილაა, ან იქნებ შუადღე ან სულაც საღამო. გადათეთრებულია გარემო და იცით რა? ა ღ ა რ ა ფ ე რ ი მხოლოდ თეთრი ფიფქებით შეკოწიწებული სევდა. თანადგომას, კალმის ხელში აღების თანავე ვეძებ, ძალიან დაღლილი, უემოცია სახით კი, რომელიც ნიღბავს შიგნით მყოფ ქაოს, ვამთავრებ, აქ დ ა ს ა ს რ უ ლ ი - ვწერ და შეშლილივით ვისრეს სველი ხელებით ტვინს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.