შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეყვარებული თუ მეგობარი (13თავი)


14-01-2018, 02:04
ავტორი Balu9
ნანახია 1 108

13 თავი
(ლი)
სკოლის დამთავრების შემდეგ ლუსის ვთხოვე რომ ჩემთან წამოსულიყო რადგან დავალებები ერთად დაგვეწერა.უკვე მეორე სემესტრი მთავრდებოდა და გამოცდებისთვის ვემზადებოდით.თან ზაფხულის გეგმებს განვიხილავდით.მთელი დღე ერთად გავატარეთ,საღამის დედაც მოვიდა და მისი გაკეთებული საჭმელიც მივირთვით. მოკლედ ამ დღემ კარგად ჩაიარა რომ არა ჯეიკის და ლუსის დაშორების ფაქტი.ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებას ვაგრძელებდით, დავდიოდით სკოლაში და ზაფხულის არდადეგებს ველოდებოდით.ლუსიმ ჯეიკი დაივიწყა, ის მთელი კვირაა არ გვინახია და არც არაფერი გაგვიგია მის შესახებ.ჩემი ცხოვრება მწყობრში ჩადგა არანაირი ტყუილი და შიში. ჯორჯიც მომშორდა ყველაფერი თავის ადგილას იყო,მაგრამ რაღაც მაინც არ მასვენებდა.თითქოს რაღაც მაკლდა, ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი გახდა.ერთ დღეს როცა სახლში ვბრუნდებოდი ჯეიკის მანქანას მოვკარი თვალი, გული ამიჩქარდა მინდოდა აქედან ჯეიკი გადმოსულიყო და ის კვლავ დამენახა,მაგრამ ამაოდ მანქანაში არავინ იჯდა. გადავწყვიტე მანქანასთან ახლო მივსულიყავი და შემეთვალიერებინა კედლებს შორის შევედი და ჩაბნელებულ ადგილას გაჩერებულ მანქანას მივუახლოვდი,მაგრამ შიგნით რაც დავინახე დაუჯერებელი იყო.
წინა სავარძელი სულ დასვრილი იყო სისხლით და იქვე ჯეიკის ტელეფონი ეგდო.ძალიან შემეშინდა არვიცოდი რაგამეკეთებინა, ამიტომ მთელი სისწრაფით იმ ადგილ მოვშორდი,მაგრამ გზაში ფიქრები არ მასვენებდა.
-ნუთუ ჯეიკს რამე დაემართა? თან მთელი ერთი თვეა არაფერი გვსმენია მასზე,მაგრამ ვის რა უნდა დეშავები ა მისთვის?ჯანდაბა! თავში ერთმა აზრმა გამიარა, ოღონდაც ეს არა! ტირილით სახლში მივვარდი და ის დღე გავიხსენე როცა ჯეიკს იმ ტიპებთან ჩხუბი მოუვიდა. თავში ერთი აზრი არ მასვენებდა ნუთუ მათ რამე დაუშავეს და მე ესე წყნარად ვიყავი ამდენი ხნის განმავლობაში. პირველი რაც შემეძლო ეს იყო ინფორმაცია იმის შესახებ იყო თუ არა ის საავადმყოფოში, რადგან სისხლი დავინახე პირველმა ამან გამიარა თავში. მეორე ისიყო, რომ როგორმე ჯეიკის მშობლების შესახებ გამეგო რამე, იქნებ მათ იციან რა დაემართა.
ტელეფონს ხელი დავავლე და დედაჩემთან გავიქეცი საავადმყოფოში. დედასთან მივვარდი და ვუთხარი.
-დე, ჩემი კლასელის შორეული ნათესავი გახდა ცუდად და შეიძლება გავიგო აქ იყო თუ არა?
-საყვარელო სახელი მითხარი და მოვძებნი.
დედაჩემს ჯეიკი ნანახი ყავდა უფრო მეტიც თავისი კექსიც კი აჭამე ერთად რომ დაგვინახა, ამიტომ სახელს ვერ ვერყოდი რამე სხვა უნდა მომეფიქრებინა.
-დედა შენი შეწუხება არ მინდა ისედაც ბევრი საქმე გაქ.უბრალოდ მითხარი სად შეიძლება ვნახო საბუთები და მე ვნახავ ვუთახრი და ჩავეხუტე.
-შვილო,არშეიძლება ეს ადგილი სათამაშო ხომ არ გგონია საბუთებს შენ ვერ ნახავ თუ გინდა სახელი მითხარი და მე მოვძებნი.
-კაი იყოოს ეხლა გამახსენდა, რომ ლუსისთან ვარ წასასვლელი და ვაგვიანებ მოვატყუე მას და გასასვლელისკენ წავედი.
ჰუუჰ როგორც იქნა!გავიფიქრე და ჩემი ჯიბიდან დედაჩემის გასაღები ამოვაძვრინე,რომელიც მას ჩახუტებისდროს ამოვაცალე.ოთახის ნომერი წავიკითხე რომელიც გასაღებს ეწერა. (304) და ამ ოთახის ძებნა დავიწყე.იქვე მედდას ვკითხე 303 ოთახი რათა ეჭვი არ აეღო რომ 304 ოთახს ვეძებდი რადგან ყველა გაფრთხილებული იყო საბუთებთან დაკავშირებით.
-მესამე სართულზეა,მაგრამ იქ რა გინდა გვამების გაკვეთა ხდება.
-ფუუ,წარმოვთქვი და ტანში დამაჟრჟოლა.მედდას პასუხი არ გავეცი და სწრაფად გავვარდი მესამე სართულისკენ.304 ოთახი ვიპოვე, გადაღები მოვარგე და შიგნით შევედი. უჯრებში დავიწყე საბუთების ქექვა, ასო ჯ საც მივაგენი სადაც ყველა ადამიანის ჩანაწერი იყო ვინც ამ საავადმყოფოში არის ნამყოფი, მაგრამ სამწუხაროდ ჯეიკის ჩანაწერები ვერ ვნახე, ამდენი სულ ტყუილად ვიწვალე.ახლა მეორე გეგმის ჯერი იყო უნდა გამეგო მისი მშობლების შესახებ.საავადმყოფოდან წამოვედი და ლუსის სახლში მივედი უკვე დაღამებულიყო.კარები ლუსის მამამ გამიღო ის კაი ხნის გამოჯამრთელებული იყო,მაგრამ მაინც რაღაცნაირი ფერი ედო.
-შემოდი შვილო,ლუსის დავუძახებ ახლავე.
მე სახლში შევედი და ლუსის გადავეხვიე.მინდოდა თემა ჩამომეგდო ჯეიკზე ,მაგრამ ისე არა რომ ლუსის ის გახსენებოდა და ცუდ ხასიეთზე დამდგარიყო.
-ლუსი გახსოვს დაბადებისდღე, რომ გქონდა და სკოლიდან თითქმის ყველა ბავშვი რომ მოვიდა, რამაგრი იყო არა?
-აუუ ხო, წარმოგიდგენია ის ტიპიც მოვიდა ვაფშე სკოლაში ხმას რო არ იღებს და ბოლო მერხზე ცალკე რო ზის.ეგ დღე ჩემთვის უბედნიერესი იყო ჯეიკმა ძაან მაგარი საჩუქარი გამიკეთა და მთელი დღე ჩემთან იყო.
აი როგორც იქნა ჯეიკიც ახსენა ძაან კარგი, გავიფიქრე ჩემთვის ახლა მის მშობლებზე დავაცდევინებ რამეს, მაგრამ ვხვდებოდი თუ რა საშინელი ადამიანი ვიყავი, რადგან ჩემი საყვარელი დაქალისგან ინფორმაციას ისე ვიღებ გეგონება უცხო ვიყო მისთვის და კითხვა მერიდებოდეს.
-ეგ დღე რომ არა, ჯეიკს არვაკოცებდი ჩავიბუტბუტე ჩემთვის.ლუსი სულ მინდოდა მეკითხა შენთვის დედაშენმა და მამაშენმა,რომ გაიგეს შენი შეყვარებულის შესახებ რა გითხრეს?
-რა სისულელეებს მეკითხები ლი. გამიცინა და ხელი გამკრა.არაფერი ჯეიკი გაიცნეს და მოეწონათ.
-და ჯეიკის მშობლებს გაეცანი შენ?ვკითხე რაც შეიძლება სწრაფად და გარკვევით.პასუხს კი ისე ველოდებოდი, როგორც პიცის მოტანას როცა ვიძახებ ხოლმე.
-ლი რაგჭირს? რამისი მშობლები? ისინი ცოცხლები არარიან.
-რაა? ზუსტად იცი? ვკითხე გაკვირვებულმადა ელდადაცემულმა.მე ყველაფერს მოველოდი ამ პასუხის გარდა.ახლა რა გავაკეთო?როგორ გავიგო მის შესახებ?ჯანდაბა!ყველანაირად გაჭედილივარ!ჩიხში ხარ ლი!ვუთხარი ჩემთავს და ფანჯარასთან მივედი.

(ჯეიკი)
დროზე ცივი წყალი შეასხით მეგითხარით ცოცხალი მჭირდება და არა მკვდარითქო! გავიგე ვიღაცის ხმა როცა გონზე მოვედი.


(აბა როგორი იყო? სკოლა, რომ დაიწყება ესე ხშირად ვეღარ დავდებ ახალ თავებს.დააკომენტარეთ რას ფიქრობთ ახალ თავთან დაკავშირებით და რამე შენიშვნა თუ გაქვთ)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent