შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლე შიშის თანხლებით (თავი პირველი)


14-01-2018, 15:37
ავტორი Nita Lomtadze
ნანახია 1 353

ეძღვნება ყველას,
ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა.
ვისაც არაფრის გაკეთება შეეძლო,
ვინც მსხვერპლია.
ვისაც სინდისი ქენჯნის.
ვინც იცის,
რომ უმოქმედობის ბრალია..

***
12 დღის განმავლობაში აწამეს.
სულიერად გაანადგურეს და მისგან მხოლოდ ფიტული დატოვეს.
რომელიც არც მოძრაობს, არც ლაპარაკობს, არც სუნთქავს.
რომელიც არც ცხოვრობს, არც ცოცხლობს, არც აზროვნებს.
რომელიც არც, არც, არც.
უყვიროდნენ, უკიოდნენ, სახეში გამეტებით ურტყამდნენ, რომ გონს მოსულიყო.
რომ გამოცოცხლებულიყო და ცხოვრება გაეგრძელებინა.
ყოველ დღე, წყლის ქვეშ ცდილობდა ჭუჭყის მოცილებას.. ჭუჭყის, რომელმაც მისი ცხოვრება დააბინძურა. თუმცა უშედეგოდ..
რამდენიმე თვიანი რეაბილიტაციის და ოჯახთან ერთად ბრძოლის შემდეგ, მძიმე დეპრესიის და უჭმელობის ფონზე გარდაიცვალა.
მისი ოქროსფერი დალალები ფრთხილად ერეოდა რძისფერ ნისლს..


ხალხს არაფერი გაუგია.
თითქოს ერთით ნაკლები ადამიანით დაიწყო დედამიწამ ტრიალი.
მიზეზს რომ ვერ მიაკვლიეს, ოჯახს და ადრე გარდაცვლილ დედას დააბრალეს.
გოგონამ ვეღარ გაუძლო დედასთან სიშორეს, ოჯახურ პრობლემებს და ნერვიულობით გარდაიცვალაო.
ხმა არავის ამოუღია.

მხოლოდ ზურა ყიფიანმა და მისმა ოჯახმა იცოდა, რა ხდებოდა სინამდვილეში. რატომ ჩააკვდა ხელში ახალგაზრდა ქალიშვილი და ვინ იყო ამის მიზეზი.

***
უინსტონ ჩერჩილი ამბობდა, რაც უფრო შორს გაიხედები წარსულში,მით უფრო შორს დაინახავ მომავალსო. თუმცა ჩემს წარსულში რომ ვიხედები, ვერაფრით ვხვდები რა მელოდება მომავალში და მგონი, არც ღირს ვიცოდე.
ბავშვობაში სულ მინდოდა მსახიობობა. ყოველ კვირას თეატრში და კინოში დავდიოდი და ჩემს თავს პერსონაჟებთან ვაიგივებდი. მინდოდა მეპოვა მსგავსება ჩემსა და მათ შორის, მათი როლი მომერგო დარბაზიდან და შორს შევჭრილიყავი როლებში.
თუმცა ცოტა რომ წამოვიზარდე და ჩაბარების დრო მოვიდა, სერიოზულად დავფიქრდი რა მინდოდა, რისი გამკეთებელი ვიყავი და სადამდე წავიდოდი კარიერის გამო. გადავწყვიტე, ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა. მითუმეტეს, რომ ჩემს ოჯახს მოსწონდა ეს სფერო და მხარს მიჭერდნენ.
ჯერ კიდევ ბაკალავრიატის ბოლო კურსზე რომ ვიყავი, სტაჟირება დავიწყე საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალში. უნივერსიტეტის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში, კი თანამშრომლადაც ამიყვანეს.
თავიდან ძალიან გამიჭირდა დამოუკიდებლად მუშაობა რეპორტაჟებზე. განსაკუთრებით ექსტრემალურ სიტუაციაში. თუმცა მალევე „დავუმუღამე“ და კარგად ავეწყვე.
დედაჩემი გინეკოლოგია, ჩემი და კი ეკონომისტი. თუმცა თავისი პროფესიით მუშაობას, რომელიც თვითონაც არ იცის რატომ აირჩია, პატარა ბიზნესის წამოწყება არჩია და ქავთარაძის კუთხეში პატარა, მყდრო კაფე გახსნა, სახელად :“განზომილება“.
მისი თქმით, კაფე ყველასგან უნდა გამოირჩეოდეს მყუდრო და საუცხოო გარემოთი, სადაც სტუმრები ყველა პრობლემას დაივიწყებენ და სხვა განზომილებაში გადავლენ. ერთმანეთს გაიცნობენ, დაუმეგობრდებიან და გაუზიარებენ რჩევებს. ამ ყველაფრის ფონი, კი რა თქმა უნდა, გემრიელი კერძებია. საფირმო ფრანგული მადელენებით და შავი ჩაით.

ორშაბათს ისე წვიმდა, მეგონა ცა ჩამოიქცეოდა.
პირქუში და ნაცრისფერი ღრუბლები ერთად შეყრილიყვნენ და ომი გაეჩაღებინათ.
ამ ყველაფერს, საშინელი ქარის ფონიც ერთო, რომელიც ხის ტოტებს ხან ერთ მხარეს მიანარცხებდა, ხან მეორე.
-ქეთ, ჩაი დამისხი რა.
როგორც ყოველთვის აბაზანიდან პირსახოცშემოხვეული გამოვედი და თმის გაშრობა დავიწყე.
-დედა გავიდა უკვე?
-ჰო, თითქმის შუაღამეს წავიდა. დღეს შემოირბინე რა კაფეში, მენიუ შევცვალე და გაგასინჯებ რამდენიმე კერძს.
გამიღიმა და ჩაი დამისხა.
-ჰო, შენ სინჯე კერძები, რა გენაღვლება, მერე აღარ იწუწუნო გავსუქდიო.
-მაინც აღარავის ვეპრანჭები, საჭმელთან უნდა მოვიწყო პაემნები!
პატარა ბავშვივით აცუნდრუკდა საჭმლის ხსენებაზე ჩემი 26 წლის და.
-უი, მართლა, რას შვრები თოკოსთან?
ქოშინით ვკითხე და ჩემი სქელი, ოქროსფერი თმა ძლივს შევიკარი.
-იმდღეს შემხვდა. რავი, ისეთი არაფერი რა. გამოდი კაფეში და მოგიყვები მერე.
თავი დავუქნიე და ჯინსები ამოვიცვი. შავი როლინგი, მუხლამდე ჩექმები, და ვუალა!
ზუსტად 3 წუთში მზად ვიყავი.
-შენ თმა წესიერად გაიშრე, გირჩევნია, მერე არ მარბენინო პარაცეტამოლით და ძმრიანი წინდებით!
-ხარაშო, კრუელა. გავითვალისწინებ!
ძმრიანი წინდების ხსენებაზე გამაჟრიალა, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს დამჭირვებია მათი გამოყენება.
-მოდი ჭამე.
მითხრა და შოკოლადის კრუასანი თეფშზე დამიდო.
-არ მინდა, ვერ ვასწრებ, გზაში შევჭამ რამეს.
ხმაურიანად ვაკოცე ლოყაზე და სახლიდან საქაღალდეებით ხელში გავვარდი.

სანამ ტაქსს გავაჩერებდი, გვარიანად გავიწუწე. სამსახურის კიბეებთან ფეხი ამისრიალდა და დავგორდი.
ესეც მშვენიერი დღის დასაწყისი!
-ლილე, რას გავხარ, სახლში სარკე არ გქონდა?
ჩემმა ე.წ ჭორიკანა, ტლიკინა და უაზრო გამოხტომების მქონდე თანამშრომელმა, დილიდანვე კომპლიმენტებით ამავსო.
რომ არ მცოდნოდა, რომ არაჩვეულებრივად გამოვიყურებოდი, ალბათ მეწყინებოდა კიდეც.
-რას ვიზავთ ლანაჩკა!-სწერვულად გავუღიმე მე-ყველას შენნაირად კი არ აქვს დრო, ყოველ წუთში სარკეში რომ იყუროს.
ლანამ უბრალოდ გამომხედა, მაგრამ ვერაფერი თავისებური რომ ვერ მოიფიქრა, როგორც სჩვევია, დადუმდა და გორგოლაჭებიანი სკამით თავისი მაგიდისკენ გაგორდა.
-ლილე!
ლიფტთან წამომეწია სანდრო და საქაღლდეები ხელიდან გამომართვა.
-აუ, გადამარჩინე!
გავუღიმე მე და ცხელი ყავა გავუწოდე.
-ტყუილად გაქვს იმედი, ბატონი გოგა გიბარებს თავისთან, რაღაც საქმე აქვს და როგორც მოვა შემოვიდესო.
სწრაფად მომახალა და გაუჩინარდა.
ნეტავ რა უნდოდა?
გონებაში ყველა ჩემი ბოლოდროინდელი მოქმედება გადავამოწმე და ცუდი რომ ვერაფერი ვნახე, თავდაჯერებული გავემართე კაბინეტისკენ.
ხუთჯერ თუ ექვსჯერ დაკაკუნების შემდეგ, მისი ბოხი ხმა გავიგე, მობრძანდიო.
კარი შევაღე, და მისი მაგიდისკენ გავემართე.
დიდ და ნათელ ოთახში, ღია ფერები საოცარ კონტრასტს ქმნიდა.
ოდნავ მუქი, ჩამოშლილი ფარდები და იატაკი კი საოცრად ეხამებოდა ერთმანეთს.
თანამედროვე ავეჯი, რამდენიმე კომპიუტერი და მთლიან კედელზე ჩაშენებულ თაროებში, უამრავი საქაღალდე ირეოდა.

-გამარჯობა, ბატონო გოგა, სანდრომ მითხრა საქმე აქვსო.
-მოდი ლილე, დაჯექი. ისეთი არაფერი, უბრალოდ რაღაც რეპორტაჟი უნდა გააკეთო, და შენს გარდა ვერავის ვენდობი ამ სიტუაციაში.
ოდნავ გამიღიმა მან და მაგიდაზე მოწესრიგებულად დალაგებული საქაღალდეები მომაწოდა, ტელევიზორი ჩართო და მოუსმინეო, მითხრა.
კი გამიკვირდა, ნეტავ ასეთი რა სიტუაციაა-მეთქი, თუმცა აღარაფერი ვთქვი. ეკრანს დავუწყე მოჭუტული თვალებით ყურება და გულისყურით მოსმენა.
რომელიღაც არხზე,პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას.
-გუშინ დღის საათებში საბურთალოს ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა, დავით გიორგაძემ. იგი აცხადებს, რომ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი აუცილებლად დაისჯება. საგამოძიებო უწყებებმა უკვე გამოკითხეს 50-მდე პირი, თუმცა დაკითხვა კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უფრო ვრცლად კი მინისტრის განცხადებაზე ნანა როსტომაშვილი ისაუბრებს. გისმენთ, ნანა!
-დიახ, როგორც უკვე გაიგეთ გუშინ დღის საათებში, საბურთალოს ქუჩაზე ოცდაერთი წლის გოგონა მოკლეს. პოლიციელების თქმით, ფიზიკური მტკიცებულებები არ არსებობს და ხელშესახებიც არაფერია. გიორგი, შენ აღნიშნე, რომ დაიკითხა 50-მდე ადამიანი. მათ შორის კი არიან როგორც არასრულწლოვნები, ასევე მათი მშობლები და დანარჩენი მოსახლეობა. გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და უფრო მეტი ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს მომავალში ექნება. ასევე მან ისაუბრა დღეს გასამართ კონფერენციაზე, რომელსაც დაესწრებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და შეეცდებიან მაქსიმალურად მოგვაწოდონ ინფორმაცია დანაშაულთან დაკავშირებით.
როგორც კი ჟურნალისტმა საუბარი დაასრულა, ბატონმა გოგამ ტელევიზორი გამორთო და კომპიუტერში რაღაც გადაამოწმა.
-მოკლედ, ალბათ ყველაფერი გასაგებია. დღეს გაიმართება კონფერენცია სადაც კრიმინალისტები იქნებიან და ამომწურავად გასცემენ ყველა დასმულ კითხვას პასუხს. მინდა რომ წახვიდე, როგორღაც დრო იხელთო და რეპორტაჟი გააკეთო.კითხვები დასვა.. ჩვენი საინფორმაციო პორტალი პირველი უნდა იყოს, რომელსაც ეს ჩანაწერი ექნება!
-გასაგებია.-მშვიდად ვუთხარი-რამდენიმე წუთში მასალას მოვიძიებ, გადავიკითხავ და წავალ. ჩემ მაქსიმუმს გავაკეთებ ამ საქმესთან დაკავშირებით.
ვთქვი და ფეხზე წამოვდექი,
ჩემი უფროსი ნასიამოვნები დავტოვე. მე კი - ოდნავ დავიბენი და შევშინდი.
ჩემი სწავლისა და მუშაობის დროს, ძალიან ბევრჯერ მინახავს მსგავსი მკვლელობები, თუმცა ასეთი სასტიკი არასდროს.
წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივ ცხოვრობთ.. ისევე როგორც მე და ისევე როგორც მოსახლეობის უმეტესობა.
ერთ დღესაც ჰოპ, და აღარ ხარ.
არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ ძალიან გინდოდა სიცოცხლე, როგორი ენერგიულობით და სიყვარულით სავსე იყავი.
არ აქვს მნიშვნელობა, რომ სახლში ოჯახი გელოდებოდა.
არც იცი, ისე ესალმები სიცოცხლეს.
ფიქრებში გართულმა, ვერც შევამჩნიე ისე დავდექი ცუდ გუნებაზე.
-მოხდა რამე?
თავზე სანდრო წამომადგა ჩემი საქაღალდეებით ხელში.
-არა, უბრალოდ არ ვიცი როდის შევეჩვევი ამ ყველაფერს.
თავი გავაქნიე და სანდროს ნერვიულად მივაშტერდი.
-არაუშავს, მეც ასე ვიყავი მაგრამ მალე მივეჩვიე. შენც არ გაგიჭირდება!
გულით თანამიგრძნო და საძულველი საქაღალდე მაგიდაზე დამიტოვა.

მსხვერპლი, ოცდაერთი წლის კეკე გოცირიძეა. ჯავახიშვილის მეოთხე კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
დედა-ლიკა ხმალაძე, 44 წლის დიასახლისია. მამა - თემურ ბალანჩივაძე (გარდაცვლილი), და-ძმა არ ჰყავს.
მეგობრებზე კი ინფორმაცია თითქმის არ არის.
სწავლობდა თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში. ხალხის თქმით, მშვიდი, წყნარი და ბეჯითი მოსწავლე იყო. უნივერსიტეტიც საკმაოდ მაღალ ქულებზე აქვს დამთავრებული.
საბურთალოს ქუჩაზე ნაქირავებ სახლში მარტო ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა რომ ბაგებში საკუთარი სახლი აქვს, სადაც დედამისი ცხოვრობს.
არც შეყვარებული, არც მეგობარი მამაკაცი. როგორც ჩანს, სხვა ცნობები მასზე არ არის.
არაუშავს, მალე გავარკვევ ყველაფერს!
საათს დავხედე, წასვლის დრო იყო.
ჩემი ბლოკნოტი და ფურცლები ავიღე, ჩანთაში ჩავყარე და ოფისიდან უკანმოუხედავად გავედი.

***
ყველაზე მტკივნეულია გრძნობები, რომლებიც არ მჟღავნდებიან.
ჩუმად, უსიცოცხლოდ ღამისფერ,უკიდეგანო სივრცეში არიან გამოკეტილნი და თავს იიმედებენ.
ყველაზე საშინელია სიტყვები, რომლებიც პირიდან არ ამოდიან.
რომლებიც ენის წვერზე არიან შემომჯდარნი და ერთი სული აქვს როდის გავლენ გარეთ.
როდის დაამახინჯებენ ადამიანებს და როდის უქცევენ მათ ბედნიერ ცხოვრებას - უბედურად.
ვარდისფერი ტუჩები და თეთრი, ფიფქივით წმინდა, ჩაწიკწიკებული კბილები ყველაზე საშიში არიან.
მათ ერთი სული აქვთ, როდის დაჯიჯდგნიან ხორცს და როდის შეიგრძნობენ მათი სიმწარის გემოს.
ერთი სული აქვთ, როდის იკვნესებს მსხვერპლი და როგორ სთხოვს შენდობას იმ სიტყვების გამო,რომლებიც პირიდან არ ამოდიან.
მხეცებივით ეცემიან და ისე მოუჭერენ ხელს აღელვებულ და ფაქიზად მფეთქავ გულს, რომ საწყალი საკუთარი თავის გვემასაც ვერ მოასწრებს, ისე ჩუმად დაიწყებს გაჩერებას..
სულ რამდენიმე წამში,
თითქოს, არც არასდროს უარსებია ვიღაცის ორგანიზმში.
წარმოიდგინეთ, რომ როდესაც ქუჩაში გახვალთ, ყველა ასეთია.
წარმოიდგინეთ, რომ აღარავინ დადის მფეთქავი გულით. ისინი მხოლოდ რუტინულად აგრძელებენ მუშაობას. ზუსტად ისე, როგორც რობოტებს სჩვევიათ.

***

როგორც კი გავედი, დედამ დამირეკა.
-ჰო,დე.
-ლილე სად ხარ? სამსახურში ხარ?
ეტყობოდა ანერვიულება ხმაზე.
-ჰო, რეპორტაჟის გასაკეთებლად მივდივარ, მოხდა რამე? რა ხმა გაქვს?
-არაფერი, უბრალოდ იმ საშინელ მკვლელობაზე გავიგე და ვნერვიულობ. ფრთხილად იყავი რა, დე. ძალიან გთხოვ, თავს მიხედე!
-კაი დე, ნუ ნერვიულობ, გკოცნი.

ტაქსში ჩავჯექი და ოთხივე ჩამოწეული ფანჯარა ძალით ავაწევინე.
-ფეჩი ჩაგირთოთ, გოგონა?
-არა, ნუ შეწუხდებით, მადლობა.
მძღოლმა მხრები აიჩეჩა და ჭაღარაშეპარულ წვერებში სიგარეტის ღერი ჩამალა.
ვინსტონს ეწეოდა.
თბილისის წვიმიან ქუჩაში ნელა მისეირნობდა და ან ლამარაზე ფიქრობდა, ან დოდოზე.
ალბათ უფრო დოდოზე.
ჩემს ფიქრებზე მეთვითონვე გამეღიმა.
რა დროს ეს იყო?!
-უკაცრავად, ცოტა მაგვიანდება. თუ შეიძლება დაუჩქარეთ, რა.
თავაზიანად ვუთხარი მე.
ვინსტონიან ჭაღარა კაცს, არ მოეწონა ჩემი ნათქვამი.
წარბები შეჭმუხნა და გაზს ფეხი დაადგა.
მანქანიდან რომ გადმოვდიოდი, გავიგე, როგორ ჩაიბურტყუნა, ეჩქარება, თორე ესეც დანაშაულის გამოსაძიებად არ მიდიოდესო.
ქუსლების კაკუნით გავუყევი ქუჩას და ისევ,
გამეცინა.

პოლიციის ოფისთან უამრავი ხალხი იყო.
ჟურნალისტები, ოპერატორები, პოლიციელები. ალბათ, ექსპერტ-კრიმინალისტებიც აქვე იყვნენ.
წვიმას უკვე გადაეღო.
ნაცრისფერი ღრუბლები გაფანტულიყო და ცისარტყელასაც შეამჩნევდით, თუ კარგად დააკვირდებოდით.
ყველამ ერთად რომ მოიყარა თავი, შენობაში შევედით და განკუთვნილი ადგილები დავიკავეთ.
ოთახში ცოტათი ცხელოდა.
უამრავი გადამღები და ჰალსტუხიანი ადამიანი იკავებდა ადგილს.
კუთხეში ოთხი მამაკაცი იდგა.
ოთხივე შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი.
ორს ცისფერი, ზოლებიანი ჰალსტუხი ეკეთა, ერთს ჟოლოსფერი, ერთს კი მონაცრისფრო. ზუსტად ისეთი, როგორიც დილანდელი ღრუბლები.
ოთხივე სიმპატიური იყო. მაღალი, მხარ-ბეჭიანი. ახოვანი.
თუმცა ასაკი და გამოცდილება არანაკლებად ეტყობოდათ.
ერთი, მათგან შედარებით ახალგაზრდა იყო. თუმცა უფრო სერიოზული გარეგნობა ჰქონდა და აშკარად საზოგადოების ყურადღებას იქცევდა.
გამოყვანილი ყბები, გაბუშტული ტუჩები, სწორი, თხელი ცხვირი და მწვანე, ზურმუხტისფერი თვალები. შავგვრემანი იყო, თუმცა საოცრად თეთრი კანი ჰქონდა და დაბალი წვერი.
ოთახში საშინლად დაცხა.

იმ ოთხთაგან ერთ-ერთმა დანარჩენებს ხელით აქეთ ანიშნა. ალბათ, უნდოდა ეთქვა, რომ დაწყების დროა.
სწორედ ამ დროს, ჩემმა უცნობმა შეკრებილ საზოგადოებას მოავლო თვალი, წამით შეჩერდა და თვალებში ჩამაშტერდა. რამდენიმე წამით, სუნთქვაშეკრული ვიჯექი და ვუყურებდი როგორ მიმზერდა.
მგონი, საშინლად ავხურდი.
შემდეგ ჩემს ოქროსფერ თმაზე მომაბჯინა მწველი მზერა, ყოველი წერტილი დამითვალიერა და ბოლოს მკაცრად გაიხედა.
თითქოს არ მოვეწონე. თითქოს რაღაც უხეში ვუთხარი და არ მოეწონა.
იქნებ, ჩემმა გარეგნობამ უთხრა რამე?
ღმერთო, აქ მართლა ძალიან ცხელა!
ჩემმა დაკომპლექსებულმა მემ, სასწრაფოდ ფანჯრების გამოღება ისურვა, სწორედ ამ დროს ჩემს უკან რიგში მჯდომმა სავარაუდოდ ჟურნალისტმა გოგონამ, სურვილი ამისრულა და ფანჯარა გამოაღო.
გულში ათჯერ დავლოცე.
რამდენიმე წუთში, იმ ოთხთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ დეპარტამენტის უფროსი გამოვიდა, მადლობა მოგვიხადა მოსვლისთვის და საკითხზე ზოგადად ისაუბრა.
ფოტოაპარატის ჩხაკუნმა გამაღიზიანა.
ლილე, რა ჯანდაბა დაგემართა?
-მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, ადგილს დეპარტამენტის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტ-კრიმინალისტს,ერეკლე ყიფიანს ვუთმობ.
-მოგესალმებით. პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის.-იმდენად მშვიდად და გაწონასწორებულად დაიწყო საუბარი, გავშტერდი. მისი ზურმუხტისფერი თვალები და მკაცრი მზერა საოცრად მიზიდავდა.-დღეს ჩვენ მკვლელობის დეტალებთან ერთად, განვიხილავთ საგამოძიებო ტექნიკას - ვიქტიმოლოგიას. სიტყვა „ვიქტიმს“ აქვს ლათინური წარმოშობა და ნიშნავს მსხვერპლს.
ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი, გამხეცებულია რაღაც მოტივით, რომ გადაწყვიტოს ამ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე ან სიკვდილი. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც საკუთარ თავებს ვუსვამთ, არის:“რატომ!“, რატომ აირჩია მკვლელმა ეს მსხვერპლი? რამე მოხდა ისეთი, რამაც კრიმინალს მოტივი მისცა? ძლიერი მიზეზი ჰქონდა,თუ უსუსური..დაგეგმილი იყო მკვლელობა, თუ შემთხვევითი..
რაც შეეხება საბურთალოს ქუჩაზე მომხდარ 21 წლის კეკე გოცირიძის მკვლელობას, გუშინ დღისით, კარის მეზობელმა გარდაცვლილი აღმოაჩინა თავისივე ბინაში. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალით შესვლის კვალი არ არის. თუმცა აღინიშნება სექსუალური კავშირი და სილურჯეები ყელისა და კიდურების მიდამოებში.
ჩვენი აზრით, მკვლელმა ჯერ სახლში შეაღწია, შემდეგ მან გოგონას სავარძელზე დაჯდომა სთხოვა, გააუპატიურა და საბოლოოდ მოშორების მიზნით თავში ორჯერ, სხვადასხვა დროს ესროლა.
იმდენად მშვიდად საუბრობდა ასეთ სასტიკ მკვლელობაზე, დავასკვენი, რომ ნამდვილად გიჟი იყო, ან.. ან, არ ვიცი, ალბათ უფრო გიჟი.
-როგორ ფიქრობთ, რატომ ვერავინ გაიგონა მისი ხმა? საკვირველია, გოგონა თავდაცვის მიზნით იყვირებდა, ან შველას სთხოვდა ვინმეს.
ჩემს უკანა რიგში მჯდომი ჟურნალისტი, რომელმაც წეღან უჰაერობისგან დახრჩობას გადამარჩინა, ფეხზე წამოიჭრა და ისე სწრაფად მიაყარა სიტყვები, ძლივს გავიგე.
-კარგი კითხვაა-კმაყოფილი დარჩა ყიფიანი და ჩვეული სიმკაცრითა და სიმშვიდით განაგრძო - სავარაუდოდ მკვლელი დაემუქრა, რომ თუ ხმას ამოიღებდა, მოკლავდა. რა თქმა უნდა, მსხვერპლს შეეშინდა და დადუმდა. თუმცა ვერ მიხვდა, რომ მოშორების მიზნით მაინც გამოასალმებდა სიცოცხლეს. მარტივია.
გოგონა გაკვირვებული დაჯდა თავის ადგილზე და ოპერატორს გადაუჩურჩულა, გამაჟრიალა, ისეთი ტიპია, იმედია გადაიღეო.
ოპერატორმა თავი დაუქნია.
-თუ კითხვები ამ ეტაპისთვის არ არის, გავაგრძელებ.-წამოიწყო ისევ ერეკლემ-დამნაშავე საკმაოდ გამოცდილი და ორგანიზებულია, ზუსტად იცის ის, რასაც აკეთებს.
-უკაცრავად-ვეღარ მოვითმინე და ფეხზე მეც იმ გოგონასავით წამოვიჭერი, ერეკლემ პირდაპირ თვალებში შემომხედა და მოთმინებით ჩამაშტერდა. მუცელში რაღაცამ გამიელვა, თუმცა ყურადღება არ მივაქციე და საუბარი განვაგრძე.-თუ მკვლელი ვარ, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ სხვადსხვა დროს, ჯერ 2:55-ზე, შემდეგ კი 3:15-ზე, უკვე საბოლოოდ ვესვრი მსხვერპლს, ამას რატომ ვაკეთებ?
-ამ დროს ქუჩაში ნაკლები პოლიციაა. პოლიციელები სმენობით მუშაობენ. ისინი ქუჩაში ყოველთვის პატრულირებენ. მეორე სმენა იწყება 3 საათზე, პირველი კი 3:30 წუთზე მთავრდება.
ისევ ჩვეული სიმშვიდით განაგრძობს იგი.
მაგიჟებს მისი სიმშვიდე.
-გამოდის, რომ ამ დროისთვის ორჯერ მეტი პოლიციაა ქუჩაში.
ამ დროს შევამჩნიე, როგორ ჩაეღიმა კმაყოფილებისგან ყიფიანს. თუმცა წამში დასერიოზულდა და მკაცრად განაგრძო:
-თეორიულად კი. სმენის პირველ ნახევარს გამოცხადებაზე ატარებ და ქუჩაში არ პატრულირებ. ბოლო საათზე კი შენს ანგარიშებს ასრულებ. ასე რომ,1-სა და მე-2 სმენას შორის პატრულირება არ ხდება. ეს კი შესანიშნავი დროა მისთვის. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ დამნაშავეს პოლიციის არც ისე ეშინია. სწორედ ამიტომ გვგონია, რომ გავლენიანი პირი უნდა იყოს.
საუბარი დაასრულა და მეც ჩემ ადგილზე დავჯექი.
საოცრად კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავით, თუმცა კვლავ ჩემ მუცელში არსებული მოვლენები მაწუხებდა.
მისი საოცრად მოკაშკაშე ზურმუხტისფერი თვალები კი არ მეშვებოდნენ და თამამად დასტრიალებდნენ ჩემს ბაგეებს.





ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ვინც რამდენიმე წუთი დაკარგა და ისტორიის პირველი ნაწილი წაიკითხა. მინდა გითხრათ, რომ პირველად ვწერ და არ ვიცი როგორი გამოვიდა, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, მოგეწონებათ.
ამ ისტორიის დადებას, კი მარგოს უნდა ვუმადლოვდე.
ძალიან მიხარია, რომ მისი სახით კარგი მრჩეველი და მეგობარი შევიძინე.
კიდევ ერთი, სიახლეზე სანამ კომენტარს დაამატებთ "მალე დადე", "კარგი იყო, გააგრძელე"-ს მსგავსს, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ვერ ავჩქარდები და ვერც მივაფუჩეჩებ.
შეგიძლიათ დამამატოთ ფეისბუქზე, "Nita Lomtadze". heart_eyes



№1 სტუმარი Shorena kiladze

Oo detektiviii vgijdebi. Dasacyisia momcons kargia dazabulobisgan moimatebs ratkmaunda da veli sulmoutkmelad .carmatebebi tkbilo dudxans AR malodino:)

 


№2 სტუმარი მარი. ელ❤

ძალიან მომწონს დეტექტიური ჟანრის ისტორიებიი კარგია კარგია კარგიაააა❤❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი დარინა

ზუსტად ჩემებური იყოო მე ტომ მიყვარს აი ისეთი ჩამთრევი დამაინტრიგებელი და საინტერესოოო, მარგოს დიდი მადლობა რომგაიძულა და დაგადებია ისტორია, უკვე დამატყვევა ერეკლეს ზურმუხტის ფერმა თვალებმა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები მე უკვე ძალიან მომწონს ლილეს და ერეკლეს წყვილი საოცაი ქიმია მოდის, შენ კი პირველი იატორიიის კვალობაზე ძალიან მაგარი გამოგდის, აი სულმოუთქმელად დაველოდეი შემდეგ თავს, წარმატებებს გისურვებ და აბა შენ იცი.

 


№4  offline წევრი TrustYourSoul

დეტექტივი...
შენ არ იცი როგორი ჩამთრევი ისტორია შემოგვთავაზე,აი ისეთი ახალ თავს,რომ დაინახავ და სიხარულისგან ფრენას დაიწყებ,თითქოს ხომ მხოლოდ დეტექტივიაო მაგრამ ამავედროს ვნებაა და ცოტა რომანტიკაც(ნუ ამას ამ თავიდან გამომდინარე ვწერ),პირველი ისტორიისთვის საკმაოდ კარგი და გამართულია აი ისეთი,რომ იფიქრებ "კაი სტაჟიანი მწერლის ნაშრომიაო" მართლა ოღონდ, არანაირი პირფერობა და ა.შ თან ასეთი მოზრდილი და მსუყე თავი :დდდ ჩვენი სიკვდილი ხომ არ განგიზრახავს? :დდ❤
რეალობასთანაც ძალიან ახლოსაა და აი ლილეს,რომ ურეკავს დედა,მკვლელობაზე გავიგეო და ვინერვიულეო,ზუსტად ჩემი დედიკო გამახსენდა,დიალოგშიც იმდენად სწორად გქონდა შერჩეული წინადადებები ვეჭვობ ყველა რეალობასთან გააიგივებს
ახალ თავს რაც შეეხება არ გაჩქარებ, უბრალოდ მინდა იცოდე,რომ ძალიან კარგ ისტორიად მიმაჩნია და ველოდები მოუთმენლად❤❤❤

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ზედმეტად დამაინტერესა ამ ისტორიამ♥♥ პირველ რიგში ძალიან გამართულად წერ და აღწერილიც ძალიან კარგად გაქვს♥♥ მომწონს ასეთი ისტორია და სიმართლე გითხრა ჩემთვის განსხვავებულია♥♥
ისტორია როგორც კი დავიწყე უკვე მივხვდი რომ რაღაც ძალიან ცუდი დატრიალდება და ბოლოს გული მეტკინება.. იმედია ვცდები.. ისიც ვიფიქრე არ წავიკითხავ თქო რადგან მეშინია იმ დასასრულის რაც უკვე მგონია..
მაგრამ
იმდენად მომეწონა და იმდენად კარგად წერ
რომ შეუძლებელია შევეშვა და არ წავილითხო..
შენგან ძალოამ ბევრს მოველი რაღაც იდეალურს შექმნი დარწმუნებულივარ და შენი იმედი მაქვს♥♥♥ უმაგრესი ხარ და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს♥♥♥

 


№6  offline წევრი Nita Lomtadze

ტკბილიწიწაკა
ზედმეტად დამაინტერესა ამ ისტორიამ♥♥ პირველ რიგში ძალიან გამართულად წერ და აღწერილიც ძალიან კარგად გაქვს♥♥ მომწონს ასეთი ისტორია და სიმართლე გითხრა ჩემთვის განსხვავებულია♥♥
ისტორია როგორც კი დავიწყე უკვე მივხვდი რომ რაღაც ძალიან ცუდი დატრიალდება და ბოლოს გული მეტკინება.. იმედია ვცდები.. ისიც ვიფიქრე არ წავიკითხავ თქო რადგან მეშინია იმ დასასრულის რაც უკვე მგონია..
მაგრამ
იმდენად მომეწონა და იმდენად კარგად წერ
რომ შეუძლებელია შევეშვა და არ წავილითხო..
შენგან ძალოამ ბევრს მოველი რაღაც იდეალურს შექმნი დარწმუნებულივარ და შენი იმედი მაქვს♥♥♥ უმაგრესი ხარ და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს♥♥♥



იმართლე რომ გითხრა, როდესაც რაიმე წიგნს, ნაწარმოებს ან ფილმს ვუყურებ, ცუდი დასასრულის არასდროს მეშინია თუ რა თქმა უნდა რეალობასთან ახლოსაა. რადგან ცხოვრებაში ყველაფერი ისე ვერ იქნება როგორც გვინდა და ამას უნდა შევეგუოთ.
რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია ცუდად დასრულებული მოვლენები, მაგრამ რას ვიზამთ.
რაც შეეხება ამ ისტორიას, არ ინერვიულო მეც ვნერვიულობ.
Just kidding
დასასრული ჯერ არც მე არ მაქვს მოფიქრებული.
მადლობა ამხელა კომენტარისთვის!

 


№7  offline წევრი Nita Lomtadze

წარსული კვდება...
დეტექტივი...
შენ არ იცი როგორი ჩამთრევი ისტორია შემოგვთავაზე,აი ისეთი ახალ თავს,რომ დაინახავ და სიხარულისგან ფრენას დაიწყებ,თითქოს ხომ მხოლოდ დეტექტივიაო მაგრამ ამავედროს ვნებაა და ცოტა რომანტიკაც(ნუ ამას ამ თავიდან გამომდინარე ვწერ),პირველი ისტორიისთვის საკმაოდ კარგი და გამართულია აი ისეთი,რომ იფიქრებ "კაი სტაჟიანი მწერლის ნაშრომიაო" მართლა ოღონდ, არანაირი პირფერობა და ა.შ თან ასეთი მოზრდილი და მსუყე თავი :დდდ ჩვენი სიკვდილი ხომ არ განგიზრახავს? :დდ❤
რეალობასთანაც ძალიან ახლოსაა და აი ლილეს,რომ ურეკავს დედა,მკვლელობაზე გავიგეო და ვინერვიულეო,ზუსტად ჩემი დედიკო გამახსენდა,დიალოგშიც იმდენად სწორად გქონდა შერჩეული წინადადებები ვეჭვობ ყველა რეალობასთან გააიგივებს
ახალ თავს რაც შეეხება არ გაჩქარებ, უბრალოდ მინდა იცოდე,რომ ძალიან კარგ ისტორიად მიმაჩნია და ველოდები მოუთმენლად❤❤❤



ძალიან ძალიან დიდი მადლობა! გუშინ ყველას გავეცი პასუხი, მაგრამ რატომღაც დღეს არ დამხვდა.
რეალობა ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მინდა ყოველი წინადადების ბოლოს იგრძნობოდეს.

სტუმარი დარინა
ზუსტად ჩემებური იყოო მე ტომ მიყვარს აი ისეთი ჩამთრევი დამაინტრიგებელი და საინტერესოოო, მარგოს დიდი მადლობა რომგაიძულა და დაგადებია ისტორია, უკვე დამატყვევა ერეკლეს ზურმუხტის ფერმა თვალებმა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები მე უკვე ძალიან მომწონს ლილეს და ერეკლეს წყვილი საოცაი ქიმია მოდის, შენ კი პირველი იატორიიის კვალობაზე ძალიან მაგარი გამოგდის, აი სულმოუთქმელად დაველოდეი შემდეგ თავს, წარმატებებს გისურვებ და აბა შენ იცი.


ძალიან დიდი მადლობა. ვეცდები არ გაწვალოთ და ყოველ კვირას დავდო.

მარი. ელ❤
ძალიან მომწონს დეტექტიური ჟანრის ისტორიებიი კარგია კარგია კარგიაააა❤❤❤❤


გაიხარე!

Shorena kiladze
Oo detektiviii vgijdebi. Dasacyisia momcons kargia dazabulobisgan moimatebs ratkmaunda da veli sulmoutkmelad .carmatebebi tkbilo dudxans AR malodino:)


მადლობა შორენა, გაიხარე!

 


№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

გელოდებიი.
გელოდებიი..
გელოდებიი....!
მოუთმენლად გელი!
და უკვე ვბრაზდები ახალ თავს რომ არ დებ

 


№9  offline წევრი Nita Lomtadze

ტკბილიწიწაკა
გელოდებიი.
გელოდებიი..
გელოდებიი....!
მოუთმენლად გელი!
და უკვე ვბრაზდები ახალ თავს რომ არ დებ


სამშაბათს დავდებ, I promise :)

 


№10  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

პირობა პირობად დარჩა! (

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent