მზად ვარ ბედისწერავ !
მუზა გამთენიოს ისევ შემოფრინდა ღია სარკმელიდან, რითმად შემოპარულ ლექსად გადმონაცემ გრძნობას მიხატავდა. სევდის ნაკადული სულში, რომ ჩამრჩალა ჩემი ნაფერია, თითქოს მებრძოდა და ნაგროვ მოგონებებს სულ მთლად მიფანტავდა. გრძნობებს ხელს ვუჭერდი, რომ არ გამქცეოდა მეტად გამეტებით, ახლაც ვწერ და ვფიქრობ... მინდა მეც შემეძლოს ფიქრი არაფერზე. ვგრძნობ და გავიძახი ძლიერი ვარ - მეტად არ შევცდები, მაგრამ მაინც ვხედავ ჭუჭყის ელემენტებს ჩემივ ნაკვალევზე. ზეცა შემოვიცვი ისე შემაცივა ცივმა შემოდგომამ, ვხედავ ოქტომბერი დანებდა და გრძნობაც აირია. ცივმა ნოემბერმა სულში ტკივილები ისე შემოთოვა, მაინც გამახსენა ჩემში ჩაფლული, რომ სევდის ნაპირია. ზეცა ჩემსკენ იყო, ღიმილს ჩემთვის ნანატრს ცაზე მიხატავდა, თოვლიც გამოუშვა ფიქრის მთაგორებზე ჩემთან საგუნდაოდ. ვიცი რომ ოდესღაც შევძლებ ღმერთთან ასვლას - ამის მჯერა, მაგრამ ტკივილს რა ვუშველო მე რომ დამიტოვე გულში სამუდამოდ. ლექსად გადმოვეცი სულში ნაგროვები ჩემი აკორდები, მუზამ უნებურად ჩემზე სამუდამოდ ხელი ჩაიქნია. ვცადე... მაგრამ მაინც არ გამოდის... სევდას ვერ ვშორდები, მზად ვარ ბედისწერავ! გაიარე სადაც არ გივლია. ლექსად ვიღვრები და ისევ ჩემეულად რითმებს ჩავეხუტე, მარტოდ დარჩენილი სიცოცხლისთვის ვერვის ვეკედლები. რავქნა ამ ცხოვრებას ბავშვურად და გულით გავებუტე, შენ კი ამ ყოფისთვის მოჩემფერო სულ არ მემეტები. ვხედავ ცხოვრება, რომ თეთრთან არ ჩერდება - შავსაც მოაგორებს, ცისარტყელები კი გამიზნულად გვერდით ჩაგივლიან. ღმერთო რა გახდება, სულის იარები გთხოვ, რომ მომაშორე, ვგრძნობ, რომ ღიმილებსაც ბევრი არ აკლია მალე დამითვლიან. ასე ანაბარა ზეცას შევეკედლე მარტოდ დარჩენილი, ცაზე ვარსკვავებთან ცარიელი ჩემი ადგილია. თვალებს დავატარებ სევდიანს და ღიმილგაფხეკილი, მსურდა გადმომეცა რაც ჯერ არასოდეს, არსად არ მითქვია. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.