შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგიმორჩილებ (თავი მეოთხე)


15-01-2018, 14:30
ავტორი მმარიტა
ნანახია 2 267

ახალი ამბავი.
დიდი ამბავი, სულ, რომ ვნატრობდი.
და მითხოვდება.
ნუ ჯერ ადრეა კაცო, მაგრამ მთავარია გამოჩნდა მის ცხოვრებაში ის ერთი, რომელთანაც ვიმედოვნებ თავს ყველაზე კარგად იგრძნობს.
ხვალ ვახშამი იქნება რესტორანში, უფრო მოკრძალებული, გაცნობის მიზნით.

-გოგო, როგორია?- ვეკითხები ჩემს აჟიტირებულ დას,რომელიც უბედნიერესია, მის სახეზე ასეთი ღიმილი, ასეთი გაბრწყინებული თვალები დიდი ხანია არ მინახავს.
რაც დედა და მამა ერთად აღარ არიან...
რთული იყო მისთვის, იმდენად რთული, რომ ის პერიოდი არავის გვიკარებდა.
ახლა კი მის სახეზე ისევ ჩანს ის ბედნიერება, რომელიც წლების წინ დაკარგა. ისევ ამოვიდა მისთვის მზე და მე ამით უაღრესად ბედნიერი ვარ.
-ისეთი სიპატიოურია შეუძლებელია თვალი მოწყვიტო.
-მიხარია აი ძაან. მიდი ინსტაზე მაჩვენე
-მოდი
ჩემი მობილურით დავიწყე სოციალურ ქსელში ჩემი დის საქმროს, სანდროს ძიება.
ფოტოებს ავყევი.
ის იმაზე მაგარი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა.
მანქანები, სმოკინგები, სახლები... როგორც ჩანს ყველაფერი თავზე საყრელად აქვს.
-ნახე რა... აქ როგორ ეხვევა ეს გოგო
-ვინაა
-მამამისის მეგობრის ქალიშვილი.
-მოიცა... ზემოთ ადი... -სრული შოკი, ჩემი და საქმრო და გიორგი ერთ ფოტოზე.-ეს ვინაა?!
-სანდროს ძმაა გიო, ძაან კარგი ბიჭია, მაგრამ რათ გინდა, მექალთანე, მატყუარა, მატრაკვეცაა, მამაშენივით, მაგრამ თბილია.
-აააჰაა, კაი. მე ოთახში ავალ.
-კაი მიდი, კაბა შეარჩიე ხვალისთვის?
-აუ, არა დაგიძახებ და ერთად შევარჩიოთ.

ოთახში ასულმა, ეგრევე ნათიასთან განვახორციელე ზარი.
მომხდარი ვუამბე, მაგრამ მისი ნუგეში ისეთი დამაიმედებელი იყო, მეტი, რომ არ შეიძლებ.
-უეჭველი თაღლითები არიან.
-არვიცი, ნათია ვუთხრა ?
-ვის უნდა უთხრა ქალო?!
-დედაჩემს, ჩემ დას
-გაგიჟდი? დაელოდე ხვალინდელ დღეს, ნახე ვახშამი როგორ ჩაივლის და მერე გადაწყვიტე.
-კაი ხო. წავალ ახლა კაბას შევარჩევ და მერე დავწვები.
-კაი გკოცნი
-მეც
საუბრის დასრულების შემდეგ, ჩემს დას გავძახე, რომ ამოსულიყო და კაბა შეგვერჩია. მანაც არ დააყოვნა და წამში აქ გაჩნდა.  დიდი გარდერობი მაქვს, საკმაოდ დიდი, ამ ბოლო ხანაში განსაკუთრებით შევმატე მას რაღაცრაღაცეები. თითქმის ყოველდღე ვაახლებდი. 
-კაი დავიწყოთ იქედან, რომ უკვე ჩვიდმეტის ხარ და მე რო შენხელა ვიყავი საერთოდ რესტორანი რა იყო ეგეც არ ვიცოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ძაან ძაან მაგრად უნდა გამოიყურებოდე, მაგრამ ხოიცი მხოლოდ მე უნდა ვბრწყინავდე.- იგი ყოველთვის ასეთი „ნაგლი“ იყო როგორიც ახლაა. არასდროს არ უნდა მდგარიყო მასზე წინ ვინმე ან რამე. ძალიან მკაცრია , მაგრამ ამავდროულად სათნოა. როდესაც ჩემხელა და ჩემზე პატარა იყო უფრო ბიჭური იყო ვიდრე ქალური. მხოლოდ თავისუფალ ჩაცმულობას ანიჭებდა უპირატესობას, ყველას ენას უტლიკინებდა, ამის გამო ვეღარავინ უბედავდა სიტყვის თქმას. პატარა, რომ ვიყავი კარგად მახსოვს, ყველაფერზე მე მიფიცებდა... დიახ... სულელურად ჟღერს , მაგრამ ეს ჩემთვის ყველაზე კარგი მოგონებაა. როდესაც გარეთ ერთად გავდიოდით, თუნდაც სასეირნოდ ქალები დამამცირებლად მოგვიგდებდნენ მზერას. ჩვენს შორის იმხელა სხვაობაა, გვეკითხებოდნენ კიდეც დედა-შვილი ხომ არ ხართო.
ჩემი დაც გაიზარდა, გემოვნება დაეხვეწა, უფრო ლამაზი გახდა ვიდრე იყო, მაგრამ ჩემდამი დამოკიდებულება შეეცვა. ბევრჯერ მაფრთხილებდა და ბევრჯერ მეჩხუბებოდა, რაც მე ძალიან არ მომწონდა. ოჯახში ხშირი იყო კამათი.


კაბის ძიებამ დიდ ხანს გასტანა. როგორც ჩანს ჩემი დის მოსაწონი კაბა ჩემს გარდერობში, არ არსებული აღმოჩნდა.
ბოლოს ნერვები მოეშალა და მის ოთახში, მის გარდერობში გადავინაცეთ.
არჩევანი თეთრ ერთიან კაბაზე შეაჩერა.
საშუალო დეკოლტით და მუხლს ზევით სიგრძის. სულ სულ სადა, რომელსაც უკან საკმაოდ ღრმად ჰქონდა ზურგი ამოღებული. კაბას დაამშვენებდა ასევე, მისი შავი მაღალქუსლიანი სანდლები, რომლების შესაკრავიც ბუნებრივი ქსოვილით იყო დამშვენებული. უფრო თასმას წააგავდ, მაგრამ არც ეგ იყო.
მისი იდეით შავი წელამდე თმა უნდა გამეშალა, რადგან თვითონ მის წაბლისფერ თმას ზემოთ იწევდა. მაკიაჟი კი ძალიან სადა, ოდნავ მუქი ტუჩსაცხით.
სავარაუდოდ რაღაც გრანდიოზული კაბა აქვს ლიზას ნაყიდი, რადგან ამ წამამდე ვერ დავაძვრევიე კრინტი, როგორია.
-დასრულდა?- ვთქვი, როდესაც კაბების შელაგება დავასრულეთ კარადაში.
-მემგონი
-წავალ თორე ჩამომეძინა
-ტკბილი ძილი პრინცეს
-შენც დიდო დედოფალო
მხატვრულად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ოთახში დავბრუნდი.
რაღაც სევდა მომაწვა და გიორგის წერილი გამახსენა გულმა.  დიდხანს ვყოყმანობდი წერილის დაწვაზე, მაგრამ ეს ერთადერთია რაც მისგან დამრჩა.
კომოდი გამოვაღე და წერილი ამოვიღე.
ისევ კითხვა დავიწყე, ისევ და ისევ ჩემი ცრემლები ასველებდა  მის ნაწერს. კიდევ ვფიქრობ, მისთვის რომც არაფერი ვყოფილიყავი, მაშინ წერილს რაღატო დაწერდა, შეეძლო ამდგარიყო და წასულიყო ასე უბრალოდ ყოველგვარი მობოდიშების გარეშე.
ისევ ვიმეორებ მის ნაწერიდან ერთერთ წინადადებას.
"შეიძლებოდა ყოფილიყო რამე ჩვენს შორის, მაგრამ ეს არ უნდა გაგრძელდეს"
თითქოს ეს სიტყვები რაღაცას მეუბნებიან, მაგრამ ისევ ყელში ამოსული ცრემლები მაწყვეტინებენ ამაზე ფიქრს.
იქნებ სულაც არ უთამაშია ჩემით, ან იქნებ თამაშში ვეღარ გაძლო... ვერ მიაღწი... ჩემთან არ გაუვიდა თაღლითობა და გადაწყვიტა წასულიყო.
ალბათ იმ საქციელით ცდილობდა  ჩემი ნდობის მოპოვებას.
ვეღარ გავუძლებ...
ვთქვი დავივიწყებ, რატომ უნდა ვღვარო მის გამო ცრემლებითქო, მაგრამ ასე დაიმედებული, რომ დამტოვა როგორ გავბედოდა და დავკარგო ის ბოლო იმედი, მისი გამოჩენისა .
ხანდახან ვვოცნებობ კიდეც... იქნებ გამოჩნდეს და მითხრას, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.
"იმედი მქონდა, რომ რამე გამოვიდოდა, მაგრამ ვცდებოდი. ჩვენს შორის დიდი კედელია აღმართული, რომლის დანგრევაც შეუძლებელია"
ისევ ვიმეორე მის მორიგ ნაწერს, რომელიც მინიშნებასავით აქვს დაწერილი.
"ჩვენ ვერთობოდით ეს იყო და ეს"
ბოლოს კი ამ წინადადებით დააგვირგვინა.
ისე თითქოს წინანდელი მინიშნებები არაფერს ნიშნავდა.
ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, გიორგის ჰქონდა მიზეზი წასვლის. ასე უბრალოდ არ დამტოვებდა, სანახავად მაინც მოვიდოდა, მაგრამ როგორც ჩანს ერჩივნა წასულიყო და დაეტოვებინა ჩემთან მისი ცუდი სახელი, ცუდ მოგონებად ვიდრე კარგი სახელი, კარგ მოგონებად.



ამ ფიქრებში გართულმა წერილთან ერთად ჩამძინებია.
კოშმარებიღა მაკლდა და ახლა ესეც დამეწყო.
ისევ უაზრობად იქცა ჩემი ცხოვრება... თავიდან თითქოს სასიკეთოდ წავიდა ყველაფერი, მაგრამ ახლა...

დილით საწოლში ჩაფლული ვიღვიძე.
წუხანდელს ვიხსენებ და ახლა უკვე წერილის ძებნას ვიწყებ.
საწოლის ქვეშ ვიხედები, იქ არ არის. ახლა ლეიბს ვწევ , მაგრამ არც იქ არის.
ოთახი დავიარე, მაგრამ არსად არის.
თავში ინსტიქტურად ხელს ვირტყამ და ვხვდები, რომ ან დედა აიღემდა ან ლიზა.
ქვემოთ ელვის სისწრაფით ჩავრბივარ, იქ არავინ არის, ახლა ლიზას ოთახში შევდივარ, საწოლი დაულაგებელია თვითონ კი არ არის.
ბოლო დედას ოთახი იყო, იქაც შევდივარ და ვხედავ დედას ლიზას და წერილს, რომელიც ლიზას უკავია . შემოხედვაზე ეტყობათ, რომ ძალიან ვეცოდები.
დედა მიახლოვდება და შუბლზე ნაზად მკოცნის.
-თვალები როგორ შეგშუპებია-მეუბნება დედა და თან თვალებზე ნაზად მისვამს ხელებს
-წაიკითხეთ?- გულ ამოვარდნილი ვამბობ და გამომცდელად ვავლებ თვალს ორივეს.
-წავიკითხეთ და ყველაფერი გავიგეთ რაშიც არის საქმე- მითხრა ლიზამ და ხელი დამიქნია, რომ მასთან მივსულიყავი.
-მისმინე... მე არ ვიცოდი, მართლა არვიცოდი თუ შენსა და გიოს შორის რამე ხდებოდა.
-ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ
-გიორგიმ ჩემსა და სანდროზე, რომ გაიგო მიხვდა, რომ შენი და მისი ურთიერთობა არ გამოვიდოდა, ამიტომ წავიდა ლონდონში.
-ანუ თქვენს გამო დაანგრია ჩვენი არც დაწყებული ურთიერთობა.
-მარი....მაპატიე
-შენ არაფერ შუაში ხარ, როგორც ჩანს ასე იყო საჭირო.
-მარ ხო იცი მე შენს ურთიერთობას არ დავანგრევდი, ეს, რომ მცოდნოდა სულ სხვა ზომებს მივმართავდი.
-ლიზა აღარ გვინდა კარგი? მორჩა! დავივიწყოთ. ეგ წერილი აღარ დამანახოთ.
განადგურებული გამოვდივარ დედას ოთახიდან და ჩემსაში ვბრუნდები.
ისევ თავიდან იწყება.
ისევ ცრემლები მახრჩობს.
მან აზრიანი სვლა გააკეთა. სწორად მოიქცა, ჭეშმარიტ ურთიერთობას გზა, რომ გაუკვალა.
მის ადგილას მეც აუცილებლად მსგავს სვლას გავაკეთებდი.
მაგრამ... ის ბრაზი და წყენა ისევ აქ მაქვს. ისევ ვიმეორებ, რატომ მაინცდამაინც ჩემს დაბადების დღეზე, რატომ არ შემხვდა, არ მომინახულა და ისე არ ამიხსნა ეს სამწუხარო ამბავი.
ახლა უკვე წარსულში დარჩება.


აბაზანაში პროცედურები მალევე მოვილიე. ჯინსი და მოკლე მაისური ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.
-აბა საუზმედ რა გვაქსვ?- მოვეხვიე მოფუსფუსე დედას, შემდეგ კი შეყვარებულ დას.
-ყველაფერია ჩემო პრინცესა.
-სალონში ვართ ოთხზე ჩაწერილები-შეგვახსენა მობილურზე მოლაპარაკე ლიზამ, რომელიც სავარაუდოდ სანდროს ესაუბრებოდა.
-ვინები ვიქნებით?
-სანდრო და მისი რამოდენიმე ძმაკაცი, ჩემი დაქალები და თქვენ.
-აჰამ, კაი ოთხამდე დრო ხომ გვაქვს, ხოდა მე ნათიას და ანრის შევხვდები.




უკვე ზაფხულისგან გახურებულ, თბილისის ქუჩას მივუყვები.
დღეს რატომღაც არ მოვისურვე მანქანით გასეირნება.
იმ საზიზღარ კლუბთან ჩავლა მომიწია, რომელშიც ადრე დავდიოდი.
სწორედ იმ ადგილას მდგარი მე და გიორგი წარმოვისახე. ეს მოაჯირი, ზუსტად ამ ადგილას ჩავეხუტეთ პირველად ერთმანეთს.
თვალწინ მიდგება მისი სახე თან, რომ შეძრწუნებულია, თან ბედნიერი.
როგორი სათნო და მიმზვიდელი იყო, არის და იქნება.
რამდენჯერ წარმომისახია, მის მკლავებში საკუთარი თავი.
თბილი მკლავები, მისი გულის ცემა, თბილი ტუჩები. მისი შეხება, რომელიც გულს რაღაც სასწაულს მართებს.

მე ვიცოდი დასაწყისი და თვით შევქმენი დასასრული.
სწორედ ასე იყო დასასრულის დასაწყისი.
დრო ხომ ადამიანს ცვლის...
დრო ხომ გრძნობებს არ ინდობს...
დრო ხომ შიშველ ხეებსაც კი არ ეშვება და ისედაც გაცვენილ ფოთლებს, თავიდან აცვენს.
დრო ხომ არ იცის დრო, ადგილის გარემოება, სიტუაცია და ა.შ.
ჩვენ ამ წუთისოფელს ზიარებულნი, ადრეულ ასაკში შეიძლება გავქრეთ და ათი წუთით დავტოვოთ ჩვენი ან ჭეშმარიტი ან ფუჭი სახელი, რომელიც შეიძლება სულ რაღაც ნახევარ საათში ფერფლად იქცეს, ხსოვნად და მოგონებად განწირული.
ახლა ვხვდები, რომ ჩემი და გიორგის ურთიერთობა მე გავაფუჭე.
დიახ... ზუსტადაც, რომ ჩემი ბრალია.
მე სურვილი არ მქონდა, ჩვენს შორის რაიმე მნიშვნელოვანი მომხდარიყო.
ის ყოველი მოქმედებით ცდილობდა ჩემთვის ესიამოვნებინა. ყოველი მოქმედებით იჩენდა ინიციატივას, მაგრამ მე... მე იგნორს ყველა მის მოქმედებას ვუკეთებდი, ამით მასაც იმედი ეკარგებოდა და არჩია ურთიერთობის ამ გვარად დასრულება.

ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე ნათიას სახლს , რომ გავცდი.
თავით გაკვირვებულმა ჩავიცინე და ნათიას სახლს დავუბრუნდი.
კარზე ნელა დავაკაკუნე და ნათიას გამოსვლას დაველოდე.
მის მაგივრად ძმა შემრჩა ხელში.
ნათია მოვიკითხე, მან კი მითხრა, რომ თავის ოთახში იყო. მეც არ დავაყოვნე და ოთახში შევაჭერი.
-მოხვედი?
-ვერ მიყურებ?
-მოდი, მოდი. ვიცი, რომ ცუდი პერიოდი გაქვს. ხო იცი, რომ გამხნევება და რამე ჩემზე უკეთ ანრის გამოსდის, მაგრამ ერთს გეტყვი გაუშვი, ღმერთს ასე გადაუწყვეტია, როგორც ჩანს უკეთესს გიმზადებს.
-ნათ... ეგეც საკმარისია. ვამბობ დავივიწყებთქო, მაგრამ საშინლად ძნელი აღმოჩნდა.
-გქონდათ რამე?
-მსგავსი არაფერი. უბრალოდ ის ჩემდამი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა, მაგრამ მე ამას არ ვუფასებდი.
-გიყვარს
-მთლად ეგრეც არ არის.
-შენი ვერ გამიგია. დღეს ისიც იქნება რესტორანში?
-ვიმედოვნებ, რომ არა, მაგრამ ის ხომ ლონდონშია
-თორე გაუძნელდებოდა ჩამოსვლა
-ხო რავი

ასეთ საუბარში გასტანა სამ საათმა.
უკვე დრო იყო სალონში მისვლის, ამიტომ დაქალს დავემშვიდობე და გზას გავუდექი, ამჯერად ტაქსით.
ოც წუთში დანიშნულების ადგილას ვიყავი. იქვე დამხვდნენ სალომეც და ლიზაც, რომლების პროცედურაც უკვე დაწყებულიყო.
ქერა გოგოს მივუჯექი და მანიკიურის გაკეთება ვსთხოვე, პარალელურად მაკიაჟს მიკეთებდნენ.
ამ ყველაფრის შემდეგ ვარცხნილობის თაობაზე მოველაპარაკე ნიკიტას, ჩემს სტილისტს და არჩევანი ჩვეულებრივ დასწორებულ თმაზე გავაკეთე.
ყველაფერს სამი საათი დასჭირდა.
გამოსაცვლელად დრო მხოლოდ ათი წუთი დაგვრჩენოდა.
ხუთი წუთი სახლში მისვლა...
ხუთი წუთი კაბების მორგება...
ჩემი დის გრანდიოზული კაბაც გამოჩნდა, გრძელი, გვერდით ჩახსნილი, ოქოსფერი ორნამენტებით. გემოვნებას ნამდვილად არ უჩივის.
რესტორანში მალევე მივედით.
აფორიაქებულმა გავაღე მანქანის კარი და გადავედი. მოლოდინი მაქვს, რომ იქ იქნება, მაგრამ ამავდროულად იმედებგადაწურული ვარ. დედას ხელი ჩავჭიდე და რესტორანში შევაბიჯეთ.
გული გამალებით მიძგერდა.
დავინახე ფეხზე წამომდგარი ოთხი ახოვანი მამაკაცი. ოთხივე ნავარჯიშები ტანითა და საკმაოდ სიმპატიურები, რომელთაგან არცერთი იყო გიორგი.
მე კი იმედი მქონდა აქ ნახვის.
ამის გამო კიდევ ერთხელ გამოვლანძღე საკუთარი თავი და ახლა სანდროს გარეგნობაზე, საუბრის მანერაზე გადავიტანე ყურადღება.
თითოეულ მომენტს ვაკვირდები და ვხვდები, რომ ორიგინალურია ეს ბიჭი, უნაკლო და ზუსტადაც ჩემი დის შესაფერისი.
საღამო მოკრძალებული იქნებოდა მეგონა, უფრო სერიოზული, მაგრამ აქ მყოფი ადამიანები, ძალიან მხიარულები აღმოჩნდნენ.
ერთადერთი რამაც დამაეჭვა ეს სანდროს მშობლები იყო. საღამო გაცნობის მიზნით შედგა, სანდროს მშობლები კი აქ არ იმყოფებოდნენ.
მეც ცნობისმოყვარეობამ მძლია და სანდროსთან კითხვით შემოვიფარგლე.
-სანდრო, მშობლები სად გყავს?
-ისინი დროებით მოსკოვში არიან, მნიშვნელოვან საქმეზე.
-გასაგებია
-ერთი წუთით შეიძლება?- მეძახის მომსახურე პერსონალი, რომელმაც ძალიან დიდი გაოცება გამოიწვი.
დაეჭვებულმა წამოვდექი და ახალგაზრდა ბიჭს გავყევი.
მან გარეთ, რესტორნის უკან გამიყვანა და მთხოვა, რომ დამეცადა.
გაქრა თუ არა ბიჭი ჰორიზონტიდა, დავინახე მომავალი გიორგი.
ჩემსკენ მოიწევდა... აქეთ მოდიოდა.
თავზე შავი ქუდი ეხურა, სულ შავებში იყო.
ეს ყველაფერი ძალიან არეულია...
მეგონა ლონდონში იყო, ეს კი აქ მეცხადება.
გულს ელდა ეცა.
ფეხები მომეკვეთა, წამით მიწიდან მოწყვეტა ვიგრძენი, მაგრამ თავი შევიკავე. ცივმა ქარმა დაჰკრა, თითქოს ბუნებამაც იგრძნო ჩემი შინაგანი მდგომარეობა. სუნთქვა შემეკრა და ცრემლები ისევ და ისევ კისერში მომაწვა. ისევ და ისევ გამახსენდა დაბადების დღის გრანდიოზული საჩუქარი.

მომიახლოვდა... არ მეხებოდა, უბრალოდ ჩემს წინ იდგა და მიყურებდა. თვალები ამღვრეოდა. ხელებზე ძარღვები დასჭიმოდა. მომენტებში ღიმილიც ეპარებოდა. საუბარი საბედნიეროდ მან დაიწყო. ენა ჩავარდნილმა ვერც კი გავბედე ხმის ამოღება.
-მომენატრე-ისეთი თვითკმაყოფილი სახე ქონდა თოთქოს ორი დღის წინ არც არაფერი მომხდარა. თავის გაკონტროლება საშინლად მიჭირს, მიჭირს ამ ყველაფრის თქმა რაც აქ მაქვს, გულში. მიჭირს ვთქვა, რომ ეს დღეები ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო.
-რას ამბობ, საღადაოდ მიიცალე? გიორგი... გულს მტკენ, უბრალოდ შეწყალების უნარი იქონიე... შენ, რომ უძლებ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც გავუძლებ... როგორ არ გესმის...-მთელმა გრძნობებმა დაიწყეს თავისით სვლა. ტკივილი გადმოვაფრქვიე, ის ტკივილი, რომელიც მან იძულებით დამიტოვა. საუბარი უკვე ყვირილში გადაიზარდა, თითქოს ამით შვება ვიგრძენი, მაგრამ ისევ რაღაც მაწუხებდა, ისევ რაღაც მიჭერდა ყელში, საცაა დავიხრჩობოდი, რომ არა გიორგი... არვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ წამში დაეწაფა ჩემს ათრთოლებულ ბაგრებს და მთელი ვნებით იწყო მათი კოცნა. ორივე ხელები სახეზე მოებჯინა და კედელზე აკრულმა ვერც კი გავბედე შეწინააღმდეგება. ტემბრში, მთელი სიჩქარით აკეთებდა ამას. ვერც კი გავიაზრე რა ხდებოდა, გულმა წამში ასჯერ იწყო ფეთქვა. სუნთქვა შემეკრა და წამით მისი ტუჩების გემოც ვიგრძენი.
დაღლილმა სწრაფად მოვიცილე სხეული და სწრაფადვე სუნთქვა დავიწყე. ახლა მართლაც შვება ვიგრძენი. ყველაფერი გაქრა ირგვლი , მხოლოდ ეს წამი, ეს კოცნა, ეს დაუმორჩილებელი ხეპრე და მე, რომელიც ადგილს ვერ ვპოულობდი.
ვუყურებ მას და მის ეშმაკურ ღიმილს, რომელიც ყოველთვის თან აქვს. ამაყად დგას და ამაყად მიყურებს, მე კი ვარ ისევ კედელზე მიკრული სუნთქვა გახშირებული და გულამოვარდნილი.
-ახლა შემიძლია ყველაფერი აგიხსნა
-არ არის საჭირო, ყველაფერს ნათელი მოეფინა
-როგორ
-დებილად გამიცანი?
-არა, რა თქმა უნდა
-მხოლოდ ის მითხარი რატომ მაინც და მაინც ჩემს დაბადების დღეზე
-მაგ დღეს მაიძულა
-ვინ გაიძულა
-სანდრომ
-მოიცა ანუ... გაიძულა მან, რომ ეს ყველაფერი ჩემს დაბადების დღეზე გაგეკეთებინა?
-ხო, რაც უფრო მალე მით უკეთესიაო
-ნაგავი
-ასე ნუ ამბობ, მეც შემეძლო შეწინააღმდეგება, მაგრამ ეს არ გავაკეთე
-ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს ტკივილი მაინც ერთნაირად მოვა
-დამიჯერე, ბევრი ვიფიქრე, გამოსავალი ვერსაიდან გამოვნახე.
დამწუხრებით წარმოთქვა, მომიახლოვდა და თმაზე ფერება დამიწყო.
როგორ გავბედო ისევ ამ სიამოვნების მიღება.
მკლავზე ხელი ჩამომისვა და თავზე ნაზად მაკოცა, ჟრუანტელმა დამიარა... თავს ვიკავებდი, რომ არ ჩავხუტებოდ...
ისევ მის სხეულს ვგრძნობდი, ისევ მის უთბილეს სხეულს, გულს, რომელიც ასე გამალებით უძგერდა.
-დაბადების დღეს გილოცავ, ვიცი გვიანია, მაგრამ დამერწუნე ეს ჩემთვისაც მძიმეა... შენი ნახვაც არ შემეძლო... ვიცი, რომ წასვლას ვეღარ შევძლებ, მაგრამ თავს უნდა ვაიძულო შენი დავიწყება. რაც უფრო შორს მით უკეთესი .
-გიო... ეს შეუძლებელია
-არაფერია შეუძლებელი, მარი მე წავალ დაგივიწყებ... შენ აქ დარჩები და დამივიწყენ... ახალი ცხოვრება უნდა დაიწყო, ორ თვეში სკოლა დაგეწყება, გამოცდები გექნება. მხოლოდ ის უნდა ვიცოდე, რომ კარგად იქნები, ბედნიერი იქნები.
-უშენოდ არაფერი იქნება
-უჩემოდ ყველაფერი კარგად იქნებ. პირობა მომეცი... დამპირდი, რომ დამივიწყებ, ჩემზე აღარ იფიქრებ. ახალ ცხოვრებას, უჩემოდ დაიწყებ.
-ამას ვერ შევძლებ
-შეძლებ მარი, აუცილებლად შეძლებ... თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, თუ რაღაც გრძნობა ჩემთანაც გაკავშირებს, გთხოვ... დამივიწყე, გამიშვი...
-არ შემიძლია, ცუდად ვარ გემის მაინც... ჩემს გვერდით, რომ არ  ხარ ეს უბრალოდ ჯოჯოხეთია... ვცდილობ გავიღიმო, ვიყო ბედნიერი, მაგრამ არ გამომდის... გიო...
-მარი... დამპირდი...
-არ... არშემიძლია...

ვუყურებდი... მას ვუყურებდი, თვალები ცრემლებით ავსებოდა... ასეთს პირველად ვხედავ.
შიგნიდან სული მერთმევა, სულს ვკარგავ, გულს მაგლეჯს თითოეული მისი სიტყვა.
აღარ არის ის იმედი, ის მონატრების გრძნობა....ახლა....ახლა სიძულვილია ყველას მიმართ. ახლა ბოღმაა ყველას მიმართ. ტკივილს ვუშვებ და ამაყად ვდგები.
მკლავიდან გიორგის ხელებს ვიშორე და მის მაგივრად განვაგრძობ საუბარს.
-კარგი, აქ ვასრულებთ ყველაფერს... შენ შენთვის მე ჩემთვის, ჩვენს შორის ამიერიდან ბალანსი იქნება, მაგრამ არაა ისეთი როგორც ადრე იყო. ახლა ჩვენ ნათესავები ვართ. მე შენი რძლის და შენ ჩემი სიძის ძმა. ჩვენ ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვრებთ.
-მხოლოდ ამის გაგონება მინდოდა. გაიღიმე და ბედნიერი იყავი, ჩემს ადგილს აუცილებლად ვიღაც დაიკავებს.
-შენს ადგილს ვერავინ დაიკავებს
-შენ ჩემი სული და გული ხარ მარ
აკანკალებული ხმით წარმოთქვა და მომეხვია. შიგნიდან სული უტირის. შიგნიდან იწვის, ამაში დარწმუნებული ვარ. გაყინულმა ხელები მის თბილ სხეულს მოვხვიე და წამიერი სიმშვიდით დავტკბი.
-კარგი... ჩემი წასვლის დროა, ხვალ მივფრინავ... გახსოვდეს, რომ ყოველთვის გულში მეყოლები
-ყოველთვის გულში მეყოლები, მაგრამ ვიქნები ბედნიერი, შენი ბედნიერებით
-მომენატრები
-უსასრულოდ
და...
აქ გაიყო ჩვენი გზები.
წავიდა და წაიღო ჩემი სული.
დაფლეთილი გული არ მთელდებოდა... ღმერთო გამიმთელე ეს საწყალი, ნაწამები ჩემი გული, რომლითაც ვვარსებობ.
თავს არ დავკარგავ...
ბედნიერი ვიქნები...
გავიღიმებ...
მის გამო...მისი ბედნიერებისთვის, მხოლოდ მისთვის.


რესტორანში ვბრუნდები, ადგილს ვიკავებ და მაგიდას თვალს ვავლებ.
ყველას თავი მოეყარა.
დედამ ხელზე მიჩქმიტა იმის ნიშნად თუ რა ხდებოდა. მე კი პასუხად  თავი გავაქნიე.




***

იმ ყველაფრის შემდეგ ერთი წელი გავიდა.
ყველაფერი სწრაფად მოხდა.
მეთორმეტე კლსი მშვენივრად დავასრულე. ბევრი ვიწამე, რეპეტიტორები და სკოლის დამატებითი პროექტები. ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი დასამახსოვრებელია.
ბანკეტიც მქონდა... წითელი ერთიანი კაბა მეცვა, ღრმა დეკოლტითა და გვერძე ჩახსნილი. ჩვეულებრივ კარგი იყო ეს ერთი წელი. ბევრჯერ ვიხსენებდი ჩემს გიოს, მხოლოდ კარგ მოგონებად.
სრულწლოვანი ვარ, ოთხი დღის წინ თვრამეტის გავხდი. გრანდიოზული საღამო მომიწყო დედამ, ისეთი არავის, არასდროს, რომ არ ჰქონიათ.
საკუთარ თავს ისევ დავუბრუნდი, გაიარა საშინელმა პერიოდმაც და ისევ კარგმა დღეებმა დაიკავეს კუთვნილი ადგილი.
ჩემი უკვე დამოუკიდებელი ცხოვრება დედამ დააგვირგვინა და დიდი ორ სართულიანი სახლი მაჩუქა, ულამაზესი ევრო რემონტით.
უნივერსიტეტის პირველი წელი გადავწყვიტეთ მე და ნათიამ, ერთად ერთ ჭერქვეშ გაგვეტარებია.
ამიტომაც ჩემს ახალ სახლში გადმოსახლდა.
ჩემს დას ჯერ არ უქორწინია, მაგრამ ეს დღეც  სულ მალე დადგება. ამჯერად ინგლისში, დამატებით სწავლობს, ის ცოდნა რაც აქ მიიღო საკმარისი არ აღმოჩნდა და ცოდნის ასამაღლებლად ინგლისში გაემგზავრა, საქმროსთან ერთად. დედას ცხოვრებაშიც სიახლეა, გასაგიჟებელი სიახლე, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ  სალომე და დემეტრე, დედაჩემი და მამაჩემი შერიგდნენ. შეიძლება ახლო მომავალში არა, მაგრამ ხელს აუცილებლად მოაწერენ.
რაც შეეხება ანრის, გაემგზავრა ამერიკაში, ლოს-ანჯელესში, სწავლა იქ განაგრძო, ყველაზე მეტად გაუჭირდა ჩვენი დატოვება, ჩემი და ნათიას, მაგრამ ამად ღირს.
ბიზნესს შევისწავლი, ეს ოცნება იყო ჩემი. ანალოგიურად ნათიაც.

ჯერჯერობით სახლში ვართ, ახალ სახლში. ორი თვე ისევ წინ გვაქვს.
სატანჯველად ვემზადებით, გადმოცემით ვიცით, რომ უნივერსიტეტი საშინელებაა, ყველაა ადამიანური თვისება ქრება და ტანჯვაში ატარებ მთელ ოთხ წელს. ამიტომ სულიერად ვემზადებით აქედანვე.
ამ ზაფხულს გადავწყვიტეთ არსად წასვლა. პირველ აგვისტოს და მითხოვდება, ამიტომ ვაპირებთ კაბების შერჩევა აქედანვე დავიწყოთ.


დილა იწყება სენდვიჩებით...
შხაპით...
მერე გარეთ გავდივართ, დავბოდიალებთ, მერე სახლში ვბრუნდებით და თავისუფალ დროს იდიოტურ თამაშებს ხანაც ფილმის ყურებაში ვატარებთ.
დედაჩემთანაც დავდივართ, პაქტიურად უსაქმურად ვართ ყოველდღე.
ეზოში აუზია, დიდი აუზია, ხშირად განტვირთვას ვაკეთებთ და სხეულს წყალს ვანდობთ, მიუხედავად იმისა, რომ ცურვა და რამე არ გვიყვარს.
ახლა სწორედ აუზში ვართ და ვნებივრობთ.
აუზის შემდეგ მანქანით გასეირნებას ვაპირებთ, აი იმ მანქანით, რომელიც მამამ მაჩუქა, შავი ბრაბუსია, ნატვრა მქონდა, რომ ეს მანქანა ჩემი გამხდარიყო.



ჩემო საყვარლებო :)) გელოდებით ბევრი კრიტიკით და ბევრი კარგი შეფასებით <3.
ვეცადე შეცდომები გამომესწორებინა არვიცი რამდენად გამომივიდა, მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონებათ :)). ბოლოსკენ ერთი წლით გადავახტი და მოვლენები ისევ დავაჩქარე, რადგან მალე მინდა მარიამის სასიყვარულო ურთიერთობაზე გიამბოთ. :))) <3



№1 სტუმარი nini

umagresia male dadee veli shemdeg tavs

 


№2 სტუმარი ჟელიბონი

ძალიან კარგია ასე გააგრძელე მომწონს<33 ველი შემდეგს ^^

 


№3 სტუმარი Mariami

Zalian kargia .❤❤ au imedia mariams da gioris ar daashorob

 


№4  offline წევრი მმარიტა

nini
umagresia male dadee veli shemdeg tavs

Madlobaaa❤

Mariami
Zalian kargia .❤❤ au imedia mariams da gioris ar daashorob

Madloba❤❤ mouwevt

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთი

მე ძალიან მომწონს ეს ისტორია და შენ. კარგი თხრობის სტილი გაქვს, საინტერესოდ მოგაქვს მკითხველამდე. ძალიან დამწყდა გული გიოსთან რომ არაფერი გამოვიდა, მაგრამ ამ ბიჭმა ხომ დიდი როლი ითამაშა მის შეცვლაში. ველი ახალ თავს მოუთმენლად

 


№6  offline წევრი მმარიტა

სტუმარი ქეთი
მე ძალიან მომწონს ეს ისტორია და შენ. კარგი თხრობის სტილი გაქვს, საინტერესოდ მოგაქვს მკითხველამდე. ძალიან დამწყდა გული გიოსთან რომ არაფერი გამოვიდა, მაგრამ ამ ბიჭმა ხომ დიდი როლი ითამაშა მის შეცვლაში. ველი ახალ თავს მოუთმენლად

Madloba chemo sayvarelo❤❤

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მიხარია რომ შეცდომები გამოასწორე♥♥, ეს თავი წინასთან შედარებიატ აშკარად განსხვავებული , დახვეწილი და კარგი ♥♥ თუმცა მუშაობა და უფრო მეტად დახვეწა მაინც სჭორდება და ამას დროთა განმავლობაში გამოასწორებ♥♥
რაც შეეხება გიორგის გული დამწყდა, ვიფიქრებდი რაიმე რომ მოემოქმედებინა მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში უძლურია
თუმცა დიდი იმედები მაქვს რომ უკეთესი გამოჩნდება..
კარგად წერ და ველოდები მომდევნო თავს
ვნახოთ რაიქნება ♥♥♥
წარმატებები♥

 


№8  offline წევრი მმარიტა

ტკბილიწიწაკა
მიხარია რომ შეცდომები გამოასწორე♥♥, ეს თავი წინასთან შედარებიატ აშკარად განსხვავებული , დახვეწილი და კარგი ♥♥ თუმცა მუშაობა და უფრო მეტად დახვეწა მაინც სჭორდება და ამას დროთა განმავლობაში გამოასწორებ♥♥
რაც შეეხება გიორგის გული დამწყდა, ვიფიქრებდი რაიმე რომ მოემოქმედებინა მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში უძლურია
თუმცა დიდი იმედები მაქვს რომ უკეთესი გამოჩნდება..
კარგად წერ და ველოდები მომდევნო თავს
ვნახოთ რაიქნება ♥♥♥
წარმატებები♥

Madloba tkbilooo❤❤❤ aucileblad gamochndeba uketesi

 


№9 სტუმარი სტუმარი კატო

აუუუუუ რატომ გააააკეთე ასე რატომ დაააშორე ერთმანეთს გიო და მარი გთხოვ მ მხოლოდ მაგათი ურთიერთობა მაინტერესებს დაააბრუნე რაააააა გიოოოოოოოოო ძალიან მაგარი წყვილია ერთად გთხოოოოვ ძალიან გთხოვ :( რამდენი ვიტირე შენ აზრზეც ვერ მოხვალ :(

 


№10  offline მოდერი ენემი

რა? რა სიეგოისტეა სანდროს მხრიდან, არ მინდა ცალ ცალკე ერთად მინდა მარიამი და გიო ფლიიზ grimacing

 


№11  offline წევრი მმარიტა

სტუმარი კატო
აუუუუუ რატომ გააააკეთე ასე რატომ დაააშორე ერთმანეთს გიო და მარი გთხოვ მ მხოლოდ მაგათი ურთიერთობა მაინტერესებს დაააბრუნე რაააააა გიოოოოოოოოო ძალიან მაგარი წყვილია ერთად გთხოოოოვ ძალიან გთხოვ :( რამდენი ვიტირე შენ აზრზეც ვერ მოხვალ :(

Vaimeee ???? dzaan gamaxare ,magram ver gamova eg saqme

ენემი
რა? რა სიეგოისტეა სანდროს მხრიდან, არ მინდა ცალ ცალკე ერთად მინდა მარიამი და გიო ფლიიზ grimacing

xo, magram ar awyobs mariams eg

 


№12 სტუმარი მარი. ელ❤

ოო როგორ მინდოდა მარიამი და გიო ერთაად ვერ წარმოიდგეენ გიომ ხო უკეთესობისკენ შეცვალა მარიი გული ძალიან მწყდებაა არვიცი სხვას როგორ შევეგუებიი:( თუმცა თან იმედი მაქვს რო გიოზე არანაკლებს გამოუჩეენ:)❤❤❤

 


№13 სტუმარი mariami

auuu rodis gaagrdzeleb moutmenlad gelodebiiii

 


№14  offline წევრი მმარიტა

მარი. ელ❤
ოო როგორ მინდოდა მარიამი და გიო ერთაად ვერ წარმოიდგეენ გიომ ხო უკეთესობისკენ შეცვალა მარიი გული ძალიან მწყდებაა არვიცი სხვას როგორ შევეგუებიი:( თუმცა თან იმედი მაქვს რო გიოზე არანაკლებს გამოუჩეენ:)❤❤❤

უკეთესი გამოჩნდება ❤❤

mariami
auuu rodis gaagrdzeleb moutmenlad gelodebiiii

დააგვიანდება :((

 


№15 სტუმარი სტუმარი კატო

აუ როდის დადებ ძალიამ მომენატრა ეს მოთხრობა და უკვე რამდენი ხაია ველოდები მალე დადებ რომ ვიცოდე დღეს მოახერხებ თუ ვერა თუ მოახერხებ დაგელოდები რომ ვიცოდე წინასწარ ვეღარ ვითმენ ისე მაინტერეესებს რა მოხდებააააა

წანისწარ მადლობააააა უძალიანესად დიდიიიიიიიიიიიიი

 


№16  offline წევრი მმარიტა

სტუმარი კატო
აუ როდის დადებ ძალიამ მომენატრა ეს მოთხრობა და უკვე რამდენი ხაია ველოდები მალე დადებ რომ ვიცოდე დღეს მოახერხებ თუ ვერა თუ მოახერხებ დაგელოდები რომ ვიცოდე წინასწარ ვეღარ ვითმენ ისე მაინტერეესებს რა მოხდებააააა

წანისწარ მადლობააააა უძალიანესად დიდიიიიიიიიიიიიი

ვაიმე ძალიან მიხარია, რომ ასე ძალიან მოგწონს, მაგრამ სკოლის გამო ვერ ვახერხებ წერასს❤❤❤ გპირდები აუცილებლად დავდებ დღეს თუარა ხვალ❤❤❤

 


№17  offline წევრი khatia khatia

კაი ძაანნ კაი აუუუ თაან ცუდია ნუუუ მოთხრობა არა გიო რო წავიდა ეგგგ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent