შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი ვახშამი (დასასრული)


16-01-2018, 00:56
ავტორი cool baby
ნანახია 1 425

XIV თავი
გადაწყდა. ძიძასთან დასალაპარაკებლად მე მივდივარ.
ცხელა. კოჯრის ნიავის შემდეგ თბილისის სადარბაზოც კი აბანოდ მეჩვენება. თურმე, ვიღაც დარეხვილი ფრანგი ბოთლებში გამომწყვდეულ მეოცე საუკუნის ჰაერს ყიდის. თან რეკლამას უკეთებს : ამ ჰაერს სუნთქავდა ჩარლი ჩაპლინი , შარლ დე გოლი, პაბლო პიკასო და მეოცე საუკუნის სხვა გამოჩენილი ტვინები. ყველაზე საინტერესოა, რომ იყიდება! მაშინ რატომ არის ფრანგი დარეხვილი ? ფრანგი ბიზნესს აკეთებს . თუ ვინმეა დარეხვილი, პირველ რიგში, მე . სად მივდივარ, ვისთან ...
ზარს ვრეკავ .
- ვინ არის ? - კარს მიღმა ქალის სასიამოვნო ხმა ისმის.
- ქალბატონი ნანა მინდოდა...
თვითონაც თუ ისეთივე სასიამოვნო ადამიანოა, როგორიც ხმა აქვს , გამიმართლა და ეგ არის.
მართლაც, კარს სანდომიანი მანდილოსანი მიღებს . ასე ორმოცდაათი წლის. ცოტა ძველმოდურად აცვია, - საკინძესთან გაბანტული შავზოლიანი კოსტიუმი და მრგვალცხვირიანი ფეხსაცმელი. ხელზე ბეჭდები აუსხამს, თუ არ ვცდები , საკმაოდ ძვირფასი.
- ძიძის აყვანის თაობაზე ვარ . - დასაწყისისთვის ვიტყუები, პირდაპირ ხომ არ ვაჯახებ ვიზიტის მიზანს ?
- მობრძანდით , მაგრამ მგონი დაგაგვიანდათ. უკვე მივიღე შეთავაზება.
იმედგაცრუებულ გამომეტყველებას ვიღებ და ბინაში შევდივარ. აქაურობას ჯერ კიდევ ატყვია ყოფილი დიდების კვალი - ბროლის ჭაღი , სამფრთიანი გორკა , ხავერდის ბურთულებიანი ფარდები , შანდლიანი პიანინო...
- დავილაპარაკოთ . იქნებ მე უკეთეს ვარიანტს გთავაზობთ.?
- ვნახოთ , - ქალბატონი ნანა ინტერესით მათვალიერებს.
ჩემი სოციალური სტატუსის გამორკვევას ცდილობს . ცდებით, ქალბატონო , დღეს სამოსით ვერავის შაფასებ. მილიონერსაც შეიძლება ეცვას ჩემნაირი ჯინსი და უბრალო მაისური ბრალიანი ბირკით. სამკაულებიც მაქვს, მაგრამ თქვენსავით სახლში არ მიკეთია. არც შინ, არც გარეთ.
სკამზე დაჯდომისთანავე ვხვდები, - არ მაქვს თვალთმაქცობის თავი . ისეთი დაცლილი ვარ , სული რომ შემიბერონ , ბაბუაწვერასავით ავიწევი ჰაერში.
- რა ასაკის არის თქვენი პატარა ? - გულიბრყვილოთ მეკითხება.
- ქალბატონო ნანა, ერთი თხოვნა მაქვს...
- დიახ.
- რაღაც მინდა გითხრათ და არ შემაწყვეტინოთ კარგი ?
- კარგი.
- თუ რამეა, მერე მკითხეთ.
ქალბატონი ნანა შეტყუპებულ ხელებს კალთაში იწტობს და აღარ მიღიმის სანდომიანი ღიილით . ის დაძაბულია . მის ადგილას მე უარესი დამემართებოდა.
- მე არ ვეძებ ძიძას... მე მკვლელს ვეძებ. ნუ გეშინიათ, ქალბატონო ნანა, თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ სიმართლის დადგენა მინდა . სულ რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ და წავალ.
- არ მეშინია. მე ისეთი ძვირფასი ქმარი დავკარგე, სიკვდილისაც კი არ მეშინია. უბრალოდ, მაინტერესებს, რატომ მაკადრეთ ტყუილი?
- წკრიალაშვილების გვარი რომ მეხსენებინა ვეჭვობ კარი გაგეღოთ.
ქალბატონი ნანა გაგებით აკანტურებს თავს . მგონი მართებული სვლა გავაკეთე.
- ალბათ გსმენიათ წყნეთში დატრიალებული ტრაგედიის ამბავი, იქ ექვსი კაცი მოწამლეს , მათ შორის, ჩემი კლასელები...
- იათამზე მდივანი ხართ ? - მაწყვეტინებს ქალბატონი ნანა.
- საიდან მიხვდით?
- გახსენებდნენ ხოლმე...
- ვინ ?
- დები - ირა და ჯუნა.
- როგორ... რა კონტექსტში? - მოულოდნელად ავწრიალდი.
- არცთუ სასიამოვნო.
- ჩემგან რაღა უნდოდათ ?
- თქვენ ასოცირებული იყავით სოფო კანკავასთან . და რაც უფრო ცუდს ლაპარაკობდნენ მით უფრო კარგი წარმოდგენა შემექმნა თქვენზე.
უსიტყვოდ ვიფერებ და დაკითხვის ეშხში შევდივარ.
ქალბატონო ნანა, რატომ დაგითხოვეს წკრიალაშვილებმა, სხვათა შორის, ირას დედამ ძალიან გაქოთ.
- პრინციპში არ იყვნენ უკმაყოფილოები. იცით, რას ვფიქრობ ... მათ არ სჭირდებოდათ ოჯახური კონფლიქტის მოწმე.
- ვის, მერაბს და ირას?
- არა, მერაბს იშვიათად ვნახულობდი. როცა ის შინ ბრუნდებოდა , მე უკვე წამოსული ვიყავი . ოჯახური კონფლიქტის შესახებ დებიდან ვიცოდი, ყოველთვის ვერ ითვალისწინებდნენ ჩემს არსებობას, დააყრანტალებდნენ რაღაცას და მერეღა ბრაზდებოდნენ. - განსაკუთრებით ირა : , „ნანა, გამეგზავნე მაღაზიაში“... - ნანამ ირა გამოაჯავრა და გაბრაზებულმა შეისწორა საკინძე . - კოჯორში ცოტა ამოვისუნთქე , ირა თბილისში დარჩა და აქედან გამომდინარე , ჯუნაც ჩაშოშმინდა. არვ ვაპირებდი მათი ბინძური თეთრეულის გამომძევრებას , მაგრამ ჯერ ერთი, ნაწყენი ვარ ირაზე - ნამდვილად არ ვიმსახურებდი ასეთ მოქცევას ; მეორეც , აქ ისეთი ამბავია - ადამიანები დაიხოცნენ. ასე რომ, არ მოგერიდოთ, როგორც შემიძლია , დაგეხმარებით.
- გმადლობთ. მაშინ გადავდივარ საქმის არსზე: მე მაინტერესებს ირას გაბრაზების ხარისხი. შესაძლებელია მას სოფო მოეკლა ?
- არ ვიცი, მაგრამ ჯუნა რომ მერაბს ემუქრებოდა, ჩემი ყურით მაქვს გაგონილი.
- როგორ? - სმენა დავძაბე. ეტყობა, ისეთი სახე მაქვს , რომ ქალბატონმა ნანამ საჭიროდ ჩათვალა ცივი წყალი გადაასხას.
- ნუ მიიღებთ სერიოზულად , იათამზე... ადამიანმა გაბრაზებულ გულზე შეიძლება ისეთი სისულელე დააბერტყოს , ერე თვითონაც გაუკვირდეს. ის, რომ მერაბს საყვარელი ჰყავდა, არათუ ირამ და ჯუნამ , ოჯახის ყველა წევრმა იცოდა . ზაირას და გიორგუნას გარდა. ზაირა ცალკე ცხოვრობს და შვილიშვილების გაზრდით დიდად არ იწუხებს თავს . ერთხელ, ასეთ სცენას შევესწარი : ჯუნა მერაბს თელეფონით ელაპარაკებოდა , უფრო სწორად უკიოდა: „ჩემმა დამ რომ თავს რამე აუტეხოს , იცოდე, არ გაცოცხლებ , სამსახურშიც გაგიფუჭებ საქმეს , მამობასაც ჩამოვართმევინებო“...
- შეგიძლიათ მკვლელობის დღე გაიხსენოთ?
- შმიძლია, რადგან სწორედ იმ საღამოს დამითხოვეს.
ღამის ცხრა საათი იქნებოდა , შეიძლება მეტიც... დები აღელვებულები დაბრუნდნენ თბილისიდან და ოთახში შეიკეტნენ. როგორც მივხვდი, მერაბის მოსვლასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. გიორგუნას კუჭი ჰქონდა აშლილი და ირას რჩევა ვკითხე. ისე გამოვიდა წყობიდან, სულ ცოფები ყარა... არც მე დავრჩი ვალში, მკვახედ ვუპასუხე. ეცა ტელეფონს და ტაქსი გამოიძახა , მერე გამომმიტანა დარჩენილი ჰონორარი - სულ კარგად მეყოლეო, მითხრა და გამომისტუმრა.
- ბეჭდის მოპარვა ხომ არ დაგაბრალათ ?
- რა ბეჭედი, რას ამბობთ ? - ნანა თავის ბეჭდიან თითებს დააცქერდა- რაში მჭირდება სხვისი ბეჭდები , ჩემებიც ოხრად მრჩება, ვინ გითხრათ?
- ირამ.
- ოიგონა. იმაზე უნამუსო ყოფილა , ვიდრე წარმომედგინა.
- შეიძლება ქმრის დასაშოშმინებლად მოიგონა , რაღაცით ხომ უნდა გაემართლებინა ძიძის დათხოვდა.
- ლოგიკურია, - მეთანხმება ნანა, - მძიმე ქალია ირა, ნამდვილი ფსიქოპათი . გაგონია, ქმრის ყოველ წუთში შემოწმება? მობილურშიც კი ძვრებოდა- ვინ მიწერა, რა მიწერა, რატომ მიწერა, რომელ საათზე... ამოუყვანა ყელში და იმანაც საყვარელი გაიჩინა.
- ჩემზე რას ჭორაობდნენ ?
- უჰ, ნუ მეტყვით! მაჭანკალიო, ქვეშქვეშაო... სუსიკოზე კიდევ უარესებს ამბობდნენ , სოფო კანკავაზე ხომ საერთოდ, - ბოროტების სიმბოლო , აღვირახსნილობის განსახიერება, ოჯახის დამანგრეველი...
ორმაგად დაეჭვებული გამოვდივარ ქალბატონი ნანას სახლიდან , სადარბაზოსთან მდგარი კლაუსის და ლალიკოს დანახვაზე ეჭვი მიათმაგდება. სერგოს მანქანა არ ჩანს.
- სერგო სად არის ? - გაფაციცებული ვეკითხები.
- სასწრაფოდ გამოიძახეს, - ლალიკო იშმუშნება და მზერას მარიდებს.
- სად ?
- კოჯორში.
- რა ხდება კოჯორში, მითხარი, ჩქარა!
- ზაირა დეიდა გარდაიცვალა . მოულოდნელად , შენი წასვლიდან სულ რამდენიმე წუთში.
ზაირა გარდაიცვალაო... მოულოდნელად... ჩემი წასვლიდან... სტოპ!
ვცდილობ, მეხსიერებაში აღვიდგინო ეპიზოდი - ზაირა სახლში შედის ფაფის გასაცხელებლად , მე მის ადგილზე ვჯდები და წამოსვლის წინ მისთვის განკუთვნილ ყავას ვსვამ . ჩემთვის განკუთვნილი ყავა კი , სავარაუდოდ მან მიირთვა. ვინ მოადუღა ყავა? ნუცამ.
ნუცა!
ნუცას ჩემი მოკვლა უნდოდა და შემთხვევით ბებიამისი შემოაკვდა . ეს მან მოკლა ჩემი მეგობრები! ღმერთო ჩემო , ნუცა... ექსპერტიზით დადგინდა, რომ სუსიკოს დამზადებული კოქტეილი „სისხლიანი მერი“ შეიცავდა მედიკამენტს, რომლის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს წნევის დაცემას და გულის გაჩერებას. ფაქიზი ფსიქიკის, ემოციური მოზარდის ტვინში შურისძიების გეგმა მომწიფდა:
კითხვა: ვის აქვს ამ ოჯახში წნევა ?
პასუხი: ჯუნას.
კითხვა : ნუცას შეეძლო წამლების მოპარვა?
პასუხი: თავისუფლად შეეძლო.
კითხვა : ვინ ლაპარაკობდა საზიზღრობებს ლევანის კლასელებზე ?
პასუხი: ნუცას დედა და დეიდა - ირა და ჯუნა .
კითხვა: ვინ აპირებდა ნუცასთვის მამის წართმევას?
პასუხი: სოფო კანკავა.
კითხვა: ვინ „უწყობდა“ ხელს სოფოს?
პასუხი: ბავშვობის მეგობრები - მე , სუსიკო, ლადო, გიგუტა...
ჩვენ , ყველანი უნდა დავსჯილიყავით, თანაც ისე, ეჭვი არავის აეღო ნუცაზე ან მისი ოჯახის წევრებზე.ხომ იწამლებიან ადამიანები სასმელით, სოკოთი, დაკონსერვებული პროდუქტებით ? წყნეთის აგარაკზე ნუცას გამოჩენა სუსიკოს არ გაუკვირდებოდა . სოფოს გამო შეიძლება არ გახარებოდა , მაგრამ მერაბის ქალიშვილს შინიდან ვერ გაისტუმრებდა, მით უმეტეს, მოგვიანებით მერაბსაც ელოდა. ნუცას თავისუფლად შეეძლო წინასწარ დაფხვნილი აბები კოქტეილში ჩაეყარა. მერე კი მოსვლია ისტერიკა, მაგრამ ვის აინტერესებს, რა იყო მერე !
- რაო, რა თქვა ძიძამ ? - ლალიკოს ხმა რეალობაში მაბრუნებს.
ლალიკოს მზერით ვაჩერებ და აიორს ვურეკავ.
- ისევ კოჯორში ხარ ?
- ჰო.
- მერე?
- რა მერე... ოჯახის წევრები გვამის გაკვეთაზე უარს გვეუბნებიან . მერაბი ამბობს, ჩემი სიდედრი გულით ავადმყოფი ქალი იყო გაკვეთის საჭიროებას ვერ ვხედავო.
- ირა რას ამბობს?
- ირა შვილს ადგას თავზე, ნუცას ნერვული სტრესი აქვს და გაარიდეს აქაურობას . მთელი ამ უბედურების ფონზე ჯუნა გამოტყვრა აღიარებითი ჩვენებით: მორჩით დედაჩემის გვამით სპეკულაციას, მე დავხოცე წყნეთში ამოსული სტუმრებიო.
- ჯუნას არ მოუკლავს! - ვყვირი.
- ვიცი, რომ არ მოუკლავს , - მშვიდად მპასხობს სერგო, - ჯუნამ ირას დანაშაული აიღო საკუთარ თავზე.მაგრამ იძულებული ვარ , დავუჯერო . დებმა უკეთესად იციან თავიანთი საქმე, ალბათ ასე გადაწყდა ოჯახურ თათბირზე.
„ჯუნამ ირასი კი არა ნუცას დანაშაული აიღო საკუთარ თავზე“. გულში ვპასუხობ მაიორს. მე რა უფლება მაქვს 13 წლის მოზარდი დავასმინო ?
მობილურს ვთიშავ და ვცდილობ, დავემალო ლალიკოს მოლოდინით სავსე თვალებს. კლაუსი ხვდება სიტუაციის უხერხულობას და თავჩაღუნულ დგას.
- არ მეტყვი, რა ხდება ? - მკლავებში მეჯაჯგურება ლალიკო.
ვერ ვეტყვი. ვერც ლალიკოს, ვერც სერგოს, ვერც ვერავის. ვერასოდეს. დარცხვენილი ვემშვიდობები ორივეს და მივდივარ , სადაც ფეხებს მივყავარ...
ფეხებმა სანაპიროზე მიიყვანეს. არა, თვითმკვლელობა თავშიც არ მომსვლია , უბრალოდ, წყალს მინდა გავატანო ჩემი წუხილი , მთელი დღევანდელი დღე და გუშინდელი ეჭვები.
გვიან ღამით მივაღწიე შინამდე. სადარბაზოს მოპირდაპირე მხარეს , ორ ხეს შუა გჩხერილ ფიცარზე მერაბის სილუეტს ვხედავ . სიბნელეში ქაოსურად მოძრაობს სიგარეტის წითელი ნაკვერჩხალი , მიწაზე ჭიაყელებივით ყრია გაფშეკილი ნამწვები. უსიტყვოდ ვჯდები მის გვერდით. ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ . მე ვხვდები - მან ყველაფერი იცის . იმავეს ხვდება ისიც .
- შენი იმედი მქონდეს?- ჩახლეწილი ხმით მეკითხებამერაბი.
- ჰო.
- გმადლობ.
- როდის მიხვდი ?
- როცა ვითომ მოპარულ ბეჭედს ირას ჩანთაში წავაწყდი . მერე კორტებზე მივედი, გადავამოწმე. ნუცა არ იყო იმ დღეს ვარჯიშზე . ტაქსი დაუჭერია და წყნეთში ასულა. ვარჯიშის დამთავრებისთვის უკვე თბილისში იყო, ეჭვი რომ არავის აეღო.
- როდის გამოტყდა?
- დღეს, ბებიამისის სიკვდილის შემდეგ.
- მიკვირს, მე რომ არ დამაბრალა.
- აზრი არ ჰქონდა , ისედაც შორს შეტოპა.
- ირამ იცოდა ?
- ხვდებოდა, მაგრამ არ უნდოდა დაჯერება . პირდაპირ დაკითხვას ვერიდებოდით , ბავშვი ისედაც დათრგუნვილი იყო. სირაქლემის პოზიცია დავიკავეთ და აი, შედეგიც.
- ჯუნა არ გეცოდება ?
- ნუცა უფრო მეცოდება, - მერაბი სიგარეტს მიწაზე აგდებს და ახალ კოლოფს ხსნის.
- რას აპირებს?
- ჩოგბურთის თამაშს საზღვარგარეთ წავიყვან , სპორტულ სკოლაში ჩააბარებს . ადრეც ჰქონდა შეთავაზება და უარი ვუთხარი. უნდა მოვაშორო აქაურობას, სხვა გზა არ მაქვს .
- ჰოო...
- ირას ვეყრები.
- კაი დროსია...
ვჩუმდენი . ახლომახლო კუთავს უხილავი ჭრიჭინამაწანწალა ძაღლმა ჩაგვიარა საქმიანი ცუხცუხით . ზედაც არ შემოგვხედა.
- მართლა აპირებდი სოფოს ცოლად მოყვანას?
მერაბი უარყოფის ნიშნად აქნევს თავს . ჩვენ აღარაფერი გვაქვს სალაპარაკო . სათქმელი ითქვა , გასაკეთებელი გაკეთდა! ფინიტა ლა კოედია!
სადარბაზოსკენ მივდივარ ნელი ნაბიჯით. კეფაში ჩემი მეგობრის მზერას ვგრძნობ , ყოფილი მეგობრის...
* * *
ბორჯომში წასვლა მატარებლით გადავწყვიტე და დიდი შეცდომა დავუშვი. ვაგონი ქათმიანი ქალებით, ტომრიანი კაცებითა და ხმაურიანი ბავშვებით გაივსო. გასვლამდე ოცი წუთია დარჩენილი .შემიძლია ჩამოვიდე და მიკროავტობუსს დაველოდო , თუმცა იქვე მახსენდება წყნეთში ტაბურეტით მგზავრობა. იქაც რომ ვერ მივასწო, სად წავიღო მატარებლის ბილეთი ? და საერთოდ დღესაც თუ გადავდებ სუსიკოს შვილის ნახვას , სუსიკო საფლავიდან ამოხტება და სახეში შემაფურთხებს.
ამიტომ კუთხეში ვიყუჟები და ვცდილობ , ვიფიქრო რაიმე სასიამოვნოზე, მაგალითად როგორ გაუხარდება თამროს ჩემი დანახვა, როგორ დაუძახებს ბებიას და ბაბუას, როგორ როგორ გამოვლენ ჩემს სანახავად თაზოს უბედური შობლები , როგორ მოადგებათ თვალზე ცრემლი ... იმიტომ კი არა , რომ ჩემი დანახვა ეწყინებათ იმიტომ რომ რო ტავიანთი კვდარი შვილები გაახსენდებათ.
„მორჩი თავის მართლებას , არც შენ გამოეკერები ცას . გამოიფხიკე ყურები და გაეპასუხე მობილურს, ცხოვრება გრძელდება ბზიკო“- ამძახის უჩინარი სუსიკო.
ჩემ მობილურზე დათას ნოერი ინთება.
- გისმენ.
- რა ხმაურია მანდ? -ითხულობს დათა.
- მგზავრები აოდიან მატარებელში.
- მატარებელსი რა გინდა ?
- ბორჯომში მივდივარ , სუსიკოს შვილის სანახავად.
- ააა... - უკვირს დათას.
- ალე ჩამოვალ. - ვამშვიდებ, ჩემი ჭკუით.
- აბა, შენ იცი. - მოკლედ მიჭრის და თიშავს.
სულ ეს იყო. პრინციპში , ისეთს არაფერს ველოდი, მაგრამ - “აბა შენ იცი!“ - არაფერზე უარესია. შენ რას იტყვი სუსიკო ? კაცი, რომელიც დაკარგულ ფეხსაცმელს მოგართმევს პრინცივით , ტყვეობიდან დაგიხსნის , ღამეს შენთან გაათევს და დილით დაჭრილი მუსტანგის თვალებით გიყურებს , უცებ გეუბნება „აბა შენ იციო!“...
ვიღაც ქოშინით ჯდება ჩემ გვერდით. ზედაც არ ვუყურებ . იმედგაცრუებული ვიცქირები ფანჯარაში. ბაქანზე ხალხი ირევა - ქათმებით, ტომრებით, ჩემოდნებით...
- რაზე ჩაფიქრდით ? - მესმის ნაცნობი ხმა.
დათა- ჩემი ავგუსტუსი, პრინცი, იმპერატორი, მუსტანგი... - გვერდით მიზის და იღიმება თავისი განუმეორებელი ღიმილით.
- აბა, შენ იციო... - ვახსენებ.
- მერე, შენ რა მიპასუხე?
- მე შეურაცხყოფილი დავდუმდი.
- გულში რა იფიქრე?
- გულში ვიფიქრე: სულ ეს იყო ?
„მატარებელი თბილისი- ბორჯომი გადის მეორე ლიანდაგიდან“ - მიკროფონიდან ოპერატორის უფერული ხმა იღვრება.
- წავედით, თორემ დაიძრა მატარებელი, - ხელს მკიდებს დათა.
- მე ბორჯომში მივდივარ, - ვამბობ ცოტა არ იყოს, დაბნეული.
- ჩვენ მივდივართბორჯომში. ჩემი მანქანით.
თავპირისმტვრევით გავრბივარ გასასვლელისკენ, ვახტებით ფუთებს, გალიებს და დაძრული მატარებლიდან ბაქანზე ვხტებით.
შენ, როგორც ყოველთვის, მართალი ხარ , სუსიკო - ცხოვრება გრძელდება

„დასასრული“
ავტორი: მაია ბურჭულაძე



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

იქნებ სხვებიც დადო? რამოდენიმე მაქვს წაკითხული და ძალიან მაინტერესებს. მადლობა წინასწარ

 


№2  offline წევრი cool baby

სტუმარი ქეთი
იქნებ სხვებიც დადო? რამოდენიმე მაქვს წაკითხული და ძალიან მაინტერესებს. მადლობა წინასწარ

მადლობა შენ რომ წაიკითხე <3 ახლა გამოცდები მაქ და რო მოვრჩები ვეცდები დავდო:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent