შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულობიდან უსასრულობამდე VI


16-01-2018, 19:05
ავტორი The Dreamer
ნანახია 1 986

-შეიძლება დავჯდე?-მომესმა ხმა,მაგრამ არ გამიხედავს ისე ვუპასუხე.
-დაბრძანდით
-მადლობა.-უკვე ახლოდან მომესმა ხმა.. ხმა,რომელც იმდენად ჩემი იყო,რომ ჟრუანტელმა დამიარა.-რა მოხდა ხმას რომ ვერ იღებ,ყველაფერი სხვა გვარად წარმოგედგინა?-დამცინავად მკითხა მან,იცოდა სადაც ვიქნებოდი და შესაფერის მომენტს დაელოდა მოსასვლელად
-წარმოდგენების დრო დიდიხანია დასრულდა.
-ნუთუ?-თავი უკან გასწია რომ უფრო ფართო მაშტაბით შევეთვალიერებინე.შემფასებლური მზერით მემომხედა.-კარგად გამოიყურები..
-მადლობა.
ჩვენი ირონიული და ცინიზმით სავსე მზერა გაქრა.. ახლა მხოლოდ ცივილიზებულად ვსაუბრობდით.. ისე როგორც შეეფერებათ.. არ ვიცი მერამდენე ჭიქა მარტინს ვსვამდი,მაგრამ სხვაგვარად მასთან საუბარს ვერ შევძლებდი.
-გავიგე გუგა ხშირად გსტუმრობს..
-როგორც ვხვდები ბევრი რამე გაიგე ჩემზე სანამ შემხვდებოდი.
-კი
-როდის დაბრუნდი?-ვკითხე თუ არა ტუჩზე ვიკბინე.ამგვარი ცნობისმოყვარეობის გამოჩენა არ მინდოდა
-თითქმის ორი თვეა.-ამ სიტყვებზე მოვიქუფრე.. გული კიდევ უფრო დამიმძიმდა,რადგან ორი თვის განმავლობაში არც კი დაინტერესებულა ჩემთან შეხვედრით.გვერდზე გავიხედე,რომ ცრემლი არ დაენახა.
-კარგი.. გამიხარდა შენი ნახვა.. ახლა წავედი.-ვცადე სკამიდან ავმდგარიყავი მაგრამ ანდრეიმ საშუალება არ მომცა.მისი ცივი ხელი,სხეუზე ცეცხლად მომედო.
-სად გარბიხარ?
-გაქცევა შენი სტილია,მე ვერ შეგედრები.-ანდრეიმ ჩაიცინა და თავისი ვისკი მოწრუპა.
-ჰო?
-მეჩვენება თუ რამეზე ნაწყენი ხარ?
-კესანე მე რომ დავბრუნდი წლების წინ..
-რა?-შევაწყვეტინე სიტყვა.
-თუ მაცდი მოგიყვები,თუმცა დარწმუნებული ვარ ისედაც იცი..
-გისმენ..
-შენი დატოვება არ მინდოდა,მაგრამ აუცილებელი გახდა შენივე უსაფრთხოებისთვის,კარგად იცი ბევრი მტერი მყავს.. ისე ჩქარა წავედი,რომ წერილიც ვერ დაგიტოვე,შენთან დაკავშირება კი კიდევ უფრო გამირთულა შენმა აკვიატებამ ტელეფონების მიმართ.-ანდრეი შეყოყმანდა თითქოს წონიდა რა უნდა მცოდნოდა და რა არა.-რამოდენიმე თვეში უკან დავბრუნდი და ლალი ვნახე,რომელსაც არ უნდოდა მენახე და შენი ბედნიერი ოჯახი დამენგრია,რომელიც ჩემი წასვლიდან რამოდენიმე თვეში შექმენი..
-რას ბოდავ?-ვერ მოვედი უცებ აზრზე
-ჰო.. ლალის არ დავუჯერე და ჩემით დაგიწყე ძებნა.. მალევე გიპოვეთ შენ და გუგა.-ამ სიტყვებზე გამეცინა.-ძალიან ლამაზი ორსული იყავი,მაგრამ სამწუხაროდ გუგას ბავშვს ელოდებოდი.
მინდოდა მეთქვა,რომ იდიოტი იყო.. და ბავშვი მისი იყო და არა გუგასი,მაგრამ გადავიფიქრე. გადავწყვიტე ანდრეი თავის ეჭვებში დამეტოვებინა და არაფერი ამეხსნა..
მის სუნამოს ჭკუდან გადავყავდი,მინდოდა ჩავხუტებოდი.. მისი სქელი,წითელი ტუჩები მიზიდავდა,მაგრამ თავს კონტროლი გავუწიე..
-არაფერს იტყვი?-მკითხა მან.
-არაფერს ვიტყვი.
-რატომ?
-შენ შანსი არ მომეცი შენს გვერდით ვყოფილიყავი,მიმატოვე და არც კი დაინტერესებულხარ რა მომივიდა,თავს როგორ ვგრძნობდი.. თვეების შემდეგ დაბრუნდი და ორსულად რომ ვიყავი დამინახე,აქაც შენი დასკვნები გააკეთე და არც კი გიკითხავს ბავშვის მამა გუგა იყო თუ არა.. ახლა მეკითხები რამეს ხომ არ ვიტყვი?ახლა მე აღარ მაქვს სათქმელი,შეგუძლია შენი დასკვნები გააკეთო.-ავდექი და ნომერში დავბრუნდი.
დილით გავიღვიძე თუ არა ბარგის ჩალაგება დავიწყე.. აღრა მინდოდა ანდრეი მენახა.. მიუხედავად იმისა რომ ჩემი გული მასთან დარჩენას მთხოვდა.. საღი აზრი არ მაძლევდა ამის საშუალებას.. ემილია ძიძამ მოაწესრიგა,ბარგი ჩავატანინე მომსახურე პერსონალს და ანგარიშის გასასწორებლად წავედი,რა თქმა უნდა ემილი გვერდიდან არ მშორდებოდა..
-კესანე?..-მომესმა ზურგს უკან ხმა.მივიხედე ანდრეი განცვიფრებული გვიყურებდა,უფრო სწორად კი ბავშვს უყურებდა,რომელიც გაჭრილი ვაშლივით გავდა ანდრეის.-მიდიხარ?
-კი,მივდივარ..-ანდრეი ემილისთან ახლოს მივიდა,მის წინ დაიმუხლა.. ემილიამ დაიმორცხვა და მე მომეფარა,მაგრამ მალევე გამოჰყო თავი და ანდრეის აკვირდებოდა.
-დე.. ჩემნაილი ძიაა,დე ლატო მგავს?-ანდრეიმ ამ კითხვაზე მე შემომხედა,ამის პასუხი მასაც აინტერესებდა.
-ემილი ნანასთან(ძიძა) გაიქეცი.ნუ სვამ ამდენ კითხვას..-ემილიმ ამომხედა,შემდეგ ანდრეის გახედა და ნანასთან გაიქცა..
ანდრეი დაბნეული სახით წამოდგა ფეხზე,არ იცოდა რა ეთქვა,ან უნდა ეთქვა თუ არა რაიმე.ზუსტად ვიცოდი რა ეჭვებშიც ჩავარდა,მაგრამ სულაც არ ვაპირებდი ამ ეჭვების გაფანტვას.. მინდოდა ისე დატანჯულიყო როგორც მე ვიტანჯებოდი.
-კესანე..
-რა გინდა ანდრეი?
-ბავშვი ასე ძალიან რატომ მგავს?
-ეგ დასკვნაც შენ გამოიტანე.. ბავშვი მამამისს გავს.. გუგას..-ანდრეი ვერ იჯერებდა რაც ნახა.-ახლა კი თუ ნებას დამრთავ წავალ.
როგორც გავიგე ეს სასტუმრო ანდრეის ეკუთვნოდა,ამიტომ ჩემი ანგარიში გასწორებული დამხვდა..
თბილისში დაბვრუნდით თუ არა ჩვენთან გუგა მოვიდა.. ემილიას იმდენი ეთამაშა რომ თამაშში დააღამდათ.. ემილიამ გუგას მოუყვა იმ „ძიას“ შესახებ რომელიც ძალიან გავდა მას.. გუგამ გაყინული სახით შემომხედა,მაგრამ ემილისთან არაფერი შეიმჩნია და გაუღიმა... საღამოს ნანამ|(ძიძამ) ბავშვი სასეირნოდ გაიყვანა,გუგა კი ჩემს პირისპირ დაჯდა..
-სრულ ჭკუაზე ხარ გოგო?
-შენ რაღა გინდა?
-მე არაფერი მინდა.. როგორ დაუშვი რომ ანდრეიმ ბავშვი ნახა? დაგავიწყდა რა დღეში იყავი? ცოცხალ მკვდარი ფეხმძიმე ქალი,რომელიც ბავშის მოშორებას აპირებდა და ყველგან დაგდევდი,რომ რაიმე სისულელე არ ჩაგედინა..
-ვიცი გუგა შენ ნამდვილი მეგობარი ხარ.
-კესო.. მოდი შევთანხმდეთ! თუ რაიმე გაგიჭირდება მე ნუღარ დამირეკავ.-გუგა ადგა და კარები გაიხურა
გუგა განრისხებული წავიდა ჩემგან,რადგან მიხვდა ჩვენს შორის ვერასოდეს იქნებოდა ის რაც მე ანდრეისთან მაკავშირებდა.
ვიცოდი.. განა არ ვიცოდი რაც მელოდა ანდრეისაგან უახლოესი დღეების განმავლობაში,მაგრამ თავს ვინუგეშებდი,რომ მე ძლიერი ვიყავი და ამჯერად ანდრეი ვეღარ დამამარცხებდა თავისი ინტიგებითა და გატაცებებით.
სამსახურს დავუბრუნდი.. გოგოებს საჭორაო გვქონდა,ამიტომ ლანჩზე კაფეშ წავედით..
ბევრი ვიჭორავეთ სხვადასხვა თემებზე,მაგრამ თაკო(გოგო რომელიც ანდრეის გასაცნობად წავიდა) ეჭვისთვალით მათვალიერებდა.
-თაკო რატომ მიყურებ ეგრე?-ვკითხე,როცა მოთმინება დავკარგე..
-გახსოვს სიმპათური მამაკაცი ამ კაფეში,რომ გიყურებდა აი იმაზე გეუბნები
-ჰო მერე?
-მერე ის რომ გავარკვიე მასზე რაღაცეები.. ანდრეი ვორონცოვა გახსოვთ? ცნობილი ბიზნესმენი,ახალგაზრდა და ასეთი წარმატებული ეჭვებს ბადებს.. ბევრ მაფიასთანაც ეძებეს კავშირი,მაგრამ ვერ უმტკიცებენ.აქ თბილისში საცოლე ყოლია...
დაიწყო თაკომ ჩემი და ანდრეის ამბების მოყოლა.. არ ვიცი საიდან გაიგო მაგრამ ყველაფერი იცოდა,გოგოს ანუ ჩემი ვინაობის გარდა..
კარები გაიღო და კაფეში ანდრეი შემოვიდა.. შავი მზის სათვალეები არ მოუხსნია,ისე ჩაიარა თითქოს ყველაფერი მას ეკუთვნოდა,ისე ეს გამორიცხული არ იყო,რადგან ყველა თავზე ეფოფინებოდა.ბართან დაჯდა,ჩვენგან ზურგით.
-ასეთი დამნაშავესთვის ბორკილების დადება სიამოვნებას მომგვრიდა.. მაგრამ საწოლში.-ეშმაკურად ჩაიცინა ეკამ და გოგონებმაც გაიცინეს.-თაკო რომ შეხვდი რაზე ისაუბრეთ?
არ ვიცოდი თაკო თუ შეხვდა.. იმის მიუხედავად რომ ვუთხარი არ მაინტერესებდა,რაღაცნაირად ვიეჭვიანე,მაგრამ არაფერი შევიმჩნიე..
-არაფერი ისეთი.. ეგ თემა პირადულია.-თაკომ ნიშნის მოგებით გადმოგვხედა.. თითქოს ანდრეის ჭკუა ეკეტებოდა მასზე.. გამეღიმა,რადგან ანდრეის კარგად ვიცნობდი.
საუბრისას ჩვენთან ოფიციანტი მოვიდა,რომელმაც პატარა ბარათი გადმომცა. წარწერით „სალაპარაკო გვაქვს“. ანუ იცოდა აქ რომ ვიჯექი და არ შეიმჩნია.. რა თქმა უნდა დავაიგნორე და საუბარი განვაგრძეთ გოგონებმა.. რამოდენიმე წუთში ისევ ოფიციანტის ხელით გამომიგზავნა ბარათი „კესანე მოთმინებას ნუ დამაკარგინებ“.. ისევ გამეღიმა,რაც გოგოებს არ გამორჩენიათ.
-რა ხდება?
-თაკო შენი ბიჭი ან მე მიგზავნის ბარათებს ან ოფიციანტს ეშლება.-დამცინავად ვუთხარი,რაზეც თაკოს სახე აელეწა..
-რა?-გოგოებმა გაკვირვება ვერ დამალეს.
თაკოს მეტიჩრობას საზღვარი არ ჰქონდა,ისე ბაქიობდა რომ ანდრეის შეხვდა გეგონებოდა ოცნების პრინცი ყოფილიყო.. სინამდვილეში კი ერთი დესპოტი ტიპი იყო,რომელიც საკუთარ აზრს პირველ ადგილზე აყენებდა.გოგონებს თვალები გაუფართოვდათ,როცა ანდრეი ჩვენთან მოვიდა და გვერდით მომიჯდა,სიმართლე ვთქვა მეც კი გაოცებული ვიყავი.
-გამარჯობა გოგონებო.. წინააღმდეგი ხომ არ ხართ აქ რომ დავჯდე?-მიმართა დანარჩენებს.
-არა.. დაბრძანდი.-გაუღიმა თაკომ,ანდრეიმ კი დააიგნორა და მე მიყურებდა.ყველანი მე მიყურებდნენ.
-რომ გამოვატანე ბარათები,რატომ არ მოხვედი?
-შენს ფინიებში გეშლები ანდრეი.
-ნუთუ?როგორც ჩანს სადაქალოსთან გირჩევნია ჩვენი ამბის გარჩევა..კარგი ასე იყოს.-გოგონები სულგანაბული უსმენდნენ ჩვენს თითოეულ სიტყვას.
-ანდრეი.. რას აკეთებ?-თვალები დავუბრიალე მას.
-ვსაუბრობთ..-ანდრეის ხელი ჩავკიდე და ვაიძულე გამომყოლოდა.
გარეთ გავედით.. მართალია ვიტრინიდან გვიყრებდნენ მაგრამ მათთან საუბარს ასე სჯობდა.
-ანდრეი რა გინდა ჩემგან?
-მაინტერესებს ემილის მამა მე ვარ?
-შენ რატომ უნდა იყო ემილის მამა? განა ჩენს შორის რამე მოხდა?
-კასანე ჭკუიდან ნუ გადამიყვან თორემ შენ ვაფშე არ გკითხავ ისე გავარკვევ..
-წარმატებებს გისურვებ.-ირონიულად გავუღიმე და ისევ კაფეშ დაბრუნება მოვიდნდომე,მაგრამ ანდრეიმ გზა გადამიჭრა,ხელში ამიყვანა და მანქანაში იძულებით ჩამსვა..
ანდრეიმ თავის სახლში მიმიყვანა,მე ვყვიროდი და ვურტყამდი მაგრამ აზრი არ ჰქონდა.. ანდრეიმ თავის ოთახში ჩამკეტა და გავიგონე,როდორ დაეშვა კიბეებზე ისე რომ სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის.. მივხვდი ემილისთან შესახვედრად წავიდა...


პ.ს მეგობრებო მოგწონთ ისტორია თუ შევწყვიტო დადება?
გაუსწორებელი ნაწერისათVის კი ბოდიშს ვიხდი



№1 სტუმარი სტუმარი gega

ara ar shewyvito da male dade shemdegi tavi

 


№2 სტუმარი სტუმარი Xxx

Au dzaan kargia da male dade colme gelodebi da tan gtxov mozardi tavi

 


№3 სტუმარი twilight

ინტრიგა კარგი იყო. თქვენ არ იცით რა გელოდებათ წინო ხოდა ველი მოუთმენლად )))

 


№4 სტუმარი nino

au dzaan kargia gaagrdzele wera

 


№5 სტუმარი სტუმარი კატო

ძალიან გთხოვ ძალიან მალე დადე ძალაინ მაინტერესებს და მიზიდავს ეს მოთხრობა და გთხოვ რომ მალე დაადოოოოოო ძალიან მომწონს და ვეღარ ვითმენ ისე მაინტერესებს რა მოხდება მალე დადე გთხოვ

 


№6  offline წევრი blondeangel631

აუ ძალიან მაარი იყ არ დააგივანო და მალე დადე ამათზე ვგიჟდები heart_eyes heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი კატო

აუ მალე დადე რააა ძალიან მაინტერესებს რა მოხდება იმდეი ბოლოს ერთად იქნებიან მაინც ძალიან მინდა რომ ერთად იყვნენ ბოლოს მალე დადე ზალიან გთხოვ წინასწარ მადლობააააა :)

 


№8  offline მოდერი The Dreamer

მადლობა მეგობრებო რომ კითხულობთ და მოგწონთ <3

 


№9  offline წევრი naniko mindia

Vaime rausnda shecxvido gagzele moutmenlat veli momdevnos
Warmatebebi ♥♥♥♥♥
--------------------
lomidze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent