უსასრულობიდან უსასრულობამდე V
სუნთქვა ნელ ნელა გამიხშირდა,გონება მებინდებოდა,წამიც და გავითიშებოდი.ვხვდებოდი ეს დღე კარგს არაფერს მომიტანდა... ჰაერის უკმარისობა მქონდა,ალბათ ნერვიულობიდან.. და მე გავითიშე.. კადრებად ვხედავდი ყველაფერს.. ჯერ საავადმყოფო,სადაც ნაცნბი ვერავინ დავინახე,შემდეგ უსასრულოდ გრძელი გზა,შემდეგ თოვლი და სიცივე,შემდეგ პატარა სახლი,ბუხარი და თბილი პლედი. თვალები რომ გავახილე ოთახში მარტო ვიყავი,ეს ანდრეის საძინებელი იყო,მაგრამ თვითონ არსად ჩანდა. თვალების ფშვნეტით ავდექი,მინდოდა ჩემი „მასპინძელი“ მეპოვნა, მაგრამ საძინებლის კარები ჩაკეტილი დამხვდა. უცებ სააბაზანოს კარები გაიღო და ნახევრად შიშველი ანდრეი გამოვიდა,დამინახა თუ არა გაეღიმა,მაგრამ ეს ღიმილი ირონიული იყო. -გაიღვიძე? -არა ისევ მძინავს.-მეც ირონიულად ვუპასუხე.-ანდრეი აქ რას ვაეთებ? -აქ არავინ დაგიჭყებს ძებნას.. -ეგ როგორ? -ყველამ იცის რომ გავემგზავრე,ამას შენი გაუჩინარებაც დაემატა.. ასე,რომ ყველამ იცის რომ ერთად წავედით,მაგრამ სად.. ეს არავინ იცის. -რა ნაგავი ადამიანი ხარ.. როგორ გაბედე და საკუთარი ქორწილიდან მომიტაცე? ამას არასოდეს მაპატიებს არც დედა და არც გუგა.. -ახლა მე მკითხე თუ გაპატიებ.. -შენი საპატიებელი არაფერი მჭირს.. -მე გითხარი ჩემი სათქმელი,მაგრამ შენ არ დაიშალე და საქორწინო კაბა ჩაიცვი.. -ანდრეი.. შენ არ იცი ჩემი მდგომარეობა,მე ამ გადაწყვეტილებამდე რამ მიმიყვანა.. -ახლა ამ საუბარს აზრი არ აქვს.. მე ვიცი შენ რატომაც გადადგი ეგ ნაბიჯი,მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა,რომ არ მითხარი როგორ გემუქრებოდნენ. -რას შეცვლიდი? -ამ თემას აქ ვხურავ!-ანდრეიმ მკაცრი განკარგულება გასცა და ოთახიდან გავიდა. მალევე დაღამდა.. მე ანდრეის საწოლში დავწექი,ჩემდა მოულოდნელად ანდრეიმაც შემოაღო კარები და გვერდით დამიწვა.. მინდოდა ცოტა გულო მომელბო და კოცნა ვცადე,მანაც კოცნით მიპასუხა და მას არაჩვეულებრივი ღამე მოჰყვა. დილით როა გავიღვიძე ანდრეი აღარ დამხვდა.. ხალათი მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი,მაგრამ ვერავინ ვნახე... ეს ძალიან უცნაური იყო,რადგან როცა ბოლოს ამ სახლში ვიყავი უამრავი მოახლე დაფუსფუსებდა.. ამჯერად კი,სრული სიცარიელე დამხვდა.. ანდრეის კაბინეტი შევაღე.. არც იქ დამხვდა ვინმე.როდესაც გამოსვლა დავაპირე მაგიდაზე პატარა საჩუქრის ყუთი დავინახე,რომელზედაც „კესანე“ იმედად დიდი ხნის განმავლობაში იდო,რომ დამჭკნარიყო. ცნობისმოყვარეობამ მძლია და ყუთი ხელში ავიღე.. შავი,ბარხატის ყუთი იყო.. იმდენად პატარა რომ მივცვდი შიგნით რაც იდო... ულამაზესი საქორწინო ბეჭედი,რომელსაც ამოტვიფრული ჰქონდა ჩემი და ანდრეის ინიციალები.. სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა,მაგრამ ეს გრძნობა მალევე გაქრა როცა გავიაზრე ამხელა სახლში მარტოდ მარტო ვიყავი.. არანაირი კვალი არ ეტყობოდა სახლს ანდრეის აქ ყოფნის.. ისე წავიდა,რომ ვერავინ იფიქრებდა თუ მას ოდესმე ამ სახლთან შეხება ჰქონია.. მე კი მხოლოდ საქორწინო ბეჭედი მერგო,ყოველგვარი წინადადების გარეშე.. ყოველგვარი მიყვარხარს გარეშე... შიგნით.. გულში უსაშველო ტკივილი ვიგრძენი,რასაც სიცარიელე მოჰყვა... შინაგანად გამოვიფიტე,ჩემი გონება თითქოს გაითიშა.. არ მიტირია,არ მიკივლია,მიწაზე არ დავმხობილვარ და ღმერთისთვის არ მითხოვია მისი დაბრუნება,მიუხედავად იმისა რომ შინაგანად ასეც მინდოდა მოვქცეულიყავი.. იცით? ყველაზე რთულია ადამიანი იმ დონემდე გიყვარდეს რომ მისი შენი ცხოვრებიდან უცრემლოდ გაშვება შეძლო,მაგრამ იმაზე მეტი მტკივნეული ისაა,რომ შენ არც არავინ გეკითხება ისე ქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან. უცრემოლოდ,უსიტყვოდ გადიოდა საათები,დღეები,კვირეები... ანდრეის გაუჩინარებიდან რამოდენიმე კვირაში ისევ ცუდათ გავხდი,მაგრამ ახლა სხვა მიზეზით.. როგორც აღმოჩნდა ანდრეისაგან სამახსოვროთ მხოლოდ ბეჭედი არ მერგო.. მე მუცლით მის ბავშვს ვატარებდი...... სიყვარულისგან არავინ კვდება,არც უსიყვარულოდ...მთავარია მაშინ გადარჩე, როცა გტოვებენ.. ზოგჯერ ძალიან გსურს, რომ ცხოვრების რაღაც პერიოდი გულიდან ამოიგლიჯო, მაგრამ ზუსტად ეს მონაკვეთი იმდენად შენია და იმდენად ძვირფასია, მისი მეხსიერებიდან ამოშლა შენივე გულის დაშლის ტოლფსია. ამიტომ გიწევს არჩევანის გაკეთება ტკივილით ცხოვრებასა და უგულოდ ცხოვრებას შორის ვერ შევძელი უგულოდ მეცხოვრა.. ისევ ვეცადე მილიონ ნატეხად დამსხვრეული გული შემენარჩუნებინა და მთელი ცხოვრება მისი გამთელებისათვის დამეთმო.. ყველა იმ სირთულის მიუხედავათ რაც მე ანდრეის გაუჩნარების შემდეგ დამატყდა თავს მე მაინც მყარად ვიდექი ფეხზე.. გავწყვიტე დედასთან ურთიერთობა,რომელიც გამუდმებით მახსენებდა ჩემს მცდარ ნაბიჯებს და ცდილობდა მისი აზრი თავს მოეხვია.. გუგა მხოლოდ ერთხელ ვნახე.. ჩემთან კამათიც მცდელობა ჰქონდა,რადგან მასაც იმედი გავუცრუე,მაგრამ როცა შეხედა რა დღეშიც ვიყავი თავი შეიკავა და სიბრალულით შემომხედა,სწორედ ამიტომ ვთქვი მასზე უარი. ეროვნულ უსაფრთხოებაში დავიწყე მუშაობა.. თავიდან აქაც არ უნდოდათ ჩემი აყვანა,რადგან „დამალული“ არაფერია, ანდრეის სახელი აქაც ამომიტივტივდა,მაგრამ მამაჩემის სახელი დღემდე ახსოვდათ.. ამიტომ ამიყვანეს. დილიდან-საღამომდე მუხლჩაუხრელად ვშრომობდი,ვცდილობდი „ძლიერი ქალი“ და „ძლიერი დედა“ ვყოფილიყავი. ყველა ცუდი მოგონება წარსულში დავტოვე და მყარად და ამაყად მივაბიჯებდი ჩემი ცხოვრების გზაზე,რომ არა ერთი ავარია... დილით ჩემი პატარა ემილია ბაღში მიმყავდა,საშინელ საცობში როგორც იქნა თავისუფალი გზა ვნახე.. ის იყო უნდა გავსულიყავი,რომ გვერდით მანქანამ საჭე ჩემკენ აიღო და „სარკე“ მომიტეხა.. რა თქმა უნდა გავცოფთი.. არა სარკის გამო.. არამედ უპასუხისმგებლო მძღოლის გამო. დიდი შემართებით გადავედი მანქანიდან,საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული.. სარკე შევამოწმე,მნიშვნელოვანი არაფერი იყო სამაგრიდან ამოვარდნილიყო. „ავარიის“ გამომწვევზე კიდევ უფრო გავბრაზდი.. რადგან არც კი ჩამოსულა.. არც კი უკითხავს კარგად ვიყავით თუ არა.. ვინმე დაზარალდა თუ არა.. ან იქნებ მანქანაში ბავშვი მეჯდა... ჩემში „პანიკიორმა დედამ“ გაიღვიძა და მეორე მანქანას მძღოლის მხრიდან,ფანჯარაზე მივუკაკუნე(რადგან მინები მთლიანად დაბურული ჰქონდა მძღოლი არ ჩანდა).. ფანჯარა ჩამოსწია თუ არა თავი საშინლად ვიგრძენი... ადგილზე გავიყინე,სიტყვის თქმაც კი არ შემეძლო,არც უკან ჩემს მანქანაში წასვლა.. ყველა ის ტკივილი თავიდან განვიცადე,რაც მისი გაუჩინარების შემდეგ განვიცადე.. კიდევ უფრო დავმძიმდი და დავიფერფლე... -არაფერს იტყვი?-მკითხა მშვიდი,გაწონასწორებული ხმით. მანქანში დავინახე ლამაზი,ქერა ქალი უჯდა.. აშკარად ეტყობოდა რომ რუსი იყ,მაგრამ ქართული ესმოდა.. გაკვირვებული მიყურებდა. -განა სათქმელი რამე დამიტოვე?-კითხვითვე ვუპასუხე,როცა აზრზე მოვედი და მანქანისაკენ წავედი. -კესანე!-მანქანის კარები გააღო და ახლა უფრო ახლოდან მომესმა მისი ხმა,მაგრამ უკან არ შევბრუნებულვარ.მანქანაში ჩავჯექი და წავედი. მივქროდი,მაგრამ არ ვიცი სად.. არ ვიცი რამდენით.. შემდეგ წყნარ ქუჩაზე მანქანაგავაჩერე და მთელი ხმით ავქვითინდი... თითქოს ამ წლების ნაგროვებ ცრემლებს გასაქანი მივეცი.. მიუხედავად იმისა,რომ ყოველ ღამით მესიზმრებოდა და უსაშველოდ მენატრებოდა,ერთი ცრემლიც კი არ გადმომვარდნია.. არც მაშინ როცა საკუთარ თავავთან მარტო ვრჩებოდი,მაგრამ ახლა.. ახლა არ ვიცი რა შეიცვალა,ან რატომ შეიცვალა.. -დეე..-მშვიდი ხმით წაიჩურჩულა ემილიამ.-დე ნუ ტილი გთქოვ..-მასაც ცრემლები გადმოცვივდა და ზურგიდან მომეხუტა. -კარგი დე.. აღარ ვიტირებ.. შენ რატომ ტირი? -შენ ლო ტილი,მეც მიტო ვტილი.. მთელი ძალით მინდოდა ჩამეხუტებინა,ასეთი საყვარელი რომ იყო,მაგრამ ვატკენდი.ამიტომ ნაზად ვაკოცე და თავის სავარძელში დავაბრუნე. იმ დღით სამსახურში არ წავედი,ემილია ბაღაში დავტოვე და სახლში დავბრუნდი.. მას ბაღიდან ძიძა გამოიყვანდა,ამიტომ მთელი დღე მქონდა როგორმე თავიდან ამომეგდო ანდრეის მზერა. პლედშემოხვეულო აივანზე ვიჯექი და ცხელ შოკოლადს ვწრუპავდი,როცა კარზე ზარის ხმა გაისმა.. -შემოდი გუგა.-გუგა ჩვენთან დადიოდა და ემილიასთვის საჩუქრები მოჰქონდა,ეთამაშებოდა და მეც მეხმარებოდა თუკი რაიმე დამჭირდებოდა,ამიტომ მისი სტუმრობა არ გამკვირვებია. -რა გჭირს,არც სამსახურში წადი,კარებიც კანკალით გამიღე.. რამე ხდება?-ეჭვისთვალით ამათვალიერა გუგამ -მნიშვნელოვანი არაფერი. -მე კი მგონია,რომ მნიშვნელოვანია.-ჩამაცივდა -დღეს ანდრეის შევხვდი.. დუმილი ჩამოვარდა,ან კი რა უნდა ეთქვა გუგას? ან მე რა უნდა მეთქვა.. -და...-მიმანიშნა გამეგრძელებინა,რამოდენიმე წუთის შემდეგ. -არაფერი,მანქანაში ჩავჯექი და წამოვედი.. -ემილი. -ემილის არსებობა არ იცის და იმედი მაქვს ვერც გაიგებს.. -ჰო თორემ თავს აღარ დაგანებებთ. -მეეჭვება.. ვიღაც ქალი ყავს და ჩვენთან საქმე აღარც აქვს. გუგა ემილიას მოსვლას აღარ დალოდებია.. რამოდენიმე დღე ისე გავიდა რომ მთლიანად სამსახურზე გადავერთე,სახლშიდაც იშვიათად მივდიოდი ემილია კი ძიძასთან ან გუგასთან ატარებდა დროს. ერთ დღესაც ლანჩზე ახლო მდებარე კაფეში გავედით გოგონები.. მე ჩემი საყვარელი რძიან ყავას ველოდებოდი,როცა ჩემკენ მომართულ მზერას გადავეყარე.. შავი თვალები ისე მიყურებდნენ,თითქოს ჩემი ცოცხლად დაწვა სურდათ.. -იცნობ?-ჩენი თვალები შენშნა ჩემმა თანამშრომელმა.. დანარჩენებმაც მას გახედა.. -ვაუუ კესო რა სიმპათიურია,თან როგორ გიყურებს.. -ძალიან მეცნობა.. -აღნიშნა ერთ-ერთმა. თვალი ავარიდე და ვიტრინაში გავიხედე... -კესო.. -რა იყოთ? -მგონი მაგრად დაევასე.. -ვინ არის ხო არ იცი?-შემომიჩნდნენ -არ ვიცნობ..-თვალი ისევ ავარიდე. -კარგი მაშინ არ გეწყინება მე თუ ვცდი?-მაცდურად გახედა თეკლამ ანდრეის.. -როგორც საჭიროდ ჩათვლი. ერთი კვირით ავიღე საახალწლოდ შვებულება და გუდაურში წავედი ჩემს „ცნუცუსთან“ (ემილისთან) ერთად. როგორც ყოელთვის საახალწლო წვეულებას მართავდნენ და დიდი სამზადისი იყო სასტუმროში გაჩაღებული... -დე.. მიდიხალ გამე?-მკითხა ემილიმ როცა დასაძინებლად დავაწვინე. -არა დე.რატომ მეკითხები? -თუ გინდა წადი მაგლამ მალე მოდი.. გავუღიმე და შუბლზე ვაკოცე.. წასვლა არ მინდოდა,მაგრამ სურვილის საწინააღმდეგოდ მაინც წავედი წვეულებაზე.. ლამაზი წითელი კაბა მეცვა,ღრმად შეხსნილი,ღია დეკოლტით... თმები ბუნებრივად დახვეული.. დაბლა ჩავედი.. რაკი არავის ვცნობდი ბართან დავჯექი და მარტინი ბევრი ზეთისხილით შევუკვეთე.. გამახსენდა ის საღამო.. ის ახალი წელი.. გულში ისევ ტკივილმა გაიელვა,მაგრამ მარტინი მოვსვი და ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანე.. უკუთვლა დაიწყეს... „3“ „2“ „1“ ............. -შეიძლება დავჯდე?-მომესმა ხმა,მაგრამ არ გამიხედავს ისე ვუპასუხე. -დაბრძანდით -მადლობა.-უკვე ახლოდან მომესმა ხმა.. ხმა,რომელც იმდენად ჩემი იყო,რომ ჟრუანტელმა დამიარა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.