შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარიჩინი {1}


16-01-2018, 23:34
ავტორი Dobby
ნანახია 1 556

-ენჯი ადექი!-მიყვირა დედამ.
-ჰოო.-ვუთხარი ნახევრადმძინარემ. უეცრად, საშინელი ტკივილი ვიგრძენი მუცელზე და მაშინვე დავჭყიტე თვალები, ცოტა დრო დამჭირდა აზრზე მოსასვლელად და ფოკუსის გასასწორებლად.
-ენჯი, ენჯი, იცი დედას ვუთხარი შენზე, რომ მძინარე მზეთუნახავი ხარ და კოცნის გარეშე არ გაიღვიძებდი!-მითხრა ჩემს მუცელზე დამხტარმა ჩემმა 5 წლის დამ,-მაგრამ გაიღვიძე.-თქვა მოწყენილმა.
-ჰეი ანა, რატო მოიწყინე, გინდოდა არ გამღვიძებოდა?-ვკითხე, ვითომ გაბრაზებულმა.
-კი, კი როგორ არა, მინდოდა, მაგრამ იმის მერე, რაც პრინცი გაკოცებდა!
-ანა, შენი დაიკო ისე ზარმაცია, არცერთ პრინცს არ მოეწონება!-უთხრა დედამ ანას.
-ჰო, თან არც ისე ლამაზი ვარ.-ვუთხარი ჩემს დას. მართლაც, არ ვიყავი ლამაზი, ან მე ვფიქრობდი ასე. ჩვეულებრივი გარეგნობა მქონდა-მუქი წაბლისფერი თმა და თვალები, ცოტა დიდი ტუჩები და სწორი მაგრამ ცოტა „ბუთხუზა“ ცხვირი, ამასთანავე არც ისეთი მაღალი ვიყავი და არც გამხდარი, მაგრამ მსუქანიც არ ვყოფილვარ!
-რამდენჯერ გითხარი, შენს თავზე ეგრე ნუ ამბობ მეთქი!-გაბრაზდა დედა. ალბათ, ყველა დედა ფიქრობდა, რომ მისი შვილი/შვილები ლამაზი/ლამაზები იყო/იყვნენ.
-ჰო, ჰო კაი აღარ ვიტყვი.-ვუთხარი, ანა გვერდზე გადავსვი და ავდექი. ტელეფონზე საათს დავხედე-7:00AM-ს მიჩვენებდა, მაშინვე სააბაზანოში გავქანდი და დილის პროცედურები ჩავიტარე. შემდეგ გამოვედი, Gap-ის ჯინსი და სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული შავი პულოვერი ჩავიცვი წარწერით “I’m back noobs” დიახ, დიახ დავბრუნდი, დღეს მეორე სემესტრი იწყებოდა! სტარბაქსში გავლა მინდოდა მომესწრო, ამიტომ საუზმის გარეშე პირდაპირ ქურთუკი მოვიცვი და წამოვედი. დარიჩინის თეთრი დოლჩე მოკა შევუკვეთე საშუალო ზომის, ანუ „Grande“. შემდეგ კი პირდაპირ სკოლისკენ გავემართე. გზაზე ჩემს თავს ვუბრაზდებოდი, რადგან ყურთსასმენები დამრჩა. მოკას ვწრუპავდი უინტერესოდ ვნახულობდი ჩემი მეგობრების “storys“ ინსტაზე და უეცრად, ქლოის სთორიზე ვნახე ის, რაც არ უნდა მენახა. ქლოის ჩემი საუკეთესო მეგობრის ნორას შეყვარებულთან ერთან ჰქონდა გადაღებული ფოტო და კოცნიდა. ჩემი გრანდ მოკა დამივარდა და კინაღამ ტელეფონიც, რომ არა ჩემი უსაყვარლესი შავი “popsocket”, რომელიც ერთი კვირის წინ გამოვიწერე.
-მოიცა, თუ ქლოი ტობინთან ერთადაა, მაშინ ნორა...-ვფიქრობდი ჩემთვის და დაქცეულ მოკას გაშტერებული შევყურებდი. „არა, შეუძლებელია“- მხოლოდ, ეს ორი სიტყვა ტრიალებდა ჩემს თავში. დავარდნილი ჭიქა ავიღე, სანაგვე ურნაში ჩავაგდე და გზა გავაგრძელე.

სკოლაში მისვლისთანავე, ნორას ძებნა დავიწყე, მაგრამ არსად იყო. ბოლოს, გოგონების საპირფარეშოში ვნახე-სარკეში თავის ანარეკლს მიშტერებოდა. საკუთარ თავს აღარ ჰგავდა, თვალები ტირილისგან ჩასწითლებოდა და ტუჩები უთრთოდა. იმედი მქონდა, რომ ქლოის სთორის არ ნახავდა, მაგრამ ნორას ტელეფონი და გახსნილი ინსტაგრამი იმას მოწმობდა, რომ ნახა.
-ნორა, მე...-ვუთხარი აკანკალებული ხმით.
-ენჯი!-მომმვარდა და ჩამეხუტა. მეც ზურგზე ხელები მოვხვიე და მოვეფერე.
-ნორა, ნახე ჰო?-ვკითხე და პასუხის მოლოდინში გავირინდე, არადა ისედაც ვიცოდი, რას მეტყოდა.
ვიგრძენი, რომ ნორამ თავი დააქნია და კიდევ უფრო მაგრად ჩამეხუტა. მეც მთელი ძალით მივეკარი.
-ნორა, ასეთი სახით ვერ ივლი მთელი დღე, თავი უნდა მოიწესრიგო.-ვუთხარი მე. ნორა მომშორდა და ცრემლები მოიწმინდა, არაფერს ამბობდა. მე მივედი და მისი ჩანთიდან პარფიუმერიის ჩანთა ამოვიღე, ნორა წინ დავიყენე, სველი სალფეთქით ნახევრად გაფუჭებული მაკიაჟი მოვაშორე და თავიდან გაკეთება დავუწყე.
-ნორა, ტობინი ამდენად არ ღირს, ხომ გესმის, არა?-ვუთხარი, თან “Beauty blender”-ით ტონალურს ვუნაწილებდი.
ნორა გაშტერებული, რაღაც ერთ წერტილს უყურებდა შორს.
-ნორა, მითხარი რამე, გთხოვ.-ვთხოვე, თან ახლა წყალგამძლე ტუშს ვუსმევდი.
-რა გინდა რომ გითხრა?-მკითხა და გაშტერებული მზერა იმ წერტილიდან ჩემზე გადმოიტანა.
-როდის გაიგე?
-ერთი კვირის წინ.
-მე რატომ არაფერი მითხარი?
-რომც მეთქვა, რას იზამდი?
-არ ვიცი, მაგრამ-შევყოვნდი,-შენს გვერდით, მაინც ვიქნებოდი.
ამ დროს, საპირფარეშოს კარი გაიღო და ქლოი შემოვიდა. არ ვიცი, რა დამემართა იმ მომენტში. მახსოვს მხოლოდ ქლოის და ნორას ყვირილი. რამდენიმე წუთში დირექტორის კაბინეტში აღმოვჩნდი.
-თქვენი აზრით, რას აკეთებდით ენჯი?
-არ მახსოვს, სერ.-ვუთხარი დირექტორს გულწრფელად.
-ნუთუ?-მკითხა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. ვერ ვიტანდი ამ კაცს, საკუთარ თავში დარწმუნებული და ამაყი პიროვნება გახლდათ.
-ენჯი კიდევ ერთხელ, გეკითხებით, რას აკეთებდით?!
-მეც კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ მახსოვს!-ხმას ავუწიე მე. დირექტორმა გადაიხარხარა, მაგრამ შემდეგ, წამში დასერიოზულდა.
-თქვენ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ დირექტორის წინაშე ხმას აუმაღლოთ?!-მიყვირა და ჩემსკენ წამოვიდა, არა, ეს მეტის მეტი იყო, ყვირილი ნამდვილად არ დამიმსახურებია. გიჟი იყო ეს კაცი, თანაც ასეთი ახალგაზრდა ალბათ 27-ის. რომელმა სულელმა დანიშნა ამ თანამდებობაზე? ნელ-ნელა მიახლოვდებოდა, პირდაპირ დამიდგა და ნელ-ნელა ჩემსკენ წამოიწია, იმ სავარძელზე, რომელშიც ვიჯექი, გვერდებზე ხელები დააწყო და თვალი-თვალში გამიყარა. ახლა კი, დამერხა მეთქი-ვიფიქრე. ვერც ვინძრეოდი, მის ცხელი სუნთქვა მთელ სახეზე მეფინებოდა. დარწუნებული ვიყავი, რომ გავწითლდი.
-რა ჯანდაბ-ვერც კი დავამთავრე, ისე დამაცხრა ბაგეებზე. გაშტერებული, ქანდაკებასავით ვიყავი, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, ბოლოს მეც ავყევი. ხელები თმაში შევუცურე, ისეთი რბილი და აბრეშუმივით სრიალა იყო, პიტნის სასიამოვნო არომატს ვგრძნობდი, ვგრძნობდი იმასაც, თუ როგორ შეერია იგი, დარიჩინს (ამ დილით, ხომ დარიჩინის მოკას ვსვამდი), შეერია და არაჩვეულებრივი ნაზავი გამოვიდა. ყრუ კვნესა აღმომხდა, როდესაც ტუჩზე მიკბინა, არ ვიცი რამდენ ხანს, მაგრამ კიდევ დიდხანს ვიქნებოდით ასე, რომ არა ზარის ხმა, რომელიც საშინლად არ მომეწონა, მან ხომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტი გამიფუჭა! დირექტორი-სტიუარტი მაშინვე მომშორდა და დამცინავად მიყურებდა. ბოლოს მითხრა;
-წადი გაკვეთილზე, არ დაგაგვიანდეს დარიჩინო.-ბოლო სიტყვა განსაკუთრებულად გამოკვეთა და თვალი ჩამიკრა.-ისე, შენი პულოვერი, ძაან მომწონს-თქვა და გადაიხარხარა,-იმედია, ნუბში მე არ მგულისხმობ ხომ?- არ ვიცი რა დამემართა, საშინლად მინდოდა მისთვის დამერტყა, მაგრამ ასე არ მოვქცეულვარ. შემოვბრუნდი და წამოვედი. კარებთან გავჩერდი და ვთქვი:
-წადი შენი სტიუარტ.
-რაო?-თქვა გაკვირვებულმა, ახლა მე ჩავუკარი თვალი და კარი მოვიჯახუნე. ქვედა ტუჩი მეწვოდა, გამახსენდა, რომ ამ სულელმა მიკბინა. დარიჩნისა და პიტნის არომატს, ლითონისებრი გემო დაემატა. ისე, თითქოს, როგორც მურმანის ეკალი, რომელიც ეთერისა და აბესალომის საფლავებზე ამოსულ ვარდებს, არ აძლევდა გადახვევის საშუალებას.



№1  offline წევრი talia

Au ra zaan magara, gexvewebi ar miatovo da ganagrze,vinc ra unda is tqvas, me shensken var. heart_eyes

 


№2 სტუმარი ია

როცა უცხოურ სახელებს წერ,ანუ ხაზია გასმული რომ მოქმედება საქართველოში არ ხდება,ამ დროს კი აბესალომ და ეთერიო,ცოტა შეუსაბამობაა და სასვენი ნიშნები არასწორად...ისე კი საინტერესოდ საკითხავი იქნება და სიამოვნებით გაგრძელებასაც ვიხილავდი :-)

 


№3  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

თვითონ შინაარსი ძალიან კარგი იყო თუმცა შეცდონები გქონდა და ცოტა დასახვეწია♥♥♥
ასევე მრავალფეროვანი სიტყვები გამოიყენე და გადახედე ნაწერს შეცდომები რომ არ გაგეპაროს.. ისე ყველაფერი კარგია მომეწონა♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent