წყევლა 19
გული სიხარულისგან ფართხალებდა მაგრამ არ უნდოდა რომ ნაადრევად გაბედნიერებულიყო, რადგან შესაძლოა ეს სიზმარი იყო და ახლა როცა გაიღვიძებდა ალექსიც გაქრებოდა და მისი სხეულის სითბოც რომელსაც ენჯი გრძნობდა -----------4თვის შემდეგ------ -არა ის არ უნდა დავტოვოთ გთხოვთ გამიშვით უნდა გამოვიყვანო ტიროდა ენჯი და გამწარებული იქნევდა ხელებს ცრემლად იღვრებოდა ამ ყველაფრის შემხედვარე ბელიც თუმცა ეს ყველაფერი არ იყო ‘’ის’’ გაცოცხლდა და ახლა უფრო ძლიერია ‘’ის’’ ნამდვილი კოშმარია რომელიც მათმა წინამძღვარმა ხელმეორედ მოუვლინა სამყაროს. -გთხოვ არტურ უნდა შევიდე, უნდა გადავარჩინო გთხოვ ვერ დავტოვებ რამე იღონეთ ამბობდა ენჯი და ტკივილით სავსე თვალებით მისჩერებოდა უაზრო გამომეტყველების მქონე არტურს რომელიც არანაკლებ წუხდა. ენჯი დანებდა.ამდენი ხნის შემდეგ აღიარა რომ ერთი არაფრის მაქნისი ‘’რაღაც’’ იყო რომელიც ამქვეყნად აღარავის სჭირდებოდა და ყველასთვის ტკივილი მოჰქონდა მასთან ურთიერთობას კი დაწყევლა მოსდევდა რომელიც აუცილებლად სიკვდილით მთავრდებოდა. ------------ახლა------ ენჯიმ თვალები გაახილა ალექსის თვალებს წააწყდა და შეშინდა.სწრაფად გაიმართა წელში და გაშეშდა. სტკიოდა თუ არა გული?? არა არ სტკიოდა რადგან გულს ვეღარ გრძნობდა,უნდოდა დრო გაჩერებულიყო და იმ ჰალუცინაციის ყურებით გამძღარიყო რომელიც იცოდა მალე გაქრებოდა. ალექსის სახეს ყოველ ნაკვთს ათვალიერებდა შემდეგ მიუახლოვდა და მის ტკბილ ზმანებას ხელი შეახო.გაეღიმა რადგან არ გამქრალა და არც განძრეულა შემდეგ თითებით ალექსის უზადო სახის მოხაზვა დაიწყო არც მოსწყინდებოდა ალექსს ხმა რომ არ ამოეღო -ენჯი.. დიახ ეს მან თქვა რადგან ისეთი ჟღერადობა ქონდა როგორიც ადრე ალექსის ხმას -გაჩუმდი შეასწყვეტინა ენჯიმ ჩამწყდარი ხმით რადგან არ უნდოდა ეს წამები წასულიყო. -მომენატრე ყურად არ იღო ალექსმა ენჯის ვედრება -მჯერა რომ ჰალუცინაცია ხარ თუმცა ესეც გამოდგება..შემიძლია შეგიგრძნო.. -დამიჯერე მე ცოცხალი ვარ და აქ ვდგავარ -არა ნამდვილი ალექსი ასე არ მომექცეოდა -მაგრამ მოგექცა ენჯი -არა ის ასეთი არ არის ენჯის ხმაში ნელ-ნელა მღელვარება იპარებოდა -ჩამქრალი თვალები გაქვს სხვა თემაზე გადაიტანა ალექსმა საუბარი -და სხვას რას ელოდი?? თითქოს სიზმარიდან გამოფხიზლდაო ენჯი სწრაფად დაშორდა ალექსს რამდენიმე ნაბიჯით. -მეგონა უჩემოდ კარგად იქნებოდი ენჯის გაეღიმა და ცრემლიანი თვალები შეაგება ალექსის თვალებს -და შენ როგორ იყავი??ალბათ უჩემობას შეეჩვიე და ამიტომაც გეგონა გავუძლებდი. -იცი რაა?? ეს შენი ოცნება იყო უცაბედად დაიწყო ყვირილი ალექსმა და გოგონა შეხტა .არ ელოდა??ვერ წარმოედგინა თუ ასე უყვირებდა.ენჯიმ ზურგი შეაქცია ალექსს და სახლისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკს გაუდგა. ალექსი არ გაჰყოლია ადგილზე გაშეშდა ცივი გამომეტყველებით რომელიც გოგონასკენ იყო მიპყრობილი. ენჯი დაფიქრებული მაგრამ ძლიერი შევიდა მისაღებ ოთახში და გამზადებულ ვამპირებს უთხრა -ჩვენ მათ შევუტევთ ყველა მზად იყო მაგრამ ჰოი საოცრებავ იქ არავინ იყო.ენჯი გაოგნდა ამდენი სად წავიდნენო.მერე ბინძურსისხლიანებს მიადგა იმათ ვინც იცოდა რომ მაქციებს ეხმარებოდნენ არავინ იყო ამან გააცოფა და ყველაფერი დაავიწყდა. ოთხი თვე გავიდა არაფაერი ახალი აღარავინ გამქრალა თუმცა ყველაფერი ცუდად იყო ენჯიმ ხალისი დაკარგა,ადვილად ღიზიანდებოდა არ ლაპარაკობდა და განსაკუთრებით მკაცრი იყო ვერავინ ცნობდა მხოლოდ ბელიმ იცოდა რომ მის პირადულში ხდებოდა ისეთი რამ რაც მას ასე აღიზიანებდა. ოთხი თვე წამება იყო ენჯისთვის ის წამება სტკიოდა რომელი წამებითაც გატაცებულებს აწამებდნენ და გაგიჟებული დაბოდიალობდა ტყეში იქნებ როგორმე კვალს წაწყდომოდა მარტო ის კი არა მთელი ხროვა დაძრწოდა ყველა ვამპირი ტყეებში დადიოდა და ცდილობდნენ როგორმე კვალი აეღოთ. -ისევ ვერ ვპოულობთ ისევ არაფერი თავი ვერ მოთოკა ენჯიმ და ხმამაღლა უყვირა გაწამებულ და თავისი მდგომარეობით დამძიმებულ მცველებს. -ენჯი გაიგე ყველანაირად ვცდილობთ ხმას აუწია არტურმა -რა ხდება?მიწამ ჩაყლაპა ყველა?? (ენჯი) -არ ვიცით (ჯეიკი) -აღარ შემიძლია აქ ვიჯდე და მათ შედეგ ნაბიჯებს ველოდო.აწამებენ ვიცი (ენჯი) -მეც ვიცი ენჯი მეც ყველამ იცის და განიცდის არც კი ვიცით შესაძლოა დახოცეს (არტური) -არა გადავარჩენთ იყვირა ანერვიულებულმა ენჯიმ და კუთხეებში მიყუჟულ დასევიდიანებულ ხალხს გადაავლო თვალი კაიუსიც ხშირად მიდიოდა ენჯისთან თუმცა მდგომარეობიდან ვერ გამოჰყავდა ერთ დღესაც კაიუსმა მკაცრად უთხრა -ედვარს უნდა გაყვე ცოლად მეშვიდე სამეფოდან ენჯის გაეცინა -დამცინი არ კაიუს?? -არა სულაც არა ამის მაგივრად ისინი გვეხმარებიან -არა ხმას აუწია ენჯიმ რომელიც ნერვული აშლილობის ზღვარზე იყო -კი პირველად აუწია ამდენი ხნის განმავლობაში კაიუსმა ხმას. -არა!ვთქვი და მორჩა გავარდა ენჯი და კარი მაგრად გაიხურა სად წავიდნენ მაქციები??მიწამ ჩაყლაპა ყველა??რატომ არაფერი ხდება?? -ენჯი!ენჯი! რამდენიმე კიდევ წაიყვანეს (არტური) -გაემზადეთ ჩავუსაფრდებით შეცდომას დაუშვებენ ასეც იყო სუნი დარჩა და ამ სუნმა ენჯისთვის გამაოგნებელ ადგილას მიიყვანა ხალხი. იდუმალ ხესთან იქ კი მინიშნება იყო რომელზეც გამოცანა ეწერა -გვეთამაშებიან (ჯეიკი) -ჩვენ ვითამაშებთ გაიღიმა ენჯიმ და მყარი ნაბიჯებით გაუყვა ბილიკს. აშკარად ეტყობოდა იცოდა სადაც მიდიოდა. მთელ დღეს დადიოდა ენჯი დაუსვენებლად და მინიშნებებს ეძებდა მიაგნო და კინაღამ გული გაუსკდა რადგან ისევ იმ ხესთან მივიდა. ენჯი სიბრაზისგან ფერებში გადადიოდა. ხის გარშემო ბევრი იარა და ბოლოს საეჭვო ღილაკი შეამჩნია რომელიც მწვანე იყო და სრულად ერწყმოდა ხეს. ღილაკს ფრთხილად დააჭირა ხელი და ხეში შემავალი დიდი თეთრი კიბეები დაინახა. -მომყევით დაიძახა ენჯიმ მტკიცეთ და მეგობრები თან გაიყოლა. -მგონი ჯობია სხვებსაც შევატყობინოთ (ბელი) -დაგავიწყდა რომ ვამპირი,ჯადოქარი და მაქცია ერთად ვარ? -არა მაგას არ ვამბობ უბრალოდ..უფრო დაცულად ვიგრძნობთ თავს -კარგი შატყობინეთ მე კი შევალ და რამეს ვიზამ იმისთვის რომ ჩვენი ხროვა გადავარჩინო -კარგი კარგი მოვდივართ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბელის გავგზავნით (ჯეიკი) -ბელ წადი (ენჯი) -არ შემიძლია იქ ლიამია და... -ვიცით და გადავარჩენთ გპირდებით (არტური -თუ ცოცხალია დაიჩურჩულა ენჯიმ და მყარი ნაბიჯები გადადგა დიდი თეთრი დერეფნისკენ -საეჭვოთ ცარიელია აქაურობა.. სიტყვა არ ქონდა დამთავრებული ენჯის რომ რაღაც საზარელი დაინახა უზარმაზარ შავ ლიფტის მსგავს კართან. არა ეს რაღაც საზარელი ერთი არ იყო ორნი იდგნენ.მცველები თუმცა რა არსებები?? ამას ვერც ენჯი ხვდებოდა და ვერც არტური.ეს ორი გამოკვეთილად ძლევამოსილი იყო ხროვაში და ვერცერთი ვერ ხვდებოდა რითი დაეწყნარებინათ თავიანთი ხროვის წევრები. მხეცები საშინლად ყარდნენ.აი თურმე რომელი სუნი ფარავდა მუქსისხლიანების და მოღალატე მაქციების სუნს. ენჯის გონებაში ახლაღა გაიელვა იმ აზრმა რომ ამ ,,რაღაცას’’ კარგი ყნოსვა ქონდა.რამდენიმე წამში მათ იყნოსეს უცხო სუნი და ბარბაცი დაიწყეს. ახლა დაინახა რომ ამ საზიზღარ დიდეშვებიან,შავ და საზიზღარ გარსიან არსებებს მხედველობა არ ქონდათ და დიდ მთლიანად თეთრ თვალებს აქეთ-იქით ატრიალებდნენ. -მოდიან რა უნდა ვქნათ?? იკითხა თვალებგაფართოებულმა ჯეიკმა. -რისთვისაც მოვედით, შევუტევთ (ენჯი) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.