შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ღამის სიყვარული..(6)


17-01-2018, 00:57
ავტორი pekhshvela
ნანახია 3 873

დეტექტივს იმ ღამის დეტალებზე ყვეკაფერი მოვუყევი. მისი ძებნა ასე ვთქვათ ბათუმიდან უნდა დაწყებულიყო რადგან ყველაფერი ბათუმში მოხდა. სასტუმროს და იმ კლუბის სახელი ვუთხარი სადაც ელენას შევხვდი . ვუთხარი , რომ რაც საჭირო იყო ყველაფერი გაეკეთებინა და ელენა ეპოვნა. უკვე ორი კვირა გავიდა რაც მის პოვნას ვცდილობდით. თითქოს დედამიწან ჩაყლაპაო. სულ პატარა ინფორმაციასაც კი ვერ მივაკვლიეთ. მხოლოდ ის გავიგეთ რომ იმ ღამით კლუბში ფოტოგრაფთა კლუბი იყო. შეიძლებოდა იქიდან ერთ-ერთი იყო მაგრამ მოგვიანებით, აღმოჩნდა , რომ ეს ფოტოგრაფთა კლუბი დაიშალა და აღარ არსებობდა. შემადგენლობის წევრთა გახმაურება რატომღაც არავის უნდოდა. იმედი გამიცრუა ამ ამბავმა თუმცა მისი ძიება მაინც არ შევწყვიტე. ყველაფერს გავაკეთებდი მის საპოვნელად . კომპანიის საქმეები ჩვეულ ფორმაში იყო თუმცა კადრები გვაკლდნენ. მე და გიორგის შესაფერისი კადრები უნდა გვეპოვნა , რომ კომპანია არ დაზარალებულიყო. დასაქმების სააგენტომ სანდო და გამოცდილი ადამიანების სია გადმოგვიგზავნა. გიორგის ველოდებოდი ჩემს კაბინეტში , რომ თითოეული მათგანისთვის გადაგვეხედა და გასაუბრებაზე დაგვებარებინა. 5 წუთში გიორგი შემოდის ჩენს კაბინეტში და ყავას მაგიდაზე მიდგამს .
-დილამშვოდობის დავით აბა რაშია საქმე.
- ძმას გაუმარჯოს. მოკლედ გიორგი სასწრაფოდ ახალი კადრები გვჭირდება თორემ ხომ ხედავ საქმეს საქმე ემატება და მარტო მე და შენ ვერაფერს გავხდებით . 2 3 კადრი მაინც ავიყვანოთ .
- კარგი დავით მაგრამ ვინ უნდა ავიყვანოთ გაქვს ხელთ რამე?
- კი კი სააგენტომ გადმომიგზავნა რამდენიმე სერიოზული რეზიუმე და მოდი გადავხედოთ.
- კარგი მანახე აბა.
- აი გამომართვი. მე კი გადავხედე მაგრამ შენს გარეშე გადაწყვეტა არ მინდა.
მე და გიორგიმ ამ რეზიუმეებს გადავხედეთ და გადავწყვიტეთ მათგან სამი კაცი გასაუბრებაზე დაგვებარებინა. ერთი ზედმეტად მომეწონა. გოგა ყიფშიძე. ახალგაზრდა იყო თუმცა დიდი გამოცდილება ქონდა და საკმაოდ კარგი რეკომენდაცია ქონდა ერთ-ერთი კომპანიიდან. რადგანაც დილა იყო სამივე ნომერზე დავრეკეთ და შუადღისთვის სამივე დავუბარეთ. მე და გიორგი ერთად გავესაურებოდით და დღესვე გადავწყვეტდით ამ საქმეს, რადგან ეს სააგენტო ყოველთვის გვეხმარებოდა სანდო კადრის მოძიებაში. ამიტომაც ბევრი ფიქრი აღარ იქნებოდა საჭირო. მე და გიორგი საჭნელათ გავედით კაფეში და შუადღისთვის უკვე კომპანიაში ვიყავით . როგორც ჩანს უკვე სამივე პიროვნება მოსულიყო და ჩვენ გველოდებოდნენ. ჩემს კაბინეტში დავიბარეთ სათითაოდ მე და გიორგიმ. ზუსტა ავუხსენით რა ტიპის კომპანიაიყო და რას საქმიანობდა. სამივე ძალიან კარგი აღმოჩნდა, მაგრამ როგორც რეზიუმეებში პირაადადაც ყველაზე მეტად გოგა ყიფშიძე მომეწონა. გადავწყვიტეთ , რომ სამივე აგვეყვანა პასუხი სამივეს ერთად ვუთხარით. არ ვიცი რატომ, მაგრამ როდესაც გოგას ვუყურებდი მას ვამგვანებდი . ჩემს ელენას. თითქოს მისნაირი სახე და თვალები ქონდა . სამივეს ძალიან გაეხარდა , რომ ჩვენს კომპანიაში იწყებდნენ მუშაობას და ხელშეკრულებებიც გავაფორმებინეთ. დავემშვიდობეთ და ნეორე დღეს სამუშაოდ დავიბარეთ. სახლში ცოტა დაღლილი მივედი. მხოლოდ მოსამსახურეები იყვნენ . ერთერთს ჯაკუზი გავამზადებინე. ცოტახანს განტვირთვა მინდოდა. ჩემს თავთან განვმარტოვდი და ისევ და ისევ ელენაზე ფიქრს მივეცი . არ ვიცი რა მჭირდა თუმცა გოგო ყიფშიძეს ძალიან ვამსგავსებდი მას. შეიძლება უკვე აკვიატებაც მჭირდა მაგრამ ტელეფონი ავიღე და დეტექტივს დავურეკე. ვუთხარი რომ ცოტახანს ელენას მოშვებოდა და გოგა ყიფშიძეზე გაეგო ყველაფერი . შუა დღისთვის შეხვედრა დავუნიშნე. გოგას და მისი ოჯახის ფოტოებიც მოვთხოვე. ვერ ვისვენებდი ვერაფრით სანამ ამ ეჭვს რამეს არ ვუზავდი. ამ ნეტარებას ,რომ მოვრჩი საწოლზე პირქვე დავეგდე და მშვიდად დავიძინე. დღეს მართლა არავის თავი აღარ მქონდა. დილით ადრე გავედი სამსახურში რომ ახალი თანამშრომლებისთვის მესწავლებინა ყველაფერი. მე და გიორგიმ კომპანია დავათვალიერებინეთ და დანარჩენ თანამშრონლებს გავაცანით. ნიკოლოზსაც და გურამსაც სამივე ძალიან მოეწონათ და შეგვაქეს კიდეც მე და გიორგი. ვცდილობდი გოგასთვის უფრო მეტი ინფორმაცია გამომეტყუებინა თუმცა ვიფიქრე რომ ორო დღის გაცნობილთან ზედმეტად უტაქტოდ მომივიდა. სამივე ძალიან კარგი იყო თუმცა გოგა უფრო კონტაქტური გახსინილი და კარგი ადამიანი იყო. საერთო ენაც უფრო გამოვნახე მასთან და საუბრებიც გაგვიგრძელდა. ნაშუადღევს შესვენებაზე ერთერთ კაფეში დეტექტივთან შესახვედრად წავედი. დეტექტივმა კონვერტით გოგას და მისი.ოჯახის ფოტოები მომაწოდა . მაგიდაზე გავშალე ისინი და წამიერად თვალებში დამიბნელდა. ჩემი ვარაუდი გამართლდა ჩემს წინ ელენას ფოტო იდოსიხარულს ვგრძნობდი ახლა. ჩემს საყვარელ ქალს მივაკვლიე. ჩემი ინტუიცია არასდროს ცდებოდა. ამ შემთხვევაში ეს ღვთის საჩუქარი იყო გოგა რომ გამოჩნდა. ის რომ არა ალბათ დიდი დრო დამჭირდებოდა კიდევ მის მოსაძებნად. აღმოჩნდა რომ გოგას მშობლები არ ყავდა . რონლებიც უცხო ვითარებაში და გაურკვეველ ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. პოლიციამ თურმე ეს საქმე ვერ გახსნა 12 წელია. გოგას ორსული ცოლი და ერთი შვილი ყავდა. ფოტოები კარგად გადავშალე და გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა ელენა რომ დავინახე გაბერილი მუცლით. იმ წამს ყველაფერი ვიფიქრე . ჩემში ჩაიფერფლა ყველა ის იცნება რაც მასთან მაკავშირებდა. როგორ შეიძლებოდა ჩემი საყვარელი ქალი ფეხმძიმედ ყოფილიყო სხვისგან როდესაც მე ასე მიყვარდა. გამაცოფა იმ ფაქტმა რომ ჩემს საყვარელ არსებას ვიღაც შეეხო და დაისაკუთრა. ის სულ აღარ გამახსენდა რომ შეიძლებოდა ამ ბავშვის მამა მე ვყოფილიყავი.
-კი მაგრამ გაბრიელ ეს გოგონა გათხოვილია?
- არა გოგა რა გათხოვილი. ის გოგასთან ცხოვრობს. არავინ ყავს. ყველაფერი გავარკვიე. არავინ იცის მისი ორსულობის შესახებ. იცი ძალიან საწყალი ოჯახია. გოგონა სულ რაღაც 8 წლის იყო მშობლები, რომ დაკარგა. ძმა ზრდიდა თირმე. ეს ბიჭი ბევრს შრომობდა და ყველაფერს აკეთებდა მისთვის. არ ვიცი რა მოუხდა ამ გოგოს მაგრამ ამ ორსულოვის დროსაც გვერდით დაუდგა. სიმართლე გითხრა ბევრი ამას არ იზავდა რაც მისმა ძმა გააკეთა. ბევრი ვერ მიიღებდა მაგას.
-ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე გაბრიელ. ეს გოგონა ის ელენაა. უფტოსწორად ჩემი ელენა და ეს ბავშვიც დიდი ალბათობით ჩემია.
-ღმერთო დავით რა კარგი ამბავია. თურმე აქვე ყოფილა და ჩვენ რამდენი ხანი ვეძებდით მას. მაშ მოსალოცად გქონია საქმე. მამობა ძალიან კარგი რანეა.
-მადლობა გაბრიელ მადლობა დიდი რაც ჩემთვის გააკეთე.
-არა რის მადლობა დავით. მაგრამ ახლა რას აპირებ? თან ცოლი გყავს . ასე ხომ ვერ მიხვალ მასთან.
-მართალი ხარ გაბრიელ. უნდა დავფიქრდე ყვეკაფერზე. თუმცა მთავარი ისაა რომ ვიპოვე და ყველაფერს ეშველება ახლა.
-ძალიან მიხარია ეს ამბავი დავით. პატივს გცემ ხომ იცი . მითუნეტეს როცა ახლა ახლოს გაგიცანი.
გაბრიელს დავემშვიდობე და იქიდან წამოვედი. შოკში ვიყავი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჯერ ის ფაქტი მაბედნიერებდა , რომ ის ვიპოვნე მერე ის, რომ მალე მამა გავხდებოდი. ყოველთვის მეგონა , რომ როდესაც ამას გავიგებდი ვიყვირებდი ყველას გავაგებინებდი ჩემს სიხარულს მაგრან ახლა ბედნიერებამ დამამუნჯა. საოცარი გრძნობები იყრიდა თავს ჩემში. უფრო მეტად მიყვარდაელენა იმის გამო რომ ჩემი შვილის დედა იყო. უფრო მეტად მიყვარდა იმის გამო რომ იმ დღის მერე გადაწყვიტა ეს ბავშვი გაეჩინა. ის წმინდა იყო ჩენთვის ა ყველაფრის მერე უფრო მეტად. შორიდანვე ვგრძნობდი მის საიცრად ლამაზ სულს და შინაგან სამყაროს. ახლა ზუსტად ვიცოდი რომ მას არცცერთი წამით არ უნდა მოვშორებოდი თუმცა ჯერ კარგად უნდა დავფიქრებულიყავი. ყვეკაფერს თავისჯ შედეგი მოყვება და ახლა სწორად უნდა მემოქმედა. კომპანიაში მივედი და ეგრევე გიორგისთან შევედი ანთებული თვალებით. რომ დამინახა მიხვდა ისიც რომ ჩემს ცხოვრებაში ელენა გამოჩნდა. ეგრევე მითხრა შენ ის იპოვეო და მეც ელენას გაბერილი მუცლიანი ფოტო დავუდე წინ. თვალები შუბლზე აუვიდა თუმცა ჩემი ბედნიერი სახით მიხვდა რომ ამ ბავშვის მამა მე ვიქნებოდი. გიორგისთან ერთად უნდა გადამეწყვიტა ყველაფერი. ჩემს ერთ არასწორ ნაბიჯს შეიძლებოდა კომპანიისთვის ზარალი მიეყენებინა. გიორგი ყოვეკთვის ყველაფერზე წინ მაყენებდა. მითხრა რომ როგორღაც ამას დავმალავდით მთავარი იყო რომ მე და ელენა ერთმანეთს შევხვედროდით ახლა მხოლოდ გოგასთან უნდა მელაპარაკა და ყველაფერი ამეხსნა. ის იმდენად კარგი ადამიანი ჩანდა , რომ უკვე ძალიან დიდ პატივს ვცემდი. ძალიან ვნერვიულობდი მასთან ლაპარაკის გამო. თანაც იმის შიში ხომ მქონდა რომ ელენა შეიძლება ფიქრობდა რომ მასზე ვიძალადე. ყველაფრის მიუხედავად მე მაინც დაველაპარაკებოდი გოგას და ერთად გადავწყვეტდით ყველაფერს . ამ ამბის გადადება აღარ მინდოდა ამიტომ სამუშაო საათების დასრულებისას გოგას ვთხოვე ცოტახანს დარჩენილიყო. გოგა ჩემი მაგიდის წინ ჩამოჯდა და გაურკვეველი სახით მიყურებდა . ნერვიულად თმებში ხელი შევიცურე . მთელი ძალები მოვიკრიბე და მასთან საუბარი დავიწყე .
-გოგა მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც ორი დღეა გიცნობ ძალიან დიდ პატივს გცემ . ძალიან კარგი ადამიანი ჩანხარ. არც კი ვიცი როგორ გითხრა მაგრამ ვიცი ასე თუ ისე გამიგებ. ერთ შემთხვევაზე მინდა მოგიყვე რომელიც ზაფხულში დამემართა.
-და ამას მე რატო მიყვები ბატონო დავით?
- გთხოვ ბატონო მოაშორე. იმიტომ გოგა, რომ ეს შენ დას ეხება.
-ჩემ დას?
-კი გოგა მე ყველაფერს მოგიყვები და შენ გადაწყვიტე მერე როგორ მოიქცევი. მოკლედ ყველაფერი ერთ ღაეს მოხდა. მეგობრებში კლუბში ვერთობოდით. საკმაოდ ნასვამი ვიყავი. ძალიან მიმიზიდა ელენამ. ერთად ვცეკვავდით და როგორც ხდება ალბათ მიხვდები. ვიცი ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს. ძალიან განვიცდი იმ ამბავს რომ მე ვიყავი მისთვის პირველი და ალბათ ძალიან დიდი ტკივილი მივაყენე. მოძალადე ადამიანი არ ვარ და არასდროს მქონია ეგ შემთხვევა. მაშინ ძალიან მინდოდა მასთან ლაპარაკი თუმცაისე გამომეპარა არც დამნახვია .
-დავით როგორც ჩანს არც შენ გამოგივლია კარგი დღეები ისევე როგორც ელენას. ეს არცერთის ბრალი არ ყოფილა და მე შენ როგორც კაცი კაცს ვერ გაგამტყუვნებ აღმოჩნდა , რომ ელენასთვის ექსტაზი ჩაუყრიათ სასმელში. სამწუხაროდ ხანდახან ძალია ახლო ადამიაები გვღალატობენ. ჩემი სუფთა დაიკო გაყიდეს და გაწირეს ამისთვის. დამნაშავე ამაში არცერთი არ ხართ ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო. ეშინოდა და ვერ მეუბნებიდა ვერაფერს სანამ ორსულობის ამბებს არ გაიგებდა. ჩემი და ჩემთვის ყველაფერია და ვერ დავუშვებდი მის ტანჯვას გვერდში ვუდექი ყოველთვის და ახლაც ასეა. ვუთხარი რომ ერთად გავზრდიდით ბავშვს და გული გავუხარე. ვეცადე გამეხალისებინა მისთვის ცხოვრება . არ მინდა რომ ტკივილი იგრძნოს მან .
-შენ ვერ წარმოიდგენ გოგა როგორ მომეშვა გულზე ეს რომ მითხარი. ჩემთვის ელენა ძალიან სუფთადა წმინდა. რახანც შენთან ლაპარაკი გადავწყვიტე მინდა გითხრა , რომ მე ის ძალიან მიყვარს. იმ ღამემ ყველაფერი შეცვალა და მეც შემცვალა. ძალიან დიდი ხანი ვეძებდი მას და ღვთის წყალობით გამოჩნდი და ისიც ვიპოვე. როდესაც ბავშვზე გავიგე ამან უფრო გამახარა დასურვილი გამიჩინა მათზე ზრუნვის. მინდა ის ვნახო დაველაპარაკო . ვუთხრა რომ მიყვარს. გოგა როგორც შენ იტყვი ისე მოვიქცევი . მე არ ვიცი ელენას დამოკიდებულება მაგრამ უფლება მაქვს და ვალდებულიც კი ვარ შვილზე ვიზრუნო.
-დავით კი მაგრამ შენ ხომ ცოლი გყავს რომელ მის ნახვაზე მელაპარაკები? ან რა სიყვარულზე ლაპარაკობ?
-გოგა ახლა რასაც გეტყვი ეს არავინ იცის და ვიიმედოვნებ , რომ საიდუმლოდ შეინახავ. ეს ქორწინება უბრალოდ კომპანიის გამო გაფორმდა ესაა და ეს მეტი არაფერი. ეს ხელშეკრულბა ერთ წელში დასრულდება და ლილის გავეყრები. ეს ნამდვილად პრობლემას არ წარმოადგენს და მე ჩემს გრძნობებში დარწმუნებული ვარ.
-მე არ მაქვს დავით უფლება შენს შვილთან აგიკრძალო მიახლოება ამის უფლება არც არავის აქვს. უბრალკდ მე ჩემი დის ბედნიერებაზე ვფიქრობ . არ მინდა გული ეტკინოს. მან ძალიან რთული დღეები გამოიარა. მასაც უყვარხრ. ისე უყვარხარ ვერც წარმოიდგენ და ეს მან თავიდანვე მითხრა.
-შენ არ იცი როგორ გამაბედნიერე გოგა. ძალიან მინდა მისი ნახვა.
-კარგი დავით ნახე მაგრამ არ მინდა ინერვიულოს იქნებ მშობიარობის შემდეგ აჯობებს ნახვა. ორ კვირაც არ დარჩა მშობიარობამდე.
-კარგი გოგა როგორც შენ იტყვი ყველაფერი ისე იქნება. მადლობა შენ ყვეკაფრისთვის ზუსტად ვიცოდი რომ გამიგებდი და გვერდში დამიდგებოდი.
-თუკი ერთად იქნებით და ჩემს დას გააბედნიერებ მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს დავით.
გოგასან ლაპარაკმა მოლოდინს გადააჭარბაუბედნიერესი კაცი ვიყავი ა ქვეყანაზე. სულ მალე ჩემს საყვარელ ქალს და შვილს შევხვდებოდი. ყველაფერს გავაკეთებდი მათი ბედნიერებისთვის. ყველაფერი ისე კარგად წავიდა თავი სიზმარში მეგონა. ერთი სული მქონა როდის გავიდოდა ეს ორი კვირა. გული მოლოდინით ფანცქალებდა.
****
ძალიან ბედნიერი იყო დავითი. ბედნიერი იყო ელენაც. მაგრამ რაუცოდა წინ რამხელა სიხარული ელოდა. ორივე პატარას მოლოდინით ცოცხლობდა ახლა. იმდენად იყო გაბერილი რომ უკვე სიარულიც უჭირდა. ცალკე ელენა აგროვებდა ბავშვისთვის რაღაცეებს ცალკე დავითი. გოგა სახლში ისეთი ხალისით ბრუნდებოდა ელენაც პოზიტიურ გაბწყობაზე დგებოდა. ბედნიერი იყო გოგაც რომ თავის დას ოცნება აუხდა და მალე მისი სიყვარული ელენას ცხოვრებაში გამოჩნდებოდა. ელენას გატეხილ გულს გაამთელებდა და გააბედნიერებდა. მუცლადმყოფ დავითს ელაპარაკებოდა ელენა მამამისზე . ან რა იცოდა ვინ იყო დავითი მაგრამ გრძნობდა ამას . გრძნობდა თავისი სიყვარულის პიროვნებას. ეს არ იყო ის ვინც უნდოდა რომ დავითი ყოფილიყო. მისი აღწერილი დავითი მართლაც დავითი იყო. ამ ორმაკვირამაც მალე გაირბინა . ერთ დღესაც 16 აპრილს როდესაც ზუსტად დავითის დაბადების დღე იყო ელენას მუცელი ასტკივდა. ტკივილსგან შეჰკივლა და გოგას დაუძახა. ისიც დაეთებული გამივარდა ოთახიდან.
-რა მოხდა ელენა? კარგად ხარ?
-გოგა..გოგა დაიწყო მგონი..ძალიან მტკივა.
-დამშვიდდი ელენა ახლავე წაგიყვან საავადმყოფოში ცოტა მოითმინე.
გოგამ ელენა მალე საავადმყოფოში მიიყვანა .

ჩემო შოკოლადებო ცოტა ნაჩქარევი კია მაგრამ იმედია მოგეწონებათ. ძალიან მინდოდა მალე დამედო. ველი შეფასებას❤



№1 სტუმარი ana

magaria male dade shemdegic

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმეეე რა თბილობაა და საყვარლობა თავი იყო♥♥♥♥
და მაინც!
არ გვაღირსე მათი შეხვედრა :დდდ
მაგრამ გული მიგრძნობს
ძალიან ახლოა ♥♥♥♥
ვეღარ ვითმენ ისე მაინტერესებს!!
♥♥♥♥
უკვე მიყვარს ეს ისტორია და შენც!♥♥♥
გოგაზე ხო თავიდანვე ვგიჟდებოდი და ახლა ორმაგად! ♥♥♥
იცოდე მალე დადე და გამახარე! და რაც მთავაროა თავებო გაზარდე არ მყოფნის ერთ ამოსუნთქვაზე ვკითხულობ ხოლმე :დდ♥♥♥
წარმატებები ტკბილოო♥♥

 


№3  offline მოდერი pekhshvela

ტკბილიწიწაკა
ვაიმეეე რა თბილობაა და საყვარლობა თავი იყო♥♥♥♥
და მაინც!
არ გვაღირსე მათი შეხვედრა :დდდ
მაგრამ გული მიგრძნობს
ძალიან ახლოა ♥♥♥♥
ვეღარ ვითმენ ისე მაინტერესებს!!
♥♥♥♥
უკვე მიყვარს ეს ისტორია და შენც!♥♥♥
გოგაზე ხო თავიდანვე ვგიჟდებოდი და ახლა ორმაგად! ♥♥♥
იცოდე მალე დადე და გამახარე! და რაც მთავაროა თავებო გაზარდე არ მყოფნის ერთ ამოსუნთქვაზე ვკითხულობ ხოლმე :დდ♥♥♥
წარმატებები ტკბილოო♥♥

შემდეგ თავში მოხდება ის რასაც ასე ველით:დდ ზავტრა ბუძეტ გატოვა❤ ოჩენ გახარებული ვარ რომ მოგეწონა ჩემო ტკბილოო❤❤

ana
magaria male dade shemdegic

აუცილებლაად❤

 


№4 სტუმარი მარი. ელ❤

დავიწვი დავიფერფლე დავდნი გადავირიეეე:დდ ყოჩააღ რახარ ასეთიიმკვირცხალიიი:დდ სანატრელი თავი იყოო ყოველი წინადადების მერე ვბედნიერდებოდიი❤❤❤❤

 


№5  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ჩემი #შოკიპიკიპანიკახარ :*
აუუუ როდის შეხვდებიან ერთმანეთს რააა :დ
ცეცხლოვან თავებს ველოდები შემდეგი თავებიდააან :დ :*
ძლივს დაადგა საშველი და იპოოოვააა ???? ????
შემდეგ თავებში რა მოხვდება ვერ ვხვდები, მაგარი მიუხვედრელი ვაარ რაა :დ მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ რომ შენი და შენი მუზის გარდა არავინ იცის :დ :*
#ჩემიუნიჭიერესიხარშენნუცა ;* :**

 


№6 სტუმარი ))))

ოღონდ ელენა მშობიარობას არ გადააყოლო რა ....
სხვა სუერი ხარრ <3

 


№7 სტუმარი nini

vaimee umagresia male dadeeee,????

davitis meuglec mecodebaa codoaaa daiatnjeba

 


№8  offline წევრი moodchanger

ვაიმე რა კარგიააა <3 <3
--------------------
mood

 


№9  offline მოდერი pekhshvela

drogardasuli
ჩემო შაქარლამობავ <3 როგორ გამახარე რომ იცოდე <3 სითბოთი სიტკბოთი და შენებური სილამაზით სავსე თავი იყო <3 მალე მალე შემდეგი თავი ტკბილო <3

სულ ასე გაგახარებ ხოლმე საყვარელო ❤❤

moodchanger
ვაიმე რა კარგიააა <3 <3

❤❤❤

nini
vaimee umagresia male dadeeee,????

davitis meuglec mecodebaa codoaaa daiatnjeba

მალე დავდეებ❤

))))
ოღონდ ელენა მშობიარობას არ გადააყოლო რა ....
სხვა სუერი ხარრ <3

))))
ოღონდ ელენა მშობიარობას არ გადააყოლო რა ....
სხვა სუერი ხარრ <3

ეგ ნადვილად ზედმეტი იქნება:დდ❤

Tskrialashvili Mariami
ჩემი #შოკიპიკიპანიკახარ :*
აუუუ როდის შეხვდებიან ერთმანეთს რააა :დ
ცეცხლოვან თავებს ველოდები შემდეგი თავებიდააან :დ :*
ძლივს დაადგა საშველი და იპოოოვააა ???? ????
შემდეგ თავებში რა მოხვდება ვერ ვხვდები, მაგარი მიუხვედრელი ვაარ რაა :დ მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ რომ შენი და შენი მუზის გარდა არავინ იცის :დ :*
#ჩემიუნიჭიერესიხარშენნუცა ;* :**

ჩემიი ტკბილი შენ ამის მერე ნახე ცეცხლი:დდ ჩემი მუზა ბევრს ქაჩავს ხოიცი:დდ❤❤

მარი. ელ❤
დავიწვი დავიფერფლე დავდნი გადავირიეეე:დდ ყოჩააღ რახარ ასეთიიმკვირცხალიიი:დდ სანატრელი თავი იყოო ყოველი წინადადების მერე ვბედნიერდებოდიი❤❤❤❤

დაე ეღირსრბათ შეხვედრა:დდ❤

 


№10 სტუმარი ani

ვაიმე ძაააან მაგარიააა სიტყვები არ მყოფნის



<3 <3 <3

 


№11  offline მოდერი pekhshvela

ani
ვაიმე ძაააან მაგარიააა სიტყვები არ მყოფნის



<3 <3 <3

❤❤❤❤

 


№12  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიაააან ძალიიაააან მაგარია <3 ერთი სული მაქ შეხვდნენ მალე დადე რა

 


№13  offline მოდერი pekhshvela

ანი ანი
ძალიაააან ძალიიაააან მაგარია <3 ერთი სული მაქ შეხვდნენ მალე დადე რა

დავდებ უკვეე❤❤

 


№14  offline წევრი blondeangel631

ახლოვდება მათი შეხვედრა იმედია ლილი ხელს არ შეუშლის მათ ბედნიერებას heart_eyes heart_eyes მალე დადე

 


№15  offline მოდერი pekhshvela

გეგე მარიშკა
ახლოვდება მათი შეხვედრა იმედია ლილი ხელს არ შეუშლის მათ ბედნიერებას heart_eyes heart_eyes მალე დადე

წინ ძალიან საინტერესო თავი გელით❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent