შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდა და ბურუსი(2)


17-01-2018, 02:26
ავტორი Iliana23
ნანახია 1 187

*დიდი მკვლელობა*
რამდენი რამე დავწერე,რამდენი ადამიანი გავაჩინე,რამდენი ისტორია გამოვიგონე.წერა-კითხვა სტანდარტულად 6 წლის ასაკში არ მისწავლია,ჭეშმარიტი ფორმა 14 წლის ასაკში შევიძინე.აქამდე ჩემი გზით მივედი,ჩემი გზით მივედი წიგნებამდე.იცით,მე ძალიან მიყვარს ბუნება და ძალიან მიყვარს წიგნები,რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,ისინი ბუნებასთან ყველაზე ახლოს არიან,ყველაზე ახლოს კი არა მათი ნაწილი მათშია,მათში ჯერ კიდევ სუნთქავს მოკლული ხის სურნელი და ცხრა ფერს მოწყვეტილი ერთი ყავისფერი.იყო ბევრი რომანი,იყო ბევრი სიყვაარული და იყო ბევრი დისტანციაც.ურთიერთობაში შებოჭილი ვიყავი,რაღაცნაირად ვერ ვენდობოდი ადამიანს,რომელსაც დღეში საშუალოდ ოცი ოცდაათჯერ ვუცრიცავდი სიტყვა „მიყვარხარს“.პანიკაში ვვარდებოდი,როდესაც მტკიცე დისტანცია დნობას იწყებდა და ყველანაირად ვცდილობდი გავქცეოდი საყვარელი ადამიანის შეხებას,იქნებოდა ეს კოცნა თუ ჩახუტება.მერე მბეზრდებოდა,მბეზრდებოდა უნდობლობა,მბეზრდებოდა სიტყვა „მიყვარხარ“ და მბეზრდებოდა თვითონ ამ სიტყვის ადრესატიც.საბოლოოდ კი იყო განშორების სტანდარტული ახსნა-განმარტება და მეგობრობის ზავი,რომელიც ერთი დიდი შეჩვეული და კანზე ძლიერად მოწებებული სიცრუე იყო,არის და იქნება.იცით ამ ყველაფერს რატომ გიყვებით?იცით რატომ ვლაქლაქებ ამდენს საკუთარ წყალწაღებულ არსებობაზე?მინდა რომ მიგრძნოთ,თქვენ მე არ მიცნობთ,თქვენ არ იცით რა მქვია,არ იცით როგორი ფერის თვალები მაქვს,თუმცა დამიჯერეთ ეს არ არის სავალდებულო ინფორმაცია,რომელსაც უნდა ფლობდეთ ჩემს ან ვინმე სხვის შესახებ.იგრძენით ჩემი სევდა,იგრძენით ჩემი სასოწარკვეთილება და იგრძენით გამხმარი,ამძორებული მძღნერის სუნი,რომელშიც საუკუნეებია,რაც ვცურავთ.
ერთ დღესაც,არ მახსოვს რომელი დღე იყო ეს,რადგან მას შემდეგ ყოველი დღე ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს,მე ვიყნოსე რაღაც უცნაური,რაც აქამდე არ შემენიშნა ჩემში.მე ვიგრძენი სუნი იმ დიდი ყლისა,რომელიც ჩემში იზრდებოდა,იზრდებოდა,როგორც ერთ დროს გაიზარდა ის სანუკვარი ვაშლის ხე ედემში და მე ეს სუნი იმთავითვე შემეზიზღა. არ ვიცოდი როგორ შემეჩერებინა ზრდის პროცესი და გადავწყვიტე აბორტი გამეკეთებინა. ვიცი,ვიცი რომ აბორტი საშინელებაა,რომ ჩვენ არ უნდა ვკლავდეთ ერთმანეთს და არ უნდა ვუტევდეთ არსებას,რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა,მაგრამ იქნებ უკეთესიც კი იყოს,ალბათ უკეთესი იქნებოდა დედაჩემს რომ აბორტი გაეკეთებინა,მე არ დავიბადებოდი და თქვენც არ მოგიწევდათ ამ მძღნერობის კითხვა,თუმცა ჩემსგან განსხვავებით თქვენ გადაწყვეტილების მიღება ძალგიძთ.დავიწყე ფიქრი და განსჯა და რაც თავი მახსოვს,მას შემდეგ აღარც გავჩერებულვარ.ფიქრი სიგარეტივითაა,ერთხელ თუ გაუსინჯე გემო ცხოვრების ბოლომდე მოგიწევს მისი ჯიბით ტარება.მსიამოვნებდა ჩაძირვა,ღრმად ჩაძირვა და რეალობაში ძილის პოზაში ყოფნა.მსიამოვნებდა საკუთარი თავის სხვისი თვალით დანახვა და ანალიზი თუ ვინ ვიყავი,ვინ ვარ და ვინ ვიქნები.მერე წიგნების დაბადება იყო,დაიბადა წიგნი და დაიბადა ახალი ფიქრებიც.რაც უფრო მეტ ბუნების ნაწილს ვეხებოდი,მით უფრო ღრმად ვიძირებოდი და მით უფრო მწებვარე და ბლანტი ხდებოდა ეს მორევიც.როდესაც სამყაროს შორიდან უყურებ ყველაფერი ძალიან ლამაზია,ძალიან ლამაზი და ჰარმონიული.ალბათ ღმერთსაც შეცდომა სადღაც მანდ გაეპარა,იმდენად შორიდან დაგვიწყო ცქერა,რომ ომიც კი ლამაზად მოეჩვენა.შორიდან ყველაფერი ლამაზია,თუმცა იმას ვერ გაექცევი,რაც შენშია.ჩაძირული,საკუთარ თავს ვუყურებდი,როგორც სხვა ადამიანი, თუმცა ცალი თვალი მაინც პირდაპირ იყურებოდა და საკუთარ თავთან ერთად გარე სამყაროს ყურებაც მიწევდა.ვარდისფერი სათვალეს პირველი ბზარი მაშინ გაუჩნდა,ილუზია რომ რეალობად და რეალობა ილუზიად მექცა.ჰო,აი ასე,ავიკარი ჩემი გუდა-ნაბადი და გადავსახლდი ილუზიებში.წიგნებში ყველაფერი სხვანაირია,ყველაფერი უფრო ადამიანური და ღმერთის ხელდატყობილია,განსხვავებით რეალობისგან,სადაც ადამიანს ის ვერ გაურკვევია სიკვდილისთვის დაიბადა თუ სიცოცხლისათვის.ყოველ დილით პაზლებივით ვაწყობდი ჩემს სამყაროს და მშენებლობა რომ დავამთავრე შევნიშნე რომ უკედლებო სახლი ამეშენებინა.მერე,დიდი ხნის მერე მივხვდი,რომ ჩემს სამყაროში მხოლოდ ჩემი ადგილი იყო,სხვა ვეღარ დაეტეოდა,ვინიცობაა და მაინც შემოკვეხებულიყო,აღარც მე აღარ ვიქნებოდი,აღარც ის და აღარც ეს უკედლებო სახლი,რადგან ყველაფერს შეცვლიდა, ყველაფერს გადაასხვაფერებდა და შეიძლება ჩემს სახლზე კედლების მიშენებაც კი ეცადა. ნაჭუჭი თბილი,სუფთა და ვარდისფერი იყო,მომავალი მიზნებით დახუნძული,აწმყოში კი იმედი კაშკაშებდა,როგორც მზე.მზიანი ამინდი იყო,ილუზიიდან რეალობისკენ ვმგზავრობდი და დანიშნულების ადგილს რომ მივაღწიე დიდი აფეთქებაც სწორედ მაშინ მოხდა.რომ გამოვფხიზლდი და თვალები გავახილე,დავინახე რომ ვარდისფერ სათვალეს მარჯვენა შუშა სულ ჩამსხვრეოდა.წლობით ვეძებდი იმ სასწაულს,ვინც შეძლებდა და აღმიდგენდა ეული ვარდისფერის გარდაცვლილ ნაწილს,თუმცა ყოველი შემხვედრი ხელოსნის თვალებში მანამ ვკითხულობდი პასუხს,სანამ რაიმეს მეტყოდა და უარესად ააბობოქრებდა ტალღებად დაღვრილ სევდის ზღვას.მაშინ მივხვდი,რომ იმედსაც ჰქონია საბოლოო წერტილი და მე ამ იმედმა უიმედობამდე მიმიყვანა.ახლა გაცილებით უფრო ბევრ დროს ვატარებდი ჩემს უკედლებო სახლში,ვიდრე მანამ,თუმცა მგზავრობის დროს ყოველთვის ვხედავდი ჩამსხვრეული შუშიდან მომლოდინე,ხახადაფჩენილ რეალობას, რომლის მზერაშიც ირონიასთან ერთად დაცინვით ნათქვამი სიტყვებიც იკითხებოდა:შე მშიშარა ბალღო,ჩემი გეშინია არა?მიდი,მიდი გაიქეცი,მეორე შუშაც რომ ჩაგემტვრევა მერე შევხვდებით შე ქვეშაჯვია მატყუარავ.უკანასკნელი სიტყვა მუდან საგონებელში მაგდებდა. დამატებითმა ათმა ყავისფერმა და ოც ფურცელ გავსებულმა მელანმა,მტკივნეულ პასუხამდე მიმიყვანა.ერთ დღესაც გავიღვიძე და ვიგრძენი რომ უკედლებო სახლში აღარ მინდოდა ცხოვრება,მე მშიშარა და მატყუარა ვარ,რომელიც რეალობას გაურბის და ემალება,მე ეს არ ვარ,მე არ მეშინია მისი,მე არ გავურბი მას,მე მამაცი და ძლიერი ვარ,დავდგები და თამამად გავუსწორებ თვალს,სხვებივით არც სასმელში და არც გართობაში ვიპოვი სამალავს.მომატყუა და ეს ისეთი ცბიერი და ასიანში გარტყმული ტყუილი იყო,რომ კარგა ხანს გამაბრუა კიდეც . მაშინ მოკვდა იმედი,იმედთან ერთად კი ჩემი ვარდისფერი სათვალის მეორე შუშაც ჩაიმსხვრა. რეალობის პირისპის უკედლებო სახლის გარეშე დავრჩი და თავს ისე ვგრძნობდი,როგორც ღია,შიშველ მდელოზე გამოგდებული შველი.ვუმკლავდებოდი ყველაფერს,რასაც გზაზე ეს ცრუ და არასამართლიანი მატყუარა მახვედრებდა და მოკუჭულ ალტერნატივებს,რომ მეგობრებთან ერთად გასართობად წავსულიყავი ან რაიმე ამდაგვარი,ნაგვის ურნაში ვისვრიდი და საკუთარი თავის დასარწმუნებლად ხმამაღლა ვიმეორებდი,რომ რეალობას არას დიდებით არ გავექცეოდი.დიდი ცხოვრებისეული აცდენა მქონდა და ჰო,გეთანხმებით ყველაფერი ჩემი ბრალია.ახალი იმედის დაბადებას არ მოჰყოლია ჩამსხვრეული შუშების აღდგენა,თუმცა მახსოვს,ხშირად ვიდებდი თვალებზე ნამსხვრევების ნაწილებს და უკედლებო სახლსაც კვირაში ერთხელ ვასუფთავებდი მტვრის კორიანტელისაგან.წიგნებმა ბუნებამდე მიმიყვანეს,მათი სახლი,მათი დაბადებისა და ბედნიერი მოგონებების თბილი კერა დამათვალიერებინეს და ჩემი იმედიც ეს იყო.იმედთან ერთად ეს იყო ოცნებაც,ლამაზი და ნუგეშით გაბრწყინებული ოცნება,რომელიც უბრალოდ ლამაზი და ნუგეშით გაბრწყინებული იყო და დღემდე არის.მე ვერსაც ვიპოვე ის,რასაც ვეძებდი და რაც ასე ძალიან მჭირდებოდა და საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მისი ძებნა მარტოობაში უნდა გამეგრძელებინა.ნაჭუჭიანი ოცნებით გავგორდებოდი ბუნებისკენ ისე,რომ ვერავინ ვერ შემამჩნევდა და მოვშორდებოდი ამ ცრუ და მძღნერის სუნით აყროლებულ ადამიანებს.როდესაც ძალიან მიჭირდა ან ძალიან მოწყენილი ვიყავი,თავს ვიმხნევებდი,რომ ჯერ ადრე იყო,ჯერ კარგად უნდა გადავვსებულიყავი და მერე წავიდოდი სისუფთავეში.მე უკედლებო,სუფთა,ცარიელი და ფრთებშესხმული სიცოცხლე მინდოდა, სადაც მხოლოდ მე და ბუნება ვიქნებოდით.არც მოვალეობები,არც შეზღუდვები,არც ადამიანები და არც მორალები არ იქნებოდნენ ჩემს ირგვლივ,ყველაფერი ხელშეუხებელი, მტვერდაუდებელი და სუფთა იქნებოდა.მჯეროდა და დღემდე მწამს იმის,რომ სადაც ადამიანი არ არის იქ ყველაფერი ბევრად უფრო ლამაზი და მშვენიერია.მე მთელი ცხოვრება მაიძულებდნენ,რომ მეფიქრა მომავალზე,გამომეზოგა დრო და სწორ გზას დავდგომოდი, მაგრამ მომბეზრდა საკუთარი ნაწილების სამხვერპლოზე მიტანა,იმის სამხვერპლოზე,რაც არ მჭირდება,რაც არაფერში არ მჭირდება,სწორ გზაზე სიარულმაც გული ამირია და იცით რა? სხვები ამბობებ რომ მხოლოდ ერთი გზაა სწორი დანარჩენი კი ოღროჩოღროა,მე კიდევ ვფიქრობ რომ ის სწორად მონათლული გზაა სწორედ ოღროჩოღრო დანარჩენი ყველა კი ერთი სწორი და უქვაღორღილო სტანდარტია,რომელსაც არსებობიდან სიკვდილამდე მიჰყავხარ.დიდი მკვლელობა 14 წლის ასაკში დაიწყო და შეიძლება სიკვდილის ბოლომდე ვერ აღასრულოს განაჩენი.დიდი მკვლელობა საკუთარი არსების მოხრჩობაა,საკუთარი სიცოცხლის სტანდარტის გისოსებიდან გამონთავისუფლებაა,მკვლელობაა იმ ყველაფრის, რაც მაშინ მოგაწებეს,როდესაც თავის დაცვა არ შეგეძლო,მაშინ შეგიკრეს ხელ-ფეხი და გაგწირეს უთავბოლო ხეტიალისა და მთვრალი კაცივით ბრძოლაში ხელების აცაბაცად ქნევისთვის და წაგართვეს თავისუფლება,ოცნება,სიცოცხლე.მათ შენ ყველაფერი წაგართვეს,მათ მე ყველაფერი წამართვეს,გესმით?ყველაფერი,რასაც ახლა ვეძებ და ვიცი ვეღარ ვიპოვი,ყველაფერი მოკლეს და დაუმარხავი დატოვეს,რატომ?რატომ გააკეთეს ეს? რატომ უკეთებენ ამას საყვარელ ადამიანებს?რატომ ვტკენთ ყოველთვის ერთმანეთს მაშინ, როდესაც ვამბობთ რომ გვიყვარს,რატომ არ შეგვიძლია მოვინანიოთ არჩადენილი ცოდვა და ედემში დავბრუნდეთ,სადაც თავისუფლებაც,ჭეშმარიტებაც და სიგიჟეც იქნება?რატომ არ შეგვიძლია,რატომ?ვარდისფერი სათვალე მკვდარია,უკედლებო სახლი კი მიტოვებული,განა დაგვრჩა იმის უფლება,ვისუნთქოთ იმედი,რომ ოდესმე დავბრუნდებით ედემში?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent