შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Demon (18 დასასრული)


17-01-2018, 21:43
ავტორი Constance
ნანახია 1 670

(კაენი)
'911 გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?' ამის თქმაც არ დავამთავრებინე ოპერატორს. ხასიათზე არ ვიყავი, ამიტომ დავასწარი და ჩემით ვუთხარი რაც მჭირდებოდა, სანამ უაზრო ლაპარაკს გააგრძელებდა
- პოლიციის განყოფილების უფროსი დამალაპარაკეთ, თუ შესაძლებელია.
წუთით სიტყვები აებნა, მაგრამ ხმა დაიბრუნა და ძლივს მიპასუხა - ბატონო, შემიძლია მე თვითონ დაგეხმაროთ.
- არა, არ შეგიძლია. ეხლა კი შენს უფროსს დაუძახე თუ არა და მოგკლავ.
ამან საქმე გამიადვილა და მალევე მიპასუხა - დიახ, ბატონო - წუთიც აღარ შეყოვნებულა და უფროსთან დამაკავშირა. სანამ ზარი გადიოდა, ხალხით სავსე ქუჩას გადავავლე თვალი. შტორმს უკვე გადაევლო, ახლა თოვლს წმინდავდნენ გზებიდან, რომ გადაადგილება ყოფილიყო შესაძლებელი. სავარაუდოდ პოლიციას ყველა სატელეფონო ჯიხურიდან მისდიოდათ სიგნალი, ამიტომ აქ დიდხანს გაჩერება არ მინდოდა.
- გისმენთ?
როცა იმ ოფიცრის ხმა გავიგე, რომელმაც განყოფილებაში ყოფნის დროს დაგვკითხა, გავიკრიჭე და სწრაფად ვუთხარი ჩემი სათქმელი - კაენი ვარ, დანარჩენი შენ თვითონაც იცი. პასუხები მჭირდება და ორი წუთი გაქვს ამისთვის. პირველი, ძაღლი ვინ მომიკლა?
ორ წამს დაველოდე, შემდეგ კი ჩავიღრინე, რასაც შესაბამისი რეაქციაც სწრაფად 8მოჰყვა.
- დემონები მოვიდნენ და ოფიცერს წაართვეს, როცა თავშესაფარში გადაჰყავდა.
თავი დავაქნიე, თავისუფალი ხელი თმაში შევიცურე და ამოვიოხრე.
- კარგი, შემდეგი კითხვა. თავისუფლება მინდა. რა არის საჭირო, რომ თავი დამანებოთ?
მესმოდა კაცი როგორ ცდილობდა სიცილი ჩაეხშო, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებდა. სახალისო ნამდვილად იყო, როცა დემონი ასეთ რაღაცას ითხოვდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ მომენტისთვის ისედაც თავისუფალი იყო.
- როგორ გგონია, მაგას შეძლებ? განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც ეკლესიაში მოხდა და თანაც დარწმუნებული ვარ, სხვა მსხვერპლიც გეყოლება.
თვალები გადავატრიალე, კბილები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე, რომ ბრაზი დამეცხრო, რადგან ვიცოდი პოლიცია მალე მოვიდოდა და გაქცევა უნდა მომესწრო.
- მართალია, კაცი მოვკალი, რომელმაც ჩემი მღვდელი დაწვა. დანარჩენები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი დემონების კონტროლი შემძლებოდა და სულ არ გადარეულიყო ეს სამყარო, მაგრამ ყველაფერმა დამღალა. თავისუფლება და ჩემი ოჯახის დაბრუნება მინდა. არ მინდა, რომ მათ ამის გადატანა უწევდეთ.
ოფიცერმა ისევ გაიცინა და უცბად მომინდა გამომეფატრა. "პოზიტიურად იფიქრე" - შევახსენე ჩემს თავს.
- იმის სათქმელად დამირეკე, რომ დემონს მღვდელი შეუყვარდა და იმ ბავშვის გაზრდა უნდა, რომელიც მას შემდეგ მოიტაცა, რაც სხვა დემონებმა ბიჭს მშობლები დაუხოცეს?
- დიახ - დაუყონებლივ ვუპასუხე, რამაც ოფიცერს გაოცებისგან მოაკეტინა - მითხარით, ამ ბოლო დროს ხშირია დემონების შემოტევა? მას შემდეგ რაც დაგტოვეთ? - ხაზზე სიჩუმემ დაისადგურა და ჩავიღიმე.
- თავისუფლებას ვითხოვ და ამის სანაცვლოდ დემონებს თქვენს მაგივრად გავუმკლავდები.
ოფიცერმა ამოიოხრა - ანუ იმის თქმა გინდათ, რომ თავისუფლების მოსაპოვებლად დემონებსა და ადამიანებს შორის მშვიდობიან ურთიერთობას შეუწყობთ ხელს?
- არა, მათ დავხოცავ. დემონების უმეტეს ნაწილს ვერაფერს გააგებინებ. მეგონა მკვლელობები ერთადერთი გზა იქნებოდა მათ შესაკავებლად, მაგრამ შემდეგ უფრო მეტი მოინდომეს, თამაში მოუნდათ. ამან ადამიანების მოკვლამდე მიგვიყვანა, მაგრამ ახლა დავიღალე. მინდა ყველაფრისგან შორს ვიყო, მაგრამ ვიცი ამას ვერ შევძლებ. სწორედ ამიტომ, ჩემს გეგმას გთავაზობთ. კარგად დაფიქრდით და ღამით შეგხვდებით.
სანამ პასუხის გაცემას მოასწრებდა, ტელეფონი დავკიდე და გავიქეცი. პოლიციის მანქანების ხმა რამდენიმე ქუჩის იქით მომესმა, მაგრამ ზუსტ დროს გავიქეცი და სხვა ქუჩაზე გავუჩინარდი, შემდეგ კი ტყისკენ ავიღე გეზი.
უკვე ღამე იყო, როცა ტყიდან პოლიციის შენობასთან გავედი, საიდანაც სულ რამდენიმე ხნის წინ გამოვიქეცი. ამჯერად ჩაცმული ვიყავი და დემონის ფორმა ადამიანით შევცვალე. " დროა სხვებზეც იფიქრო" - ამ აზრმა ჩემი დემონი გააღიზიანა, რადგან ფაქტიურად თავის გაწირვას ვაპირებდი, მაგრამ ჩემი მიზნის გახსნებამ, თითქოს გამაძლიერა და სურვილი გამიმძაფრა.
- დავბრუნდები, ჰანა, მაიკლ. დამელოდეთ...

(მაიკლი)
- დაბადების დღეს გილოცავ, ჰანა! - ვეცადე მთელი ენთუზიაზმი ჩამექსოვა, მაგრამ დეპრესიამ ჩემი გონება მოიცვა და იმასღა ვცდილობდი, ბავშვისთვის არ მეგრძნობინებინა. ვიცოდი, კაენი ძალიან ენატრებოდა, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია, ჩემზე მეტადაც კი... მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. ჰანა ნამდვილად ცდილობდა ბედნიერი სახე მიეღო, როცა შოკოლადის ნამცხვარს დაჰყურებდა, რომელიც დღეს ვუყიდე და სამი სანთელი დავუნთე - სანთლებს შეუბერე და სურვილი ჩაუთქვი, მაგრამ ხმამაღლა არ თქვა, თორემ არ აგისრულდება.
ვიცოდი რასაც ისურვებდა, როცა ცრემლიანი, შეწუხებული თვალებით ამომხედა და შემდეგ ისევ სანთლებს დახედა. როცა შეუბერა და ჩააქრო, ტორტი სწრაფად გავჭერი და ერთი ნაჭერი ჰანას დავუდე - გამომართვი - მისი სახის გამომეტყველებაზე მივხვდი, რომ საერთოდ არ იყო ჭამის ხასიათზე, ამიტომ ერთჯერადი თეფში მაგიდაზე დავდე და ჰანას პატარა ყუთი გავუწოდე. ბევრი არაფერი იყო, რადგან ვცდილობდი კაენის მოცემული ფული დამეზოგა, სანამ სამსახურის შოვნას შევძლებდი მანამდე რომ გვყოფნოდა. იმედი მქონდა ყველაფერი მალე ჩაწყნარდებოდა.
არეულ საწოლზე ავცოცდი, ბალიშებს მივეყრდენი და კალთაზე ხელი დავირტყი. ჰანა მაშინვე ამომაცოცდა, მე კი ტელევიზორი ჩავრთე და ახალი ამბებიც გაისმა. დავაპირე გადამერთო, მაგრამ ვიგრძენი გული როგორ შემეკუმშა, როცა რეპორტიორის ხმა გავიგე, რომელიც ზედმეტად ნაცნობ სასტუმროსთან იმყოფებოდა.
ჩემი ყურადღება წუთით ჰანას დაუბრუნდა, როცა ყუთი გახსნა და პატარა სამაჯური ამოიღო, რომელიც მისთვის გავაკეთე. ჩვენი სახელებით იყო აწყობილი, და როგორც ჩანს, ჰანას ძალიან მოეწონა, რადგან თბილად გამიღიმა, როცა დავიხარე და შეკვრაში დავეხმარე. როცა სამაჯური უკვე ხელზე ეკეთა, თმაზე ნაზად ვაკოცე და ტელევიზორს შევხედე.
- რამდენიმედღიანი გამოძიების შემდეგ, ნიუ-იორკის პოლიციამ გადაწყვიტა, რომ ახალი ტაქტიკით ემუშავათ, რაც დემონების გაკონტროლებაში დაეხმარებოდათ. პირველი დემონი ოფიცერი, დღეს დილით დაინიშნა. მისი თავისუფლების შესანარჩუნებლად, პოლიციის უფროსთან შეთანხმება დადო და იმასაც დათანხმდა, რომ გამოსაცდელი პერიოდის გასვლამდე, ფეხზე მისი ადგილსამყოფელის დასადგენი მოწყობილობა გაიკეთოს. კაენ რემაროს ორი დღე ეძლევა, სანამ საქმეს დაიწყებდეს. ამ წუთებში კი თავის 'ადამიანურ' ოჯახთან აპირებს დაბრუნებას, რომელთა დასაცავად მოუწია ამ ყველაფრის გაკეთება. რთული დასაჯერებელია, რომ მას პატარა ბიჭის მეურვეობა გადასცეს, რომლის მშობლებიც პარკში დაიღუპნენ რამდენიმე თვის წინ, მაგრამ როგორც პოლიციამ განაცხადა, ბავშვი ფიზიკური თუ ფსიქიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე ცნობილია, რომ ბატონი რემაროს საყვარელი მღვდელია.
კამერამ კაენზე გადაინაცვლა, რომელიც ჟურნალისტის ლაპარაკისას კიბეზე ადიოდა და ახლა... თვალები კარისკენ გამექცა, რომლის ქვეშაც ჩრდილები მოძრაობდნენ.
- ორი დემონი, რომლებიც ბრალდებულნი არიან ორი კვირის წინანდელ მკვლელობებში, კაენმა დახოცა, როცა მასზე თავდასხმა განახორციელეს. ყველაფერს დაწვრილებით გაცნობებთ საღამოს თერთმეტ საათზე.
"კაენ.."
კარზე სუსტი კაკუნი გაისმა და გეფიცებით, თავი ძლივს შევიკავე, რომ ჰანა გვერდით არ მომესროლა და არ გავქცეულიყავი. ამის მაგივრად, ბიჭი ნელა გადავსვი და ვუთხარი, რომ წუთით მოეცადა, შემდეგ საწოლს შემოვუარე და კართან მივედი. მარჯვენა ხელი ისე მიკანკალებდა, რომ ძლივს მოვახერხე სახელური ჩამომეწია. როცა კარი საბოლოოდ გავაღე, დემონის პირისპირ აღმოვჩნდი, რომელმაც ჩემი გული მოიპარა. ისეთივე სიმპატიური იყო, მაგრამ უზადოდ გადაწეული თმა, ახალთახალი, პოლიციელის სამოსი უფრო მეტად ამშვენებდა. ჰალსტუხი დიდად არ მომეწონა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მაშინვე შემეძლებოდა მისი მოხსნა, როგორც კი ჰანას გარეშე, მარტოები დავრჩებოდით და ჩვენს სახლში დავბრუნდებოდით.
- კენ!!!
უეცრად ჩვენს შორის ჰანა გამოჩნდა, კაენის შარვალს ჩაებღაუჭა და მთელი ძალით ეცადა თავის მამას ხელში აეყვანა. კაენი შესაძლოა ბიჭის შვილობას არ აღიარებდა, მაგრამ ჰანას თვალში ყოველთვის მამა იქნებოდა. კაენმა ღიმილით მომაწოდა რაღაც, რაც იმ მომენტში შევნიშნე, რომ თან ჰქოდნა, შემდეგ კი დაიხარა და ცრემლიანი ბიჭი ხელში აიტაცა. როგორც კი ფუმფულა არსებას შევეხე, მაშინვე მივხვდი რაც იყო და ღიმილი ვერ შევიკავე. პატარა ლეკვმა დააცემინა, შემდეგ ნახევრად მძინარი თვალებით ამომხედა და დაამთქნარა.
- ჰანა? შეხედე კაენმა დაბადების დღისთვის რა მოგიტანა!
ჰანა კაენის მკლავებიდან მომიბრუნდა, ცრემლების კვალი სახეზე ისევ შერჩენოდა და თვალებგაფართოებულმა, კაენის წასვლის შემდეგ პირველად, გამიღიმა. დემონმა ბავშვს თავზე აკოცა და გაიღიმა, როცა ჰანა წინ გადმოიხარა, რომ ლეკვს მოფერებოდა.
- მაქსს ძმა დარჩა, რომელიც სახლს ეძებს. შეგიძლია მასზე იზრუნო ჰანა?
ჩვენმა ბიჭმა თავი დაუქნია, მაქსის გახსენებაზე ჩაისრუტუნა მაგრამ ხელები გამოშალა, რომ ახალი ლეკვი აეყვანა. როგორც კი კაენმა ბავშვი ძირს ჩამოსვა, მე ძაღლი მივაწოდე, რომელიც ჰანამ საწოლისკენ წაათრია, ზედ შეაგდო და თვითონაც აძვრა. თავი გავაქნიე, ყურადღება ისევ კაენზე გადავიტანე და ვიგრძენი, თითქოს რაღაც მძიმე ტვირთი მომეხსნა მხრებიდან, როცა მის გაშლილ მკლავებში მოვთავსდი და ამოვისუნთქე, როდესაც მჭიდროდ მიმიკრო გულზე - მომენატრე, ჩემო მღვდელო. მაპატიე რომ არ დაგიკავშირდი, აკრძალული იყო - სახე ოდნავ მოშორებით გასწია და ინტერესით შევაჩერდი. მალევე შევნიშნე მისი ეშმაკურად მომღიმარი გამომეტყველება - მაგრამ ეხლა უკვე თავისუფალი ვარ და სახლში ვბრუნდებით. აღარც ვინადირებ და აღარც ადამიანებს გავექცევი - დაიხარა და რბილი, მაგრამ მაინც რაღაცნაირად უხეში ტუჩები ჩემსას მოაწება - გაემზადე. მინდა ჩემს ოჯახს სადილი მოვუმზადო, ვიბანავო და შემდეგ... - ენა ქვედა ტუჩზე გადამისვა, რამაც პირის ოდნავ გაღება მაიძულა, ამიტომ დრო აღარ დაკარგა და კოცნა უფრო გააღრმავა. წუთის შემდეგ, როცა უკან დაიხია, ბინდგადაკრული, სუნთქვაშეკრული დამტოვა და ადგილიდან ვერ დავიძარი - იცი ამიერიდან ჩემს დემონს როგორ შევაკავებ? - მისი ტუჩების გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი, ამიტომ თავი ავტომატურად გავაქნიე, რაზეც კიდევ უფრო მაცდური ღიმილი მომაგება - ჩემს მღვდელთან გატარებული ყოველი წამით... ყოველ ღამით, სანამ ჰანა გაიღვიძებს და საჭმელის გაკეთებას მოგვთხოვს - სახე, რა თქმა უნდა, მაშინვე გამიწითლდა, მაგრამ რაღაც მკარნახობდა, რომ შეიძლება დილით მე თვითონ აღარ გამეშვა საწოლიდან....

(კაენი)
- მამიკო! - დაიყვირა ჰანამ, როცა კაენისკენ გაიქცა, რომელმაც სახლში შემოსვლაც ვერ მოასწრო, ისე ეცა ჩვენი ბიჭი და ხელში აყვანა სთხოვა. როცა ჰანა მხრებზე შემოისვა, პატარა ფეხები დაუჭირა და ოთახში გაირბინა, ბავშვმა სიხარულით ხელები გაშალა და თვითმფრინავის იმიტირება დაიწყო. ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც კაენთან ერთად სახლში დავბრუნდით, მაგრამ ჩემი დემონი ისეთი დაკავებული იყო კომპანიითა და პოლიციის სამუშაოებით, რომ სახლში მოსასვლელადაც ვერ იცლიდა. მე კი ბიზნესის კურსებს გავდიოდი, რადგან პოლიციაში მუშაობისას მისი ბიზნრდიდბიდ ვინმეს უნდა მიეხედა, რისთვისაც სანდო მარტო მე აღმოვჩნდი. თავიდან რამდენიმე თანამშრომელმა, რომელთაც დიდი ხნის სტაჟი ჰქონდათ, უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ თანამდეგობის დაკავების ნაცვლად ჩემი წვრთნა უწევდათ, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ ყველაფერს ადვილად ვითვისებდი, მიმეჩვივნენ და ახლა კარგად მექცევიან.
როცა ღამით სახლში მოვდიოდით და ჰანას საწოლში ჩავაწვენდით, დაღლილები ეგრევე ვითიშებოდით და დილით მაღვიძარის ხმაც ძლივს გვაღვიძებდა. სანამ ჰანა იღვიძებდა, რამდენიმე წუთს ერთმანეთთან სიახლოვით ვტკბებოდით, კოცნებს ვიპარავდით და მისი შეხებით ვტკბებოდი, მაგრამ ამაზე მეტს ვერც ვასწრებდით. უკვე ეკლებზე დავდიოდი ისე მინდოდა ჩემს დემონს შევხებოდი. მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ ერთადერთი არსება კაენი იყო, რომლის საწოლსაც სიამოვნებით გავათბობდი, იმასაც მივხვდი, რომ მხოლოდ გათბობა აღარ მაკმაყოფილებდა.
"ჯანდაბა. რატომ ვართ მაინც და მაინც ახლა ესეთი გადატვირთულები."
ამოვიოხრე, თავი გავაქნიე და წამოვდექი, რომ ჰანა კაენის მხრებიდან ჩამომესვა და სამზარეულოში გამეყვანა - ეს ჩემია! - დაიყვირა კაენმა, უკან გამოგვეკიდა და როცა სამზარეულოს დახლისკენ გავიქეცი, ვიგრძენი მისი ძლიერი მკლავები მე და ჰანას როგორ შემოგვეხვია. როცა დაიხარა და ყურზე მიკბინა, თავი ძლივს შევიკავე, რომ კვნესა არ აღმომხდენოდა - ბლინები საუზმეზე ჩემო მაიკლ? შემდეგ ჰანა ვაბანაოთ.... ბოლოს კი ჩემი მღვდელი დესერტად?
- მეც მინდა დესერტი!
" ღმერთო ჩემო! მსგავს დესერტს ვერასდროს ეღირსები, ჩემო ძვირფასო! არავის მივცემ შენთან მოკარების უფლებას, რამხელაც არ უნდა გაიზარდო!"
ჩემში მშობლის ინსტიქტებმა გამოიღვიძა, მაგრამ კაენმა გაიცინა, ჰანას ცხვირზე აკოცა და მოგვშორდა, რომ მაცივრიდან ინგრედიენტები გამოეღო. კვერცხი, ფქვილი, რძე და შოკოლადის ნატეხების შეკვრა გადმოიღო და ბოლო ჰანას გაუწოდა. ბავშვმა მამამისს გაუღიმა, როცა დემონმა შესთავაზა - დესერტი რომ ვახშამთან ერთად მიირთვა? როგორ ჟღერს?
ჰანამ ტაში შემოჰკრადა კაენთან მივიდა, რომ შოკოლადი აეღო. კიდევ მეტის ამოღებას აპირებდა, მაგრამ კაენმა ცელოფანი უკან გასწია და რამდენიმე ნატეხი თავადვე დაუყარა.
"განებივრებული."
ჰანა ახალ ძაღლთან მივიდა, რომელსაც ჰარი დაარქვა, და რომელსაც საშინლად სცვიოდა ბეწვი. მაქსსაც კი სჯობნიდა ამ საქმეში. როცა ბავშვი ლეკვის წინ გაჩერდა და შოკოლადი გაუწოდა, სწრაფად მივეჭერი და შევაჩერე, სანამ ძაღლი ჭამას მოასწრებდა. ჰანამ გაოცებითა და ოდნავი წყენით ამომხედა, მაგრამ როცა ავუხსენი, რომ ძაღლს შოკოლადი მუცელს აატკიებდა, სახე გაუფითრდა და ნატეხები პირში გაიქანა. გავუღიმე და თავზე ხელი გადავუსვი - მიდი ჰარის ეთამაშე და დაგიძახებთ, როცა საჭმელი მზად იქნება, კარგი?
თავი დამიქნია, საწყალ ძაღლს ხელი სტაცა და მისაღებისკენ წაათრია. როცა ხედვის არეალიდან მოშორდა, ჩემს დემონს დავუბრუნდი და ხელები შემოვხვიე, რაზეც პასუხად ამოიგმინა. სახე მის ყელში ჩავმალე და ნაზად ვაკოცე, ის კი მთელი ძალით ცდილობდა ბლინების ამოტრიალებაზე მოეხდინა კონცენტრირება, რაც საერთოდ არ გამოსდიოდა. საჭმელი რომ გამზადდა და თეფშებზე გადმოვიღეთ, დემონს მოვშორდი და ხელების დასაბანად წავედი. როცა ყველაფერი მაგიდაზე დავაწყეთ, ჰანას დავუძახე და სიჩუმეში შევუდექით ჭამას. ვახშამი ნახევრადაც არ დაგვესრულებინა, როცა ჰანამ დაამთქნარა და შემომხედა - შეიძლება დავიძინო? დავიღალე...
გავუღიმე და თავი დავუქნიე - გუშინ იბანავე, ამიტომ შეგიძლია დღეს დაისვენო, მაგრამ ტუალეტში აუცილებლად შეიარე და კბილებიც გაიხეხე სანამ დაწვები. მე და მამიკო მალე მოვალთ, რომ დაგაწვინოთ..
ჰანამ თავი დამიქნია და სკამიდან ჩამოძვრა, შემდეგ კი სააბაზანოსკენ გაიქცა. მე და კაენმა ვახშმობა სიმშვიდეში დავასრულეთ და ჰანას საძინებლის კარის ხმა რომ გავიგეთ, მაგიდაც ავალაგეთ. როცა თეფშები ონკანში ჩავალაგე, მომესმა როგორ შეათრია ჰანამ ძაღლი თავის ოთახში.
- მგონი ჯობდა სათამაშო ძაღლი გვეყიდა. გეფიცები ეს ძაღლი იმაზე მეტს შვრება, ვიდრე ჩვენ სამნი ერთად და თან ადგილიდან არ იძვრის.
კაენმა ჩაიხითხითა, რაც მეც გადმომედო და ჩემს ხუმრობაზე ორივე ავხარხარდით. სიმართლე რომ ითქვას, ჰარის არაფრის დიდებით არ დავთმობდი. ჰანას ლეკვი იყო და მის გულში ის ცარიელი ადგილი შეავსო, რომელიც მაქსმა დატოვა, როცა მოგვიკლეს. ჩვენთვის მნიშვნელოვნად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან მისი ბეწვი იყო, ჩემს ახალ შავ მაისურზეც კი.
ხელის ნაზი შეხება ვიგრძენი, კაენს ავხედე და სამზარეულოში შუქის ჩაქრობის შემდეგ, ჰანას ოთახისკენ წავედით. როცა საძინებელში შევიჭყიტეთ, ჩვენს წინ გადაშლილ სანახაობაზე გაგვეცინა. ჰანა გათიშული ეგდო საწოლზე და ჰარი გულში ჩაეკრა, ლოყა კი ლეკვის სქელ ბეწვში ჩაემალა. მეც და კაენმაც ჩურჩულით ვუსურვეთ 'ღამემშვიდობისა' და კარი გამოვიხურეთ.
ჩვენს ოთახამდე, შეიძლება ითქვას, სირბილით მივედით და როგორც კი საძინებელში შევაბიჯეთ, კაენმა კარზე , როგორღაც ჩუმად, მიმაჯახა და მაკოცა. ამოვიოხრე და ხელები მხრებზე შემოვხვიე, ფეხები კი წელზე.
- კააენ - ამოვიკვნესსე, რაზეც პასუხად ჩახლეჩილი, საკმაოდ სექსუალური ხმა გამოსცა. გონება დამებინდა, თავი კარს მივადე და მის დემონურ თვალებს შევხედე. ის, რომ მასში ამ გრძნობას მე ვიწვევდი, სიამაყით მავსებდა.
- კარგად მახსოვს სანამ სასტუმროდან წამოვიდოდით, რაღაც მითხარი..
ჩემს ხმაში დაუოკებელი სურვილი იგრძნობოდა და ეს მანაც შეამჩნია. აშკარად შეამჩნია. ფეხები იატაკზე ნელა დავდგი და კაენმაც უკან დაიხია, რომ ძირს ჩამოსვლის საშუალება მოეცა - ეს სასწრაფოდ უნდა მოიხსნა - სულელურ ჰალსტუხს მოვქაჩე და საჩქაროდ მოვხსენი. ამ მოძრაობამ მისი პერანგი ოდნავ ჩამოსწია და მკერდი მოუშიშვლა, სახეზე კი ამაყი ღიმილი გამოესახა.
- არ გჭირდება ეს სულელური ჰალსტუხი.
- ფორმის ნაწილია საყვარელო. უნდა მეტყობოდეს, რომ პოლიციას ვეკუთვნი.
თვალები დავუბრიალე და თითის წვერებზე დავდექი.
- შენ მხოლოდ მე მეკუთვნი. მათთან დროებით ხარ, მაგრამ მხოლოდ მე მეკუთვნი.
წარმოდგენა არ მქონდა ეს გრძნობა საიდან მოვიდა, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ამის თქმის შემდეგ კაენმა მხარზე გადამიკიდა და საწოლისკენ მისროლა, დემონს აშკარად მოეწონა ჩემი ეს დამოკიდებულება. საროჭკა წარმოუდგენლად სწრაფად გაიხადა და თვალები მის მკერდზე შემეყინა, სანამ ის ტანსაცმლისგან სრულიად გათავისუფლდა. წინ წავიწიე და მკერდზე შევეხე. თითებს მის რბილ კანზე დავაცურებდი და ვცდილობდი მეჩვენებინა, რამდენად ძლიერი გრძნობა მქონდა მის მიმართ. ჩემს შეხებაზე ამოიოხრა, ბოროტი ღიმილი გამოესახა სახეზე და გაოცებული შევაჩერდი, როცა უეცრად ჩემს ზემოთ მოექცა. კაენმა ტანსაცმელი გამხადა და ჩვენი უკანასკნელი ბარიერიც იატაკზე მოისროლა.
"თითქოს სამოთხეში ვარ. ნამდვილ სამოთხეში და არა იმ ყალბ ადგილზე, სადაც აშკარად ვეღარასდროს მოვხვდები."
მეგონა ნელა დაიწყებდა და კოცნითა და ოდნავი შეხებით დაკმაყოფილდებოდა თავიდან, მაგრამ ჩემი მოლოდინები არ გამართლდა. ჩემდა გასაკვირად კაენი ნაზად მეპყრობოდა, რაც მეგონა დემონებს არ შეეძლოთ. მთელი გრძნობით მკოცნიდა და თუ ტკივილს ვიგრძნობდი, ყველაფერს მავიწყებდა. ვიცოდი ამის სურვილი დიდი ხნის მანძილზე ჰქონდა, ამიტომ არც მიცდია გამეჩერებინა. პირიქით, როცა ბოლოს წვალებით დავიღალე, ჩავიღრინე და ტუჩზე ვუკბინე, რომ მეგრძნობინებინა, რამდენად მინდოდა მასთან ყოფნა.
ოთახში უკვე დაბნელებულიყო, მაგრამ მისი თვალები ჩემს ქმედებაზე გამოცოცხლდა და განათლდა - თქვი, კაენ - ჩავიჩურჩულე, როცა ორივე ღრმად ვისუნთქავდით ჰაერს. დემონი წუთით შეყოვნდა.
- მაიკლ საუნდერს, მიყვარხარ და იმ დაწყევლილ ბეჭედსაც გაგიკეთებ მაგ თითზე კვირის ბოლომდე. ჩემი მღვდელი ხარ და თუ ვინმე შენს შეხებას გაბედავს, გამოვფატრავ და წამებით ამოვხდი სულს.
" ნუ ეს მთლად ის არ არის რასაც ველოდი და ცოტათი გადაჭარბებულია, მაგრამ ხმას რა ამომაღებინებს."
ოდნავ ჩავიცინე, გავუღიმე და ვანიშნე, რომ მზად ვიყავი.
- მაშინ დარწმუნდი, რომ ის მხოლოდ შენ გეკუთვნის კაენ.
მოძრაობა რომ დაიწყო ტკივილისგან წამოვიკვნესე, მაგრამ კაენმა სცადა რაც შეიძლება ნაზად მომპყრობოდა, რაც დამიჯერეთ, დემონისთვის ნამდვილად ძნელი იყო.
წუთის შემდეგ დავმშვიდდი, მაგრამ მაშინვე რაღაც ძლიერი ვიგრძენი, რაც ტკივილი ნამდვილად არ იყო და ხმამაღლა წამოვიყვირე. კაენს თვალები გაუფართოვდა და პირზე ხელის დაფარებით გამაჩუმა.
- როგორც არ უნდა მინდოდეს შენი კივილის მოსმენა, ძვირფასო მღვდელო, მხოლოდ შენი კვნესითა და სხეულით უნდა დავკმაყოფილდე.
მის სიტყვებზე თვალები დავახამხამე და ვიგრძენი როგორ წამოვწითლდი.
კაენი დაიხარა, ლოყაზე მაკოცა და ტემპს მოუმატა, თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო - ჩემს ბინძურ მღვდლად გაქცევ. ყოველ ღამით შემევედრები რომ შეგეხო.
მსგავსი სიტყვების მოსმენისას, ჩვეულებრივ გავწითლდებოდი, მაგრამ ამჯერად სხვა შეგრძნება დამეუფლა. ხელი პირიდან მოვაშორებინა, თმაში თითები ჩავავლე და უხეშად დავეწაფე მის ტუჩებს. როცა წუთის შემდეგ სუნთქვის საშუალება მივეცი, ორივემ ამოვიოხრეთ. კლავები კისერზე შემოვხვიე და უფრო ახლოს მივიზიდე.
- მე თავად გაქცევ ბინძურ დემონად, ჩემო ძვირფასო, რადგან ვიცი რაც გინდა... - კიდევ ერთხელ ვაკოცე, რასაც მისი ოხვრა მოჰყვა - და მხოლოდ მაშინ მოგცემ ჩემი შეხების საშუალებას, თუ ყოველ ჯერზე ახალ რამეს მოიფიქრებ -კიდევ ერთხელ ვაკოცე - და ყოველთვის სხვადასხვა ადგილზე ვიქნებით - ამჯერად ტუჩებზე მხოლოდ ოდნავ შევეხე - მგონი დასაწყისისთვის შენს ოფისში მდგარი მაგიდაც გამოდგება... უკვე წარმომიდგენ... - სიტყვის თქმა აღარ მაცადა და კოცნით გამაჩუმა.
როცა ორივე ღრმად ვსუნთქავდით და კაენი კვლავ ზემოდან მომქცევოდა, მის კისერში ჩავმალე თავი და ნაზად ვაკოცე. ორივე ძალაგამოცლილები ვიყავით. რაღაცის თქმას ვაპირებდი, როცა ჩაიცინა და წელზე მჭიდროდ შემომხვია ხელები.
- გეფიცები, ხვალ ჩემს ოფისში გავაკეთებთ იგივეს, მაგრამ მანამდე არ გავჩერდები, სანამ არ დავრწმუნდები, რომ ერთი კვირა სიარულს ვერ შეძლებ.
თავი წამოვწიე, გავიკრიჭე და გამეცინა.
- მარტო ერთი კვირა?
ეს ნამდვილად არ უნდა მეთქვა, რადგან თვალები ისევ წამოენთო და მივხვდი, რომ ძილი კარგა ხანს არ მეღირსებოდა.... და კიდევ ერთხელ ვტკბებოდი ჩვენი სიყვარულით.
" დიახ, სიყვარულით" - გავიფიქრე ჩემთვის და კმაყოფილმა ჩავიღიმე, როცა გავაანალიზე, რომ დემონი, რომლისთვისაც ადრე სიყვარული არაფერს ნიშნავდა, იგივე გრძნობით მპასუხობდა, რასაც მე ვგრძნობდი მის მიმართ. "ახლა სიყვარულიც შეუძლია. ჩემი სიყვარულია. იმედია მალე მეუღლეც იქნება.... და ყოველთვის ჩემს კაენად დარჩება.



№1  offline წევრი talia

ძალიან მაგარი დასასრულია,მოუთმენლად დაველოდები შენს ახალ ისტორიას,ძალიან მაგარი ვინმე ხარ და შენი ისტორიებიც ყველასგან განსხვავებულია,

 


№2  offline წევრი Constance

talia
ძალიან მაგარი დასასრულია,მოუთმენლად დაველოდები შენს ახალ ისტორიას,ძალიან მაგარი ვინმე ხარ და შენი ისტორიებიც ყველასგან განსხვავებულია,

ვეცდები მალე დავდო ახალიც <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიმე არ ვიცი რა გითხრა. ჯერ დასარული რომ ავიკიტხე გული გადამიცივდა. ვაიმემეთქი თან შენს დასასრულებზე სულ სულმეითი მახსენდება და ხო ხვდები ხოდა მოკლედ ძალიან მაგარი იყო დასასრუი. ზოგადად ისტორიაც და შენც უმაგრესი ხარ ძვირფასო. ძალიან მინდა რომ არ დაიკარგო და კიდევ მალე დაგვიბურნდე ახალი ისტორიით. ყოველშემთხვევაში მოუთბბენად გელი...
დიდი მადლობა ის სიამოვებსსთვის რასაც შენი მოთხრობის წაკითხვა მანიჭებდა.
heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი Constance

nawkas12345
ვაიმე არ ვიცი რა გითხრა. ჯერ დასარული რომ ავიკიტხე გული გადამიცივდა. ვაიმემეთქი თან შენს დასასრულებზე სულ სულმეითი მახსენდება და ხო ხვდები ხოდა მოკლედ ძალიან მაგარი იყო დასასრუი. ზოგადად ისტორიაც და შენც უმაგრესი ხარ ძვირფასო. ძალიან მინდა რომ არ დაიკარგო და კიდევ მალე დაგვიბურნდე ახალი ისტორიით. ყოველშემთხვევაში მოუთბბენად გელი...
დიდი მადლობა ის სიამოვებსსთვის რასაც შენი მოთხრობის წაკითხვა მანიჭებდა.
heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

სულ რამდენიმე დღეში დავბრუნდები ახალი ისტორიით <3

 


№5  offline წევრი deep

საოცარი ისტორია საოცარი დასასრულით
გამიხარდა კაენის და მაიკლის ბედნიერება
არ ველოდი რო კაენი პოლიციელი გახდებოდა მაგრამ რას ვიზამთ :დდ
ველოდები შენ ახალ ისტორიას

 


№6  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

სასწაული იყო♥♥♥♥
ძალიაან მომეწონა♥♥♥
მართლა ძალიან კარგი ნაწერი იყო და მთლიანობაში ისტორია იდეალური♥♥♥ ისე განავითარე მვლენები ვერც წარმოვიდგენდი♥♥ყოჩაღ და ველი ახალს! წარმატებები♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent