შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Demon (10)


7-01-2018, 21:04
ავტორი Constance
ნანახია 1 261

(კაენი)

"მოკეტე"
- გეფიცები შეგჭამ თუ არ გაჩერდები.
"ჯანდაბა!"
წამოვჯექი და ძაღლს შევუღრინე, რომელიც აივნისკენ რაღაცას უყეფდა. ლეკვის მზერას გავაყოლე თვალი და უცბად გამოვფხიზლდი.
" ჯანდაბა!"
საწოლიდან წამოვხტი, ძაღლი ხელში ავიტაცე, გარეთ გავვარდი და ლეკვი მაიკლს ვესროლე. მღვდელს გამოეღვიძა, გაოცებულმა მიმოიხედა და რაღაცის ბურტყუნი დაიწყო.
- სწრაფად ადექი და ჰანას ოთახში წადი! ახლავე! - ჩავისისინე და პასუხს აღარ დავლოდებივარ, ხელი მოვკიდე, დივნიდან წამოვაგდე და ოთახისკენ წავათრიე. ძაღლი მკერდზე მიიხუტა და ორივე ერთად შევაგდე ჰანასთან.
- აქ დარჩი და თუ სიცოცხლე გინდა ძაღლს მოაკეტინე!
სანამ მიპასუხებდა კარი მოვიჯახუნე და ავისნიკენ წავედი. წარმოდგენა არ მქონდა დემონები გაუფრთხილებლად რატო დამადგნენ, მაგრამ დილა ნამდვილად ჩამიშხამეს!
მინის კარი გავაღე, გავედი და ისევ დავხურე, შემდეგ კი სამ დიდ დემონს, რომლებიც წვიმისგან სულ დასველებულიყვნენ, თვალები დავუბრიალე. მათ სხეულზე ჩამოსული წვიმის წვეთები ღამის სინათლეს ირეკლავდა.
" აქ რამ მოგიყვანათ?"
ჩემი ბრაზით სავსე ფიქრები გადავეცი, რაზეც სამივე უხერხულად შეიშმუშნა.როცა არც ერთმა არ იკადრა პასუხის გაცემა, ჩავისისინე და ოდნავ მივუახლოვდი, რამაც ისე შეაშინა დემონები, რომ აივნის კიდესთან აიტუზნენ.
" მიპასუხეთ!"
ყველაზე პატარა წინ წამოვიდა და კანკალით დამიკრა თავი.
" ბ..ბატონო კკ..კ..კაენ.. ვიღ..ვიღაც მოვკალით.
"რა???"
ჩემს ტონზე შეცბა. აღარ მიკვირდა, რატომ ვგრძნობდი სისიხლის სუნს.
" რა ჯანდაბა მოხდა? მე რატომ არ მითხარით?!"
მოზრდილმა დემონმა, რომელიც ისევ მოაჯირთან იდგა, სწრაფად მიპასუხა:
"დაგეგმილი არ გვქონდა... დასალევად გავედით და ერთ მოსახვევში ადამიანები დაგვესხნენ თვს..."
"ერთზე მეტი დახოცეთ?! - ჩავისისინე მის გონებაში და ერთი ნაბიჯი მისკენ გადავდგი.
" არა მხოლოდ ერთი მოვკალით! დანარჩენები გაიქცნენ, როცა მიხვდნენ, რომ მათზე ძლიერები ვიყავით. ფორმაც კი არ შეგვიცვლია, უბრალოდ... დავარტყით და ვეღარ გავჩერდით."
"მაჩვენეთ სადაც დატოვეთ.. სხეული უნდა მოვიშოროთ თავიდან."
სამივე დამეთანხმა და ჩემს უკანა ეზოში გადავიდნენ, კიდევ კარგი მყუდრო ადგილი იყო, განსაკუთრებით ღამე, ვერავინ შენიშნავდა რა ხდებოდა.

(მაიკლი)
ოცი წუთი კიდევ მოვიცადე მას შემდეგ, რაც აივნის კარი დაიკეტა, მერე კი ჰანას ოთახიდან გავიჭყიტე, რომ დავრწმუნებულიყავი, არავინ იყო ჩვენს გარდა. როცა ვერავის მოვკარი თვალი, ბავშვს დავხედე და ვუთხარი, რომ ადგილზე დარჩენილიყო, მე კი ფეხაკრეფით გავედი მისაღებში. როცა ვერანაირი მოძრაობა ვერ შევნიშნე, აივნისკენ წავედი და ამოვისუნთქე.
"კარგი, ალბათ კაენს დემონები მოადგნენ"
თავი დავაქნიე, სამზარეულოში გავედი და პატარა თეფშზე ბანანი, არაქისის კარაქი და რაღაც ხილი კიდევ დავჭერი, შემდეგ კი ჰანას ოთახისკენ გავემართე. ბავშვი საწოლზე, კედელთან მიყუდებული იჯდა და მის კალთაში ლეკვი მოკალათებულიყო.
- ჰანა.. კაენს ცოტა ხნით წასვლა მოუხდა. სანამ ველოდებით არ გინდა რამე ჭამო?
ბავშვმა თავი დამიქნია, მაგრამ ადგილიდან არ გაინძრა, რაზეც გავიცინე და მის გვერდზე ჩამოვჯექი. ბიჭი ბანანს გადმოსწვდა და ჭამა დაიწყო, ცოტა ძლიერად ჩაებღაუჭა და სულ დაისვარა.
" ოჰ, ალბათ ძაღლი გაუსუფთავებს"
ლეკვის ხსენებაზე, მას შევხედე და ისიც საეჭვოდ მიმზერდა. როცა თეფშს დავხედე არაქისის კარაქი ვეღარსად დავინახე.
- თქვენ ორი ზუსტად ერთნაირები ხართ. უბრალოდ ლეკვი უფრო ფუმფულაა.
ჰანამ ჩაიხითხითა, მე კი თვალები გადავატრიალე და ხილის პატარა ნაჭერი პირში გავიქანე. რამდენიმე წუთის შემდეგ, ჰანამ ძაღლი ხელში აიყვანა და თავისკენ შეაბრუნა, ლეკვმა კი ბავშვს სახე აულოკა.
- მაქსს! არაქისი შემიჭამე?!
"მაქს?"
- მაქსი დაარქვი?
ბიჭმა თავი დამიქნია და ლეკვი გულზე მიიხუტა. ხელი გავიშვირე რომ მაქსს მოვფერებოდი, მაგრამ მეორე ოთახიდან რაღაც ხმა მომესმა, ამიტომ წამოვდექი და სწრაფი გულისცემით იქითკენ გავეშურე. წამით შვყოვნდი და ჰანას მივუბრუნდი: - აქ დარჩი და კარი არ გააღო!
ოდნავ შეშინებულმა შემომხედა, მაგრამ თავი დამიქნია და ლეკვს კიდევ უფრო ძლიერად ჩაეხუტა. კარი სწრაფად მოვიხურე, შევბრუნდი და კაენი დავინახე... თავისი საძინებლის იატაკზე.
- კაენ?!
ოდნავაც არ შეირხა, მუცელში უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, როცა ოთახში სინათლე ავანთე. სიმართლე რომ ვთქვა, ვინატრე არც ამენთო. მთელი მისი სხეული სისხლში ცურავდა და მარცხენა მხარეს უამრავი ჭრილობა ემჩნეოდა.
- ჯანდაბა, ჯანდაბა..ჯანდაბა!
მასთან მივირბინე და არც დავფიქრებულვარ მხარზე ისე მოვკიდე ხელი. წვის ხმამ გამომაფხიზლა და სწრაფად დავიხიე უკან. მაგრამ როგორ უნდა დავხმარებოდი წარმოდგენა არ მქონდა, ჭრილობა მაინც ხომ უნდა გამესუფთავებინა.
- ამმ... ჯანდაბა. როგორც ნაკლებად წმინდა უნდა ვიყო.. თანაც სწრაფად... ეს როგორ უნდა გავაკეთო? აქამდეც ხომ გამიკეთებია?! ჯანდაბა!
თავი გავაქნიე, რომ პანიკიდან გამოვფხიზლებულიყავი, ქვედა ტუჩზე ვიკბინე და ღმერთს წინასწარ მოვუბოდიშე იმისთვის რის თქმასაც ვაპირებდი.
- დემონისთვის ვარ გეი. უფრო ზუსტად ნიუ იორკის დემონების ლიდერისთვის.
ხელი გავიწვდინე, მაგრამ კანის სიმხურვალე მანამდე ვიგრძენი, სანამ შევეხებოდი.
"ღმერთმა დასწყევლოს"
- მე.. მასთან ყოვნა მინდა.. ყოველ..ყოველ დღე და ღამეც. მინდა ვაკოცო.
ისევ ვცადე და გავიღიმე, როცა ისე ძაან აღარ იწვოდა მისი კანი, როგორც აქამდე.
- ღმერთო, როგორი დამამცირებელია.
თვალები მჭიდროდ დავხუჭე და განვაგრძე - მინდა მასთან დავწვე.. მინდა სხეულზე მის შეხებას ვგრძნობდე... შეუჩერებლად.....
კარგი, ეს უკვე ჩემს შესაძლებლობებს სცდებოდა. კიდევ ვცადე შევხედებოდი, ჩემდა საბედრნიეროდ ოდნავი სითბოღა ვიგრძენი.
- მადლობა ღმერთს.
" მგონი აღარ უნდა ვახსენო.. მაგრამ მოგვიანებით გამოვასწროდებ!"
კაენს წამოჯდომა ვაიძულე, მოვახერხე ფრთხილად ამეყვანა, სააბაზანოსკენ წავედი და იქ ჩამოვსვი.
" ჯანდაბა, რა მძიმეა."
როცა დავსვი,წყალი მოვუშვი და სისხლიანი მხარე ჩამოვბანდე.
- კარგი, დროა ჭრილობები შევამოწმოთ.
სწრაფად გადავავლე თვალი და ხუთი ნატყვიარი დავინახე, რამდენიმემ კი აშკარად გაკაწრა. თავი გავაქნიე, წამოვდექი და პინცეტი ავიღე, შემდეგ კი მუხლებზე დავდექი მის გვერდით.
- კარგი, ეს მტკივნეული იქნება, დარწმუნებული ვარ ეს უკვე იცი...
ლაპარაკი აღარ გავაგრძელე და ტყვიის ამოღება დავიწყე. ზოგიერთს აშკარად ნაკურთხი წყალი ჰქონდა, რადგან სწრაფად არ უხორცდებოდა.
- ნაბიჭვრები... გამოგიჭირეს.. უნდა სცოდნოდათ რაც ხდებოდა.
კაენი ისევ გათიშულივით იყო და ტყვიებს უფრო მარტივად ვიღებდი.
- კარგია, რომ შენი სხეული სწრაფად ხორცდება, მაგრამ რამდენიმე დღე მაინც დაგჭირდება ძალების აღსადგენად.
პასუხად მხოლოდ ჩუმი ამოოხვრა მომესმა. ტანზე საპონი წავუსვი და ჭრლილობები კარგად ჩამოვბანე.
- ეხლა კი უნდა გაგაშრო და საწოლში დაგაწვინო.
" სათქმელად ადვილია"
ჩავიბუზღუნე, წყალი გამოვრთე და პირსახოცი ავიღე. რამდენიმე წუთი დამჭირდა, რომ ცოტა მაინც შემემშრალებინა.
- კარგი, აქ იყავი.
ჩაიღრინა, მაგრამ თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა. ბინტი და სადეზინფექციო სითხე ავიღე და ჭრილობები შევუხვიე.
- ძლივს... დავასრულე, ახლა კი ოთახში უნდა წაგიყვანო.
რამდენიმე წუთი დამჭირდა რომ საძინებელში გამეყვანა, რადგან სიმძიმეს მისი სველი სხეული ემატებოდა და ხშირად მიცურდებოდა ხელიდან.
როცა საბოლოოდ დავაწვინე და გადავაფარე, იატაკზე ჩავცურდი და თავი საწოლს მივადე, რომ ამომესუნთქა.
- კარგად გავერთეთ, არა?
ბოხი, ტკივილნარევი ჩაცინება მომესმა პასუხად.
- ჰა.ჰა. გაიცინე. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო.
წუთით სიჩუმემ დაისადგურა, შემდეგ კაენმა მიპასუხა, რაზეც მთლიანად გავწითლდი.
- ჩემს ნაწილს ხვალ შევასრულებ... შენი სხეულის ყველა ნაწილს შევეხები.... და შენი პატარა წმინდა... არსებით... დაუსრულებლად ვისიამოვნებ...



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ჯერ ერთი მომენატრე..
სად იყავი ამდენ ხანს??
გელოდებოდი მოუთბენად...
შესანიშნავი ტავი იყო მაინტერესებს რა მოხდა იქ დემონებტან ფაქტია რომ რაღაც რიგზე ვერ იყო...
მე მომწონს ეს წყვილი დ არა ვქნა???
გელოდები ოუთბენლად

 


№2 სტუმარი gvanca

nu achianureb ra

 


№3  offline წევრი ფსიქოპატი

ოჰო კაენ ბატონოოო რა ინტრიგანიააა
--------------------
tamo♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent