შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგიმორჩილებ (თავი მეხუთე)


17-01-2018, 22:27
ავტორი მმარიტა
ნანახია 1 728

ლამის დავიწვა, დავიფუფქო, დავიფერფლო. საკუთარ თავს აღარ ვიცი რა მოვუხერხო, იმდენი სითხეა... მეც არ ვიცი საიდან მოდის. ალბათ ვინტილატორით უნდა დავიწყო სიარული... კარგი სახლში და მანქანაში კონდინციონერი, მაგრამ გარეთ... შეუძლებელია უკვე აქ გაჩერება.

კუს ტბასთან ახლოს მივსეირნებდით.
სელფი, სელფი, სელფი, სელფი... მანიაა... ნამდვილად. ნათიას ვეღარ ვაჩერებ, მისთვის არც სიცხეა, არც სიცივე... ოღონდ მობილური და სელფი.
ცენტრისკენ დავაპირეთ წასვლა, სულ მალე მანქანას მივუახლოვდებოდით, წამებს ვითვლიდი როდის ჩავჯდებოდი მანქანაში, რადგან ცივ ჰაერს მივშვეროდი და ერთხელ და სამუდამოდ გამღვალი ჩემი სხეული აღმედგინა.
მაგრამ... არსებობს ადამიანები, რომელებიც უდროო დროს  გეცემიან, ხელში მომარჯვებულ საფულეს თვალსადახელშუა გამოგგლეჯენ და ჰე... რაა კიდევ საჭირო სრული ბედნიერებისთვის.
ხომ ვამბობდი...
აი ხომ ვამბობდი... დღეს მხოლოდ მე მაცხელებსთქო... რაღაცას ვგრძნობდი, ამიტომაც მივიჩქაროდი მანქანისკენ, მაგრამ ღმერთმა გამიმეტა, ისევ ნერვი აწიწკნა.
სამი...
ორი...
ერთი...
გაქცეულ ქურდს დავედევნე...
რაც არ მითქვამს ახლა გეტყვით, სკოლაში, სპორტის გაკვეთილზე ერთ დღეს შეჯიბრი გაიმართა, დაუფიქრებლად მივიღე გადაწყვეტილება და შეჯიბრის მონაწილეთა სიაში ჩავეწერე.
შეჯიბრის დღეს ნერვიულობისაგან მთელი სკოლა ავაწიოკე, მაგრამ იმ წუთს და წამს, როდესაც მე უნდა შევჯიბრებოდი იმ ერთ პიროვნებას, მოვინდომე, ნერვიულობა იქეთ გადავდე და ლამის გავფრინდი ისეთი სისწრაფით მივქროდი ფინიშამდე.
ჩემმა მოხერხებულობამ, სისწრაფემ და სიჭკვიანებ არც ახლა მიმატოვა, დავეწიე იმ კრეტინის ნაშიერს... ჯერ თავში ჩავცხე, მერე მუცლის არეში, მერე ფეხებშუა და ბოლოს მიწაზე გავაგორე. მიწაზე დავარდნილ საფულეს ხელი ვსტაცე, შიგ არსებული მობილური ამოვიღე ასთორმეტში დავრეკე და პოლიციაც გამოვიძახე.
წამოდგომა სცადა, მაგრამ ყელზე მიბჯენილმა ჩემმა ფეხმა უკანვე დააბრუნა.
გარშემო მიმოვიხედე, ლავამაც არ ამომასხას მეშინია, ამ ხალხის შემხედვარე. დგანან და ზოგიც მომღიმარი, ზოგიც გაკვირვებული, ზოგიც გაბრაზებული სახით მიყურებს.
ამათაც მიეცათ სანახაობის ნახვის საშუალება და ამ შანსს ხელიდან გაუშვებდნენ?! უტვინო ხალხი... ორი წლისებიც კი აღარ იქცევიან ასე ეს ლონდრე ხალხი, რომ იქცევა. ბავშვს რა უნდა მოკითხო , როცა ამათ არ მოეკითხებათ ჭკუ.
მეც აღარ ავკაპასდი,  თავი გავაკონტროლე ბოლოსდაბოლოს ნორმალური ოჯახის შვილი ვარ.
ხალხის რეაქცია გავატარე და პოლიციის მოსვლას დაველოდე იგივე მდგომარეობაში, რომელშიც აქამდე ვიყავი ამ ავადმყოფის გადამკიდე.
სულ მალე პოლიციის თანაშემწეებიც მოვიდნენ სირბილით.
-მოქალაქეებო რაშია საქმე?
-იმაშია ბატონო პოლიციელო, რომ ამ იდიოტმა საფულე გამომტაცა და გაიქცა
-კარგი, მაგრამ ახლა ხომ ხელში გაქვს
-მერე
-მერე ის, რომ ფეხი უნდა აწიო
-ვითომ რატო ბიძაჩემო ცუდად მიდევს?
-თუ მოგვცემთ გოგონა ბორკილების დადების უფლებას, ძალიან დაგვავალებ
-ააა? აა... ჰოო...
დაბნეულმა ფეხი გავწიე და ნება დავრთე წაეყვანათ. მიწაზე მწოლიარე გადააბრუნეს, ხელზე ბორკილები დაადეს და შემდეგ წამოდგომაში დაეხმარნენ. ფორხილებდა, ფეხს თითქმის ვერ ადგამდა, ორივე თანამშრომელი ეჭვის თვალით მათვალიერებდნენ, შემდეგ სვლა განაგრძეს, მანქანაში მოათავსეს იგი და შემდეგ ჩემთან დაბრუნდა ერთერთი, ხელში მომარჯვებული ბლოკნოტით .
-მართვის ან პირადობის მოწმობა თუ შეიძლება
-რა თქმა უნდა
საფულედან მართვის მოწმობა ამოვაცურე და თანამშრომელს გავუწოდე.
პირადი ნომერი ამოიწერა, სახელი გვარი და შემდეგ ისევ მე დამიბრუნა.
-ნომერი
-ნომერი რატო
-შეიძლება საჭირო იყოთ
-რაში
-სასამართლო გაიმართოს იქნებ, ამიტომ ...
-დიახ, დიახ
საკუთარი ნომერი ვუკარნახე და მანქანაში დავბრუნდი.
ეს რა უბედურებაა... ყველა ფეხის ნაბიჯზე შარი როგორ უნდა ავიკიდო.
უსამართლობაა, შავი თვალი მადევს აშკარად.
ღრმად ვისუნთქავ და მანქანაში ვჯდები.
ცივ ჰაერს ვეცხუნები და საბოლოოდ ვიღებ სიამოვნებას. მუსიკას მაღალ ხმაზე ვუწევ და ბედნიერებით ვტკბები.
-ისე სასამართლო რატოღა უნდა გაიმართოს. დამნაშავე დაჭერილია მიუსაჯონ ათი ოცი წელი და ეგაა...
ვამბობ დამშვიდებული დაპასუხის მოლოდინში მუსიკას საბოლოოდ ვრთავ.
-გოგო , ენა გადაყლაპე?
ვუყვირი ენა ჩავარდნილ ნათიას, რომლის ხმაც არ ისმის, გაყუსულია.
მანქანას ვაჩერებ და უკანა სავარძელზე ვიხედები. ვერაფერს ვხედავ, არავინაა ნათია გამქრალა... ჰო ასე უბრალოდ გაქრა, ანუ ამ ხნის მანძილზე მარტო ვმგზავრობ?! ასე როგორ გამოვითიშე... ღმერთო ასეთი სულელი რატო დამბადე. როგორ უბრალოდ ვერ ვხვდები... ნეტა ასეთი სისულელეები მხოლოდ ჩემს თავს ხდება?!
საკუთარ თავზე გაბრაზებული, მანქანას ვატრიალებ და ისევ  იმ გზას მივუყვები თან მობილურს ვიმარჯვებ ხელში და ნათიას ვურეკავ.
მობილურს არ იღებს. არც გამორთული აქვს არც დაკავებაა, უბრალოდ არ იღებს.
გამაგიჟებს ეს გოგო, სულ ხელში აქვს მობილური და ახლა რაღა ეტაკა.
მანქანას იგივე ადგილას ვაჩერე, გადავდივარ და იქაურობას გულდასმით ვათვალიერე.
ხან მარჯვნივ გავიხედავ ხან მარცხნივ ხან წინ ხან უკან.
არსად ჩანს, არსად არის.
ისევ მობილურს ვიმარჯვებ და ნათიას ვურეკავ, მაგრამ ამაოდ. ისევ არ იღებს.
ნეტა რამე ხომ არ მოუვიდა? ან იქნებ გამიბრაზდა.  ახლა რა უნდა ვქნა, ავდგე და სახლშიწავიდე? იქნებ და სახლში დამხვდეს, აჯობებს, რომ შინ დავბრუნდე წესით იქ უნდა მოვიდეს.
კვლავ მანქანაში ვჯდები და საბოლოოდ მივდივარ სახლში.
ღამის თბილისი, მაინც რა ლამაზია იგი.
როგორ ანათებს და წყვეტს ადამიანს თვალს. თბილისი მაინც სულსხვა ნაირი ჟღერადობა აქვს მასს, მაინც დედაქალაქია იგი.  ამ ფიქრებში შუქნიშანიც გამოვტოვე და წითელზე გავიარე. სახლში მოვა ფოსტით ჯარიმა, მე ისევ  არ გადავიხდი და ჩვენი სამართალდამცავებიც ვერაფერს გაიგებენ.



მალევე მივედი სახლში. ეზოს სინათლე ანათებდა, რომელიც სახლიდან გამოსვლის დროს ჩავრთეთ. სავარაუდოდ ნათია სახლში არაა. თორმეტამდე შევძლებ დალოდებას, შემდეგ უკვე ძებნას გამოვაცხადებ.
ამჯერად რეიკს დაინახავდა გაეკიდებოდა და ფოტოს გადაღებას სთხოვდა, ისიც კარგად ბერტყავდა სახეში და მიაგდებდა კუთხეში. ასეთი სულელი ყავს გამჩენს. მაინც რა მშვიდად ვარ, დაქალი დამეკარგა და მე აქ უაზროდ ვღადაობს.

სახლში შესვლისთანავე სამზარეულოში გავრბივარ და მაცივრიდა კოლას ვიღებ, ეგრევე პირზე ვიყურებ და გაუჩერებლად ვსვამ. მესმის მობილურის წკრიალი. კოლას მაგიდაზე ვდებ და სასტუმრო ოთახში გავდივარ.
მობილურს ვიღებ და ეკრანს კარგ ხანს ვაშტერდები. ინება ქალბატონმა ჩემი მოკითხვა.
მობილურს ვხსნი და ვპასუხობ.
-გისმენ ქალბატონო ნათია, რა ხდება?
-გოგო რა ხდება კი არა, ვიღაცამ გამიტაცა, აზრზე ვერ რა ხდება, მაგრამ ამ ვიღაცას შენ ვგონივარ... მოწვი... ანუუ ვიღაცაა ტიპი რა და გონია რო შენ ვარ.
-რაებს ბოდავ? მოწიე რამე?
-მარი საღადაო დრო არ მაქ მიშველე თორე ჩემს გვამს გაიტან აქედან სულ მალე
-მოიცა... ის კრეტინი ხოარაა მე რო ვცემე
-ვინა გოგო
-ის საფულე რო წამართვა
-მარი აზრზე არ ვარ რაზე ლაპარაკობ დო არ მაქ მარი დროზე
-მოცი არ გახსოვს გოგო? ასეთი რა გიქნეს, მე კიდე მეგონა მანქანაში იყავი ჯანდაბა რაა ახლა რა იქნება?
-მაქანამდეც ვერ მოვაღწიე მარი
-კაი მოვდივარ ჯიპიესი ჩართე
სრული შოკიდან კიდევ ერთხელ გამოვდივარ. უკვე აღარც მიკვირს, ასეთი უცნაურობები ხომ ჩემს თავს ყოველდღიურად ხდება.
ძალებს ვიკრებ, სუვენირად ნაჩუქარ მამის საჩუქარ პატარა დანას ვიღებ და სახლიდან დაუყოვნებლივ გავდივარ.
მანქანაში ვჯდები და მობილურის საშუალებით ვაპირებ გავიკვლიო გზა.
როგორც ვთქვი მივუყვები გზას რომელსაც მობილური მიჩვენებს. უკვე საკმაოდ გვიანია. ღმერთმა იცის ახლა რა დღეშია საცოდავი ნათია. მეც ასე დაუფიქრებლად , რომ წამოვედი... კარგი გავუმკლავდები... მთავარია წამოვიყვანო იქედან, შემდეგ პოლიციასაც შევატყობინებ.
ფიქრს ისევ მობილურის ზარი მაწყვეტინებს. ისევ ნათიაა.
მობილურს ყურთან ვიდებ და ვპასუხობ.
-მარი, მარი არ წამოხვიდე... არ გაბედო მარი...
-რა ხდება ნათია?
- მარი, მისმინე აქ ამ იდიოტებს შენი დაჭერა უნდათ რო შური იძიონ
-რაა ვერაფერი გავიგე ნათია
-ანუ მარი მამაშენმა ... ანუ მამაშენი ერთერთის დას ეჩალიჩებოდა და შეიტყუა კიდეც მერე ეგ გოგო დაორსულდა და მამაშენმა უარი თქვა მიხვდი? ხოდა ახლა შური უნდა ვიძიოთო
-ღმერთო დიდებულო შენ მიშველე . გოგო ჩემგამო შენ დაგიშავებენ ჯობია მოვიდე, რომ არც მე და არც შენ დაგიშავდეს
-ვაიმე მარი რო გეუბნები ასე გააკეთე დამიჯერე მე დავიძვრდენ თავს შენ ვერ დაიძვრენ მალე გაიგებენ რო მე შენ არ ვარ და ძებნას დაგიწყებენ, პოლიციაში წადი. აქ ისედაც ვერ შემოხვალ ყველგან სმოკინგიანი კაცებია, როგორც ჩანს ძაან გავლენიანი ხალხია.
-ნათია მისმინე უკვე გზაში ვარ ხუთი კილომეტრი და მანდ ვარ ნუ შემეწინააღმედეგები.
ვთქვი და მობილური გავთიშე.
ახლა ყველაზე კარგი გამოსავალია, მაგრამ ჯერ დაქალი უნდა გადავარჩინო. ვეღარ ვხვდები რა მაფია ტრიანებს, მაინცდამაინც მე რატო, რაღა მე სხვა რატომ არა. რაღაცის გამო ვისჯები, მაგრამ არ ვიცი რის გამო და ამ ყველაფრის საფუძველზე საშიშროება არის გაფრენის.

მალევე მიჩვენა მობილურმა, რომ დანიშნულების ადგილას ვიყავი.
მანქანა ნელა გავაღე და ნელადვე გადავედი. დიდი ნაცრისფერი ჭიშკრის წინ ვიდექი, მის წინ ორი კაცი იდგა, ბევრი ვიფიქრე რა მეთქვა მათთვის საბოლოოდ მოვიფიქრე, მაგრამ არ ვიცი რამდენად გაამართლებს.
ჭისკრისკენ წავედი და შესვლა დავაპირე, მაგრამ შემაჩერა ერთერთმა.
-უკაცრავად ნება არ გაქვთ
-მე აქ გასაუბრებაზე ვარ
-ვისთან
-...
ახლა რა ვუთხრა, აი შენი გეგმაც . ისევ ჩავფლავდი.
-ნიკასთან ხარ თუ თამაზისთან
-ნიკა ვინაა?
ეს ისე უბრალოდ, ეჭვი, რომ არ მიიტანოსს.
-ბატონი თაბაზის ვაჟიშვილი
-არა კაცო თამაზისთან ვარ, უცებ გამიკვრდა არ ვიცოდი თამაზს შვილიც თუ ყავდა
-ორი ყავს გოგო და ბიჭი
ახლა გასაგებია, ნიკა... ამ ვიღაც ნიკამ გაიტაცა ჩემი დაქალი, შენ არ იცი ბატონო ნიკა, ვის გადაეყარე. მაცადე მოვდივარ, ვიცი სულმოუთქმენლად მელი.
კარი გავაღე და ეზოში შევედი.
ბილიკს გავყევი, საბოლოოდ სახლის კარამდე მიმიყვანა. აქ როგორც ვვარაუდობ კამერებიც იქნება, ამიტომ სიჩქარე მმართებს. სწრაფად გავაღე სახლის კარი, დანა გავშალე და უკან დავმალე. შიგ არავინ იყო, სრული სიწყნარე და სიმშვიდე ეფინა იქაურობას. აქეთ-იქეთ გავიხედე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აქ არავინ იყო.
სვლა წინ განვაგრძე თან ადგილს ვზვერავდი. კარის გაღებას ვლამობდი, რომ არა ხმა, რომელიც პირდაპირ კარიდან მოდიოდა. აღარ მიფიქრია არც დანაზე და არც საკუთარ თავზე ძირს დავყარე ყველაფერი და ოთახში შევაჭერი საიდანაც ხმა მოდიოდა. არც შევმცდარვარ კარის გაღება და პირ აკრული ნათიას დანახვა ერთი იყო. ოთხი მამაკაცი მის უკან იდგა, ერთი წინ ედგა, ეს უეჭველი ნაკაა.
-შენ ვინღა ხარ, აქ ვინ შემოგიშვა
-მე მარიამი ვარ ბეგაშვილი სხვათაშორის დემეტრეს ქალიშვილი,თვალები გაახილე და ხალხი გაარჩიე.
-აბა ეს...
-ეგ ჩემი დაქალია
-ხელები გაუხსენით, შენ წამოდი
ხელი დამავლო და გამათრია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
მიმათრევდა და არ ჩერდებოდა, მკლავზე ისე მიჭერდა, რომ სისხლს გამიჩერებდა. შიდა კიბით მეორე სართულზე ამიყვანა, პირველივე კარი გააღო და შიგ შემიყვანა.
კაბინეტი იყო, როგორც ჩანს მისი. სკამი დაიკავა და გამომცდელად იწყი ჩემი ყურება. თითქოს რაღაცას ელოდა ჩემგან. მეც ვიდექი და მომლოდინე მზერით შევყურებდი მას. წამით დაჰკრა სახეზე ცინიკურმა ღიმილმა.
-აბა, მარიამ მოგეწონა გამოცდა?
-რა გამოცდა
-დღეს , ამ საღამოს რაც მოხდა
-რა... ვერ გავიგე
-ის ქურდი, ვითომ ქურდი
-ვერაფერს ვხვდები
-დადგმული სცენა, ის ბიჭი საფულე რომ გამოგტაცა, ეს შენი დაქალის გატაცება აბსოლიტურად ყველაფერი დადგმულია, აი შენი ცხოვრებაც
-რა ჯანდაბას ამბობ
-ყველაფერ ჭეშმარიტებას
-ბოდავ დიდ სისულელეს ბოდავ
-იცი ნათია ვინ არის?
-ნათია ნათიაა, ჩემი დაქალი, რომელიც გაიტაცე და ღმერთმა იცის რა უქენი
-არა, მარიამ ცდები! ნათია ჩემი დაა, ჩემი სისხლი და ხორცი, რომელმაც დიდის ამბით დაგიდაქალდა შენი წყალობით ნაბ**ვარ დემეტრეს შეხვდა, მანაც ლამაზი გოგო ნახა ხელიდან არ გაუშვა და გოგო დააორსულა, პატარა გოგო არ დაინდო
-რა ჯანდაბას ამბობ აზრზე ხარ მაინც? ნათია ამას არ იზამდა, ნათიას მე ვენდობოდი, თანაც მას ძმა ყავს ის ბიჭი ის... არა ვერ დავიჯერებ შენ დიდ სისულელეს ამბობ
ამბით შოკირებულმა თავზე ხელი მოვისვი და აქეთ-იქით სიარული დავიწყე.
გულმა ისევ ბაგაბუგი მორთო, თავის ქალა საცაა ამძვრება.
ყურებს არ ვუჯერებ, მოსმენილი ამბავი არ მჯერე, უბრალოდ ვერ დავიჯერებ. ნათიამ... ნათიამ... ეს როგორ გააკეთა. იცოდა, რომ მე ეს საშინლად მატკენდა გულს, იცოდა, რომ ის მამაჩემი იყო და მან მაინც ასე მოიქცა.
-მან ხომ იცოდა ის მამაჩემი, რომ იყო. ასე როგორ მოიქცა. მე ვიცი მამაჩემი რა ნაძირალაცაა, მაგრამ ნათია? მან როგორ გააკეთა ეს, მე ...
-შენ სულ ფეხებზე ეკიდე, მთავარი მამაშენი იყო. მის გამო დაგიდაქალდა, ამასაც ვერ ხვდები.
აჰა მისი ნამდვილი სახეც. მისი მჭოლიარე და ღრმა სიყვარული. ჩემი ნათიაც წარსდგა თავისი როლით. ესიგი ყველაფერი ერთი დიდი სპექტაკლი ყოფილა. არა ვერ დავიჯერებ ან როგორ უნდა დავიჯერო. როგორ დავიჯერო, რომ ამ ერთ წელში ამ გოგომ ეს უაზრო რაღაც მოახერხა.
-მამაჩემს, რომ ეძგერე პირდაპირ შენს კახპა დას არაფერი არ ჩაუდენია?
-ასე ნუ მოიხსენიებ მას, მამაშენმა გულუბრყვილობით ისარგებლა
-რამდენი თვის ორსულია
-ჯერ ერთი თვეა რაც ორსულადაა მოშორებას არ აპირებს, მამაშენმა კი უარი განაცხადა . ციხეში ჩავაჯენ გეფიცები, თავს წავაგლეჯ და ძაღლებს გადავუგდებ საჯიჯგნად.
აქეთ არ წაგაგლიჯო შე უჯიშო არსება.
გულუბრყვილობით არაა?! მე შენ გაჩვენებ რაარის გულუბრყვილობა.
კაბინეტიდან გავარდი და ნათიას მოსაძებნად წავედი, რადგან თმით მეთრია. ასეც მოვიქეცი, შემოსასვლელ ოთახში დამხვდა კმაყოფილი სახით.
მივუახლოვდი და სახეში ერთი კარგად ვლეწე.
-ის ლაწირაკი ვინ იყო სახლში, რომ მხვდებოდა, იმასთან ერთადაც იღებდი სიამოვნებას? მამაჩემი ხოო... ამას ინანებ
უკვე ძალა გამოცლილმა მოვწყდი ადგილს და გარეთ გავარდი, ნათია კი დავტოვე ისე გამოშტერებული, როგორიც გარტყმის შემდეგ იყო.
-ამას რატომ მიკეთებთ. რატომ გინდათ გამანადგუროთ.-ისევ ტირილი და ნიანგის ცრემლების ყრა. ეს უკვე აუტანელია, ეს უკვე ზედმეტზე ზედმეტია. ჯერ მამაჩემი და დედაჩემი, მერე სანდრო და გიორგი, მერე ნათია და ვიღაც მისი ძმა ნიკა . რა ხდება ჩემს თავს, ყველა ზურგში რატომ მარტყამს დანას.
ბედნიერება რატომ არ მერგება. გიორგი და მისი მიერ დატოვებული ტკივილი როგორც იქნა გავანელე, ახლა? ახლა ეს...
ყველაფერს საზღვარი აქვს, ეს უკვე მართლაც დადგმულ სცელნარს ჰგავს. მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი სპექტაკლია, რომელსაც რეჟისორი არ ყავს.
მანქანას მთელი სისწრაფით ვატარებ ცარიელ გზაზე. მგონია ცოტაც და პედალი მოძვრემათქო.
ვამჩნევ მანქანა გასწრებას ცდილობს, ახლა სწორედ ის დროა, როცა ადრენალინი მთელი დოზით მაწვება.
პედალს დავაწექი და იმ ვიღაცას არ დავრთე ნება გაესწრო, მაგრამ ამაოდ. წინ გადმომიდგა ვერცხლისფერი ბრაბუსი, ზუსტად ჩემნაირი, ფერით სხვანაირი.
სიჩქარეს მოვუკელი, რადგან მივხვდი, რომ ისიც გაჩერებას აპირებდა, რომ არა სიჩქარის მოკლება უკან შევაგჯებოდი.
მანქანიდან ის შეშლილი გადმოვიდა, ნიკა, მომვარდა კარი გამოგლიჯა და გარეთ გამომათრია.
-ასე გინდა ყველაფრის დასრულება? გაიქცევი და ვსო?
-მე არ გავქცეულვარ წამოვედი
-თუნდაც!
-ვერ გავიგე რა გინდა, ჩემგან რა ითხოვ
-მამაშენს დაელაპარაკე, მე ნათიას დაველაპარაკები.
-ვაპირებდი
-დღესვე! ხვალ კი მოგაკითხავ და შედეგებს გამაცნობ
-შენცასევე

ჩვენი გზები აქ გაიყო.
დღეს მაქ დრო, მხოლოდ დღეს. დღეს თუ არა ეს გიჟი აუცილებლად რაღაც საშინელებას მოიმოქმედებს.


სახლში მისვლის შემდეგ მამაჩემს დავურეკე და ვთხოვე სასწრაფოდ მოსულიყო.
მის მოსვლაში შხაპიც მივიღე და გამოვშუშდი კიდეც.

კარზე ზარი იყო, ვიცი მოვიდა და ახლა მისი უაზრო თინეიჯერული ქცევები უნდა ავიტანო. ამხელა კაცია და ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა.
-მამას გოგო რას შვება? ის შენი დაქალი აქ არის?
- სავარძელზე დაჯექი და ყურადღებით მისმინე დემეტრე
-რაგჭირს მა
-რა მჭირს კი არა როგორ გაბედე და როგორ გააბი რომანი ჩემხელა გოგოსთან
-რას ბოდავ შვილო
-რასაც ისმენ იმას. გოგო როგორ დააორსულე, ეს როგორ გაბედე
-მარი!
-არ გაბედო და ჩემთან ხმა არ აუწიო. დედას ატყუებ? დედას იყენებ?
-დედაშენი მიყვარს
-აჰ, მართლა? დედა გიყვარს და ჩემ დაქალთან ...
-მარი მეთქი
-ნათიას ბავშვს გვარს მისცემ, ვიცი ამაზე არასწორი არაფერია, მაგრამ მისი ძმა ციხეში ჩაგსვანს
-რისი ტრ**ი აქ
-ნორმალურად ილაპარაკე მამა იმას გააკეთებ რასაც გეუბნები
-არასოდეს
ეს თქვა და სახლიდან გავარდა.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ვაახ აქ რეები ხდება? ცოტა დავიბენი. თუ ერთი თვის ფეხმძიმეა ნათია, თავიდანვე რატო ატყუებდა მარიამს?

 


№2 სტუმარი მარი. ელ❤

ვერაფერი გავიგეე იმედია ნელნელა კვანძებს გახსნიი ასეთი ამბების დატრიალებას არ მოველოდიი მაგრამ უფრო დამაინტერესეე რაც ძალიან მახარეებს წინა თავის მერე რაღაცნაირად ვიყავი მარა ასეთი განვითარებით სასიამოვნოდ გაკვირვებული ვაარ❤❤❤❤

 


№3  offline წევრი მმარიტა

სტუმარი ქეთი
ვაახ აქ რეები ხდება? ცოტა დავიბენი. თუ ერთი თვის ფეხმძიმეა ნათია, თავიდანვე რატო ატყუებდა მარიამს?

თანდათან ყველაფერი გაირკვევა ამ ერთ თავში ვერ ჩავატიე თითოეული დეტალი რო ამეხსნა

მარი. ელ❤
ვერაფერი გავიგეე იმედია ნელნელა კვანძებს გახსნიი ასეთი ამბების დატრიალებას არ მოველოდიი მაგრამ უფრო დამაინტერესეე რაც ძალიან მახარეებს წინა თავის მერე რაღაცნაირად ვიყავი მარა ასეთი განვითარებით სასიამოვნოდ გაკვირვებული ვაარ❤❤❤❤

ყველაფერსს გაიგებ ❤ შემდეგი თავი უკეთესი იქნება

 


№4 სტუმარი სტუმარი კატო

იმედია ისევ ერთად იქნებიან არ მინდა ამათი დაშორება გთხოვ კარგად დაამთავრე

 


№5  offline წევრი მოგზაური

დედაა აქ რეები ხდებაა მალედადე შემდეგი

 


№6  offline წევრი მმარიტა

მოგზაური
დედაა აქ რეები ხდებაა მალედადე შემდეგი

დღეს იქნება

 


№7  offline წევრი khatia khatia

კაია ძაააანნნნ მომეწონა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent