შენი მშობლები ტერორისტები არიან ასეთი ბომბა რომ გაგაჩინეს?!-11
თავი 11 ბაკურიანში კიდევ რამდენიმე დღე ვიყავით, მაგრამ ამ დასაწვავი უნივერსიტეტის გამო დავბრუნდით. -კარგია მშობლიურ მიწა-წყალზე დაბრუნება..-განვაცხადე აღტაცებულმა. -ხოო, მაგრამ იქაც კარგი იყო... -ოხ, შენ შენი რომეო დაგაკლდა თვალში და განიცდი ხო? კაი არაუშავს გაივლი-გამოივლი სადმე და ქუჩაში ბირჟავიკებთან შეგხვდება..-ვუთხარი და ავხარხარდი. -ჩავქვწსკნელდი ტასო, ეს რა თქვი.. გაიმეორე აბა კიდე გავიცინო!-მითხრა უუუსერიოზულესი სახით. -კაი, მაცადე ცოტას ვიღადავებ. -ისე მაგით შენ თავს რომ ეღადავები არა?-ახლა მაშომ ჩართო ირონია. -ვერ გავიგე?-წარბი ავწიე და სერიოზული სახე მივანათე. -რა და, შენც იგივე მდგომარეობაში ხარ ალქაჯო-უკანასკნელი სიტყვა გამოთქმით წარმოთქვა და მე დამაკვირდა. -უკაცრავად? ვერ გავიგე-თვალები და ხმა დავიწვრილე და მივმართე. -შენი აზრით ვერავინ ამჩნევს შენ და სანდრო რომ უკუსკუსებთ ერთმანეთს? -გაკუსკუსებ ახლა მე შენ, წადი საჭმელი გააკეთე ქალო!-სიცილით მივმართე თემის გადასატანად. მაშო მიხვდა, მაგრამ კითხვები აღარ დაუსვამს. ხომ ვამბობ, ეს გოგო ჩემთვის დაიბადა რაა!!! -იცოდე, მომავალში უნივერსიტეტში არდადეგების მერე რომ მოვდივარ გამაფრთხილე, რომ უმაკიაჟოდ წამოვიდე თორე ახლა ამათი ჩაპროშნვის მერე სახეაზელილმა უნდა ვიარო-განვაცხადე ირონიულად. -ეგ მე უნდა ვიკითხო, დიდის ამბით გამოვეწყე, ჩავტონალურდი, გამოვიპრანჭე, გუშინ კიდე აბაზანაში ნათურა გაფუჭებული იყო და მთვარის შუქზე ვიღებდი წარბს, მერე კიდე განაწყენებული კარებს შევასკდი ცხვირით. მეტყობა კიდეც, ნახევარი წარბი ათლილი მაქ და სახეზე ბუთტი მადევს. ახლა მე მაკიაჟი რომ მოვიშორო კუზანოვი და სახის ტრანსპლანტაციაც ვერ მიშველის. -მომმართა მაშომ სიმწრის ღიმილით. -ეს რაარი მაშო? -რა? -აბა გაიხედე წინ და მითხარი ეს დინიზავრი და შენი რომეო აქ რა ჯანდაბას აკეთებენ? -აუუ მითხარი რომ ლამაზი ვაარ-მომმართა აჟიტირებულმა მაშომ. -კაი ხარ მარიამ, ხოიცი სიყვარული ბრმაა. -ვუპასუხე ხითხითით. -ტასო, შენც დაყრი დორბლებს ცოფიანი ძაღლივით და ნახავ მერე-მომახალა და კურტუმოს ქნევით წავიდა ბავშვებისკენ. -უი აქ რამ მოგიყვანათ?-იკითხა მაშომ და დემეტრეს და ელენეს ჩაეხუტა. -ელენე გადმოვიდა აქ. -ვაა, ჩემი ელიკო მოვიდააა!! კაია, ახლა აღარ შემეზარება უნივერსიტეტში სიარული. -ალქაჯებს უნივერსიტეტებში რაუნდა?-გამოყო თავი მესამე გოჭმა. -ერა შეგეშალა შვილო დინოზავრები აქ არ არიან. -ელე, ცოცხი გამიჩითე ჩვენ გოგოს ფრენა უნდა-მიმართა ბაბლუანმა ახითხითებულ ელიკოს და მე გამომხედა. -შაანდროო, მისმინე ახლა, შეეცადე კვერცხი დადო და გამრავლდე, ჩვენ თუ არა ორი წლის ბავშვებს და კაცობრიობას მაინც გაახარებ შენი არსებობით. -მეც არ დავაკელი ირონია და დემესა და ელიკოსკენ გადავინაცვლე. -აჰაა, ანუ ვიბარებთ ხო ელიკოს მე და მაშო? -ჰო, იცოდე მიაქციეთ ყურადღება ჩვენ გოგოს. -ისე რა მაინტერესებს იციი? იმ ტერანოზავრის ბიძაშვილი ელიკო რანაირადაა? -გარე ბიძაშვილი ვარ გოგო მეე -მიპასუხა ელიკომ სიცილით. -კაი წავიდეთ თორე დაიწყება ლექცია. შენ ეტყობა გიგანი არ იცი დაგასამარებს თუ დააგვიანე და ხელი შეუშალე. -ტასო, იცოდე შენზე ვარ დამოკიდებული! შენ უნდა იყო ახლა ქალიც და კაციც!-მიპასუხა ელიკომ. -ვუი, მაშო გუგუშვილი მოვიდა, იცოდე პირველი არ მიესალმო იფიქრებს რომ მოგწონს-ენა გამოვუყავი და ვუთხარი მაშოს. -ისე შენზე რატომ არ ფიქრობს მაგას?-მკითხა მაშომ გამწარებულმა. -იმიტომ რომ მე და საბუკა ბრატცები ვართ-ვუპასუხე მაშოს და წავიწიე გუგუშვილისკენ. -ვაა ტასოო, რაშვებიი? მოგიხდა ხოიცი არდადეგები უფრო გალამაზდი-თვალწინ დამისნა ბიჭი. ისე ყველას ასე როგორ უნდა ეპრანჭო ეს კაცური კაცი? მაგის ადგილზე მეცოდინებოდა კაი ხაში და ხაშლამა!! -ხო გავცივდი ცოტა ბაკურიანში ვიყავი. -შეწუხებული ირონიით ვუპასუხე. -საბა გაიცანი ეს ელენეა, ელე ეს კი საბაა -უიი, ს..სასიამოვნოა-დაიწყო ლუღლუღი გუგუშვილმა. -კაი რამ დაგაშტერა ბიჭო, ახლა გადმოვიდა ჯერ არავის იცნობს თორე გაგიშინაურდება მერე და კიდე მაშოს დაკერვას დაიწყებ შენ, მაგრამ ისე დაგაგვიანდა, მიჯნური ყავს ჩვენ მარეხის-ელიკოს გადმოსვლამ გამაგიჟა და დავიწყე ჩემებურები. -მე არავის არ ვკერავ!-განაცხადა გუგუშვილმა და თავაწეული გავარდა. -ელე, იცოდე ლექციაზე ამას პირზე ავაკრათ თორემ გიგანს გადაგვკიდებს. ———— დღეს საღამოს, ელიკოს ჩვენთან გადმოსვლის აღსანშნავად ვაპირებთ წასვლას. -ტასს, ეს კაბა ჯობია ხოო?-მკითხა სასოწარკვეთილინსახით მაშომ.-მკითხა მაშომ თეთრ მაქმანებიან კაბაზე. გეგონება ცხოვრებისეულ საკითხს წყვეტდეს. -კაია მაშო, უბრალოდ დაკიდე ფარდა თავის ადგილას, თორემ ვინმე შენსავით დარტყმული შემოფრინდება! -კაი რაა, ხოიცი ნერვიულობისას ვითიშები. -მოისაწყლა მაშომ. -არა ისე ეგ კაბა მართლა საიდან გაჩნდა მანდ? და რა არის საერთოდ?-მივანათე ინტერესიანი მზერა. -გუშინ გურანდამ შემომიტანა, კაი ბედი იცისო? ბებიაჩემის დროინდელია იმის მერე მთელ სანათესაოს ქორწილში ეგ კაბა ეცვაო და იღბალს მოგიტანსო. -გავიგე თუ არა ეს, ჩავკვდი! სიცილისგან ცრემლები მდიოდა. -წარმოიდგინე, ამდენი პირველი ღამის მერე თუ ცოცხალია ეგ კაბა მაშინ კაი იქნება!-აღტაცებულმა მივუგე ირონიით. -კაი მოკეტე და დამეხმარე! მე და მაშო გავემზადეთდ და დაველოდეთ ბავშვების მოსვლას. მათთან ერთად კი დანიშნულების ადგილას წავედით. -ეე, როგორ ხაართ ბავშვებოო?-მოგვმართა სახე აშპაკლულმა გოგონამ. -კარგად შენ?-მობეზრებული სახით მიმართა ლევანმა. -ძაან მაგრადდდ-თქვა და ბაბლუანსა და ელიკოს შორის ჩაეკვეხა. არარის ხო ეს ნორმალური? -გამარჯობა-მიმართა მაშომ. უხხ, ჩემი თავაზიანი გოგო. -გამარჯობააა? -მე მაშო ეს კი ტასო, შენ გეთაყვა?-ვსო, უკვე ვერ იტანს მაშო. წავიდა ამის ღადაობები. -მე თაკუსაა, შეგიძლია თაკუ ან თაკუშა დამიძახო. ორივემ ღიმილით შემოვიფარგლეთ. -ეს შიზოიდია ხო?-ვუჩურჩულე მაშოს. -ეტყობა-ჩაიხითხითა მაშომ. -აუ ტასო, სვეტლანა მირეკავს მიშველე. -კაი მიდი უპასუხე, იცოდე ვენოკებს გავამზადებ. -ოხ ბედნიერია გოგო, არ იბარებს ჯერ სვეტა. გარეთ გავედი და ვუპასუხე. -უი გამარჯობა, სვეტა მას, როგორ ხართ? გილოცავთ ყველაფერს. -ასეთი თავაზიანი ჯერ არ ვყოფილვარ მგონი. -მადლობა ჩემო გოგო, შენც ასევე, იცი რატო დაგირეკე საყვარელო? გადავხედე შენ ბოლო ნამუშევრებს და მინდა გითხრა რომ ძალიან ყოჩაღი ხარ! უკვე შეგიძლია გამოცდის ჩაბარებაზე იფიქრო! -მადლობა დიდი, სვეტა მას. -რისი მადლობა გოგო, კაი ნახვამდის და მომიკითხე მაშო. -ნახვამდის. ახალი ამბით გახარებულმა მშობლებს დავურეკე. საუბარი ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ უკვე დაბრუნებას ვაპირებდი როცა ტერანოზავრი ამესვეტა. -ალქაჯო წამოდი ჩაჯექი. -რაიყო შენ ჩემი პერსონალური მძღოლი ხარ? -არა შენი კატაობა მეხალისება. -ოჰ, ვიღაცამ არ მიყვარს ირონიაო. -მაშო სად არის? -მაშო ელიკოსთან ერთად დემეტრემ წაიყვანა. -იმეე, მოკლედ მაგ დემეტრემ სულ გადააგვარა ჩემი გოგო!-საუბრის გაგრძელებას ვაპირებდი როცა უსაყვარლესი ტყუპები დავინახე. -ვაიმე რა საყვარლები არიან! იყოლიებდა კაცი ერთს მაინც. -რაიყო ალქაჯო კლიმაქსი გეწყება?-სიცილით მკითხა ბაბლუანმა. -რაიყო დავიწყეთ ხო ტინგიცი? არდადგება შენგან კაცი! -შენგან კიდე ქალი ალქაჯო! -გზას უყურე არ გადავიჩეხო შენ გამო სადმე მუტრუკო! -ასეთი ღვთაება რომ მიზიხარ გზას ვეღარ ვუყურებ. -მოდი შენ შენ თამარას მიხედე რაა. -ეჭვიანობ ალქაჯო? -არა უბრალოდ ფაქტის წინაშე გაყენებ. ვუთხარი სიცილი, მაგრამ უცებ შევწყვიტე როცა მანქანა შეირყა. უკანა საბურავი დაეშვა. ბაბლუანს სახე შეეცვალა და სახეალეწილი გარეთ გადავიდა. უკანა საბურავი ტყვიით გახლეჩილი იყო იქვე კი პატარა ფურცელზე წარწერა იყო-“ახალი თამაში ძველი წესებით საუკეთესოა!” |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.