ახალი ცხოვრება(2;3თავი)
----------------------სანდრო---- ნუთუ ეს მართლა ის არის. თვალებს ვერ ვუჯერებდი.. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. მინდოდა მივსულიყავი, დავლაპარეკებოდი. მაგრამ არ ვიცოდი ამას რა მოყვებოდა. უმოქმედოდ ყოფნა არ შემეძლო. შორიდან ვაკვირდებოდი. როგორი ლამაზიიყო, როგორი ბედნიერი, წითელი გრძელი პალტო ეცვა და ხუჭუჭა თმები ძველებურად უფარავდა ზურგს.. კიდევ უფრო გრძელი თმა ჩანდა. ყველაზე მეტად მისი თმა მიყვარდა, მისი ლამაზი კულულები.. ისევ ისე ბავშვურად დარბოდა და ძველებურად ყველაფერს სურათებს უღებდა, ყოველთვის, ყველაზე ემტად ეს საქმე უყვარდა და კარგადაც გამოსდიოდა. ღმერთო ჩემო! ყველა გრძნობა მახსენდება რასაცმის მიმართ განვიცდიდი. როგორ მიყვარდა მისი ყურება, როცა თავისთვის „ჩალიჩობდა“ რაღაცეებს. ყველაზე საყვარელი სწორედ ამ დროს იყო. რატომღაც ბედნიერი ვარ. ვუყურებ და მსიამოვნებს მისი ყურება. კარგახანს დავდევდი მთელს ქუჩებში. ბოლოს მიხვდი რომ სახლში მიდიოდა გადავწყვიტე უკან გავყოლოდი და მცოდოდა სად ცხოვრობს იქნებ ოდესმე მაინც გავბედო მასთან მისვლა და დალაპარაკება. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ნინი დიდ ხანს ვისეირნე ქუჩებში. უამრავი ფოტო გადავიღე. არაჩვეულებრივია აქაურობა, ამაზე ლამაზი დიდიხანია არაფერი მინახავს. უბრალოდ ძალიან ცივა. როგორც იქნა სახლში მოვედი, ვჭამე, ცხელი აბაზანა მივიღე და ფანჯარასთან ვიჯექი სურათებს ვათვალიერებდი კარგახანს, ბოლოს დაძინება გადავწყვიტე. დასაძნებლად მივდიოდი კარზე ზარის ხმა რომ გავიგე. ძალიან შემეშინდა აქ ხომ არავის ვიცნობდი და ვინ უნდა ყოფილიყო. კარს არ ვაღებდი, ცოტახანში ზარის ხმა განმეორდა.. არვიცოდი რა მექნა. კართან ახლოს მივედი, კარინელა გავაღე: -ვინ გნებავთ?- ჯანდაბაა ხმა დამეკარგა როგორც კი მისი სახე დავინახე. ათასმა აზრმა გამიელვა თავში, მაგრამ ახლაც არვიცი რას ვგრძნობდი ახლაც არვიცი რა ჯანდაბა მომივიდა თავში აზრად. (ს)-გამარჯობა ნინი. არ შემომიშვებ? - და თვალებში შემომხედა, ამდენიხნის შემდეგ კიდევ ვხედავდი მის თვალებს. კარები დაბნეულმა გავაღე და სახლში შემოვუშვი. (ს)-როგორ ხარ? (ნ)-შენ აქ რა გინდა? (ს)-სხვათაშრის უკვე წლებია რაც აქ ვცხოვრობ და ვმუშაობ, შენ საიდან გაჩნდი ასე მოულოდნელად აქ? - და გამიღიმა, ისე მიღიმოდა თითქოს არაფერი მომხვდარიყო. (ნ)-მე, მე ვისვენებ აქ. ანუ აქ ცხოვრობ (ს)-კი, ძალიან კარგი სამსახური მაქვს. კარგად ავეწყე და შემოვრჩი. რაც დავშორდით იმის შემდეგ თბილისი თვალით აღარ მინახავს. ახლა შენზე მომიყევი, რა ხდება შენს ცხოვრებაში? (ნ)-ჩემთანაც ყველაფერი კარგადაა. სწავლა დავამთავრე და ვმუშაობ. შვებულებაში ვარ და ბებოს დანატოვარ სახლში გადავწყვიტე ჩამოსვლა. რას არ წარმოვიდგენდი, მაგრამ შენ თუ გნახავდი აქ, თან თუ სახლში მომადგებოდი, მართლა არ მეგონა. ასე ვილაპარაკეთ კარგა ხანს ჩვენს ცხოვებაზე. სანდროს ყველაფერი მოვუყევი, როგორი ბედნიერი ვიყავი მის გარეშე და როგორ ვაგრძელებდი ცხოვრებას. მე მასზე დამოკიდებული უკვე დიდი ხანია რაც აღარ ვიყავი. წასვლის წინ თავის სახლის სანახავად დამპატიჟა. თან იცის,რომ აქ გზები არ ვიცი, ამიტომ მოვა და თავად წამიყვანს თავის სახლში. არ ვიცი ამაზე რა ვიფიქრო. საერთოდ სანდრო რო აქ ვნახე, უკვე დიდი სიგიჟეა. ცუდი რა იქნება იმაში, რომ უბრალოდ ვნახო, ველაპარაკო, უბრალოდ ვიმეგობროთ. არვიცი. სჯობს დავიძინო.----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------სანდრო არ მჯერა რომ გავბედეე.. გავბედე და მის კარზე ზარი დავრეკე! არ ვიცი მისგან რას ველოდებოდი. რა თქმა უნდა ჩხუბს არცერთ ვარიანტში არ დამიწყებდა (ჩვენიამბის დამთავრების შემდეგ დიდი ხანი გავიდა, თან ნინი ყოველთვის გამოიჩეოდა ცივილურობით) მაგრამ მეგონა ზედ არ შემომხედავდა. გამიხარდა მისი ასეთი თბილი დამოკიდებულება. სახლში მოსვლისთანავე გეგმებს ვაყობდი, როგორ დავხვდებოდი სახლში და რას მოვუმზადებდი. ერთი სული მქონდა კიდევ მენახა.. მთელი ღამე ვერ დავიძინე, მაგამ მაინც დაველოდე გათენებას და ნინის დილასვე დავუტოვე ფეისბუკზე შეტყობინება, რომ დღეს საღამოს ვპატიჟებდი ჩემს სახლში და იმედია არ მაწყენინებდა. დიდლის 10 საათი იყო და მე მოუთმენლად ველოდებოდი ნინის პასუხს.----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ნინი 12 საათზე გავიღვიძე. ღამე სულ სანდრო მესიზმრებოდა. დილას კიდევ ვერ ვაანალიზებდი თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. მოვწესრიგდი, ვჭამე და "ფეისბუკში" შევედი. სანდროს შეტყობინება დამხვდა, დღეს საღამოს ვახშამზე მეპატიჟებოდა. არარა! არ შემიძლია ძალიან კარგად ვიცი, რომ არანაირი საქმე არ მაქვს. მაგრამ მივწერე, რომ არ მეცლება დღეს და სხვა დროისთვის გადავდოთ. მგონი ყველაზე სწორი ახლა ეს იქნება. მაშინვე "დამსინა" და არაფერი მოუწერია. ალბათ ეწყინა, მაგრამ ეს უკვე ჩემი საქმე არ არის. ჯობს მაღაზიებში გავიარო. ეს ფიქრში დამეხმარებაა.------------------------------------------------------------------------------------------3 თავი ნინი მთელი დღე საყიდლებზე იყო. სახლში გვიან მივიდა დაღლილ-დაქანცული მაგრამ მაინც, პირველი ფეისფუკზე შევიდა და შეამოწმა, სანდროს ხომ არ მოუწერია რამე, მაგრამ ყველაფერი ძველებურად იყო. აღიარება არ უნდოდა, მაგრამ წყინდა. უნდოდა რომ მოეწერა, დაერეკა, სახლში მოეკითხა. წამით ძველი დრო მოენატრა, მაგრამ ამის აღიარება საკუთარ თავთანაც არ უნდოდა. ახლა ძალიან ნანობდა ვახშამზე წასვლას რომ არ დათანხმდა, მაგრამ ვეღარაფერს იზამდა. უბრალოდ ყოველ 5 წუთში ამოწმებდა ფეისბუკს, მაგრამ სანდროს შეტყობინება არადაარ ხვდებოდა.----------- ამასობაში სანდრო ისევ თავის სამუშაოში გადაეშვა, იმისთვის რო ნინიზე არ ეფიქრა და თავი არ დაეტანჯა, გარდა ამისა ვახშამზე უარი მისთვის დიდი შეურაწყოფა იყო და ამიტომ გადაწყვიტა ნინისთვის აღარ მიეწერა. თან ძალიან კარგად იცოდა, რომ ნინის არანაირი საქმე არ ჰქონია და თავის დასაძვრენად მოიფიქრა ყველაფერი, სანდრო კი როდის იტანდა ასეთ საქციელს? არც არასდროს. გოგოები ყოველთვის ოცნებობდნენ მასზე და ერთი თითის დაქნევა საკმარისიიყო რომ ნებისმიერი უკან გამოეკიდებოდა, გარდა ნინისა. გულის სიღრმეშ ალბათ სწორედ ეს მოსწონდა სანდროს ყველაზე მეტად, ეს მათ ურტიერთობას საინტერესოს ხდიდა. მაგრამ ახლა რა დაემართა, რატომ არ გაეკიდა პირველივე უარზე უკანნ? სულ მუშაობდა და ესეც მობეზრდა.. ადგადა თავისი სასმეების კოლექციიდან ყველაძე ძლიერი ვისკი გადმოიღო და მთელი ღამე სმაში გაატარა. მუშაობამაც კი ვერ შეძო ნინიზე ფიქრების გაფანტვა. ზუსტად 3 დღე შეძლო ასე უკონტაქტოდ და მეოთხე დღეს ვეღარ მოითმინა. და სახლში მიადგა, კარზე გაუბედავად დარეკა ზარი და ნინის დანახვისთანავე ყველა ტკივილი მოეშვა გულიდან, ახლა სულ ერთი იყო რას ეტყოდა ან რას გააკეთებდა. (ნ)-სანდრო? არგელოდი.. შემოდი-და კარი ფართოდ გაუღო (ს)-როგორ ხარ? იმ დღეს ძალიან მინდოდა მოსულიყავი (ნ)-მეც ვაპირებდი, მაგრამ მართლა არ მეცალა თორემ ხოიცი მოვვიდოდი. (ს)-კარგი. მაშინ შეგიძლია შეცდომა გამოასწორო. ხვალ საღამოს გელოდები ვახშამზე და იცოდე უარს აღარ მივიღებ. ყველაფერი ჩემი მომზადებული იქნება, თან ძალიან მინდა ჩემი სახლი დაგთვალიერებინო. მოკლედ, ხვალ 7ზე გამოგივლი და მზად იყავი.აბა კარგად..-ლოყაზე აკოცა და კარი გაიხურა.. ისეთი ბედნიერი გავარდა მანქანისკენ, ფრენას ცოტაღა აკლდა. იმ წამს მასზე ბედნიერი კაცი არდადიოდა დედამიწაზე---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ნინი დილას ზარის ხმა გავიგე. გული ამიჩქარდა. მეორედ დარეკა ზარმა რაც აქ ვარ და პირველად სანდრო იყო. მეტს არავის ვიცნობ და ალბათ ესეც სანდროა, მოვიდა ჩემთანნ! კართან მივირბინე და მაშნვე გავაღე. დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ ბედნიერება დამემალა, არ ვიცი გამომივიდა თუ არა, მაგრამ ვეცადე მაინც. ღმერთო ჩემოო! როგორი კარგიი იყო. ეს სამი დღე თეთრად ვათენებდი.. მისი იგნორი საშინელ დღეში მაგდებდა, დღეს კი თითქოს ყველაფერი დამთავრდა, მისმა დანახვამ უდიდესი შვება მომგვარა. ისევ დამპატიჟა თავისთან. ვსო არა, არარსებობს უარს აღარ ვიტყვი, პირიქით მასთან წავალ თან ისე ლამაზად, რომ ვეღარასდროსშეძლოს ჩემი დაიგნორება ერთი დღითაც კი! გარდერობთან მივედი და ყვეაზე ლამაზი შავი კაბა გადმოვიღე, გულთან ამოღებული და მუხლამდე სიგრძის. ტანზე კარგად იყო მომდგარი და ამ კაბაში საკუთარი თავი ძალიან მომწონდა. მოკლედდ საღამომდე დრო როგორ გავიყვანე არარც კი მახსოვს, 5საათზე კი მზადება დავიწყე. შხაპი მივიღე და ჩაცმას შევუდექი. მსუბუქი მაკიაჟი ვიკმარე და სანდროს გასაგიჟებლად ის სუნამო დავისხი, რომელიც ჩვენი ერთად ყოფნის დროს მესხა. მაგას ვანახებ, როგორ უნდა 3 დღე დაიგნორება(ამ სუნმა მეთვითონაც გამასენა ის პერიოდი და ცოტა გულიც მატკინა, მაგრამ არაუშავს. ახლა ყველაფერი კარგად იქნება.) ბოლოს კი სარკეში ჩავიხედე. საკუთარ თავს თვალებში ჩავხედე, მერე კაბა მხართან კაბა გადმოვიწიე და ჩემს ტატუს დავხედე, სპარსულ ენაზე მეწერა „ახალი ცხოვრება“.. წამით დავფიქრდი და ამ ყველაფრის მერე ერთ რამეს მივხვდი, რომ კვლავ ამერია ცხოვრება. სარკეში ჩემს თავს ვუყურებდი და მხოლოდ ამას ვაცნობიერებდი. ყველაფეერი ნელნელა დგება თავდაყირა. ზარის ხმამ ფიქები გამიფანტა. ალბათ სანდრო მოვიდა. კართან მივედი და გავუღე. სახეზე შევატყე,ჩემი დანახვისთანავე „გამოდებილდა“ მეც ეს არმინდოდა?! ხმა ძლივს ამოიღო: (ს)- ვაა ნინნ, რაკარგად გამოიყურებიი! შედეგმა ახლაც მოლოდინს გადააჭარბა (ნ)- მადლობა-და ნაზად გავუღიმე. ისიც ისე კარგად იყო. ყოველთვის გემოვნებიანად იცვამდა, მაგრამ დღეს კანსაკუთრებულად სიმპატიური იყო. (ს)-აბა მზად თუ ხარ, წავიდეთ- მეც პალტო მოვიცვი და მანქანისკენ წავედით. მანქანაში ჩავჯექით და წავედით. თურმე ჩემგან კარგად შორს ცხოვრობდა. დაახლოებით 10 წუთში მივედით დანიშნულების ადგილას. ცოტა გარეუბანს გავდა იქაურობა, მაგრამ ულამაზესი, დიდი სახლი იდგა. ეს მისი სახლი იყო. ძალიან გამიკვირდა, კი ვიცოდი,რომ აქ კარგად იყო, მაგრამ ასე კარგად თუ იქნებოდა ვერც ვიფიქრებდი. ახლა უკვე მეც ერთი სული მქონდა როდის დამათვალიერებინებდა თავის ლამაზ სახლს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.