შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უიმედო სიყვარული (თავი მეორე)


19-01-2018, 18:45
ავტორი ninuci5713
ნანახია 1 537

შემოდგომა ჩვეულ რეჟიმში გადიოდა. ანასტასიას და ანდრეას შორის ისევ არაფერი ხდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ანდრეას აღარც კი ახსოვდა ანასტასია. თუმცა ანუკის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო. ყველაფრის ხალისი დაკარგა. არავინ და არაფერი ადარდებდა. სწავლასაც მოუკლო. გასაკვირი არცაა, მის გულსა გონებაში მხოლოდ ერთი სახელი ტრიალებდა. ვისაც არ ყვარებია, ის ვერ მიხვდება ამ ყველაფერს. ეს ასეა, უნდა იგრძნო რომ ადამიანს გაუგო. ალბათ, იფიქრებთ, რატომ ფიქრობდა ანუკი იმ ადამიანზე, რომელიც არც კი წერდა მას, შეხვედრაზე ხო ზედმეტია საუბარი. ხო, მართალია, შეიძლება არც უნდა ეფიქრა, მაგრამ გულს ხომ ვერ უბრძანებ. სხვა საქმეზე ცდილობდა გადართულიყო, თუმცა ისევ მასზე ეფიქრებოდა. საშინელება იყო. მის სახეზე ღიმილს ვერ შენიშნავდით, ან თუ გაიღიმებდა, ისიც იშვიათად და ძალით. გგონიათ ამას ვინმე ამჩნევდა? არავინ!! მარტო იყო. სოფი ხვდებოდა, რომ რაღაც ისე არ იყო, მაგრამ არც სოფის უმხელდა ამ ამბავს. დრო გადიოდა და ანასტასიას მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. გული უმძიმდა, ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა. ერთ დღესაც, ანასტასია ფეისბუქში იყო შესული, როგორც ყოველთვის, უაზროდ ათვალიერებდა პოსტებს, უცებ შეტყობინება მოუვიდა. გამოიცანით, ვინ იყო? ჰო, ეს ანდრეა იყო.
-როგორ ხარ, ანასტასია?
-კარგად, ანდრეა, შენ?
-რავიი მეც არამიშავს. რას შვები?
-რავი არაფერს, შენ?
-რავი მეც არაფერს.
ეს იყო მხოლოდ მათი საუბარი. სხვა არაფერი. თუმცა ანუკის თითქოს რაღაც იმედი მიეცა, რომ ანდრეას ისევ ახსოვდა. ვერ წარმოიდგენთ ეს მისთვის რამდენს ნიშნავდა. აქედან დაიწყო ყველაფერი. ყოველდღე წერდნენ ერთმანეთს. მეგობრები იყვნენ, მაგრამ რაც მათ აკავშირებდა ეს მეგობრობაზე მეტი იყო. ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ ამას არ ეუბნებოდნენ ერთმანეთს. მხოლოდ სითბოს აგრძნობინებდნენ. ეს გრძნობა სიტყვებზე ძლიერი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ და ამ ხნის მანძილზე ერთმანეთი არ უნახავთ. დადგა 31 დეკემბერი. ანუკის ძალიან უყვარდა ახლაი წელი. მისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული დღესასწაული იყო. დეკემბრის დადგომიდან განწყობა ემატებოდა. ყოველთვის განსაკუთრებულად ხვდებოდა ამ დღეს. ახლა ხომ უფრო უკეთესი განწყობა ექნებოდა. ზუსტად ღამის 12 საათზე დაურეკა ანდრეამ. მმოულოდნელი ზარი იყო. ზარი საყვარელი ადამიანისგან. ანდრეას ხმის გაგონებაზე, ანუკი ანერვიულდა, ტანში ჟრუანტელმა დაუარა, აცახცახდა, ხმა ჩაუვარდა, ვეღარ ლაპარაკობდა, გული ძლიერად უცემდა. ცდილობდა ხმაზე აღელვება არ შეტყობოდა. რას გრძნობდა ანდრეა? ისიც მასავით იყო, გული მასაც ისევე ძლიერად უცემდა, როგორც ანუკის. მათ საუბარში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. მათ ნაცვლად გულები ლაპარაკობდნენ. ენას ხომ არ შეუძლია იმ გრძნობის ზუსტად გადმოცემა, რასაც გული გრძნობს. იმ დღის შემდეგ ანდრეა ყოველდღე ურეკავდა ანუკის. ერთმანეთის გარეშე ვეღარ ძლებდნენ. ანუკი რწმუნდბეოდა იმაში, რომ ანდრეასაც ისევე უყვარდა ის, როგორც თავად მას. ამით უზომოდ ბედნიერი იყო. სიხარულისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა, წარმოდგენაც კი შეუძლებელია რას გრძნობდა ის. გული სიხარულით ჰქონდა სავსე, თვალები უბრწყინავდა. სიყვარულმა სრულიად შეცვალა.ყველაფერი კარგად იყო სანამ ანუკიმ არ გაიგო, რომ თურმე ანდრეას შეყვარებული ჰყოლია. ამ ამბის გაგება მეხის დაცემას ჰგავდა. როგორ გაიგო? ხომ გაგიგიათ გოგო როცა შეყვარებულია, ის გამომძიებელი ხდება. ყველაფერი იცოდა ანდრეაზე. მხოლოდ ეს არ ესმოდა, რაში დასჭირდა ანდრეას მისი მოტყუება, რატომ ეუბნებოდა ამდენ თბილ სიტყვას, თუ სხვა ჰყავდა.გაუგებარი იყო. მაგრამ ეს ხომ ბიჭების ჩვევაა, როცა რამდენიმე გოგოსთან აქვთ ურთიერთობა თავი მაგარი ბიჭები ჰგონიათ. ანუკის თითქოს ყველაფერი თავზე ჩამოენგრა. რატომ განიცდიდა ასე? ანდრეას ნათქვამიც კი არ ჰქონდა მიყვარხარო. ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ანუკი საშინლად იყო. დასუსტდა, ყოველ ღამეს ტირილში ატარებდა. თითქმის ყოველდღე სასწრაფო ჰყავდათ სახლში. ანუკის დედა ძალიან ნერვიულობდა, ვერ გაეგო რა სჭირდა მის შვილს. ვერვაინ ხვდებოდა მიზეზს. სწავლა აღარ შეეძლო. უნდოდა რომ დაეძინა და აღარასდროს გეღვიძა. ბევრჯერ თვითმკვლელობაც სცადა. თავს ვეღარ იკავებდა და სკოლაშიც ტიროდა. ვერვაის გაეგო რა ხდებოდა მის თავს. ანდრეა ამაზე არც დარდობდა. შეყვარბეული ჰყავდა და ანუკი ფეხებზე ეკიდა. ეს ანუკის გადასახედიდან ასე ჩანდა, ყველას ბედნიერი ეგონა ანდრეა, მაგრამ სინამდვილეში რას გრძნობდა ის? რას იგრძნობდით თქვენ როცა საყვარელ ადამიანს ამ მდგომარეობაში ნახავდით? ამის წამროდგენაც კი შეუძლებელია! რა თქმა უნდა, განიცდიდა, მაგრამ ამის შესახებ არავის უყვებოდა. ანუკი თითქოს მიეჩვია უიმისოდ ცოხვრებას. ისევ ტიროდა, თუმცა შედარებით კარგად იყო, საკუთარი თავი დაარწმუნა იმაში, რომ ანდრეასთან ბედნიერი ვერასოდეს იქნებოდა და ცხოვრება განაგრძო. ყველაფეირ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, სანამ ანუკის ტელეფონზე ანდრეას ზარი არ შემოვიდა. ამის დანახვაზე ანუკი ანერვიულდა, თვალზე ცრემლი მოადგა, არ იცოდა რა ექნა, ეპასუხა თუ უბრალოდ დაეიგნორებინა მისი ზარი. სიამაყე არ აძლევდა საშუალებას, თუმცა გული ეუბნებოდა, რომ უნდა ეპასუხა. ოხ, ღმერთო, ვინ იცის როგორ უნდოდა ანუკის ანდრეას ხმის გაგონება. საბოლოოდ ძალა მოიკრიბა და გადაწყვიტა ზარისთვის ეპასუხა.



მეგობრებო, ეს თავი ცოტა პატარა გამომივიდა, ძალიან გთხოვთ, ვინც წაკითხავთ აუცილებლად დაწერეთ მოგეწონათ თუ არა, რა შენიშვნაც გექნებათ ისიც. თქვენს კრიტიკას მივიღებ და ვეცდები გამოვასწორო. ჰოო კიდე ეს რეალური ამბავია, უბრალოდ სახელებია შეცვლილი. იმედია მოგეწონებათ <3 <3



№1 სტუმარი სტუმარი Dani

Damainteresa rodis dadeb semdeg nawils

 


№2  offline წევრი ninuci5713

სტუმარი Dani
Damainteresa rodis dadeb semdeg nawils

ახლა ვწერ და რომ დავამთავრებ დავდებ დღესვე <3

 


№3 სტუმარი Ucnobi

Male dadeb??

 


№4  offline წევრი ninuci5713

Ucnobi
Male dadeb??

დავდე მაგრამ ჯერ არჩანს... მალე დაიდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent