შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უიმედო სიყვარული (თავი პირველი)


18-01-2018, 20:06
ავტორი ninuci5713
ნანახია 1 828

ყველაფერი ზაფხულის ერთ ლამაზ დღეს დაიწყო. ანასტასია ყოველ ზაფხულს ჩადიოდა სოფელში ბებიასთან და ბაბუასთან. ძალიან უყვარდა სოფელი, მოუთმენლად ელოდა არდადეგების დადგომას, რომ ზურგჩანთა ჩაელაგებინა და სოფელში წასულიყო. ანასტასია მეტრეველი, 17 წლის, საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი გოგონა, დიდი ყავისფერი თვალებით და ლამაზი ტუჩებით. არც ძალიან გამხდარი და არც მსუქანი. ანასტასია ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი იყო. ძალიან უყვარდა სწავლა, მიზნის მისაღწევად ბევრს შრომობდა. გაგიკვირდებათ და ანასტასია სხვებს არ ჰგავდა. ის ერთადერთი იყო. ყველასგან განსხვავებულად ფიქრობდა. ზოგჯერ არ ესმოდა ხალხის, არ უნდოდა ამ სამყაროში ცხოვრება. ძალიან გულჩათხრობილი იყო. თავისთვის მარტო ყოფნა და მუსიკების მოსმენა უყვარდა. ყველაფერი იმ ზაფხულში შეიცვალა. ანასტასია სრულიად განსხვავებული გახდა. მისი სხვებს არ ესმოდათ და ალბათ ვერც გაიგებდნენ. ღრმად უნდა ჩასწვდომოდი მის სულს რომ ის შეგეცნო. მოკლედ, ერთ მშვენიერ დღესაც ბარგი ჩაალაგა და სოფელში წასასვლელად მოემზადა. თმა გაიშალა, ჯინის შორტი და ტოპი მაიკა ჩაიცვა, ფეხზე კედები მოირგო, თავისი ტყავის ჩანთა ზურგზე მოიკიდა და წავიდა. ძალიან ბედნიერი იყო, ახარებდა ის, რომ თავის მეგობრებს შეხვდებოდა. ანასტასია სოფელში ჩავიდა ბებიასთან და ბაბუასთან. მათ ძალიან გაუხარდათ საყვარელი შვილიშვილის ნახვა.ტრადიციულად საღამოს ანასტასია გარეთ გავიდა მეგობრების სანახავად. ყველაზე ახლოს სოფისთან მეგობრობდა. ის მისი განუყრელი ნაწილი იყო. ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ და საუკეთესო მეგობრები არიან. ბავშვები სტადიონზე შეკრებილიყვნენ, ზოგი ფეხბურთს თამაშობდა, ზოგი დაჭერობანას. ანასტასია სოფისკენ გაიქცა, როცა დაინახა და მაგრად ჩაეხუტა. ამ დროს სულ რაღაც 14 წლისები იყვნენ. მას მხედველობიდან არ გამორჩენია ერთი უცხო და ძალიან სიმპატიური ბიჭი. ანდრეა ელისაშვილი, 14 წლის, საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, მწვანე თვალებით და ხუჭუჭა თმით. უზომოდ საყვარელი. ანდრეა ბიჭებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა. ჰო მართლა, გამომრჩა ის,რომ ანასტასიას ძალიან უყვარდა ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაში, სოფი მისგან განსხვავებით ძალიან ნაზი იყო. არ უყვარდა მსგავსი რაღაცები.
- აუუ სოფი, წამოდი რაა, ფეხბურთი ვითამაშოთ, ძალიაან გთხოოვ, -მუდარის თვალებით შეხედა სოფის.
- არაა რაა, ხოიცი არ მიყვარს ფეხბურთის თამაში, შენ წადი და ითამაშე თუგინდა მერე ჩემს მეგობარ ანდრეას გაგაცნობ.-უთხრა ღიმილით სოფიმ.
- კარგი, ოღონდ არ წახვიდე მალე დავბრუნდები. -უთხრა და მეგობარს მოეხვია.
ანასტასია მაშინვე ბიჭებისკენ დაიძრა. ერთ-ერთმა ბურთი მისკენ გააგორა, მანაც არ დააყოვნა, ბურთს ფეხი მიჰკრა და ბიჭებს მიესალმა.
-ჰეეეიიი, ბიჭებო, როგორ ხართ?
-ვააა, ანუკიი, ტოო, შენ აქ საიდან. უკვე ჩამოხვედი?-უთხრა ანასტასიას ბექამ. ბექაც მისი ბავშვობის მეგობარი იყო. ძმასავით ჰყავდა.
-ხო ბექუშ, ჩამოვედი. რა ხდება აბა ახალი, რომ რამე იყოს ბურთს არ მათამაშებთ?
-აუუ შენ ისევ ისეთი ქაჯი ხარ ტოოო. მაინც არაფერი გამოვა. მოდი ჰოო ითამაშე.
ანასტასიას გაუხარდა. მოიცა და ეს ახალია ვინმე? თქვა გვერდით მდგომ ანდრეაზე, თან ცდილობდა არ შეემჩნია რომ მოეწონა. ალბათ გაგიკვირდებათ, როგორც ანასტასია აღვწერე ისეთ გოგოს თუ შეეძლო ბურთით ბიჭებთან ერთად თამაში, ანთუნდაც მათთან ასე საუბარი. ჰო, შეეძლო, მას ხომ ყველაფერი გამოსდიოდა, როცა თავის მეგობრებთან ერთად იყო, მაშინ ბავშვობას უბრუნდებოდა და ცელქი პატარა გოგონა ხდებოდა.
-ანუკი გაიცანი, ეს ანდრეაა ელისაშვილი, ნათესავთანაა ჩამოსული.
-ანასტასია მეტრეველი,-უთხრა ანუკიმ.
-სასიამოვნოა,-თქვა ანდრეამ.- პასუხად ანუკიმ მხოლოდ გაუღიმა.
-კარგით თამაშს შევუდგეთ.-თქვა ანასტასიამ. ანდრეა და ანასტასია ერთ გუნდში მოხვდნენ. შეიძლება გაგიკვირდეთ ეს რა დასაწერი იყოო, ან საერთოდ ჩათვალოთ რომ სრული უაზრობაა რამოხდა თუ ერთად ითამაშესო მაგრამ ასე არაა. თუ ბოლომდე წაიკითხავთ ამაში დარწმუნდებით. იმ დღეს დაიწყო ყველაფერი. 13 ივნისს. რთული შესამჩნევი არ იყო რომ ანდრეას და ანასტასიას ერთმანეთი მოეწონათ, თუმცა ამის შესახებ არათუ სხვებს, არამედ საკუთარ თავებსაც არ უტყდებოდნენ. დღეები გადიოდა. ანასტასია და ანდრეა ძალიან დაახლოვდნენ. ყოველდღე ნახულობდნენ ერთმანეთს. ერთმანეთის გვერდით თავს კარგად გრძნობდნენ. ანდრეა მხოლოდ რამდენიმე ბიჭთან მეგობრობდა, ამიტომ როცა საღამოს ბავშვები იკრიბებოდნენ თავს ხშირად არაკომფურტულად გრძნობდა. თუმცა ეს იქამდე სანამ ანუკი არ გაიცნო. მის შემდეგ სულ ერთად იყვნენ. ეს ბავშვების არ გამორჩენიათ. ერთ დღესაც ანასტასია რამდენიმე გოგოსთან ერთად გარეთ იყო. ანდრეა ჯერ არ ჩანდა.
-მგონი იმ ბიჭს მოწონხარ, არა? - ჰკითხა ლიზამ ანუკის.
-ვის? ან საიდან მოიტანე?
-როგორ არა, აი იმას, ხუჭუჭა როა.-სიცილით უთხრა ლიზამ.
-აამ, ანდრეაზე ამბობ? არა რა სისულელეა... ან როგორ შეატყე.უბრალოდ ვმეგობრობთ, მეტი არაფერი.
-კი, აბა რაა, დაგიჯერე.. ისე გიყურებს უეჭველი მოეწონე. თანაც როცა გარეთ გამოდის სულ შენს გვერდითაა, ჩვენ ყურადღებას არ გვაქცევს.
-რავიი, არ ვიცი, არ შემიმჩნევია, ეგ გასაკვირი არცაა ჩემთან რომ არის უფრო აკრგად. ცოტას აჭარბებ. უბრალოდ თქვენ არ გიცნობთ კარგად და მაგიტომაცაა ეგრე.
გოგონებმა ლაპარკაი დაასრულეს თუ არა ანდრეაც გამოჩნდა. როგორც ყოველთვის ისევ ანასტასიასთან მივიდა და საუბარი დაუწყო.
-აქ ვისთან ჩამოდიხარ ხოლმე? (ანდრეა)
-ბებიასთან და ბაბუასთან. ისე ყოველ ზაფხულს აქ ვარ, მაგრამ არასდროს შემხვედრიხარ. (ანასტასია)
-ალბათ, იმიტომ,რომ აქ იშვიათად ვარ, თან როცა ჩამოვდიოდი გარეთ არ გამოვდიოდი. ამიტომაც ვერ შევხვდით ერთმანეთს. (ანდრეა)
-ჰოომ, ალბათ. (ანასტასია)
საუბარი დიდხანს არგაუგრძელებიათ, ან რა უნდა ეთქვათ ერთმანეთისთვის. ანასტასია თანდათან რწმუნდებოდა, რომ ანდრეა მოეწონა, უფორ მეტიც შეუყვარდა კიდეც. რომ ვერ ხედავდა მის გარეშე ვერ ძლებდა. დადგა აგვისტოც. ზაფხული ილეოდა. არცერთს უნდოდა ერთმანეთის გარეშე ყოფნა. 1 თვე ხომ სულ ერთად იყვნენ. დადგა ანასტასიას წასვლის დრო. ანდრეაც ისე წავიდა ერთმანეთს არც დამშვიდობებიან. იფიქრებდით ყველაფერი დამთავრდაო. ეს უბრალოდ ზაფხულის რომანი იყოო, თუმცა ასე არ ყოფილა. სკოლა დაიწყო ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თუმცა ანასტასია ძალიან შეიცვალა, უფრო გულჩათხრობილი გახდა, თავს არიდებდა ხალხს. ქუჩაში ჩაფიქრებული დადიოდა და მუსიკებს უსმენდა. არავისთვის უთქვამს თავისი სიყვარულის შესახებ, არც სოფისთვის, მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანისთვის. ანდრეა არგამოჩენილა. სოციალურ ქსელში დიამეგობრა ანუკიმ ზაფხულში, თუმცა მიწერ-მოწერა არ ჰქონიათ. მხოლოდ მეგობრებში ჰყავდა და მორჩა. დრო გადიოდა, ანუკის გული არ უთმენდა. თქმასაც ვერ ბედავდა.



№1 სტუმარი ani

Dzalian Kargia

 


№2  offline წევრი ninuci5713

ani
Dzalian Kargia

ძალიან დიდი მადლობა❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

მართლა ძალიან კარგია???? ერთერთი საუკეთესოა რაც წამიკითხავს????

 


№4  offline წევრი ninuci5713

სტუმარი ნინი
მართლა ძალიან კარგია???? ერთერთი საუკეთესოა რაც წამიკითხავს????

დიდი მადლობაა ნიინ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent