დარიჩინი {2}
ისევ არაჩვეულებრივი დარიჩინის თეთრი დოლჩე მოკა და სკოლის, საზიზღარი, ახალი დღე! გუშინ არაფერი მომხდარა ისეთი სტიუარტის კოცნის შემდეგ, გაკვეთილებზე არდადეგებზე დასაწერი დავალებები შეგვიმოწმეს და ა.შ. მაგრამ! ქიმიის გაკვეთილზე, როდესაც ზარი ახალ დარეკილი იყო, შემოვიდა ის!- სტიურატი. შემოსვლისთანავე გაიკრიჭა, თავისი ჩაწიკწიკებული კბილები მოგვანათა, და მასწავლებელს ჩვენი ამბავი ჰკითხა. მის.უოთსონი-ჩვენი ქიმიის მასწავლებელი, დადნა სტიუარტის ღიმილზე, ამ ხნის ქალია და ცდილობდა, რაც შეიძლებოდა სექსუალური ყოფილიყო, ამაზე მთელი კლასი დავწყდით სიცილით, მის.უოთსონმა განრისხებულმა, ხოლო სტიუარტმა გაკვირვებულმა შემოგვხედა, შემდეგ მე დამინახა და ცალყბად ჩაიცინა. ამაზე საშინლად მომეშალა ნერვები, მაგრამ რას ვიზამდი. მოკლედ ასეთი იყო გუშინდელი დღე. ახლა სკოლისკენ მივემართები და Billie Eilish-ის “bored”-ს ვუსმენ. აი, მართლა ძაან bored ვარ რა. დამთავრდა ეს სიმღერაც და ახლა Billie-ს სხვა სიმღერა, “my boy” ჩაირთო, ამაზე, უნებურად სტიუარტი გამახსენდა და სულელივით გამეღიმა. მოკა მოვწრუპე და გზას უფრო სწრაფად გავუდექი, ვერაფრით ვერ ვიშორებდი ამ ღიმილს და ნერვები მეშლებოდა. ამასობაში, სკოლაშიც მივედი. მოკა დამთავრდა და გულიც დამწყდა, მაგრამ მიხაროდა დარიჩინის გემო, რომ მრჩებოდა. ამ დილით, დარიჩინის სუნამოც კი დავისხი და არაჩვეულებრივი სურნელი ამდის. უცებ შევწუხდი, მე ასეთი ბედნიერი ვარ და ნორა... ამის გამო, საკუთარი თავი მეზიზღება რა! ის დეპრესიაშია მე კიდე, ბავშვივით გახარებული. პირველი გაკვეთილი ინგლისური გვქონდა, ამიტომ ინგლისურის კაბინეტისკენ გავწიე, მაგრამ გზაზე ვიღაცამ ერთი ხელის გული პირზე, ხოლო მეორე ხელი წინიდან მუცელზე მომხვია და ცოცხების და მსგავსი ნივთების სათავსოში შემათრია. მაშინვე მომაშორა ხელები და კარი გადაკეტა, შემდეგ ჩემსკენ შემობრუნდა და ძლივს, მისი სახე დავინახე. აბა, თუ მიხვდებით ვინ იყო? რა თქმა უნდა, სტიუარტი! -არ მეგონა, თუ დირექტორი გაკვეთილების დაწყებამდე, მოსწავლეებს ასე იტაცებდა!-ვუთხარი და დოინჯი შემოვირტყი. -ჰოო? ახლა, ხომ გაიგე? წინააღმდეგი ხომ არ ხარ ისე?-ირონიულად მიღიმოდა და შეკითხვებს მისმევდა. -რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ!-ვუთხარი და კარისკენ გავიწიე, მანაც გამატარა, რაც გამიკვირდა. სახელური მოვქაჩე და რას ვხედავ! “ არა რა, სულელი ხარ, სულელი ენჯი! წეღან ხომ ჩაკეტა კარი, არა? როგორ დაგავიწყდა?!“ ვტუქსავდი ჩემს თავს, სტიუარტი კი ხელში გასაღებს ათამაშებდა. -მომეცი აქ!-შევუღრინე მე და გასაღებისკენ გავიღიე, მან კი მაღლა ასწია ხელი. ჩემდა საუბედუროდ, თუ სასიკეთოდ მაღალი არ ვიყავი. -კარგი რა, ნუ მაწვალებ!-ვუთხარი და ავხტი გასაღებს რომ მივწვდომოდი, თუმცა უშედეგოდ. სტიუარტი ყოველ ჩემს მცდელობაზე, სიცილით იგუდებოდა. -კარგი, კარგი.-მითხრა ბოლოს,-მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცემ გასაღებს, თუ...-აი აქ შეჩერდა. -თუ, რა?! -თუ მაკოცებ.-თქვა და ჭინკებით სავსე თვალები მომანათა, წამით გავშტერდი, ისეთი შავი თვალები ჰქონდა, რომ გუგას და ფერად გარსს ვერ გაარჩევდი ერთმანეთისგან, შემდეგ მისი პირობა გამახსენდა და: -კარგი.-ვუთხარი მე. -რაა?-შემომხედა გაოცებულმა. -რა, რა სულელო, ხომ თქვი თუ მაკოცებ, გაგიშვებო! -ხო, მაგრამ... -მაგრამ, რა?! -არ მეგონა, თუ დამთანხმდებოდი!-მითხრა და ისევ შავი თვალები შემომანათა. ფეხის წვერებზე ავიწიე და უბრალოდ, ძალიან სწრაფად ვაკოცე, როგორ მინდოდა, რომ ასე არ მეკოცნა, მაგრამ... -ეს არ ითვლება!-თქვა და წარბები შეკრა. -რაა? რატომ?!-გავბრაზდი მე. -თვითონაც იცი, რატომაც!-მიპასუხა და ისევ, ისე დამცხრა ბაგეებზე. ხელები წელზე შემომხვია და მაღლა ამწია, იმის შიშით, რომ დავვარდებოდი ფეხები ტანზე შემოვხვიე და ხელებით მხრებში ჩავეჭიდე, მოკლედ მთლიანად მივეტმასნე, მაგრამ არ ვკოცნიდი, ბოლოს თავი ვეღარ შევიკავე და მეც ავყევი, ხელები თმაში შევუცურე, ისევ ვიგრძენი მისი სირბილე და აბრეშუმისებრობა. არ ვიცი რა მჭირდა, აღუწერელი გრძნობით ვიყავი სავსე, ვგრძნობდი ადრენალინის მოჭარბებას და ჩემს მუცელში პეპლების ფარფატს. უკვე ჰაერი აღარ მყოფნიდა, რომ არ მომშორებოდა ალბათ, დავიხრჩობოდი. ვგრძნობდი, თუ როგორ აუდ-ჩაუდიოდა მკერდი და ვფიქრობდი, „ნუთუ ისიც იმავეს გრძნობს?“ ახლა ერთმანეთს მხოლოდ თვალებში ვუყურებდით. ვუყურებდით და ვუყურებდით. შემეძლო, ასე დაუსრულებლად მეცქირა მისთვის, მაგრამ მან დამსვა, შუბლზე მაკოცა და გავიდა. მინდოდა ნორასთვის ყველაფერი მომეყოლა, მაგრამ ვფიქრობდი ახლა ამის ხასიათზე ნაღდად არ იქნება მეთქი, უკვე აღარ ვიცოდი რა მექნა. „რა უნდა სტიუარტს?“-მთელი დღე ამაზე ვფიქრობდი. ვერაფერს გულს ვერ ვუდებდი, ის იყო საშინაო დავალებები ძლივს დავწერე, რომ ვიღაცამ დამირეკა. უცხო ნომერი იყო, არ მინდოდა მეპასუხა, მაგრამ, მაინც ავიღე. -გისმენთ.-ვთქვი მე. -ჰეი ენჯი.-გაისმა სტიუარტის ხმა. ჩემი ნომერი სად ჯანდაბიდან აქვს მეთქი ვიფიქრე. -რა გინდა?-ვკითხე გაღიზიანებულმა. -არ ვიცი.-მითხრა და გაჩუმდა. -არ იცი?-ვკითხე ცოტათი დაბნეულმა. -არ ვიცი. -ისე, ამ ბოლო დროს, არც მე ვიცი რა მსურს.-ვუთხარი გულწრფელად. -მე ვიცი შენ რა გინდა!-მითხა მან. -მე არ ვიცი და შენ საიდან იცი! -ვიცი და მორჩა! -ნუთუ?-ვკითხე მე. -თუ არ გჯერა, გეტყვი. -რას მეტყვი? -იმას თუ რა გსურს. -და რა მსურს?-ვკითხე, ცოტათი ანერვიულებულმა. -რა არა, ვინ.-მითხრა მან. -... -გადმოიხედე აივნიდან და დაინახავ, თუ ვინ გსურს.-თქვა და გათიშა.“ ჩემს კორპუსთან არის?“ ვფიქრობდი და აივნისკენ მივდიოდი. გარეთ რომ გავიხედე, ქუჩაში ადამიანის ჭაჭანება არ იყო. საშინლად გავბრაზდი. ანიმაციურ ფილმში რომ ვყოფილიყავი, ყურებიდან ორთქლს გამოვუშვებდი. მაშინვე დავურეკე, თუმცა უშედეგოდ-ტელეფონი გაეთიშა. „დეგენერატი ინდაური“, „ყეყეჩი მამალი“, „გამოტვინებული ბეჰემოთი“-ვფიქრობდი სტიუარტზე. ვფიქრობდი და ასე ჩამეძინა. ჰეი! იმედი მაქვს, მოგწონთ ჩემი ისტორია (პირველია და ძალიან მკაცრადაც, ნუ მომეპყრობით . ყველაფერი, ყველაფერი რასაც ფიქრობთ, დააკომენტარეთ გთხოვთ! პირველ რიგში, უნდა ვიცოდე ღირს თუ არა, ამ ისტორიის გაგრძელება, ამიტომ დააკომენტარეთ, დამეხმარეთ, შეცდომები გამისწორეთ, რომ მომავალში აღარ გავიმეორო. ყველანი მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.